თეგი: ტანკები

პოლონეთმა უკრაინას PT-91 Twardy-ს ტანკები გადასცა

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, პოლონეთმა უკრაინას PT-91 Twardy-ს ტანკები გადასცა. ამის შესახებ კშიშფორტ პლატეკმა ტელეარხ  Wolski o Wojnie-თან განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთი შეიარაღებაში დეფიციტის შესავსებად, ტანკებს სამხრეთ კორეისგან იყიდის. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პოლონური PT-91 Twardy-ს ტანკები უკვე უკრაინაშია. რამდენი PT-91 Twardy-ს ტანკი გადასცა პოლონეთმა უკრაინას, არ ხმაურდება. ცნობისთვის, PT-91 Twardy - პოლონური T-72 ტანკის მოდერნიზაცია, რომელიც 90-იან წლებში შეიქმნა. ამ ვერსიის მანქანებს აქვთ უფრო ძლიერი ძრავი, განახლებული ცეცხლის მართვის სისტემა და დინამიკური ჯავშანი. როგორც ცნობილია, პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 48 მოიერიშე თვითმფრინავის და 180 ტანკის შეძენას გეგმავს. მარტში პოლონეთის სეიმმა მიიღო კანონი "სამშობლოს დაცვის შესახებ", რომელიც თავდაცვის ხარჯებისა და არმიის ზომის გაზრდას თითქმის სამჯერ ითვალისწინებს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

Reuters: საფრანგეთი უკრაინას AMX10-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს დაჰპირდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სატელეფონო საუბრისას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე მიიღებენ ფრანგულ AMX-10RC ტიპის მსუბუქ ტანკებს დაჰპირდა. ამის შესახებ Reuters-ი ელისეის სასახლის წარმომადგენლის ბრიფინგზე დაყრდნობით იტყობინება. ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, როდის და რა რაოდენობით შეუძლიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის მიღება. AMX-10RC ტიპის ჯავშანმანქანა ხშირად კლასიფიცირდება როგორც „ბორბლიანი ტანკი“. AMX-10 RC-ი აღჭურვილია 105 მმ ქვემეხით და ტყვიამფრქვევით.   

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა T-72-ის ტიპის ტანკის ქვემეხზე, უკრაინაში გაგზავნამდე, სამხედროებისთვის შეტყობინება დატოვა

უკრაინაში T-72 ტიპის ტანკის გაგზავნამდე, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, ტანკის ქვემეხზე უკრაინელ სამხედროებს შეტყობინება დაუტოვა. „მე დავტოვე მოკლე შეტყობინება მამაცი უკრაინელი დამცველებისთვის T-72 ტიპის ტანკის ქვემეხზე, რომელიც უკრაინაში გავგზავნეთ. მჯერა, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს ფიალა Twitter-ზე. „უკრაინის მამაც დამცველებს“, - წერია ტანკის ქვემეხზე.  

იენს სტოლტენბერგი: გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები უნდა გადასცეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის ცდილობს გერმანიის მთავრობა დაარწმუნოს, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გადასცეს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინისთვის ATACMS-ის სარაკეტო სისტემებისა და Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნის დროა „ჩვენ ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც ამ ომის მოსაგებად სჭირდება “, - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში. ანდჯეი დუდას თქმით, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გადაეცემა მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კოალიციის ფარგლებში უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. თუმცა ამ ტანკების ნებისმიერი ადგილიდან მესამე ქვეყნებში გადატანზე ბერლინის თანხმობაა საჭირო. შოლცმა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადასაცემად, მთავარი პირობა დაასახელა Handelsblatt წერს, რომ რასმუსენის თქმით, 20 იანვარს რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ომში უკრაინას იარაღის მიწოდებით უჭერენ მხარს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. „მძიმე იარაღზე ბოლოდროინდელი ვალდებულებები მნიშვნელოვანია და უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში“, - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ამ კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია.  

