თეგი: ტყვეები

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები: უკრაინელი მესაზღვრეები, რომლებიც რუს ოკუპანტებს კუნძულ ზმეინზე ებრძოდნენ, ტყვეობაში არიან

უკრაინა რუსეთისგან უკანონოდ დატყვევებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კუნძულ ზმეინთან რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული საზღვაო ქვეითები და მესაზღვრეები, რომელთა დაღუპვის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ცოცხლები არიან. უკრაინა მივმართავთ მსოფლიო თანამეგობრობას, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა გავლენა მოახდინონ რუსეთზე ჩვენი მოქალაქეების დასაბრუნებლად.  უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები აცხადებს, რომ რუსული მედია ამ ამბის ინტერპრეტაციას იმგვარად, თითქოს „უკრაინის ხელისუფლებამ დაივიწყა და დაკრძალა თავისი ქვეშევრდომები“. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მესამედ გაცვალეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაპირისპირებულმა მხარეებმა ტყვეები მესამედ გაცვალეს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.  „პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს გამნხორციელდა ტყვეების მესამედ გაცვლა. სახლში დაბრუნდა ჩვენი 12 სამხედრო, რომელთაგანაც ერთი ოფიცერი ქალია“,- განაცხადა ვერეშჩუკმა.  მისი თქმით ასევე გაათავისუფლეს 14 სამოქალაქო პირი, აქედან 9 ქალია. ჯამში უკრაინულ მხარეს 26 ტყვე გადმოეცა. მანამდე მხარეებმა ტყვეები 23 მარტს და 1-ელ აპრილს გაცვალეს.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინის ხელისუფლებამ ტყვეების გაცვლის შედეგად, 30 მოქალაქე დააბრუნა

უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად, 30 მოქალაქე დააბრუნა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა. „პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს შედგა სამხედრო ტყვეების მორიგი, რიგით მეოთხე გაცვლა. გაცვლილია ხუთი ოფიცერი და რიგითი შემადგენლობის 17 სამხედრო. ასევე, გათავისუფლებულია რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ქალი“, – განაცხადა ვერეშუკმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა 197 ბავშვი მოკლეს

ირინა ვერესჩუკი: რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა

რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ნახევარი ქალები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერესჩუკი ავრცელებს. მისივე თქმით, ტყვეობაშია ასევე, დაახლოებით, 700 სამხედრო პირია. „რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ნახევარი ქალები არიან. ჩვენ გვყავს 700-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვე და მათ თითქმის ამდენივე ჰყავთ. მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან თავინთ ქმრებსა და ცოლებს, უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით, ჩვენ მათ სიას მუდმივად ვაძლევთ, თუმცა სხვა საკითხია, რომ მტრული მხარე არ თანხმდება ყველას გათავისუფლებაზე, არამედ ათავისუფლებენ მხოლოდ ნაწილს და მხოლოდ მათ, ვისაც თვლიან საჭიროდ. ეს მუდმივი ბრძოლაა ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ ამას თავს არ მივანებებთ,“- განაცხადა ვერესჩუკმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე, 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული

უკრაინის ვიცე-პრემიერი: მოსკოვი ცდილობდა, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაეცვალა

"მოსკოვი ცდილობდა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაეცვალა, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია", - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკომ განაცხადა. როგორც ვერეშჩუკმა BBC-ს განუცხადა, მისმა ოფისმა აღნიშნულ წინადადებაზე უარი თქვა. ”აი, რატომ დაატყვევეს ყველა - მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ადგილობრივი საკრებულოს თანამშრომლები, რათა სცადონ მათი გამოყენება,” - აღნიშნა ვერეშჩუკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსული საოკუპაციო ჯარი დონბასში იერიშებს აგრძელებს უკრაინის გაერთიანებული ძალები: 29 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა, 11 რუსული ტანკი და 40 ერთეულზე მეტი სხვა ტექნიკა გაანადგურეს  

