თეგი: შვეიცარია

შვეიცარიის პრეზიდენტი: ნეიტრალური შვეიცარია სავარაუდოდ, შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და რუსულ აქტივებს გაყინავს

შვეიცარიის პრეზიდენტის იგნასიო კასისის თქმით, სავარაუდოდ, ნეიტრალური შვეიცარია შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და რუსულ აქტივებს გაყინავს. კასისმა, განაცხადა, რომ ფედერალური საბჭო ორშაბათს შეიკრიბება და განიხილავს ფინანსთა და ეკონომიკის დეპარტამენტების რეკომენდაციებს. კითხვაზე, შეუერთდება თუ არა შვეიცარია ევროკავშირს რუსული აქტივების გაყინვაში, მან უპასუხა, რომ ”დიდი ალბათობაა, რომ მთავრობა ამას გადაწყვეტს ხვალ", თუმცა წინასწარ ვერ განჭვრეტს, გადაწყვეტილებებს, რომელიც ჯერ არ მიღებულა. ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს

შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰაიდი გრაუს შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვისა და 2009 წლიდან შვეიცარიის მიერ შუამავლის მანდატის შესრულებისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში.  

შვეიცარიამ რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას სანქციები დაუწესა

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ფინანსური სანქციების გავლენის ქვეშ მოექცნენ რუსი ოლიგარქები და მსხვილი ბიზნესმენები, - ნათქვამია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შვეიცარიის სანქციების სიაშია რომან აბრამოვიჩი, ანდრეი მელნიჩენკო, დიმიტრი პუმპიანსკი და დიმიტრი მაზეპინი ვაჟებთან ერთად, მიხაილ პოლუბოიარინოვი, ასევე რუსეთის პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიაში მათ მფლობელობაში არსებული აქტივები გაიყინება და ამასთან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.   შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.

მედია: შვეიცარია მზადაა, შუამავლის როლის შესასრულებლად და კიევსა და მოსკოვს შორის

"შვეიცარია მზადაა, შუამავლის როლის შესასრულებლად კიევსა და მოსკოვს შორის", - ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტის, იგნაციო კასისიმ განაცხადა. „შვეიცარია ნეიტრალიტეტს ჰუმანიტარულ ტრადიციებთან აერთიანებს. ეს არის პატარა ქვეყანა თავისუფლებისადმი მტკიცე ერთგულებით. ის მზადაა, იყოს შუამავალი კულისებში ან აწარმოოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა იგნაციო კასისმა. ასევე წაიკითხეთ: ბელორუსმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს

შვეიცარიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს ალპებში მდებარე აპარტამენტი დაუყადაღა

შვეიცარიის ხელისუფლებამ ალპებში მდებარე აპარტამენტი დაუყადაღა რუს მილიარდერს, „ალფა ბანკის“ მფლობელ პიოტრ ავენს. Reuters-ის ინფორმაციით, ბერნის კანტონის ქონების მართვის ოფისის თანახმად, აპარტამენტი ავენის საკუთრებაა. ცნობისთვისმ 67 წლის პიოტრ ავენი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია. ასევე წაიკითხეთ: ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

შვეიცარიამ $8 მილიარდამდე სანქცირებული რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ, 7 აპრილის მდგომარეობით $8 მილიარდის (7,5 მილარდი შვეიცარული ფრანკი) რუსული აქტივები გაყინა, მას შემდეგ რაც კრემლთან დაახლოებული პირებისთვის პირველი სანქციები დააწესა. ამის შესასხებ Bloomberg ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივან ერვინ ჰოლინჯერზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით, ეს ციფრი 30% გაიზარდა, იმ მონაცემებტან შედარებით, რაც შვეიცარიის ფინანსთა სამინისტრომ 24 მარტს წარმოადგინა. 1-ელ მარტს შვეიცარია ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. 15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

ჯუანშერ ბურჭულაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰეიდი გრაუს ელჩად დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. მხარეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საუბარი შეეხო ნატოსთან და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ საგარეო და პოლიტიკურ პრიორიტეტად. მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, მათ შორის საგანმანათლებო შესაძლებლობები, რომელსაც შვეიცარია უწყების თანამშრომლებისთვის რეგულარულად უზრუნველყოფს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა და შვეიცარიის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

ზურაბ აზარაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა ჰაიდი გრაუს სამინისტროს მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სერვისებს, ასევე დასაქმების საკითხებს. იმსჯელეს მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. „მხარეებმა COVID19-ის კუთხით არსებული დადებითი დინამიკაც განიხილეს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შვეიცარიაშიც, საქართველოს მსგავსად, უკვე ყველა შეზღუდვა მოხსნილია“, - აღნიშნულია გავცრელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ორ სახელმწიფოს შორის გაფორმებული პირველი შეთანხმებაა, რომელიც კომპლექსურად არეგულირებს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მოსახლეობის მიმოსვლის საკითხებს. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და შვეიცარიის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა (ფედერალურმა მრჩეველმა) კარინ კელერ სუტერმა. ,,ეს არის პირველი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ ლეგალური მიგრაციის განვითარებას. გვქონდა ძალიან საინტერესო, გულთბილი და ნაყოფიერი შეხვედრა. უკვე ივნისის თვიდან ჩვენ გადავდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ქართული დელეგაცია ეწვევა შვეიცარიის კონფედერაციას და დავიწყებთ თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც მიგრაციის, ასევე ყველა სხვა იმ მიმართულებით, რომელზეც პასუხისმგებელი არის იუსტიციის სამინისტრო“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ხელს შეუწყობს ლეგალური მიგრაციის პროგრამების წახალისებას; მიგრანტთა უფლებების დაცვის გაძლიერებას, უზრუნველყოფს მიგრაციული გადაადგილების მართვასა და არალეგალური მიგრაციის პრევენციას. რატი ბრეგაძემ და კარინ კელერ სუტერმა განიხილეს მიმდინარე პროექტები და ინიციატივები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერებისა და სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად მიწოდების კუთხით. ამ სფეროებში თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.

ვახტანგ გომელაური შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველს, იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოშიოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველთან, იუსტიციისა დაპოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, კარინ კელერ-ზუტერთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავ უწყებებსა დასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე,ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა დაშვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარემოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები.შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.  

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. „დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.   

სტეფანჩუკი შვეიცარიაში ჩავიდა უკრაინის „მარშალის გეგმის“ განსახილველად

უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შვეიცარის ქალაქ ლუგანოში ჩავიდა, რათა ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად განიხილოს უკრაინის „მარშალის გეგმა“. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩვენ ვიწყებთ უკრაინის აღდგენის პროცესს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება დიდი აღდგენა ჩვენი მეგობრების ეკონომიკური დახმარების წყალობით", - წერს რადას სპიკერი. ზელენსკი: უკრაინის აღდგენა ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში სტეფანჩუკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას ექნება საკუთარი „მარშალის გეგმა“, რომლის მიხედვითაც უკრაინელი ხალხი მთელ მსოფლიოსთან ერთად აღადგენს ყველაფერს, რაც აგრესორმა გაანადგურა. 2 ივლისს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რეკონსტრუქციის ეროვნულ ხედვას შვეიცარიაში, სპეციალურ კონფერენციაზე წარადგენს.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონეთს და ჩეხეთს ტანკების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი ძმების, პოლონეთისა და ჩეხეთის დახმარება ჩვენთვის ფასდაუდებელია. თქვენი ტანკების წყალობით, ჩვენ ვებრძვით ჩვენს საერთო მრავალსაუკუნოვან მტერს. ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, ჩეხეთისთვის, პოლონეთისთვის“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.  

შვეიცარიამ $6,8 მილიარდზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

7 ივლისის მდგომარეობით, შვეიცარიაში გაყინული რუსული აქტივების ჯამური მოცულობა 6,7 მილიარდი შვეიცარიული ფრანკია (6,84 მილიარდი დოლარი). ამის შესახებ უკრაინული მედია, შვეიცარიის ეკონომიკური საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. შვეიცარიამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა შვეიცარიამ $8 მილიარდამდე სანქცირებული რუსული აქტივები გაყინა ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში 15 ქონება დაყადაღდა. ქონება გაყინულია შვეიცარიის ფედერალური მთავრობის ბრძანების შესაბამისად, რომელიც სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრასთან დაკავშირებით ახორციელებს. „გაყინული აქტივების რაოდენობა არ იძლევა სანქციების ეფექტურობის შეფასების საშუალებას. ესაა მხოლოდ მყისიერ მიმოხილვა და შეიძლება შეიცვალოს ამა თუ იმ მიმართულებით. ერთის მხრივ, SECO მუდმივად იღებს ახალ მონაცემებს, მეორე მხრივ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გაყინული ფინანსური აქტივები საჭირო განმარტებების მიღების შემდეგ სანქცირებას აღარ ექვემდებარება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, შვეიცარიის მთავრობამ 6,3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (6,33 მილიარდი დოლარი) რუსული აქტივები გაყინა. 1-ელ მარტს შვეიცარია ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. 15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ აღნიშნა. სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას დედაქალაქის მერმა ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმის შესახებ და სხვადასხვა ურბანულ საკითხზე, მათ შორის, ნარჩენების მართვის მიმართულებით შვეიცარიული გამოცდილების გაზიარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ბერნი ულამაზესი ქალაქია, ყველანაირად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, ძალიან მწვანე. ზოგადად, შვეიცარია განვითარებული ქვეყანაა თავისი ქალაქებით. ბერნთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული, სატრანსპორტო მიმართულება, კულტურა, სპორტი და განათლება, ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებებით ბერნს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს და მისი გაზიარება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვქონდა შესაძლებლობა, შვეიცარიაში საქართველოს ელჩთან და ბერნის მერთან ერთად, გაგვეხსნა საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა. 1918 წელს შვეიცარიამ საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა და 1918-1920 წლებში ბერნში საქართველოს პირველი საელჩო გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენმა საელჩომ მოიძია ის შენობა-ნაგებობა, იყო კომუნიკაცია მის მფლობელთან, რომელმაც მემორიალური დაფის განთავსებაზე თანხმობა განაცხადა. ბერნში ვინც მოხვდებით, იცოდეთ, რომ არსებობს ქუჩა, სადაც საქართველოს პირველი საელჩო იყო“, – განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძე ვიდეოჩართვაში ბერნის მიწისქვეშა სადგურის მშენებლობის პროექტს შეეხო და ის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ პროექტად დაასახელა. როგორც მერმა აღნიშნა, თბილისის განვითარებისთვის ბერნისა და სხვა ევროპული ქალაქების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება და ის ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დაიშურებს. „ძალიან შთამბეჭდავი იყო მიწისქვეშა სადგურის მშენებლობა, რომელიც ქალაქის ცენტრშია. ახალი სადგურის მშენებლობის სამუშაოები დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს.ამ პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სამუშაოების პარალელურად, მიწის ზემოთ ეს სადგური ჩვეულებრივ ფუნქციონირებს და მგზავრებს ემსახურება. ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც დავათვალიერეთ, არის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. გავეცანით, თუ რა სისტემით ხდება ბერნში ნარჩენების მართვა და მერთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ამ სფეროში ექპერტებითა და სპეციალისტებით დაგვეხმარებიან. ჩვენ ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება. შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა მოვახერხოთ ჩვენი ულამაზესი ქალაქის განვითარება და ეს საუკეთესო მაგალითები ევროპული ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ. პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, არაფერს დავიზარებ, რომ ულამაზეს თბილისში ყველაფერი საუკეთესო გაკეთდეს, იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გვქონდეს ბევრი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული გამზირები, ქუჩები. ცხადია, უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ენთუზიაზმი გვაქვს იმის, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.  

