თეგი: ყირიმი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი: ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს საკითხი არ განიხილება

ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ რუსეთი ფრთხილობს მოლაპარაკებების შეფასებისას, რადგან მოლაპარაკებების პროცესი ჩუმად უნდა წარიმართოს. ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და რუსეთის კონსტიტუცია გამორიცხავს რუსეთის რომელიმე რეგიონის ბედის ვინმესთან განხილვას", - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციის წევრმა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სტამბოლში გამართული გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყირიმის საკითხი შეთანხმების ცალკე პუნქტია, რომელშიც უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს პოზიციის დაფიქსირებას და 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

დმიტრო კულება: უკრაინა ყირიმის დეოკუპაციის იდეაზე უარს არ იტყვის

უკრაინა ყირიმის დეოკუპაციის იდეაზე უარს არცერთ შემთხვევაში არ იტყვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტორო კულებამ განაცხადა.  „თავად ყირიმის სამიტის პლატფორმაზე, რომლის მონაწილეებიც 23 აგვისტოს ობიექტური მიზეზებით ონლაინ შეიკრიბებიან, განიხილავენ ყველაფერს, თუ რის გაკეთება შეიძლება ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის, ამასთან დიპლომატიური კუთხითაც. ჩვენ გვინდა გავგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ თუნდაც თეორიულად ეს არ მოხდეს, მაგრამ თუ თეორიულად მტერი კვლავ დადგება კიევთან, ჩვენ მაინც დავგეგმავთ ყირიმის დეოკუპაციას“, - განაცხადა კულებამ.  კულებას თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს, ყოველთვის სტრატეგიულად უნდა იფიქრო - დადგება მომენტი, როცა უკრაინა თავის ტერიტორიებს დეოკუპაციას მოახდენს.  „ყირიმის პლატფორმის სამიტი სწორედ ამის სიგნალია. ისტორიაში არ იქნება ისეთი მომენტი, როდესაც ჩვენ ვერ მოვიცლით ყირიმისთვის, ლისიჩანსკისთვის ან რომელიმე სხვა ქალაქისთვის, რომელიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ დიპლომატიაზე...“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა: რუსეთის ძალები ვეღარ გამოიყენებენ სარკინიგზო ხაზს, რომელიც ყირიმს სამხრეთ უკრაინასთან აკავშირებს

რუსეთის ძალებს აღარ შეუძლიათ, გამოიყენონ სარკინიგზო ხაზი, რომელიც ყირიმს ხერსონის რეგიონთან აკავშირებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ხერსონის სამოქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მრჩეველი სერჰი ხლანი აცხადებს. „ეს განშტოება კალანჩაკის, ბრილივკის გავლით ოლეშკის რკინიგზის სადგურამდე და სარკინიგზო ხიდზე, თავად ხერსონამდე გადიოდა”, - განაცხადა უკრიანის ოფიციალურმა პირმა და დაამატა, რომ კიდევ ერთი მარშრუტი იყო ყირიმიდან მელიტოპოლამდე.  „სწორედ იქ გადაიტანეს ოკუპანტებმა სარკინიგზო მატარებლები და გადმოტვირთეს ისინი ნოვოლექსიევკას მიღმა, ჰენიჩესკის რაიონში. გუშინ, რუსეთის ძალების კიდევ ერთი კოლონა განადგურდა, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით", - აღნიშნავს ხლანი. ჰენიჩესკის რაიონში აფეთქებების შესახებ მედია 9 აგვისტოს იუწყებოდა.