გაეროს მისია უკრაინაში: რუსეთი შეურაცხყოფს სამხედრო ტყვეებს და არ აძლევს დამკვირვებლებს მათი ნახვის უფლებას

უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა მატილდა ბოგნერმა, დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი, მისიის პერსონალს უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნახვის უფლებას არ აძლევს. გაეროს მისია ოკუპირებულ ოლენივკაში უახლოეს დღეებში ჩავა, სადაც აფეთქების შედეგად 50 -ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა მისი თქმით, დეპარტამენტს აქვს მტკიცებულებები, რომ ზოგიერთი პატიმარი წამებასა და არასათანადო მოპყრობას განიცდის. „პატიმრების მიმართ ძალადობა გაიგივებულია ომის დანაშაულთან“, - განაცხადა გაეროს მისიის ხელმძღვანელმა. რუსეთის სარდლობა უკრაინელი სამხედროების მიმართ არასათანადო მოპყრობას უარყოფს. მატილდა ბოგნერის საჩივართან დაკავშირებით დამკვირვებლების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან რუსეთის ხელისუფლებას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. „ჩვენ არ ვიცით, ვინ დაუკავშირდა სამხედროებს, ან დაუკავშირდნენ თუ არა ისინი საერთოდ”, - თქვა მან. ამავდროულად, ბოგნერის თქმით, გაეროს დამკვირვებლებს შეუფერხებლად აქვთ წვდომა უკრაინულ ობიექტებში, სადაც რუსი პატიმრები იმყოფებიან. მისი თქმით, იქაც გამოვლინდა და დაფიქსირდა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რაც ასევე შეიძლება სამხედრო დანაშაულებთან გაიგივდეს.  

ლიზ ტრასმა, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრიტანეთის დატყვევებული მოქალაქეების გათავისუფლება დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „სახალხო რესპუბლიკებში“ დაკავებული ბრიტანეთის ხუთი მოქალაქე გაათავისუფლეს. „ამით დასრულდება გაურკვევლობისა და ტანჯვის თვეები - მათთვის და მათი ოჯახებისთვის"- აღნიშნა ტრასმა.  მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის და საუდის არაბეთს პატიმრების გათავისუფლებაში დახმარებისთვის „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო დაკავებულების დაუნდობელი ექსპლუატაცია პოლიტიკური მიზნებისთვის“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა. მანამდე Reuters-მა საუდის არაბეთის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 10 სამხედრო ტყვე გაათავისუფლა, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და მაროკოს მოქალაქეები. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ გათავისუფლებულთა შორის იყო ეიდენ ასლინი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა და აპრილში ტყვედ აიყვანეს. მას სიკვდილით დასჯა  ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მიუსაჯეს. დანარჩენების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.  

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა.  ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა. „დღეს მოვახერხეთ პატიმართა მორიგი მასშტაბური გაცვლა. ტყვეობიდან 108 ქალი გავათავისუფლეთ. ეს იყო ქალების პირველი გაცვლა. ტყვეობაში იყვნენ დედები და ქალები, რომლებსაც ახლობლები ელოდებოდნენ", - ნათქვამია შეტყობინებაში.   ანდრეი ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ ტყვეებს შორისაა აზოვსტალიდან ევაკუირებული 37 ქალი, 11 ოფიცერი და 85 რიგითი და სერჟანტი, მათ შორის 35 უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 32 საზღვაო ძალებიდან, 12 თავდაცვის ძალებიდან, 8 ეროვნული გვარდიიდან, 2 "აზოვიდან", 5 - სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურიდან, 4 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან, ხოლი 12 მშვიდობიანი მოქალაქეა.   