უკრაინის ინტერესებს რუსეთში შვეიცარია წარმოადგენს - კიევი

შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს, რუსეთში უკრაინის დიპლომატიური ინტერესები წარმოადგინოს. ამასთან დაკავშირებით, უკრაინამ და შვეიცარიამ მოლაპარაკებები დაასრულეს. შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებით, თუ წინადადებას მოსკოვის გაიზიარებს, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში ვიზევის აღება შვეიცარიის საელჩოებსა და საკონსულოებში შეეძლევათ. უკრაინელ დიპლომატები კი, შვეიცარიის შუამავლობით რუსეთში მცხოვრები უკრაინის მოქალქეებისთვის დახმარებას შეძლებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ განმარტა, რომ უკრაინამ შვეიცარია ასეთი როლისთვის დიდი გამოცდილების გამო აირჩია. „უკრაინის პრეზიდენტის სახელით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას შვეიცარიასთან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ინტერესების წარმომადგენლობის შესახებ. არჩევანი შვეიცარიის სასარგებლოდ გაკეთდა ასეთი ფუნქციების შესრულების დიდი გამოცდილების გამო. ჩვენ მადლობელი ვართ შვეიცარიის მთავრობის მხრიდან გამოთქმული მზადყოფნისთვის, გაწიოს მისი მომსახურება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ. მისივე თქმით, დახმარება სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქებიდან ან სოფლებიდან იძულებით წაიყვანეს, მაგრამ უკრაინელი დიპლომატები რუსეთის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან. ვენის კონვენციის თანახმად, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებებს, რუსეთმა უნდა გასცეს თანხმობა, რომ შვეიცარია უკრაინას მასპინძელ სახელმწიფოში წარმოადგენდეს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  

უკრაინა და შვეიცარია რუსი ოლიგარქების ქონების იდენტიფიცირებას ერთობლივად გეგმავენ

უკრაინა რუსი ოლიგარქების კუთვნილი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, შვეიცარიასთან მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა შვეიცარიაში, არტემ რიბჩენკომ რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, შვეიცარიაში რუსული ინვესტიციები „საკმაოდ ბევრია", მაგრამ ამ თანხების ინვესტირება სხვადასხვა გზით ხდება, ამიტომ, ყოველთვის არ არის მკაფიო, არის თუ არა ის რეალურად, რუსული ფული. ამ კონტექსტში დიპლომატმა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთში პირველი აგვოსტოდან ფულის გათეთრების შესაჩერებლად ახალი ზომა ამოქმედდა. ახალი სისტემა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე დაინერგა. ამიერიდან, ნებისმიერ უცხოური კომპანია, რომელიც დაინტერესებულია მიწის ან ქონების შეძენით დიდ ბრიტანეთში, რეალური მფლობელები უნდა გაამჟღავნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა დაახლოებით, დღეში 2500 ფუნტს შეადგენს, ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. 

შვეიცარიამ იანუკოვიჩსა და მის შვილს სანქციები დაუწესა

შვეიცარიამ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი ვაჟის ალექსანდრეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ იანუკოვიჩი, როგორც პრეზიდენტი, „აწარმოებდა პრორუსულ პოლიტიკას“ და „იყო სპეცოპერაციის ნაწილი, რომლის მიზანს 2014 წელს უკრაინის ხელმძღვანელობის შეცვლა წარმოადგენდა“. მანამდე ევროკავშირმა იანუკოვიჩისა და მისი შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.  

შალვა პაპუაშვილი: საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში, შვეიცარიის შუამავლის ფუნქციას ვაფასებთ

მადლიერი ვართ, შვეიცარიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ვაფასებთ მათ შუამავლის ფუნქციას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს მასპინძლობს. მხარეებმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და მის გაღრმავებაზე ისაუბრეს. „შვეიცარიის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს სრულდება 30-ე წლისთავი საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან. თანამშრომლობის 30 წელი მოიცავდა წარმატებულ პარტნიორობას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტთაშორისო, განვითარების მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ არსებულ თანამშრომლობას დაემატა უკანასკნელ წლებში ისეთი სფეროებიც, როგორებიცაა გარემოს დაცვა, პროფესიული განათლება, ხალხთაშორისი ურთიერთობები და სხვა. განსაკუთრებით ვაფასებთ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წვლილს საქართველოს ეკონომიკის და საზოგადოებრივ გარდაქმნებში. მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. შეხვედრაზე, აგრეთვე, განვიხილეთ საპარლამენტო კავშირები, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის პარტნიორობა. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი ვიზიტისა და შეხვედრის გამართვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ქალბატონ ქელინსა და მის კოლეგებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩამობრძანებისთვის, ასევე, თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „აღინიშნა ორი ქვეყნის პარტნიორობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, პარლამენტთა და ხალხთა შორის მჭიდრო კავშირები.მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველი პოლიტიკის მიმართ. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მთავრობის მეთაურის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ იგნასიო კასისთან, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართა.ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამების მნიშვნელობაზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის მიმართულებით.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე, ხოლო სტუმართა მხრიდან: შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის პირველი მოადგილე მარტინ კანდინასი, მეორე მოადგილე ერიკ ნუსბაუმერი, ელჩი, საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი კლაუდიო ფიშერი, პოლიტიკური მრჩეველი სოფი ლაშა რორერი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰეიდი გრაუ ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ირენ ქელინთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების გამო, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებსა და ურთიერთპატივისცემას. აღინიშნა, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება, პროფესიული განათლება, კლიმატის დაცვა და სხვ. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების როლს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით შვეიცარიული მხარის მრავალწლიანი ჩართულობა, რამაც ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი და მომავალშიც აქტიურად წარიმართება პრიორიტეტული სფეროებში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას დღეს არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე. მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე, რუსეთის ფედერაციასთან მედიატორის როლისათვის. თავის მხრივ, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში მიღწეულ მზარდ დინამიკას. ასევე, აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები. მან განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასა და საქართველოს მედიაციასთან დაკავშირებით, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრისას, ილია დარჩიაშვილმა, შვეიცარიული მხარის დაინტერესების საფუძველზე, ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესზე.  

შვეიცარიის პრეზიდენტი: შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ უკრაინელების მკვლელობებზე თვალს ვერ დავხუჭავთ

შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ მას არ შეუძლია, თვალი დახუჭოს რუსეთის მიერ უკრაინაში ხალხის ხოცვა-ჟლეტაზე, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო შვეიცარიის კონფედერაციის ნეიტრალიტეტთან ან ღირებულებებთან. ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა იგნასიო კასისმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიევში განაცხადა. კასისის თქმით, კიევში ვიზიტი მისთვის ძალიან ემოციურია, ვინაიდან მისი წინა ვიზიტიდან თითქმის ერთ წელიწადში ჩავიდა ქვეყანაში, სადაც ომია. „შვეიცარიამ თავიდანვე მკაცრად დაგმო რუსული შეიარაღებული აგრესია. ჩვენ დაუყოვნებლივ შევიმუშავეთ კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად. შვეიცარია ნეიტრალურია, მაგრამ ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას, რაც თქვენთან ხდება. ადამიანების მასობრივ მკვლელობებს საერთო არაფერი არ აქვს ნეიტრალიტეტთან და ჩვენს ღირებულებებთან“, - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.  

შვეიცარია უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის $106 მილიონს გამოუყოფს

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო სამოქმედო გეგმა, რომელიც უკრაინელებზე მომავალი ზამთრის გავლენის შემსუბუქებას გულისხმობს.  გეგმა მოიცავს უკრაინისთვის თითქმის 106 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სასწრაფო რეაბილიტაციისთვის.ქვეყანა უკრაინას გენერატორებით, ტუმბოებითა და წყლის გამწმენდი დანადგარებით დაეხმარება.

შვეიცარია, 1989 წლის შედეგ, ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს

შვეიცარიის შეიარაღებული ძალები, 22-დან 29 ნოემბრის ჩათვლით PILUM 22-ის ფარგლებში, ერთობლივ წვრთნებს გამართავენ, რომელშიც ხუთი ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მედიის ცნობით, ეს ქვეყანაში 1989 წლის შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები იქნება.  „ჩვენი მიზანია, კონფლიქტის შემთხვევაში ქვეყნის და მისი მოქალაქეების თავდაცვისუნარიანობა შემოწმდეს“, - განმარტავს შვეიცარიის მთავრობა. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად ნეიტრალურ შვეიცარიაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ NAT0-სთან უფრო ღრმა პარტნიორობისა და არმიის გაძლიერების მომხრეთა რიცხვი გაიზარდა. სექტემბერში, შვეიცარიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირთან და NATO-სთან მჭიდრო თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირებს მოიძიებენ. ამავდროულად, ტრადიციულ ნეიტრალიტეტსაც შეინარჩუნებენ.   