რა ზარალი მიადგა რუსუთის ფედერაციას, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება,  $650-$850 მილიონია. რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე უკრაინული Forbes ასევე რუსული სამხედრო თვითმფრინავების სავარაუდო ღირებულებაზე წერს: Су-30СМ – $50 მლნ, Су-24МР – $6 მლნ, Ил-76 – $86მლნ.  რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა. ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს

ოკუპირებული ყირიმის ავიაბაზაზე კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა - მედია

ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაონის სოფელ გვარდეისკში მდებარე ავიაბაზაზე, კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რომ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში მომხდარი აფეთქება დივერსიის შედეგია. დაახლოებით ამავე პერიოდში, ჯანკოიში მდებარე ელექტრო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. „დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მომხდარს.  პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ჯანკოის რაიონში არის ორი მნიშვნელოვანი სამიზნე – სატრანსფორმატორო სადგური და საბრძოლო მასალების საცავი. მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, რათა ელექტროენერგია ჯანკოის გავლით მიეღოთ. „ჩვენ გვესმის, რატომ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რათა მოიპარონ ყველაფერი, რისი მოპარვაც შეიძლება, მათ შორის ელექტროენერგია, რომელსაც აწარმოებს სადგური და ჯანკოის გავლით მიაწოდონ ყირიმს. ამიტომ, მჯერა, რომ ეს არის კარმული ანგარიშსწორება, რადგან ყველაფერ მოპარულს ბარაქა არ მოაქვს“, – დასძინა პოდოლიაკმა. მისი თქმით, საბრძოლო მასალების საცავებში ძლიერი აფეთქებების სერია ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

ზელენსკიმ ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობას მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტებს არ მიუახლოვდნენ

უკრაინის პრეზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობას მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტებს ნახევარკუნძულზე მომხდარი აფეთქებების ფონზე არ მიუახლოვდნენ.  „ყოველდღე და ყოველ ღამე, ჩვენ გვესმის ახალი შეტყობინებები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შესახებ. ყველას გთხოვთ, ოკუპირებული ყირიმის, დონბასისა და ხარკოვის მოსახლეობას, იყავით ყურადღებით და არ მიუახლოვდეთ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიეტებს, განსაკუთრებით იქ სადაც საბრძოლო მასალას ინახავენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების შემდეგ, უკრაინამ რუსეთს კვლავ სახანძრო უსაფრთხოების წესებზე მიუთითა  ამასთან, ზელენსკიმ განმარტა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფეთქებები, შესაძლოა, სახვადასხვა მიზეზით მოხდეს. მისი თქმით, ყირიმიდან რუსების მასობრივი გამოსვლა ადასტურებს იმას, რომ ნახევარკუნძულზე მათი ადგილი არ არის.  შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა.

Reuters: ყირიმში „საკის“ ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი გაანადგურა

აგვისტოს დასაწყისში ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკას მახლობლად, „საკის“ საჰაერო ბაზაზე აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების ნახევარზე მეტი მწყობრიდან გამოვიდა, ამის შესახებ Reuters ევროპის ოფიციალურ წრეებთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ აცნობა.  ანონიმური წყარო, გამოცემასთან აცხადებს, რომ უკრაინა „კუმულაციურ ეფექტს“ აღწევს რუსეთის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის ზურგში მიყენებული დარტყმით. ამან შეიძლება არა მხოლოდ შეასუსტოს რუსეთის ჯარების მატერიალური მხარდაჭერა, არამედ ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს რუსეთის ხელისუფლებაზე. მანამდე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება,  $650-$850 მილიონია. უკრაინული Forbes ასევე რუსული სამხედრო თვითმფრინავების სავარაუდო ღირებულებაზე წერს: Су-30СМ – $50 მლნ, Су-24МР – $6 მლნ, Ил-76 – $86მლნ.  რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა. ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს

ჰაკერებმა ყირიმში ტელევიზია გატეხეს და რუსებს შეახსენეს, ვის ეკუთვნის ნახევარკუნძული - მედია

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა ჰაკერებმა ოკუპირებული ყირიმის ტელევიზია გატეხეს და ომზე ჩვეული პროპაგანდისა და ტყუილის ნაცვლად, რუსებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ნახვა მოუწიათ, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მედიის ცნობით, ეთერში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა გავიდა, სადაც მან რუს მაღალჩინოსნებს შეახსენა, რომ ყირიმის მიწაზე მშვიდად ვერ იქნებიან. „დაე, თითოეულ რუს ჩინოვნიკს, ვინც ყირიმში ძვირფასი მიწა მიიტაცა, ახსოვდეს, რომ ეს არ არის ის მიწა, სადაც მათ მშვიდობა ექნებათ“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში ზელენსკი. ამასთან, ყირიმის ტელევიზიის ეთერში, გავიდა ვიდეორგოლი - თინა კაროლის სიმღერით „უკრაინა ეს შენ ხარ“.  

ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში  განაცხადა, რომ ყირიმის ჰაერში წელს უკვე იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება. „აქტიურად ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ არის ჩვენი დროშის დღე, დამოუკიდებლობის დღე. წინ უკრაინის თავისუფლებისთვის ომის ვეტერანთა ხსოვნის დღეა და ყირიმის პლატფორმა. წელს მართლაც განსაკუთრებული პერიოდია. წელს ფაქტობრივად ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტი ონლაინ 23 აგვისტოს გაიმართება. უკრაინა ყირიმის განთავისუფლების შემდეგ ეკონომიკური აღდგენის გეგმას ამზადებს.    

რუსებს ყირიმის ხიდის შესასვლელთან ხვდებიან წარწერით - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში“. ფოტო

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში“, რუსებს ყირიმის ხიდის შესასვლელთან ამ წარწერით ხვდებიან. „ფოტო ფაქტი ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელის რეფატ ჩუბაროვის გვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში 20 აგვისტოს განაცხადა, რომ ყირიმში წელს უკვე იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება. „აქტიურად ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ არის ჩვენი დროშის დღე, დამოუკიდებლობის დღე. წინ უკრაინის თავისუფლებისთვის ომის ვეტერანთა ხსოვნის დღეა და ყირიმის პლატფორმა. წელს მართლაც განსაკუთრებული პერიოდია. წელს ფაქტობრივად ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   ჰაკერებმა ყირიმში ტელევიზია გატეხეს და რუსებს შეახსენეს, ვის ეკუთვნის ნახევარკუნძული - მედია ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტი ონლაინ 23 აგვისტოს გაიმართება. უკრაინა ყირიმის განთავისუფლების შემდეგ ეკონომიკური აღდგენის გეგმას ამზადებს.

ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში განხორციელდა - მედია

21 ივლისის საღამოს, ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში განხორციელდა. ამასთან, რუსულმა მხარემ სამხედრო აეროდრომ „ბელბეკთან“ მომხდარი საჰაერო იარიშის შესახებ, ინფორმაცია დაადასტურეს.  ISW: რუსეთმა შესაძლოა, ჯარები ფრონტის ხაზებიდან ოკუპირებული ყირიმის დასაცავად გადაიყვანოს ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიშის შესახებ ინფორმაციას, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი Telegram-ზე ადასტურებს.  ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება - ვოლოდიმირ ზელენსკი „ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ევპატორიიდან „ბელბეკის“ მისადგომებზე იმუშავა. ასევე კაზაჩკაში, ხერსონესის კონცხის მახლობლად“, - განაცხადა რაზვოჟაევმა.  ამავდროულად, ადგილობრივი ტელეგრამის არხები, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ავრცელებდნენ სევასტოპოლში, ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედოროვკაში მომხდარი აფეთქებების შესახებ ცნობებს.  

მედია: რუსეთს ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვს

უკრაინული მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებს ოკუპირებულ ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. ტექნიკის გადაადგილება თვითმხილველებმა ყირიმის ხიდთან დააფიქსირეს. გავრცელებული კადრების მიხედვით, კოლონის შემადგენლობაში იყო T-72 და T-80 ტიპის ტანკები, თვითმავალი ჰაუბიცები, ჯავშანტრანსპორტიორები ქვეითთა საბრძოლო მანქანები.  გარდა ამისა, ოკუპანტებს ყირიმში სპეციალური აღჭურვილობაც შეაქვთ, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები, საინჟინრო მანქანები და საწვავის ავზები.   