უკრაინა: კუნძულ ზმეინის 30 დამცველი, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან თავისუფალია

კუნძულ ზმეინის 30 ლეგენდარული დამცველი რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან თავისუფალია. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი ადამიანის უფლებათა უმაღლესი რადას კომისრის დიმიტრი ლუბინეცის პუბლიკაციაზე დაყრდნობით იუწყება. რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა „ემოციური კომუნიკაციის დროს, სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 30 სამხედრო ტყვე ზმეინის კუნძულიდან ტყვეობიდან უკვე თავისუფალია. ამასთან, ჩვენი ჯარისკაცებს, რომლებიც კვლავ ტყვეობაში არიან, აუცილებლად გავათავისუფლებთ",- აღნიშნა ლუბინეცმა. ზელენსკი: კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში მისივე თქმით, კუნძულ ზმეინის მეომრები ამ ომის ლეგენდად იქცნენ, „რადგან მათ ბრძოლა მაშინ მიიღეს, როცა ბევრი დეზორიენტირებული იყო“. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  

რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 50 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა

რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის 50 დამცველი გათავისუფლდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა. „დასრულდა ტყვეთა კიდევ ერთი დიდი გაცვლა. გაათავისუფლეს უკრაინის ორმოცდაათი დამცველი. ჩვენ ვაბრუნებთ მარიუპოლის და აზოვსტალის დამცველებს, ვაბრუნებთ ოლენივკაში მყოფ პატიმრებს, მათ შორის დონეცკის, ლუგანსკის და ზაპორიჟიეს რეგიონებში დაჭრილებს“, -აღნიშნა ერმაკმა. 24 ნოემბერს, რუსეთის ტყვეობიდან 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა.  

კიევმა რუსეთის ტყვეობაში მყოფი სამხედროების რაოდენობა დაასახელა

უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის ომბუდსმენის, ალენა ვერბიცკაიას თქმით, ამ დროისთვის 3 400-მდე უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. სულ მცირე, 15 000 ჯარისკაცი კი დაკარგულად ითვლება. მისივე თქმით, დაკარგული ჯარისკაცების ახლობლებისთვის ასეთი გაურკვევლობა განსაკუთრებით მტკივნეულია. „რუსეთი უარს ამბობს უკრაინელი ტყვეების ბანაკებში წითელი ჯვრის საქველმოქმედო მისიების დაშვებაზე და სამხედრო ტყვეთა უფლებების შესახებ ჟენევის კონვენციას სისტემატურად არღვევს“, - ამბობს ალენა ვერბიცკაია.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 140 სამხედრო გაათავისუფლა

უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 140 სამხედრო გაათავისუფლა. მათ შორის ჯარისკაცები მარიუპოლიდან და გველების კუნძულიდან. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი იუწყება. „ახალი წლის ღამეს ჩვენ არა მხოლოდ ვიგერიებთ მტრის სარაკეტო თავდასხმებს, არამედ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს სახლებში", - თქვა ერმაკმა. საერთო ჯამში, დღევანდელი გაცვლის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების 82 ჯარისკაცი, [ჯარიდან 15, ეროვნული გვარდიიდან 22, საზღვაო ძალებიდან 11 და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან 10], 132 კაცი და 8 ქალი გათავისუფლდა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ელჩი: რუსეთს მედიცინის 500-მდე უკრაინელი მუშაკი ტყვეობაში ჰყავს

რუსეთს მედიცინის თითქმის 500 მუშაკი ჰყავს დაკავებული. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), ევგენი ციმბალუკმა განაცხადა. ელჩის შეფასებით, რუსეთი ჟენევის კონვენციებს არღვევს. რუსეთის ფედერაციის ტყვეობაში ამჟამად 28 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ უკრაინელმა ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე - „თავისუფლება თუ შიში.“ ლუბინეცმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმარონ უკრაინის სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების დაცვასა და სახლში დაბრუნებაში. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ვერ ამოწმებს მათ მდგომარეობას, ვერ ახერხებს რუსეთის ციხეებში შესვლას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. „მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობის ახალი სისტემაა. ამჟამად დადასტურებულია, რომ უკრაინის 28 000 მოქალაქე რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას – დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!" - განაცხადა ლუბინეცმა.