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი მიიღო

შვეიცარიის მთავრობამ, სრულად შეასრულა სანქციების მერვე პაკეტით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ დაამტკიცა. ამის შესახებ Swissinfo წერს. შვეიცარიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, გავლენას ახდენს რუსულ ნედლ ნავთობისა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასების დასადგენად საკანონმდებლო ბაზის შემოღებაზე. სანქციები ასევე მოიცავს შეზღუდვებს „რკინისა და ფოლადის პროდუქტებზე, კოსმოსურ პროდუქტებზე და რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელობის მქონე საქონელზე. შვეიცარია ასევე  მიუერთდა აკრძალვებს რუსეთის მთავრობისა და რუსული კომპანიებისთვის საინჟინრო, არქიტექტურული, იურიდიული და IT სერვისების მიწოდებაზე. ამრიგად, შვეიცარიამ სრულად შეასრულა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტის ყველა ზომა, რომელიც ევროკავშირმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, 2022 წლის 6 ოქტომბერს მიიღო.   

შვეიცარიამ 7,5 მილიარდი ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ, 7,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 7,95 მილიარდი დოლარი) ღირებულების აქტივები დაბლოკა. ამის შესახებ დღეს, შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნომ (SECO) განაცხადა. „2022 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოში დეკლარირებული რუსეთის მოქალაქეების ან ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 46,1 მილიარდი ფრანკი შეადგინა. 2022 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, შვეიცარიაში გაყინულმა აქტივებმა 7,5 მილიარდ ფრანკს მიაღწია“, - აღნიშნა SECO-მ. გარდა ამისა, შვეიცარიის ექვს კანტონში რუსეთის მოქალაქეების 15 საკუთრებაა დაბლოკილი.   

ალენ ბერსე შვეიცარიის პრეზიდენტად აირჩიეს

შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალენ ბერსე შვეიცარიის პრეზიდენტად აირჩიეს. ქვეყნის პარლამენტში კენჭისყრისას ბერსემ 140 ხმა მიიღო. მის კანდიდატურას 31-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 46-მა კი თავი შეიკავა. ის პრეზიდენტ იგნაციო კასისს ჩაანაცვლებს. ახალი პრეზიდენტი თანამდებობას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიკავებს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ვიოლა ამჰერდი დაიკავებს, რომელიც თავდაცვის, საზოგადოებრივი დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობს.  

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც დავოსში იმართება. Bloomberg: დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რუსი მილიარდერების გარეშე ჩატარდება ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი არიან.  

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში შვეიცარიის მიერ შეტანილი გრძელვადიანი წვლილის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში არაერთი შვეიცარიული კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს შვეიცარიელი მეწარმეებისთვის. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტოროული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე აღინიშნა 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის, როგორც მედიატორის ფუნქციის მნიშვნელობა.  

შვეიცარიამ შესაძლოა, უკრაინაში თავისი იარაღის რეექსპორტი დაუშვას

შვეიცარიის პარლამენტის უსაფრთხოების პოლიტიკის ქვედა პალატის კომისიამ დაამტკიცა ინიციატივა, რომელიც სხვა ქვეყნებს შვეიცარიაში წარმოებული იარაღის უკრაინაში რეექსპორტის ნებას რთავს. დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ შვეიცარიამ უნდა შეიტანოს წვლილი ევროპის უსაფრთხოებაში და, შესაბამისად, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას. ინიციატივა პარლამენტის ორივე პალატას ჯერ არ დაუმტკიცებია. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ტრადიციულად ნეიტრალური შვეიცარია ევროკავშირს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში შეუერთდა. შვეიცარიის მთავრობამ ასევე გაყინა რუსული ფინანსური აქტივები, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი იყო. გასულ კვირას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა განაცხადა, რომ შვეიცარია გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის აღდგენისთვის მხარს უჭერს, მაგრამ ეს ძირითად სამართლებრივ კორექტირებას მოითხოვს. ვინაიდან შვეიცარიის ამჟამინდელი კანონმდებლობა არ იძლევა სანქცირებული აქტივების კონფისკაციას, შესაძლოა, ამ კანონის შესაცვლელად რეფერენდუმი გახდეს საჭირო.  

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვები შეეხება საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს, რაც რუსეთის სამხედრო სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას უწყობდა ხელს. სანქციები სამიზნეა ასევე დაახლოებით 200 ფიზიკური პირი და სუბიექტი. სანქციები მოიცავს რუსეთში საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, მათ შორის თვითმფრინავების ძრავებისა და მათი ნაწილების ექსპორტს. ეს ნიშნავს, რომ აკრძალულია დრონების ძრავების პირდაპირი ექსპორტი რუსეთში და ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, რომელსაც რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება შეუძლია. ასევე აიკრძალება ახალი ინვესტიციები რუსეთის სამთო სექტორში.  

შვეიცარია უკრაინისა და მოლდოვისთვის 150 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს - CNN

შვეიცარიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ახალი 150 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გამოაცხადა. ახლა შვეიცარიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პაკეტი, რაც უკრაინისთვის დაახლოებით 123 მილიონი დოლარის, მისი მეზობელი მოლდოვისთვის კი, $28 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.  ომის დაწყებიდან შვეიცარიამ დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის დახმარებისთვის. შვეიცარიამ უკვე მიიღო 75000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი უკრაინიდან. შვეიცარიის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.  

საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა გაეროს შტაბბინაში გაიმართა და საუბარი შეეხო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალან ბერსეს შვეიცარიის მიერ მედიატორის როლის შესრულებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯოსებაში გაწეული ძალისხმევისათვის. პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პროფესიული განათლების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით, ასევე, გენდერული თანასწორობის გაძლიერების, სამთო სპორტისა და კურორტების მიმართულებებით.  

შვეიცარიამ გაასამართლა ოთხი ბანკირი, რომლებიც პუტინის მეგობარს ანგარიშების მართვაში დაეხმარნენ

შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარს, სერგეი როლდუგინს მილიონობით ფრანკის შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე გადატანაში დაეხმარნენ. კერძოდ, მედია წერს, რომ სამი რუსი და ერთი შვეიცარიელი ბანკირი დაეხმარა როლდუგინს 2014-2016 წლებში მილიონობით ფრანკის შეტანაში. Le Monde-ის ციურიხის სასამართლომ ბრალდებულებს პირობითი სასჯელი მიუსაჯა, რომლის დარღვევამაც შეიძლება, ასობით ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ჯარიმა გამოიწვიოს. მედია წერს, რომ სერგეი როლდუგინმა 2014-2016 წლებში შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე 50 მილიონი აშშ დოლარი ისე განათავსა, რომ თანხის წარმომავლობა სათანადოდ არ განმარტა. შვეიცარიის კანონმდებლობით, ბანკებს მოეთხოვებათ, რომ უარი თქვან ანგარიშების გახსნაზე, ან დახურონ ანგარიშები, თუ მათ ანგარიშის მფლობელთან ან ფულის წყაროსთან დაკავშირებით რაიმე ეჭვები აქვთ. Reuters-ი წერს, რომ სერგეი როლდუგინს შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლები „პუტინის საფულედაც“ მოიხსენიებენ. ოთხივე ბრალდებულმა უარყო ბრალდება, რომელიც ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონის დარღვევას მოიცავს.  

შვეიცარიის ბანკები რუს მომხმარებლებს ანგარიშების დაბლოკვის შესახებ აფრთხილებენ - მედია

შვეიცარიის ბანკებმა დაიწყეს რუსი მომხმარებლების გაფრთხილება, რომ მათი ანგარიშები დაიხურება, თუ ისინი განაგრძობენ გადასახადების გადახდას რუსეთში. საერთაშორისო საბუღალტრო და იურიდიული ფირმა LEOLEX-ის მმართველი პარტნიორის რომან კუდინოვის თქმით, ერთი თვის წინ მას დაუკავშირდა დაახლოებით ათი კლიენტი ბანკებიდან UBS და Credit Suisse.  ყველა მათგანმა განაცხადა, რომ მიიღეს სატელეფონო ზარები ბანკის თანამშრომლებისგან, რომლებიც აფრთხილებდნენ მათ, რომ თუ ისინი განაგრძობენ იმ კომპანიების მფლობელობას, რომლებიც გადასახადებს იხდიან რუსეთში, „ბანკს მოუწევს მათი ანგარიშის დახურვა“. კუდინოვმა განაცხადა, რომ გაფრთხილებები „ამ დროისთვის არაოფიციალურია". სხვა შვეიცარიელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მის ზოგიერთ კლიენტს უკვე დაუბლოკეს ანგარიშები რუსეთში გადასახადების გადახდის შემდეგ. კუდინოვის თქმით, ბანკები სავარაუდოდ მიმართავენ ანგარიშების დახურვას შვეიცარიის ხელისუფლების ზეწოლის გამო.  

შვეიცარიამ „ვაგნერს“ უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიური მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა

შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა ფედერალურმა დეპარტამენტმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიური მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა. ამავდროულად, RIA FAN - რომლის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, "პრო-სამთავრობო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის" ასევე დასანქცირდა. ევროკავშირმა „ვაგნერსა“ და რუსულ პროპაგანდისტულ FAN-ს სანქციები 13 აპრილს დაუწესა.  

შვეიცარია უკრაინას განაღმვისთვის 20 მანქანას გადასცემს

შვეიცარია უკრაინას განაღმვისთვის საჭირო 20 მანქანას გადასცემს, განაცხადა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ, იტყობინება ანგარიში RBC-Ukraine. სამინისტრომ ხელი მოაწერა მემორანდუმს შვეიცარიულ მწარმოებელთან, მექანიზებული განაღმვის მოწყობილობების Global Clearance Solutions-თან. შეთანხმების შედეგად, მიმდინარე წლის განმავლობაში უკრაინას 20-მდე მანქანა გადაეცემა. განაღმვის მანქანები გამოყენებული იქნება ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გასაწმენდად სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, მიკოლაივის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონების დეოკუპირებულ ტერიტორიებზე.  