ბენ უოლესი: რუსეთმა ვერ გატეხა უკრაინელი ხალხის ნება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უოლესმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „ვერ გატეხა უკრაინელი ხალხის ნება“ და „გენერლებისა და მეთაური ოფიცრების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა“. მისივე თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა უნდა „დააჩქარონ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა, რათა ეკონომიკურად და სამხედრო გზით შევინარჩუნოთ ზეწოლა“ ვლადიმირ პუტინზე. დიდი ბრიტანეთი პირველი დასავლური სახელმწიფო გახდება, რომელიც უკრაინას ძირითად საბრძოლო ტანკებს გადასცემს.   

„გაათავისუფლე ლეოპარდები" - უკრაინელებმა და მათმა თანამოაზრეებმა ბუნდესტაგთან დემონსტრაცია მოაწყვეს

მას შემდეგ, რაც რამშტაინის შეხვედრაზე, მხარეები უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, ბუნდესტაგის შენობასთან გერმანიაში უკრაინელი ახალგაზრდებისა და მათი თანამოაზრეების საპროტესტო დემონსტრაცია საზოგადოება Vitsche-ის ორგანიზებით გაიმართა. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს უკრაინელი ახალგაზრდები და მათი თანამოაზრეები გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდებენ, რომ „ლეოპარდის“ ტანკები გაათავისუფლონ.  რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”. მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია. „ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაუგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.  

უკრაინაში ტანკების მიწოდების გამო, პუტინი ბირთვულ ესკალაციაზე არ წავა - გერმანიის სოციალ-დემოკრატების ლიდერი

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლარს კლინგბეილი კიევისთვის ტანკების გადაცემის შემთხვევეაში, რუსეთიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან Tageszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს „ვფიქრობ, რომ რუსეთიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სწორია, რომ ფედერალური კანცელარია განიხილავს ამ საკითხს. ასევე სწორია, რომ წინ მარტო არც ერთი ქვეყანა არ მიდის. სხვათა შორის, მსგავსი დებატები ახლა მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში", - თქვა კლინგბეილმა. უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg „მე არ მეშინია. პუტინი ვერ დაგვაშინებს. პეკინში ვიზიტით და ჯო ბაიდენთან შეხვედრისას G20-ის სამიტზე, ოლაფ შოლცმა ხელი შეუწყო ბირთვული საფრთხის მნიშვნელოვან შემცირებას. პუტინმა გააცნობიერა, რომ თუ ამ ხაზს გადალახავდა, ის ჩინეთს, როგორც მთავარ მოკავშირეს დაკარგავს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა. შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის Leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.  

ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების მიწოდების ევროპულ გეგმას უერთდება - El Pais

ესპანეთი გეგმავს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების ევროპულ გეგმას შეუერთდეს, მას შემდეგ რაც გერმანია უკრაინისთვის Leoperd2-ის ტანკების მიწოდებას დაუშვებს, - წერს El Pais.  ISW: დასავლური ტანკები უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში დაეხმარება ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს „ეს თუ მოხდება, ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემის ევროპულ გეგმას შეუერთდება“, - წერს ესპანური გამოცემა.  ბოლო მონაცემებით, ესპანეთის არმია ფლობს Leopard-ის ტიპის 347 ტანკს, საიდანაც 108  Leopard 2 A4-ის ტიპის ტანკია, ხოლო 239  Leopard 2E-ის.  უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg    

ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს

გერმანიის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ ევროპელი ლიდერები და დიპლომატები გამოეხმაურნენ.  „მადლობა კანცლერ ოლაფ შოლცს. „ლეოპარდების“ შესახებ გადაწყვეტილება უკრაინისთვის წინგადადგმული ნაბიჯია რუსეთის შესაჩერებლად. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ. „საფრანგეთი მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას, რომელიც განაგრძობს და აძლიერებს მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ AMX10 RC-ების მიწოდებით დავიწყეთ“, - ნათქვამია ელისეის სასახლის პრესსამსახურის განცხადებაში. „მნიშვნელოვანია რომ გერმანიამ მოკავშირეებს ტანკების გადაცემის უფლება მისცა“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე.  „ეს არის NATO-ს და მოკავშირეების მართებული გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ძირითადი საბრძოლო ტანკები გადასცენ. Challenger 2-ის ტიპის ტანკებთან ერთად ისინი გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას“, - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი.  სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.  