ზელენსკის წარმომადგენელი: ყირიმის დეოკუპაცია ხვალ არ მოხდება, მაგრამ მოქალაქეები ამისთვის მზად უნდა იყვნენ

ყირიმის მცხოვრებლები უნდა მოემზადონ უკრაინის ნახევარკუნძულზე კონტროლის დასაბრუნებლად, არ აჰყვნენ პანიკას, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ უკრაინა ზრუნავს თავის მოქალაქეებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა თამილა ტაშევამ განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეები მაქსიმალურად შორს უნდა იყვნენ სამხედრო ობიექტებისგან. „ჩვენ არ ვამბობთ, რომ დეოკუპაცია ხვალ მოხდება. თუმცა, ეს საბოლოოდ მოხდება, ამიტომ ხალხი ამისთვის უნდა მოემზადოს - ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც", - განაცხადა ტაშევამ. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევაკუაციის შესახებ რუსეთის წინადადებაზე, უარი უნდა თქვან, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები ცოცხალ ფარად არ იყვნენ გამოყენებულნი.    

ყირიმში პროუკრაინული განწყობები იზრდება - ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა, რომელიც ნახევარკუნძულის რუსული ჯარების მიერ ანექსიის შემდეგ მოსკოვიდან დაინიშნა, ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც ყირიმელებს სამართლებრივი დევნით ემუქრება. კერძოდ, დაისჯებიან ის ყირიმელები, რომლებიც „საჯარო ღონისძიებებზე მიდიან და უკრაინის ჰიმნს მღერიან“.  მისივე თქმით, ბოლო დროს ინტერნეტში მსგავსი ვიდეოები გავრცელდა.  „სახალხო ღონისძიებებზე სკანდირებენ ნაციონალისტურ ლოზუნგებს, მღერიან საგალობლებს, განსაკუთრებით სამხედრო ოპერაციის დროს. სისხლის სამართლის კანონით დაისჯებიან ორგანიზატორებიც და მონაწილეებიც", - განაცხადა აქსიონოვმა. მისი თქმით, ასეთი ქმედებების გამო შესაძლებელია დაკარგონ სამსახური ან ყირიმში ბიზნესის კეთების უფლება. „ნუ გიყვართ ჩვენი ქვეყანა - წადით მასთან, ვინც გიყვართ", - თქვა აქსიონოვმა.   

უკრაინა: ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან შავ ზღვაში, რუსეთის 11 ხომალდი მანევრირებს

დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან შავ ზღვაში რუსეთის 11 ხომალდი მანევრირებას ახორციელებს. როგორც Ukrinform იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ Facebook-ზე ავრცელებს.  „შავ ზღვაში ყირიმის სანაპიროსთან, 11 მტრის ხომალდი მანევრირებას ახორციელებს, მათ შორის სამი ზედაპირული სარაკეტო მატარებელი აღჭურვილია 24 კალიბრის რაკეტით და 4 VDK-ით“, - ნათქვამია მოხსენებაში. „ვითარებას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. მტრის განლაგებაში სტრატეგიული ცვლლებები არ არის, თუმცა ვითარება მაინც დაძაბულია“, - აცხადებს  უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“.   

ანექსირებულ ყირიმში, კრემლის პროპაგანდისტ დიმიტრი კისილიოვის სახლთან, ორი მანქანა დაწვეს

შაბათს, 17 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 206-ე დღეს, უცნობმა პირმა ანექსირებულ ყირიმში, კრემლის რუსი პროპაგანდისტის დიმიტრი კისელევის სახლთან ორი მანქანა დაწვა.  ტელეგრამის არხის ostorozhno_novosti-ის ცნობით, ინციდენტი დაახლოებით ღამის 2 საათზე კოკტებელში მოხდა, სადაც სააგენტო Rossiya Segodnya-ს გენერალური დირექტორის ვილა მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა „ლენდ როვერის“ SUV-სა და გოლფის მანქანას ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: შესაძლოა, ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, ​​რომ შესაძლოა, უკრაინამ ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს. ამის შესახებ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.  „სხვა შანსი არ არის, უბრალოდ გამოსავალი არ არის, საჭიროა ტერიტორიის დეოკუპაცია. ასე რომ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად უჭერენ მხარს ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას. რა წრე განიხილავს ამ საკითხს და როდის იქნება ეს, ახლა ვერ გეტყვით. თუმცა ეს ჩემი აზრია“. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინა მშვიდად მაშინ იცხოვრებს, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს“.  