შვეიცარიამ ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა

შვეიცარიამ ბოლო სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხედრო წვრთნებში, ცხრა დღის განმავლობაში 4 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. „წვრთნები, რომლებიც დაგეგმილია 2021 წლიდან, არ იყო ორგანიზებული გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მაგრამ შვეიცარიის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შეჭრამ წვრთნები უფრო აქტუალური გახადა“, - წერს Reuters-ი. „ჩვენი პარტნიორების მზადყოფნა და მოსახლეობის გაგება ამ ტიპის წვრთნების მიმართ ძალიან შეიცვალა. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია უკრაინის ომთან“, - განაცხადა შვეიცარიის პირველი ტერიტორიული დივიზიის მეთაურმა, მათიას თუშერმა.  

შვეიცარია უკრაინელი ოლიგარქის, კონსტანტინ ჟევაგოს კომპანიებს, 100 მილიონ დოლარზე მეტის აქტივებს ართმევს - მედია

შვეიცარიამ უკრაინელი ოლიგარქის, კონსტანტინ ჟევაგოს ანგარიშებიდან, 113 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის აქტივები ამოიღო. თანხები კიევის რაიონულმა სასამართლომ, 2022 წლის 26 ოქტომბერს, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნით დააყადაღა და სწორედ ამის საფუძველზე მიიღო შვეიცარიამ ხსენებული გადაწყვეტილება. ბიურო შვეიცარიული მხარის დახმარებით იღებს ზომებს ჩამორთმეული თანხების გადაცემის მექანიზმის გამოსაყენებლად. საფრანგეთის სასამართლო უკრაინელი მილიარდერის, კონსტანტინ ჟევაგოს ექსტრადირებაზე უარს ამბობს. უკრაინელი მილიარდერი ჟევაგო საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ, რკინის მადნის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ტოვებს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ Poltava Mining-ის ყველა საბანკო ანგარიში გაყინა. Poltava Mining-ი ოლიგარქ კოსტიანტინ ჟევაგოს Ferrexpo-ს ნაწილია. ჟევაგოს 2019 წელს, Finance & Credit Bank-ში 113 მილიონი დოლარის გაფლანგვისა და გათეთრების ბრალდება წაუყენეს. 2021 წელს ის ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში მოხვდა. უკრაინული მედია წერდა, რომ საფრანგეთში დაკავების შემდეგ, უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. Forbes Ukraine-ის ბოლო სიის მიხედვით, ჟევაგო 1,4 მილიარდი დოლარის ქონებით მეხუთე ყველაზე მდიდარი უკრაინელია.   

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ, უკრაინაში იარაღის რეექსპორტი დაუშვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფოთა საბჭოს, შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატას, რომ გადადგა ნაბიჯი შვეიცარიული იარაღის რეექსპორტის განბლოკვისთვის. დმიტრო კულება მადლობას უხდის შვეიცარიას სოლიდარობისთვის იმ ფონზე, რომ ის ნეიტრალიტეტს იცავს. „ჩვენ მოუთმენლად ველით შემდგომ ნაბიჯებს“, - წერს კულება. მანამდე, პირველ ივნისს შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა საბჭომ არ დაამტკიცა ხსენებული ცვლილება. ზედა პალატის მიერ საკითხის კენჭისყრის შემდეგ კი, კანონში ცვლილებებს ისევ განიხილავენ. ცნობისთვის, შვეიცარიის სახელმწიფო საბჭომ, პარლამენტის ზედა პალატამ, უკრაინაში იარაღის რეექსპორტი დაუშვა. გადაწყვეტილებას 22 მომხრე და 17 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ოთხი კი, თავი შეიკავა. ცვლილებების მოწინააღმდეგეები შვეიცარიის მიერ ნეიტრალიტეტის დარღვევის რისკზე საუბრობდნენ.  რეექსპორტი შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არ არღვევენ და იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ იყენებენ. საბოლოო გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, ცვლილებას მხარი უნდა დაუჭიროს ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტის ქვედა პალატა). პირველ ივნისს ეროვნულმა საბჭომ მსგავსი ინიციატივა უარყო.  

დარჩიაშვილმა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, „რუსეთის აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე“ ისაუბრეს

19 ივნისს, შვეიცარიის კონფედერაციაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იგნასიო კასისს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში, არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად, რეგიონში შექმნილი რთული ვითარება უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ევროპის კონტინენტისთვის და რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის და ვაჭრობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ შვეიცარიული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ საქართველოში, ამასთან გაზრდილია როგორც ვაჭრობის დინამიკა, ისე  შვეიცარიიდან საქართველოში მომავალი ვიზიტორების რაოდენობა. დადებითად შეფასდა, 2023 წლის ივნისში, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მდივნის ელენ ბუდლიგერ არტიედას და მის თანმხლები ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ხაზი გაესვა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.  „ილია დარჩიაშვილმა იგნასიო კასისს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოქალაქეებს შორის  შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროექტებში შვეიცარიის  კონტრიბუციისთვის. აღინიშნა, რომ შვეიცარიის დახმარება დღევანდელ, გამოწვევებით სავსე გარემოში, კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს. ხაზი გაესვა, ბოლო წლებში, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების გამართვის პოზიტიურ დინამიკას. ამ კონტექსტში, აღინიშნა, 2023 წლის იანვარში, დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და შვეიცარიის პრეზიდენტის შეხვედრა“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში. ილია დარჩიაშვილი 19-20 ივნისს, შვეიცარიის კონფედერაციაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ასევე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან და ბერნის მერთან.  

შვეიცარიამ სკოლების აღდგენისთვის უკრაინას $6 მილიონზე მეტი გამოუყო

შვეიცარია უკრაინას სკოლების აღდგენაში ეხმარება. ქვეყანამ 30-მდე სკოლის გარემონტებისა და აღდგენისთვის 6 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. მედიის ცნობით,  ეს საშუალებას მისცემს 15 000 სკოლის მოსწავლეს, რომ სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყოს.  

შვეიცარია ცდილობს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს - მედია

შვეიცარიას სურს, შეუერთდეს ევროპის ცის ფარის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ამოქმედდა. ამის შესახებ შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას შვეიცარიული მაუწყებელი SRF-ი ციტირებს. SRF-ის ცნობით, სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ არღვევს ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკას. ჰგამოცემის თანახმად, შვეიცარიის მონაწილეობა ძირითადად უნდა მოიცავდეს ევროპულ დონეზე საჰაერო თავდაცვის შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაციას. „საჰაერო თავდაცვის ერთობლივი წვრთნა ასევე განხილვის პროცესშია“, - აცხადებენ SRF სამინისტროში. ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს ინიციატივა 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და ის NATO-ს 17 ევროპულ ქვეყანას მოიცავს. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ. აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ ნეიტრალიტეტის დაცვის მოტივით, უკრაინაში გერმანიის გავლით  Leopard 1-ის ტიპის ძველი ტანკების მიწოდება დაბლოკა.  

ნეიტრალური ქვეყნები - შვეიცარია და ავსტრია „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას ოფიციალურად შეუერთდნენ

შვეიცარიამ და ავსტრიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც „ევროპის ფარის“ ინიციატივას შეუერთდნენ. ინიციატივაში ჩართვისას შვეიცარიამ და ავსტრიამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი ნეიტრალიტეტი უცვლელი რჩება, თუმცა როგორც BBC წერს, ამ ჰიპოთეტურ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ არის გაცემული. „შვეიცარიის მონაწილეობა ძირითადად უნდა მოიცავდეს ევროპულ დონეზე საჰაერო თავდაცვის შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაციას. საჰაერო თავდაცვის ერთობლივი წვრთნა ასევე განხილვის პროცესშია“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შვეიცარიის ტრადიციულად მკაცრ ნეიტრალიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მას უკვე ორი ათეული წელია, სამშვიდობო ბატალიონი ჰყავს კოსოვოში. ის ასევე შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ ნეიტრალიტეტის დაცვის მოტივით, უკრაინაში გერმანიის გავლით  Leopard 1-ის ტიპის ძველი ტანკების მიწოდება დაბლოკა. რაც შეეხება ავსტრიას ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივაში ჩართვის გადაწყვეტილება ავსტრიის ნეიტრალიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.  „ჩვენ უნდა მივიღოთ ფრთხილი ზომები, რათა ჩვენი ქვეყანა უპილოტო თვითმფრინავების ან სარაკეტო თავდასხმების რისკისგან დავიცვათ“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა 2 იცლისს. „ვერცერთ ევროპული სახელმწიფო ვერ შეძლებს, ეფექტიანად დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე ახალი საფრთხისგან“, - ამბობს ნეჰამერი. თავდაცვის მინისტრმა, კლაუდია ტანერმა ვენის განაცხადს ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ავსტრია ევროკავშირის წევრია 1995 წლიდან. „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივა 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და ის NATO-ს 17 ევროპულ ქვეყანას მოიცავს. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ. ასევე წაიკითხეთ: შვეიცარია ცდილობს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს - მედია ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს  

ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოების პროგრამას შეუერთდნენ

ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი, რომლებიც ევროპაში ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიით არიან ცნობილნი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე განიხილავენ, შეუერთდნენ აშშ-ის ეროვნული გვარდიის უსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამას. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, დენ ჰოკანსონმა განაცხადა. ჰოკანსონმა განმარტა, რომ ამერიკული მხარე ცალ-ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს ფინეთთან, შვეიცარიასთან და შვედეთთან, რათა უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა გააძლიეროს. მან დააზუსტა, რომ ფინეთმა და შვედეთმა, რომლებმაც უკვე თქვეს ნეიტრალურ სტატუსზე, „ახლა პარტნიორულ მოლაპარაკებებში არიან", და შვეიცარია „ახლა განიხილავს ურთიერთობას, რომელიც სხვა ქვეყნებს აქვთ ეროვნულ გვარდიასთან და აფასებს მომავალში ასეთი პროგრამის შესაძლებლობას." აშშ-ის ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლითაც აშშ-ის ჯარები ამყარებენ ურთიერთობებს უცხოელ სამხედროებთან რეგულარული მომზადებისა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გზით. აშშ-ის ეროვნული გვარდიის პარტნიორობის პროგრამა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. უკრაინა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც პროგრამას კალიფორნიის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით შეუერთდა.  