Washington Post: ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლომდე მიიღებს

„აბრამსის“ ტიპის ტანკები უკრაინას შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ფარგლებში 2023 წლის ბოლოს ან უკვე 2024 წელს გადაეცენა, წერს The Washington Post. იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, ტანკებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს გამოცემის თანახმად, კიევი მიიღებს M1A2 მთავარი საბრძოლო ტანკის თანამედროვე მოდიფიკაციას, მაგრამ ამ ტექნიკას აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან არ ამოირებენ, არამედ General Dynamics-ისგან  შეისყიდიან, რომლებიც სპეციალური დავალების საფუძველზე, ურანის საიდუმლო ჯავშნის გარეშე დამზადდება. 25 იანვარს დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც რუსეთთან ომში უკრაინას ემხრობიან, კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ განაცხადეს. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკს გაგზავნის. ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკს გადასცემს გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია უკრაინისთვის 112 ერთეული გერმანული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკის გადაცემაზე. მოსალოდნელია, რომ „ლეოპარდის“ ტიპისტანკები უკრაინაში ორ-სამ თვეში გამოჩნდებიან. უკრაინის ელჩი საფრანგეთში ვადიმ ომელჩენკო აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ოფიციალურად დაადასტურეს შეთანხმება უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე. მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ფრონტზე წარმატებული კონტრშეტევისთვის 300 დასავლური ტანკი დასჭირდებოდათ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

პისტორიუსი: გერმანიას სასწრაფოდ სჭირდება ახალი „ლეოპარდები“

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანიას სასწრაფოდ სჭირდება ახალი „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების შეკვეთა, რათა უკრაინაში ამ ტექნიკის გაგზავნის შედეგად გაჩენილი დეფიციტი შეივსოს. გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შევუკვეთოთ ახალი ტანკები არა ერთ წელიწადში, არამედ დაუყოვნებლივ“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს ავგუსტდორფში სატანკო ბატალიონში ვიზიტის დროს, საიდანაც უკრაინაში 14 „ლეოპარდის“ ტიპის ტანკის  გაგზავნა გადაწყდა. „ საიდან მოვა ფული? გულწრფელად გეტყვით, ეს არ მაინტერესებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ტანკები სწრაფად მივიღოთ." „პისტორიუსმა საკმაოდ ამომწურავად უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ის მოითხოვოს გერმანიის არმიის მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური ფონდის 100 მილიარდი ევროს გაზრდა“, - წერს BBC.  ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს  

პორტუგალია უკრაინას Leopard2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. კოშტამ განაცხადა, რომ პორტუგალია ამჟამად გერმანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას ნაწილების მოძიებისთვის, რომლებიც პორტუგალიის არსენალში არსებული Leopard-ის ტიპის რამდენიმე ტანკის შესაკეთებლადაა საჭირო. „არ ვიცი რამდენი ტანკი გაიგზავნება, ამას შესაბამის დროს გამოვაცხადებთ" - თქვა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა.  ცნობისათვის, პორტუგალიის არმია 37 Leopard 2A6 ტიპის ტანკს ფლობს, რომელიც გერმანული ტანკის ერთ-ერთი თანამედროვე მოდიფიკაციაა.  

კანადიდან უკრაინაში პირველი Leopard-2-ის ტიპის ტანკები გაიგზავნა

კანადიდან უკრაინაში პირველი ლეოპარდები გაიგზავნა.  ინფორმაციასა და ფოტოებს Twitter-ზე კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი ავრცელებს. „კანადა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ“, წერს ანიტა ანანდი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ კანადამ უკრაინისთვის 4 ერთეული Leopard-2-ის ტიპის ტანკების გაგზავნაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ 26 იანვარს განაცხადა.