ყირიმში, ბელბეკის აეროდრომთან ძლიერი ხანძარია

ყირიმში, ბელბეკის სამხედრო აეროდრომ ძლიერი ხანძრია და რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი „ტელეგრამ არხები“ იუწყებიან.  „ავარიული ვითარებაა ბელბეკის აეროდრომზე”, - თქვა ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა. მაშველების ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან მოცურდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები.   

უკრაინული მედია: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ოკუპირებული ყირიმი უკრაინის 10 000-მდე მოქალაქემ დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენლის ოფისის ცნობით, „10 000-მდე მოქალაქემ დატოვა ყირიმის ნახევარკუნძული მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა იძულებითი და უკანონო მობილიზაცია დაიწყეს“. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებლები ოკუპირებული ყირიმის დატოვებას აგრძელებენ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი, ყირიმელი თათრები არიან. უკრაინული მედია წერს, რომ პრორუსი აქტივისტები მიზანმიმართულად დევნიან უკრაინის მოქალაქეებს და მათ შესახებ ინფორმაციას აწვდიან ოკუპანტებს. ყირიმი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.  

ყირიმის ხიდზე ხანძარია

ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა. "გავრცელებული ინფორმაციით, საწვავის ტერმინალი იწვის. ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას!" - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ბრაჩუკიმ. სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ არაერთ ვიდეოებში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.  

უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთი, ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალშია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალშია. ყირიმის ხიდზე ხანძარია ამასთან, რუსული მედია საშუალებები რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ხიდის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა. სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ არაერთ ვიდეოებში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.  

ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე, დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი სავარაუდოდ, იმ სატვირთო მანქანის ახლომდებარე ავტომობილში ისხდნენ, რომელიც ხიდზე აფეთქდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს „დაღუპულები სავარაუდოდ არიან მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, რომლებიც აფეთქებულ სატვირთოსთან ახლოს იმყოფებოდნენ. წყლიდან ამოყვანილია ორი ცხედარი – ქალისა და მამაკაცის, მათი ინდენტიფიცირება გრძელდება, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში. ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო. როგორც ცნობილია, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა.  

დამპყრობლები ყირიმიდან გარბიან - მელიტოპოლის მერი

მანქანების დიდმა რაოდენობამ დატოვა ყირიმი, დამპყრობლები ნახევარკუნძულიდან ბერდიანსკში გარბიან, შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე გადადიან. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform. ყირიმის ხიდზე ხანძარია „ჩვენ ვხედავთ პანიკას დამპყრობლებს შორის. დაიწყო მნიშვნელოვანი მოძრაობა ყირიმიდან ბერდიანსკამდე. რადგან ახლა ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც შესაძლებელია დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება, გადის მელიტოპოლზე, ბერდიანსკზე, მარიუპოლზე, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამიტომ, დღეს ეს მიმართულება დატვირთულია, მანქანების დიდმა რაოდენობამ დატოვა ყირიმი და რუსეთის ფედერაციაში გადადიან“, - განაცხადა ფედოროვმა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი გზის ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ოკუპანტები გაიქცევიან, ეს მათთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება

თუ ოკუპანტები გაიქცევიან, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება მათთვის, რადგან ჯერ ამის საშუალება აქვთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. დამპყრობლები ყირიმიდან ბერდიანსკში, შემდეგ კი რუსეთში გარბიან - მელიტოპოლის მერი „თუ ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე დარჩებიან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ტყვედ ჩაბარდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ოკუპანტები ყირიმიდან გარბიან.  მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი, გზის ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.   