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტს შეუერთდა

შვეიცარია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტს შეუერთდა. შვეიცარიის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის მიერ 23 ივნისს მიღებული ზომები მათ ქვეყანაშიც ამოქმედდეს. 28 ივნისს სანქციების სიას უკვე დაემატა ასზე მეტი ფიზიკური და სუბიექტი. შვეიცარია ევროპული ბლოკის წევრი არ არის, თუმცა ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და იცავს ყველა სანქციას, რაც ბლოკმა ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დააწესა. შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლის მცდელობების ეფექტიანი შეჩერება მოითხოვს მჭიდრო საერთაშორისო კოორდინაციას.   „შვეიცარია ყურადღებით ადევნებს თვალს ამ თემაზე საერთაშორისო დისკუსიებს და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან,“ - ნათქვამის შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

შვეიცარიაში ავარიის გამო, მსოფლიოში ყველაზე დიდი სარკინიგზო გვირაბი რამდენიმე თვით იხურება - Guardian

გოტარდის სარკინიგზო გვირაბი, რომელიც მსოფლიოში უდიდესია, შვეიცარიაში რელსებიდან გადასვლის შემდეგ, რამდენიმე თვით იხურება. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი ავრცელებს. ავარიისას არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც Guardian-ი წერს, ზარალი საკმაოდ დიდია.  გვირაბი სატვირთო გადაზიდვებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ გერმანიასა და სამხრეთ იტალიას შორის. შვეიცარიის მთავრობის ცნობით, 2022 წელს, ალპების გავლით სარკინიგზო ტვირთების ორ მესამედზე მეტს გოტარდის გვირაბი ატარებდა.  

შვეიცარია საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით.” ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს საუბარია ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტებზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვაზე, მეზღვაურებისთვის დაბრუნების მოწმობებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ვიზის აღება შესაძლებელი აღარ იქნება. „რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აღიარა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ ქვეყნებად. შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განიხილავს,” - წერს შვეიცარიის ფედერალური საბჭო. „მიუხედავად შეზღუდვებისა, ვიზები შეიძლება გაიცეს ჰუმანიტარული საფუძვლით, ეროვნული ინტერესების ან საერთაშორისო ვალდებულებების მიზეზით,” – ნათქვამია ამავე განცახდებაში. მთავრობამ განაცხადა, რომ საბჭომ ხსენებული ზომა ევროკავშირის (EU) გადაწყვეტილების შესაბამისად შემოიღო. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ევროკავშირის სახელმწიფო, შვეიცარია შენგენის ნაწილია და ვალდებულია, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტს შეუერთდა საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. რუსეთმა უკრანის ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები.  

შვეიცარია უკრაინას განაღმვისთვის საჭირო, დისტანციურად მართვად მანქანას გადასცემს

შვეიცარიის ხელისუფლებამ, უკრაინითვის განაღმვისთვის საჭირო, დისტანციურად მართვადი მანქანის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. მანქანა შვეიცარიის თავდაცვი, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალურ დეპარტამენტს შვეიცარიის Digger Foundation-მა გადასცა. უკრაინა ასევე მიიღებს სათადარიგო ნაწილების კომპლექტს. შვეიცარიის მთავრობამ აღნიშნა, რომ გადაზიდვა სექტემბერში იგეგმება. მთელი დახმარების პაკეტის ღირებულებაა 1,2 მილიონი შვეიცარიული ფრანკია (1,3 მილიონ დოლარზე მეტი).  

შვეიცარია უკრაინის ზარალის რეესტრს შეუერთდა

შვეიცარია შეუერთდა უკრაინისთვის ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრს, რომელმაც რუსული აგრესიის შედეგების კომპენსირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. შვეიცარიის წევრობას ევროპის საბჭო ს მალე ოფიციალურად დაამტკიცებს. „ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს შვეიცარიის მხარდაჭერას ომის მსხვერპლთა მიმართ და უკრაინის აღდგენის პოლიტიკურ პროცესს, რომელიც შვეიცარიამ უკრაინის მთავრობასთან ერთად, 2022 წელს წამოიწყო   ლუგანოში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, საგანგებო რეესტრი მაისში შეიქმნა.  

შვეიცარიის მყინვარები ორ წელიწადში 10%-ით შემცირდა

შვეიცარიამ წლის განმავლობაში მყინვარების კიდევ 4%  დაკარგა, რაც მეორე უდიდესი დანაკარგია შარშანდელი, რეკორდული (6%) დნობის შემდეგ. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. ორ წელიწადში იმდენი მყინვარი დაიკარგა, რამდენიც 1960 წლიდან 1990 წლამდე პერიოდში. სტატისტიკა მოცემულია შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელის (Glamos) ყოველწლიურ ანგარიშში, რომლის მკვლევართა გუნდი წლების განმავლობაში აკვირდებოდა შვეიცარიის 1400 მყინვარიდან 176-ს. მკვლევრები ამბობენ, რომ დანაკარგი ძალიან თბილი ზაფხულითა და გასულ ზამთარში თოვლის ნაკლებობით არის განპირობებული.  

შვეიცარია უკრაინას განაღმვისთვის $110 მილიონს გამოუყოფს

შვეიცარიის მთავრობა უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის დაახლოებით, 110 მილიონ დოლარს (100 მილიონი შვეიცარიული ფრანკს) გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შვეიცარია უკვე მონაწილეობს უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვის ღონისძიებებში. დამატებითი პაკეტი კი, ამ სამუშაოს კიდევ უფრო გააძლიერებს. „სულ 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გამოიყოფა ჰუმანიტარული განაღმვისთვის 2024-დან 2027 წლამდე, თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალური დეპარტამენტისა, და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (FDFA) მიერ," - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.  

შვეიცარია NATO-ს საჰაერო წვრთნებში ერთვება

შვეიცარია იტალიაში NATO-ს საჰაერო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. შვეიცარიის თავდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ცნობით, შვეიცარიის არმია 45 ჯარისკაცს გააგზავნის და ხუთი F/A-18 თვითმფრინავის გამოყენებით შვეიცარიელი პილოტები ცოდნას გაიღრმავებენ და მონაწილე სახელმწიფოებთან გამოცდილებას გაცვლიან. NATO-ს საჰაერო წვრთნები სამხრეთ იტალიაში ოქტომბერში გაიმართება და იგი სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ევროპაში. საერთო ჯამში, მასში ცამეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, 70-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავით, 15 ვერტმფრენითა და 1500 ჯარისკაცით. შვეიცარია, რომელიც არ არის ნატო-ს წევრი, საჰაერო წვრთნებში NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის (PPP) პროგრამის ფარგლებში მონაწილეობს.  

უკრაინა და შვედეთი უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ

უკრაინა და შვედეთი შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს. „ჩვენი საუბრის დროს, მე და ტობიას ბილსტრომი შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივად, ვილნიუსის დეკლარაციის შემდეგ. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის ევროინტეგრაცია, “ – განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. უკრაინა და იაპონია უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ  

NATO ჟენევაში სამეკავშირეო ოფისის გახსნას განიხილავს - მედია

NATO ნეიტრალური შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სამეკავშირეო ოფისის გახსნას განიხილავს. მედიის ცნობით, პროექტი უკვე დამტკიცებულია ბერნის მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ემზადება სამეკავშირეო ოფისის შესაქმნელად. „გადაწყვეტილება ჟენევაში ახალი ოფისის გახსნის შესახებ აიხსნება ალიანსის სურვილით, გააღრმაოს ურთიერთობა გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან,“ წერს swissinfo. ნეიტრალიტეტი (გერმ. Neutralität, ლათ. neuter — არც ერთი, არც მეორე) — საერთაშორისო სამართალში — ომში არმონაწილეობა, მშვიდობიან პერიოდში საომარ ბლოკებში მონაწილეობისგან უარის თქმა. ნეიტრალური სახელმწიფოები თავს იკავებენ, დაპირისპირებული საერთაშორისო სამართლის სუბიექტებიდან რომელიმეს მხარდაჭერისგან. ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ სახელმწიფოებად არიან აღიარებულნი, ან თავად აცხადებენ ამას, როგორც წესი, სამხედრო ალიანსების წევრობაზე უარს ამბობენ. ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას ომის პერიოდში ნეიტრაულური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის: არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს; არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და მისთ.); არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს).  

ირანში ორ ჟურნალისტს 6 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - მათ სხვა ბრალდებებთან ერთად, “აშშ-სთან თანამშრომლობაში“ ადანაშაულებენ

ირანში სასამართლომ ორ ჟურნალისტს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ორ ჟურნალისტს, ნილუფარ ჰამედის, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია ამინის გარდაცვალების შესახებ, და ელაჰ მოჰამადის, რომელიც წერდა მისი დაკრძალვის შესახებ, მიესაჯათ შესაბამისად შვიდი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა,“ იტყობინება სასამართლო სისტემის ახალი ამბების ვებგვერდი, Mizan. AP-ის თანახმად, ბრალდებებს შორის იყო აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობა, შეთქმულება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ერთ წელზე მეტია, ორი ქალი ჟურნალისტი პატიმრობაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც მათ გასულ წელს მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილი გააშუქეს. ჟურნალისტები ბრალდებებს უარყოფენ. აშშ-ში მოქმედი „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” განცხადებით კი, ჰამედისა და მოჰამადის გასამართლება, ირანის ხელისუფლების მხრიდან, ჟურნალისტიკის კრიმინალიზების მცდელობაა. მიმდინარე წლის მაისში გაერომ ორივე ჟურნალისტი პრესის თავისუფლების პრიზით დააჯილდოვა. გასულ წელს ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია. ახალგაზრდა გოგო ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა. დაკავების შემდეგ, კომაში მყოფი ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხელისუფლება ახალგაზრდის სიკვდილს ჯანმრთელობის პრობლემებით ხსნიდა, თუმცა მისი ოჯახი თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ქალს დაკავებისას სცემეს. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, დემონსტრაციების დროს ქვეყანაში 500-ზე მეტი პირი მოკლეს, დააკავეს ათასობით ადამიანი, მათგან ბევრს პატიმრობა მიუსაჯეს. 7 ადამიანი კი, დაკავების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

შვეიცარია აშშ-სგან Patriot-ის რაკეტებს შეისყიდის

შვეიცარიის თავდაცვის ფედერალურმა შესყიდვების ოფისმა აშშ-სთან კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმება Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების შეძენას გულისხმობს. ამერიკული მწარმოებლის Lockheed Martin-ის მართვადი რაკეტები შვეიცარიაში სავარაუდოდ, 2028 და 2029 წლებში გაიგზავნება. ისინი უზრუნველყოფენ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაონბას, რომელიც შვეიცარიის შეიარაღებულმა ძალებმა 2026 წლიდან უნდა მიიღონ. PAC-3 MSE (Misile Segment Enhancement) არის Patriot-ის უახლესი ტიპის რაკეტა და ძირითადად გამოიყენება მოკლე დისტანციური ქობინისაგან თავდაცვისთვის. PAC-2 GEM-T (Guidance Enhanced Missile, Tactical) შექმნილია თვითმფრინავების, თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად.  

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

შვეიცარია შეუერთდა საერთაშორისო მოწოდებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას გულისხმობს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „შვეიცარია მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, - ნათქვამია განცხადებაში. ასეთი ტრიბუნალის იდეას საჯაროდ დაუჭირეს მხარი უკრაინამ, ევროკავშირმა, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა. ბოლო თვეების განმავლობაში ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა 38 ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნორვეგიამ, გვატემალამ, იაპონიამ და კანადამ.  

შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. ალენ ბერსე აპირებს, განიხილოს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე რუსეთის აგრესიული ომის გავლენა და უკრაინის მიმართ შვეიცარიის გრძელვადიანი მხარდაჭერა. ბერსეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინაში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.  

შვეიცარია უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად, 3 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს

შვეიცარია ინიციატივის Grain From Ukraine-ის განსახორციელებლად, რომელიც ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდებას ისახავს მიზნად, 3 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. შვეიცარიის საელჩოს ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა ალენ ბერსეტმა კიევში, სასურსათო უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ომის გამო 11 მილიონ უკრაინელს ესაჭიროება სასურსათო დახმარება. ინიციატივის მხარდასაჭერად, შვედეთი 8 მილიონი ევროს, ხოლო ფინეთი 3 მილიონ ევროს გამოყოფს.  

30-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის ნეიტრალური შვეიცარიის მონაწილეობით, NATO-ს კიბერთავდაცვის წვრთნები დაიწყო

შვეიცარიის შეიარაღებული ძალები NATO-ს ფლაგმანი  -  კიბერთავცავის წვრთნებში მონაწილეობს. ესტონეთში, ტალინში მიმდინარე წვრთნაში 1000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, მოკავშირეები და პარტნიორები 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩაერთნენ. „მიზანს რთული პრობლემების ერთობლივად გადაჭრა, სუსტი წერტილების მიგნება/აღმოფხვრა და სიტუაციის საერთო სურათის შექმნას წარმოადგენს,“ განაცხადა შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს, 27 ნოემბერს, სწავლების დაწყებისას.  ღონისძიება რეგულარულად 2008 წლიდან ტარდება. წლევანდელი სწავლება პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.  NATO-ს თანახმად, წვრთნები მიზნად ისახავს მოკავშირეებისა და პარტნიორების გამძლეობის გაზრდას კიბერ საფრთხეების მიმართ და მათ შესაძლებლობების გაძლიერებას იმისთვის, რომ კიბეროპერაციების ჩატარება ერთობლივად შეძლონ. ინფორმაციისთვის: ნეიტრალიტეტი (გერმ. Neutralität, ლათ. neuter — არც ერთი, არც მეორე) — საერთაშორისო სამართალში — ომში არმონაწილეობა, მშვიდობიან პერიოდში საომარ ბლოკებში მონაწილეობისგან უარის თქმა. ნეიტრალური სახელმწიფოები თავს იკავებენ, დაპირისპირებული საერთაშორისო სამართლის სუბიექტებიდან რომელიმეს მხარდაჭერისგან. ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ სახელმწიფოებად არიან აღიარებულნი, ან თავად აცხადებენ ამას, როგორც წესი, სამხედრო ალიანსების წევრობაზე უარს ამბობენ. ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას ომის პერიოდში ნეიტრაულური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის: არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს; არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და მისთ.); არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს).    

შვეიცარიამ $8,8 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ 8,8 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნო (SECO) აცხადებს, ეს მაჩვენებელი 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს სავარაუდოდ, კიდევ შეიცვლება და კიდევ უფრო დაზუსტდება სიაში სანქცირებული პირების დამატების, ან ამოღების შემთხვევაში. უფრო ზუსტი მაჩვენებლის გამოქვეყნება 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს არის მოსალოდნელი. Reuters-ი წერს, რომ ბერნმა ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 7,4 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის კუთვნილი უცხოური ვალუტის აქტივების გადარიცხვა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა, რასაც დასავლეთის მძიმე სანქციები მოჰყვა. აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს  

შვეიცარია ზამთარში უკრაინელების მხარდასაჭერად დამატებით 12.5 მილიონ ევროს გამოყოფს

შვეიცარია ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად, დამატებით, 11.8 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს (12.5 მილიონი ევრო) გამოყოფს. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობის პრესრელიზშია ნათქვამი. თანხა მოხმარდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომლებიც ზამთრის პერიოდში უკრაინელებს დახმარებას გაუწევენ. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული ფონდის დახმარების პროგრამის მხარდაჭერას 1.8 მილიონი შვეიცარიული ფრანკით გაზრდის. სააგენტო ასევე მხარს უჭერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ზამთრის დახმარების პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს 3 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებთათვის. მთლიანობაში, შვეიცარიამ ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად, დაახლოებით, 26 მილიონი ფრანკი გამოყო. გასულ კვირას შვედეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 1.4 მილიარდ კრონს (დაახლოებით 120 მილიონი ევრო) გამოუყოფს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.  

შვეიცარიამ უკრაინას მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მედიაცია შესთავაზა

შვეიცარია მხარს უჭერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით და კიევს მედიაციის კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს. ამის შესახებ შვეიცარიის ელჩმა უკრაინაში ფელიქს ბაუმანმა Ukrinform-თან ინტერვიუში ისაუბრა. „შვეიცარია მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის ინიციატივას, როგორც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საშუალებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ სამუშაო ჯგუფს, რადგან ვგრძნობთ, რომ შვეიცარიას შეუძლია, კიევს გაუზიაროს თავისი გამოცდილება და ცოდნა, როდესაც საქმე ეხება მედიაციას ან ცეცხლის შეწყვეტის სამართლებრივ დებულებებს,“ - განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, „ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი ზოგადად მთავრდება მოლაპარაკებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ და როდის სურს მოლაპარაკება რუსეთთან.” „ამასთან დაკავშირებით, შვეიცარია მზადაა, უზრუნვლყოს თავისი რესურსები, როცა მხარეები ამას მოისურვებენ," - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, იანვრის შუა რიცხვებში შვეიცარიაში გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების მრჩეველთა შემდეგი შეხვედრა, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი მშვიდობის ფორმულა განიხილება.  

ბლინკენი შვეიცარიაში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 15-17 იანვარს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრება. უწყების სპიკერის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მდივანი ბლინკენი შეხვდება ლიდერებს, რათა განიხილოს გლობალური შეშფოთების საკითხები. „ის ხაზს გაუსვამს ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის აუცილებლობას, შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას უკრაინის ხალხის მიმართ და ჩვენს ერთგულებას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი,“ განაცხადა მეთიუ მილერმა.  

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ, სანქციები აამოქმედა

აშშ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ სანქციებს აწესებს. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სანქციებს ერთი ფიზიკური პირისა და სამი სუბიექტის მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთისთვის იარაღის გადაცემასა და რუსეთის მიერ DPRK-ს წარმომავლობის ბალისტიკური რაკეტების გამოცდაში 2023 წლის ნოემბრის ბოლოდან. აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მყოფი „224 მფრინავი რაზმი“, მისი დირექტორი ვლადიმირ მიხეიჩიკი და ასტრახანის ოლქში მდებარე ორი პოლიგონი. შეერთებულმა შტატებმა პირველად 4 იანვარს განაცხადა, რომ ფხენიანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც. ცნობისთვის, 10 იანვარს ევროკავშირმა და ათობით ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ. NATO უკრაინაზე რუსულ სარაკეტო იერიშებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით თავდასხმებს გმობს - სტოლტენბერგი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა პირველადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები იყენებდნენ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისას. მათ შორის, 2 იანვარს ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისას. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა 11 იანვარს განაცხადა.  

დავოსი უკრაინის მშვიდობის ფორმულის შესახებ მეოთხე შეხვედრას უმასპინძლებს

დავოსი 14 იანვარს უკრაინის მშვიდობის ფორმულის შესახებ მეოთხე შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც 80-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი განცხადება შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უკრაინის მშვიდობის ფორმულა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმისგან შედგება. „მადლობელი ვარ შვეიცარიის უკრაინის მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა მოახლოებული შეხვედრის მასპინძლობისთვის“, დაწერა ზელენსკიმ X-ზე (ყოფილი Twitter). შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრების მთავარი მიზანია „მოლაპარაკებების დასრულება ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის პრინციპებზე.“ უკრაინის მშვიდობის ფორმულა მოიცავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების სრულ გაყვანას უკრაინიდან და პასუხისმგებელ პირთა პასუხისმგებლობას ომის დანაშაულებში. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმამ ფართო მხარდაჭერა მიიღო უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში. შვეიცარიამ უკრაინას მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მედიაცია შესთავაზა  

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. უკრაინული მედიის ცნობით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ 16 იანვარს, ვოლოდიმირ ზელენსკი პანელურ დისკუსიაზე „უსაფრთხოების მიღწევა და თანამშრომლობა დანაწევრებულ მსოფლიოში“ სიტყვით გამოვა. უკრაინის პრეზიდენტთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, კლაუს შვაბი და პრეზიდენტი, ბიორგე ბრენდე მიიღებენ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 15-17 იანვარს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრება.  

ზელენსკი ხვალ შვეიცარიას სამუშაო ვიზიტით ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტს შვეიცარიის კონფედერაციაში ორშაბათს, 15 იანვარს დაიწყებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდება პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებს, პარტიების ლიდერებს და შვეიცარიის პრეზიდენტს, ასევე მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და არაერთ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დავოსი უკრაინის მშვიდობის ფორმულის შესახებ მეოთხე შეხვედრას უმასპინძლებს როგორც ცნობილია, 14 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური მრჩევლების მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრი იერმაკმა. მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო. წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინეს ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ. „კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე: ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა,“ - აღნიშნა ანდრი ერმაკმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ. ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი და გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის მეხუთედი.  

შვეიცარია უკრაინისთვის გრძელვადიანი დახმარების ახალ პროგრამას განიხილავს

შვეიცარია უზრუნველყოფს უკრაინისთვის არამხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ, გრძელვადიან ფინანსურ, პოლიტიკურ დახმარებას და რუსულ სანქციებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკი, რომელიც შვეიცარიაში იმყოფება, ამბობს, რომ გრძელვადიანი დახმარების ახალი პროგრამა განიხილეს. მისივე ინფორმაციით, ხვალ დაიწყება ერთობლივი მუშაობა შვეიცარიის ლიდერების დონეზე გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადებისთვის. „ამ სამიტმა უნდა უზრუნველყოს იმპულსი იმისთვის, რასაც ჩვენ უკვე მივაღწიეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომის შესახებ დასკვნა შეიძლება, მხოლოდ სამართლიანი იყოს და რომ საერთაშორისო სამართლის ძალის აღდგენა ნამდვილად უნდა იყოს ყოვლისმომცველი,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი. დავოსი უკრაინის მშვიდობის ფორმულის შესახებ მეოთხე შეხვედრას უმასპინძლებს  

შვეიცარია მშვიდობის გლობალური სამიტის მასპინძლობისთვის მზად არის

შვეიცარია მშვიდობის გლობალური სამიტის მასპინძლობისთვის მზად არის. შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამერდმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვეიცარია გრძელვადიან მშვიდობას ყოველთვის დაუჭერს მხარს. „ბატონმა ზელენსკიმ მკითხა, იყო თუ არა სამიტის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად. მე დავადასტურე, რომ კონფერენციის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს სიღრმისეულად განვიხილავთ, რათა სამშვიდობო პროცესი წარმატებული იყოს. შვეიცარია გრძელვადიან მშვიდობას ყოველთვის დაუჭერს მხარს და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ შვეიცარიას ამაში წვლილის შეტანა შეუძლია,“ - აღნიშნა ამერდმა. 14 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართა. შვეიცარია უკრაინისთვის გრძელვადიანი დახმარების ახალ პროგრამას განიხილავს  

შვეიცარია უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 2025-2028 წლებში $1,75 მილიარდს გამოუყოფს

შვეიცარია უკრაინის რეკონსტრუქციის 2025-2028 წლებში 1,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (1,75 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედია შვეიცარიის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გრძელვადიანი ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გამო, შვეიცარიამ უარი განაცხადა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა მაინც უზრუნველყო ეკონომიკური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერით. შვეიცარია მშვიდობის გლობალური სამიტის მასპინძლობისთვის მზად არის. ცნობისთვის, ვოლოდომირ ზელენსკი შვეიცარიაში დღეს ჩავიდა. ის დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოვა. შვეიცარია უკრაინისთვის გრძელვადიანი დახმარების ახალ პროგრამას განიხილავს  

ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე.   „ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე არიან,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შვეიცარიის სამთავრობოს უწყებების რამდენიმე ვებგვერდზე მასიური კიბერშეტევა იყო

შვეიცარიის ფედერალური მთავრობის სამინისტროების რამდენიმე ვებგვერდი მასიური კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. შვეიცარიული მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა NoName აიღო და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავოსის ფორუმზე ყოფნის შესახებ მიუთითა. შვეიცარიის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის (Nationales Zentrum für Cybersicherheit NCSC) ინფორმაციით, კიბერშეტევა დროულად აღმოაჩინეს და სპეციალისტებმა ვებგვერდებზე წვდომის სწრაფად აღდგენისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღეს. „მსგავსი თავდასხმა მოსალოდნელი იყო და უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო მიღებული. [ე.წ.] DDoS შეტევები მიზნად ისახავს ვებგვერდებზე წვდომის დაკარგვას. ის არ იწვევს მონაცემთა დაკარგვას ან გაჟონვას,“ - აცხადებენ NCSC ექსპერტები. ამ ჯგუფის მხრიდან თავდასხმა ზაფულშიც განხორციელდა, როდესაც ზელენსკი პარლამენტარებს ესაუბრებოდა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 2024 წლის 15 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიის მთავრობის წევრებსა და პარლამენტის წევრებს ბერნში შეხვდა. 16 იანვარს, მან მონაწილეობა მიიღო დავოსის ფორუმში.  

შვეიცარიამ Leopard 2-ის ტანკების გერმანიაში გაგზავნა დაიწყო

შვეიცარიის შეიარაღებულმა ძალებმა, გერმანიაში 25ერთეული Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკიდან, ცხრა გაგზავნა. ტანკები გერმანიის მწარმოებელ Rheinmetall-ს გადაეცემა დეკომისაციისთვის. ამის შესახებ შვეიცარიის თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის დეპარტამენტმა 30 იანვარს განაცხადა. ტვირთი სარკინიგზო გზით გერმანიას უკვე გადაეცა. ტანკებს გერმანული შეიარაღების კონცერნი Rheinmetall კაპიტალური რემონტისთვის შეისყიდის. ტანკების ის ნაწილები, რომლის გამოყენებაც შვეიცარიელ სამხედროებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, უსასყიდლოდ დაუბრუნდება. გასული წლის ნოემბერში შვეიცარიის მთავრობამ Leopard 2-ის 25 ტანკის გერმანიისთვის გადაცემა იმ პირობით დაამტკიცა, რომ ისინი უკრაინაში არ მოხვდება. შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის Leopard 2-ის 25 ტანკის გადაცემის შესახებ განაცხადი დაამტკიცა. „გერმანიამ უზრუნველყო იმის გარანტია, რომ გაყიდული ტანკები დარჩება გერმანიაში, ან ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორებთან, რათა საკუთარი მარაგები შეავსონ,“ - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში. გასული წლის დასაწყისში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შვეიცარიას სთხოვეს, Leopard 2-ის ტანკები მწარმოებლისთვის, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის მიეყიდა. მათ შვეიცარიას გარანტიები მისცეს, რომ ტანკები უკრაინაში არ აღმოჩნდება.  

შვეიცარიამ რუსული ბრილიანტის იმპორტი აკრძალა

შვეიცარიამ რუსული ალმასის იმპორტი აკრძალა. ქვეყანა ევროკავშირის სანქიცების მე-12 პაკეტს უერთდება. აკრძალვა დღეიდან შევიდა ძალაში. „ამგვარად, შვეიცარია უერთდება 2023 წლის 6 დეკემბერს G7-ის სამიტზე შეთანხმებულ ზომებს, რათა რუსეთს ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ჩამოერთვას," - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. შვეიცარიამ განაცხადა, რომ აფართოებს აკრძალული ექსპორტის სიას, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იყოს რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური სექტორების გასაძლიერებლად.   

შვეიცარიას NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს

შვეიცარიის ფედერალური მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებს, კერძოდ, წვევამდელების ერთობლივ სასწავლო მისიებში ჩართვისა და მისი ტერიტორიით უცხოელი სამხედრო პერსონალის ტრანზიტის წესების გადახედვით. შვეიცარიის ხელისუფლება ანგარიშში მიუთითებს, რრომ ისინი აგრძელებენ ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი პოლიტიკის დაცვას, მაგრამ იტოვებენ უფლებას, შექმნან საჭირო სამხედრო ალიანსები თავდასხმის შემთხვევაში. „აუცილებელია, შეიქმნას სამართლებრივი ბაზა, რომელიც პატივს სცემს ნეიტრალიტეტის საზღვრებს,“ - ნათქვამია დოკუმენტში. NATO ჟენევაში სამეკავშირეო ოფისის გახსნას განიხილავს - მედია შვეიცარიის მთავრობამ ასევე განმარტა, რომ არ უნდა იყოს მიღებული ვალდებულებები, დამოკიდებულებები ან შეზღუდვები, რომლებიც საბოლოოდ, შეუთავსებელი იქნება ქვეყნის ნეიტრალიტეტთან. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, შვეიცარიის ხელისუფლება სულ უფრო მეტად არის მიდრეკილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. შვეიცარია უკვე არის NATO-ს პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის წევრი და გასულ წელს მის ფარგლებში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. ცნობისთვის, შვეიცარიამ რუსული ალმასის იმპორტი აკრძალა. ქვეყანა ევროკავშირის სანქიცების მე-12 პაკეტს უერთდება. აკრძალვა დღეიდან შევიდა ძალაში.  

შვეიცარიის პრეზიდენტი: თავდაცვისუნარიანობა უნდა გავაძლიეროთ

შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამერდი ესტონეთსა და ნორვეგიაში ვიზიტით იმყოფებოდა. „NATO-ს ორივე წევრმა დიდი შეშფოთება გამოხატა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო,“ განუცხადა ამჰერდმა შვეიცარიულ საინფორმაციო სააგენტოს Keystone-SDA-ს მოგზაურობის ბოლო დღეს. ესტონეთი კიდევ უფრო დაზარალდა რუსეთთან სიახლოვის გამო, მაგრამ ასევე ისტორიული მიზეზების გამო. ამიტომ ქვეყანა ასევე აფართოებს თავის თავდაცვის შესაძლებლობებს, განმარტა შვეიცარიის პრეზიდენტმა. იანვარში ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ, ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ ასევე გამოაცხადეს, რომ ერთობლივი თავდაცვის ხაზს შექმნიან რუსეთთან და ბელორუსთან საზღვარზე. ამჰერდი თვლის, რომ შვეიცარიამ უნდა ისწავლოს ამ გამოცდილებიდან და გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები. „არმია ბოლო 30 წლის განმავლობაში განადგურებული იყო და ცხადია, რომ ამის გამოსწორება ხუთ წელიწადში და გაზრდილი რესურსების გარეშე შეუძლებელია,“ - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ NATO-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოების მაგალითზე, შვეიცარიამ შესაბამისი გაკვეთილები უნდა მიიღოს. ამასთან, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა, მარკუს მედერმა განაცხადა, რომ შვეიცარიამ NATO-ს ქვეყნებთან ინფორმაცია და გამოცდილება უნდა გაცვალოს. ასევე, გადახედოს იმას, შეუძლიათ თუ არა შვეიცარიის სამხედროებს ალიანსის ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა.  

უკრაინაში ომის გათვალისწინებით, შვეიცარია თავდაცვისთვის დამატებით, $22,58 მილიარდს დახარჯავს

ნეიტრალური შვეიცარიის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში სამხედრო ხარჯებს გაზრდის, რაც გახდება ბოლო ევროპული ქვეყანა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადადგა. ამის შესახებ The Guardian იუწყება. პრეზიდენტმა ვიოლა ამჰერდმა განაცხადა, რომ დაახლოებით 20 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი - 22,58 მილიარდი აშშ დოლარი - დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა თავდაცვისთვის 2035 წლამდე. „უსაფრთხოების პოლიტიკის ვითარება აშკარად რთულია, თუ გავითვალისწინებთ ამჟამინდელ არასტაბილურობას, ომს ევროპის კონტინენტზე, შეიარაღებული კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში და სხვა ცხელ წერტილებში მსოფლიოში,” - განაცხადა მან ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამჰერდმა, რომელიც ასევე თავდაცვის მინისტრია, აღნიშნა, რომ „ახლა ამდენი კრიზისია“ და გეგმა ნაწილობრივ ითვალისწინებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან მიღებული გაკვეთილებს.  

შვეიცარიამ შექმნა ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას დაუპირისპირდება

შვეიცარია აძლიერებს ძალისხმევას, რათა კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა არ გამოიყენონ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის, იტყობინება Reuters 21 თებერვალს. მიუხედავად მისი ხანგრძლივი ნეიტრალიტეტის პოლიტიკისა, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, კიევს ჰუმანიტარული, პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება გაუწია. შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO) განაცხადა, რომ შეიქმნა საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქციების აღსრულებისა და შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით 230 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. მათი უმრავლესობა დაკავშირებული იყო ფუფუნების საქონლით ვაჭრობის დარღვევასთან ან პროდუქტებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის.  

შვეიცარია უერთდება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს

შვეიცარიის ფედერალურმა მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცამეტე პაკეტს. შვეიცარიის ხელისუფლებამ, გადაწყვეტილების თანახმად, სანქციების სიას დაამატა კიდევ 106 ფიზიკური და 88 იურიდიული პირი, რომლებიც, პირველ რიგში, რაკეტების, თვითმფრინავების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა სამხედრო საქონლის წარმოებაში არიან ჩართულები. სიაში ასევე შედიან რუსული კომპანიები და პირები, რომლებიც მონაწილეობენ ჩრდილოეთ კორეიდან თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებაში, მოსამართლეები და საჯარო მოხელეები რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან და უკრაინელი ბავშვების იძულებით გატაცებაში მონაწილეები. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქციების მე-13 რაუნდი 23 თებერვალს მიიღეს. ევროკავშირმა „მწვანე შუქი“ აუნთო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს, რომელიც პირველად, ჩინურ კომპანიებსაც მოიცავს  

შვეიცარიაში რეფერენდუმზე 58%-მა პენსიის გაზრდას დაუჭირა მხარი

შვეიცარიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე პენსიის გაზრდას დაუჭირეს მხარი, რაც პენსიონერებისთვის ყოველწლიურად დამატებით მე-13 თვის გადასახადის მიცემას გულისხმობს. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების მიხედვით, ინიციატივის მომხრე ამომრჩეველთა 58% იყო, ხოლო მოწინააღმდეგე - 42%. ამას გარდა, შვეიცარიელებმა უარყვეს ცალკე წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც საპენსიო ასაკის 65-დან 66-მდე გაზრდას გულისხმობდა. პენსიის გაზრდის წინადადება პროფკავშირებს ეკუთვნის, ხოლო მისი მოწინააღმდეგე შვეიცარიის მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნეს ლიდერების თქმით, ახალი კანონპროექტის დაფინანსების საშუალება სახელმწიფოს არ აქვს. მაქსიმალური ყოველთვიური სახელმწიფო პენსია შვეიცარიაში €2 550-ს შეადგენს, მას არასაკმარისად მიიჩნევენ. შვეიცარია საცხოვრებლად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანაა. ნოემბრის თვის Economist Intelligence Unit-ის რეიტინგით, ციურიხი, სინგაპურთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი იყო. გაზრდილ პენსიას შვეიცარიაში 2026 წლიდან მიიღებენ.  

შვეიცარიის სენატმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა დაამტკიცა

ვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას მხარი დაუჭირა. ეროვნულმა საბჭომ, პარლამენტის ქვედა პალატამ, მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2023 წელს მიიღო. სენატორებმა მოუწოდეს მინისტრთა კაბინეტს, დაიწყოს სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება, რომელიც რეზოლუციის განხორციელებას ბიძგს მისცემს. ომის დაწყებიდან შვეიცარიამ 3,4 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო კიევს. დიდი ბრიტანეთი მზადაა, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების საფუძველზე, უკრაინას სესხის მისცეს  

შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური: რუსეთი ყველაზე დიდ ჯაშუშურ საფრთხეს წარმოადგენს

შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (FIS) აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახური ყველაზე დიდ ჯაშუშურ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ Swiss Info FIS-ის სპიკერის კომენტარზე დაყრდნობით წერს. ”შპიონაჟის ყველაზე დიდი საფრთხე მოდის რუსეთის სადაზვერვო სამსახურებზე,” - განუცხადა ფედერალური დაზვერვის სამსახურის (FIS) სპიკერმა სონია მარგელისტმა გაზეთ SonntagsZeitung-ს. მისი თქმით, ონლაინ ჯაშუშობის გარდა, შვეიცარიაში ინფორმაციის შეგროვების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური რესურსების გამოყენებაზე მოდის. „ამ საქმიანობებისთვის განსაკუთრებით, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები გამოიყენება,“ - განაცხადა მარგელისტმა. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში აკრედიტებული რუსი დიპლომატების რაოდენობა (218) სტაბილური დარჩა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, FIS-ის ანგარიშის შეფასებით, ამ თანამშრომლების სულ მცირე მესამედი რუსეთის დაზვერვის სამსახურებში მუშაობს.  

შვეიცარიამ ანტირუსული სანქციების დარღვევისთვის, სისხლის სამართლის საქმე პირველად აღძრა

შვეიცარიის ეკონომიკური საკითხებში სახელმწიფო სამდივნო (SECO) შვეიცარიული კომპანიების უცხოური შვილობილი კომპანიების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო დარღვევის რამდენიმე შემთხვევას იძიებს, იტყობინება Financial Times-ი. ორი მათგანისთვის SECO-მ გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. „ფედერალურმა პროკურორებმა მიიღეს ერთი საქმე და ხოლო მეორეზე უარი თქვეს,” - განუცხადა გაზეთს პროკურორის სპიკერმა ლინდა ფონ ბურგმა. ზოგადად, შვეიცარიული კომპანიების უცხოური შვილობილი კომპანიები იურიდიულად დამოუკიდებელნი არიან და შესაძლოა, არ დაემორჩილონ ბერნის სანქციებს. თუმცა, ხელისუფლებამ შეიძლება, მიიჩნიოს, რომ უცხოური შვილობილი კომპანიები არღვევენ შემაკავებელ ზომებს, თუ მათსა და მფლობელ კომპანიებს შორის კავშირი გამოვლინდება. მაგალითად, იგულისხმება სანქცირებულ საქმიანობასთან დაკავშირებული გადახდები. იურიდიული ფირმა Eversheds Sutherland-ის პარტნიორმა პატრიკ ებერჰარდტმა სისხლის სამართლის საქმის გახსნის გადაწყვეტილებას შვეიცარიის სანქციების განხორციელებაში „გარდამტეხი წერტილი“ უწოდა: „პირველ რიგში, შვეიცარიის ხელისუფლება სიგნალს აძლევს ბაზარს, რომ არ მოითმენს სანქციების გვერდის ავლას.“  

შვეიცარიის ბანკები ორმაგი მოქალაქეობის მქონე რუსებს ანგარიშებს უხურავენ - მედია

შვეიცარიის ზოგიერთმა ბანკმა დაიწყო ანგარიშების დახურვა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ერთდროულად აქვთ შვეიცარიული და რუსული პასპორტები. ამის შესახებ Leolex-ის იურიდიული ბიუროს მმართველმა პარტნიორმა რომან კუდინოვმა Vedomosti-თან ინტერვიუში ისაუბრა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე UBS-ისა და Credit Suisse-ის რამდენიმე კლიენტს შეექმნა პრობლემა, ამბობს კუდინოვი: ისინი ყველა იხდიან გადასახადებს შვეიცარიაში, მაგრამ რუსეთში ისინი არ იღებენ შემოსავალს და არ იხდიან გადასახადებს. კომპანიების ჯგუფის ITSWM–ს წარმომადგენელი ეკატერინა პოპოვა აცხადებს, რომ „ახლა შვეიცარიული ბანკები მათი ნებისმიერი მომხმარებლის რუსეთთან კავშირს აკვირდებიან.“ დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს ურაინაში წარმოებული ომის გამო, რაც ასევე მოიცავს სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს. ცდილობენ, მესამე ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტები არ დაუშვან.  

შვეიცარია 2036 წლამდე უკრაინის აღდგენისთვის 5 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს

შვეიცარია გეგმავს, გააძლიეროს ეკონომიკური განვითარება და უკრაინის გრძელვადიანი დახმარება მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში. ეს გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 2024 წლის 10 აპრილს სხდომაზე მიიღო. კერძოდ, 2036 წლამდე ამ მიზნებისთვის მხოლოდ 5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (5 მილიარდ ევროზე მეტი) გამოყოფა იგეგმება. შვეიცარიამ თებერვალში გამოაცხადა, რომ 1,7 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის აღდგენისთვის - 2025 წლიდან 2028 წლამდე. ფედერალური საბჭო ასევე აპირებს, განიხილოს სხვა წყაროები (გარდა საერთაშორისო თანამშრომლობისა), საიდანაც შესაძლებელი იქნება დარჩენილი 3,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფა, რომელიც იგეგმება უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ფედერალურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე დაავალა საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს უკრაინისთვის ერთობლივი პროგრამის შემუშავება, რომელიც მოიცავს შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმებს. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა შეთანხმდება შვეიცარიასთან პირველი სამშვიდობო სამიტის თარიღზე. უკრაინა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში. Bloomberg-ის ცნობით, შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი შესაძლოა, 16-17 ივნისს ჩატარდეს, თუმცა უცნობია, რამდენი ლიდერი დაესწრება მას.