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?!

რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს, რითაც ყირიმის ხიდზე დღეს მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. „რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! მართვადი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ქერჩის ხიდი - რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო უკრაინულ ყირიმში დაეცა“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში. ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა „ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.  

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: მივესალმებით ამ მამაც ნაბიჯს, რომლის უკან, სავარაუდოდ, უკრაინა დგას

ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას. ამის შესახებ ესტონური მედია წერს. ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა „ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.  

დავით არახამია ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევასა და ცეცხლში გახვევას

რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია „ტელეგრამში“ წერს, რითაც ის ყირიმის ხიდზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს „რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას. მიზეზი მარტივია: თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება. ეს მხოლოდ დასაწყისია. საიმედო მშენებლობა არ არის ის, რითაც რუსეთი განსაკუთრებით ცნობილია“, - აცხადებს არახამია. ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.  

მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს

"ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას. ყირიმის ხიდზე ხანძარია „ყირიმი, ხიდი, დასაწყისია, ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია.  

ყირიმის ხიდზე აფეთქება პუტინისთვის სტრატეგიულ არჩევანს აჩქარებს - ანალიზი

ყირიმის ხიდის აფეთქება აჩქარებს სტრატეგიულ არჩევანს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა გააკეთოს რუსეთის მიერ სამხრეთ უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამ თემაზე CNN ანალიზს გვთავაზობს. სტატიის ავტორი წერს, რომ ქერჩის სრუტის ხიდი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ყველაფრისთვის, რის მიღწევასაც რუსეთი უკრაინის სამხრეთით ცდილობს. „პუტინი ახლა დგას დაჩქარებული და მტკივნეული გადაწყვეტილებების სერიის წინაშე, რაც მის მუდმივად „პოკერის სახის“ გამომეტყველებას და სიამაყეს სასტიკად არღვევს. მდინარე დნეპრის დასავლეთით, ხერსონში მისი არმია სწრაფად მოძრავი უკრაინული ძალების ალყაშია. პუტინის ჯარები უკვე უკან იხევენ, ნაწილობრივ იგივე იმ ცუდი მარაგის გამო, რაზეც ქერჩის აფეთქებაც იქონიებს გავლენას.  ახლა საკითხავია, შეუძლია თუ არა მოსკოვს ამ ძალის შენარჩუნება მიწოდების ჯაჭვის შეფერხების პირობებში? გადაწყვეტილების მეორე პუნქტი უკვე ყირიმს ეხება. პუტინი ახლა რთული არჩევანის წინაშე დგას, გააძლიეროს ის კიდევ უფრო დაცლილი ძალებით, რომლებიც აწყდებიან მომარაგების პრობლემებს, ან ნაწილობრივ გაიყვანოს სამხედროები, რათა ნახევარკუნძულზე მათი მნიშვნელოვანი რესურსები არ შეჩერდეს.  უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! პუტინმა უნდა აირჩიოს თავისი უფრო დიდი ამბიციების გამოკვება წარმატების შემცირებული შანსებით, ან ძალების კონსოლიდაცია იმ მიზნის ირგვლივ, რომლის მიღწევის უფრო მეტი შანსი აქვს. ერთი მას უკრინაში, ისევე როგორც შესაძლოა, მის მმართველობასაც კატასტროფული კოლაფსის რისკის წინაშე აყენებს, მეორე კი, მისი სახის დაუყონებლივ დაკარგვას გამოიწვევს, მაგრამ უკრაინის მცირე ნაწილების ოკუპაციის შენარჩუნების უფრო დიდ შანსს ტოვებს“, - წერს CNN. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ყირიმის ხიდის დაზიანება პუტინს მნიშვნელოვნად შეეხება 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.  მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს

მარკ მილი: ყირიმის სამხედრო გზით გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე მარკ მილიმ პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან პრესკონფერენციაზე, რუსეთის სტრატეგიაზე, მის ხედვასა და ომის ამჟამინდელ ეტაპზე ისაუბრა. „რუსეთმა გადაწყვიტა გამოიყენოს დრო თავისი ძალების გადაჯგუფებისთვის. ამავდროულად, ისინი აწარმოებენ ტერორის კამპანიას, აყენებენ მაქსიმალურ ტანჯვას უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობას, რათა შეარყიონ უკრაინელების მორალი", - აღნიშნა მილიმ.  ასევე, მილის თქმით, დაბალია უკრაინის მიერ ყირიმის სამხედრო გზით გათავისუფლების ალბათობა. ამერიკელმა გენერალმა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი უკრაინაში „მნიშვნელოვან საბრძოლო ძალას“ ინარჩუნებს. „თუმცა, შესაძლოა, რუსეთმა ყირიმიდან გასვლის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. ეს შესაძლებელია", - დასძინა მილიმ.  

ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის არმიაში მობილიზებულების ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა. ვიდეო

ოკუპირებული ყირიმის სოვეცკოეს დასახლებაში, შენობაში სადაც რუსეთის არმიაში მობილიზებულები იყვნენ განთავსებული ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამის“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ ხანძარი დიდ ტერიტორიზე გავრცელდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შენობაში რამდენიმე ასეული ადამიანი იყო განთავსებული. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ. უკრაინული მედია წერს, რომ მტრის დანაკარგებზე მონაცემები ზუსტდება.

ოკუპირებულ ყირიმში რუსული ბაზის დაწვაზე პასუხისმგებლობა პარტიზანულმა მოძრაობა ATESH-მა აიღო

პარტიზანულმა მოძრაობა „ATESH“-მა (უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების მოძრაობა) განაცხადა, რომ მისი აქტივისტები მონაწილეობდნენ დროებით ოკუპირებულ ყირიმის სოფელ რადიანსკისში ყაზარმების დაწვაში. ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის არმიაში მობილიზებულების ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა. ვიდეო უკრაინული მედიის ცნობით, მოძრაობა, რუს პერსონალში მსხვერპლის შესახებაც იუწყება. „უკრაინული ყირიმის სოფელ რადიანსკისში მობილიზებული რუსული არმიის ბაზა იწვის. ჩვენმა აგენტებმა ზუსტად იმუშავეს. ჩვენ ამ პროექტზე დიდხანს ვიმუშავეთ და, რა თქმა უნდა, მოვახერხეთ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსული არმიის განადგურებას“, - ამბობს მოძრაობა სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში. ხანძარი 10 დეკემბერს, ღამით გაჩნდა.  

მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთი ყირიმიდან გასაქცევად მზადაა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ყირიმის განთავისუფლება დროის საკითხია და რუსეთი დატოვებს ამ ტერიტორიას, როგორც კი ყირიმი უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ სრულად მოექცევა. „თუ ჩვენ გავათავისუფლებთ ლუგანსკის, დონეცკის ან ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიას, მაშინ ყირიმი უკრაინის სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოექცევა. მე არ მესმის, რას გააკეთებენ იქ რუსები. ისინი მიხვდებიან, რომ უნდა გაიქცნენ", - აცხადებს პოდოლიაკი. „იმიტომ, რომ რუსეთი უკვე მზადაა გასაქცევად. უბრალოდ, ჯერ არ გამოსულა ტოტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობიდან. მერე გამოვლენ, მიმოიხედავენ და მიხვდებიან რომ ორი გამოსავალია: ან გაიქცევი, ან მოკვდები", - დასძინა პოდოლიაკმა. „არ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც დღეს ბომბსაფრებში სხედან, სამიდან ხუთ წელიწადში სხვა ფასი გადაიხადონ, რომ სახელმწიფოს არსებობის უფლებისთვის დაიღუპონ. ამიტომ, ჩვენ დღეს გავაფორმეთ ასეთი „კონტრაქტი“- დღეს ჩვენ ბოლომდე მივაღწევთ გამარჯვებას და მერე ჩვენი შვილები იცხოვრობენ მაგარ ქვეყანაში, ან სხვა ადგილი უნდა ვეძებოთ ცხოვრებაში, რადგან მაშინ არ იქნება უკრაინა“, - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა - მედია

ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონში, სოფელ პერევალნესთან, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სანაპირო თავდაცვის ბრიგადაა განთავსებული, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრიანული მედია იუწყება. სხვა დეტალებზე მედია არ წერს. ინფორმაციისთვის, 7 მარტს, სევასტოპოლის მახლობლად, ბელბეკის საჰაერო ბაზასთან აფეთქება მოხდა.  

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პუტინი სევასტოპოლში ხელოვნების სკოლას და საბავშვო ცენტრს ეწვია. ცნობისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმის ანექსიას არ აღიარებს.  

ოკუპირებული ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია. მისი თქმით, უკრაინა წარმატებებს მიაღწევს დონბასისთვის გმირულ ბრძოლაში, სამხრეთში, რაც აღადგენს ნორმალურ უკრაინულ ცხოვრებას აზოვის რეგიონში, ყირიმის დაბრუნებაში. „უკრაინის გამარჯვებისადმი ჩვენი ნდობა, ჩვენი ხედვა ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლის შესახებ, უკრაინული გმირობა, რომელმაც გააოცა მსოფლიო - ეს ყველაფერი იქ დაიბადა : უკრაინის ჩრდილოეთის, უკრაინის აღმოსავლეთისა და უკრაინის სამხრეთის გმირულ ქალაქებში. გმირების ქალაქებში, რომელთა ხასიათი არც ერთი წამით არ დაემორჩილა ოკუპანტს, მაშინაც კი, როცა ოკუპანტი მათ სახლებში მოვიდა. ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას. ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ისტორიას“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ზელენსკის სურს, ნახევარკუნძულის გათავისუფლების შემდეგ, ყირიმში „სილიკონის ველის“ მსგავსი პროექტი განხორციელდეს

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს იდეა, რომ ნახევარკუნძულის გათავისუფლების შემდეგ, ყირიმში „სილიკონის ველის“ მსგავსი პროექტი განახორციელოს.  უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. „როცა გავიმარჯვებთ, უსაფრთხოების საკითხებს მოვაგვარებთ და ინფრასტრუქტურის კუთხით განვითარებას შევძლებთ,“ - განაცხადა მინისტრმა. უფრო ადრე ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ყირიმის რეინტეგრაცია სხვა ტერიტორიების რეინტეგრაციაზე უფრო რთული იქნება, რადგან ამას ცალკე მიდგომა სჭირდება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა იწყებს „ყირიმის გუნდის“ შექმნას, რომელიც ნახევარკუნძულზე დეოკუპაციის შემდეგ იმუშავებს ზელენსკი: მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.  

ზელენსკი: მე არ მოვაწერ ხელს რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც ყირიმისა და დონბასის დაკარგვას ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს და არასოდეს სურდა მშვიდობა. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ არ განიხილავს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც, დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა. „მას უკრაინასთან არანაირი მშვიდობა არ სურს. თუ ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ პუტინი, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს აგრესია განმეორდეს, მაშინ ჯობს, ახლავე გავუმკლავდეთ მას,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპაში მშვიდობა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა ყველა გაიგებს, რომ უკრაინა მართლაც დამოუკიდებელია. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად უმჯობესი, უდავოდ, პოლიტიკური გზის გამონახვაა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

ოკუპირებულ ყირიმში სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან

ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლისა და საკის რაიონებში სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი სოციალური მედიის პლატფორმებზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე აღნიშნავენ, რომ ყირიმის ხიდი და სევასტოპოლში ჟანკოის საგუშაგო გადაკეტილია მოძრაობისთვის. ATESH-ის პარტიზანული მოძრაობის ცნობით, აფეთქებები ასევე ისმოდა ევპატორიასა და სიმფეროპოლში. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას