თეგი: ჩინეთი

ჩინეთის პრეზიდენტმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან ონლაინსამიტი გამართა და 5 შეთავაზება წარადგინა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან ონლაინსამიტი გამართა. ჩინეთის ლიდერმა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების პირობა დადო. ეს იყო პირველი შეხვედრა ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხუთ სახელმწიფოს მეთაურს შორის. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-მა სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით შეკრიბა. სი ძინპინის თქმით, ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები ასჯერ გაიზარდა. წარმატებით დასრულდა სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე დიდი პროექტი, მათ შორის ჩინეთი-ცენტრალური აზიის გაზსადენი, ჩინეთი-ყაზახეთის ნავთობსადენი, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ავტომაგისტრალი და ჩინეთი-ტაჯიკეთის ავტომაგისტრალი. "კონსულტაციების, ერთობლივი წვლილისა და საერთო პრინციპების ხელმძღვანელობით, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მზარდია და მას სარგებელი მოაქვს ცენტრალურ აზიაში. ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შექმნას კიდევ უფრო მჭიდრო ჩინეთი-ცენტრალური აზიის საზოგადოება საერთო მომავლით. ამ მიზნით, მინდა მოგმართოთ შემდეგი ხუთი წინადადებით: 1. ჩინეთი გააგრძელებს მოქმედებას მეგობრობის, გულწრფელობის, ორმხრივი სარგებლობისა და ინკლუზიურობის პრინციპით და იმუშავებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია და მოაწყოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა "ჩინეთს პლუს ცენტრალური აზია", სხვა დიალოგი და უზრულველყოს თანამშრომლობის მექანიზმები. ამ გზით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ სოლიდარობას და ურთიერთნდობას, გავაღრმავებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას და მივაღწევთ საერთო განვითარებასა და კეთილდღეობას.  ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით გარე ძალების მცდელობებს, მოახდინოს ფერადი რევოლუციები ცენტრალურ აზიაში, მტკიცედ ვეწინააღმდეგებით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას ადამიანის უფლებების საბაბით და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ძალას, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენი ექვსი ქვეყნის ხალხების მშვიდ ცხოვრებას. არც ისე დიდი ხნის წინ, ყაზახეთმა განიცადა დრამატული მოვლენები, რამაც გამოიწვია დიდი მსხვერპლი და მატერიალური ზიანი. როგორც მეგობარი და მეზობელი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ყაზახეთს სტაბილურობის შესანარჩუნებას, ძალადობის შეჩერების მცდელობას და გააგრძელებს ყაზახეთის მხარდაჭერას და დახმარებას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ჩინეთს სჯერა, რომ პრეზიდენტ თოყაევის ძლიერი ხელმძღვანელობით, ყაზახეთის მამაც, შრომისმოყვარე ხალხს უკეთესი მომავალი ელის. 2. ჩინეთი მზადაა, გახსნას თავისი დიდი ბაზარი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ჩვენ შემოვიტანთ უფრო ხარისხიან საქონელსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს რეგიონის ქვეყნებიდან, გავაგრძელებთ ჩინეთ-ცენტრალური აზიის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ფორუმის ჩატარებას და ვეცდებით ვაჭრობის გაზრდას 70 მილიარდ აშშ დოლარამდე 2030 წლისთვის. ჩინეთი გთავაზობთ, შევქმნათ ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტრონული კომერციის თანამშრომლობის შესახებ დიალოგის მექანიზმი და საჭიროების შემთხვევაში სამრეწველო და საინვესტიციო თანამშრომლობის ფორუმის გამართვა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ნავთობისა და გაზის მილსადენების სტაბილური ფუნქციონირება, დავაჩქაროთ ჩინეთი-ცენტრალური აზიის გაზსადენის (D) ხაზის მშენებლობა, გავაფართოოთ თანამშრომლობა ენერგეტიკული ინდუსტრიის ხელშესაწყობად.  3. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ფარი მშვიდობის დასაცავად. მშვიდობა არის მისწრაფება, რომელსაც იზიარებს რეგიონის ყველა ქვეყნის მოსახლეობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ტერორისტულ, ექსტრემისტულ და სეპარატისტულ ძალებთან ბრძოლა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვრის მართვა და კონტროლი. ერთობლივი ოპერაციებით, ერთად ვიმუშაოთ რეგიონული უსაფრთხოების ქსელის გასაძლიერებლად.  4. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტურისტული თანამშრომლობა. ჩინეთი ააშენებს პლატფორმებს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მათი ტურისტული რესურსების პოპულარიზაციისთვის და მზადაა, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა გახდეს ჩინელი ტურისტებისთვის მიმართულება. ჩინეთი გვთავაზობს ჩინეთ-ცენტრალური აზიის ხალხთა შორის მეგობრობის ფორუმის ჩატარებას და შეეცდება, რომ ხუთი ქვეყნის დაძმობილებული ქალაქების რაოდენობა გაზარდოს.  5. სულ ცოტა ხნის წინ, მე გამოვედი გლობალური განვითარების ინიციატივით გაეროს წინაშე და მოვუწოდე ერთობლივი ძალისხმევისკენ რისკებისა და გამოწვევების დასაძლევად. ასევე, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის წინსვლისკენ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობა 500 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო დახმარებას გაუწევს ცენტრალური აზიის ქვეყნებს საარსებო პროგრამების მხარდასაჭერად და შესთავაზებს 5000 სემინარსა და ვორქშოფს, რათა დაეხმაროს ცენტრალური აზიის ქვეყნებს პროფესიონალთა მომზადებაში. ეს სფეროებია ჯანდაცვა, სიღარიბის შემცირება სოფლის მეურნეობის განვითარება, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროების გაძლიერება“, - განაცხადა სი ძინპინმა.  ცნობისთვის, ამ სამიტიდან ორი დღის შემდეგ, ასევე შედგა ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პირველი სამიტი. ონლაინსამიტი ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ჩაატარა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან, ასევე, მას რეგიონული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრალურ აზიას ცენტრალური ადგილი უჭირავს ინდოეთის ხედვაში, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებულ და სტაბილურ, გაფართოებულ სამეზობლოს. ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვართ ავღანეთში განვითარებული მოვლენებით. ამ კონტექსტში ასევე, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა რეგიონული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მოდიმ. ამ დროისთვის, ინდოეთის სავაჭრო ბრუნვა ცენტრალურ აზიასთან მცირეა, $2 მილიარდი. სახმელეთო კავშირის ნაკლებობა ვაჭრობის გაფართოების მთავარი დაბრკოლებაა, რადგან პაკისტანი არ აძლევს უფლებას ნიუ დელის, მისი ტერიტორიის გავლით მოხდეს წვდომა. მაგრამ ინდოეთი იმედოვნებს, რომ გამოიყენებს ირანის ჩაბაჰარის პორტს მარშრუტის გასაუმჯობესებლად. ირანს ფართო საზღვარი აქვს როგორც თურქმენეთთან, ასევე ავღანეთთან. ანალიტიკოსების თქმით, ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერების მიერ გამართული სამიტები ხაზს უსვამს რეგიონის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, სადაც რუსეთს ყოველთვის ჰქონდა გავლენები.    

კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების „ახალ ეპოქაში“ შესვლისა და გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს. შეთანხმების თანახმად, მხარეები ცდილობენ, გაააქტიურონ მუშაობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განვითარების გეგმებისა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის დაკავშირებაზე, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.  მხარეები აპირებენ, განავითარონ თანამშრომლობა “რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი” ფორმატის ფარგლებშიც. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებული ახალი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ცივი ომის ეპოქის პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსებს აღემატება. „ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას საზღვრები არ აქვს, არ არსებობს თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები, ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება არც მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული, არც საერთაშორისო გარემოს და მესამე ქვეყნებში არსებული გარემოებების შეცვლისკენ“, - აღნიშნავენ ტექსტის ავტორები.  განცხადებაში, რომელიც ოთხი თავისგან შედგება, აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი „ფერად რევოლუციებსა“ და NATO-ს გაფართოებას ეწინააღმდეგებიან. განცხადების ავტორები თვლიან, რომ „ზოგიერთი აქტორი, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე უმცირესობას წარმოადგენს, საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად  ცალმხრივი მიდგომის ადვოკატირებას განაგრძობს და ძალის გამოყენების გზით ერევა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, არღვევს მათ ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს, ხელს უწყობს დაპირისპირებას“. „მხარეები არიან ერთსულოვანი იმის გაგებაში, რომ დემოკრატია არის უნივერსალური ადამიანური ღირებულება და არა ცალკეული სახელმწიფოების პრივილეგია, მისი ხელშეწყობა და დაცვა მთელი მსოფლიო საზოგადოების საერთო ამოცანაა“. „მხარეები ეწინააღმდეგებიან NATO-ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომის დროინდელ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური და კულტურულ-ისტორიული ფუძის მრავალფეროვნებას. მხარეები ეწინააღმდეგებიან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დახურული ბლოკის სტრუქტურებისა და დაპირისპირებული ბანაკების ფორმირებას და ინარჩხუნებენ სიფხიზლეს აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთი და ჩინეთი შეშფოთებას გამოხატავენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების ბლოკების (AUKUS) შექმნის გამო. მხარეები თანმხდებიან, რომ ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნებს, ზრდის რეგიონში შეიარაღების ირგვლივ შეჯიბრის საშიშროებას და წარმოადგენს ბირთვული იარაღის გავრცელების სერიოზულ რისკებს. მხარეები ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან ბიოიარაღებთან დაკავშირებული შიდა და საგარეო აქტივობები სერიოზულ შეშფოთებას და კითხვის ნიშნებს იწვევს. მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ მსგავსი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და საზიანოა რეგიონების უსაფრთხოებისთვის.

ნედ პრაისი: პუტინის მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს ვერ აანაზღაურებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იცის მისი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, თუმცა უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ შედეგებს ვერ აანაზღაურებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ჩინელ კოლეგას და ჩინეთმა აშშ-სა და NATO-სთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. საუბრობენ ჩინეთსა და რუსეთს შორის კოორდინირებულ პოზიციებზე. გაწუხებთ თუ არა ის ფაქტი, რომ ამ ტიპის ახალი ალიანსი ყალიბდება აშშ-ის პოლიტიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მთელ მსოფლიოში?ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ჟურნალისტმა. „პასუხს ორ პუნქტად გავყოფ. პირველი - ეს არის ის, რაც ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ მდივან ბლინკენს გასულ კვირას ჰქონდა საშუალება, ესაუბრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამ საუბრის ფარგლებში მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს დაძაბულობა, რომელიც წარმოიქმნება მოსკოვის არასაჭირო პროვოკაციებისა და სამხედრო გაძლიერების შედეგად. რუსეთის პოტენციური შეჭრა უკრაინაში  - ეს არის მოვლენა, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს, არამედ ამის მიღმა, მათ შორის ჩინეთს. რუსეთის შემდგომი აგრესიით გამოწვეულ გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ რისკებს შედეგები არამხოლოდ უკრაინაზე, ევროპაზე, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე, არამედ ჩინეთზეც ექნება. თუ რუსეთი ფიქრობს, რომ შეძლებს გარკვეული შედეგების გამოსწორებას, ზოგიერთი შედეგის შემსუბუქებას ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, ეს ასე არ არის. რეალურად რუსეთის ეკონომიკა მრავალი თვალსაზრისით უფრო მყიფე გახდება. ჩვენ, შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ, თუ დავინახავთ, რომ უცხოური კომპანიები, მათ შორის ჩინეთში, ყველაფერს აკეთებენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის მოქმედებების თავიდან ასაცილებლად. მე ახლა არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა არის ეს ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის პოზიციას უფრო მყიფეს როგორ გახდის, ნედ პრაისმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა იქნება დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე, ან ბევრად უფრო დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე. „ეს არის კატასტროფის რეცეპტი რუსეთის ეკონომიკისთვის, თუ პუტინი თვლის, რომ ზომები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არ იქნება დამაზიანებელი და არ ექნება ის შედეგები, რაზეც ჩვენ გავაფრთხილეთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ჩინეთის პოზიციით, უკრაინის საკითხთან მიმართებით დაძაბულობის შექმნა უკრაინის კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს, არამედ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ქმნის რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე სანქციებით ემუქრება.

პეკინში ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა

ჩინეთის დედაქალაქი პეკინი ზამთრის ოლიმპიადას 4-20 თებერვალს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ თამაშებში ცხრა სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის თხუთმეტ სახეობაში გათამაშდება მედლები. ქართველები კი მხოლოდ სამ სახეობაში გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, პირველები სარბიელზე ფიგურული ციგურაობის წარმომადგენლები გავიდნენ, ამასთან, ისტორიაში პირველად, საქართველო ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრშია წარმოდგენილი, ეს კი კაცთა და ქალთა ერთეულებში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში ასპარეზობებს ითვალისწინებს. ჩინეთის ხელისუფლების მიერ უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო, ოლიმპიადას ბოიკოტი აშშ-მ, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, გერმანიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა გამოუცხადეს. ზამთრის ოლიმპიადის გახსნას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ქვეყნის დროშით მოუძღოდნენ სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი. ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები გახსნილად ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადა. ზამთრის ოლიმპიადის გახსნას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ.   ინფორმაციისთვის ჩინეთის ხელისუფლების მიერ უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო, ოლიმპიადას ბოიკოტი აშშ-მ, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, გერმანიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა გამოუცხადეს.

ნეპალი ჩინეთს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

ნეპალში, ჰუმლას დასახლებაში, რომელიც ნეპალს ეკუთვნის, ჩინეთის მთავრობამ შენობები ააშენა, - ამის შესახებ BBC წერს. ბრიტანეთის მაუწყებელი ოფიციალური კატმანდუს შარშანდელ მოხსენებას ეყრდნობა, რომელიც ამ დრომდე არ გასაჯაროებულა და ამბავმა მხოლოდ ახლა გაჟონა მედიაში. ამასთან, ჩინეთის საელჩო კატმანდუში უარყოფს ნეპალის საზღვრის ხელყოფას, ნეპალის მთავრობას კი, BBC-ს კითხვებისთვის არ უპასუხია.

კვლევა: ჩინეთში შეიმუშავეს PCR ტესტი, რომელიც შედეგს ოთხ წუთზე ნაკლებ დროში ადგენს

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ შეიმუშავეს PCR ტესტი, რომელსაც შედეგის დადგენა 4 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. DW წერს, რომ PCR ტესტები ყველაზე ზუსტია ბაზარზე, მაგრამ ანალიზი ლაბორატორიაში დამუშავებას საჭიროებს, რასაც ჯერჯერობით  რამდენიმე საათი სჭირდება. როდესაც ლაბორატორიები გადატვირთულია ინფექციის მატების გამო, დამუშავება შეიძლება დღეებიც კი გაგრძელდეს. უფრო სწრაფი, 15-წუთიანი სწრაფი ანტიგენის ტესტები ნაკლებად სანდოა, ვიდრე PCR ალტერნატივა. „ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა რამდენიმე ნიმუში შეაგროვეს და ტესტმა ყველა შემთხვევა შეცდომის გარეშე ოთხ წუთში ზუსტად დაამუშავა, აღნიშნულია ჟურნალ Nature Biomedical Engineering-ში გამოქვეყნებულ კვლევაში. რამდენად შესაძლებელია ადგილზე ტესტირება აეროპორტებში, კლინიკებში, სახლში? მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ასეთი ტექნოლოგიის მქონე პორტატული ტესტების შემუშავება ხელს შეუწყობს ადგილზე ტესტირებას აეროპორტებში, კლინიკებში, სასწრაფო დახმარების განყოფილებებსა და სახლში. ის ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა სახის დაავადებების სწრაფი დიაგნოსტიკისთვის. ამჟამად კი, ბაზარზე არსებობს სწრაფი, სახლის ტესტების უამრავი ბრენდი, რომლებიც სიზუსტით განსხვავდება.

გაეროში აშშ-ის ელჩი: იმედი მაქვს, ჩინეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე სწორი მოქმედებისკენ მოუწოდებს

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე სწორი მოქმედებისკენ მოუწოდებს. დასავლელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ დაარწმუნებენ პეკინს, კვლავ არ დაიკავოს რუსეთის მხარე, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინელები თავიანთ როლს ითამაშებენ, რათა რუსებს სწორი მოქმედებისკენ უბიძგონ. ჩინელებმა უშიშროების საბჭოში ძლიერი პოზიცია დააფიქსირეს საზღვრების მთლიანობისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. ზუსტად ამას აკეთებენ რუსები - საზღვრის მთლიანობას ემუქრებიან“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ჩინეთის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხის გადაწყვეტის გზები ემანუელ მაკრონთან განიხილა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რომელმაც აშშ-სა და NATO-სთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის მიმართ მხარდაჭერა 4 თებერვალს გამოხატა, უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის გზები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ძინპინმა განაცხადა, რომ მხარეებმა უკრაინის საკითხის პოლიტიკური მოგვარების პრინციპები უნდა დაიცვან.  ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა სრულად უნდა გამოიყენონ მრავალმხრივი პლატფორმები, მათ შორის ნორმანდიული ფორმატი და შეეცადონ უკრაინის საკითხის ყოვლისმომცველ გადაწყვეტას დიალოგისა და კონსულტაციების გზით. ჩინეთის პოზიციით, უკრაინის საკითხთან მიმართებით დაძაბულობის შექმნა უკრაინის კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს, არამედ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ქმნის რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, რომ კრემლმა ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის საერთო შეხედულება 4 თებერვალს განცხადებაში ასახა. „მხარეები ეწინააღმდეგებიან NATO-ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომის დროინდელ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური და კულტურულ-ისტორიული ფუძის მრავალფეროვნებას. მხარეები ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან ბიოიარაღებთან დაკავშირებული შიდა და საგარეო აქტივობები სერიოზულ შეშფოთებას და კითხვის ნიშნებს იწვევს. მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ მსგავსი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და საზიანოა რეგიონების უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის შემდგომი აგრესიით გამოწვეულ გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ რისკებს შედეგები არამხოლოდ უკრაინაზე, ევროპაზე, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე, არამედ ჩინეთზეც ექნება. უწყების პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, თუ რუსეთი ფიქრობს, რომ შეძლებს გარკვეული შედეგების გამოსწორებას, ზოგიერთი შედეგის შემსუბუქებას ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, ეს ასე არ არის. აშშ თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში რეალურად, რუსეთის ეკონომიკა მრავალი თვალსაზრისით უფრო მყიფე გახდება. ჩვენ, შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ, თუ დავინახავთ, რომ უცხოური კომპანიები, მათ შორის ჩინეთში, ყველაფერს აკეთებენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის მოქმედებების თავიდან ასაცილებლად. მე ახლა არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა არის ეს ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის პოზიციას უფრო მყიფეს როგორ გახდის, ნედ პრაისმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა იქნება დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე, ან ბევრად უფრო დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე. „ეს არის კატასტროფის რეცეპტი რუსეთის ეკონომიკისთვის, თუ პუტინი თვლის, რომ ზომები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არ იქნება დამაზიანებელი და არ ექნება ის შედეგები, რაზეც ჩვენ გავაფრთხილეთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი: ტაივანი არ არის უკრაინა, ის ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ტაივანი არ არის უკრაინა და ყოველთვის იყო ჩინეთის განუყოფელი ნაწილი. ოფიციალური პეკინის ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ტაივანისთვის საზიანო შედეგები შეიძლება დადგეს, თუ დასავლური ქვეყნები ვერ შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა.  ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ჩინეთი უკრაინაში „სიტუაციის გაუარესებით" შეშფოთებულია

სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ მისივე თხოვნით სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჩინელ კოლეგასთან საუბრისას, ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხი განიხილა და ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობას.  თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა უკრაინის საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს. ვან იმ აღნიშნა, რომ ჩინეთი უკრაინაში შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის თანმიმდევრულ პოზიციას ხაზი გაუსვა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებებს პატივი უნდა სცენ, გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები კი, დაცული უნდა იყოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პეკინი შეშფოთებულია უკრაინაში სიტუაციის „გაუარესებით“ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და უთანხმოება დიალოგის, მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ. ამასთან, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე დააფიქსირა. ჩვენი პოზიციაა, რომ სანქციები არასოდეს არის ფუნდამენტურად ეფექტიანი საშუალება პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ მუდმივად ვეწინააღმდეგებით ყველა უკანონო ცალმხრივ სანქციებს. 2011 წლიდან შეერთებულმა შტატებმა რუსეთს 100-ზე მეტი სანქცია დაუწესა. თუმცა ამერიკის სანქციებმა გადაჭრა რაიმე პრობლემა? არის თუ არა მსოფლიო უკეთესი ამ სანქციების გამო?   გადაიჭრება თუ არა უკრაინის საკითხი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაწესებით? იქნება თუ არა ევროპის უსაფრთხოება უფრო დაცული რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შედეგად? ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები სერიოზულად დაფიქრდებიან და შეეცდებიან პრობლემების მოგვარებას დიალოგისა და კონსულტაციების გზით. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე წაიკითხეთ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა უნდა იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და არა ფრონტის ხაზი დიდ ძალებს შორის დაპირისპირებისთვის ნედ პრაისი: პუტინის მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს ვერ აანაზღაურებს

„როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა

ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა, ამის შესახებ რუსეთის საავიაციო ორგანოს ოფიციალური წარმომადგენელის კომენტარს რუსული საინფორმაციო სააგენტოები ციტირებენ. იტყობინება Reuters-ი. მისივე ცნობით, ჩინეთთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთი ალტერნატივებს თურქეთსა და ინდოეთში ეძებს. როგორც Reuters-ი წერს, ანტონ სილუანოვის კომენტარებმა წარმოაჩინა მოსკოვის მკაფიო პოზიცია, რომ ის დახმარებას ჩინეთისგან მოითხოვს. ცნობისთვის, გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმიდან დღემდე, 579 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 1002 ადამიანი. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერა ოპერაციები რუსეთში. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ფინანსთა მინისტრი: რუსეთის 640 მილიარდი დოლარის რეზერვებიდან, $300 მილიარდი სანქციების გამო გაყინულია

ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას "რაც შეიძლება მალე“ გაუწევს. ჩინეთის ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანამ ასეთი დახმარების შესახებ გამოაცხადა. ვან ის თქმით, „ჰუმანიტარული ქმედება“ უნდა დაემორჩილოს ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ჰუმანიტარული საკითხები არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ვანმა დაამატა, რომ „უკრაინაში არსებული სიტუაციის“ მიზეზები "კომპლექსურია". „კომპლექსური პრობლემების გადაჭრა მოითხოვს სიმშვიდეს და რაციონალურობას, ვიდრე ცეცხლზე ნავთის დამატებას და წინააღმდეგობების გამწვავებას“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, ჩინეთმა უკვე შეასრულა „გარკვეული სამუშაო„ სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით და ყოველთვის იყო კონტაქტში ყველა მხარესთან. „ჩინეთს სურს, განაგრძოს კონსტრუქციული როლის თამაში მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობაში და მზადაა, იმუშაოს საერთაშორისო საზოგადოებასთან საჭირო მედიაციის განსახორციელებლად“, - განაცხადა ვან იმ.  ჩინეთმა უარი თქვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობაზე, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, პატივი სცენ რუსეთის "უსაფრთხოების ლეგიტიმურ მოთხოვნებს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გასული თვის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე, პეკინში შეხვდა და მათ ხელი მოაწერეს ფართო სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას, მხარეებმა აღნიშნეს,  რომ მათ არ ექნებათ თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები. ვანმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის მეგობრობა "მყარია" და თანამშრომლობის პერსპექტივები ნათელია. „რაც არ უნდა შემზარავი იყოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთიც და რუსეთიც შეინარჩუნებენ თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს და ახალ ეპოქაში უწყვეტად გააგრძელებენ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა

რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, ამის შესახებ Financial Times-ი და Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყებიან. ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა ასევე სთხოვა ჩინეთს დამატებითი ეკონომიკური დახმარება, იმ ზარალის წინააღმდეგ, რომელიც მისმა ეკონომიკამ დასავლეთის მძიმე სანქციების შემდეგ განიცადა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ დიპლომატს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის შეხვდება. მოლაპარაკებები 14 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართება. Reuters-ი წერს, რომ პეკინმა რუსეთის თავდასხმა არ დაგმო და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა

ჩინეთმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა პეკინს სამხედრო დახმარება სთხოვა. პეკინი ვაშინგტონს „დეზინფორმაციის გავრცელებაში“ ადანაშაულებს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა. ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა ასევე სთხოვა ჩინეთს დამატებითი ეკონომიკური დახმარება, იმ ზარალის წინააღმდეგ, რომელიც მისმა ეკონომიკამ დასავლეთის მძიმე სანქციების შემდეგ განიცადა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ დიპლომატს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის შეხვდება. მოლაპარაკებები 14 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში იმართება. Reuters-ი წერს, რომ პეკინმა რუსეთის თავდასხმა არ დაგმო და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters

ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, რომ რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს. Reuters-ი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა ამის შესახებ თავის მოკავშირეებს აცნობა. ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა. მანამდე, Financial Times-ი და Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა. ცნობისთვის, 13 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ სანქციების აცილების მცდელობებს, რუსეთის მხარდაჭერის მიზნით, შედეგები მოჰყვება. „ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რუსეთისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.  14 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ დიპლომატს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის რომში შეხვდა.

ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს

აშშ პეკინს აფრთხილებს, რომ ჩინეთი დადგება შედეგების წინაშე, თუ ის რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება. ამასთან, აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ამ უკანასკნელ ცნობამდე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის რომში შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.  ცნობისთვის, 13 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ სანქციების აცილების მცდელობებს შედეგები მოჰყვება. „ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რუსეთისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.  პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის ელჩმა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ლი იანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებს. აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) ხელს უწყობს ვაჭრობის ზრდას, რაც  2021 წელს  საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვაზე აისახა, კერძოდ - 25%-ით გაიზარდა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით და 1480.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი, ყოველწლიური შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება. ჩინელმა დიპლომატმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა არსებული ურთიერთობების, მათ შორის საინვესტიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას საქართველოს პერსპექტიულ ბაზარზე. აგრეთვე აღინიშნა მზარდი დინამიკა ტურიზმის სფეროშიც, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის. პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის მთავრობას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა Covid19-ის ვაქცინების მიღების პროცესში გაწეულ დახმარებაზე, აგრეთვე მუდმივ მხარდაჭერაზე როგორც ტექნოლოგიური, ისე საგრანტო პროექტების მიმართულებებით და ელჩს წარმატება უსურვა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

უკრაინაში ჩინეთის ელჩი: ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით

ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით, – ამის შესახებ უკრაინაში ჩინეთის ელჩმა ფანს სიანჟუნიმ განაცხადა. „ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით. მზად ვართ, დაგეხმაროთ განვითარებაში. სიტუაციაში, რომელიც ახლა გაქვთ, პასუხისმგებლობით მოვიქცევით. ვნახეთ, რამდენად დიდია თქვენი ერის ერთიანობა, რაც თქვენი სიძლიერეა. ჩინეთი მუდმივად იქნება უკრაინისთვის კარგი ძალა ეკონომიკური, პოლიტიკური კუთხით და პატივს სცემს იმ გზას, რასაც უკრაინა აირჩევს.“, – განაცხადა ელჩმა. კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ში ჩინეთის ელჩი: რუსეთის უკრაინაში შეჭრისას, ქვეყანაში 6 000 ჩინეთის მოქალაქე იმყოფებოდა

აშშ-ში ჩინეთის ელჩი ქინ განგი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისას იქ 6 000 ჩინეთის მოქალაქე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ჩინეთისთვის უკრაინაში ომი არახელსაყრელია, რადგან ის უკრაინისა და რუსეთის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: განცხადებები, რომ ჩინეთმა იცოდა, დუმდა და ტაქტიკურად მხარს უჭერდა ამ ომს წმინდა დეზინფორმაციაა. ამ განცხადებებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ბრალი დასდონ და ტალახი ესროლონ ჩინეთს. უკრაინაში ჩინეთის 6 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. ჩინეთი ორივე ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის უდიდესი იმპორტიორი მსოფლიოში. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს ჩინეთისთვის კარგი არაფერი მოაქვს. ჩინეთს რომ სცოდნოდა გარდაუვალ კრიზისზე ჩვენ ყველაფერს ვცდიდით რომ ის აგვერიდებინა", - განაცხადა განგმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში ჩინეთის ელჩი: ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით  

ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონი ახორციელებს ზეწოლას ჩინეთზე, რათა მხარი არ დაუჭიროს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ნაბიჯს, რომელიც მკვეთრად გააფართოებდა უფსკრულს პეკინსა და დასავლეთის მთავრობებს შორის. მანამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საჯაროდ გაფრთხილა ჩინეთი, რომ პეკინი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმარება. კითხვაზე, რომელმა მხარემ მოითხოვა ზარი, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ეს ორშაბათს, რომში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა შვიდსაათიანი მოლაპარაკება გამართა ჩინელ დიპლომატთან. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს  

სი ძინპინი: კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის. ამის შესახებ Reuters ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს.  თეთრ სახლს ამ თემაზე ოფიცილური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.  სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ვერ გადავა დაპირისპირების სტადიაზე, ხოლო კონფლიქტები და დაპირისპირებები არავის ინტერესებში არ შედის, - განუცხადა სი ძინპინმა ბაიდენს. სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა წარმართონ ორმხრივი ურთიერთობები სწორი მიმართულებით და ორივე მხარემ უნდა აიღოს სათანადო საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ძალისხმევა გაწიოს მსოფლიოში მშვიდობისთვის. „უკრაინის კრიზისი არ არის ის, რისი დანახვაც გვინდა“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.  ამ სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. დღეს ჩინეთის ლიდერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.  ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას. ვანგ ის თქმით, პეკინის პოზიცია თანხვედრაშია ქვეყნების უმეტესობის სურვილებთან და ამას დრო გამოაჩნეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჩინეთისთვის არასდროს იქნება მისაღები რაიმე სახის გარე იძულება, ან ზეწოლა და ეწინააღმდეგება ჩინეთის წინააღმდეგ ყოველგვარ უსაფუძვლო ბრალდებებსა და ეჭვებს. ჩინეთი ყოველთვის იყო ძალა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს“ - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ვანგის მიერ ჟურნალისტებთან გამართული საუბრის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, კატასტროფა განიცადა

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, რომელშიც 133 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ ჩინეთის გუანსის რეგიონში კატასტროფა განიცადა. სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

აშშ-ში ჩინეთის ელჩი: უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის

უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის, – ამის შესახებ აშშ-ში ჩინეთის ელჩმა, ცზინ განმა განაცხადა, რასაც  BBC ავრცელებ "პეკინი ყველაფერს გააკეთებს კრიზისის დეესკალაციისთვის. დასავლეთის საჯარო დაგმობა კრიზისის მოგვარებას ვერ შველის და საჭიროა კარგი დიპლომატია", - განაცხადა აშშ-ში ჩინეთის ელჩმა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას

ჩინეთის წითელი ჯვარი, უკრაინას დამატებით 1.57 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას დამატებით 10 მილიონი იუანის (1.57 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ში ჩინეთის ელჩი: უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას

"სბერბანკს" ჩინურ საგადახდო სისტემაზე წვდომა აღარ აქვს

ფიზიკური პირებისთვის ფულის გადარიცხვები სბერბანკიდან მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი საგადახდო სისტემის Alipay ანგარიშებზე დაიკეტა, მუშაობის განახლების პერსპექტივები ბუნდოვანია. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო kommersant.ru წერს, ბანკს უკვე შეეზღუდა ტელეფონის ნომრების გადარიცხვების განხორციელება აზერბაიჯანსა და მოლდოვაში, ასევე დაკარგა უმსხვილესი პარტნიორი უზბეკეთის საბანკო სისტემიდან.  ამასთან, Alipay–ზე გადარიცხვის შესაძლებლობა გაქრა ასევე სბერბანკის მობილურ აპლიკაციაშიც.

BBC: სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა

მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც 132 ადამიანი იმყოფებოდა, გუშინ სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, კატასტროფა განიცადა

ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი. „წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ პრეზიდენტების საუბრის შემდეგ, სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად დააფიქსირა სი ძინპინთან საუბრისას ამერიკის პოზიცია და ის შედეგები, რაც სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას მოჰყვება და ვფიქრობ, ისინი ამას ძალიან კარგად იგებენ“, – განაცხადა სალივანმა. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს  

ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა

ჩინეთი არაა მზად რომ რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას მხარი დაუჭიროს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა განაცხადა.  მისი თქმით,  G20-მა მომავალშიც უნდა ითანამშრომლოს საერთო პრობლემების გადაჭრის საკითხებში, როგორიცაა პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა და რუსეთი ამ ჯგუფის მნიშვნელოვანი წევრია.  "არც ერთ ცალკეულ წევრს არ ხელეწიფება სხვა ქვეყნის გარიცხვა. "დიდმა ოცეულმა" უნდა გააძლიეროს ერთიანობა და თანამშრომლობა", - თქვა სპიკერმა. პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, პეტრ ნოვაკის განცხადებით, ვარშავამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს შესთავაზა, რუსეთი „დიდი ოცეულის“ ფორმატიდან გარიცხონ და ამ შეთავაზებას „დადებითი გამოხმაურება“ მოჰყვა. ამერიკული მხარე ამ საკითხზე ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებს. ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ფორმატში სწორედ პოლონეთმა უნდა დაიკავოს, რომელმაც კომუნისტური ქვეყნიდან ღია ეკონომიკისკენ „30-წლიანი გარდამავალი პერიოდი წარმატებით დაასრულა“. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი „დიდი რვიანის“ ქვეყნების ფორმატიდან გარიცხეს. „დიდი ოცეული“ გაცილებით უფრო ფართო ჯგუფია, რომელშიც ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილიაც შედიან, ამიტომ რუსეთის გარიცხვა უფრო რთული იქნება. ასევე წაიკითხეთ  Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა

ბრიტანეთის პრემიერსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ჩინეთს პრეზიდენტ სი ძინპინს შორის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე „გულახდილი საუბარი“ შედგა. ინფორმაციას euronews ბორის ჯონსონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.  „ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად ილაპარაკეს ვითარებაზე უკრაინაში. ეს იყო გულახდილი საუბარი, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ისევ ილაპარაკებენ“, - განაცხადეს ჯონსონის ოფისში.  ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა ჯონსონს უთხრა, რომ ჩინეთი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად.  „სი ძინპინმა გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრინციპული პოზიცია, რომ მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა შექმნას პოლიტიკური საფუძვლები უკრაინის საკითხის გადასაჭრელად, ასევე უკრაინაში მშვიდობის დასაბრუნებლად. ჩინეთი მზადაა ამ საკითხთან მიმართებით, კონსტრუქციული როლი შეარულოს“, - ნათქვანია გავრცელებულ ინფორმაციაში.  შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინი გააფრთხილა, რომ თუ სანქცირებულ რუსულ ბიზნესს დაეხმარება პასუხს აგებს.  18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთიის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოგვიანებით ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ ჩინეთი უკრაინასთან ომში რუსეთს მატერიალურად დაეხმარება.      ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. მათივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლავროვის თვითმფრინავი აღმოსავლეთით, ქალაქ ჰუანშანში დაეშვა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, ლავროვი შეხვედრების სერიას დაესწრება, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობს. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

სერგეი ლავროვი: რუსეთი დაინტერესებულია, ჩინეთთან მდგრადი და თანმიმდევრული ურთიერთობების გაგრძელებით

რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლობის განვითარების სურვილი კიდევ უფრო მტკიცე გახდა. რუსეთი დაინტერესებულია ჩინეთთან მდგრადი და თანმიმდევრული ურთიერთობების გაგრძელებით - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან იუსთან შეხვედრისას. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ. მინისტრების დღევანდელი შეხვედრის ადგილი ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ანხოია. როგორც ლავროვმა თქვა, „საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ძალიან სერიოზული ეტაპია“, რომლის შედეგად საერთაშორისო ვითარება არსებითად ცხადი გახდება და რუსეთი ჩინეთთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ივლის "მრავალპოლარული, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ". ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

Reuters: ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს

ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ანჰოიში შეხვდა, სადაც ჩინეთი ავღანეთის საკითხზე ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს. „მინისტრებს ჰქონდათ აზრთა დეტალური გაცვლა უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციათან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია სპეციალური სამხედრო ოეპრაციის პროგრესზე და კიევის რეჟიმთან მოლაპარაკებების პროცესის დინამიკაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხდებაში. რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლობის განვითარების სურვილი კიდევ უფრო მტკიცე გახდა. ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

სერგეი ლავროვი ჩინეთში თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში შეხვდა ავღანეთის "ისლამური საამიროს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს, ამირ ხან მუთაქის. „შეიძლება ითქვას, რომ მართვის გამოცდილების ნაკლებობის, ფინანსური და ეკონომიკური შეზღუდვების და შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის მიუხედავად, ავღანეთის ახალი ადმინისტრაცია ახერხებს სახელმწიფოს შენარჩუნებას“, - განაცხადა ლავროვმა. ლავროვი აცხადებს, რომ მიუხედავად მართვის გამოცდილების ნაკლებობისა, ასევე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლისა, ავღანეთის ახალი ადმინისტრაცია ახერხებს სახელმწიფოს შენარჩუნებას. ამასთან, რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა ჩინეთში, სადაც ვიზიტად იმყოფება ავღანეთის მეზობლების (რუსეთი, ჩინეთი, ირანი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) მესამე მინისტერიალზე.

BBC: ჩინეთი ამბობს, რომ რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობას არ განაგრძობს

ჩინეთის ერთ-ერთმა დიპლომატმა უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებას სანქციების გვერდის ავლით გეგმავს. ამის შესახებ BBC ჩინელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება.  ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროკავშირის ლიდერები ჩინეთის წარმომადგენლებს პირადად შეხვდნენ. მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ ლუტონგმა თქვა, რომ პეკინი რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებით გლობალურ ეკონომიკას ეხმარებოდა. ასევე, გუშინ, პირველ აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპის ბიზნეს სექტორი ყურადღებით დააკვირდება ჩინეთის ქმედებებს. მანამდე ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს.  1-ელ აპრილს ჩინეთისა და ევროკავშირის ლიდერები ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდნენ.  ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ  ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა Reuters: ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს  

Bloomberg: ჩინეთის იმპორტიორები ცდილობენ რუსული გაზი ფასდაკლებით იყიდონ

ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები, მათ შორის Sinopec-ი და PetroChina გარიგებას აწარმოებენ მიმწოდებლებთან, რათა ტვირთები რუსეთიდან ადგილზე დიდი ფასდაკლებით შეიძინონ. გარიგებების მიხედვით, რუსული ბუნებრივი აირი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე შეიძინეს ჩინელმა იმპორტიორებმა. მათი თქმით, რუსული გაზი ჩრდილოეთ აზიის ბაზარზე 10%-ზე მეტი ფასდაკლებით ივაჭრება. ამასთან ცნობილია, რომ ჩინეთს ბუნებრივი აირის განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, რადგან უფრო თბილმა ამინდმა და Covid19-ის ლოკდაუნის შიშებმა ადგილზე მოთხოვნა შეზღუდა. მიუხედავად ამისა, რუსული გაზის დიდი ფასდაკლებით შეძენა შეიძლება დაეხმაროს საცავის შევსებას, ვიდრე ამ ზაფხულს ფასები კვლავ გაიზრდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.   ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ჩინეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჩინეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „როიტერის“ ინფორმაციით, საუბრისას პეკინი კვლავ გამოვიდა უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებებისკენ მოწოდებით. „ომები ადრე თუ გვიან სრულდება. ახლა მთავარია, როგორ ვიფიქროთ ტკივილზე, როგორ შევინარჩუნოთ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა და ჩამოვაყალიბოთ ევროპული უსაფრთხოების დაბალანსებული, ეფექტიანი და მდგრადი მექანიზმი. ჩინეთი მზად არის, შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ მიმართულებით ობიექტური პოზიციიდან“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის განცხადებას. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული  

Reuters: ჩინეთი რუსეთთან ახალი ნავთობკონტრაქტების გაფორმებისგან თავს იკავებს

ჩინეთის სახელმწიფოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსეთთან ნავთობის არსებულ კონტრაქტებს იცავენ, თუმცა, მიუხედავად დიდი ფასდაკლებებისა, ერიდებიან ახალ შესყიდვებს. ამის შესახებ Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აზიის უმსხვილესი გადამამუშავებელი კომპანია Sinopec-ი, ასევე CNOOC-ი, PetroChina და Sinochem -ი კვლავ ინარჩუნებენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან. ჩინურ სახელმწიფო ფირმებს ნავთობის დამატებითი მოცულობის შეძენით არ სურთ ღიად დაუჭირონ მხარი მოსკოვს მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ვაშინგტონმა ქვეყანაში რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა, ხოლო ევროკავშირმა რუს წერსულ ექსპორტიორებს, „როსნეფტსა“ და „გაზპრომნეფტს“ სანქციები დაუწესა. „SOE-ის წარმომადგენლები ფრთხილად არიან, რადგან სანქციების ფონზე, მათ არ სურთ რუსული ნავთობის იპორტიორებად გამოჩნდნენ", - ამბობს ერთ-ერთი ანონიმური პირი Reuters-თან ინტერვიუში.  ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია, რუსეთიდან დღეში 1,6 მილიონ ბარელს ყიდულობს. წყაროებზე დაყრდნობით, ჩინეთის სახელმწიფო ფირმები მიყვებიან რუსეთთან არსებულ გრძელვადიან კონტრაქტებს, თუმცა მათი გახანგრძლივებისგან ან ახალი შეთანხმებებისგან თავს იკავებენ. ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.  ამასთან ცნობილია, რომ ჩინეთს ბუნებრივი აირის განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, რადგან უფრო თბილმა ამინდმა და Covid19-ის ლოკდაუნის შიშებმა ადგილზე მოთხოვნა შეზღუდა. მიუხედავად ამისა, რუსული გაზის დიდი ფასდაკლებით შეძენა შეიძლება დაეხმაროს საცავის შევსებას, ვიდრე ამ ზაფხულს ფასები კვლავ გაიზრდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.   ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს

საერთაშორისო არასტაბილურობის მიუხედავად, ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. „საერთაშორისო არასტაბილურობის მიუხედავად, ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ლე იუჩენმა ეს გარანტია, რუსეთის ელჩს ჩინეთში, ანდრეი დენისოვს ორშაბათს მისცა“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.   

საქსტატი: ჩინეთი საქართველოს პირველი საექსპორტო პარტნიორია

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთში $1.17 მილიარდის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, ეს წინა წელთან შედარებით 43%-ით მეტია. საექსპორტო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც ძირითადად სპილენძის მადნები გადის, მეორე ადგილს აზერბაიჯანი, მესამეს კი რუსეთი იკავებს. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: 1. ჩინეთი - $220 მილიონი, მატება წინა წელთან 18,8% ; 2. აზერბაიჯანი - $125 მილიონი, მატება წინა წელთან 10.7%; 3 რუსეთი - $110 მილიონი, მატება წინა წელთან 9,4%; 4. თურქეთი - $99 მილიონი, მატება წინა წელთან 8,5%; 5. ბულგარეთი - $95 მილიონი, მატება წინა წელთან 8,1%; 6. აშშ - $83 მილიონი, მატება წინა წელთან 7,1%; 7. სომხეთი - $75 მილიონი, მატება წინა წელთან 6,4%; 8. უკრაინა - $49 მილიონი, მატება წინა წელთან 4,2%; 9. უზბეკეთი - $24 მილიონი, მატება წინა წელთან 2,1% ; 10. ყაზახეთი - $24 მილიონი, მატება წინა წელთან 2% 11. დანარჩენი ქვეყნები – სულ - $267 მილიონი, მატება წინა წელთან 22,8%.

ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა

ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით, გერმანიის ქალაქ მანჰეიმში ჩავა, ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია Xinhua-ს წერს. როგორც „სინჰუა“ წერს, რომ კასპიისა და შავ ზღვებს ახალი მარშრუტი სარკინიგზო და საზღვაო გზებით კვეთს. პირველი შემადგენლობა ამ სარკინგზო ხაზით ტვირთი 13 აპრილს ქალაქ სიანიდან გააგზავნეს. მატარებელს გადააქვს სპორტული პროდუქცია. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი მარშრუტი იმ ქვეყნებსა და რეგიონებს გაივლის, რომლებითაც მანამდე იშვიათად სარგებლობდა ჩინეთის სარკინიგზო შემადგენლობა. საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის, "სიანი", წარმომადგენლობაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი გადაზიდვების ეფექტურობა გაიზრდება, ხარჯები კი შემცირდება. ასეთი მარშრუტი "წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას ჩვენი კომპანიისთვის ექსპორტის სტაბილიზაციისთვის“, - განმარტავს კომპანიის მენეჯერი.

ლე იუჩენგი: ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა $140 მილიარდამდეა გაზრდილი

ჩინეთი „გააძლიერებს სტრატეგიულ კოორდინაციას“ რუსეთთან, რაც არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ  ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა, ლე იუჩენგმა პეკინში რუსეთის ელჩთან ანდრეი ივანოვიჩ - დენისოვთან შეხვედრის დროს განაცხადა. „როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ლანდშაფტი, ჩინეთი გააგრძელებს რუსეთთან სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებას ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის, დაიცავს ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს და ხელს შეუწყობს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების მშენებლობას”, - ნათქვამია ლე იუჩენგის განცხადებაში. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა წლის პირველ კვარტალში და მიაღწია დაახლოებით $38,2 მილიარდს. ბოლო წლებში ჩინეთმა გააძლიერა რუსეთთან ალიანსი და ორი ქვეყანა ერთმანეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა გაიზარდა 2004 წელს $10,7 მილიარდიდან 2021 წლისთვის $140 მილიარდამდე, იტყობინება Carnegie Moscow Center-ი. მას შემდეგ, რაც აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დაგმეს რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო და დაადანაშაულეს ქვეყანა ომის დანაშაულების ჩადენაში, ჩინეთი ცდილობდა უფრო ნეიტრალური პოზიციის დაკავებას. 4 აპრილს Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ  ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა Reuters: ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს

ჩინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვან ის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, ვან იმ ქართველ კოლეგას მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამავე ინფორმაციით, საუბრისას, მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დადებით დინამიკას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას გლობალური პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. ილია დარჩიაშვილთან საუბრისას, ვან იმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველი კოლეგა ვიზიტის განსახორციელებლად პეკინში მიიწვია.

ჩინეთის ახალ სარკინიგზო მარშრუტში საქართველო მოხვდა

ჩინეთმა რუსეთის გვერდის ავლით, გერმანიის მიმართულებით სამხრეთ კავკასიაზე ახალი სარკინიგზო მარშრუტი აამუშავა. ახალ მარშრუტში საქართველოცაა.  რუსული მედიის ცნობით,  მატარებელი ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის ტერიტორიებს გაივლის და ჯამში 11.3 ათასი კილომეტრის დაფარვის შემდეგ, საბოლოო დანიშნულების პუნქტი გერმანული ქალაქი მანჰაიმი იქნება. 13 აპრილს ჩინეთის ქალაქ სიანიდან 42 კონტეინერით დატვირთული პირველი მატარებელი უკვე დაიძრა. მატარებელი სპორტული ნაწარმითაა დატვირთული. მედიის ცნობით, ქალაქ სიანის საერთაშორისო ლოგისტიკის კომპანია „ჟუიანში“ აცხადებენ, ამიერიდან ჩინურ კომპანიებს საშუალება ექნებათ გადაზიდვების ეფექტიანობა გაზარდონ, ხოლო ხარჯი შეამცირონ. ქალაქ სიანის საბაჟო სამმართველო აცხადებს, რომ ახალი მარშრუტი მე-16-ეა სატვირთო მატარებლებისთვის, რომლებსაც ჩინეთის ქალაქიდან ევროპის მიმართულებით, ტვირთი გადააქვს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 31 მარტს საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას, რომელშიც ხაზი გაესვა ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობასა და დეკლარაციის მხარე სახელმწიფოების სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. „დოკუმენტში ასევე აღინიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი ტრანსპორტის ხელშეწყობისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის მნიშვნელოვანი როლი და ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებისთვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების მნიშვნელობაზე, რაც სარკინიგზო ხაზის გაძლიერებას ემსახურება. დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია აღნიშნული მარშრუტით სატრანსპორტო ოპერაციების ხარისხის ზრდისთვის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მნიშვნელოვანი საჭიროება“, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

ჩინეთის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა - CCTV

ჩინეთის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქე შადიდ აბდულმატინს 21 წლის ქალის, მისი ყოფილი შეყვარებულის განზრახ მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV. განაჩენის მიხედვით, ლოს-ანჯელესში დაბადებულმა ინგლისური ენის მასწავლებელმა ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 21 წლის მეგობარ ქალს, რომელსაც მასთან ურთიერთობის დასრულება სურდა. აბდულმატინი ქალთან განშორების წინააღმდეგი იყო. ისინი 2019 წლიდან ურთიერთობდნენ. მკვლელობა 2021 წლის ივნისში, ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს მოხდა. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის აკვირდება საკითხს, მაგრამ კონფიდენციალურობის გათვალისწინებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

ჩინეთი ლავროვის განცხადებაზე: მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს

"მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს", - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალური და სერიოზულია. როგორც CNN  წერს, ვანგ ვენბინმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდეს. "მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს. იმედია, მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდესა და თავშეკავებას", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა. 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს. 22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან  ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა.      ასევე წაიკითხეთ  მედვედევი: რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს  პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.  პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა  რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა სერგეი ლავროვი: ბირთვული ომის საფრთხე რეალურია  

დმიტრო კულება: უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, რუსეთთან ომის შესაჩერებლად, გახდეს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინამ შესთავაზა ჩინეთს, რუსეთთან ომის შესაჩერებლად გახდეს უსაფრთხოების  ერთ-ერთი გარანტი. ამის შესახებ მან ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში განაცხადა, წერს უკრაინული მედია.  „ბუდაპეშტის მემორანდუმი უკრაინისთვის უსაფრთხოების მნიშვნელოვან სტანდარტად მივიჩნიეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინას რეალური უსაფრთხოება არ მოუტანა. ახლა უკრაინა სწავლობს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისა და სხვა ძირითადი წევრებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობას. ჩვენი წინადადება, რომ ჩინეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიმართებით ჩვენი პატივისცემისა და ნდობის ნიშანია“, - განაცხადა კულებამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მოუწოდებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ იმ გაგებით, რომ მოხდეს ესკალაციის თავიდან აცილება. „ეს იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიება მშვიდობის შესანარჩუნებლად და შემდგომი ჰუმანიტარული კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. ყველა მხარემ, მათ შორის რუსეთმა, დაინახა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი არასწორია. ყველა პრობლემა და შეშფოთება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით და არა ძალის გამოყენებით. იმედი მაქვს, რომ ჩინეთი და განაგრძობს პოზიტიურ პოზიციას და რუსეთის წაახალისებს, რომ შეაჩეროს თავისი აგრესია, მოხსნას საერთაშორისო ვაჭრობის ბლოკადა და პატივი სცეს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მინისტრმა. Xinhua-მ ასევე გამოაქვეყნა ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები "თითქმის ყოველდღე განიხილავენ შესაძლო ხელშეკრულების პროექტს ვიდეოკონფერენციის საშუალებით". „დოკუმენტი უნდა შეიცავდეს პოსტკონფლიქტური სიტუაციის ბევრ ელემენტს, მაგალითად, უკრაინის მუდმივ ნეიტრალურ, არაბირთვულ, არაბლოკურ და დემილიტარიზებულ სტატუსს, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს. დენაციფიკაცია, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარება. მოლაპარაკებების დღის წესრიგშია სანქციების მოხსნა, რუსული ენის სტატუსი და სხვა საკითხები“, - განაცხადა მან. ლავროვმა ასევე თქვა, რომ ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი იქნება გარანტიების სააგენტოს შექმნა, რომელიც მოიცავს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს. როგორც ცნობილია, უკრაინა დასავლეთისგან ცდილობს მიიღოს უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, როგორიც NATO-ს  ქვეყნებისთვისაა გათვალისწინებული. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ მიუღია იმ ქვეყნების სია, რომლებსაც აქვთ დადასტურებული შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ, „მაგრამ, ცხადია, სხვადასხვა სახელმწიფო მზადაა, უსაფრთხოების გარანტიების გასაცემად“, - ამბობს ზელენსკი. მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის ფედერაციასთან საბოლოო მოლაპარაკებებში მშვიდობა შეუძლებელია. 6 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 7 ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს. „აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი - ეს გარანტორების სრული სია არ არის, მაგრამ მე დავასახელე ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ჩამოვიდნენ და უსაფრთხოების გარანტიების ჩამონათვალი განიხილონ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ

ჩინეთმა საპატრულო გემები სადავო კუნძულებისკენ გაგზავნა - მედია

იაპონია აცხადებს, რომ ჩინეთის საპატრულო სამსახურის ორი გემი მის ტერიტორიულ წყლებში (სენკაკუს კუნძულებთან) შევიდა, იტყობინება NHK. გავრცელებული ინფორმაციით, ეს წელს უკვე მეშვიდე ასეთი შემთხვევაა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ხომალდები იაპონურ თევზსაჭერ კატარღებთან მიახლოებას ცდილობდნენ. საზღვაო უსაფრთხოების ეროვნულმა სამსახურმა მეთევზეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტერიტორიაზე საპატრულო კატარღები გაგზავნა. ისინი ჩინურ გემებს იაპონიის ტერიტორიული წყლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ამ კუნძულებზე პრეტენზიას პეკინის გარდა, ტაივანიც აცხადებს. იაპონია დაჟინებით მოითხოვს კუნძულებზე მისი სუვერენიტეტის გავრცელებას, ხოლო ჩინეთი მიუთითებს 1783 და 1785 წლების იაპონურ რუქებზე, რომლებიც კუნძულებს ჩინეთის ტერიტორიად მოიაზრებს. ეს დავა 2012 წელს გამწვავდა, როდესაც იაპონიის მთავრობამ კერძო მფლობელისგან ხუთი კუნძულიდან სამი იყიდა. (ANI)  

ფინეთი ჩინეთიდან საქართველოს გავლით სატვირთო მარშრუტს იწყებს

ფინეთის მთავარმა სატვირთო ოპერატორმა Nurminen Logistics-მა ჩინეთიდან პირველი საკონტეინერო მარშრუტის გაშვების შესახებ გამოაცხადა, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს, იუწყება რუსული მედია კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, ჩინეთიდან ტრანსკასპიურ მარშრუტზე პირველი მატარებელი დღეს, 10 მაისს გამოემგზავრა. მისი მარშრუტი ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გავლით გადის. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მარშრუტი ორ წელიწადში, პრაქტიკულად, ნულიდან აშენდა. მნიშვნელოვანი ძალისხმევა კი, ყაზახეთმა და სხვა დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა გასწიეს.  

ჩინეთი NATO-ში ფინეთის გაწევრიანებაზე: ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე პატივს სცემს ერთმანეთის ლეგიტიმურ შეშფოთებებს

ჩინეთი იმედოვნებს, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების სურვილის ფონზე, ყველა მხარე დაიცავს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს და პატივს სცემს ერთმანეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სპიკერმა აღნიშნა, რომ რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ახალ პირობებს წარმოშობს პეკინსა და ჰელსინკის ურთიერთობებში, რომლებიც ყოველთვის მეგობრული იყო. „ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე დაიცავს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს და ერთმანეთის ლეგიტიმური შეშფოთებების პატივისცემაზე დაყრდნობით, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით შექმნიან რეგიონული უსაფრთხოების დაბალანსებულ, ეფექტიან და მდგრად სტრუქტურას", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა. 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.  

ჩინეთს BRICS ჯგუფის გაფართოება სურს

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს BRICS ჯგუფის გაფართოების პროცესის დაწყებას, რომელის წევრებიც არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.  ინფორმაციას Anadoly ავრცელებს. ჩინეთის ხელისუფლების განცხადება გასაჯაროვდა BRICS ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ამჟამად ჩინეთი ხელმძღვანელობს. მოხსენების თანახმად, პეკინის წინადადებას ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნებიც ემხრობიან. ამავდროულად, განცხადებაში ჯერ არ არის ინფორმაცია, რომელიმე კონკრეტული ქვეყნის შესახებ, რომელიც შესაძლოა გახდეს BRICS-ის წევრი. თუმცა, ხაზგასმულია იმ პრინციპების, სტანდარტებისა და პროცედურების განსაზღვრის აუცილებლობა, რომლებიც დაკავშირებული იქნება ამ ინიციატივასთან. BRICS ჯგუფი 2009 წელს ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც გახდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. 2010 წელს ორგანიზაციას შეუერთდა სამხრეთ აფრიკა და მას შემდეგ ჯგუფი აღარ შევსებულა. 2022 წლის დასაწყისში არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა გამოაცხადა BRICS ჯგუფში გაწევრიანების სურვილი. იმავდროულად, ინდონეზია განიხილება, როგორც შესაძლო კანდიდატი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების გაუქმებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთისთვის დაწესებული საიმპორტო ტარიფების გაუქმების საკითხს განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ტარიფები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, „სავაჭრო ომის“ პერიოდში დაწესდა და ამჟამად ის აღარ შეესაბამება აშშ-ის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს. ეკონომისტების ნაწილი, მიიჩნევს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ბარიერების გაუქმება გაამარტივებს იმპორტს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის დონისა და პროდუქციის გაძვირების ფონზე. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, როგორც ეკონომისტებმა და ანალიტიკოსებმა, ასევე ტრეიდერებმაც პოზიტიურად მიიღეს. განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ჩინური იუანი თითქმის 1%-ით გამყარდა. 20 მაისს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა დაავალა მრჩევლებს გამოიკვლიონ შესაძლებლობები ვაშინგტონის სავაჭრო პოლიტიკის შესაცვლელად. მათ უნდა განიხილონ საკითხი წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ურთიერთობის მიღმა. „მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩინეთთან ურთიერთობები ეკონომიკური, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით,” - თქვა სალივანმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის დროს შეერთებულ შტატებში ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულმა ზომებმა ფაქტობრივად გააჩაღა სავაჭრო ომი ქვეყნებს შორის. მაღალმა გადასახადებმა სავაჭრო კავშირების შეწყვეტა გამოიწვია. ჩინეთში, ამის საპასუხოდ, ასევე შემოიღეს მთელი რიგი შეზღუდვები. ბაიდენმა, გაპრეზიდენტებისთანავე თქვა, რომ არ გეგმავს „დაუყოვნებელ მოქმედებას“ ამ სიტუაციის შესაცვლელად. აშშ-მ ჩინეთს 2019 წელს 300 მილიარდზე მეტი ღირებულების საქონელზე საიმპორტო ტარიფები დაუწესა. 

ჩინეთის პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლი კეციანის თქმით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. „ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებებს.ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია. ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობის ფარგლებში, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ურთიერთობებს და მეგობრობას ჩინეთსა და საქართველოს შორის და მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს“, - აღნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი.  

ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი. ენტონი ბლინკენი: აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს მისი თქმით, კოალიცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა უკრაინაში, ერთგვარი მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ, ჩინეთიდან წამოსულ გამოწვევებთან გამკლავება. „ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს განზრახვა, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და დიპლომატიური საშუალებების ჩათვლით, რომ საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული ხედვა განავითაროს. საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები სერიოზული და მდგრადი საფრთხის ქვეშაა. მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის აშკარად მობილიზებული იყო, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა არსებობს, ვციტირებ, „საზღვრების გარეშე“. ჩვენი ამოცანაა, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიას გადაუდებელი გამოწვევების დაძლევა, შესაძლებლობების შექმნა შეუძლია - როდესაც მომავალი ეკუთვნით მათ, ვისაც სჯერა თავისუფლების და ყველა ქვეყანა თავისუფალია, იძულების გარეშე აირჩიოს საკუთარი გზები. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ან ახალ ცივ ომს. პირიქით, ჩვენ გვსურს ამის თავიდან აცილება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ პუტინის ომი გრძელდება, ჩვენ, საერთაშორისო წესრიგის ყველაზე სერიოზულ გრძელვადიან გამოწვევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი და ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ შექმნილი გამოწვევა“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.  

ჩინეთმა რუსული ავიახაზების Boeing-სა და Airbus-ს ცა დაუხურა

ჩინეთმა, რუსეთის იურისდიქციაში რეგისტრირებული ავიაკომპანიების კუთვნილი Boeing-ისა და Airbus-თვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა. ამის შესახებ რუსულმა მედიამ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა. იტალია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს საბერძნეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მაისში ჩინეთის ხელისუფლებამ ყველა მოქმედ ავიაკომპანიას, მათ შორის რუსულს, სთხოვა, განეახლებინათ ელექტრონული დოსიეები (ინფორმაცია თვითმფრინავების, ავიახაზების მფლობელების, კონტრაქტების შესახებ). გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთში მოქმედმა რუსულმა ავიაკომპანიებმა ინფორმაცია წარადგინეს, თუმცა ჩინეთის მთავრობამ მოითხოვა დადასტურება, რომ თვითმფრინავები ოფიციალურად მოხსნილია საერთაშორისო რეგისტრაციიდან. რუსულმა ავიაკომპანიებმა ასეთი დოკუმენტები ვერ წარადგინეს, შესაბამისად, ჩინეთმა მათთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.  

ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ერთობლივ სარკინიგზო პროექტს განიხილავენ

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ვიდეოფორმატში გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჟანგ ძიანგხუა, ყირგიზეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე ალმაზ ტურგუნბაევი და უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე აბდუსამატ მუმინოვი. შეხვედრაზე განიხილეს რკინიგზის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავების დაჩქარების საკითხი. კერძოდ, აზრთა გაცვლა მოხდა ამ მიმართულებით ჩინეთის მიერ წარმოდგენილ სამუშაო გეგმაზე.  

რუსეთში Huawei-ის მაღაზიები იხურება

რუსეთში ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Huawei-ის მაღაზიები იხურება. რუსული მედიის ცნობით 19 ოფიციალური მაღაზიიდან მოსკოვში, ნოვოკუზნეცკში, უფასა და დონის როსტოვში მდებარე ოთხი პუნქტი უკვე დაიხურა. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დახურვის მთავარი მიზეზი საწყობებში პროდუქციის ნაკლებობა და სმარტფონებზე მოთხოვნის შემცირებაა. უახლოეს თვეებში, RIA Novosti-ს წყაროების თანახმად, Huawei-ის კიდევ რამდენიმე მაღაზია დაიხურება. The Wall Street Journal მაისის დასაწყისში წერდა, რომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები, სანქციების და მომწოდებლების ზეწოლის ქვეშ, ამცირებენ თავიანთ ყოფნას რუსეთის ბაზარზე, თუმცა საჯარო განცხადებებს ერიდებიან. ჩინეთის ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში ომის დაწყების შემდეგ და სანქციების ფონზე საგრძნობლად შემცირდა, აღნიშნა WSJ-მ. გამოცემის თანახმად, მარტში, თებერვალთან შედარებით, ჩინელი მწარმოებლებისგან ლეპტოპების მიწოდება 40%-ზე მეტით შემცირდა, სმარტფონების კი თითქმის ორი მესამედით. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.

უკრაინაში ომის დასრულების შესახებ NATO-მ რუსეთთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს - ჩინეთის თავდაცვის მინისტრი

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ვეი ფენგე თვლის, რომ NATO-რუსეთის მოლაპარაკებებს შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება. შესაბამისი განცხადება ფენგემ სინგაპურში „Dialogue Shangri“-La-ს კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ უნდა გამართონ მოლაპარაკებები რუსეთთან, რათა „რაც შეიძლება მალე შეიქმნას პირობები ცეცხლის შეწყვეტისთვის“. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთს არ ჰქონია რაიმე სახის პაქტი რუსეთთან. „ეს არის პარტნიორობა და არა გაერთიანება. ურთიერთობები რუსეთთან გაგრძელდება. ჩვენ რუსეთს არ გავუწიეთ რაიმე სამხედრო ან მატერიალური მხარდაჭერა [უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს]", - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ფენგეს გამოსვლები ძირითადად ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს ეხებოდა. ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგა, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთისგან დამოუკიდებლობა პეკინის სამხედრო პასუხს გამოიწვევს. თავის მხრივ, ოსტინმა განაცხადა, დაძაბულობა ძალის გამოყენებით არ უნდა აღმოიფხვრას. 

კრემლი: პუტინი და სი ძინპინი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

კრემლის პრესსამსახურის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო, ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს Bloomberg: ჩინეთის იმპორტიორები ცდილობენ რუსული გაზი ფასდაკლებით იყიდონ "დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები, რომლის მოცულობა სავარაუდოდ 2022 წლის ბოლომდე რეკორდულ დონეს მიაღწევს. ენერგეტიკის, ფინანსური, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ასევე, ეკონომიკის არსებული ვითარების გათვალისწინებით სამხედრო და ტექნიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს",- ნათქვამია კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაში. Reuters: ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი ხდება

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი გახდა ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი, რადგან ქვეყანამ პეკინს ნედლი ნავთობი სანქციების ფონზე ფასდაკლებით მიჰყიდა. წინა წელთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი 55%-ით გაიზარდა, მაისში - რეკორდულ დონემდე, რამაც საუდის არაბეთი ჩაანაცვლა, როგორც ჩინეთისთვის უმსხვილესი მიმწოდებელი. ჩინეთმა გააძლიერა რუსული ნავთობის შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ Covid19-ის შეზღუდვის ფონზე ეკონომიკის შენელებით, მოთხოვნა შემცირდა. თებერვალში, ჩინეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ მათ მეგობრობას „საზღვრები არ აქვს“. ბრიტანული მედია წერს, რომ ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის სახელმწიფო გადამამუშავებელმა გიგანტმა Sinopec-მა და სახელმწიფო Zhenhua Oil-მა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები ბოლო თვეების განმავლობაში გაზარდეს მას შემდეგ, რაც მათ დიდი ფასდაკლებები შესთავაზეს. მყიდველები ევროპასა და აშშ-ში რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვას უკრაინასთან ომის გამო სანქციების შესაბამისად ერიდებოდნენ.  ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტმა, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირის წყნარი ოკეანის მილსადენით და ზღვით გადაზიდვას  მოიცავს, გასულ თვეში თითქმის 8,42 მილიონი ტონა შეადგინა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის სანქციები მსოფლიო ეკონომიკას „იარაღად აქცევს“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „უკრაინის კრიზისი არის კიდევ ერთი გამოფხიზლების ზარი მთელ მსოფლიოში“. სი ძინ პინის თქმით, არსებული კრიზისი გვახსენებს, რომ ბრმა რწმენა ე.წ. ძლიერების პოზიციის, სამხედრო ალიანსების გაფართოებისა და საკუთარი უსაფრთხოების ძიების მცდელობები, მხოლოდ სხვების ხარჯზე, უსაფრთხოების დილემის წინაშე გვაყენებს. CNN-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი ვირტუალური სამიტის წინ გამართულ ბიზნეს ფორუმზე BRICS-ის ეკონომიკური ბლოკის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებთან ერთად გამოვიდა. „წარსულის ტრაგედიები მოწმობს, რომ ჰეგემონიას და ბლოკურ დაპირისპირებას არ მოაქვს მშვიდობა ან უსაფრთხოება; ის მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს იწვევს”, - თქვა განაცხადა სი ძინ პინმა. მისივე თქმით, დასავლეთის სანქციები, „რომლებიც გლობალურ ეკონომიკას იარაღად იყენებს, ზიანს მოუტანს მსოფლიოს ხალხს". CNN წერს, რომ ეს კომენტარები ფარული მინიშნება იყო შეერთებულ შტატებსა და NATO-ზე, რომლებსაც პეკინი არაერთხელ ადანაშაულებდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის პროვოცირებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჩინეთიდან პირველი საერთაშორისო სატვირთო მატარებელი თეირანისკენ დაიძრა

პირველი საერთაშორისო ტრანსკასპიური სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან , სარკინიგზო სადგურ „იი-ჩვანიდან“ (ნინსია-ჰუეის ავტონომიური რეგიონი) ირანის პორტ „ანზალის“ მიმართულებით დაიძრა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. Mehr News-ის მონაცემები, სატვირთო მატარებელი ჩინეთის ორი რეგიონის შემდეგ ყაზახეთისა და კასპიის ზღვის გავლით გავლით ირანში, პორტ „ანზალში“ ჩავა. გეგმის მიხედვით, მატარებელი ირანის პორტში 20 დღის შემდეგ ჩავა. მატარებელი 51 კონტეინერს გადაზიდავს. ტვირთის წონა 1400 ტონაა, ხოლო ღირებულება $3 060 000 შეადგენს. ახალი მარშრუტი გადაზიდვის ხანგრძლივობას 20 დღით ამცირებს, შედეგად კონტეინერზე $897 დაზოგვაა შესაძლებელი. მანამდე, სამი დღით ადრე თეირანის სარკინიგზო სადგურში ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანი-თურქეთის მარშრუტის გავლით პირველი მატარებელი ჩავიდა, რომელიც 24 საკონტეინერო ვაგონისგან შედგება და თურქეთიდან ევროპაში ნედლეულს გადაზიდავს.  

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ჭოუ ციენს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი შესრულდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ამილახვარი მონაწილეობდა.  

„დიდი შვიდეული“ ჩინეთს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

G7-ის ლიდერებმა მოუწოდეს ჩინეთს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ამის შესახებ ნათქვამია შვიდი ჯგუფის (G7) ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელობის ერთობლივ კომუნიკეში. სანქციები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს იზოლაციაში მოაქცევს - ჯო ბაიდენი რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი „რადგან რუსეთი აწარმოებს თავის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, რათა დაუყოვნებლივ შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის კანონიერი ბრძანება და დაემორჩილოს გაეროს შესაბამის რეზოლუციებს, შეაჩეროს სამხედრო აგრესია დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან“, - ნათქვამია კომუნიკეში. აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ - თეთრი სახლი Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ ერთობლივ განცხადებაში G7-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რომ ომი ზამთრამდე დასრულდეს და მოუწოდა G7-ის ლიდერებს, შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე; მან ასევე მოუწოდა უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის, საზენიტო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და რუსეთის წინააღდმეგ შემდგომი სანქციების შემოღებისკენ. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამკაცრებს სანქციებს „ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც ეს მას დასჭირდება“, - ნათქვამია G7-ის განცხადებაში. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია დიპლომატიური გზის განსაზღვრა. „მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებებს დაინტერესებულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან და უკრაინის უსაფრთხოების მდგრადი ვალდებულებების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყოს მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი და შეაჩეროს მომავალი რუსული აგრესია. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 27 ივნისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, ბავარიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტს ვიდეოჩართვით მიმართა. „დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს. ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პეკინმა NATO-ს ახალ სტრატეგიას უპასუხისმგებლო უწოდა

ჩინეთი NATO-ს ახალ სტრატეგიას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. ახალი სტრატეგიის კონცეფციის დოკუმენტი ფაქტებს უგულვებელყოფს. მისივე თქმით, რომ „კონცეფციის შინაარსი ხელს უწყობს კონფლიქტს და სავსეა ცივი ომის აზროვნებითა და იდეოლოგიური ცრურწმენებით".  მადრიდის სამიტი ისტორიული გადაწყვეტილებით დასრულდა NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მიღებულია დეკლარაცია გაძლიერდა პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის გადაწყვეტილებების შეჯამებისას განაცხადა, რომ ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ აგრძელებენ რუსეთი და ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის ძიებას ალიანსის სამხრეთ სამეზობლოში. მოსკოვიც და პეკინიც იყენებენ ეკონომიკურ ბერკეტს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში თავიანთი ინტერესების წინსვლისთვის. „ამრიგად, დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს მზარდი გამოწვევა, მათ შორის NATO-ს პარტნიორების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით რეგიონში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის ფარგლებში, პირველი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა

პაკისტანის პროვინცია პენჯაბში ექსპლუატაციაში პირველი ჰიდროელექტროსადგური „კატორი“ შევიდა. პროექტი ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის ფარგლებში განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰესი, ჩინურმა კომპანიამ ააშენა და მისი სიმძლავრე 720 მეგავატია. ჰიდროელექტროსადგურის პოტენცალი, ელექტროენერგიაზე 5 მილიონი ადამიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის მიზანია, ჩინეთის სინცზიან-უიგურსკის ავტონომიური რაიონი პაკისტანის პორტებთან „გვადართან“ და „ყარაჩთან“ დააკავშიროს, რომლებიც არაბეთის ზღვაზე გადიან. მედიის ცნობით, პროექტი არის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთ გზა“ ფლაგმანი. პროექტის ფარგლებში შენდება ავტომაგისტრალი, ელექტროსადგური, პორტები და თავისუფალი ეკონომიკური ზონები. პროექტის მიზანია, პაკისტანი საკვანძო ლოგისტიკურ ბაზად იქცეს და მსოფლიოს ჩინური პროდუქცია მიაწოდოს.  

ტაიფუნის გამო, ჩინეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა. არის მსხვერპლი

საინჟინრო გემი, რომელზეც 30 მეზღვაური იმყოფებოდა, ტაიფუნ „ჩაბას“ ეპიცენტრში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც, ჰონგ-კონგის სანაპიროდან 300 კილომეტრში ჩაიძირა. მაშველებმა სამი მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენი 27-ის ბედი კი, ამ დრომდე უცნობია. ადგილზე ორი სამაშველო თვითმფრინავი, ოთხი ვერტმფრენი და სამაშველო გემია მობილიზებული, თუმცა სამძებრო სამუშაოები გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე დაახლოებით 144 კილომეტრია საათში, ხოლო ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.  

ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ინდონეზიაში თავის ჩინელ კოლეგასთან გამართავს მოლაპარაკებებს. პეკინმა NATO-ს ახალ სტრატეგიას უპასუხისმგებლო უწოდა კონტექსტი: ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. გასულ კვირას, ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს "სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პეკინი და რუსეთი „მტკიცე კავშირებს“ ინარჩუნებენ

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირენით, პეკინი „ობიექტური და სამართლიანი“ პოზიციის შენარჩუნებას განაგრძობს და მხარს დაუჭერს ყველა ძალისხმევას, კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა. მისივე განცხადებით, ჩინეთი და რუსეთი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ხელს უწყობენ და გვერდს უვლიან ყოველგვარ „ჩარევას“, რაც აჩვენებს მათი ურთიერთობების სიმტკიცეს და „სტრატეგიულ გადაწყვეტას". თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატასაც ავრცელებს, რომლის თანახმად, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები არ უნდა დაექვემდებაროს „გარე ჩარევას“, რადგან ორივე ქვეყანა შემდგომ თანამშრომლობას განაგრძობს. ვან ი ლავროვს ხუთშაბათს, ინდონეზიაში, ბალიში გამართული G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა.  პეკინი ჯერჯერობით უარს ამბობს, რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე შეჭრაზე უწოდოს. ლავროვმა დიდი შვიდეულის სამიტზე, თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანნალენა ბერბოკის კითხვებზე პასუხის გაცემას და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მკაცრად დაგმობას გერმანელი დიპლომატის მხრიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იძულებული გახდა, „დიდი შვიდეულის“ სამიტი დროზე ადრე დაეტოვებინა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამსა და ფოტოსესიაზე უარი თქვეს.  ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება.  აღსანიშნავია, რომ NATO-სამიტზე ალიანსის მიერ მიღებულ ახალ კონცეფციაში ჩინეთზე ჩანაწერი პირველად გაჩნდა. კერძოდ, ჩინეთის ამბიციები და იძულების პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევას NATO-ს ღირებულებების, ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის. ამავე სამიტზე, ალიანსმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი რეგიონი დიდი სახელმწიფოების მხრიდან ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან უნდა დავიცვათ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს აფრთხილებს, დიდ სახელმწიფოებს „ჭადრაკის ფიგურებად“ ნუ გამოაყენებინებენ თავს. Reuters-ის ცნობით, ჯაკარტაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამდივნოსადმი მიმართვაში, ვან იმ განაცხადა, რომ რეგიონის ბევრ ქვეყანაზე ზეწოლა ხორციელდება. „ჩვენ უნდა დავიცვათ ეს რეგიონი გეოპოლიტიკური გათვლებისგან, დიდი ძალების მხრიდან მისი ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან და იძულებისგან. ჩვენი რეგიონის მომავალი ჩვენს ხელში უნდა იყოს", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 2022-07-10 ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა 10 ივლისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა. New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ არის საუბარი. აღნიშნულია, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა.  ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.

ჩინეთში COVID19-ის ახალი აფეთქება დაფიქსირდა - Bloomberg

ჩინეთში COVID19-ის აფეთქება დაფიქსირდა. ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო შვიდ კვირაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. COVID19-ის აფეთქება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში დაფიქსირდა, - წერს Bloomberg. ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის მონაცემებით, 15 ივლისს ქვეყანაში ინფიცირების 450 შემთხვევა დაფიქსირდა, არც 25 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემთხვევების უმეტესობა ანჰოისა და განსუში გამოვლინდა. შანხაიში ერთკვირიანი კარანტინის ფარგლებში ინფიცირების 33 შემთხვევაა. განსუს პროვინციის დედაქალაქ ლანჯოუმში სრული კარანტინი შემოიღეს. ხელისუფლებამ 4 მილიონზე მეტ მცხოვრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ვუჰანში, სადაც დაახლოებით 300 000 ადამიანი ჰენანის პროვინციაში ცხოვრობს, ასევე კარანტინი გამოცხადდა.  

ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება

ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება საკონტეინერო გადაზიდვები ევროპაში რუსეთის გავლით ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ჩინეთი ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება. რუსეთ-უკრაინის 5 თვიანი ომის ფონზე, ექსპედიტორები, რომლებსაც ჩინური ტვირთები გადააქვთ, სამხრეთისკენ იყურებიან, რათა რკინიგზით შუა აზიის, კავკასიის და თურქეთის გავლით, ტვირთები ევროპაში გადაზიდონ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მარშრუტზე ლოგისტიკური პრობლემები არსებობს. „რათა ამ ვითარებაში გადარჩეს „ერთი სარტყელი ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში ჩინეთს სხვა ალტერნატივა არ აქვს და ახალ რეალობასთან უნდა ადაპტირდეს“, - ამის შესახებ რუმინეთის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეა ბრინზამ განაცხადა, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს სწავლობს. მისი თქმით, ჩინეთისთვის ალტერნატივას წარმოადგენს 6 500 კილომეტრიანი ქსელი, რომელშიც საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გზები შედის. ეს მარშრუტი მოიცავს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და შემდეგ ევროპას და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის სახელითაა ცნობილი. ამ მარშრუტს შუა დერეფანსაც უწოდებენ (BRI) გლობალური ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. ამ მარშრუტის გამო ჩინეთის ინფრასტრუქტურაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მილიონობით ინვესტიცია განხორციელდა, მაგრამ პროექტი ვერ განვითარდა მიწოდების უფრო მცირე წილის, ღირებულებისა და პროგნოზირებადობის საკითხების გამო. შედეგად, აქტუალური გახდა რუსული მარშრუტი. ამ გზით, საქონელს პირდაპირ ევროპაში სარკინიგზო გადაზიდვებით, შემდეგ კი პორტებით ხვდებოდა ან ბელორუსის გავლით ხდებოდა მიწოდება. შედეგად ეს გზა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, მთავარი სახმელეთო სავაჭრო მარშრუტი გახდა. 2021 წლის მონაცემებით, ამ მარშრუტით დასავლეთისკენ ტვირთების ტრაფიკის 68 % და ევროპაში აღმოსავლეთით გადაზიდული ტვირთების 82% მოდის. მაგრამ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ცნობისათვის,  „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. იგი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსური ინტეგრაცია და ხალხთაშორისი კავშირები. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ინტერესები, ვალდებულებები და მომავალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ნდობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურული ინკლუზიურობა. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. საქარველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დღეისთვის, 30-მდე ჩინური კომპანია თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში.  საქსტატის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვამ $400 მილიონი შეადგინა.   

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ახალ ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა და იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. "აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და მიმდინარე წელს იანვარ-ივნისის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 922 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აგრეთვე, საუბარი შეეხო ჩინურ ინვესტიციებს და ითქვა, რომ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან 695 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რასაც ქართული მხარე მიესალმება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელს უწყობს ტურისტების დინამიურ ზრდას. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა, მალე გაიმართება. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ორმხრივი კავშირების გაძლიერებას საგანმანათლებლო-სამეცნიერო მიმართულებებით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მარკ მილის თქმით, ჩინეთი აშშ-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის უფრო აგრესიული და საშიში გახდა

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო ძალები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უფრო აგრესიული და საშიში გახდა.  ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მოგზაურობისას მილიმ განაცხადა: „გზავნილი არის ის, რომ ჩინელი სამხედროები ჰაერსა და ზღვაში, უფრო და უფრო აგრესიული გახდნენ ამ კონკრეტულ რეგიონში“. მარკ მილი ინდონეზიის ეროვნული თავდაცვის ძალების ხელმძღვანელს, გენერალ ანდიკა პერკასას შეხვდა. მისი თქმით, წყნარი ოკეანის ქვეყნებს, მათ შორის ინდონეზიას, სურთ აშშ-ის სამხედროების ჩართულობა რეგიონში. „ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ მათთან თავსებადობის განვითარების და ჩვენი სამხედროების ერთობლივად მოდერნიზების მიზნით, რათა ჩინეთის მიერ წარმოქმნილ  ნებისმიერ გამოწვევაზე პასუხი უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა მარკ მილიმ. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი უკრაინაში ომზე, რუსეთსა და ჩინეთზე მისი თქმით, ინდონეზია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და დიდი ხანია, აშშ-ის მთავარი პარტნიორია.

სი ძინპინმა ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართა. იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV. მისივე ცნობით, ჩინეთის ლიდერმა ბაიდენს გამოჯანმრთელება უსურვა. ბოლო ვირტუალური სამიტიდან ოთხი თვის შემდეგ, პრეზიდენტებს შორის ეს პირველი საჯარო კონტაქტია. აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები, მათ შორის ტაივანისა და უკრაინის საკითხების გამო კვლავ გაუარესდა. ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა „მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა თანაგრძნობა და სწრაფი გამოჯანმრთელება გისურვოთ“, - წერს სი ძინპინი გზავნილში. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. თეთრი სახლის ცნობით, მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.  

ჩინეთმა რუსეთში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ინვესტიციები შეაჩერა

ჩინეთმა თავისი გლობალური პროექტის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში ინვესტიციები შეაჩერა. ამის შესახებ Financial Times წერს. ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება გამოცემა შანხაის „მწვანე ფინანსების“ განვითარების ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ პეკინმა ამ პროექტის ფარგლებში 2022 წლის პირველ კვარტალში რუსულ მხარესთან ხელშეკრულება არ გააფორმა და ინვესტიციების მოცულობა ნულს გაუტოლდა. გამოცემა წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით პეკინი, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე სიფრთხილეს იჩენს. თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პეკინის „თავშეკავება“ დროებითია, რადგან ორ ქვეყანას შორის „ძლიერი კავშირები“ არსებობს. ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ჩინეთი რუსეთის ნავთობპროდუქტების შესყიდვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთი „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იყო. 2021 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ პროექტის ფარგლებში $2 მილიარდის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა. ცნობისათვის,  „ერთი სარტყელი ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი ერთი გზა“ კონსულტაციების გზითა და ყველა მხარის ინტერესების დაცვით მის ერთობლივ მშენებლობას გულისხმობს. „ერთი სარტყელი ერთი გზა“ შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსური ინტეგრაცია და ხალხთაშორისი კავშირები. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ინტერესები, ვალდებულებები და მომავალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ნდობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურული ინკლუზიურობა. „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და პროექტში ჩაერთო. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. საქარველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დღეისთვის, 30-მდე ჩინური კომპანია თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში.  საქსტატის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვამ $400 მილიონი შეადგინა. 

ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს - CNN

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური პირები მუშაობენ, რათა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში მისი პოტენციური მოგზაურობის რისკებში დაარწმუნონ. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ წყაროები, რომლებსაც სპიკერის გეგმებზე ფლობენ ინფორმაციას, ამბობენ, რომ ნენსი პელოსი უახლოეს კვირებში აპირებს ვიზიტს აზიაში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას აცნობეს სპიკერს ტაივანსა და რეგიონში გამწვავებული დაძაბულობის შესახებ. მისივე ცნობით, ამ შეხვედრას თეთრი სახლის ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. უფრო ვრცლად, გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ჩინეთის ელჩმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახალდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსის პანდემიამდე თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენისა და განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს ჩინეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცახდებაში.  

ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. „საზოგადოებრივი აზრი არ უნდა დაირღვეს და თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ის მხარე ამას ნათლად დაინახავს", - განუცხადა მან ბაიდენს, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით. სი ძინპინმა ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა CNN წერს, რომ თეთრი სახლის ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, ნაკლებად კონკრეტულია. „ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევებს.  ასევე წაიკითხეთ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს - CNN ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

შვეიცარია ჩინეთს სანქციებით ემუქრება, თუ პეკინი ტაივანში შეიჭრება

ტაივანში პეკინის შეჭრის შემთხვევაში, შვეიცარია ჩინეთს სანქციებით ემუქრება. შვეიცარიის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც ეკონომიკურ სანქციებს ახორციელებს, ელის, რომ ქვეყანა ნებისმიერ სადამსჯელო ზომას, რომელსაც ევროკავშირი  ჩინეთის წინააღმდეგ წამოიწყებს, თუ ის ტაივანში შეიჭრება.  მისივე თქმით, ჩინეთის შემთხვევაში სანქციები ბევრად უფრო მკვეთრი იქნება (ვიდრე სანქციები რუსეთის წინააღმდეგ), რადგან ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. „ამიტომ, ალბათ, უფრო დიდი დისკუსია იქნება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც შვეიცარიაში, ვიდრე იყო რუსეთში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ აქამდე საქმე არასდროს მოვა“, - განაცხადა ფლაიშმა. Reuters-ის ცნობით, ჩინეთი ტაივანის გარშემო სამხედრო აქტივობას აძლიერებს, რათა ჩინეთის სუვერენიტეტის გასავრცელებლად, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს. ტაივანის მთავრობა ამბობს, რომ მხოლოდ კუნძულის 23 მილიონ ადამიანს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი და მიუხედავად იმისა, რომ მას მშვიდობა სურს, თავდასხმის შემთხვევაში თავს დაიცავს. ასევე წაიკითხეთ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები  

ჩინეთმა ტაივანის სანაპიროდან 120 კილომეტრში ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა - მედია

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (PLA) სწავლება, რომლის დროსაც DF-17 ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადეს, ტაივანიდან 120 კილომეტრის დაშორებით, კუნძულ პინგტანთან გაიმართა. ამ გამოცდას, ტაივანაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის შესაძლო ვიზიტის გარშემო შექმნილი დაძაბულობა უძღოდა წინ. წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს. საბოლოოდ, ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აზიურ ტურს მართავს, თუმცა სპიკერის ოფისს ტაივანი არ უხსენებია. „სპიკერი ნენსი პელოსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის, ვიზიტებს სინგაპურში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში“, - ნათქვამია პელოსის ოფისის პრესრელიზში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა

Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. აშშ-ის საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხომალდმა USS Ronald Reagan-მა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტრანზიტი გაიარა და ფილიპინების ზღვაში იმყოფებოდა, ტაივანის აღმოსავლეთით. „მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ხომალდების ნორმალური, რუტინული განლაგება”, - განაცხადა თავის მხრივ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მალაიზიის ლიდერს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. ნენსი პელოსი მალაიზიას აზიური ტურნეს ფარგლებში ხანმოკლე ვიზიტით ეწვია. პელოსის თვითმფრინავი მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, დედაქალაქ კუალა ლუმპურის მახლობლად, სამშაბათს დილით დაეშვა. მისი ვიზიტი მოიცავს ლანჩს მალაიზიის პრემიერ- მინისტრ ისმაილ საბრი იაკობთან და შეხვედრას მალაიზიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერთან, აზჰარ აზიზან ჰარუნთან. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN პელოსის ვიზიტი მალაიზიაში, სავარაუდოდ, 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდება. კუალა ლუმპურში ჩასვლამდე მან ერთი დღე სინგაპურში გაატარა. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნები დაიწყო. ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის ცნობით, წვრთნები 6 აგვისტომდე გაგრძელდება. „2 აგვისტოს 00:00 საათიდან 6 აგვისტოს 24:00 საათამდე სამხედრო წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილში ჩატარდება. მითითებულ ტერიტორიაზე შესვლა, რომლის კოორდინატებიც მითითებულია საიტზე, აკრძალულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN თავის მხრივ, ქალაქ დალიანის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (ლიაონინგის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი) იტყობინება, რომ პირველ აგვისტოს 14:00 საათიდან 4 აგვისტოს 24:00 საათამდე, ბოჰაის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება საცეცხლე წვრთნები. „ეს არ არის ერთადერთი წვრთნები, რომლებსაც ჩინეთი ამ დღეებში ატარებს. გასულ კვირას ჩინეთმა წვრთნები დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვის ოთხ რაიონში გუანდონგისა და ჰაინანის წყლებში. შაბათს, საცეცხლე წვრთნები გაიმართა აღმოსავლეთ პროვინციის ფუჯიანის წყლებში, რომელიც ტაივანთან სრუტეს იზიარებს“, - წერს მედია. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ჩინეთის საგარეო უწყება: შეერთებულ შტატებს მწვავე პროტესტს ვუცხადებთ

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს თამაში და ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. „ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება და მკაცრად გმობს ხსენებულ ვიზიტს, სერიოზულ დემარშს მიმართავს და მწვავე პროტესტს უცხადებს შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, ტაივანის საკითხი მხოლოდ ჩინეთის შიდა საქმეა და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, იმოქმედოს როგორც მსაჯულმა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში.

ჯონ კირბის თქმით, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არღვევს. მისი თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ნენსი პელოსი: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა

ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია. პირდაპირი „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში.  

მედიის ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. „პელოსის ვიზიტის ხასიათიი უკიდურესად მანკიერია და შედეგიც ძალიან მძიმეა”, - განუცხადეს ბერნსს ჩინეთის საგარეო უწყებაში Anadolu-ს ცნობით. „აშშ-მ უნდა გადაიხადოს საკუთარი შეცდომის ფასი. ჩინეთი მიიღებს აუცილებელ და მტკიცე კონტრზომებს და ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ", - განუცხადა ჩინელმა დიპლომატმა აშშ-ის ელჩს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არღვევს. მისი თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანშია. ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ჩინეთი ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად იმეორებდა გაფრთხილებას, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნიდა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებდა ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევდა ჩინეთის მხრიდან. პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნები დაიწყო. ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის ცნობით, წვრთნები 6 აგვისტომდე გაგრძელდება. „2 აგვისტოს 00:00 საათიდან 6 აგვისტოს 24:00 საათამდე სამხედრო წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილში ჩატარდება. მითითებულ ტერიტორიაზე შესვლა, რომლის კოორდინატებიც მითითებულია საიტზე, აკრძალულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN თავის მხრივ, ქალაქ დალიანის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (ლიაონინგის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი) იტყობინება, რომ პირველ აგვისტოს 14:00 საათიდან 4 აგვისტოს 24:00 საათამდე, ბოჰაის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება საცეცხლე წვრთნები. „ეს არ არის ერთადერთი წვრთნები, რომლებსაც ჩინეთი ამ დღეებში ატარებს. გასულ კვირას ჩინეთმა წვრთნები დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვის ოთხ რაიონში გუანდონგისა და ჰაინანის წყლებში. შაბათს, საცეცხლე წვრთნები გაიმართა აღმოსავლეთ პროვინციის ფუძიანის წყლებში, რომელიც ტაივანთან სრუტეს იზიარებს“, - წერს მედია. Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, „ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ადრეც იმყოფებოდა ტაივანში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ისევე, როგორც კონგრესის ბევრ წევრი, მათ შორის, წელსაც სტუმრობდა ტაივანს“. მისივე თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პეკინმა ვიზიტი გადააქციოს რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს საბაბად, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“. კირბის განმარტებით, თეთრი სახლი მოელის შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ ჩინეთისგან, თუმცა შეერთებული შტატები შეეცდება პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტი შეაჩერა

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე ტაივანიდან რამდენიმე სახეობის ხილისა და თევზის იმპორტი შეჩერდა.  „იმპორტ-ექსპორტის წესების თანახმად, პროდუქციის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის შესახებ რეგულაციები, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე 3 აგვისტოდან ამოქმედდა. ჩინეთმა ტაივანიდან ციტრუსის, კერძიდ გრეიფრუტის, ლიმონის, ფორთოხლის და გაყინული თევზის ორი სახეობის იმპორტი შეაჩერა“, - აცხადებენ ჩინეთის მთავრობის სპეცილაურ უწყების დეპარტამენტში, რომელიც ტაივანთან სავაჭრო ურთიერთობებს კურირებს.  ამასთან ჩინეთმა ტაივანში ბუნებრივი ქვიშის შეტანა შეაჩერა.  აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტი ტაივანში, ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო პელოსის ვიზიტი და განაცხადა, რომ იგი სერიოზულად არღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და სამ ერთობლივ დეკლარაციაში მოცემულ ვალდებულებებს, რომლებიც ჩინეთ-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების საფუძველია.  

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ჩინეთი ტაივანს აფრთხილებს, რომ მტკიცე რეაგირებას მოახდენს, თუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - კუნძულს, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს. პელოსი იქნება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც სავარაუდოდ, ტაივანს 1997 წლის შემდეგ ეწვევა, რამაც ანალიტიკოსების თქმით, შეიძლება, ტაივანის სრუტეში დაძაბულობა გამოიწვიოს. „ჩინურმა მხარემ არაერთხელ გამოხატა ჩვენი სერიოზული შეშფოთება სპიკერ პელოსის პოტენციური ვიზიტის შესახებ ტაივანში და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ ვიზიტს. მზად ვართ ნებისმიერი შემთხვევისთვის. თუ ამერიკული მხარე დაჟინებით მოითხოვს ვიზიტის განხორციელებას, ჩინური მხარე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მტკიცე და ძლიერ ზომებს მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა მისგან წარმოშობილ ნებისმიერ სერიოზულ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. რატომ სურს პელოსის ტაივანში ვიზიტი პელოსი სამი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის მტკიცე კრიტიკოსი იყო კონგრესში. მაგალითად, ერთხელ, პეკინის ტიანანმენის მოედანზე გაშალა ბანერი 1989 წელს პროდემოკრატიული დემონსტრანტების სისხლიანი დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. ტაივანი კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და პელოსიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია ტაივანისადმი მხარდაჭერის გამოხატვა“. რატომ გამოიწვევს ვიზიტი დაძაბულობის ზრდას? ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანი, როგორც მისი საკუთარი ტერიტორია, საჭიროების შემთხვევაში ძალით ანექსირებული იქნება და მისი სამხედრო გაძლიერება ბოლო წლებში ძირითადად, სწორედ ასეთ მისიას ემსახურება. პეკინი ტაიპეისა და ვაშინგტონს შორის ყველა ოფიციალურ კონტაქტს ეწინააღმდეგება და შურისძიებით რეგულარულად იმუქრება. 1995 წელს, ტაივანის მაშინდელი პრეზიდენტის, ლი ტენ-ჰუის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში სამხედრო წვრთნები დაიწყო და რაკეტები გაისროლა, მაგრამ მას შემდეგ მისი სამხედრო შესაძლებლობები განვითარდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს, თუმცა მისი პასუხი არაპროგნოზირებადი რჩება. საფრთხის შემცველი სამხედრო წვრთნები და გემებისა და თვითმფრინავების შეჭრა განიხილება პოტენციურ სცენარებად, რომლებიც მთელ რეგიონს საფრთხის წინაშე დააყენებს. როგორია ტაივანის დამოკიდებულება ვიზიტის მიმართ? რიტორიკა რბილია, რაც შესახლოა, ასახავდეს მის მშვიდ ქცევას და, სურვილს, არ დაუპირისპირდეს ჩინეთს, რომელიც გადამწყვეტ ეკონომიკურ პარტნიორად რჩება, კონტინენტურ ჩინეთში მილიონი ტაივანელი ცხოვრობს. დედაქალაქმა ტაიპეიმ ორშაბათს სამოქალაქო თავდაცვის წვრთნები ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანის საზოგადოება კატეგორიულად უარყოფს ჩინეთის მოთხოვნებს გაერთიანების შესახებ, კუნძულის სამხედროების შესაძლებლობა, თავი დაიცვან აშშ-ის დახმარების გარეშე, ძალზე საეჭვოა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი ყოველთვის მიესალმება აშშ-ის კანონმდებლების ვიზიტებს, მთავრობას ჯერ არ მიუღია რაიმე „ზუსტი ინფორმაცია“ პელოსის ვიზიტის შესახებ. „სამშაბათს, წვრთნების დროს საუბრისას თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ სამხედროები აკონტროლებენ ჩინეთის სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ყველა მოძრაობას კუნძულის გარშემო. „ამავდროულად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“, - აღნიშნა სპიკერმა. Financial Times-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ პელოსი აგვისტოში ტაივანში ჩასვლას გეგმავს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა FT-ის ცნობებზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.   მომზადებულია Alarabiya-ს მიხედვით

ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა

აშშ-ის წარმომადგენელტა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა. პელოსიმ ტაივანს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა და განაცხადა, რომ სურს, გააუმჯობესოს თანამშრომლობა ტაიბეისა და ვაშინგტონს შორის. უფრო კონკრეტულად, პელოსი საპარლამენტო დონეზე კავშირების გაფართოებას უჭერს მხარს. „ჩვენ მოვედით, როგორც მოგობრები. მადლობას გიხდით თქვენი ხელმძღვანელობისთვის. გვინდა, რომ მსოფლიომ აღიაროს ეს. ტაივანის ისტორია არის შთაგონების წყარო ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის აშშ-სა და მთელ მსოფლიოში.  თქვენ შექმენით აყვავებული, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი  დემოკრატია, მსოფლიოში, რომელსაც ამაყად ხელმძღვანელობს ქალი პრეზიდენტი“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. პელოსიმ დაამატა, რომ მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს. „ერთი არის უსაფრთხოება, უსაფრთხოება ჩვენი ხალხისთვის, გლობალური უსაფრთხოება, მეორე - ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მესამე - მთავრობები“. ცნობისათვის, 2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. პეკინი გაფრთხილებით მანამდეც გამოვიდა. თუმცა შეერთებული შტატების პოზიციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტაივანი დატოვა. ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში პელოსი ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა. ტაივანის პრეზიდენტის თქმით, პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის მესიჯს, რომ "დემოკრატიები ერთად დგანან საერთო გამოწვევების წინაშე". აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ცნობისათვის, 2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. პეკინი გაფრთხილებით მანამდეც გამოვიდა. თუმცა შეერთებული შტატების პოზიციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიბეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები გამოიკვეთა ეს არის გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი ერთი პოლუსი არის ამერიკა, მეორე პოლუსი დიდი ალბათობით, პეკინი რუსეთი, როგორც ძალის დამოუკიდებელი ცენტრი, ვეღარ შეძლებს პოზიციონირებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ტაივანში საკამათო ვიზიტი პრეზიდენტ ცაი ინ-ვენთან შეხვედრის შემდეგ დაასრულა. ვიზიტის დასასრულს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა:  „ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლიათ ამერიკასა და ტაივანს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება და ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს რა გავლენა ექნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობებზე, ასევე, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე, ეს თემა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განიხილა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთგვარი გამოძახილი, რადგან ნებისმიერი სტრატეგი კარგად ხედავს, თუ როგორ რეაგირებს ჩინეთი მოსკოვის შეჭრაზე. ამერიკელი დიპლომატი შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებას არ ელის. „არ მგონია, რომ ამ ფაქტმა რაიმე გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკაზე, მაგრამ ვფიქრობ, გონივრული რჩევა იქნებოდა პელოსისთვის... მე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, დემოკრატიის ძლიერი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ვიზიტის დრო... როგორც ვთქვით, უკრაინის ომს ჩინეთი თვალს ადევნებს... ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ გაამძაფრებს, ისედაც რთულ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს, რაც რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის სასარგებლო. ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია, თუმცა ის არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ის დამოუკიდებელია, წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელ ინსტიტუტს. მას ჰქონდა ტაივანში ჩასვლის უფლება“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ და აქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნენსი პელოსი ამ თანამდებობაზე უკვე ნოემბრის არჩევნების შემდეგ აღარ იქნება. „ნენსი პელოსიმ იცის, რომ ის ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ამ თანამდებობაზე აღარ იქნება. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც ეროვნული ლიდერის. მან ასე გადაწყვიტა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ის წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, კონგრესის წევრები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ და არ აქცევენ ყურადღებას, რა სურს ბაიდენის ადმინისტრაციას და ასე შემდეგ. კონგრესი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და ის ამ ინსტიტუტის ლიდერია“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. თეთრი სახლის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს 21 ივლისს, შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა: სამხედროები ამბობენ, რომ პელოსის ტაივანში მოგზაურობა "არ არის კარგი იდეა". 2 აგვსიტოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ გამორიცხა რაიმე მიზეზის არსებობა, რომ პელოსის ვიზიტი შეიძლება, კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. კირბის შეფასებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის ტერიტორია შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. ეს კავშირი ასევე მოიცავს ტაივანისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვას. შეიცვლება თუ არა რამე ამ კავშირების სტატუსში? საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, საგარეო საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ ურთიერთობების კიდევ უფრო ინტესიფიკაციას ჩინეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვება. აქვე აღნიშნავს, რომ რთული სათქმელია, წავა თუ არა შეერთებული შტატები ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაზე. „საინტერესოა, რამდენად უღირს და რამდენად გაამწვავებს შეერთებულ შტატები ურთიერთობას მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ევროპაში უსაფრთხოების კრიზისები ჯერ კიდევ მოუგრავებელია და შესაბამისად, ეს დაძაბულობა შესაძლოა, აისახოს უშაალოდ ჩინურ-ევროპულ ურთიერთობებსა და კომუნიკაციის ხარისხზეც. რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა მსოფლიოს, რომ იცვლება არსებული უსაფრთხოების ბალანსი; არსებული წესრიგი - პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - რუსეთი, როგორც ძალის დამოუკიდებელი ცენტრი, ვეღარ შეძლებს პოზიციონირებას. აქედან გამომდინარე, რუსეთმა აჩვენა, რომ არ შეუძლია, იყოს ზესახელმწიფოობაზე პრეტენზიის მქონე ძალა იმ პირობებშიც კი, მთლიანად რომ დაიპყროს უკრაინის ტერიტორია. არც ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, როგორც ამის შესახებ იყო ილუზია და წარმოდგენები. ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ ამოცანას, რაც ჰქონდა დასახული უკრაინასთან მიმართებით და რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობას. რუსეთი გაიჭედა კრიზისში, რომელიც კიდევ გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მისგან აღდგენა კი, ძალიან რთული იქნება. ასე რომ, რუსეთი დამოუკიდებელი ძალის ცენტრის როლს აღარ თამაშობს, რჩება ორი ძალის მთავარი ცენტრი - ჩინეთი და აშშ. ლოგიკურია, რომ მსოფლიო შედის ახალი ცივი ომის ფაზაში, სადაც ორი ახალი ცენტრი უპირისპიდება ერთმანეთს. თითქოს, ისტორია მეორდება, ერთ მხარეს, ჩინეთი ისევ კომუნისტური პარტიით დგას სათავეში, მაშინ, საბჭოთა კავშირი იდგა. აქეთ კი, დარჩა ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, ეს არის გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი“, - მიიჩნევს ექსპერტი.   საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი თვლის, რომ აშშ-მ ნენსი პელოსის ვიზიტით მკვეთრი ნაბიჯი გადადგა. „რა თქმა უნდა, ჩინეთი ამ ნაბიჯსაც არ დატოვებს შესაბამისი რეაქციის და მოქმედებების გარეშე, რადგან მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მკვეთრი განცხადებების მერე დაინახოს მსოფლიო თანამეგობრობამ, ჩინეთი თავის პოზიციებს არ თმობს. ქალბატონი პელოსი თავისი მოქმედებებითა და ნაბიჯებით წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია არის სხვა და ინსტიტუციის პოზიცია - სხვა (გასაგებია, რომ ქართულ პოლიტიკაში მსგავს რაღაცაც მიჩვეული ვართ, მაგრამ რეალურად, იქ ასე არ ხდება). შესაბამისად, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს იყო საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რითაც მან ხაზი გაუსვა საკუთარ დომინანტ პოზიციას აზია-წყარნი ოკეანის აუზში და საბოლოო ჯამში, ეს იყო საკმაოდ მკაცრი პასუხი ჩინეთის მუქარაზე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში ისეთი ტიპის ქვეყნებთან, როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, დაშინების და მუქარის პოზიცია არ მუშაობს. მაგალითად, დახურული კონსულტაციების დონეზე რომ ყოფილიყო კომუნიკაცია, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეკავებინა თავი, თუმცა ჩინეთმა ამერიკას ღია გამოწვევა გაუგზვნა. კერძოდ, თუ პელოსი ჩავიდოდა ტაივანში, ეს ყველაფერი დაემსგავსებოდა ცეცხლთან თამაშს და რომ შეერთებული შტატები შეეხო ჩინეთის სუვერენიტეტს.  ჯო ბაიდენმა სი ძინპინს: თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ის მხარე ამას ნათლად დაინახავს საბოლოო ჯამში, ეს იყო გამოწვევა, რომელზეც უარს ვეღარ იტყოდა შეერთებული შტატები. მისი არჩასვლა ნიშნავდა, რომ ჩინეთის მუქარა არ მუშაობს და ამერიკას არ ეშინია მისი მუქარის. ამრიგად, ნენსი პელოსი ჩავიდა და გამოიკვეთა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, სადაც იქნება ბიპოლარული წესრიგი, როდესაც ერთი პოლუსი არის ამერიკა, მეორე პოლუსი დიდი ალბათობით, პეკინი იქნება“, - თვლის გიორგი გობრონიძე. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტები ისტორიაში1997 წელს ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად მოგზაურობის შემდეგ, „რესპუბლიკელი“ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ეწვია ტაივანს. ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთი ჰონგ კონგის კონტროლისთვის ემზადებოდა, მას ჩინეთის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე პელოსის მოგზაურობას. აპრილში, აშშ-ის ექვსი წამყვანი დეპუტატი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტაივანში. მრავალპარტიულ დელეგაციაში შედიოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი.

სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია

ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აშშ-ის ელჩის ნიკოლას ბერნსის გამოძახების შემდეგ განმარტავს, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ესკალაციას. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია. „ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენს ჩინელ კოლეგებთან.  ჩვენი ელჩი პეკინში, შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელმაც ოფიციალური პროტესტი დააფიქსირა. ელჩმა ბერნსმა განმარტა, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს აქვს უფლება, იმოგზაუროს ტაივანში და მისი მოგზაურობა სრულად შეესაბამება „ერთია ჩინეთის პოლიტიკას“, რომელიც ეფუძნება ტაივანის ურთიერთობების აქტს, სამ კომუნიკეს და ექვს გარანტიას. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა. ელჩმა ბერნსმა ასევე გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ესკალაციას და  მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია. მან ასევე პირობა დადო, რომ შეერთებული შტატების მიზანია, შეინარჩუნოს კომუნიკაციის ღია ხაზები“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. თეთრი სახლის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს 21 ივლისს, შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა: სამხედროები ამბობენ, რომ პელოსის ტაივანში მოგზაურობა "არ არის კარგი იდეა". 2 აგვსიტოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ გამორიცხა რაიმე მიზეზის არსებობა, რომ პელოსის ვიზიტი შეიძლება, კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. კირბის შეფასებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს. აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის ტერიტორია შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. ეს კავშირი ასევე მოიცავს ტაივანისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვას. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტები ისტორიაში1997 წელს ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად მოგზაურობის შემდეგ, „რესპუბლიკელი“ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ეწვია ტაივანს. ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთი ჰონგ კონგის კონტროლისთვის ემზადებოდა, მას ჩინეთის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე პელოსის მოგზაურობას. აპრილში, აშშ-ის ექვსი წამყვანი დეპუტატი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტაივანში. მრავალპარტიულ დელეგაციაში შედიოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო და უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ხაზს უსვამენ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ტაივანის სრუტეში და მის ფარგლებს გარეთ. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ბოლოდროინდელი და გამოცხადებული მუქარით, რაც არასაჭირო ესკალაციის რისკს იწვევს. ტაივანის სრუტეში აგრესიული სამხედრო მოქმედების საბაბად ვიზიტის გამოყენებას გამართლება არ აქვს. ჩვენი ქვეყნების კანონმდებლებისთვის საერთაშორისო მოგზაურობა ჩვეულებრივი და რუტინული პროცესია. ჩინეთის ესკალაციური პასუხი დაძაბულობის გაზრდისა და რეგიონის დესტაბილიზაციის რისკს იწვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო ძალის გამოყენებით და არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას. „ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება, იმოქმედონ გამჭვირვალედ და შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. გაეცანით სტატიებს ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია

ჩინეთი ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ ტაივანთან ახლოს არ იფრინონ

ჩინეთი აზიაში მოქმედ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, რომ თავი აარიდონ ფრენებს ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებში, სადაც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდ, სამხედრო წვრთნებს ატარებს.  ოფიციალურ შეტყობინებაში მითითებულია საჰაერო სივრცის ექვსი ტერიტორია, რომლებიც "სახიფათო ზონებად" მიიჩნევა. ფრენები 4 აგვისტოს 12:00 საათიდან 7 აგვისტოს 12:00 საათამდე იზღუდება.  შეგახსენებთ, ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. გაეცანით სტატიებს ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია

ზელენსკის თქმით, უკრაინა ჩინეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას ცდილობს

უკრაინა ეძებს შესაძლებლობას, პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან“, South China Morning Post-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა ჯერ კიდევ კონფლიქტის წინა წლებში, პეკინთან მჭიდრო კავშირების დამყარებას მუდმივად ცდილობდა.  „ერთი წლის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ სი ძინპინს. 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვთხოვეთ საუბარი, მაგრამ ასეთი საუბარი ჩინეთთან არ შემდგარა , მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნებოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ. SCMP-თან ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა მოუწოდა ჩინეთს, გამოიყენოს თავისი უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა რუსეთზე, რათა ომი დასრულდეს. „ეს არის ძალიან ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ძლიერი ეკონომიკა... ასე რომ (მას), შეუძლია პოლიტიკურად და ეკონომიკურად მოახდინოს გავლენა რუსეთზე. ჩინეთი არის [ასევე] გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი", - ციტირებს ზელენსკის South China Morning Post-ი. ჩინეთში უკრაინის საელჩოს მონაცემებით, 2021 წელს ჩინეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. სავაჭრო ბრუნვა კი, თითქმის 19 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენდა. ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.   ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეას ზღვაში რაკეტების გასროლით „მიბაძა“

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთმა კუნძულის მახლობლად მდებარე წყლებში რაკეტების გასროლით ჩრდილოეთ კორეას „მიბაძა“. ტაივანის საგარეო უწყება მკაცრად გმობს ჩინეთის ქმედებებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ერთობლივად დაგმომ ჩინეთის სამხედრო საფრთხე. მან მოუწოდა სხვა ქვეყნებს, განაგრძონ დემოკრატიული ტაივანის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისადმი მხარდაჭერა.  ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაივანი თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს და მჭიდრო კოორდინაციაში იქნება შეერთებულ შტატებთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან. შეგახსენებთ, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პნომპენში, კამბოჯაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს

ჩინეთი ამერიკელი პოლიტიკოსის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს ტაივანის გარშემო. BBC-ის ცნობით, ტაივანმა განაცხადა, რომ ჩინეთი რეგიონში არსებული სტატუს-კვოს შეცვლას ცდილობს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მოკლე, მაგრამ საკამათო ვიზიტით იმყოფებოდა ტაივანში, რომელსაც ჩინეთი სეპარატისტულ პროვინციად თვლის. წვრთნები პეკინის მთავარი პასუხია, თუმცა ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტიც შეაჩერა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ჩინეთმა ტაივანზე G7-ის განცხადების გამო, ევროპული ქვეყნების ელჩები დაიბარა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანის შესახებ, G7-ის განცხადების გამო, ევროპელი ელჩები დაიბარა. ამის შესახებ Associated Press წერს.  „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო და უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა ხუთშაბათს საღამოს შედგა. ჩინეთის ხელისუფლებამ, დიპლომატებთან შეხვედრაზე „ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით“ G7-ის პოზიცია გააპროტა. რომელი ევროპული სახელმწიფოების ელჩები დაიბარეს, არ ზუსტდება.  მანამდე ჩინეთმა G7-ის განცხადების გამო, საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის იაპონელ კოლეგას შორის დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.   გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია

ენტონი ბლინკენის თქმით, ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვანი ესკალაციაა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია, საჯაროდ ვსაუბრბთ. ამის შესახებ ვესაუბრე ჩინელ კოლეგებსაც -  რომ მათ ნენსი პელოსის ვიზიტი არ უნდა გამოიყენონ ომის ესკალაციის, პროვოკაციული ქმედებების საბაბად. გამართლება არ აქვს მათ ქმედებებს. მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ ეს ქმედებები“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ჩინეთმა წვრთნები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა

ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ტაივანში ამერიკელი უმაღლესი ოფიციალური პირის ვიზიტი შედგა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ელჩის დაბარება, ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერება და ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების დაწყება ტაივანის გარშემო. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის. „ის (ნენსი პელოსი) სერიოზულად ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში, ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ენტონი ბლინკენის თქმით, ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვანი ესკალაციაა ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 5 აგვისტოს განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია, საჯაროდ ვსაუბრბთ. ამის შესახებ ვესაუბრე ჩინელ კოლეგებსაც -  რომ მათ ნენსი პელოსის ვიზიტი არ უნდა გამოიყენონ ომის ესკალაციის, პროვოკაციული ქმედებების საბაბად. გამართლება არ აქვს მათ ქმედებებს. მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ ეს ქმედებები“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი ჩინეთმა წვრთნები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

Washington Post-ის ცნობით, ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარეს

თეთრმა სახლმა ხუთშაბათს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი. „ჩინეთის ქმედებების შემდეგ, ჩვენ დავიბარეთ ელჩი თეთრ სახლში, რათა გამოგვეცხადებინა დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ჩვენ ვგმობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არის უპასუხისმგებლო და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ Washington Post-თან. ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ჩინეთის მიერ აშშ-ის ელჩის დაბარება, ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერება და ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების დაწყება ტაივანის გარშემო. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ჩინეთი აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს

ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს. ამ ზომებს პეკინი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ მიმართავს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აჩერებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენციისა და არალეგალური მიგრანტების რეპატრიაციის საკითხებზე.  მანამდე, ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ჩინეთის მიერ აშშ-ის ელჩის დაბარება, ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერება და ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების დაწყება ტაივანის გარშემო. ჩინეთი ტაივანის სანაპიროებთან ექვს ზონაში სამხედრო წვრთნებს ატარებს.  შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ხუთშაბათს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის დასრულებიდან მესამე დღეს, პეკინმა ვაშინგტონს საერთო ჯამში, ამ დრომდე ხუთი ნაბიჯით უპასუხა. ბოლო განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 აგვისტოს გაავრცელა, რომლის თანახმად, ჩინეთი აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს. კიდევ რა ზომებს მიმართა ჩინეთმა, Europetime-მა ინფორმაცია საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით შეკრიბა. 5 აგვისტოს ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ტაივანში ამერიკელი უმაღლესი ოფიციალური პირის ვიზიტი შედგა. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის. 2 აგვისტოს ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტი შეაჩერა ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე ტაივანიდან რამდენიმე სახეობის ხილისა და თევზის იმპორტი შეჩერდა. „იმპორტ-ექსპორტის წესების თანახმად, პროდუქციის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის შესახებ რეგულაციები, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე 3 აგვისტოდან ამოქმედდა. ჩინეთმა ტაივანიდან ციტრუსის, კერძიდ გრეიფრუტის, ლიმონის, ფორთოხლის და გაყინული თევზის ორი სახეობის იმპორტი შეაჩერა. ამასთან ჩინეთმა ტაივანში ბუნებრივი ქვიშის შეტანაც შეწყვიტა.  2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. „პელოსის ვიზიტის ხასიათიი უკიდურესად მანკიერია და შედეგიც ძალიან მძიმეა”, - განუცხადეს ბერნსს ჩინეთის საგარეო უწყებაში Anadolu-ს ცნობით. „აშშ-მ უნდა გადაიხადოს საკუთარი შეცდომის ფასი. ჩინეთი მიიღებს აუცილებელ და მტკიცე კონტრზომებს და ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ", - განუცხადა ჩინელმა დიპლომატმა აშშ-ის ელჩს. ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო გავრცელებული ინფორმაციით, 4 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო ტაივანის გარშემო ზღვებში. BBC-ის ცნობით, სამხედრო წვრთნები 4 აგვისტოს, ადგილობრივი დროით, 12:00 საათზე (04:00 GMT) დაიწყო. ნენსი პელოსიმ საკამათო ვიზიტის შემდეგ, ჩინეთი 3 აგვისტოს დატოვა. პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნები ჯერ კიდევ ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტამდე, რამდენიმე საათით ადრე, 2 აგვისტოს დაიწყო. ამასთან, ჩინეთის მიერ ძალის დემონსტრირების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მობილიზდნენ ტაივანის სამხედრო თვითმფრინავებიც და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სარაკეტო სისტემები, რომლებიც ტაიბეის აშშ-ისგან აქვს მიღებული. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. 5 აგვისტოს კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა ხუთშაბათს, 4 აგვისტოს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა.  გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ტაივანი ჩინეთის უახლეს სამხედრო წვრთნებს „იმიტირებულ თავდასხმას“ უწოდებს

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სამხედრო სწავლებისას ჩინეთმა ფლოტისა და ავიაციის გამოყემებით, ფაქტობრივად კუნძულზე „იმიტირებული თავდასხმა“ განახორციელა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეას ზღვაში რაკეტების გასროლით „მიბაძა“ უწყების ცნობით, ჩინეთის რამდენიმე გემი და თვითმფრინავი ტაივანის ყურეში, მისიას ანხორციელებდა. ამასთან, რამდენიმემ ტაივანსა და ჩინეთს შორის დემარკაციის არაოფიციალური ხაზი გადაკვეთა.   ამასთან ტაივანის არმიამ, ჩინეთის საპასუხოდ საჰაერო ძალებითა და გემებით პატრულირება დაიწყო და სანაპიროზე ბაზირებული რაკეტები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.  ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაივანი თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს და მჭიდრო კოორდინაციაში იქნება შეერთებულ შტატებთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან. შეგახსენებთ, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნები დაიწყო. ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პნომპენში, კამბოჯაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ენტონი ბლინკენი: აშშ ტაივანის სტატუს-კვოს შეცვლის ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება

აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით, ძალის გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით, არ შეცვლილა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პნომპენში, კამბოჯაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, სტაბილურობა მთელი რეგიონის ინტერესებშია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერები კამბოჯაში, სამიტზე (ASEAN) შეიკრიბნენ. ASEAN-ის წევრები არიან ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი. სამიტს ფილიპინების პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ASEAN-ის ლიდერები აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, საზღვაო უსაფრთხოების შესახებ თანამშრომლობაზე ცვლიან მოსაზრებებს. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ჩინეთმა ახალი ერთთვიანი სამხედრო წვრთნები დააანონსა

ჩინეთმა კვირას გამოაცხადა, რომ მორიგ სამხედრო წვრთნებს ყვითელ და ბოჰაის ზღვებში ჩაატარებს. ბოხაის ზღვაში სწავლება 8 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება, მეორე კი, ყვითელ ზღვაში - 7-დან 15 აგვისტომდე, ნათქვამია საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებაში. პეკინმა დაიწყო მასიური სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო ამ კვირის დასაწყისში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პალატის სპიკერი ნენსი ტაივანს ეწვია. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტაივანის მახლობლად ძირითადი სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ყველაზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა ტაივანის სრუტესთან. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს. კიდევ რა ზომებს მიმართა ჩინეთმა, Europetime-მა ინფორმაცია საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით შეკრიბა. 5 აგვისტოს ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ტაივანში ამერიკელი უმაღლესი ოფიციალური პირის ვიზიტი შედგა. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის. 2 აგვისტოს ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტი შეაჩერა ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე ტაივანიდან რამდენიმე სახეობის ხილისა და თევზის იმპორტი შეჩერდა. „იმპორტ-ექსპორტის წესების თანახმად, პროდუქციის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის შესახებ რეგულაციები, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე 3 აგვისტოდან ამოქმედდა. ჩინეთმა ტაივანიდან ციტრუსის, კერძიდ გრეიფრუტის, ლიმონის, ფორთოხლის და გაყინული თევზის ორი სახეობის იმპორტი შეაჩერა. ამასთან ჩინეთმა ტაივანში ბუნებრივი ქვიშის შეტანაც შეწყვიტა.  2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. „პელოსის ვიზიტის ხასიათიი უკიდურესად მანკიერია და შედეგიც ძალიან მძიმეა”, - განუცხადეს ბერნსს ჩინეთის საგარეო უწყებაში Anadolu-ს ცნობით. „აშშ-მ უნდა გადაიხადოს საკუთარი შეცდომის ფასი. ჩინეთი მიიღებს აუცილებელ და მტკიცე კონტრზომებს და ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ", - განუცხადა ჩინელმა დიპლომატმა აშშ-ის ელჩს. ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო გავრცელებული ინფორმაციით, 4 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო ტაივანის გარშემო ზღვებში. BBC-ის ცნობით, სამხედრო წვრთნები 4 აგვისტოს, ადგილობრივი დროით, 12:00 საათზე (04:00 GMT) დაიწყო. ნენსი პელოსიმ საკამათო ვიზიტის შემდეგ, ჩინეთი 3 აგვისტოს დატოვა. პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნები ჯერ კიდევ ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტამდე, რამდენიმე საათით ადრე, 2 აგვისტოს დაიწყო. ამასთან, ჩინეთის მიერ ძალის დემონსტრირების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მობილიზდნენ ტაივანის სამხედრო თვითმფრინავებიც და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სარაკეტო სისტემები, რომლებიც ტაიბეის აშშ-ისგან აქვს მიღებული. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. 5 აგვისტოს კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა ხუთშაბათს, 4 აგვისტოს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა.  გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ტაივანი ჩინეთის შეჭრის გეგმაზე მიუთითებს

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები იმ გეგმის ნაწიილია, რომელსაც პეკინი კუნძულზე შეჭრისთვის ამზადებს. ჯოზეფ ვუს არ უსაუბრია ტაივანში შესაძლო შეჭრის ვადებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ტაივანს არ ეშინია.  „ჩინეთმა გამოიყენა წვრთნები თავისი სამხედრო სახელმძღვანელოდან, რათა მოემზადოს ტაივანში შეჭრისთვის”, - თქვა ვუმ ტაიპეიში გამართულ პრესკონფერენციაზე Reuters-ის ცნობით. მისივე თქმით, ჩინეთი ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს და უშვებს რაკეტებს. ახორციელებს კიბერშეტევებს, მიმართავს დეზინფორმაციას და ეკონომიკურ იძულებას, რათა ტაივანში საზოგადოებაზე გავლენას მოახდინოს. „სწავლების დასრულების შემდეგ, ჩინეთმა შესაძლოა, სცადოს თავისი ქმედებების რუტინიზაცია, რათა დაანგრიოს გრძელვადიანი სტატუს-კვო ტაივანის სრუტეზე“, - განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი არასოდეს გამორიცხავდა ტაივანის ძალით აღებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი ჩვეულებრივ სამხედრო წვრთნებს „ჩვენს წყლებში“ ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ატარებს და დამატა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია.  ტაივანი უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს კუნძულის მომავალი. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს, მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ნენსი პელოსი: აშშ ჩინეთს ტაივანის იზოლაციის უფლებას ვერ მისცემს

„ჩინეთის მთავრობას ვერ მივცემთ ტაივანის იზოლირების საშუალებას. ისინი ვერ გადაწყვეტენ, ვინ ესტუმროს ტაივანს“, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.  ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ პელოსმა დასძინა, რომ ტაივანში მისი ვიზიტის მიზანი არ იყო ჩინეთის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა, ვაშინგტონი კვლავ იცავს "ერთი ჩინეთის" პრინციპს. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი 2 აგვისტოს ტაივანს ეწვია.  შეგახსენებთ, ტაივანი ჩინეთის შეჭრის გეგმაზე მიუთითებს. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

პენტაგონი: ჩინეთი მომდევნო 2 წლის განმავლობაში ტაივანში შეჭრას არ გეგმავს

პენტაგონს არ შეუცვლია პოზიცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი არ გეგმავს ტაივანში შეჭრას მომდევნო ორი წლის განმავლობაში, განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის უმაღლესმა პოლიტიკის ოფისმა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა გასულ კვირას დაიწყო უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები კუნძულის გარშემო. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალიმ განაცხადა, რომ „აშკარაა, რომ პეკინი ცდილობს, შექმნას ერთგვარი ახალი ნორმა, რათა სცადოს ტაივანის იძულება, მაგრამ ასევე გულწრფელად გამოიწვიოს საერთაშორისო საზოგადოება, თუ გავითვალისწინებთ ტაივანის სრუტის მნიშვნელობას გლობალური ეკონომიკისთვის“, - დაამატა კოლინ კალმა. მისივე თქმით, ჩინეთის რეაქცია პელოსის ვიზიტზე იყო ხელოვნური კრიზისი, რადგან აშშ-ის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ ტაივანს. „ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა“, - აღნიშნა კალიმ. ჩინეთის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონზე, ტაივანი საარტილერიო წვრთნებს ატარებს. ტაივანი ჩინეთის შეჭრის გეგმაზე მიუთითებს. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი არასოდეს გამორიცხავდა ტაივანის ძალით აღებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი ჩვეულებრივ, სამხედრო წვრთნებს „ჩვენს წყლებში“ ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ატარებს და დამატა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. თავის მხრივ, ტაივანი უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს კუნძულის მომავალი. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს, მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ჩინეთის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონზე, ტაივანი საარტილერიო წვრთნებს ატარებს

ტაივანის სამხრეთ რეგიონში სამხედროებმა საარტილერიო წვრთნები ჩაატარეს. კუნძულის ირგვლივ ჩინეთის უპრეცედენტო სამხედრო წვრთნების ფონზე, ტაივანის მცირე მანევრები ფოკუსირებულია ჰაუბიცის აქტივობაზე. უფრო ადრე, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები იმ გეგმის ნაწილია, რომელსაც პეკინი კუნძულზე შეჭრისთვის ამზადებს. ჯოზეფ ვუს არ უსაუბრია ტაივანში შესაძლო შეჭრის ვადებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ტაივანს არ ეშინია.  „ჩინეთმა გამოიყენა წვრთნები თავისი სამხედრო სახელმძღვანელოდან, რათა მოემზადოს ტაივანში შეჭრისთვის”, - განაცხადა ვუმ ტაიპეიში გამართულ პრესკონფერენციაზე Reuters-ის ცნობით. მისივე თქმით, ჩინეთი ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს და უშვებს რაკეტებს. ახორციელებს კიბერშეტევებს, მიმართავს დეზინფორმაციას და ეკონომიკურ იძულებას, რათა ტაივანში საზოგადოებაზე გავლენას მოახდინოს. „სწავლების დასრულების შემდეგ, ჩინეთმა შესაძლოა, სცადოს თავისი ქმედებების რუტინიზაცია, რათა დაანგრიოს გრძელვადიანი სტატუს-კვო ტაივანის სრუტეზე“, - განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი არასოდეს გამორიცხავდა ტაივანის ძალით აღებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი ჩვეულებრივ, სამხედრო წვრთნებს „ჩვენს წყლებში“ ღია, გამჭვირვალე და პროფესიონალურად ატარებს და დამატა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. თავის მხრივ, ტაივანი უარყოფს ჩინეთის პრეტენზიებს და ამბობს, რომ მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს კუნძულის მომავალი. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს, მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ტაივანმა ჩინეთის შეთავაზებული მოდელი „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ უარყო

ტაივანის ხელისუფლებამ უარყო ჩინეთის მიერ შეთავაზებული მოდელი „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“, რომელიც ჩინეთთან ტაივანის გაერთიანებას ითვალისწინებს. ნენსი პელოსი: აშშ ჩინეთს ტაივანის იზოლაციის უფლებას ვერ მისცემს „ტაივანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ერთი ქვეყანა - ორი სისტემის“ იდეას. მხოლოდ ტაივანის მოსახლეობას შეუძლია, საკუთარი მომავალი განსაზღვროს“, - ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯოან ოუმ განაცხადა. ჩინეთის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირების ფონზე, ტაივანი საარტილერიო წვრთნებს ატარებს ტაივანის ჩინეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს „ერთი ქვეყანა - ორი სისტემის“ საფუძველზე, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს გამოქვეყნებული „თეთრი წიგნი“ შეიცავდა. სადაც აღნიშნულია, რომ ტაივანისა და ჩინეთის შეერთება „გარდაუვალია“ და პეკინი საკითხის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრას არ გამორიცხავს.   ტაივანის გარშემო ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კუნძულს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი ეწვია. შედეგად, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო და სანქციები დააანონსა. მოდელი „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ ჰონგკონგში მოქმედებს, რომელიც ჩინეთის შემადგენლობაში 1997 წელს შევიდა.  

ფინანსთა მინისტრი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ჭაო ჩუანი. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრმა ახლად დანიშნულ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. შეხვედრაზე აღინიშნა ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობის ეს ისტორია მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.  

უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანიები, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ტოვებენ

ჩინეთის ხუთმა უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიამ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დატოვება გადაწყვიტა. South China Morning Post-ის ცნობით,  ჩინეთის ნავთობკომპანიები PetroChina და Sinopec-ი, ასევე Aluminium Corp-ი, ჩინეთის (Chalco), Sinopec Shanghai Petrochemical-ი და მზღვეველი China Life Insurance ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან გასასვლელად ემზადებიან. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დატოვების მიზეზად, კომპანიები აუდიტის შესახებ აშშ-ჩინეთის დავას ასახელებენ. მხარეების აზრი გაიყო ერთ საკითხზე, რომ უნდა შეამოწმოს თუ არა ჩინური კომპანიები აშშ-ის საზედამხედველო ორგანომ.  ბოლო წლებში აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია, ბევრი ჩინური კომპანიის საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობით არეგულირებდა. კანონი ითვალისწინებს, რომ კომპანია მოიხსნება საფონდო ბაზრებიდან, თუ აუდიტის მოთხოვნებს ზედიზედ 3 წლის განმავლობაში არ შეასრულებს.    

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას სი ძინპინგს შორის პირისპირ შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ თეთრმა სახლმა აშშ-ჩინეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე განაცხადა. მათივე განმარტებით, პრეზიდენტები ბოლო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ მათმა წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშაონ.  13 აგვისტოს The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, 28 ივლისს გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ, ამ დრომდე, ოფიციალურ პრესრელიზებში საუბარი არ იყო. ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა ჩინეთის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

Reuters: ნავთობი ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე იაფდება

ნავთობი ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე იაფდება. ამ ფონზე კი, კომპანია Saudi Aramco მოპოვებას მაქსიმუმამდე ზრდის.   Brent-ის მარკის ფიუჩერსები 0,9%-ით, ბარელზე $97,26-მდე  გაიაფდა. ამერიკული West Texas Intermediate-ს ფასი კი, ბარელზე $91,27-მდე დაეცა, რაც წინა მაჩვენებელზე 82 ცენტით ნაკლებია.   Reuters-ი ამის მიზეზად ჩინეთის ეკონომიკის შენელებას ასახელებს. კერძოდ, ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღე-ღამეში 12,53 მილიონ ბარელამდე დაეცა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ ფაქტს, სახელმწიფო სტატისტიკის მაჩვენებლები ადასტურებს.  ამავდროულად, Saudi Aramco მზადაა, გაზარდოს ნედლი ნავთობის მოპოვება მაქსიმუმ 12 მილიონ ბარელამდე დღეში, თუ ამას საუდის მთავრობა მოითხოვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კვირას აღმასრულებელმა დირექტორმა ამინ ნასერმა.  

ჩინეთი ტაივანის მიმართულებით, 30 თვითმფრინავსა და ხუთ სამხედრო ხომალდს გზავნის

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ ორშაბათს 30 საბრძოლო თვითმფრინავი და ხუთი ხომალდი გაგზავნა ტაივანის მიმართულებით, ამის შესახებ კუნძულის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. 5 საათისთვის ტაივანის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოაჩინეს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ხუთი ხომალდი და 30 თვითმფრინავი, რომელთაგან 15-მა ტაივანის სრუტის შუა მონაკვეთი გადაკვეთა, ნათქვამია კუნძულის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. სამხედრო თვითმფრინავებს შორის იყო ერთი Z-9 წყალქვეშა შვეულმფრენი, რვა სუ-30 გამანადგურებელი, ოთხი J-16 და ორი J-11. უწყების ცნობით, ტაივანმა სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, საჰაერო პატრული გაგზავნა და ასევე განათავსა საზენიტო სარაკეტო სისტემები. ინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის არმია კვლავ ატარებს სამხედრო წვრთნებსა და პატრულირებას ტაივანის გარშემო, კუნძულზე ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის ვიზიტის საპასუხოდ. ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია სენატორ ედ მარკის ხელმძღვანელობით, ტაივანში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. კონგრესისი დელეგაციის ვიზიტამდე, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტის შემდეგაც ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.  გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრების ჩასვლის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის კუნძულის გარშემო მორიგი სამხედრო წვრთნების წამოწყების შესახებ განაცხადა. ჩინეთი ტაივანის მიმართულებით, 30 თვითმფრინავსა და ხუთ სამხედრო ხომალდს გზავნის ჩინეთის ხელისუფლებას, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად წვრთნების ჩატარების დრო და არეალი არ დაუსახელებია. ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია ტაივანს 14 აგვისტოს ეწვია, მას შემდეგ, რაც კუნძულს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სტუმრობდა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტებს ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინგმა 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთი „მიიღებს გადამწყვეტ და ძლიერ ზომებს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“ და „ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფი“ „ერთი ჩინეთის“ პრინციპის შელახვის განზრახვაში დაადანაშაულა. 14 აგვისტოს ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია სენატორ ედ მარკის ხელმძღვანელობით, ტაივანში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. კონგრესისი დელეგაციის ვიზიტამდე, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტის შემდეგაც ჩინეთმა ტაივანთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.  გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

პეკინი რუსეთში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჯარებს გაგზავნის

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პეკინი რუსეთში ჯარებს გაგზავნის  წვრთნებში  - Vostok-2022 მონაწილეობის მისაღებად. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჩინეთის მონაწილეობა წვრთნებში მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების ჯარებთან პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებას, მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლებას და სხვადასხვა საფრთხეზე რეაგირების უნარის გაძლიერებას". პეკინი აქვე განმარტავს, რომ „ეს არ არის დაკავშირებული დღევანდელ საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციასთან“. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთი, ბელორუსი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი და სხვა ქვეყნები. წვრთნები 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება. ბოლო ასეთი სწავლება 2018 წელს გაიმართა და მასში ჩინეთი პირველად მონაწილეობდა. ცნობისთვის, 10 ივლისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა.  New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ არის საუბარი. აღნიშნულია, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა.  ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების „ახალ ეპოქაში“ შესვლისა და გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე. „ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას საზღვრები არ აქვს, არ არსებობს თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები, ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება არც მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული, არც საერთაშორისო გარემოს და მესამე ქვეყნებში არსებული გარემოებების შეცვლისკენ“, - აღნიშნავდნენ პუტინი და სი ძინპინი ერთობლივ განცხადებაში. 

ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატი Genertec-ი ყაზახეთში რეგიონულ ოფისს გახსნის

ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატმა Genertec-მა ყაზახეთში ოფისის გახსნის გეგმების შესახებ განცხადა. ინფორმაციას Astana Times ავრცელებს. შეხვედრისას ჩინურმა მხარემ ხაზი გაუსვა კომპანიის მიზანს, გააფართოოს „KAZAKH INVEST“-ის პლატფორმის გამოყენება შესაბამის სფეროებში პროექტების განსახორციელებლად.  განიხილება ერთობლივი პროექტები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. „გთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და მულტიმოდალური სატრანსპორტო გზების განვითარებაში, რომელიც ჩინეთს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს“, - განაცხადა კომპანია KAZAKH INVEST-ის თავმჯდომარის მოადგილემ. Genertec-ი ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატია, რომელიც მოიცავს ინჟინერიის, მანქანათმშენებლობის, ფარმაცევტული პროდუქტების, სამშენებლო და განახლებადი ენერგიის სფეროებს. მისი წლიური ბრუნვა 25 მილიარდ დოლარზე მეტია. ცნობისთვის, „KAZAKH INVEST“-ი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ყაზახეთის მთავრობის მიერ დაარსებული კომპანიაა.

ჩინეთში შობადობა იმდენად დაეცა, რომ აბორტები ნაწილობრივ აკრძალეს - BBC

ჩინეთში, შობადობის მკვეთრად შემცირების გამო, ხელისუფლებამ აბორტები ნაწილობრივ აკრძალა. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა რუსული BBC ცნობით, შობადობა ჩინეთში ბოლო ათწლეულში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ბერდება, მთავრობა კი სიტუაციის გამოსასწორებლად მკვეთრ ზომებს იღებს. ჯანდაცვის წარმომადგენლების რეკომენდაციით, ჩინეთში ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ სამედიცინო მიზეზების გამო იქნება შესაძლებელი. ჩინეთის ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ გაფართოვდება სოციალური დახმარება დედებისთვის და ნაყოფიერების მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება. Countrymetrics.info-ს მიხედვით, ჩინეთი დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობით პირველია.   

რეკორდული ჯარიმა და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩინეთში მილიარდერი გაასამართლეს

Reuters-ის ცნობით, შანხაის სასამართლომ ჩინელ მილიარდერ სიაო ჯიანხუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მის კომპანია Tomorrow Holdings-ს რეკორდული, $8.1-მილიარდიანი ჯარიმა დააკისრა.სასამართლოს მტკიცებით, ჯიანხუა 2001 წლიდან აქტიურად იყო ჩართული კორუფციულ გარიგებებში. მილიარდერს ბრალად ბიუჯეტის თანხების მითვისება, თანამდებობის პირების მოსყიდვა, ფულის გათეთრება და კორუფციული სქემების განხორციელება ედება. გამოცემა აღნიშნავს, რომ სიაო ჯიანხუას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2001 წლიდან 2021 წლამდე, მან 680 მილიონ იუანზე მეტი აქციები, უძრავი ქონება, ფული და სხვა აქტივები სახელმწიფო მოხელეებს ფინანსური ზედამხედველობის თავიდან აცილებისა და უკანონო სარგებლის მიღების მიზნით გადასცა.2017 წელს ის ჩინელმა სპეცრაზმელებმა გაიტაცეს, მას შემდეგ ჯიანხუა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ამასთან, მილიარდერს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და კანადის საელჩომ მისი ექსტრადიცია მოითხოვა, თუმცა ჩინეთის მთავრობამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მილიარდერი ბიზნესმენი ჩინური კანონმდებლობით გაასამართლა.  

რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსული ქვანახშირის იმპორტი ჩინეთში, ივლისში, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. გასულ თვეში ჩინეთმა რუსეთიდან 7,42 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა. 2017 წლის დასაწყისიდან ეს ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია.  2021 წლის ივნისსა და ივლისში ქვანახშირის იმპორტმა შესაბამისად 6,12 მლნ ტონა და 6,49 მლნ ტონა შეადგინა. რუსეთის „შავი ოქროს“ წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის წინ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსულ ქვანახშირს შესყიდვას თავი აარიდეს. აკრძალვამ რუსეთი აიძულა, ქვანახშირი ფასდაკლებით ჩინეთისა და ინდოეთისთვის მიეყიდა. 1 ტონა რუსული თერმული ქვანახშირი (5500 კილოკალორიის (კკალ) კალორიული ღირებულებით), ივლისის ბოლოს დაახლოებით $150 ღირდა. იმავე ხარისხის ქვანახშირი ავსტრალიის პორტში ნიუკასლში ტონაზე $210-ზე მეტად შეფასდა.  შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან, სანქციების მეექვსე პაკეტის საფუძველზე, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ქვენახშირის იმპორტი აიკრძალა.   

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია

ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტმა 7,15 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 7,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ Reuters წერს.  რუსული ქვანახშირის იმპორტმა ჩინეთში ივლისში, 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია რუსეთმა ჩინეთს ივლისში, დღეში დაახლოებით 1,68 მილიონი ბარელი მიაწოდა. ამჟამად ჩინეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნავთობის იმპორტმა რუსეთიდან 48,45 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, მაგრამ მაინც ჩამორჩება საუდის არაბეთს, რომელმაც ჩინეთს 49,84 მლნ ტონა ნედლეული მიაწოდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ რუსული ქვანახშირის იმპორტი ჩინეთში, ივლისში, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია.  შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან, სანქციების მეექვსე პაკეტის საფუძველზე, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ქვენახშირის იმპორტი აიკრძალა, ხოლო ნავთოპროდუქტების აკძრალვა წლის ბოლოსაა დაგეგმილი.   

იაპონია ჩინეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგებას განიხილავს - Reuters

იაპონია ჩინეთის წინააღმდეგ, კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, შორ მანძილზე მოქმედი საკრუიზო რაკეტის განლაგებას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი გაზეთ Yomiuri-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გემების ან თვითმფრინავების საშუალებით გაშვებული იარაღი ძირითადად, სამხრეთ ნანსეის კუნძულების გარშემო განლაგდება, მისი რადიუსი 1000 კმ იქნება და შეძლებს, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის სანაპირო ზონებს მიაღწიოს. იაპონიის საგარეო უწყება კომეტარს არ აკეთებს. ცნობისათვის, რეგიონული დაძაბულობა ამ თვეში, ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ გაიზარდა. პელოსი ტაივანს ჩინეთის მუქარის მიუხედავად ეწვია. საპასუხოდ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თქმით, პეკინმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. იაპონიამ განაცხადა, რომ ხუთი ჩინური რაკეტა ასევე ჩავარდა მის წყლებში და ჩინეთს წვრთნების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ვაშინგტონსა და ტაიბეის შორის ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, ტაივანს ამერიკის კიდევ ერთი ოფიციალური პირი ეწვია

ვაშინგტონსა და ტაიბეის შორის სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, ტაივანში ამერიკის მთავრობის წარმომადგენელი ჩავიდა. ინდიანის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი, ერიკ ჰოლკომბი,  ტაივანში ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ დაძაბულობის ფონზე, აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ ჰოლკომბთან შეხვედრისასტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა პირდაპირ მიუთითა პეკინის წვრთნებზე და მოუწოდა თანამოაზრე ქვეყნებს, ტაივანის მხარდაჭერა განაგრძონ.  „ამჟამად ჩვენ გლობალური ავტორიტარიზმის მუდმივი გაფართოების საფრთხის წინაშე ვდგავართ“, - განუცხადა ცაი ინ-ვენმა ჰოლკომბს. ეს ვიზიტი ვაშინგტონსა და ტაიბეის შორის ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებას მოჰყვა. შეგახსენებთ, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია. პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თქმით, პეკინმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ტაივანმა ჩინურ დრონს ცეცხლი პირველად გაუხსნა

ჩინეთსა და ტაივანს შორის, არსებული დაძაბულობის ფონზე პირველი ინციდენტი მოხდა. ტაივანმა, ჩინურ დრონს ცეცხლი პირველად გაუხსნა. ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანის სრუტეში აშშ-ის საზღვაო ძალების გემებს აკვირდებიან ტაივანის ქალაქ  ცზინმენის თავდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა კუნძულ დადანის, ერდანისა და შიუს მიმართულებით ფრენა რამდენჯერმე განახორციელეს. გამაფრთხილებელი სროლის შემდეგ, დრონი ჩინეთის მიმართულებით გაფრინდა. ამასთან, ცზინმენას თავდაცვის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დრონი კიდევ გამოჩნდა კუნძულ ერანთან, რის შემდეგაც ტაივანის სამხედროებმა სასიგნალო რაკეტით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.  ერთი დღით ადრე, ცზინმენის თავდაცვის სარდლობამ განაცხადა, რომ ჩამოაგდებს ყველა ჩინურ უპილოტო საჰაერო ხომალდს, რომელიც „არ გაითვალისწინებს გაფრთხილებებს“. დღეს მომხდარი ინციდენტი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინურ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნეს. შეგახსენებთ, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ჩინეთის დასავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის სეისმოლოგიური ქსელების ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები გარდაძე-ტიბეტის ავტონომიური რეგიონის დასავლეთით დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 16 კმ სიღრმეზე, ხოლო ეპიცენტრი ლუდინის ოლქიდან 39 კილომეტრში მდებარეობდა.  ადგილობრივი მედიის ცნობით, 30 მაშველი ლუდინიდან და კიდევ 530 მიმდებარე დასახლებული პუნქტიდან მიწისძვრის ზონისკენ მიემართებიან. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის კადრები ჩანს.   

ჩინეთში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაზაინებულია რამდენიმე შენობა და სულ მცირე ერთ რაიონში გათიშულია ელექტროენერგია. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ცნობით, არ მომხდარა ეპიცენტრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების დაზიანება. ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის კადრები ჩანს.  ჩინეთის დასავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა  

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. ჩინეთში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ამასთან, მედიის ცნობით, მიწისძვრამ სატელეკომუნიკაციო ხაზებისა და გზების დაზიანება გამოიწვია. როგორც ცნობილია,დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ცნობით, არ მომხდარა ეპიცენტრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების დაზიანება. ჩინეთის დასავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა  

მსოფლიოში პირველი ცხვირში შესასხურებელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ჩინეთმა დაამტკიცა

ჩინეთმა მსოფლიოში პირველი ცხვირში შესასხურებელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ვაქცინების ჩინური მწარმოებელი CanSino ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჩინეთის მარეგულირებელმა COVID19-ის შესასხურებელი ვაქცინა ბუსტერდოზად დაამტკიცა.   "შესასუნთქი ვაქცინა იმავე ინგრედიენტებს შეიცავს, რასაც სხვა ჩინური ვაქცინები, მაგრამ საფრქვეველი მოწყობილობა მას თხევადი ფორმიდან აეროზოლად გარდაქმნის", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2019 წლსის 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის ხელისუფლებამ შეატყობინა, რომ 11-მილიონიან ქალაქ უხანში პნევმონიის მსგავსი ახალი დაავადება გავრცელდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ გავრცელების ცენტრი ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო. 2020 წლის 1 იანვარს ის დახურეს. 9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უხანის ეპიდემიის მიზეზი იყო COVID19-ის აქამდე უცნობი ტიპი. ეს გახლავთ ვირუსების ფართო ოჯახი, რომელშიც შედის როგორც ზოგადი გაციება, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი უფრო სერიოზული დაავადება.  

ჩინეთში, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, 270-ს აღემატება. ცნობისთვის, ორშაბათს მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუდინგთან იყო. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა.   

Reuters: აშშ ჩინეთს ტექნოლოგიურ სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მომავალი თვიდან, ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად საჭირო ნახევარგამტარებისა და მიკროსქემების ექსპორტს შეზღუდავს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.   გამოცემის ცნობით, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მოსალოდნელი შეზღუდვების შემოღების შესახებ, სამ ამერიკულ კომპანიას KLA Corp-ს, Lam Research Corp-სა და Applied Materials Inc აცნობა. წერილების თანახმად, რომელიც კომპანიებმა მიიღეს, ჩინეთის ქარხნებისთვის მიკროჩიპების ექსპორტირება იკრძალება. ასევე რამდენიმე კომპანიას ჩინეთში, ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მიკროსქემების ექსპორტი აეკრძალა. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ აკრძალვები სავარაუდოდ მოიცავს დამატებით სანქციებს ჩინეთის წინააღმდეგ. შეზღუდვები ასევე ექვემდებარება ცვლილებას და მათი სია მოსალოდნელზე გვიან გამოქვეყნდება.    

თოყაევმა და სი ძინპინმა სტრატეგიული თანამშროლობის საკითხები განიხილეს

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი, დღეს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა, რომელიც ყაზახეთში ოფციალური ვიზიტით იმყოფება.  ყაზახეთისა და ჩინეთის ლიდერებმა სტრატეგული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილლეს. იგეგმება რიგი ხელშეკრულებების გაფორმება.   სი ძინპინმა მანამდე განაცხადა, რომ მზადაა „ჩინეთ-ყაზახური ურთიერთობების ტრადიცია“ გააგრძელოს.  „გავაგრძელებთ ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნების ფუნდამენტურ ინტერესებთან და ძირითად საზრუნავებთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა გავაძლიეროთ ჩინეთ-ყაზახეთის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველი“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.  

ჩინეთი და უზბეკეთი რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყების ისტორიული შეთანხმება შედგა. უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამარყანდში გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები გამართეს, იუწყება უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. ლიდერებმა განიხილეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უზბეკეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაძლიერების შემდგომი გზები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს $8 მილიარდს მიაღწია, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი 30 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უზბეკეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობამ $10 მილიარდს გადააჭარბა.  ღონისძიების შედეგად ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაზე, საერთო ჯამში ინვესტიციის მოცულობაა $15 მილიარდი.  მოლაპარაკებების დასასრულს სი ძინპინმა მირზიოევი ჩინეთში საპასუხო ვიზიტით მიიწვია. მირზიოევმა სი ძინპინგი უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - „ოლი დარაჟალი დუსტლიკის“ ორდენით დააჯილდოვა.  

სი ძინპინი თოყაევს: ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა.აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს სი ძინპინის პირველი საერთაშორისო ვიზიტია. ამაზე მიუთითა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმაც. მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და აგროინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების გამოყენების საკითხები. სი ძინ პინმა და თოყაევმა შეაქეს ორმხრივი 30-წლიანი ურთიერთობა, ვიზიტის აღწერისას კი, თოყაევმა, რომელიც თავისუფლად საუბრობს ჩინურ ენაზე, განაცხადა, რომ ეს ვიზიტი  „ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის მაღალი დონის გზავნილია", - წერს ყაზახური მედია. „სიმბოლურია, რომ თქვენი ვიზიტი ამ საიუბილეო ეტაპს დაემთხვა. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ დავამყარეთ ძლიერი სახელმწიფოთაშორისი კავშირები. გულწრფელად მადლობას გიხდით ყაზახეთის ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი საერთაშორისო ინიციატივების მხარდაჭერისთვის“, - ციტირებს თოყაევის სიტყვებს ყაზახური მედია. „როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება, ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად და ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ძალის ჩარევას თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში“, - განუცხადა თავის მხრივ, სი ძინპინმა თოყაევს.  სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი და ჩინეთი იზიარებენ მუდმივ სტრატეგიულ პარტნიორობას. ყაზახეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მონაცემებით, ჩინეთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 22,6 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის შვიდ თვეში 13,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ეს 38,3 პროცენტით მეტია, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც დიდწილად გამოწვეული იყო ჩინეთში ექსპორტის 52 პროცენტიანი ზრდით, ძირითადად მინერალური პროდუქტების, საწვავის და ენერგეტიკული პროდუქტების ექსპორტით. ექსპერტების აზრით, პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ პირველი ვიზიტისას, სი ძინპინის მიერ ყაზახეთის არჩევა შემთხვევითი არ არის. 

რა გავლენა ექნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში, ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ქვეყნების დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. პროექტის ღირებულება $15 მილიარდია. ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო დერეფანი „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი“, სამხრეთით, ევრაზიის საკონტინენტო ხიდის შემადგენელი ნაწილი გახდება და სამხრეთ-აღმოსავლეთის, დასავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას გახსნის. ექსპერტების შეფასებით, ეს მარშრუტი უზრუნველყოფს ტვირთების გადატანას ჩინეთიდან ყირგიზეთში, ასევე ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, შემდეგ კი ევროკავშირის ბაზარზე. რა გავლენა ექნება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის გადაწყვეტილებებს და ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რას მიიღებს საქართველო? Europetime-თან „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი დავით გოჩავა ამბობს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. „მაგალითად, მნიშვნელოვანია ცნობა იმის შესახებ, რომ ამ შეხვედრაზე გაფორმდა ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზის „ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? შედეგად გაჩნდება ჩინეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის დამყარების კიდევ ერთი გზა, მოიმატებს ტვირთების რაოდენობა საქართველოს ტერიტორიის გავლით და ა.შ. საქართველოს გავლით იმიტომ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ჩვენი ქვეყნის საზღვაო პორტები წარმოადგენს ევროპის მიმართულებით ზღვაში გასვლის ერთადერთ საშუალებას“- აცხადებს გოჩავა. „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ $15 მილიარდიანი სარკინიგზო პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო დამატებით სარგებელს მიიღებს და შესაძლოა „აბრეშუმის გზაზე“ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. „ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, უზბეკეთი, ავღანეთი, მონღოლეთი, აზერბაიჯანი, დავამატებ თურქმენეთს და საქართველოს და მივიღებ პროგრამას CAREC (Central Asia Regional Economic Corridor - „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური დერეფანი“), ანუ „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთ ცენტრალურ ღერძს. ამიტომ ჩემთვის „სამარყანდის დეკლარაციის“ და კიდევ 20 ოფიციალური დოკუმენტის მიღებაზე უფრო მნიშვნელოვანია, სარკინიგზო ხაზის „ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი“ მშენებლობის პროექტი“, - მიიჩნევს გოჩავა. ამასთან, „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი ამბობს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებს რეგიონის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” წევრები არიან: ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი, მათ ირანიც დაემატა. დამკვირვებლები არიან: ავღანეთი, ბელარუსი და მონღოლეთი, ხოლო „დიალოგის პარტნიორები“ - აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, შრი-ლანკა და თურქეთი. ფაქტობრივად ეს ის ქვეყნები არიან, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკურ ომში მონაწილეობის მიღებაზე. მათ შორის არაა ერთიანობა ყველა საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის მაგალითად გერმანიაში, შეერთებული შტატების „რამშტეინის“ ბაზაზე უკრაინის მხარდამჭერთა შეხვედრაზე. საკმარისია გავიხსენოთ დაძაბული ურთიერთობა ინდოეთსა და ჩინეთს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის. მაგრამ ეს ის ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთთან მათ ურთიერთობაზე. ჩვენთვის რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ორგანიზაციას? - პირდაპირი! “ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციას სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ირანი შეუერთდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ სამარყანდში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და ირანი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა.  „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებით, ირანი ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა ხდება „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე“, - აცხადებს გოჩავა.  „ირანს სურს შავი ზღვის პორტებთან დაკავშირება სომხეთის გამოყენებით. ირანი, სომხეთი, საქართველო, შავი ზღვის პორტები - ამ მარშრუტის ამოქმედებთ, ჩვენ ყველა ვარიანტში სარგებელს მივიღებთ. საქართველოსთვის სატვირთო გადაზიდვებისთვის კიდევ ერთი მიმართულება იხსნება“. გოჩავას შეფასებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებზე პოზიციას არ აფიქსირებს. „დღეს ჩუმად ვართ, მაგრამ დღეს იქნება თუ ხვალ საქართველო რეალური და მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება აბრეშუმის გზაზე. სხვა ვარიანტია ირანი თურქეთს დაუკავშირდეს. ამ შემთხვევაში ტვირთები ბორნებით უნდა გადაიზიდოს, რაც მომგებიანი არ არის და გადაზიდვებს აძვირებს. ერთადერთი მომგებიანი გზა არის სახმელეთო გზა შავი ზღვის პორტებისკენ. შუა დერეფანი არის განვითარების პროცესში, აქვს პერსპექტივა და ამ დერეფნის ძირითადი „მოთამაშე“ ქვეყნები გააკეთებენ ყველაფერს, ამ გზის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის“, - აცხადებს გოჩავა. ამავე თემაზე წაიკითხეთ:  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ

რა დატვირთვა აქვს ჩინეთისთვისა და ყაზახეთისთვის ლიანიუნკანგის პორტს და სად იკვეთება ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 14 სექტემბერს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა. ნურ-სულთანში შეხვედრისას, ყაზახეთის მედიის ცნობით  მხარეებმა ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და აგროინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების გამოყენების საკითხები განიხილეს. Europetime-თან „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი დავით გოჩავა ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ სი ძინპინის პირველი ვიზიტი  ყაზახეთში შემთხვევითი არ არის. „ყაზახეთი ჩინეთისთვის არის სახმელეთო გადაზიდვების გასაღები და უმნიშვნელოვანესი ქვეყანა „აბრეშუმის გზაზე“ და ორივე ქვეყნის ინტერესები შუა დერეფანზე გადის. ჩინეთს ტვირთები ყაზახეთის გავლით კასპიის ზღვისკენ და ასევე რუსეთის მიმართულებით გადააქვს და ამ ქვეყნიდან ხდება ცენტრალური აზიის „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართვა“, - აცხადებს გოჩავა. ამასთან, გოჩავა Europetime-თან ინტერვიუში, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის მთავარ საკვანძო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. „ყაზახეთი ჩაკეტილი ქვეყანაა და ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. სი ძინპინმა, ყასიმ ჟომართ თოყაევს პირობა მისცა, რომ ერთ-ერთ თავის უმსხვილეს პორტს დაუთმობს. პორტის ადმინისტრაციამ უკვე მიიღო სტრატეგიული დავალება, რომ 180 გრადუსით შეეცვალა პრიორიტეტები და აქცენტი გაეკეთებინა ყაზახეთის მიმართულებაზე და შუა დერეფნის მომსახურებისაკენ. ანუ ჩინეთის უდიდესი პორტი ახლა ემსახურება ყაზახეთს და შუა დერეფანს“, - აღნიშნავს გოჩავა. ტვირთბრუნვა ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ოფიციალური სტატისტიკა: 2022 წლის 7 თვის მონაცემებით, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვა 46,7% გაზრდილი და $412,5 მილიონი შეადგინა. ამასთან, ყაზახეთიდან ჩინეთში 62,2%-ით მეტი ($280,4 მილიონი) სოფლის მეურნეობის პროდუქტი გავიდა. ჩინეთიდან იმპორტი კი 22,2%-ით არის გაზრდილი და $132,1 მილიონი შეადგინა. ამასთან, სი ძინპინის ყაზახეთში ვიზიტისას, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ჩინეთიდან ყაზახეთში 11,15 მილიონი იუანის ღირებულების აღჭურვილობის მიწოდებაზე. ჩინეთიდან  იმპორტირებული საქონლის სიაში ელექტრომოწყობილობების, ტელეფონებისა და ტრანსფორმატორების გარდა, ასევე შედის კომპიუტერები, მილები, ტანსაცმელი, პლასტმასის ნაწარმი, ავეჯი, ავტომობილები, საბურავები და ა.შ. ექსპერტების შეფასებით , „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის საკვანძო პორტს წარმოადგენს აღმოსავლეთ ჩინეთში, ძიანსუს (Jiangsu) პროვინციის უკიდურეს ჩრდილოეთში განლაგებული ლიანიუნკანგის პორტი (Lianyungang - Hai). ის წარმოადგენს გამოკვეთილ ბოლო პუნქტს „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის“ (Central Asia Regional Economic Cooperation - CAREC) დერეფანში, რომელიც CAREC-მა დიდი ხნით ადრე, ჩინეთის მიერ ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გაშვებამდე შექმნა. „ჩინეთის ცენტრალური პოლიტიკა ლიანიუნკანგის პორტს განსაზღვრავს როგორც საკვანძო სტრატეგიულ პორტს ცენტრალური აზიისთვის, სთავაზობს რა ყაზახეთის მთავრობას და [საბოლოო შედეგი], „შუა დერეფნის“ პარტნიორ ქვეყნებს, წყნარ ოკეანესთან წვდომას. ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ევროპის მიმართულებით მიდის ამ პორტში იტვირთება და აქედან უკვე სახმელეთო გზით, ხვდება შუა დერეფანში, შემდეგ კი საქართველოს პორტებს გაივლის და ევროპის ბაზარზე გადის. ყაზახეთს ევროპაში გასასვლელი ჩვენი პორტების გარდა არ აქვს. თუ ევროპასთან ვაჭრობის გააქტიურება სურს, ტვირთების გადასაზიდად უნდა გამოიყენოს საქართველოს პორტები“, - აცხადებს გოჩავა. ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა გასულ კვირას, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას: რა ტვირთებზეა გათვლილი და როდის განახორციელებს ყაზახეთი საქართველოში შიდა ქსელური ტერმინალების პროექტს

ჩინეთი რუსეთს და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, იმუშაონ „ფერადი რევოლუციების“ პრევენციის მიზნით

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო არეულობის ახალ ეტაპზე გადავიდა და პარტნიორებმა, როგორიცაა პუტინი და ცენტრალური აზიის ლიდერები, ხელი უნდა შეუშალონ უცხო ძალების მიერ „ფერადი რევოლუციების“ წაქეზებას. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ „ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ერთმანეთის ძალისხმევას უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დასაცავად, ერთობლივად შევეწინააღმდეგოთ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ნებისმიერი საბაბით ჩარევას“, - განაცხადა სი ძინპინმა. მას უკრაინა არ უხსენებია.  

ინდოეთის პრემიერი პუტინს: დღევანდელი ეპოქა ომის ეპოქა არ არის

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ახლა ომის დრო არ არის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მე ვიცი, რომ დღევანდელი ეპოქა არ არის ომის ეპოქა და მე ვისაუბრე თქვენთან ტელეფონით ამის შესახებ”, - განუცხადა მოდიმ პუტინს უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში. პუტინის თქმით, მას ესმის, რომ ინდოეთის ლიდერი უკრაინასთან დაკავშირებით შეშფოთებული, მაგრამ მოსკოვი ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის დასასრულებლად. მისი თქმით, უკრაინამ თქვა უარი მოლაპარაკებებზე. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ უკრაინა არ იღებს რუსეთთან „სამშვიდობო“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს და დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს. „ომის დროს ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ისიც, რომ არ უნდა ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, რასაც პარტნიორები გვთავაზობენ“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 11 სექტემბერს განაცხადა. „საიდუმლოს გაგანდობთ, ბელორუსსა და სტამბოლში მოლაპარაკებების დროს, რუსებს ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 23 თებერვლის პოზიციებზე დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. ასეთი ვარიანტი უკვე შეუძლებელია. ახლა უკრაინა ითხოვს დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას“, – აღნიშნავდა ოლექსი რეზნიკოვი. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო დღეებში უკრაინას მოლაპარაკებების განახლების წინადადებით მიმართეს. კიევმა უარი თქვა. ამის შესახებ კი უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ 14სექტემბერს განაცხადა. დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს სტეფანიშინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც სამხედრო მიზნებს მიაღწევს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს პოლიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ დროებით ოკუპირებული დონბასი და ყირიმი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდება. მან ევროპას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენაც მოუწოდა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 8500 კვ. კმ-ზე მეტი დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთს ეწვია

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის დროს, ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოების რიგით მე-17 კონსულტაციებს და ჩინეთ-რუსეთის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლობის რიგით მე-7 შეხვედრას დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ვიზიტს წინ უძღოდა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირველი მოლაპარაკებები უზბეკეთში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.  

ჯო ბაიდენი: ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით დაეხმარა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრის დეტალები CNN-ს ინტერვიუში გაუზიარა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ჩინეთმა რუსეთს უკრაინასთან ომში, იარაღი ან სხვა დახმარება მიაწოდა. „მე დავურეკე პრეზიდენტ სი ძინპინს და ვუთხარი - „თუ ფიქრობთ, რომ ამერიკელები და სხვები აპირებენ, განაგრძონ ინვესტიციები ჩინეთში, თქვენ მიერ იმ სანქციების დარღვევის ფონზე, რომლებიც რუსეთს დაუწესეს, მე ვფიქრობ, რომ უდიდეს შეცდომას უშვებთ. მაგრამ ეს თქვენი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ბაიდენმა და მიუთითა ვიდეოზარზე, რომელიც პეკინის ოლიმპიადის შემდეგ, გამართა.   

ჩინეთში, ავტობუსის მძღლი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავტოავარიაში მოყვა

ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, ავტობუსი, რომელსაც COVID19-ით ინფიცირებული ადამიანები საკარანტინო დაწესებულებაში გადაჰყავდა, ავტოავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს. უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა - 27 და დაშავებულია 20 მგზავრი. ამ ეტაპზე, ავიაკატასტროფის მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.  

Reuters: ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების გამართვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ სამხედრო თანამშრომლობაზე აქცენტით ერთობლივ წვრთნებზე და პატრულირებაზე, ასევე გენერალურ შტაბებს შორის კონტაქტების გაძლიერებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც თავი აარიდეს სანქციების შემოღებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ორი ავტორიტარული ძალა მსოფლიო წესრიგს მათ სასარგებლოდ ვერ აყალიბებს - CNN ამასთან, გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის ჩინელ კოლეგას უთხრა, რომ არ იღებს ჩინეთის განცხადებას, რომ მას ნეიტრალური პოზიცია უკავია უკრაინის კონფლიქტში. "ვაშინგტონი შეშფოთებულია რუსეთთან ჩინეთის კავშირით", - განაცხადა ბლინკენმა.  

რუსეთის მიერ „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, ჩინეთი ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დასავლეთი გააფრთხილა“, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მხარეს მოუწოდა, ჩაერთონ დიალოგსა და კონსულტაციებში და იპოვონ გზა ყველა მხარის უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩინეთის პოზიცია უკრაინის მიმართ თანმიმდევრული და მკაფიოა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოთხშაბათს, ტრადიციულ ბრიფინგზე. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.  BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.   დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.

სი ძინპინი: აუცილებელია კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე

სი ძინპინმა მოუწოდა ჩინელ სამხედროებს მოემზადონ „ნამდვილი ბრძოლისთვის" ჩინეთის პრეზიდენტმა თავის ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს „რეალური ბრძოლისთვის“ მომზადებაზე. „აუცილებელია ახალი სიტუაციისა და მოთხოვნების გააზრება, კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე“, - განაცხადა სი ძინპინმა კონფერენციაზე. მას ესწრებოდნენ ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს (CMC), სახალხო შეიარაღებული მილიციისა და სამხედრო აკადემიების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭო ხელმძღვანელობს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას და სახალხო შეიარაღებულ მილიციას. სი ძინპინი CMC-ის თავმჯდომარეა 2013 წლიდან. ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში ომის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. CPR-მ გამოაცხადა თავისი ნეიტრალიტეტი, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „ჩინეთი იხრება რუსეთისკენ".  

ირაკლი ღარიბაშვილმა ვან ის, ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავცელებს.  ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვან იმ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და კმაყოფილება გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა. მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ისთან. განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ვცდილობთ, კონფლიქტები პრაგმატული სამშვიდობო მოლაპარაკებებით გადავწყვიტოთ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვან ი მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, რაც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას. ამავდროულად, სიტყვის დასაწყისში, ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას და ეწინააღმდეგება ომს, არის თანასწორობის მომხრე და წინააღმდეგია ზოგიერთი სახელმწიფოს მცდელობის,  გამოიყენოს ძალა სხვების წინააღმდეგ. მისი თქმით, პეკინი თავის მთავარ ამოცანად მიიჩნევს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც „უსაფრთხოების საკითხზე „ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას“ გაითვალისწინებს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რაც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას”, - განაცხადა ვან იმ გაეროს გენერალური ასამბლეის 77 -ე სესიის დებატებზე. „ჩვენ ვცდილობთ, ცხელი კონფლიქტების საკითხები სამართლიანი და პრაგმატული სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით გადავწყვიტოთ“, - განაცხადა ვან იმ. მისივე თქმით, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ქვეყნის ინტერესები, დიდი და პატარა ქვეყნების, რაც გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპია. „არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს ბოროტად თავისი ძალაუფლება, სხვა სუვერენული ქვეყნების დაშინების მიზნით“, - აღნიშნა ვან იმ.  

Politico: აშშ ჩინეთს და ინდოეთს სთხოვს, დაარწმუნონ პუტინი, არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი

აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ „სი ძინპინისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის პოზიციები განსაკუთრებით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პუტინზე“, - წერს გამოცემა. იენს სტოლტენბერგი რუსეთს „სახიფათო ბირთვული რიტორიკის“ გამო აფრთხილებს 27 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განუცხადა CNN-ს, რომ აშშ ვერ ხედავს რაიმე მტკიცებულებას იმისა, რომ ჩინეთი ემზადება, დაეხმაროს რუსეთს უკრაინაში ომში ან სანქციების თავიდან აცილებაში. 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორია საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კავშირები

2022 წელს ტრანსკასპიურ მარშრუტზე (შუა დერეფანი) ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გასამმაგდა. კომპანია KTZ Express-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ლოჯისტიკის საკითხებში ამბობს, რომ გაზრდილია შუა დერეფანში, ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით ტვირთების ტრანზიტიც.  „ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2022 წლის პირველ შვიდ თვეში გასამმაგდა და 845 000 ტონას მიაღწია, რაც შვიდჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით, როცა გადაზიდული ტვირთების მოცულობა 311 000 ტონას შეადგენდა“, - განაცხადა აიბეკ კაპარმა ტრანსკასპიური მარშრუტი (საერთაშორისო დერეფანი) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან იწყება და ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებამდე გრძელდება. „მსოფლიო ეძებს გზებს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთი. ტრანსკასპიური მარშრუტი კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეფორმირების პროცესში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებში ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით დერეფანი იძლევა ანტირუსული სანქციებით გამოწვეული ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრის საშუალებას“, - ამბობს Europetim-თან საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილი. როგორია ამ ფონზე  ტრანსკასპიური მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის ჩინეთისა და საქართველოს ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა, ხოლო ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2018 წლის პირველ იანვარს ოფიციალურად ამოქმედდა. საგულისხმოა, რომ ეს პირველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომელიც ჩინეთმა ევრაზიის რეგიონის ქვეყანასთან გააფორმა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა გახდა და საქართველოს მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილმა 14.3% შეადგინა. ასევე, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება.  სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ჩინეთს შორის (საქსტატის მონაცემები)  2018 წელი -  ბრუნვა $1 მილიარდ 031.9 ათსი - ზრდა 8.3% 2019 წელი -  ბრუნვა $1 მილიარდ 081.7 ათასი - ზრდა 8.1%   2020 წელი -  ბრუნვა  $1 მილიარდ 186.3 ათსი - ზრდა 10.4 % 2021 წელი -  ბრუნვა  $1 მილიარდ 633.2 ათასი - ზრდა 11.4%  საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წელის 8 თვეში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ $1 მილიარდ 226 641,5 შეადგინა, რაც ბოლო წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  2022 წლის იანვარ-აგვისტო, ექსპორტი - $ 502 632.3 - ზრდა 19%. მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილი 14%-ია. ჩინეთი საქართველოსთვის პირველი საექსპორტო ბაზარია.  2022 წლის იანვარ-აგვისტო, იმპორტი - $ 724 009.2 - ზრდა 39,3%. მთლიან იმპორტში ჩინეთის წილია - 8,7%. ჩინეთი, იმპორტში საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორია.  2022 წლის იანვარ-აგვისტო TOP 10 პროდუქტი, რასაც ჩინეთში ვყიდით მადნები და კონცენტრატები - $391631. 61 ათასი ხელსაწყოები და მოწყობილობები - $13904. 4 ათასი ყურძნის ნატურალური ღვინოები - $8878.25 ათასი ორთოპედიული ხელსაწყოები - $3444.97 ათასი კოჭა, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი - $3738. 66 ათასი ნარჩენები ჯართი, სპილენძი - $3128.46 ათასი ცენტრალური გათბობის ქვაბები - $1907.65 ათასი მანქანები, ელექტრო-მექანიკური - $235.51 ათასი ხელსაწყოები და აპარატურა - $235.51 ათასი მოწყობილობები, ელექტროგამნათებლები - $806.00 ათასი 2022 წლის იანვარ-აგვისტო TOP 10 პროდუქტი რასაც ჩინეთში ვყიდულობთ გამომთვლელი მანქანები $29217. 19 ათასი ონკანები, სარქველები $8167 ათასი მსუბუქი ავტომობილები - $5732.01 ათასი სატვირთო ავტომობილები - $ 5122.55 ათასი ხორცი, საკვები $4830.67 ათასი ტრანსფორმატორები $4578 ათასი მოწყობილობა ელექტროგამნათებლები - $2540.89 ათასი მტვერსასრუტები $2479.92 ათასი სათვალეები, ანალიზური  ოპტიკური - $1747,84 ათასი ცოცხები და ჯაგრისები - $1613.64 ათასი ინვესტიციები  ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია 2014 წელს შემოვიდა და $218 მილიონი შეადგინა. საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთიდან „ჰუალინგ ჯგუფია“, რომელმაც 2007 წლის შემდეგ საქართველოში $500 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.  ჩინურმა ინვესტიციებმა 2022 წლის პირველ კვარტალში - $36,556.9 მილიონი, ხოლო მეორე კვარტალში $30,695.4 მილიონი შეადგინა. რაც ორი კვარტლის მონაცემებით, ჯამში $67.252.3 მილიონია.  რაც შეეხება ტურიზმს, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 4 510 ვიზიტორი შემოვიდა.  ასევე წაიკითხეთ:  ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა რა დატვირთვა აქვს ჩინეთისთვისა და ყაზახეთისთვის ლიანიუნკანგის პორტს და სად იკვეთება ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები რა გავლენა ექნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რა სარგებელს მიიღებს საქართველო  

რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,6 მილიარდს გაუტოლდა. ჩინური კომპანიები, უცხოელი დონორების დაფინანსებით, საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს. 2014 წელს საქართველოში ჩინეთიდან შემოსული საინვესტიციო კაპიტალი რეკორდული იყო და $218 მილიონი შეადგინა. ჩინური კაპიტალია განთავსებული საბანკო და კავშირგაბმულობის სექტორშიც. რა ინტერესები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში და სად გადის ზღვარი ეკონომიკასა და გეოპოლიტიკას შორის, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. ET: 2022 წლის მონაცემებით ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია ექსპორტში, ხოლო იმპორტში მესამე. მანამდე ეს პოზიციები რუსეთს ეკავა. რამ გამოიწვია ამ მიმართულებით ჩინეთის სწრაფად დაწინაურება? პირველ რიგში ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც 4 წელია ამოქმედდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ტვირთბრუნვა ორ ქვეყანას შორის, მნიშვნელოვნად გაიზარდა. 90-იან წლებში, როცა საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა სავაჭრო ბრუნვა არ აღემატებოდა $10 მილიონს. დღეს კი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა  $1,5 მილიარდამდე გაიზარდა. ჩინეთი საქართველოს მესამე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო ქართული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით პირველია. ET: რა ინტერესები აქვს საქართველოს ჩინეთთან მიმართებით? საქართველო დაინტერესებულია ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვით ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. მათ შორის ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის სექტორებში. ასევე, საქართველო დაინტერესებულია, მაქსიმალურად იყოს ჩართული ჩინეთის მიერ წარმოდგენილ პროექტში. ესაა ერთი „სარტყელი- ერთი გზა“. ჩინეთის პრეზიდენტმა წარადგინა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ევრაზიის დაახლოებით 60 ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და „ახალი აბრეშუმის“ გზის აღორძინებას. აქტიურად განიხილება ეს საკითხი და სხვადასხვა პროექტი უკვე ხორციელდება კიდეც. ET: რა სურს ჩინეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სად იკვეთება ორი ქვეყნის ინტერესები? ჩინეთს სურს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განმტკიცება, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. ჩინეთი რუსეთისგან განსხვავებით ახორციელებს „რბილი ძალის“ პოლიტიკას. ეს გულისხმობს ჩინეთის კულტურულ ექსპანსიას. ჩინეთმა დააფუძნა 100-ზე მეტი კონფუცის ინსტიტუტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბაზაზე ფუნქციონირებს კონფუცის ინსტიტუტი. ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც ჩინეთის ეკონომიკა ორიენტირებულია ექსპორტზე. ჩინეთის ექსპორტის მოცულობა აჭარბებს $2 ტრილიონს, ამიტომ არის დაინტერესებული საკუთარი პროდუქციის გასაღებით, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, გეოეკონომიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩინეთი ასევე დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს საქართველოში, მეტი ჩინური კომპანია და პროდუქცია შემოვიდეს. ET: სავაჭრო ურთიერთობების გარდა კიდევ რა არის ჩინეთის ინტერესი? ჩინეთი ასევე დაინტერესებულია ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებით. რაც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, შემთხვევითი არაა, რომ ჩინური კომპანიაა ჩართული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში რიკოთზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 53 გვირაბისა და 16 ხიდის მშენებლობა. სამომავლო მიზანია, რომ ჩინურმა სატვირთო მანქანებმა გადაკვეთონ საქართველოს ტერიტორია. ამას ემატება „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის პროექტი“. ჩინეთი დაინტერესებულია, რომ ამ რკინიგზით, ევროპის მიმართულებით, უმოკლეს დროში, სადღაც 13-14 დღეში მოხდეს ჩინეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისკენ ტვირთების გადაზიდვა. რაც შეეხება „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი ყარსის რკინიგზას“, პირველ ეტაპზე შესაძლებელია 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა. მეორე ეტაპზე გამტარუნარიანობა 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამ პროექტებში საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები ემთხვევა. ET: ამ ფონზე ჩინეთი მაინც ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან. ამ მიმართულებით რა შეიძლება შეიცვალოს? რუსეთ-უკრაინის ფონზე, ჩინეთი თითქოს ახდენს იმის იმიტაციას, რომ რუსეთთან თანამშრომლობს. ჩინეთსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა სხვა და სხვა გათვლებით გაიზარდა 30%-მდე. 2021 წლის მონაცემებით $147 მილიარდს შეადგენდა. მაგრამ ჩინეთს სურს, გარკვეული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს რუსეთის გვერდის ავლით და საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. აქაც არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი საქართველოსა და ჩინეთს შორის. ET: რაც შეეხება ჩინეთის მიზნებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, რა არის აქ მთავარი ეკონომიკა თუ გეოპოლიტიკა? პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთანაა კავშირში. როცა ხდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური დაახლოება, იგივე ხდება პოლიტიკაშიც. თუ თანხვედრაა პოლიტიკაში და ეკონომიკის მიმართულებითაც, ეს ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას. ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ჩინეთი, თავისი გეოპოლიტიკის გავლენას აძლიერებს „რბილი ძალის“ გამოყენებით, ეკონომიკური და კულტურული ასპექტების გაძლიერებით. მანამდეც ვახსენე „კონფუცის ინსტიტუტის“ გახსნა და ჩინური ექსპორტის გაფართოება, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამის მიღმა: ჩინეთს სურს, რომ ყველა რეგიონში ჩამოიშოროს მთავარი გეოპოლიტიკური კონკურენტები - ამერიკის შეერთებული შტატები და მათ შორის რუსეთი. ჩინეთი აქტიურად მუშაობს ცენტრალურ აზიაში, რომ განიმტკიცოს თავისი პოზიციები და ჩაანაცვლოს რუსეთი. რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, აქ ჩინეთი დაინტერესებულია, შეამციროს იგივე ევროკავშირის, აშშ-ის, რუსეთის გავლენაც და თვითონ განიმტკიცოს გეოპოლიტიკური პოზიციები. ამიტომაც, რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და ჩინეთი დებს გარკვეულ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, რომ ამით, პოლიტიკური სიმპათიები დაიმსახუროს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა. კავკასიის რეგიონს ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩინეთს სურს, კავკასიის რეგიონში ითამაშოს გლობალური როლი და ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე პეკინის ყურადღებას იპყრობს.  ასევე წაიკითხეთ:  ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორია საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კავშირები

ილონ მასკი: ტაივანზე ნაწილობრივი კონტროლი პეკინს უნდა გადაეცეს

ტაივანზე ნაწილობრივი კონტროლი პეკინს უნდა გადაეცეს, - Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ტაივანსა და ჩინეთს შორის კონფლიქტის მოგვარების ინიციატივით გამოვიდა.  „ჩემი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას სპეციალური ადმინისტრაციული ზონა ტაივანისთვის, რომელიც იქნება საკმაოდ მისაღები, თუმცა, შესაძლოა, ვიღაც კვლავ არ იყოს ბედნიერი... ჩემი აზრით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ისინი მიაღწევენ შეთანხმებას, გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ჰონგ-კონგის შემთხვევაში გაფორმდა“, - განაცხადა მასკმა. 3 ოქტომბერს, ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმაც“ წარმოადგინა. ცნობისთვის, 1997 წელს ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი ჩინეთის პროტექტორატის ქვეშ დაბრუნდა და 2047 წლამდე ფართო ავტონომიის გარანტია მიიღო.  

სი ძინპინის თქმით, ტაივანთან დაკავშირებით, ჩინეთი ვერასდროს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე

ჩინელი ხალხის გადასაწყვეტია ტაივანის საკითხის გადაწყვეტა და ჩინეთი არასოდეს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე, თუმცა იბრძოლებს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, ამის შესახებ პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტიის შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ, უდიდესი გულწრფელობით და საუკეთესო ძალისხმევით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა“, - განაცხადა სი ძინპინმა მმართველი კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას. პეკინსა და ტაიბეის შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა აგვისტოში მას შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.  ტაივანმა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, განაცხადა, რომ თავის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, უკან არ დაიხევს.  

ჩინეთი თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებსმ დატოვონ უკრაინის ტერიტორია, იტყობინება ჩინეთის სახელმწიფო გამოცემა Global Times Twitter-ზე. ჩინეთის საელჩო მზადაა, თავის მოქალაქეებს დაეხმაროს გამგზავრების ორგანიზებაში, ნათქვამია ინფორმაციაში. კვირის დასაწყისში ჩინეთის საელჩომ უკვე მიმართა თანამოქალაქეებს, არ დარჩენილიყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე გადაუდებელი აუცილებლობის გარდა და დაეტოვებინათ ტერიტორია, როცა ამის გაკეთება უსაფრთხო იქნებოდა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჩინეთმა ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის მიწოდება შეაჩერა

ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს მოუწოდა, რომ ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტონ, რათა ზამთრის სეზონზე, გათბობის სეზონისთვის საკუთარი მოხმარება უზრუნველყონ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა.  ამასთან გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა.  

აშშ-ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელი: ამერიკის არმია მზად უნდა იყოს, უპასუხოს ჩინეთის პოტენციურ შეჭრას ტაივანში

ამერიკის არმია მზად უნდა იყოს, უპასუხოს ჩინეთის პოტენციურ შეჭრას ტაივანში, რომელიც შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდეს, განაცხადა Telegraph-ის ცნობით, აშშ-ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა. პენტაგონი: ჩინეთი მომდევნო 2 წლის განმავლობაში ტაივანში შეჭრას არ გეგმავს ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, ადმირალ მაიკ გილდეის ჰკითხეს ჩინეთის ლიდერის გამოსვლაზე და ასევე, კონგრესში სხვა ამერიკელი ადმირალის შარშანდელ რეპლიკაზე, რომ პეკინი აპირებდა, მზად ყოფილიყო ტაივანის ასაღებად 2027 წლისთვის. ჩინელი ხალხის გადასაწყვეტია ტაივანის საკითხის გადაწყვეტა და ჩინეთი არასოდეს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე, თუმცა იბრძოლებს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტიის შეხვედრაზე, 16 ოქტომბერს განაცხადა. „ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ, უდიდესი გულწრფელობით და საუკეთესო ძალისხმევით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა“, - განაცხადა სი ძინპინმა მმართველი კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ დაძაბულობის ფონზე, აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ პეკინსა და ტაიბეის შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ჩავიდა. პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თქმით, პეკინმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ვაშინგტონსა და ტაიბეის შორის ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, ტაივანს ამერიკის კიდევ ერთი ოფიციალური პირი ეწვია ტაივანმა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, განაცხადა, რომ თავის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, უკან არ დაიხევს. ინფორმაციისთვის: ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია.  პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.

იაპონიის პრემიერი: რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია

"რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ მტრულ აქტად განიხილება", - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. „რუსეთის ქმედება, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და აბსოლუტურად მიუღებელია”, - აღნიშნა კიშიდამ. აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩიეს

სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი მესამე ვადით გახდა. სი ძინპინი 5 წლის ვადით აირჩიეს. მედია წერს, რომ მან ახალი პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტი წარადგინა, რომელიც მისადმი ლოიალურად განწყობილი მაღალჩინოსნებით არის დაკომპლექტებული. სი ძინპისის თქმით, ჩინეთი ვერ განვითარდება მსოფლიოს გარეშე და მსოფლიოს ასევე სჭირდება ჩინეთი. „40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეფორმებისკენ მიმართული დაუცხრომელი ძალისხმევის შემდეგ, შევქმენით ორი სასწაული - სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა”, - განაცხადა სი ძინპინმა და ამავე გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისათვის, მაგრამ ასევე მზად არის, გამოიყენოს ძალა საჭიროების შემთხვევაში.

კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერს: თქვენთან ერთად შევქმნი უფრო მშვენიერ მომავალს

"ჩვენი ქვეყნები ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებენ", - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინგს კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით არჩევა მიულოცა. "თქვენთან ერთად, შევქმნი ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობის უფრო მშვენიერ მომავალს. ჩვენი ქვეყნები ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებენ", - აღნიშნავს კიმ ჩენ ინი.  შეგახსენებთ, რომ პეკინში, კომუნისტური პარტიის კონგრესმა გენერალურ მდივნად, მესამე ვადით, სი ძინპინი რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. ძინპინი თანამდებობაზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება.  

Bloomberg: სექტემბერში ჩინეთმა რუსეთისგან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა

სექტემბერში, ჩინეთმა რუსეთიდან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ამრიგად, სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან კოქსინგის ნახშირის იმპორტი 2,5 მლნ ტონამდე გაიზარდა. რუსული LNG-ის შესყიდვები გასულ წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა და 819 000 ტონამდე შეადგინა. ამავდროულად, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტმა გასულ თვეში 7,5 მილიონი ტონა შეადგინა, აგვისტოში - 8,3 მილიონი ტონა და ერთი წლის წინ - 6,1 მილიონი ტონა.  „რუსული ენერგორესურსების, მათ შორის ნავთობპროდუქტების მთლიანი შესყიდვები, გასულ თვეში $7,5 მილიარდამდე შემცირდა აგვისტოს რეკორდული - $8,4 მილიარდი დოლარიდან, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს - $4,7 მილიარდს.  ამრიგად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან შვიდ თვეში ჩინეთმა რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებში $51 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა. 2021 წლის იმავე პერიოდში, ჩინეთმა რუსეთიდან $30 მილიარდის ენერგომატარებლები შეისყიდა“, - წერს Bloomberg.   

სი ძინპინი: მზად ვარ, ვიმუშაო აშშ-სთან ორმხრივი სარგებლისთვის

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი აცხადებს, რომ მზადაა, იმუშაოს აშშ-თან ორმხრივი სარგებლისთვის. როგორც ცნობილია, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, ინდონეზიაში ნოემბრის ბოლოს შედგეს. „თანამშრომლობის განმტკიცება ორივე ქვეყანას თანაბარ სარგებელს მოუტანს და მსოფლიოსაც. მსოფლიო დღეს არაა მშვიდობიანი და მშვიდი. ჩინეთმა და აშშ-მა ერთად უნდა შეუწყონ ხელი საერთაშორისო სტაბილურობას“, – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის განცხადებაში. ცნობსითვის, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები დაძაბულია ტაივანისა და რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო.  

აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად

შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს თავდაცვა ჩინეთისა და რუსეთის მზარდი საფრთხეების წინაშე, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიაშია ნათქვამი. ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში ჩინეთი მთავარ გლობალურ კონკურენტად არის მოხსენიებული. ოსტინის თქმით, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, თუმცა „რუსეთს არ შეუძლია, სისტემატურად გამოიწვიოს აშშ გრძელვადიან პერსპექტივში“. „მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის მიხედვით, რუსეთი რჩება „მწვავე საფრთხედ“ აშშ-სთვის, მოხდა მისი „აბსოლუტური შეკავება NATO-ზე თავდასხმისგან", განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა CNN-ის ცნობით. „ჩინეთი არის შეერთებული შტატების „ძირითადი გამოწვევა", რადგან ის არის ერთადერთი კონკურენტი, რომელსაც აქვს განზრახვა და მზარდი შესაძლებლობა, სისტემატიურად დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს“, - განაცხადა თავდაცვის მეორე მაღალჩინოსანმა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ავითარებს შესაძლებლობებს, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში და გლობალურად, დეპარტამენტი ამ ქვეყანას განიხილავს, როგორც ძირითად გამოწვევად და არა ძირითად საფრთხედ“, - განმარტა თავის მხრივ, პენტაგონის წარმომადგენელმა.

ჩინეთმა ორბიტაზე ახალი თანამგზავრი გაუშვა

ჩინეთმა ორბიტაზე ახალი თანამგზავრი გაუშვა და განაცხადა, რომ ის ძირითადად გამოყენებული იქნება ახალი ტექნოლოგიების ტესტირებისთვის. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. სატელიტი (Shiyan-20 C) 29 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით, 9:01 საათზე (0101 GMT), ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთით მდებარე ცენტრ Jiuquan-დან გაუშვეს. კოსმოსური ხომალდი ახალი ტექნოლოგიების ტესტირებას უზრუნველყოფს, მაგალითად, როგორიცაა, კოსმოსური გარემოს მონიტორინგი.  

ენტონი ბლინკენი ჩინელ კოლეგას, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა განიხილა კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობების პასუხისმგებლობით წარმართვის აუცილებლობა. მდივანმა ბლინკენმა ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას ემუქრება. 2022-07-10 10:52:00 ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა შეგახსენებთ, ივლისში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა.  New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ. აღნიშნული იყო, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა.  ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.

უკრაინა: რუსეთის ძალებმა, ნიკოლაევის პორტში ჩინეთის საზღვაო ტერმინალი გაანადგურეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთმა ნიკოლაევის საზღვაო პორტში, ჩინური კორპორაციის მიერ დაქირავებულ ტერმინალზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად $26 მილიონის ღირებულების 17,000 ტონა მზესუმზირის ზეთი განადგურდა. მისივე თქმით, ჩინეთის მიერ იჯარით აღებული კიდევ ერთი ტერმინალი ასევე დაბომბვის საფრთხის ქვეშ რჩება. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩინურ მხარეს, მოსკოვს მომხდარზე პასუხი მოსთხოვოს, ასევე მოუწოდოს, რომ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტოს“, - აცხადებს ოლეგ ნიკოლენკო.   

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა

Reuters-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ოლაფ შოლცი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს.  Reuters-ის ცნობით, ოლაფ შოლცი და სი ძინპინი შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელებენ.  ვიზიტამდე გერმანიის კანცლერმა Deutsche Welle-ს განუცხადა, რომ სი ძინპინთან მოლაპარაკების მთავარი თემა გერმანიასა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალური სასურსათო კრიზისი და კლიმატის ცვლილება იქნება.  გერმანიის კანცლერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩინეთში ჩავიდა. შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.   

ოლაფ შოლცმა ჩინეთში ვიზიტისას ტაივანის საკითხზე ისაუბრა

გერმანიის კანცლერი და ჩინეთის პრეზიდენტი პირობას დებენ, რომ გლობალური მშვიდობისთვის იმუშავებენ. ამის შესახებ Anadolu წერს. შოლცი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პეკინს მას შემდეგ ეწვია, რაც სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამედ აირჩიეს. ჩინეთში ეს მისი პირველი ვიზიტია კანცლერის რანგში. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შოლცის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ორ მხარეს შორის ურთიერთგაგებასა და ნდობას და გააღრმავებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ასევე შესაძლებლობას მისცემს მხარეებს, ორმხრივი კავშირების გაძლიერება , დაგეგმონ. „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აჩვენებს, რომ ვიდრე მხარეები ერთმანეთის პატივისცემის პრინციპებს იცავენ, ეძებენ საერთო ბაზისებს განსხვავებების მიუხედავად და განაგრძობენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, ორმხრივი კავშირები მთლიანობაში სწორი მიმართულებით გაგრძელდება და სტაბილური პროგრესი მიიღწევა“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს თავის მხრივ, Reuters-ის ცნობით, დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა, რომ მან ტაივანის საკითხი წამოჭრა. „აშშ-ს და სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენ ვემხრობით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. მაგრამ მე თანაბრად მკაფიოდ განვაცხადე, რომ ტაივანის სტატუს კვოს ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს მშვიდობიანი ან ურთიერთშეთანხმებით“, - განაცხადა შოლცმა. „ისტორიული ინფლაციისა და გერმანიაში მოსალოდნელი რეცესიის ფონზე, შოლცი შეეცდება, ხაზი გაუსვას ჩინეთთან თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას. მის ვიზიტს ევროკავშირისა და გერმანიის სამთავრობო კოალიციის შიგნით, ძირითადად მწვანეთა პარტიისა და ლიბერალების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა“, - წერს Reuters-ი.

ტაივანი აცხადებს, რომ კუნძულის გარშემო ჩინეთის თვითმფრინავებისა და ხომალდების გადაადგილებას აკონტროლებს

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კუნძულის გარშემო 44 ჩინური თვითმფრინავი, ოთხი ხომალდი და ორი სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირა. მისივე განმარტებით, ჩინეთის საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებს ელექტრონული თვალთვალის ხელსაწყოები, საპატრულო თვითმფრინავები, გემები და სახმელეთო სარაკეტო სისტემები აკონტროლებდნენ. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს. თურქულ მედიასაშუალებას ჩინეთის პოზიცია და დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. ჩინელი ხალხის გადასაწყვეტია ტაივანის საკითხის გადაჭრა და ჩინეთი არასოდეს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე, თუმცა იბრძოლებს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, ამის შესახებ პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტიის შეხვედრაზე, 15 ოქტომბერს განაცხადა. აშშ-ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელი: ამერიკის არმია მზად უნდა იყოს, უპასუხოს ჩინეთის პოტენციურ შეჭრას ტაივანში „ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ, უდიდესი გულწრფელობით და საუკეთესო ძალისხმევით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა“, - განაცხადა სი ძინპინმა მმართველი კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას. პეკინსა და ტაიბეის შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა აგვისტოში მას შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.  ტაივანმა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, განაცხადა, რომ თავის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, უკან არ დაიხევს. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

Financial Times: დასავლეთის სანქციების ფონზე, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

ზაფხულში, ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, აგრესორის ვაჭრობა ბლოკთან - 43%-ით შემცირდა, მაგრამ ჩინეთმა პირველი ადგილი დაიკავა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო პარტნიორებს შორის. ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ - Bloomberg ამის შესახებ Financial Times-ი გერმანიის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის გათვლებზე დაყრდნობით იუწყება. ივნის-აგვისტოში რუსეთის საქონლის იმპორტი წინა წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა, რის შედეგადაც იმპორტში $4,5 მილიარდის უფსკრული გაჩნდა. „უპირველეს ყოვლისა, ვარდნა გამოიწვია ევროკავშირთან ვაჭრობის 43%-ით შემცირებამ, რაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბლოკის სანქციებმა განაპირობა. ამ ფონზე რუსეთის ვაჭრობა ჩინეთთან 23%-ით გაიზარდა, რაც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად აქცევს“, - წერს Financial Times-ი.  

სი ძინპინი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას გეგმავს

ჩინეთი, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, ჯარის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას აპირებს. მედიის ცნობით, სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება. „ჩინეთი გააძლიერებს თავისი არმიის წვრთნასა და მომზადებას ნებისმიერი ომისთვის“, - განაცხადა სი ძინპინმა. ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი მისივე თქმით, „ჩინეთის უსაფრთხოება სულ უფრო გაურკვეველი და არასტაბილური ხდება“. NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის  

Reuters: პეკინი, მოსკოვის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკით უკმაყოფილოა

კამბოჯაში, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კეჩიანმა განაცხადა, რომ პეკინი მისი სტრატეგიული პარტნიორის რუსეთის ბირთვული რიტორიკით უკმაყოფილოა. აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ჩინეთის პრემიერმა, უკრაინასთან მიმართებით ჩინეთის პოლიტიკაზე ვრცლად ისაუბრა. „ლი კეჩიანგმა მკაფიო აქცენტი გააკეთა სუვერენიტეტზე, ბირთვული საფრთხეების უპასუხისმგებლობაზე. ამასთან უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება არ მოხდეს ისე, როგორც ზოგიერთმა მიანიშნა“, - განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოს ანონიმურობის პირობით. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ „პეკინი უკმაყოფილოა და გრძნობს დისკომფორტს, რუსეთის მხრიდან დაუფიქრებელი რიტორიკისა და აქტივობის თვალსაზრისით“, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ტექნიკურად ჩინეთის პარტნიორია. „ვფიქრობ, ასევე უდავოა, რომ ჩინეთი ალბათ გაკვირვებულიცაა და გარკვეულწილად დარცხვენილიც კი რუსეთის ომის მიმდინარეობით,” - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დღეს, აღმოსავლეთ აზიის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდება. მანამდე ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას ეწინააღმდეგება.    

ჯო ბაიდენი დღეს სი ძინპინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდება.  ”ვფიქრობ, უდაოა, რომ ჩინეთი, ალბათ, გაკვირვებულიც არის და ცოტათი შერცხვენილიც რუსული სამხედრო ოპერაციების წარმართვით”, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ხვალ იწყება, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება.   

ჯო ბაიდენი სი ძინპინს ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ხვდება. BBC წერს, რა განცხადება გააკეთა ჩინეთის ლიდერმა შეხვედრისას. „ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს ონლაინ ზარების საშუალებით, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას“, - განაცხადა სი ძინპინმა. „ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გაკვეთილებიც ვისწავლეთ. ისტორია საუკეთესო სახელმძღვანელოა, ამიტომ, ისტორია სარკედ უნდა მივიღოთ. ამჟამად აშშ-ჩინეთის ურთიერთობა არის განვითარების ეტაპზე და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ მასზე… როგორც ორი ძირითადი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისა და ამაღლებისთვის“, - განაგრზო ჩინეთის ლიდერმა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ხმამაღლა ისაუბრებს ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას. ბაიდენმა ასევე დაგმო რუსეთის „სასტიკი და გაუმართლებელი“ შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები. გარდა ამისა, მოუწოდა მიანმარის სამხედრო მმართველებს, დაიცვან სამშვიდობო გეგმა, რომელსაც  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) მიაღწიეს. „რაც შეეხება ჩინეთს, ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ „აშშ ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს და უზრუნველყოფს იმას, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ვიდრე სხვა პარტნიორებთან. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ხვალ იწყება, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჯო ბაიდენი დღეს სი ძინპინს შეხვდება G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.

ჩინეთმა, რუსული ნავთობის შესყიდვები შეამცირა

ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დეკემბრიდან, რუსული ნავთობის შესყიდვებს ამცირებენ. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Financial Times: დასავლეთის სანქციების ფონზე, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა ნავთობით მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხმარებლებმა შეიძინეს ESPO-ს ციმბირის ნავთობის ბრენდი, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მილსადენით (ESPO) მიეწოდება. ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ - Bloomberg წყაროებმა ასევე თქვეს, რომ ჩინური საწარმოები მიწოდებისას იხდიდნენ უფრო დაბალი პრემიას, ვიდრე, მაგალითად, ორი კვირის წინ. დამოუკიდებელმა ქარხნებმა გადაწყვიტეს, რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებების დაზღვევა, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ დაიწყოს და ალტერნატიული მიწოდება ბრაზილიიდან და დასავლეთ აფრიკიდან გაზარდეს. ჩინურმა საწარმოებმა, ეს ნაბიჯი იმის მიუხედავად გადადგეს, რომ ამ ქვეყნებიდან ნავთობი უფრო მაღალ ფასად იყიდება. სახელმწიფო საწარმოებმა ასევე დაიწყეს ნაკლები რუსული ნავთობის ყიდვა, რათა წინა ორი თვის განმავლობაში საწვავის დიდი მარაგების შესყიდვის შემდეგ, სანქციების რისკი თავიდან აიცილონ.  ოქტომბერში ჩინეთმა, დღეში 235,000-340,000 ბარელი რუსული ნავთობი გადაზიდა.  Vortexa-ს ანალიტიკოსი ემა ლი აღნიშნავს, რომ ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია. მისი თქმით, რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის 85 პროცენტი სახელმწიფო კომპანიებზე მოდის, რაც სამჯერ აღემატება მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ინდოეთმა, რომელიც რუსული ნავთობის მეორე მთავარი იმპორტიორია, შესაძლოა, საერთოდ უარი თქვას რუსული ნავთობის შეძენაზე. ამის მიზეზი შესაძლოა, ტვირთის მაღალი ხარჯები გახდეს, ამ შემთხვევაში ქვეყანა აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან დაიწყებს ნავთობის იმპორტს.  

სი ძინპინი ბაიდენს: როგორც დიდი ქვეყნების ლიდერებმა, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სწორი კურსი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ხვდება. BBC წერს, რა განცხადება გააკეთა ჩინეთის ლიდერმა შეხვედრისას. „ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს ონლაინ ზარების საშუალებით, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას“, - განაცხადა სი ძინპინმა. „ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გაკვეთილებიც ვისწავლეთ. ისტორია საუკეთესო სახელმძღვანელოა, ამიტომ, ისტორია სარკედ უნდა მივიღოთ. როგორც ორი დიდი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისა და ამაღლებისთვის“, - განაგრძო ჩინეთის ლიდერმა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ხმამაღლა ისაუბრებს ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას. ბაიდენმა ასევე დაგმო რუსეთის „სასტიკი და გაუმართლებელი“ შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები. გარდა ამისა, მოუწოდა მიანმარის სამხედრო მმართველებს, დაიცვან სამშვიდობო გეგმა, რომელსაც  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) მიაღწიეს. „რაც შეეხება ჩინეთს, ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ „აშშ ღიად ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს და უზრუნველყოფს იმას, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ვიდრე სხვა პარტნიორებთან. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ სამიტზე, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჯო ბაიდენი დღეს სი ძინპინს შეხვდება სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ვართ ჩინეთს ფოკუსში, მათ აინტერესებთ უკრაინის მომავალი

ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან თანამშრომლობა, ამიტომაც მათ სამომავლოდ აქვთ გარკვეული ინტერესები უკრაინასთან მიმართებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „უკრაინასა და ჩინეთს შორის, ომამდე ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ჩინეთის ფოკუსში. სტრატეგიულად ისინი გვხედავენ ფოკუსში. ეს უკავშირდება ბიზნესსა და ნედლეულს. რაც შეეხება ჩვენს სოფლის მეურნეობას, მათთვის ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი ვართ. ჩინეთისთვის საინტერესოა კომპლექსური აგროწარმოება და ამ მიმართულებით სიმძლავრეების ზრდა. ჩინეთს ბევრი რამ აინტერესებს უკრაინაში. დამიჯერეთ, საელჩოს დონეზე მათ აქვთ ჩვენთან კომუნიკაცია და მუდმივად ამბობენ, რომ ყველაფერს ადევნებენ თვალყურს. მათ აინტერესებთ უკრაინის მომავალი“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ფხენიანიდან ნასროლი რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი ბალისტიკური რაკეტა, იაპონიის ეკონომიკურ ზონის აკვატორიაში, ჰოკაიდოს დასავლეთით ზღვაში ჩავარდა. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.  იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ იაპონური თვითმფრინავებისა ან გემების დაზიანების შესახებინფორმაციას არ ფლობს. 18 ნოემბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ DPRK-მ აღმოსავლეთის მიმართულებით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფხენიანიდან ნასროლმა რაკეტამ დაახლოებით ათას კილომეტრზე იფრინა. სეულში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.  

ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესს

ჩინეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან აქვს კარგი ორმხრივი ურთიერთობა და პეკინი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. ელჩის თქმით, ჩინეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან აქვს კარგი ორმხრივი ურთიერთობა. „ჩინეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესს და ის აქამდე, არასდროს ყოფილა ამ პროცესების პირდაპირი მონაწილე. ჩინეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან აქვს კარგი ორმხრივი ურთიერთობა. იმედი გვაქვს, რომ ნებისმიერი დავა მშვიდობიანი გზით მოგვარდება. მშვიდობა არის განვითარების საფუძველი. მშვიდობის გარეშე განვითარება ვერ გვექნება“, - განაცხადა ელჩმა. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

ელჩი: ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ჩინეთის ელჩის განცხადებით, „პეკინი ახორციელებს დამოუკიდებელ და სუვერენულ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკას, საკუთარ პოზიციას და პოლიტიკას მუდამ საქმის არსებითი ვითარებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, იცავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს, საერთაშორისო მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას“. „ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის დაცვა და საერთო განვითარების ხელშეწყობა. ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანა განურჩევლად სიდიდისა, სიძლიერისა თუ სიმდიდრისა, თანასწორუფლებიანია. ჩინეთი პატივს სცემს ქვეყნების მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზასა და სოციალურ წყობას. იგი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებს.  ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა. განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები ჩინეთის საგარეო პოლიტიკის საფუძველია. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებადი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას. გლობალური განვითარების ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ განვითარების პროცესს არცერთი ქვეყანა და არცერთი ერი არ უნდა გამოაკლდეს“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.  მისივე თქმით, ჩინეთი მზადაა, გაუზიაროს საქართველოს სახელმწიფო მმართველობისა და მოდერნიზაციის კუთხით დაგროვილი დიდი გამოცდილება.  „ჩინეთი გააგრძელებს პასუხისმგებელი დიდი ქვეყნის როლის შესრულებას, ხელს შეუწყობს გლობალური განვითარების ინიციატივის ყოველმხრივ განხორციელებას, აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო თანამშრომლობაში, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმუშავებს მაღალი დონის პარტნიორობის შესაქმნელად და მისი სწორი მიმართულებით გასავითარებლად, ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და განვითარების ახალი ეპოქის დადგომას“. ჩინეთი და საქართველო ორივე განვითარებადი ქვეყანაა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ჩართულობას გლობალური განვითარების ინიციატივაში, რათა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობამ მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ორ ერს. ჩინეთი, რომელიც მუდამ მოდერნიზაციისკენ მიდის, მთელი მსოფლიოსთვის აუცილებლად ბევრ ახალ შესაძლებლობას შექმნის და საერთაშორისო თანამშრომლობას მეტ იმპულსს შესძენს. იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კაცობრიობის პროგრესში. ჩინეთი მზადაა, გაუზიაროს საქართველოს სახელმწიფო მმართველობისა და მოდერნიზაციის კუთხით დაგროვილი დიდი გამოცდილება. ჩვენ ხელს შევუწყობთ იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდეს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

ელჩი: ჩინეთი კონფლიქტის რომელიმე მხარეს შეიარაღებით რომ დაეხმაროს, კრიზისზე კრიტიკულ ზეგავლენას მოახდენს

ჩინეთი კონფლიქტის რომელიმე მხარეს შეიარაღებით რომ დაეხმაროს, კრიზისზე კრიტიკულ ზეგავლენას მოახდენს. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ჩინეთს კონფლიქტის არც ერთი მხარისთვის არ აღმოუჩენია სამხედრო დახმარება. „ზოგიერთი ქვეყანა იარაღის ექსპორტით ცდილობს გარკვეულ საკითხებზე ზეგავლენის მოხდენას. ჩინეთი არასდროს ახორციელებს იარაღის ექსპორტს კონფლიქტის ზონებში. ეს არის ჩვენი მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. ვინც სამხედრო საკითხებით არის დაინტერესებული, გეცოდინებათ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჯუხაევში ჩატარდა გამოფენა, სადაც ჩინეთმა თავისი მოწინავე სამხედრო ტექნიკა წარმოადგინა. ჩინეთს ამ სფეროში იმდენად დიდი პროგრესი აქვს, რომ კონფლიქტის რომელიმე მხარეს შეიარაღებით რომ დაეხმაროს, ეს კრიზისზე კრიტიკურ ზეგავლენას მოახდენს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კრიზისის დაწყების შემდეგ, ჩინეთს კონფლიქტის არც ერთი მხარისთვის არ აღმოუჩენია სამხედრო დახმარება. ერთადერთი - უკრიანას გავუწიეთ ჰუმანიტარული დახმარება“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა. მისივე თქმით, ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებს.  „ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინპინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა. სი ძინპინგმა გერმანიის კანცლერთან და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ ისაუბრა უკრაინის საკითხზე, რა დროსაც მან წამოაყენა რეკომენდაცია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ოთხი მიმართულებით ერთობლივად უნდა იმუშაოს. პირველ რიგში, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების ყველა მცდელობას, მოუწოდოს შესაბამის მხარეებს, გამოიჩინონ გონივრულობა და თავშეკავება, რაც შეიძლება მალე დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი, რათა შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების აღსადგენად. მეორე, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთობლივად უნდა შეეწინააღმდეგოს ბირთვული იარაღის გამოყენებას ან გამოყენების მუქარას, არ უნდა დაუშვას ბირთვული იარაღის გამოყენება, რადგან ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს. მესამე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს გლობალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა, ერთობლივად უნდა აღმოფხვრას ენერგეტიკის, სურსათის და სხვა მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაში შექმნილი დაბრკოლებები და ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის აღდგენას. მეოთხე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს ზამთრის პერიოდში კრიზისულ ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება, უნდა გაუმჯობესდეს ჰუმანიტარული პირობები, თავიდან უნდა ავიცილოთ უფრო მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისები. სი ძინპინგმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთი გლობალური და კომპლექსური კრიზისის პირობებში, როგორიცაა უკრაინის კრიზისი, სამ რამეზე განსაკუთრებით ღირს დაფიქრება: პირველი, კონფლიქტებსა და ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ; მეორე, რთული პრობლემის მარტივად გადაწყვეტის გზა არ არსებობს; მესამე, აუცილებელია დიდ ქვეყნებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილება. ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენას და იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები, NATO და ევროკავშირი რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

ჩინეთში, ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, ქალაქ ანიანში ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 63 სახანძრო მანქანა მუშაობდა როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე დაკარგულად, ორი ადამიანი ითვლება. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

ჩინეთში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დახურეს

პეკინში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დაიხურა. ბოლო 24 საათში ჩინეთის დედაქალაქში, "კორონავირუსით" სამი ადამიანი გარდაიცვალა.  გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტშია. რაც შეეხება პეკინს, აქ გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.  

კატარმა ჩინეთთან, თხევადი გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

კატარის ნავთობისა და გაზის კომპანია QatarEnergy-მა და ჩინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Sinopec-მა გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კატარი ჩინეთში, თხევადი გაზის ექსპორტს დაიწყებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ხელშეკრულების თანახმად, QatarEnergy ჩინეთს ყოველწლიურად 4 მილიონი ტონა თხევად გაზს 27 წლის განმავლობაში მიაწვდის. „გრძელვადიანი გარიგებები მნიშვნელოვანია როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის“, - განაცხადა QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა საად ალ-ქააბიმ. QatarEnergy აღნიშნავს, რომ ეს Sinopec-სთან, ჩინეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე, მეორე გრძელვადიანი შეთანხმება.  პირველი ხელშეკრულება კატართან, ჩინეთისთვის 2 მილიონი ტონა LNG-ის მიწოდებაზე, 2021 წლის მარტში 10 წლის ვადით გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ კატარი ამჟამად, სპარსეთის ყურეში ჩრდილოეთ ველის აღმოსავლეთის გაზის საბადოზე წარმოების გაფართოებაზე მუშაობს. საბადოს ნაწილი ირანის საკუთრებაა.  

ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, გასულ დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 39 506 შეადგინა, ხოლო ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინშია გამოვლენილი. ცნობისთვის, ჩინეთში მოქალაქეებმა კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს, ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.  

ჩინეთის პოლიციამ BBC-ის ჟურნალისტი დააკავა

BBC-ის ჟურნალისტი ედ ლოურენსი ჩინეთის პოლიციამ, შანხაიში ჩინეთის „კოვიდ-პოლიტიკის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში Covid-ის შეზღუდვების წინააღმდეგ. ლოურენსი რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. BBC-მ განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ ჟურნალისტის მიმართ მოპყრობით. თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლებამ განმარტა, რომ ჟურნალისტს თავი მედიის წარმომადგენლად არ წარუდგენია.

ნიდერლანდების სპეცსამსახურები: ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან საფრთხეები იზრდება

რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო მეტად ემუქრებიან ნიდერლანდების უსაფრთხოებას და ეს დიდწილად ისეთი საერთაშორისო მოვლენების შედეგია, როგორიცაა უკრაინის ომი. ამის შესახებ ნიდერლანდების უსაფრთხოების სამსახურების AIVD-ისა და MIVD-ის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ ნიდერლანდები „მიმზიდველი სამიზნეა ჯაშუშური საქმიანობისთვის". ეს ნაწილობრივ განპირობებულია ნიდერლანდებში „ენერგორესურსების ტრანზიტისთვის მიწისქვეშა მილების“, „მაღალ განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურის“ და „კომპანიებისა და ინსტიტუტების მაღალი ხარისხის ცოდნით“. მოხსენების თანახმად, ნიდერლანდების ეკონომიკის უსაფრთხოებას, სულ უფრო მეტად ემუქრება საფრთხეები. ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს უქმნის ნიდერლანდებში განათლების სფეროს უსაფრთხოებას. ჩინეთი, რომელიც სამსახურების თქმით, არის მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორი მრავალ სფეროში, იყენებს როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ მეთოდებს ტექნოლოგიების მოსაპოვებლად. „ცოდნის ქურდობა და ინფორმაციის გაჟონვა შეიცავს არასასურველი სამხედრო გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რისკს“, - ნათქვამია მოხსენებაში. სამსახურები ასევე აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნების ჩარევა კვლავ საფრთხეს უქმნის ნიდერლანდების სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას და ამ შემთხვევაში ძირითადად რუსეთზე მიუთითებენ. მაგალითად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იყენებს ევროპის დამოკიდებულებას გაზზე, რათა ეკონომიკური დარტყმა მიაყენოს ქვეყნებს და გამოიწვიოს სოციალური არეულობა. მოხსენების თანახმად, უკრაინის ომი არის „წყალგამყოფი რუსეთს, ნიდერლანდებსა და მოკავშირეებს შორის“. MIVD-ის დირექტორი იან სვილენსი აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ GRU-მ გასულ წელს ნიდერლანდებში ფიზიკური პირებისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების როუტერები გატეხა.  

რიში სუნაკი: დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა.  მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს ახლა ესაჭიროება, რომ ოცნების ასრულებაზე ფიქრები, კონკურენტების მიმართ „მტკიცე პრაგმატიზმით“ ჩაანაცვლოს. რიში სუნაკი ჩინეთში BBC-ის ჟურნალისტის დაკავების საკითხსაც შეეხო. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩინეთი სისტემურ გამოწვევას უქმნის ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს, გამოწვევა, რომელიც უფრო მწვავე ხდება, როდესაც ის უფრო დიდი ავტორიტარიზმისკენ მიიწევს“, - აღნიშნა სუნაკმა. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის ურთიერთობების ოქროს ეპოქა დასრულებულია, გულუბრყვილო იდეასთან ერთად, რომ მეტი ვაჭრობა დასავლეთთან გამოიწვევს ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას. „ოქროს ხანა“ დასრულდა, ისევე, როგორც „მიამიტური იდეა“, რომ დასავლეთთან ვაჭრობის ზრდა ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას გამოიწვევდა. არ შეიძლება ჩინეთის გლობალური მნიშვნელობის უგულებელყოფა ისეთ საკითხებში, როგორიცაა გლობალური ეკონომიკური სტაბილურობა და კლიმატური ცვლილებები", - განაცხადა სუნაკმა. ამასთან, რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი იმუშავებს თავის მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-სთან, კანადასთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან ამ მწვავე კონკურენციის სამართავად.  

Financial Times: Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ ჩინეთი დატოვა

Alibaba-ს დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეკ მამ ჩინეთი დატოვა და თითქმის ნახევარი წელია ტოკიოში ცხოვრობს. ამის შესახებ Financial Times-ი ერთ დროს უმდიდრესი ბიზნესმენის ადგილსამყოფელის შესახებ, წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გაზეთი წერს, რომ ჯეკ მამ ჩინეთი „ქვეყნის ტექნოლოგიურ სექტორსა და მის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენებზე პეკინის მუდმივი ზეწოლის ფონზე“ დატოვა. წყაროების თქმით, მა იაპონიაში ოჯახთან, პირად შეფთან და მცველებთან ერთად გაემგზავრა. გაზეთი წერს, რომ ბიზნესმენი დაბალ პროფილს ინარჩუნებს, დადის ტოკიოში კერძო კლუბებში, და „დროის გასატარებლად“ აკვარელში ხატვა დაიწყო. FT-ის ცნობით, მა სტუმრობს ტოკიოს ცხელ წყაროებსა და სათხილამურო კურორტებს და რეგულარულად მოგზაურობს აშშ-სა და ისრაელში. ჯეკ მამ დიდწილად შეწყვიტა საზოგადოებაში გამოჩენა მას შემდეგ, რაც შანხაიში 2020 წლის ოქტომბერში გამართულ კონფერენციაზე, ჩინეთის რეგულატორები გააკრიტიკა და სახელმწიფო ბანკები „ლომბარდის მენტალიტეტში“ დაადანაშაულა. ამის შემდეგ ჩინელმა ფინანსურმა მარეგულირებლებმა მა გასაუბრებაზე დაიბარეს. 2021 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ Alibaba, ანტიმონოპოლიური დარღვევისთვის რეკორდული $2,8 მილიარდით დააჯარიმა.   

ჩინეთი თურქეთს და ისრაელს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სირიაზე შეტევა“

ჩინეთი მოუწოდებს თურქეთსა და ისრაელს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები სირიაზე“, ამის შესახებ მედია გეროში ჩინეთის წარმომადგენლის მოადგილეზე დაყრდნობით წერს.  „ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სირიაში უსაფრთხოების ვითარება კვლავ არასტაბილურია. თურქეთმა განახორციელა საჰაერო თავდასხმები სირიაზე და გამოაცხადა, რომ განახორციელებს სახმელეთო ოპერაციას სირიის წინააღმდეგ. ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის წინააღმდეგაც გაგრძელდა", - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა. ერდოღანი: თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება  

რუსეთისა და ჩინეთის ავიაგამანადგურებლებმა, წყნარი ოკეანის რეგიონში ერთობლივი პატრულირება განახორციელეს

რუსეთისა და ჩინეთის ავიაგამანადგურებლებმა, იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების აკვატორიაზე, წყნარი ოკეანის რეგიონში  ერთობლივი პატრულირება განახორციელეს.  ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, რუსული სარაკეტო მატარებლების ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით რვა საათს გაგრძელდა. „რუსეთის კოსმოსური ძალების Su-30SM-ისა და Su-35S-ის ტიპის თვითმფრინავები უზრუნველყოფდნენ საჰაერო ჯგუფის გამანადგურებელ ესკორტს“, - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში. როგორც უწყებამ აღნიშნა, ერთობლივი საჰაერო პატრულირების დროს, რუსული თვითმფრინავი ჩინეთის აეროდრომზე, ხოლო ჩინური რუსეთის აეროდრომზე პირველად დაეშვა.  

Financial Times: ჩინური კომპანიები გეოპოლიტიკური რისკების გამო, სინგაპურში გადადიან

გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 500-მა ჩინურმა კომპანიამ ფარულად შეცვალა რეგისტრაციის ადგილი ან გახსნა ოფისები სინგაპურში, რათა პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, მზარდი გეოპოლიტიკური რისკი თავიდან აიცილოს.  ამის შესახებ Financial Times იტყობინება. „ჩინური ბიზნესის დარეგისტრირება სინგაპურში არ არის ახალი ფენომენი, მაგრამ ბანკირები განმარტავენ, რომ ახლა ჩქარობენ ჩინური ჯგუფების კომპანიებიდან ჰოლდინგების შექმნას, რათა თავიანთი ბიზნესი, მომავალში აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის გამო, შესაძლო, რისკებისგან დაიცვან“, - წერს გამოცემა.  ავსტრალიაში რეგისტრირებული ჩინური კომპანიების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან სინგაპური ბიზნესის წარმოშობის ქვეყანას თავის საჯარო სტატისტიკაში არ ასახელებს. ერთ-ერთი ფირმის შიდა კვლევის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ სინგაპურში წელს 500-ზე მეტი ახალი ჩინური კომპანია შეიქმნა, რაც წინა წლებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.  „მოსალოდნელია, რომ სინგაპური ისარგებლებს ამ ტენდენციით, რადგან ცდილობს გლობალურ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.  სექტემბერში მან გადაუსწრო ჰონგ კონგს, როგორც აზიის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრს და მესამე ადგილი დაიკავა ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ, მსოფლიო ფინანსური ცენტრების ინდექსის მიხედვით.  

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს NATO-ს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ითქვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს ეგიდით საერთაშორისო მისიებში და მზად არის, მომავალშიც დადგეს NATO-ს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მხარი დაუჭიროს ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და NATO-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში ჯოზეფ ბილბო ესწრებოდნენ.

ყაზახეთი ჩინეთთან საზღვარზე, კიდევ ერთი სარკინიგზო გადასასვლელის გახსნას გეგმავს

ყაზახეთი ჩინეთთან მესამე სარკინიგზო გადასასვლელის გახსნის საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა - ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა, ყაზახეთისა და რუსეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.  მისი თქმით, სატრანზიტო ტვირთების შემდგომი გაზრდის მიზნით, მუშავდება ყაზახეთსა და ჩინეთს შორის მესამე სარკინიგზო გადასასვლელის გახსნის საკითხი აბაის რეგიონის ურძჰარის რაიონში ბახტის რეგიონში, სადაც ახალი სარკინიგზო ხაზი და საზღვრის გადაკვეთის ტერმინალი აშენდება. ჟუმანგარინმა აღნიშნა, რომ ყაზახეთში ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს 5 საერთაშორისო სარკინიგზო და 8 საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი. აქედან 3 სარკინიგზო და 6 საგზაო დერეფანი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამავალ დერეფნებთანაა სინქრონიზებული.  

სი ძინპინი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრა ევროპისა და ევრაზიის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესებშია

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მოლაპარაკების დროს, უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს ევრაზიის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესებშია". „უკრაინის კრიზისის (ომი - რედ.) პოლიტიკური გზით გადაჭრა ევროპისა და ევრაზიის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესებშია“, - განაცხადა ხუთშაბათს სი ძინპინმა პეკინში მიშელთან შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, მიშელმა სი ძინპინს  განუცხადა, რომ ევროკავშირი ელის, ჩინეთი თავის წვლილს შეიტანს რუსეთის მხრიდან სასტიკი ნგრევისა და ოკუპაციის დასრულებაში. Euronews-ის ცნობით, შეხვედრა პეკინში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ასევე შეეხო ადამიანის უფლებებს, ტაივანს, სავაჭრო ურთიერთობებს და კლიმატის ცვლილებას. მოვუწოდე პრეზიდენტ სი ძინ პინს, როგორც ეს გავაკეთეთ აპრილში ევროკავშირის ჩინეთის სამიტზე, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე გაეროს წესდების პატივისცემის მიზნით“, - განაცხადა მიშელმა პრესკონფერენციაზე.    

ევროპულ ბაზრებზე წვდომის მიზნით, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი გზის მშენებლობას გეგმავენ

უზბეკეთი, ყირგიზეთთან და ჩინეთთან ერთად, გზის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს. ამის შესახებ აზერბაიჯანში უზბეკეთის ელჩის მრჩეველმა მაჰამაჯონ ბოტრალიევმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს უზბეკეთმა 2026 წლამდე განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ახალი ინიციატივის განხორციელება იგეგმება. „ასევე, ამ სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვა. უზბეკეთის ეკონომიკაში მთავარი ინვესტორები არიან რუსეთი, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ტექსტილისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში განხორციელდა“, - განაცხადა მაჰამაჯონ ბოტრალიევმა.   

ჩინელი ასტრონავტები „წარმატებული“ ექვსთვიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ - Reuters

ჩინელი ასტრონავტების ეკიპაჟი ჩინურ კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიანი მისიის შემდეგ 4 დეკემბერს დედამიწაზე დაბრუნდა. იუწყება ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი. სამმა ასტრონავტმა, რომლებიც კოსმოსური სადგურის მშენებლობის ბოლო, გადამწყვეტ პერიოდს მეთვალყურეობდნენ, განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობენ.  კოსმოსური სადგურის აგება ნოემბერში დასრულდა. კოსმოსური სადგური ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური პროგრამის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რომელიც პირველად, 1992 წელს დამტკიცდა. სადგურის მშენებლობა გასული წლის აპრილში დაიწყო.  

სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და საუდის არაბეთმა სტრატეგიული ურთიერთნდობა გააძლიერეს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ და საუდის არაბეთმა „გააძლიერეს სტრატეგიული ურთიერთნდობა“. სი ძინპინი რიადში ჩავიდა ჩინეთი-არაბული სახელმწიფოების პირველ სამიტზე დასასწრებად. სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტს მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის მიწვევით განახორციელებს. „ვიზიტის დროს „აზრების სიღრმისეულ გაცვლა“ მოხდება. სი ძინპინი მეფე სალმანთან და მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს, რათა ერთობლივად დასახონ ჩინეთ-საუდის ურთიერთობების კურსი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთ-არაბული ქვეყნების პირველ სამიტსა და ჩინეთი-ყურის თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობას და ლიდერებთან მუშაობას, რათა ჩინეთის ურთიერთობები ქვეყნებთან ახალ სიმაღლეზე მიიყვანოს“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყება.  ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი სამი თვის შემდეგ ხორციელდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეწვია ერ-რიადს ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის ომით უკრაინასთან. სი ძინპინის ბოლო ვიზიტი საუდის არაბეთში 2016 წელს შეგდა.  

აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია ჩინეთს ეწვევა

აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია მომავალ კვირას ეწვევა ჩინეთს, რათა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი მოამზადოს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. აშშ-ის განცხადება მოჰყვა თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირის კომენტარს, რომ ჩინეთს მოკლევადიან პერსპექტივაში სურს სტაბილური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რადგან ის შიდა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში დანიელ კრიტენბრინკი და ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსი დირექტორი ლორა როზენბერგერი 11-14 დეკემბერს გაემგზავრებიან ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერები G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. ორმა ლიდერმა პირობა დადო, რომ უფრო გახშირდება კომუნიკაცია ადამიანის უფლებებთან, რუსეთის შეჭრასთან და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ორ ქვეყანას შორის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვასთან დაკავშირებით და ასევე, თანამშრომლობის პოტენციური სფეროების შესასწავლად. ამასთან, ასევე საფუძველს ჩაუყრის ბლინკენის ვიზიტს.

აშშ-ში, ალაბამის შტატის გუბერნატორმა ოფიციალურ პირებს TikTok-ის გამოყენება აუკრძალა

აშშ-ის ალაბამის შტატის გუბერნატორმა ქეი აივიმ ოფიციალურ პირებს სოციალური ქსელის TikTok-ის გამოყენება აუკრძალა, სავარაუდოდ, ჩინეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის გამო. ალაბამის გუბერნატორი აქვეყნებს მემორანდუმის ფოტოს, რომელსაც მან მოაწერა ხელი. მასში მითითებულია, რომ TikTok ეკუთვნის ჩინურ კომპანიას, ამიტომ ის ექვემდებარება ჩინეთის კანონს და მისი მონაცემები შეიძლება, გაზიარებული იყოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. FBI-ის დირექტორის თქმით, TikTok-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შეშფოთებას იწვევს ნოემბრის ბოლოს, სამხრეთ დაკოტის გუბერნატორმა კრისტი ნოემმა ასევე ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მთავრობის თანამშრომლებს TikTok აპლიკაციის გამოყენებას ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გამო უკრძალავს. მოგვიანებით, აშშ-ის ტეხასის შტატის გუბერნატორმა აუკრძალა ოფიციალურ პირებს TikTok-ის გამოყენება.

მედია: ჩინეთი რუსეთში „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი" პროცესორების ექსპორტს კრძალავს

რუსული მედიის ცნობით, ჩინეთის მთავრობამ, რუსეთის ფედერაციაში Loongson-ის პროცესორების მიწოდება აკრძალა. ~ აკრძალვა მოტივირებულია იმით, რომ ტექნოლოგია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რადგან PRC-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში გამოიყენება. გაზეთის წყაროებმა განაცხადეს, რომ მიწოდების აკრძალვა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში ეს უფრო მგრძნობიარე საკითხია, რადგან ელექტრონიკის არაერთმა ადგილობრივმა მწარმოებელმა უკვე გამოსცადა ჩინური პროცესორები პარალელური იმპორტის არხების დაბლოკვისას.  ჟურნალისტების მიერ გამოკითხული ერთ-ერთი ექსპერტი თვლის, რომ ჩინურ პროცესორებზე შიდა ელექტრონიკის მასობრივი წარმოება უფრო რთული იქნება, ვიდრე ამერიკული ჩიპების მიწოდების გზების პოვნა. გარდა ამისა, მისი თქმით, ჩინური პროცესორები, თუნდაც ისინი უსწრებენ შიდა განვითარებას, მაინც ეფექტურობით ჩამორჩებიან ამერიკულ პროცესორებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასობით უცხოურმა კომპანიამ შეამცირა ან მთლიანად შეაჩერა საქმიანობა რუსულ ბაზარზე.  კერძოდ, პროცესორების ორმა უმსხვილესმა მწარმოებელმა AMD-მ და Intel-მა მთლიანად შეაჩერეს პროდუქციის მიწოდება რუსეთში. მარტის ბოლოს რუსეთის მთავრობამ, რამდენიმე საქონლის, მათ შორის AMD-ისა და Intel-ის პროცესორების პარალელური იმპორტი დააკანონა, კერძოდ, ამ პროდუქციის იმპორტისთვის რუსეთის ფედერაციაში საავტორო უფლებების მფლობელისგან ნებართვა აღარ სჭირდება.   

ჩინეთი ცდილობს, რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს

ჩინეთი ცდილობს, 2024 წლისთვის რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს. მათ შორის Power-Siberia-2 მილსადენის მეშვეობით. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტამდე ევროკავშირი უზრუნველყოფდა რუსეთიდან გაზის წლიური იმპორტის დაახლოებით 45 პროცენტს. 2021 წელს ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობამ დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 5 დეკემბერს ევროკავშირმა, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი - ბარელზე $60 დააწესა. რუსეთი, ევროპას, გაზის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან ბაზრად განოხილავს და 50 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის გაზსადენის Power of Siberia-2-ის ასაშენებლად ემზადება. Power of Siberia - 2 გაზსადენის მშენებლობა სავარაუდოდ 2024 წელს დაიწყება და მხოლოდ 2030 წლისთვის დასრულდება. რუსული გაზი ამ მილსადენით მონღოლეთის ტერიტორიიდან ჩინეთის ცენტრალურ ნაწილამდე გაივლის. ორი Power-Ciberia მილსადენის სრული ექსპლუატაციით, რუსული გაზის ექსპორტის მოცულობა ჩინეთში 88 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ეს მოცულობა ნიშნავს, რომ რუსეთი ჩინეთს გაუგზავნის იმ გაზის ნახევარზე მეტს, რომელიც ევროპას კონფლიქტამდე მიჰყიდა. 2021 წელს რუსული გაზის წილი ჩინეთის იმპორტის კალათაში 10 პროცენტი იყო.   

„ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ სარკინიგზო პროექტს, ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზა უტარდება

ჩინელი სპეციალისტების ჯგუფი, ყირგიზეთსა და უზბეკეთს `ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის~ სარკინიგზო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შედეგებს გადასცემს.  ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ჰუ ჩუნხუამ ყირგიზეთის პრეზიდენტთან სადირ ჟაპაროვთან შეხვედრაზე განაცხადა. ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად ჯაფაროვმა მოიყვანა „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის უდიდესი სატრანსპორტო პროექტი. მისი აზრით, ეს პროექტი ფასდაუდებელ დადებით გავლენას მოახდენს მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე. თავის მხრივ, ჰუ ჩუნჰუამ იმედი გამოთქვა, რომ სამი მხარე აქტიურად შეუწყობს ხელს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის უწყვეტ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. შეხვედრის დასასრულს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მზადაა, გააგრძელოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და დასძინა, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გახსნას დიალოგის პოტენციალი ცენტრალურ აზიასთან, განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროში, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.  

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს გამართავენ

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ორი პარტნიორი აძლიერებს თანამშრომლობას წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში“. „სწავლების მთავარი მიზანია რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება“, - ნათქვამია განცხადებაში. ჩინურ მხარეს მოსკოვის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. წვრთნები ოთხშაბათს დაიწყება და მომდევნო კვირის სამშაბათს დასრულდება. ცნობისათვის, 18 დეკემბერს, იაპონიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სამხედრო პოტენციალის განვითარების ყველაზე მასშტაბური, 320 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმა წარადგინა.  

ინდოეთმა ჩინეთთან სადავო საზღვრის გასწვრივ, ჯარების განლაგება უპრეცედენტო დონემდე გაზარდა

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ჩინეთთან სადავო საზღვრის გასწვრივ ჯარების განლაგება უპრეცედენტო დონემდე გაზარდა. მინისტრის თქმით, ინდოეთი არ დაუშვებს, ჩინეთმა „ცალმხრივად შეცვალოს" სტატუს კვო საზღვარზე. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ვითარება საზღვარზე სტაბილურია და მხარეები ამ საკითხზე დიალოგს აგრძელებენ. ინდოეთი და ჩინეთი სადავო 3,440 კმ (2,100 მილი) სიგრძის დე ფაქტო საზღვარ  იზიარებენ. ორივე მხარის ჯარისკაცებს შორის ხშირად დაძაბულობა შეტაკებებში იზრდება.

სი ძინპინმა დიმიტრი მედვედევთან უკრაინის საკითხი განიხილა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, მოულოდნელი ვიზიტით პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შესახვედრად ჩავიდა. როგორც ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო xinhua იტყობინება, ჩინეთმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარე თავშეკავებას გამოიჩენს და პრობლემებს პოლიტიკური გზით მოაგვარებს. „ჩვენ განვიხილეთ ორ მმართველ პარტიას ჩინეთის კომუნისტური პარტიასა და ერთიან რუსეთს შორის ურთიერთქმედების საკითხები. განვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები ყველა სფეროში, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველია ეკონომიკა, ინდუსტრიული თანამშრომლობა და მრავალი სხვა. განიხილეთ საერთაშორისო საკითხები, მათ შორის უკრაინის კონფლიქტი“, - განაცხადა მედვედევმა Telegram-ზე. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის 300 დღის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება არაერთხელ მოუწოდებდა მხარეებს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ.  

ჩინეთში, ჩიპების 100 უმდიდრესი მწარმოებლის ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა

ჩინეთში, ჩიპების ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების მფლობელების პირადი ქონება გასულ წელთან შედარებით შემცირდა. ვებგვერდის Ijiwei.com-ის მიხედვით, ინდუსტრიის 100 უმდიდრესი ბიზნესმენის ჯამური სიმდიდრე გასულ წელთან შედარებით 28 პროცენტით შემცირდა. ამავდროულად, იმ ბიზნესმენთა რიცხვი, რომელთა პირადი ქონება 10 მილიარდ იუანს (დაახლოებით 1,43 მილიარდ აშშ დოლარს) აჭარბებს 22-დან 17-მდე შემცირდა.  ჩინეთში ნახევარგამტარების ინდუსტრია გახდა სექტორი, რომელშიც, მთავრობის წახალისებისა და საფონდო ბირჟაზე ჩამოთვლილი კომპანიების რაოდენობის ზრდის წყალობით, ბოლო წლებში ბევრი ახალი მილიარდერი გამოჩნდა. ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა მიიღო რეგულაცია, რომელიც მოიცავდა შეზღუდვებს ჩინეთში მიკროსქემების წარმოებისთვის საჭირო მასალების, მანქანებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე. 12 დეკემბერს, სამინისტრომ 36 კომპანია დაამატა სანქცირებულთა სიაში, რომელთაც ჩიპების ექსპორტი აეკრძალათ. მათ შორის 21 კომპანია ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ინდუსტრიაშია. მათ შორისაა ჩინეთის უმსხვილესი მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი Yangzte Memory Technologies (YMTC). შეერთებულმა შტატებმა შემოიღო მკაცრი ლიცენზირების მოთხოვნები, რომლებიც მკაცრად ზღუდავს ჩინური კომპანიების წვდომას ამერიკულ საქონელზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიაზე.  

ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის 2023 წელს ახალი საჰაერო მარშრუტი იხსნება

2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის საჰაერო მარშრუტის გახსნის პროექტი. ამის შესახებ Trend სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ტაჯიკაერონავიგაციის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის ახალი საჰაერო მარშრუტის პროექტი გამოიყენებს PBN მარშრუტს RNP-4-ის სპეციფიკით. როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო სანავიგაციო აღჭურვილობის მონტაჟი და 2022 წლის ბოლოსთვის ამ პროექტის ხაზისთვის ADS-B სისტემა აღიჭურვება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას“, - ნათქვამია განცხადებაში.  

Bloomberg: ჩინეთში ერთ დღეში კორონავირუსით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა

დეკემბრის დასაწყისიდან ჩინეთში მეოთხედი მილიარდი ადამიანი დაავადდა კოვიდით, რაც ქვეყნის მოსახლეობის 18%-ს შეადგენს. წერს Bloomberg მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე წარადგინეს. ამ შეფასებით, 20 დეკემბერს მხოლოდ ერთ დღეში კორონავირუსით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ამავდროულად, დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა ახლახან შეაფასეს შემთხვევების სავარაუდო რაოდენობა დღეში მხოლოდ მილიონ ადამიანზე. მათი თქმით, დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხუთი ათასი ადამიანის დონეზეა. ოფიციალურად, ჩინეთის ხელისუფლებამ დეკემბრის დასაწყისიდან მხოლოდ 3000 შემთხვევა დაადასტურა. ჩინეთის ხელისუფლებამ, რომელიც სამი წლის განმავლობაში იცავდა კოვიდთან მიმართებაში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, 2022 წლის ბოლოს განაგრძო შეზღუდვების მკვეთრი შემსუბუქება. ამის მიზეზი ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები იყო, რაც გამოწვეული იყო მუდმივი ჩაკეტვისგან დაღლილობით.  თავდაპირველად აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შეწყვეტილიყო კოვიდ-ის საწინააღმდეგო შეზღუდვები, მაგრამ შემდეგ დაიწყეს პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება. ხელისუფლების თანახმად, ჩინეთში მოსახლეობის 90%-ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული, მაგრამ ხანდაზმულთა შორის, რომლებიც ძირითად რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ნახევარზე ნაკლები იყო აცრილი. ამავდროულად, დამოუკიდებელ ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ ჩინეთში გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობაში.  

ჩინეთში, ერთ დღეში COVID19-ით თითქმის 37 მილიონი ადამიანი დაავადდა

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტალღა პიკს აღწევს: დღიური შემთხვევების რიცხვი უკვე 37 მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ დღეს ახალი შემთხვევების რიცხვმა 37 მილიონს მიაღწია. ამასთან, საერთო ჯამში, დეკემბრის პირველი 20 დღის განამვლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 248 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 18% დაინფიცირდა.  

პეკინი მომავალი წლისთვის მოსკოვთან კავშირების გაღრმავებას აანონსებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, პეკინი მომავალ წელს მოსკოვთან კავშირებს გააღრმავებს. ამასთან, ჩინელი დიპლომატის თქმით, პეკინი თავის პოზიციას დაიცავს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ჩინელმა მაღალჩინოსანმა ვაშინგტონი აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გაუარესებაში დაადანაშაულა. „ჩინეთი გააღრმავებს სტრატეგიულ ორმხრივ ნდობასა და ორმხრივ სასარგებლო თანამშრომლობას რუსეთთან. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ თანმიმდევრულად ვიცავდით ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს, არცერთი მხარის ხელშეწყობა, არც ცეცხლზე ნავთის დამატება“, - განაცხადა ვან იმ.    

ტაივანი ჩინეთს „სამხედრო შეჭრაში“ ადანაშაულებს

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთი ახორციელებს „ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეჭრას ტაივანის გარშემო ზღვებსა და ცაში“. ამის შესახებ BBC იუწყება. აღნიშნავენ, რომ ჩინეთის საჰაერო ძალების 71 თვითმფრინავი, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები და დრონები, ტაივანის ე.წ. საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა. ორშაბათს, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 43 ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა ეგრეთ წოდებული მედიანური ხაზი, არაოფიციალური ბუფერი, რომელიც ჰყოფს ორ მხარეს საჰაერო თავდაცვის ზონაში. ჩინეთმა განაცხადა, რომ „კვირას ტაივანის გარშემო „შეტევითი წვრთნები“ ჩაატარა კუნძულისა და შეერთებული შტატების პროვოკაციების საპასუხოდ“. ჩინეთი ტაივანს განიხილავს როგორც სეპარატისტულ პროვინციას, რომელთანაც საბოლოოდ გაერთიანებას გეგმავს. დაძაბულობა ორ მხარეს შორის ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა. ტაივანი აცხადებს, რომ კუნძულის გარშემო ჩინეთის თვითმფრინავებისა და ხომალდების გადაადგილებას აკონტროლებს აგვისტოში პეკინი აღაშფოთა კუნძულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტმა, რომელიც ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც ტაივანს ეწვია ბოლო 25 წლის განმავლობაში. ჩინეთმა საპასუხოდ ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ჩაატარა და კუნძულთან ვაჭრობა შეაჩერა. ვაშინგტონი ერთი მხრივ, იცავს ერთი ჩინეთის პოლიტიკას, მაგრამ ის ასევე ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას ტაივანთან და ყიდის იარაღს ტაივანთან ურთიერთობის აქტის მიხედვით, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა კუნძული საკუთარი თავდაცვის საშუალებებით უნდა უზრუნველყოს. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ჩინეთთან რეგულარული ფრენები 2023 წლიდან აღდგება - მარიამ ქვრივიშვილი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  „სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც,“ - ასე გამოეხმაურა ჩინეთის ავიაკომპანიის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქვეყნის საავიაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა უწყებები აქტიურად საქმიანობენ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად. მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი სამოქალაქო ავიაციის სექტორში. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პანდემიამდე ჩინეთიდან 48,071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 50.9% - იანი მატება იყო 2018 წელთან შედარებით, ხოლო ტოპ 15 ქვეყანას შორის ჩონეთი მეთხუთმეტე ადგილზე პოზიციონირებოდა. ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 2023 წლის 25 მარტამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება. China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, COVID19-ის პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.  

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატება, კონტროლის გამკაცრებას საქართველოშიც მოითხოვს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია და ჰოსპიტალიზებულ კოვიდპაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს. „ბოლო დღეებში ბევრ ქვეყანაში (იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ავსტრალია და სხვ.) აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID-ის გარდაცვალების შემთხვევების მატების ტენდენცია. ზოგადად, მსოფლიოში ყოველდღიურად ფიქსირდება 500 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 1500-ზე მეტი გარდაცვალება. ასე მაგალითად, მარტო იაპონიაში ა.წ. 22 დეკემბერს დაფიქსირდა 184 000 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 339 შემთხვევა. შემაშფოთებელია სიტუაცია ჩინეთში, სადაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ყოველდღიურად ფიქსირდება ათეულობით მილიონი COVID-ის ახალი შემთხვევა. საქართველოში COVID-ის ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს, ხოლო სიკვდილობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა - სულ 6 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში, მათ შორის ბოლო 1 თვის განმავლობაში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადანგარიშებით საქართველოში გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში. ამის მიუხედავად, მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია და ჩინეთში COVID-ის ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება საქართველოსთვისაც ზრდის რისკებს და მოითხოვს ჩვენგან სიფხიზლის გაძლიერებას და ზოგიერთი საპასუხო პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ჩინეთიდან შემოსულ პირებზე COVID-ზე კონტროლის გამკაცრებას. მივმართავთ მოსახლეობას, არსებული რისკების გათვალისწინებით რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი გამოვლენისთანავე აუცილებლად ჩაიტარონ ტესტირება COVID-ზე რაც შეიძლება მალე და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და მკაცრად შეასრულონ მისი რეკომენდაციები. მყარად უნდა გვახსოვდეს, რომ პირველივე დღეებში დაწყებული ანტივირუსული მკურნალობა (პაქსლოვიდით ან რემდესივირით), სათანადო ჩვენებების შემთხვევაში, პრაქტიკულად იძლევა იმის გარანტიას, რომ არ მოხდება დაავადების დამძიმება, არ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური გამოსავალი. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბოლო თვეებში COVID გარდაცვალების ერთეული შემთხვევები დგებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებმაც დაგვიანებით მიმართეს ექიმს და/ან კლინიკას. დღეს საქართველოს მოსახლეობა საიმედოდაა დაცული COVID-ისგან. იგი პრაქტიკულად არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ჩვენს ირგვლივ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩინეთში არსებული არასახარბიელო COVID სიტუაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა COVID-ის მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს და ამის გაკეთება მხოლოდ მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. რაც შეეხება გრიპს და სხვა რესპირაციულ ინფექციებს, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აღინიშნება მათი გავრცელების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ რჩება მაღალი. ასე მაგალითად ამერიკის CDC-ის მონაცემებით გრიპით ყოველკვირეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაეცა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 8-დან 4.5-მდე, რაც 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული მაინც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქართველოშიც შეიმჩნევა გრიპის და სხვა რესპირაციული ინფექციების გავრცელების კლება, თუმცა მომართვიანობა და კლინიკების დატვირთვა მაინც მაღალია. რესპირაციული ინფექციების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის A გრიპზე (H3N2 და H1N1 ქვეტიპები), ხოლო დანარჩენი ნახევარი სხვა რესპირაციულ ვირუსებზე - რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსები (მათ შორის COVID-ის გამომწვევი) და სხვ. საქართველოში ჯანდაცვის სისტემა (ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარება, კლინიკები) ძალიან გამართულად მუშაობს. არცერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ყველა COVID-ით ავადმყოფს საჭირო შემთხვევაში ჩვენების მიხედვით უტარდება პროაქტიური მკურნალობა თანამედროვე მედიკამენტებით და ოპტიმალური მიდგომებით, მათ შორის ადრეული ანტივირუსული მკურნალობა სადღეისოდ საუკეთესო პრეპარატებით: “პაქსლოვიდით” და “რემდესივირით”. სწორედ ამის შედეგია, რომ COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები დაყვანილია მინიმალურ ნიშნულზე, ხოლო გრიპით და სხვა რესპირაციული ინფექციებით კლინიკების უდიდესი გადატვირთვის მიუხედავად წლევანდელ სეზონში პრაქტიკულად არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ გვქონია. შესადარებლად 2009-2010 წლების გრიპის ეპიდემიის დროს საქართველოში სულ ცოტა 50 გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო ამერიკის CDC-ის ოფიციალური გათვლებით, აშშ-ში წლევანდელ სეზონში დაფიქსირებულია გრიპის მინიმუმ 15 მილიონი შემთხვევა, 150 ათასი ჰოსპიტალიზაცია და 9300 გარდაცვალება. ასეთია სადღეისოდ ქვეყანაში COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების რეალური და არავირტუალური ეპიდსიტუაცია, რისი უარყოფაც ჩვენს ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი უჭირთ”, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

Covid19 -ის პრევენციისთვის, ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლისთვის დროებითი ზომები დადგინდა - ჩინეთის საელჩო

საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული დროებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.    ჩინეთის პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებების სრულყოფილად განსახორციელებლად, ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით, [Covid19 -ის ინფექციის პრევენციისთვის] დადგინდა დროებითი ზომები, რომლებიც 2023 წლის 8 იანვრიდან ამოქმედდება.    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:   1. დისტანციური შემოწმება ჩინეთში მომავალმა მგზავრებმა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა გაიკეთონ ნუკლეინის მჟავის ტესტი (PCR ტესტი). ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები ჩინეთში ჩამოსვლას შეძლებენ საელჩოებსა და საკონსულოებში მწვანე კოდზე განაცხადის გარეშე, ტესტის შედეგს შეიტანენ საბაჟო ჯანმრთელობის დეკლარაციის ბარათში. დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრი ჩინეთში ჩამოსვლას შეძლებს მას შემდეგ, რაც ტესტის პასუხი აჩვენებს უარყოფით შედეგს;   2. საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი კარანტინი ნუკლეინის მჟავის ტესტი აღარ იქნება საჭირო ქვეყანაში შემოსული ყველა მგზავრისთვის. მას, ვისი ჯანმრთელობის დეკლარაციაც იქნება ნორმაში და საბაჟო გამშვებ პუნქტში არ ექნება დარღვევები, თავისუფალი იქნება კარანტინისგან. ის, ვისი ჯანმრთელობის დეკლარაციაც არ იქნება ნორმაში ან ექნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, საბაჟო პუნქტში გაიკეთებს ანტიგენის ტესტს. დადებითი შედეგის შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ასიმპტომურია ან ადგილი აქვს მსუბუქ შემთხვევას სერიოზული თანმდევი დაავადებების გარეშე, მას ექნება სახლში თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სხვა შემთხვევებში რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულებაში წასვლა რაც შეიძლება სწრაფად, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, საბაჟო პუნქტი განახორციელებს რუტინულ ზედამხედველობას „სახელმწიფო ჯანდაცვისა და სასაზღვრო კარანტინის კანონის“ და სხვა კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად;   3. საერთაშორისო სამგზავრო ფრენები გაუქმდება შეზღუდვები საერთაშორისო სამგზავრო ფრენებისა და მგზავრების რაოდენობაზე, როგორიცაა „ხუთი ერთი“, „ერთი ქვეყანა, ერთი პოლიტიკა“, ეტაპობრივად გაიზრდება ფრენების რაოდენობა, გაუმჯობესდება მარშრუტების განაწილება. გამარტივდება აეროპორტებში შემომავალი ფრენების მართვის პროცესი, გაიზრდება აეროპორტების მუშაობის ეფექტურობა, გაიზრდება მნიშვნელოვან ქალაქებში ფრენების მიღების შესაძლებლობა. ყველა ავიაკომპანია აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბორტზე ეპიდემიის პრევენციისთვის, მგზავრებმა ბორტზე ასვლისას აუცილებლად უნდა გაიკეთონ პირბადეები;   4. ჩინეთის ვიზა კიდევ უფრო გაუმჯობესდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამუშაო, ბიზნეს, სასწავლო, ოჯახის გაერთიანებისა და სხვა მიზნებისთვის ვიზის მიღების პროცედურები,   5. პორტების მუშაობა გაუმჯობესდება მენეჯმენტის მხარდამჭერი ზომები, რათა სხვადასხვა პორტებში ტვირთების ტრანსპორტირება უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ეპიდემიამდელ დონეს. დარეგულირდება „მგზავრების გაჩერებისა და ტვირთის დაშვების“ პოლიტიკა სახმელეთო პორტებში და ყოვლისმომცველი შეფასების საფუძველზე ეტაპობრივად აღდგება მგზავრთა მიმოსვლა სახმელეთო პორტებში (მათ შორის საზღვართან მაცხოვრებლების მიმოსვლაც). ეტაპობრივად აღდგება მგზავრთა მიმოსვლა საზღვაო პორტებში. საერთაშორისო საკრუიზო გემებისთვის პირველ რიგში ამოქმედდება საპილოტე პროგრამა, შემდეგ კი ეტაპობრივად დაიშვება. ჩინელი და უცხოელი ეკიპაჟის წევრებისთვის გამარტივდება მორიგეობის შეცვლა ჩინეთში.   6. შემომავალი და გამავალი ტურიზმი საერთაშორისო ეპიდვითარებისა და მომსახურების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესაბამისად, პირველ რიგში საპილოტე პროგრამის განხორციელების პრინციპის მიხედვით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის თანმიმდევრულად განახლდება ტურიზმი საზღვარგარეთ.   ნათქვამია Covid-19-ის ინფექციის საპასუხოდ სახელმწიფო საბჭოს ერთობლივი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმის საგარეო საქმეების ჯგუფის განცახადებაში.   

ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს საავიაციო ბაზარს უბრუნდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 2023 წლის 25 მარტამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება. სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მიანიჭა. China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, კოვიდ-19 ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.  

ჩინეთი უდაბნოში მეგა ელექტროსადგურს აშენებს

ჩინეთის ენერგეტიკულმა კომპანიებმა, ჩრდილოეთ ჩინეთის კუზუპჩის უდაბნოში, 16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს. აზერბაიჯანული მედია, სააგენტო Xinhua-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მზის და ქარის ენერგიის ეს პროექტი იქნება ყველაზე დიდი ელექტროსადგური, რომელიც უდაბნოში აშენდება. 16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრედან 8 მილიონი კვტ არის მზის ენერგია, 4 მილიონი კვტ ქარის ენერგია და კიდევ 4 მილიონი კვტ არის მოწინავე მაღალი ეფექტურობის თერმული ენერგია. ელექტროსადგურს შეეძლება ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ  ენერგია რეგიონებს მიაწოდოს, რომელიც ქალაქებს პეკინსა და ტიანჯინს, ასევე ჩრდილოეთ ჩინეთის ჰებეის პროვინციას მოიცავს.   

ბრიტანული ანალიტიკური კომპანიის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსული ინფექციით, დღეში დაახლოებით 9000 ადამიანი იღუპება

Reuters-ი ბრიტანულ ანალიტიკურ კომპანია Hairfinity-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩინეთში, კორონავირუსული ინფექციით, დღეში დაახლოებით 9 ათასი ადამიანი იღუპება. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი. მსხვერპლთა რიცხვი გასული კვირის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ე.წ. „ნულოვანი პოლიტიკის“ გაუქმებასა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე ჩინეთში კორონავირუსით სულ მცირე 100 000 ადამიანი დაიღუპა.  

ჯანმო ოფიციალურ ჩინეთს: კორონავირუსის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას მოვითხოვთ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინეთისგან კორონავირუსის პანდემიის ქვეყანაში გავრცელების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას მოითხოვს, რადგან ჩინეთში დაინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება. ამასთან, ჯანმოს სურს, ჰოსპიტალიზაციის, რეანიმირებული პაციენტებისა და გარდაცვლილების შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. "აშშ-მა, ინგლისმა, საფრანგეთმა, სამხრეთ კორეამ, ინდოეთმა, იტალიამ, იაპონიამ და ტაივანმა ჩინეთიდან ჩასული მოგზაურებისთვის კორონავირუსის ტესტები კვლავ სავალდებულო გახადეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, დეკემბერში კორონავირუსს ქვეყანაში 13 ადამიანი ემსხვერპლა.  

Covid19-ის ახალი ტალღის გამო, ჩინეთი წარმოებას მკვეთრად ამცირებს

ჩინეთში, წარმოება მცირდება, რადგან Covid19-ის ახალი ტალღა ძალიან სწრაფად გავრცელდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. შესაბამისად, ოფიციალური შესყიდვების მენეჯერების ინდექსი (PMI) დეკემბერში 47.0-მდე დაეცა ნოემბრის 48.0-დან, განაცხადა შაბათს ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ (NBS). ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ინფექციების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მუშახელის დროებითი დეფიციტი და გაზრდილი მიწოდების ჯაჭვის შეფერხება. „საგარეო მოთხოვნის შემცირებამ გლობალური რეცესიის მზარდი შიშის ფონზე და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, ინფლაციამ და ომმა უკრაინაში შესაძლოა, კიდევ უფრო შეანელოს ჩინეთის ექსპორტი, ზიანი მიაყენოს წარმოების სექტორს და შეანელოს ეკონომიკური აღდგენა“.- წერს Reuters.   

თურქეთი და ჩინეთი უზბეკეთში ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს ააშენებენ

თურქეთისა და ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიები უზბეკეთის ეროვნული ელექტრო ქსელის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულები გახდნენ. კომპანიები ქალაქ ტაშკენტსა და სირდარიას რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელებს ააშენებენ. ტენდერების შედეგების მიხედვით, თურქული კომპანია „Şa-ra Enerji Inşaat Ticaret ve Sanayi A.Ş“ 220 კვ ძაბვის გადამცემ ხაზს (213 კილომეტრის სიგრძით 31,89 მილიონი აშშ დოლარი) ააშენებს. ჩინური კომპანია "Xian Electric Engineering Co., Ltd." დამონტაჟებს 72 კმ 500 კვ გადამცემ ხაზს, რომლის სავარაუდო ღირებულება 14,68 მილიონი დოლარია. სამინისტროს ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ არის დაფინანსებული და მისი განხორციელება 2022-2024 წლებში იგეგმება. „პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს ელექტრომომარაგების საიმედოობას სირიდარიისა და ტაშკენტის რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. გარდა ამისა, ენერგოსისტემის ტაშკენტის ნაწილში ახალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის წყალობით, ძირითადი ელექტრო ქსელების დატვირთვა შემცირდება და სიმძლავრე მორგებული იქნება მომავალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - წერს მედია.   

ჩინეთსა და ირანის პორტ ჩაბაჰარს შორის, პირდაპირი გადაზიდვის ხაზი შეიქმნა

პირველი საკონტეინერო გემი ჩინეთიდან ირანის ყველაზე მნიშვნელოვან პორტ ჩაბაჰარში შევიდა, რაც ჩინეთსა და ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტს შორის,  პირველი პირდაპირი გადაზიდვის ხაზის შექმნას ნიშნავს. ამის შესახებ ამირ მოღადამმა, (ჩაბაჰარის თავისუფალი ზონის ორგანიზაციის მმართველმა დირექტორმა) განაცხადა.  მოგადამმა თქვა, რომ ჩინური გემები, მანამდე ტვირთს საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში, სამხრეთ პროვინციის ჰორმოზგანის ცენტრში ტოვებდნენ, შემდეგ კი ტვირთები მცირე გემებს ჩაბაჰარის პორტში გადაჰქონდათ. მანძილი სანაპირო ზოლის გასწვრივ ამ პორტებს შორის დაახლოებით 550 კილომეტრია.  

ჯანმო: ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს COVID19-თან დაკავშირებით

ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს COVID19-თან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ჯანმო: კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს გაერო-ს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას. „ჩვენ კვლავ ვთხოვთ ჩინეთს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შესახებ უფრო სწრაფ, რეგულარულ და სანდო მონაცემებს. ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია ჩინეთში სიცოცხლის საფრთხის გამო და კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას, გამაძლიერებელი დოზების ჩათვლით, ჰოსპიტალიზაციის, მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან დასაცავად“, -აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.  

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ურჩევს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს კოვიდტესტირების საბუთი მოსთხოვონ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ჩინეთში კოროვირუსული ინფექციების ბოლოდროინდელი გააქტიურების წინააღმდეგ, „კოორდინირებულ პრევენციულ მიდგომაზე“ შეთანხმდნენ. ისინი რეკომენდაციით გამოდიან, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს უარყოფითი COVID ტესტები მოსთხოვონ. „წევრი ქვეყნები მტკიცედ მოწოდებულნი არიან, შემოიღონ ჩინეთიდან წევრ ქვეყნებში მიმავალი ყველა მგზავრისთვის, COVID-19-ზე ტესტირების საბუთი, რომელიც ჩინეთიდან გამგზავრებამდე არაუმეტეს 48 საათით ადრეა გაცემული“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც კრიზისზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ჯანმო: კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს ამასთნნ, მგზავრებმა სამედიცინო ნიღბები ან რესპირატორები უნდა ატარონ. წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდეს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებზე შემთხვევითი ტესტირება ჩაატარონ. ჯანმოში აცხადებენ, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას.      

ჩინური კომპანია ავღანეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციას იწყებს

ავღანეთის „თალიბანის მოძრაობის“ სამთო და ნავთობის მინისტრმა შაჰაბუდინ დელავარმა და ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნის ჩრდილოეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.  „ჩინურ კომპანიას კონტრაქტით გადაცემული საბადოების ფართობი 4,5 ათასი კვადრატული კილომეტრია და ისინი ქვეყნის სამ პროვინციაში - სირპულში, ჯავზჯანსა და ფარიაბშია განლაგებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  კონტრაქტის სხვა დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა.  

თურქმენეთი და ჩინეთი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

თურქმენეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ გაზის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კერძოდ, საბადოების განვითარებასა და გაზსადენის მშენებლობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა აღნიშნეს თურქმენეთსა და ჩინეთს შორის გაზის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადეს რომ ამ სფეროში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სქემა ყალიბდება: წარმოება, მილსადენით ტრანსპორტირება, ვაჭრობა, დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა. დოკუმენტის თანახმად „თურქმენეთი და ჩინეთი ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორები არიან“. მხარეები შემდგომში სრულად განახორციელებენ არსებულ შეთანხმებებს, გააგრძელებენ მოლაპარაკებების პროცესს გაზის სექტორში თანამშრომლობაზე, დააჩქარებენ გალკინიშის გაზსადენის ინდუსტრიული განვითარების მეორე ეტაპის განხორციელებას, თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენის D ხაზის მშენებლობასა და სხვა მსხვილ ერთობლივ პროექტებს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სერდარ ბერდიმუჰამედოვი საქმიანი ვიზიტით, ჩინეთში იმყოფება.  

პანდემიიდან სამი წლის შემდეგ, ჩინეთმა ტურისტებისთვის საზღვრები პირველად გახსნა

პანდემიიდან სამი წლის შემდეგ, ჩინეთი ტურისტებისთვის საზღვრებს პირველად ხსნის. BBC-ის ცნობით, ქვეყანში შესულ მოგზაურებს კარანტინი აღარ დასჭირდებათ, თუმცა უნდა წარადგინონ კოვიდტესტის პასუხი, რომელიც ბოლო 48 საათშია მიღებული.  ბრიტანული მედიის ცნობით, ჩინეთში არსებობს შეშფოთება, რომ საზღვრების გახსნა Covid19-ის უფრო მეტად გავრცელებას გამოიწვევს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი Covid პოლიტიკა ჰქონდა, ჩაკეტვის ხშირი ტესტირების მოთხოვნების ჩათვლით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. მთავრობამ ცოტა ხნის წინ ამ პოლიტიკაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც სინძიანის რეგიონში მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ბევრ ჩინელს სჯეროდა, რომ Covid19-ის ხანგრძლივმა შეზღუდვებმა მომხდარს ხელი შეუწყო, მაგრამ ხელისუფლებამ ეს მტკიცება უარყო. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეების თქმით, შენობაში მყოფებმა ტერიტორია დროულად ნაწილობრივი ლოკდაუნის გამო ვერ დატოვეს. 

ჩინეთი ტაივანის გარშემო ერთ თვეში მეორე საბრძოლო წვრთნებს ატარებს

ჩინელმა სამხედროებმა ტაივანის გარშემო ერთი თვის განმავლობაში მეორე საბრძოლო წვრთნები ჩაატარეს, რომლის დროსაც ხმელეთიდან და ზღვიდან დარტყმები განხორციელდა. ტაივანი ჩინეთს „სამხედრო შეჭრაში“ ადანაშაულებს მოხსენების თანახმად, ჩინეთის არმიის სარდლობამ კვირას გვიან განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მოაწყეს „ერთობლივი პატრულირება და რეალური საბრძოლო წვრთნები" საზღვაო და საჰაერო სივრცეში ტაივანის გარშემო, ფოკუსირებული სახმელეთო და საზღვაო თავდასხმებზე. ტაივანი აცხადებს, რომ კუნძულის გარშემო ჩინეთის თვითმფრინავებისა და ხომალდების გადაადგილებას აკონტროლებს ჩინეთი ამტკიცებს, რომ წვრთნების მიზანი იყო საერთო საბრძოლო შესაძლებლობების გამოცდა და „გადაუდებელი წინააღმდეგობა უცხოური და სეპარატისტული ძალების პროვოკაციულ ქმედებებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ტაივანის დამოუკიდებლობას“. თავის მხრივ, ტაივანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინეთი „უსაფუძვლო ბრალდებებს“ აყენებს და მკაცრად დაგმო წვრთნები და აღნიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტესა და რეგიონში საერთო პასუხისმგებლობაა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

კვირას, 15 იანვარს, ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. შემთხვევა ლიაონინგის პროვინციაში, პანშანის ოლქში მოხდა. გამოცემა Sina-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სქელი მუქი კვამლი წარმოიქმნა. პანშანის ოლქის მთავრობის ოფისის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აფეთქება მოხდა პანჯინ ჰაო იეს ქიმიურ ქარხანაში. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ შესაბამისი განყოფილებების ხელმძღვანელები. ქიმიურ ქარხანაში ხანძრისა და აფეთქების გამომწვევი მიზეზი გამოძიება მიმდინარეობს.  

მედია: ჩინეთმა ააშენა მსოფლიოში პირველი უპილოტო ხომალდი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს

ჩინეთმა ააშენა მსოფლიოში პირველი უპილოტო ხომალდი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს და შეუძლია დამოუკიდებლად გაუშვას თვითმფრინავი როგორც ზედაპირიდან, ისე წყალქვეშ. South China Morning Post-ის ცნობით, გემი ოფიციალურად წარმოადგენს კვლევითს ხომალდს, რომელსაც (Guangdong Province) სამხრეთ საზღვაო მეცნიერებისა და ინჟინერიის ლაბორატორია მართვს.  ხომალდი დავალებებს ადამიანის ჩარევის გარეშე შეასრულებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორს კონტროლია აღება შეუძლია. ოპერირების შემდეგ გემი სავარაუდოდ, კვლევებისთვის კვლევებისთვის გამოიყენებენ, მათ შორის პატრულირებისა და წყლის ნიმუშების ანალიზისთვის. გემის სიგრძე 88,5 მეტს, სიგანე კი 14 მეტრს შეადგენს. მისი საშუალო სიჩქარეა 24 კმ/სთ, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 33 კმ/სთ.

Bloomberg: ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები რუსეთს ომში ეხმარებიან

Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის მთავრობას წარუდგინა მტკიცებულებები, რომ ზოგიერთი ჩინური სახელმწიფო კომპანია შესაძლოა, უკრაინასთან ომში რუსეთს ეხმარება.  გამოცემის წყარო, კონკრეტულად არ ასახელებს, რა მიმართულებით ეხმარებიან ჩინური კომპანიები რუსეთს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ქმედება მიზანმიმართულია.  „პრეზიდენტი სი ძინპინი თავს არიდებდა რუსეთის კრიტიკას ომის გამო, მაგრამ გამოთქვა სურვილი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს და კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა.  თუ აღმოჩნდება, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა მართლაც დაუჭირეს მხარი უკრაინაში შეჭრას, ეს შემაშფოთებელ გავლენას მოახდენს აშშ-ს პოლიტიკაზე როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის მიმართ, - წერს Bloomberg. აშშ-ის სტრატეგია უკრაინის მიმართ, სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავრობის იზოლაციასა და მისი ეკონომიკის „დახრჩობას“ ისახავს მიზნად. „რუსეთთან მიმართებით ჩინეთის, როგორც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მხარდაჭერის ზრდამ შესაძლოა, აშშ-ის ეს სტრატეგია მნიშვნელოვნად შეარყიოს“, - წერს Bloomberg.    

სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები განახლდა

პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნდა. ჩინურმა ავიაკომპანიამ ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა. ინფორმაციას თბილისის აეროპორტი ავრცელებს.  ამასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ხელმძღვანელობა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. China Southern Airlines-ი ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ერთხელ, პარასკევობით იფრენს, ზაფხულის სეზონზე კი - მოთხოვნის შესაბამისად, სიხშირეების გაზრდას გეგმავს.  

იაპონია აცხადებს, რომ ჩინეთის გემები მის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ

ტოკიო წელს მეორეად აცხადებს, რომ ჩინეთის გემები მის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ცნობით, სანაპირო დაცვამ იაპონური გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საპატრულო ხომალდები გაგზავნა. მან გააფრთხილა ჩინური მხარე, დაუყოვნებლივ დატოვონ იაპონიის ტერიტორიული წყლები. ტოკიოს მიერ კონტროლირებად სადავო კუნძულებზე, რომლებზეც ჩინეთი აცხადებს პრეტენზიცას, ტოკიო ამტკიცებს, რომ ისტორიისა და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით იაპონიის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ტოკიოს შეფასებით, ამ კუნძულებთან დაკავშირებით, სუვერენიტეტის საკითხი არ არის გადასაწყვეტი.  

სი ძინპინი ცდილობს, რუსეთის სრულფასოვანი მხარდაჭერისგან დისტანცირდეს - მედია

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ცდილობს, რუსეთის სრულფასოვანი მხარდაჭერისგან დისტანცირება მოახდინოს, რადგან მას არ სურს ომში დამარცხებული მხარის პოზიცია დაიკავოს. ამის შესახებ Washington Post-ის სტატიაშია ნათქვამი. სტატიის თანახმად, ჩინეთი სიამოვნებით აწარმოებდა რუსეთთან ვაჭრობას ხელსაყრელი პირობებით, ხოლო რუსეთის ფედერაცია თანდათან კარგავს წვდომას დასავლეთის ბაზრებზე. ამავდროულად, პეკინი იქცა კრემლის იმპორტის უდიდეს წყაროდ, განსაკუთრებით ნახევარგამტარებისთვის, რომლებიც რუსეთს სჭირდება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის. „პეკინს შეუძლია, იგივე როლი შეასრულოს რუსეთისთვის, რასაც შეერთებული შტატები თამაშობს უკრაინისთვის. თუ ეს მოხდებოდა, რუსეთის გამარჯვების შანსები ექსპონენტურად გაიზრდებოდა“, - ნათქვამია სტატიაში.

Bloomberg: აეროსტატის ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი გადაიდო

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტი პეკინში მას შემდეგ გადადოს, რაც აღმოაჩინა ჩინეთის სათვალთვალო აეროსტატი, მონტანას ბირთვული ობიექტების თავზე საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება. ბლინკენი, პეკინში შეხვედრებს მომავალი კვირის დასაწყისში გეგმავდა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ეს ჩინეთში ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტი უნდა ყოფილიყო.  გამოცემა წერს, რომ ჩინეთმა გადადგა შემრიგებლური ნაბიჯები ინციდენტის მოსაგვარებლად. კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სწუხს, რომ აეროსტატი აშშ-ს საჰაერო სივრცეში მისი კონტროლის მიღმა მოქმედი ძალების გამო მოხვდა“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროსტატი კლიმატის კვლევას აწარმოებდა.  

აშშ-მ ჩინური სათვალთვალო აეროსტატი ჩამოაგდო

აშშ-ის სამხედროებმა ქვეყნის სანაპიროსთან ჩინეთის კუთვნილი აეროსტატი ჩამოაგდეს, რომელიც ამერიკის საჰაერო სივრცეში გუშინ გამოჩნდა, იუწყება AP. Bloomberg: აეროსტატის ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი გადაიდო გამოცემა წერს, რომ ახლა ნამსხვრევების შეგროვების ოპერაცია მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია Fox News-მა დაადასტურა და დაამატა, რომ მოწყობილობა სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩამოაგდეს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სათვალთვალო აეროსტატი, აშშ-ის მონტანას ბირთვულ ობიექტების თავზე საჰაერო სივრცეში 3 თებერვალს დაფიქსირდა. Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთმა გადადგა შემრიგებლური ნაბიჯები ინციდენტის მოსაგვარებლად. კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სწუხს, რომ აეროსტატი აშშ-ის საჰაერო სივრცეში მისი კონტროლის მიღმა მოქმედი ძალების გამო მოხვდა“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროსტატი კლიმატის კვლევას აწარმოებდა.  

ჩინეთი „სადაზვერვო ბუშტის“ ჩამოგდებას აპროტესტებს

ჩინეთი „სადაზვერვო ბუშტის“ ჩამოგდებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ „იტოვებს უფლებას, გამოიყენოს საჭირო საშუალებები მსგავს სიტუაციებში“. შესაბამისი განცხადება CNN-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინეთის ბუშტი ჩამოაგდეს. ბუშტის ნაშთები FBI-ის ლაბორატორიაში, ვირჯინიის შტატში, FBI-ის ექსპერტებისა და სადაზვერვო სააგენტოების ანალიზისთვის გადაიტანეს, აცხადებენ ოფიციალური პირები. ტაივანმაც გამოთქვა აზრი ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ინციდენტი „არ უნდა დარჩეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროსტატი კლიმატის კვლევას აწარმოებდა. ამის გამო, მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჯო ბაიდენი: თუ ჩინეთი დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ჩინეთი დაემუქრება შეერთებული შტატების სუვერენიტეტს, აშშ იმოქმედებს. ჯო ბაიდენის თქმით, ჩინეთთან კონკურენციაში გამარჯვებამ ყველა უნდა გააერთიანოს, რადგან მთელი მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. „მზად ვარ, ვიმუშაო ჩინეთთან, სადაც ჩვენ შევძლებთ ამერიკის ინტერესების წინ წაწევას და მსოფლიოსთვის სარგებელის მოტანას, მაგრამ თუ ჩინეთი დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, და ჩვენ ეს გავაკეთეთ“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ეწვევა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი რუსეთს ევროპული დიპლომატიური ტურის ფარგლებში ეწვევა, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ორშაბათს.  ვან ის ცხრადღიანი მოგზაურობა, რომელიც სამშაბათს იწყება, ასევე მოიცავს ვიზიტებს საფრანგეთში, იტალიაში, უნგრეთსა და გერმანიაში, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც ისაუბრებს. „საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი რუსეთში ფოკუსირებული იქნება აზრთა სიღრმისეულად გაცვლაზე ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარების მომდევნო ეტაპთან დაკავშირებით, ასევე, საერთაშორისო და რეგიონულ მწვავე საკითხებზე, რომლებიც საერთო შეშფოთებას იწვევს", - განაცხადა სპიკერმა CNN-ის ცნობით.

ჩინეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით ირანს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ირანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. პეკინმა და თეირანმა თავიანთი ძლიერი ეკონომიკური კავშირები 2021 წელს 25-წლიანი „სტრატეგიული თანამშრომლობის პაქტზე“ ხელმოწერით გააძლიერეს, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით მათი პოზიციების გამო, დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის ქვეშ არიან.  ირანი მისი ბირთვული პროგრამის გამო, ასევე აშშ-ის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება. ვიზიტის თარიღი არ არის მითითებული. ეს 2016 წლის შემდეგ სი ძინპინის პირველი ვიზიტი იქნება ახლო აღმოსავლეთში.  

ენტონი ბლინკენის თქმით, პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს, რასაც ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, უკრაინის ომისთვის ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არალეტალურ მხარდაჭერას უკვე უწევდნენ, თუმცა პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ბლინკენის შეფასებით, ამ ესკალაციას ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება. ბლინკენი შაბათს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის შეხვდა.  

რა საკითხები განიხილეს დმიტრო კულებამ და ჩინეთის მთავარმა დიპლომატმა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც კულბამ Twitter- ზე დაწერა, შეხვედრის დროს მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც მიმართულია უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, უნდა ემყარებოდეს გაეროს წესდებაში არსებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. „მე ვაფასებ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გავცვალო შეხედულებები სახელმწიფო მრჩეველ ვან ისთან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გაეროს ფუნდამენტური პრინციპი, წმინდაა ჩვენი ორივე სახელმწიფოსთვის. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც მიმართულია უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, სწორედ ამ პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს მასზე”, - წერს დმიტრო კულება.  

რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებით, ჩინეთი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს - გაერო

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“, თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს. რა საკითხები განიხილეს დმიტრო კულებამ და ჩინეთის მთავარმა დიპლომატმა ენტონი ბლინკენის თქმით, პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს, რასაც ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება „ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, რადგან ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით მსგავს სიტუაციებში. მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ ჩინელები და სხვები თუ აპირებენ რუსების ლეტალურ მხარდაჭერას, უკრაინაზე მათ სასტიკ თავდასხმაში, მაშინ ეს მიუღებელია“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. ცნობისთვის, ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არალეტალურ მხარდაჭერას უკვე უწევდნენ, თუმცა პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს.  

ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ უკრაინის კონფლიქტი კონტროლიდან გადის - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული, რომ უკრაინის კონფლიქტი კონტროლიდან გადის, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა. „ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული კონფლიქტის მუდმივი ესკალაციის გამო და სიტუაციის კონტროლიდან გასვლის შესაძლებლობით. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლის გაღვივება, ჩინეთის დადანაშაულება და რიტორიკის აჟიოტაჟი – დღეს უკრაინა, ხვალ ტაივანი“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არალეტალურ მხარდაჭერას უკვე უწევდნენ, თუმცა პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ბლინკენის შეფასებით, ამ ესკალაციას ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება.  

ჩინეთის მთავრი დიპლომატი ვან ი მოსკოვში შეხვედრებს მართავს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისთვის ლეტალური დახმარების გაწევის გეგმა უარყო და შეერთებული შტატები და NATO ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, იუწყება CNN. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა შეწყვიტოს უსაფუძვლო სპეკულაციები და შეწყვიტოს დაპირისპირების გაღვივება“. ფონი: ჩინეთის უმაღლესი დიპლომატი ვან ი 22 თებერვალს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ პეკინი "მტკიცედ განაგრძობს დამოუკიდებელ და ავტონომიურ საგარეო პოლიტიკას". მისივე თქმით, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინისა და რუსეთის ვლადიმერ პუტინის „სტრატეგიული ხელმძღვანელობით“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „აგრძელებს მაღალ დონეზე მუშაობას“. ვან ის თქმით, ჩინეთი „გახსნის ახალ პერსპექტივებს და ახალ კონოტაციებს შეიტანს ჩინეთის თანამშრომლობაში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, ჩინური სტილის მოდერნიზაციის პროცესით“. Wall Street Journal-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ სი ძინპინის შეხვედრა პუტინთან, მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის უფრო დიდი ძალისხმევის ნაწილია და რომ პეკინი მიზნად ისახავს, გაზარდოს თავისი ჩართულობა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 თებერვალს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯ მელონთან გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე გააკეთა კომენტარი. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმულა და დოკუმენტი, რომელსაც უკვე დაუჭირა მხარი უამრავმა სახელმწიფომ და ჩვენ ველით მის შემდგომ მხარდაჭერას... ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ერთი პოზიცია გვქონდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ჩინეთის მთავრობა თავს არიდებს რუსეთის მკაფიო კრიტიკას. აშშ-ის ოფიციალური პირები კვლავ შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთის ლეტალური დახმარებით უზრუნველყოფა გადაწყვიტოს. ამას 19 თებერვალს CNN-თან ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა „წითელი ხაზი" უწოდა.  

ჩინეთთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთობლივი საზღვაო წვრთნების წინ, რუსული ფრეგატი რიჩარდს-ბეის პორტში შევიდა

სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთთან დაგეგმილი საზღვაო წვრთნების წინ, რუსული ფრეგატი სამხრეთ აფრიკის რიჩარდს-ბეის პორტში შევიდა. იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. წვრთნები, რომელიც 27 თებერვალს უნდა დაიწყოს, ჩატარდება კვაზულუ-ნატალის პროვინციის სანაპიროსთან, რიჩარდსის ყურესა და დურბანის პორტს შორის, რომელიც ინდოეთის ოკეანეში სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების მთავარ ბაზას ემსახურება. სამხრეთ აფრიკის ცნობით, ერთობლივი საზღვაო წვრთნები, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკის ეროვნული თავდაცვის ძალების 350-მდე პერსონალს მოიცავს. ადრე სწავლება სამ საზღვაო ფლოტს შორის 2019 წელს გაიმართა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წვრთნები მოიცავს ადმირალ გორშკოვის ფრეგატს ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტებით, რომლებიც პირველად, 2021 წლის ბოლოს გამოსცადეს.    

პუტინი ვან ისთან შეხვედრაზე: რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები „ახალ ეტაპებს" აღწევს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის უმაღლეს დიპლომატ ვან ის განუცხადა, რომ მოსკოვი და პეკინი ურთიერთობებში „ახალ ეტაპებს აღწევენ". პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობა, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“. „რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ვითარდება ისე, როგორც ჩვენ ვგეგმავდით წინა წლებში. ყველაფერი წინ მიიწევს და ვითარდება და ჩვენ ვაღწევთ ახალ ეტაპებს", - განაცხადა პუტინმა კრემლში შეხვედრისას. ვან ის მოსკოვში მოგზაურობას, დასავლეთში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს, იმ შეშფოთების ფონზე, რომ ამ ორი ქვეყნის დაახლოებამ შეიძლება, გავლენა იქონიოს უკრაინის ომზე, რომელიც უკვე ერთი წელია, გრძელდება.  

ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ტაჯიკეთში ადგილობრივი დროით 08:37 საათზე დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ამასთან, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.  

პენტაგონმა გამოაქვეყნა ჩინური ბუშტის ფოტო, რომელიც მის ჩამოგდებამდეა გადაღებული

შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ჩინური სათვალთვალო ბუშტის სურათი, რომელიც გადაღებულია ამ თვის დასაწყისში, აშშ-ის სამხედროების მიერ მის ჩამოგდებამდე. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ოთხშაბათს გვიან გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა, ნათლად ჩანს მფრინავის ჩაფხუტი U-2 თვითმფრინავის კაბინაში. მფრინავი ობიექტი სამხრეთ კაროლინის შტატის სანაპიროსთან დაფრინავს. აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობის მოიერიშე თვითმფრინავმა მფრინავი ობიექტი 4 თებერვალს ჩამოაგდო. პეკინმა აღიარა, რომ მას ეკუთვნოდა თვითმფრინავი, მაგრამ განაცხადა, რომ ის გამოიყენებოდა მეტეოროლოგიური კვლევისთვის. პეკინმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მიუღებელი და უპასუხისმგებლო უწოდა. ბუშტის აღმოჩენამ აიძულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გადაედო დაგეგმილი ვიზიტი ჩინეთში.  

ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთისთვისაა სასარგებლო - ბაიდენი

ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. ჩინეთი რუსეთს თუ იარაღს მიაწვდის, ჩვენ ვუპასუხებთ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC-თან ინტერვიუში განაცხადა. WSJ: სი ძინპინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ სანქციები დავაკისრეთ ყველას, ვინც ეს გააკეთა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ჯო ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე: თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება, ის კარგი იყოს?

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმა სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს?“, - ამბობს ბაიდენი. მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, ჩინეთს დაემუქრება იგივე მკაცრი სანქციები, როგორიც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ან სუბიექტს, რომლებიც რუსეთს იარაღს აწვდიან. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას.  

CIA-ს დირექტორის თქმით, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას განიხილავს

CIA-ს დირექტორის თქმით, აშშ „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი „განიხილავს“ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას, მაგრამ დაზვერვის ვარაუდით, პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, პეკინს ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული. „ჩვენ ვერ ვხედავთ მტკიცებულებებს ლეტალური აღჭურვილობის რეალური გადაზიდვის შესახებ,” - აღნიშნა უილიამ ბარნსმა. CNN-მა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობა განიხილავს რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების და საბრძოლო მასალის მიწოდებას უკრაინის ომში გამოსაყენებლად.  

ყაზახეთი ჩინეთის სამშვიდობო გეგმას უჭერს მხარს

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჩინეთის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადა. სამინისტრომ ასევე მოუწოდა „სამხედრო კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგანწყობა, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მსოფლიო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სიტუაციის დიპლომატიურ გადაწყვეტას“. „ყაზახეთის რესპუბლიკა მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოზიციას უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც იმსახურებს მხარდაჭერას სისხსლისღვრის დასრულების მიზნით, რომელიც გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჯო ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე: თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება, ის კარგი იყოს? Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სი ძინპინი მოსკოში ჩასვლას გეგმავს. მისივე ცნობით, პეკინს სურს, აქტიური როლი ითამაშოს ომის დასრულებაში. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.

ემანუელ მაკრონი ჩინეთს აპრილის დასაწყისში ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ის ჩინეთს აპრილის დასაწყისში ეწვევა. საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩინეთის ჩართულობა სამშვიდობო მცდელობებში კარგია, თუმცა პეკინს მოუწოდა, არანაირი იარაღი არ მიაწოდოს რუსეთს. მაკრონმა ასევე სთხოვა პეკინს, „ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე, რათა ის არასოდეს გამოიყენოს ქიმიური ან ბირთვული იარაღი და შეაჩეროს ეს აგრესია მოლაპარაკებების დაწყებამდე“. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.  

G20-ის შეხვედრის შემდეგ, ჩინეთმა რუსეთის აგრესიის დაგმობაზე უარი განაცხადა

პეკინმა უარი თქვა G20-ის განცხადების ნაწილის მიღებაზე, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. G20-ის შეხვედრის შემდეგ, ინდოელმა მაღალჩინოსანმა აჯაი სეთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან ფორმულირებას უკრაინის შესახებ, რადგან „მათი მანდატი არის ეკონომიკური და ფინანსური საკითხების მოგვარება“. ინფორმაციისთვის: ოცეულის წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.  ხუთშაბათს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. დოკუმენტს მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, 32-მა თავი შეიკავა, ხოლო შვიდი, მათ შორის რუსეთი, წინააღმდეგი იყო. შეგახსენებთ, CIA-ს დირექტორის თქმით, აშშ „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი „განიხილავს“ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას, მაგრამ დაზვერვის ვარაუდით, პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, პეკინს ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.  

აშშ-ის შეფასებით, ჩინეთს ფასის გადახდა მოუწევს, თუ ის რუსეთს ლეტალური იარაღით დაეხმარება

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პირობა დადო, რომ ჩინეთს ფასის გადახდა მოუწევს, თუ ქვეყანა რუსეთს უკრაინასთან ომისთვის ლეტალურ იარაღს მიაწვდის. რაც შეეხება დიპლომატიურ საუბრებს, სალივანის თქმით, ჩინურ მხარესთან დახურულ კარს მიღმა მუქარის ტონით არ საუბრობენ და უბრალოდ განუმარტავენ, რა დევს სასწორზე. „ჩვენი გადმოსახედიდან, რეალურად, ეს ომი პეკინისთვის რეალურ გართულებებსიწვევს. პეკინს მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ეს პროცესები და გაუწევს თუ არა სამხედრო დახმარებას რუსეთს. მაგრამ, თუ ის ამ გზით წავა, ჩინეთს რეალური ფასის გადახდა დაეკისრება. და ვფიქრობ, ჩინეთის ლიდერები ამას აწონ-დაწონიან, როდესაც გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - განუცხადა სალივანმა CNN-ს. CNN-ის წყაროების თქმით, პეკინს ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან რუსეთსა და ჩინეთს შორის აღჭურვილობის ფასსა და მოცულობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  

პოდოლიაკი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე: ეს არის თამაში რუსეთის სასარგებლოდ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმაში ერთი პუნქტი მეორეს ეწინააღმდეგება და დოკუმენტი რეალურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციას. „ჩინურ გეგმაში არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი - ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. და ეს არის ერთადერთი ეფექტიანი პუნქტი, რომელიც არსებობს ამ გეგმაში. და ეს ნიშნავს, რომ რუსეთი დარჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გვექნება ახალი სადემარკაციო ხაზი და დაინახავს უკრაინის ნელ შთანთქმას, ეს იქნება არა სამდღიანი ბლიცკრიგი, არამედ, ვთქვათ, უკრაინის სამწლიანი განადგურება რუსეთის ფედერაციის მუდმივად მზარდი გავლენით... მე მჯერა, რომ ყველა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას და არსებული ტერიტორიული სტატუს კვოს შენარჩუნებას, ეს არის მხოლოდ თამაში რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. „თუ თვლი, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, თანამედროვე სამყაროსთვის ხელშეუხებელი კანონებია, მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ განხორციელდება ის უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების თანდასწრებით და ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის შემთხვევაში, როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს? ეს ერთი პუნქტი ეწინააღმდეგება მეორეს. ეს არის მხოლოდ ბუნდოვანი დოკუმენტი, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. როგორც ცნობილია, ჩინეთმა წარმოადგინა 12-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც პეკინის თქმით, კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყობს ხელს. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმა სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს.  

ლუკაშენკო ჩინეთშია

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. იტყობინება BelTA. სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს ვიზიტი იქნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის ხანგრძლივი პოლიტიკის ნაწილი. მისივე თანახმად, 2022 წლის სექტემბერში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, ბელორუსისა და ჩინეთის ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია ურთიერთობების ახალ დონეზე გადასაყვანად. მანამდე, ლუკაშენკომ ჩინურ მედიასთან განაცხადა, რომ ახლა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების უნიკალური მომენტია. მისივე თქმით, სხვა ასეთი სიტუაცია შეიძლება, აღარ ციყოს და რომ  ამ მომენტის გამოყენებაა საჭირო, ვიდრე რუსეთი ეკონომიკას საომარ რეჟიმზე გადაიყვანს. ბელარუსის პრეზიდენტის აზრით, პუტინის მთავარი მიზანი რუსეთის უსაფრთხოებაა, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა გამოირიცხოს. ლუკაშენკოს სჯერა, რომ მოსკოვი მზად არის, იმოძრაოს მოლაპარაკებების გზაზე, თუმცა აშშ-მ აიძულა „კიევის რეჟიმი“, რომ უარი ეთქვა რუსეთთან ნებისმიერი სახის დიალოგზე.  

ჩინეთი წელს თავდაცვის ხარჯების 7.2%-ით ზრდას გეგმავს

ჩინეთი თავდაცვის ხარჯებს წელს 7,2%-ით გაზრდის, რაც შარშანდელი ხარჯების ზრდას ოდნავ აჭარბებს.  Reuters-ი წერს, რომ თავდაცვის ბიუჯეტს ყურადღებით დააკვირდებიან ჩინეთის მეზობლები და შეერთებული შტატები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან პეკინის სტრატეგიული განზრახვებით და მისი სამხედრო ძალების განვითარებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში დაძაბულობა გაიზარდა ტაივანთან დაკავშირებით. „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, 2027 წლის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის 100 წლის იუბილეზე ფოკუსირებით უნდა იმუშაონ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად, საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, - აცხადებენ ჩინეთის ოფიციალური პირები. ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2023 წელს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ხარჯების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, თუმცა ბევრი დიპლომატისა და უცხოელი ექსპერტის აზრით, პეკინი არასაკმარისად აფიქსირებს რეალურ რაოდენობას. „შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიერონ სამხედრო წვრთნა და მზადყოფნა, შეიმუშავონ ახალი სამხედრო სტრატეგიული ხელმძღვანელობა, მეტი ენერგია დაუთმონ საბრძოლო პირობებში წვრთნას და კარგად კოორდინირებული ძალისხმევა გააძლიერონ სამუშაო ყველა მიმართულებით და სფეროში“, - განაცხადა პრემიერმა ლი კეციანმა. აშშ-ის 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 858 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო ხარჯებს ითვალისწინებს და იარაღის, გემებისა და თვითმფრინავების შესაძენად დაფინანსებას მოიცავს. ის ასევე ითვალისწინებს ტაივანისა და უკრაინის მხარდაჭერას.  

ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს სი ძინპინი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო

სი ძინპინი კვლავ ჩინეთის პრეზიდენტად აირჩიეს, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. ჩინეთის ისტორიაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მესამე ხუთწლიანი ვადით არჩევა უპრეცედენტოა. კენჭისყრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) 3 000-მდე წევრმა 69 წლის სი ძინპინი ერთხმად აირჩია. ელექტრონული დათვლა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციისთვის, სი ძინპინმა ჩინეთში პრეზიდენტობის ორვადიანი ლიმიტი 2018 წელს გააუქმა.  

Wall Street Journal-ი: სი ძინპინი მოსკოვში პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკისთან მოლაპარაკებას ონლაინ ფორმატში გამართავს

Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ ფორმატში შეხვედრას გეგმავს. მისივე თანახმად, მოლაპარაკებები სავარაუდოდ,მოსკოვში მომდევნო კვირაში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ გაიმართება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს ამ ლიდერებს შორის პირველი მოლაპარაკება იქნება. Reuters-ის ცნობით, სი ძინპინი მოსკოვს შესაძლოა, მომავალ კვირას ეწვიოს  

აღმოსავლეთ უკრაინაში ჩინური წარმოების გადაკეთებული და იარაღით აღჭურვილი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს - CNN

აღმოსავლეთ უკრაინაში ჩინური წარმოების გადაკეთებული და იარაღით აღჭურვილი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ აღნიშნულია „სიენენის“ ექსკლუზიურ მასალაში. გამოცემის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი, „მუგინ-5“ კომერციული უპილოტო თვითმფრინავია, რომელიც დამზადებულია ჩინელი მწარმოებლის მიერ. აპარატი ცნობილი, როგორც „ალიბაბას უპილოტო თვითმფრინავები“, რადგან ჩინურ ვებგვერდებზე 15 000 დოლარად იყიდება. მათივე ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, რომლის ჩამოგდება მარტივად მოხერხდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

პეკინს და მოსკოვს სი ძინპინის ვიზიტისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ - BBC

სი ძინპინი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერია, რომელმაც პუტინს ხელს ჩამოართვა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ პეკინის 12-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადებები შეისწავლა BBC-ის სტატიის თანხმად, რუსეთში სი ძინპინის ვიზიტი ხორციელდება უკიდურესად სენსიტიურ დროს, როდესაც კრემლი ცდილობს, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს ჩინეთისგან მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები უკრაინაში შეიჭრნენ.  თუმცა, თუ ვიმსჯელებთ იმ წერილობითი განცხადებებიდან, რომლებიც პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა პუტინმა, მათი ქვეყნების სახელმწიფო მედიასაშუალებებით გამოაქვეყნეს, არსებობს გარკვეული განსხვავებები, თუ რისი მიღწევა სურთ პეკინს და მოსკოვს, - წერს ბრიტანული მედია.  „პუტინს, რა თქმა უნდა სურს, აჩვენოს, რომ პეკინი მისი შეჭრის სრული მხარდამჭერია, თუმცა, პეკინს ორი მიზანი აქვს. უპირველეს ყოვლისა, კრემლთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად ჩინეთის მიზეზები უკრაინის ომს სცილდება. უპირველეს ყოვლისა, ორივე ქვეყანა იზიარებს საზღვარს 4300 კმ-ით, რაც დაახლოებით ევროპის სიგანის ექვივალენტურია - ამდენად, პეკინს სურს ამ ურთიერთობის სტაბილიზაცია. მეორეც, სი ძინპინმა ირანისა და საუდის არაბეთის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მიზნით შუამავლის როლის შესრულებით, ახლახან მოიპოვა უზარმაზარი დიპლომატიური გამარჯვება. მას შესაძლოა, სურდეს გამოიყენოს ეს იმპულსი რუსეთსა და უკრაინას შორის მედიაციის შესაძლებლობის მოსაძებნად“, - წერს BBC. რა თქვა სი ძინპინმა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინს ექნება რუსი ხალხის მხარდაჭერა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და რუსი ხალხი ხელახლა აირჩევს მას. „დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ახალ იმპულსს მისცემს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას", - ციტირებს სი ძინპინის სიტყვებს AFP. მან რუსეთს და ჩინეთ შორის პარტნიორობას სანდო უწოდა. მისი ვიზიტის პარალელურად მიმდინარე პრესკონფერენციაზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით ამარაგებს. მანვე დასავლეთი გააკრიტიკა ასეთი ეჭვების არსებობის გამო. პუტინი ამბობს, რომ ის განიხილავს ჩინეთის წინადადებებს უკრაინაში ომის მოგვარების შესახებ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კრემლში გადაღებული ვიდეოკადრები, რომლის თანახმად, პუტინი თავის ჩინელ კოლეგას ესაუბრება: „ძვირფასო მეგობარო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში“. „მე ვიცი, რომ თქვენ პირადად და ყველა ჩვენი ჩინელი მეგობარი... სამართლიანად და დაბალანსებულად უყურებთ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს“, - განაგრძობს პუტინი. „ჩინეთმა ბოლო წლებში კოლოსალური ნახტომი განიცახდა მისი განვითარების კუთხით. ეს იწვევს ნამდვილ ინტერესს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ცოტა შურსაც კი ვგრძნობთ“, - აღნიშნა პუტინმა. თავის მხრივ, სი ძინპინი ამბობს: ჩვენ უნდა გქონდეს მჭიდრო ურთიერთობა“. აქვე, მან რუსეთის ლიდერი შეაქო „ძლიერი ლიდერობისთვის“, რომელმაც მისი თქმით, რუსეთს აყვავების საშუალებას მისცა. დიდი ბრიტანეთი და უკრაინა მოუწოდებენ პეკინს, დაასრულოს ომი გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის მთავრობებმა მოუწოდეს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, გამოიყენოს თავისი ვიზიტი რუსეთში, მეზობელ უკრაინაში ომის დასასრულებლად. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ სი ძინპინის მოგზაურობას ახლოდან აკვირდებიან. ანალოგიურად, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა გამოიყენოს ბერკეტები და მოუწოდოს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება

სი ძინპინი მოსკოვშია

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვს ეწვია. სი ძინპინი იქნება პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი, ვინც პუტინს ხელს ჩამოართმევს მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია. ჩინეთმა უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, მაგრამ ამავე დროს გააძლიერა კავშირები მოსკოვთან. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება  

ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს. "რუსეთთან თანამშრომლობაში ჩინეთი „წითელ ხაზებს“ არ კვეთს, ხოლო მათ „უსაზღვრო მეგობრობას” საზღვრები გააჩნია. ევროკავშირი უნდა მიესალმებოდეს პეკინის მიერ აგრესორი ქვეყნისთვის იარაღის გადაცემაზე უარს და მოსკოვისგან პეკინის დისტანცირების ნებისმიერ მცდელობებს. ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს”, - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ემანუელ მაკრონი აპრილში ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ

ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო ნორმების დაცვით რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რისთვისაც ჩინეთთან კომუნიკაცია აუცილებელია, -  ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აპრილში ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ. ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს - ბორელი "ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო ნორმების დაცვით რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რისთვისაც ჩინეთთან კომუნიკაცია აუცილებელია. ურსულა ფონ დერ ლაიენს პეკინში გამგზავრება შევთავაზე, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე", - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ჩინეთს არ მიუწოდებია მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთისთვის - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანადაში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ ჩინეთს არ მიუწოდებია მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს - ბორელი „რუსეთის სასტიკი შეჭრის მეორე წელია და ჩვენი ერთობა არ დაირღვევა. ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ზეწოლა პუტინზე ჩვენი ისტორიული სანქციებითა და ტარიფებით. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სწავლებით, აღჭურვილობით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, რომ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ჩვენი ალიანსები. მე არ მინახავს ეს მომხდარიყო ჩინეთთან, რუსეთთან ან სხვა ვინმესთან მსოფლიოში“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო პასუხისმგებლობით იმოქმედოს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მოუწოდებს ჩინეთს, პასუხისმგებლობით იმოქმედოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. NHK-ის ცნობით, კიშიდამ ეს განცხადება ორშაბათს, 27 მარტს გააკეთა, როცა ზედა პალატის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში ბოლო ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთისგან არ ჩანს დათმობის ნიშნები, ის აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, დაიწყებენ თუ არა მოლაპარაკებებს, რომელიც განსაზღვრავს მათი ქვეყნის მომავალს. კიშიდამ აღნიშნა, რომ მოუწოდებს პეკინს, იმოქმედოს პასუხისმგებლობით, რადგან იაპონია აგრძელებს მოსაზრებების გაცვლას ჩინეთთან, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. კიშიდა უკრაინას 21 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბუჩაში ჩავიდა, სადაც რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ არ უნახავს ოფიციალური დოკუმენტი ჩინეთის ე.წ. „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით და ელის უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერას. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სკეპტიკურად უყურებს ჩინეთის 12-პუნქტიან წინადადებას, რომელიც მოიცავს მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ. ამასთან, აღნიშნა, რომ პირველი რიგში აუცილებელია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.  

სი ძინპინი ამბობს, რომ ჩინეთი ომისთვის ემზადება - მედია

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ის თავის ქვეყანას მომავალი ომისთვის ამზადებს და მისი სიტყვები სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Foreign Affairs-ი წერს. სი ძინპინმა სამთავრობო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა გასული ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ მალე გაიზრდება კიდევ 7.2%-ით. გამოცემის ცნობით, ბოლო თვეებში ოფიციალურმა პეკინმა მიიღო ახალი კანონები სამხედრო მზადყოფნის შესახებ, კერძოდ, საუბარი იყო ტაივანის სრუტის მიმართულებით ახალი ბომბთავშესაფრების აშენებაზე. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქმნება „ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის“ ოფისები. სი ძინპინმა 2022 წლის სექტემბერშიც განაცხადა, რომ აუცილებელია კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე.  

უცხოური მედია: ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი 5 აპრილს პეკინში გაემგზავრებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება. „მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იმყოფებოდა პეკინში. სანჩესი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. ლიდერების საუბრის დეტალები ამ დრომდე მედიისთვის უცნობია.  

ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ჩავიდნენ

მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეკინში ჩავიდა. მასთან ერთად ჩინეთს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც სტუმრობს. გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინთან მოლაპარაკების დროს, ემანუელ მაკრონი შეეცდება უკრაინის პოზიციების დაცვას და შესთავაზებს ჩინეთის ლიდერს „სხვაგვარ მიდგომას“, განსხვავებულს იმ პირდაპირი კონფრონტაციული ტონისგან, რომელიც ხშირად ისმის ვაშინგტონიდან. ვიზიტამდე საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია დაუყოვნებელი და რადიკალური გავლენა მოახდინოს კონფლიქტზე ერთი ან მეორე მიმართულებით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ჩინეთის ინტერესებში არ შედის - მაკრონი

ყოველი ქვეყანა, რომელიც დახმარებას უწევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ხდება აგრესიის თანამონაწილე და საერთაშორისო სამართლის დამრღვევი. ეს არ შედის ჩინეთის ინტერესებში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პეკინში საფრანგეთის საელჩოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „კონფლიქტის დაწყებიდან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით მსხვერპლს და ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი, ვინც აგრესორს (რუსეთს - რედ.) დაეხმარება, საერთაშორისო სამართლის დარღვევის თანამონაწილე იქნება“, - განაცხადა მაკრონმა. მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის ინტერესებში არ არის რუსეთისთვის იარაღის მიწოდება უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ჩინეთის ინტერესი არ არის ხანგრძლივი ომი", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ იარაღის ნებისმიერი მიწოდება რუსეთის მხარდასაჭერად, დიდი შეცდომა იქნება, რამაც შეიძლება, გლობალური სტაბილურობა და უსაფრთხოება შეაფერხოს.    

ჩინეთი წყალქვეშა ინტერნეტ კაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლის ღირებულებაც $500 მილიონი იქნება - Reuters

ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატელეკომუნიკაციო ფირმები ავითარებენ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ საკაბელო პროექტს, რომლის ღირებულებაც 500 მილიონი დოლარია და რომელიც დააკავშირებს აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. მისივე ცნობით, პოტენციური პროექტის მონაწილეებს შორისაა ჩინეთის სამი მთავარი გადამზიდავი - China Telecommunications Corporation (China Telecom), China Mobile Limited და China United Network Communications Group Co Ltd (China Unicom). პროექტი ჰონგ კონგს დააკავშირებს ჩინეთის კუნძულ პროვინცია ჰაინანთან, მანამდე კი იმოძრავებს სინგაპურში, პაკისტანში, საუდის არაბეთში, ეგვიპტესა და საფრანგეთში.  

ჩინეთი ტაივანის მახლობლად წვრთნებს ატარებს

ჩინეთი ტაივანის მახლობლად წვრთნებს ატარებს. იუწყება Reuters. ჩინეთმა, რომელიც აცხადებს, რომ ტაივანს დემოკრატიულად მართავს, როგორც საკუთარ ტერიტორიას, კუნძულის ირგვლივ სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. გასულ აგვისტოში, აშშ-ის პალატის მაშინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ტაიპეიში ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა ასევე მოაწყო სამხედრო მანევრები ტაივანის გარშემო.  მიუხედავად პეკინის გაფრთხილებისა, გასულ კვირას ტაივანის ლიდერი ასევე შეხვდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უკვე ახალ სპიკერს, კევინ მაკარტის.  

ყაზახეთი და ჩინეთი ორმხრივი უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავენ

ყაზახეთისა და ჩინეთის მთავრობები უვიზო რეჟიმის დანერგვას აპირებენ. რუსული მედიის ცნობით, ამასთან დაკავშირებით, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა. თუ ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები აპირებენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილ ვადაზე მეტ ხანს დარჩენას, მაშინ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე მათ შესაბამისი ვიზის მიღება უნდა მოითხოვონ. დოკუმენტს ხელი მოეწერება პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის სახელმწიფო ვიზიტის დროს ჩინეთში, მიმდინარე წლის 18-19 მაისს.  

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს ეწვევა

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს ეწვევა. ვიზიტი 16-19 აპრილს შედგება. ჩინელი მაღალი თანამდებობის პირი რუს სამხედრო ოფიციალურ პირებს შეხვდება. ინფორმაცია ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.  

ჩინეთში ფრინველის გრიპს პირველი ადამიანი ემსხვერპლა

 ჯანმო-მ გამოაცხადა, რომ ჩინეთში ქალი გარდაიცვალა H3N8 გრიპით, ანუ ფრინველის გრიპის ქვეტიპით. ამ დროისთვის ვირუსით სამი ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირების ყველა შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში. ინფიცირების პირველი შემთხვევა გასულ წელს დაფიქსირდა, 2022 წლის აპრილში, ოთხი წლის ბიჭი ჰენანის პროვინციიდან H3N8 ვირუსით დაინფიცირდა.  

ნიდერლანდებმა ჩინეთს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხე უწოდა

ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურმა 2022 წლის ყოველწლიურ ანგარიშში ჩინეთს უდიდეს საფრთხე უწოდა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები თავის მთავარ სავაჭრო პარტნიორად ჩინეთს მიიჩნევს, პეკინი სამხედრო ამბიციებით ცდილობს, უკანონოდ ჩაიგდოს ხელში ჰოლანდიური და სხვა დასავლური ტექნოლოგიები. დაზვერვის თანახმად, ჩინეთის მთავარი სამიზნეა, ჰოლანდიური მწარმოებელი ASML, რომელიც მსოფლიოში ლითოგრაფიული აპარატების მთავარი მიმწოდებელია და გამოიყენება კომპიუტერული ჩიპების დასამზადებლად. მისთვის ჩინეთი სიდიდით მესამე ბაზარია. 8 მარტს, ნიდერლანდების მთავრობამ გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, დააწესოს საექსპორტო შეზღუდვები ნახევარგამტარულ ტექნოლოგიებზე აშშ-ის შეზღუდვების შესაბამისად, რომლებიც 2022 წლის ოქტომბერში დაწესდა და მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ საკუთარი ნახევარგამტარების წარმოების თავიდან აცილებას.  

ჩინეთი არ აწვდის რუსეთს იარაღს, არ ემზადება ამისათვის - ბუდანოვი

ჩინეთს არ გადაუცია რუსეთისთვის იარაღი და არ ემზადება ამისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის დაზვერვის (DIU) უფროსმა კირილო ბუდანოვმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ჩინეთმა ეს ნაბიჯი შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადადგას, ბუდანოვმა უპასუხა, რომ ჩინეთი ამას არ გააკეთებს უახლოეს მომავალში. ცნობისათვის, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან ჩინეთის შუამავლობით უნდა დასხდნენ. ოლექსი დანილოვი: საჭირო არ არის მუდმივად მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი დასმა, მოგვეცით საკმარისი იარაღი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს „ნორმალური ურთიერთობების" განვითარებას ჩინეთთან, თუ ოფიციალური პეკინი ვერ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე, რათა დაარწმუნოს მოსკოვი, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.  

ევროპის მწვავე რეაქციის შემდეგ, პეკინმა უარყო ჩინეთის ელჩის კომენტარები, რომელმაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა

ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პეკინში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. ეს განცხადება მოჰყვა ევროპული ქვეყნების მიმართვას პეკინისადმი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, ლუ შაიმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა. ოფიციალური პირები ლიეტუვიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ევროკავშირიდან, აღაშფოთა ჩინეთის ელჩის განცხადებამ, რომლის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს „საერთაშორისო სამართალში ეფექტური სტატუსი არ გააჩნიათ“. CNN-ის ცნობით, ელჩმა ეს განცხადება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, კერძოდ, არის თუ არა ყირიმი უკრაინის ნაწილი. კითხვას, წარმოადგენს თუ არა ელჩის განცხადება ჩინეთის ოფიციალურ პოზიციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უპასუხა, რომ პეკინის ოფიციალური პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებშია წარმოდგენილი. ამავე დროს, მან პირდაპირ არ უარყო ლუ შაის განცხადებები. ინტერნეტმომხმარებლებმა ასევე შენიშნეს, რომ პარიზში საელჩოს ოფიციალური სოციალური ქსელებიდან გაქრა ელჩის ინტერვიუს ჩანაწერი. „ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც კი არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობდა საერთაშორისო შეთანხმება მათი, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსის განხორციელებისთვის“, - აღნიშნავდა ელჩი ჩანაწერში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ჩინელი დიპლომატის კომენტარს მიუღებელი უწოდა. „ევროკავშირი ვარაუდობს, რომ ეს განცხადებები არ წარმოადგენს ჩინეთის ოფიციალურ პოლიტიკას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთს მოუწოდა, განემარტა, ასახავს თუ არა ეს კომენტარები მის პოზიციას. „საფრანგეთში ჩინეთის ელჩის კომენტარები სრულიად მიუღებელია. ჩინური მხარისგან ახსნას და ამ განცხადების სრულ უარყოფას ველით“, - დაწერა თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა Twitter-ზე. ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშან, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სტატუსი განმტკიცებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. „უცნაურია „ყირიმის ისტორიის“ აბსურდული ვერსიის მოსმენა იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომელიც სკრუპულოზურია საკუთარ ათასწლიან ისტორიასთან დაკავშირებით“, - დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე.

Politico: ჩეხეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებული ომით სარგებლობს

ჩინეთს არ შეიძლება, ვენდობოდეთ როგორც რაიმე შუამავალს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების კუთხით, რადგან პეკინი ამ ომით სარგებლობს, განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა Politico-სთან ინტერვიუში. პაველის შეფასებით, ჩინეთი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მისივე თანახმად, „ჩინეთის ინტერესშია სტატუს კვოს გახანგრძლივება, რადგან მას შეუძლია, რუსეთს უამრავი დათმობისკენ უბიძგოს. პეკინი მოსკოვიდან იაფ ნავთობს, გაზს და სხვა რესურსებს იღებს, შესაბამისად, პაველი არ ფირობს, რომ „ჩინეთს აქვს რეალური ინტერესი, გადაჭრას ეს კონფლიქტი მოკლე დროში“.  

ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის - პეკინი „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ კომუნიკაციას იწყებს

ჩინეთი მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს გაგზავნის უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, რათა ჰქონდეს სიღრმისეული კომუნიკაცია ყველა მხარესთან უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებასთან დაკავშირებით. ზელენსკი სი ძინპინს ესაუბრა ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა 26 აპრილს სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. პეკინი სხვა ქვეყნების ჩამონათვალს არ აზუსტებს. ევროპის მწვავე რეაქციის შემდეგ, პეკინმა უარყო ჩინეთის ელჩის კომენტარები, რომელმაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა პეკინი კიევთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას აპირებს. „ჩინეთი თანმიმდევრული და მკაფიოა თავის სურვილში, განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასთან. ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს ურთიერთპატივისცემისა და გულწრფელობის ტრადიცია და განავითაროს ჩინეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა“, - განაცხადა სპიკერმა.  მისივე განმარტებით, უკრაინის კრიზისში ჩინეთი მშვიდობის მხარეზეა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა. „ჩინეთს არ შეუქმნია კრიზისი უკრაინაში და არ არის კრიზისის მონაწილე. როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და პასუხისმგებელი მთავარი ძალა, ჩინეთი არ იქნება ჩუმად, ცეცხლზე ნავთს არ დაასხამს და მით უმეტეს, ისარგებლებს შექმნილი სიტუაციით. აშკარად ჩანს, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ერთადერთი რეალური გზაა“, -  აღნიშნა PRC-ის წარმომადგენელმა. ჩინეთი თვლის, რომ აუცილებელია, გამოიყენოს შესაძლებლობა და შეიქმნას ხელსაყრელი პირობები კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის. „არსებობს იმედი, რომ ყველა მხარე სერიოზულად დაფიქრდება უკრაინის კრიზისზე და ერთობლივად გამოიკვლევს გზებს დიალოგის გზით ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩინეთი გაუგზავნის ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს ევრაზიის საკითხებში უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ყველა მხარესთან სიღრმისეული კომუნიკაციისთვის, უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ“, - განაცხადა სპიკერმა. ჩინეთის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ პეკინი გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. ზელენსკისთან საუბარში სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, მოლაპარაკებები ერთადერთი გამოსავალია კრიზისიდან.

სტოლტენბერგი სი ძინპინის და ზელენსკის საუბარზე: მივესალმები, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში

ხედავს თუ არა ჩინეთს შუამავლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მედიის ამ შეკითხვას უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 27 აპრილს. სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობები უნდა არსებობდეს მოლაპარაკებებისთვის და რა ფორმატში უნდა წარიმართოს ეს მოლაპარაკება. ამასთან, სტოლტენბერგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დიალოგის მაგიდასთან უკრაინის პოზიციების გაძლიერებისთვის, კიევის სამხედრო დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისივე შეფასებით, მოლაპარაკების ალბათობა მოითხოვს სწორედ რომ უკრაინას ჰქონდეს აუცილებელი სამხედრო ძალა. ამან კი, პრეზიდენტ პუტინს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ კიევი გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე. „ამდენად, შესაძლოა, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდეს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. „თუ ჩვენ გვსურს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, სადაც უკრაინა ლიდერობს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, იქამდე მისვლის საუკეთესო გზაა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა ზუსტად ისე, როგორც ამას NATO-ს მოკავშირეები აკეთებენ. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გამართულ სატელეფონო ზარს. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა უკეთესად აღიქვას უკრაინის პერსპექტივები. ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ დაგმო რუსეთის უკანონო ომი, უკრაინაში უკანონო შეჭრა და  NATO-ს მოკავშირეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მიმართ, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 აპრილს განმარტა, რა საკითხები განიხილა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს. მისი თქმით, ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი, უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დაეთმო. „უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ვიყენებთ. მშვიდობა სამართლიანი და მყარი უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს ქარტიას უნდა ეყრდნობოდეს. არანაირი მშვიდობა არ შეიძლება, იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს”, - წერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ-ჩინური პარტნიორობის გამყარების გზებიც განიხილეს, ვინაიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ჩინეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. ჩინეთს არ შეიძლება, ვენდობოდეთ როგორც რაიმე შუამავალს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების კუთხით, რადგან პეკინი ამ ომით სარგებლობს, განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 25 აპრილს Politico-სთან ინტერვიუში. პაველის შეფასებით, ჩინეთი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მისივე თანახმად, „ჩინეთის ინტერესშია სტატუს კვოს გახანგრძლივება, რადგან მას შეუძლია, რუსეთს უამრავი დათმობისკენ უბიძგოს. პეკინი მოსკოვიდან იაფ ნავთობს, გაზს და სხვა რესურსებს იღებს, შესაბამისად, პაველი არ ფირობს, რომ „ჩინეთს აქვს რეალური ინტერესი, გადაჭრას ეს კონფლიქტი მოკლე დროში“. ინფორმაციისთვის, ჩინეთს საკუთარი 12 პუნქტიანი წინადადებები აქვს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, თუმცა ხსენებულმა „პაკეტმა“ ვერც დასავლეთის და ვერც უკრაინის თვალში ნდობა ვერ მოიპოვა, რადგან მასში არ არის განხილული, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვება, როგორც ომის დასრულების გზა. უკრაინა და მისი პარტნიორები სწორედ ამ გზას მიიჩნევენ ოპტიმალურად.  

ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში იუანმა დოლარს პირველად გაუსწრო და ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვალუტა გახდა

მარტში, იუანი ჩინეთში ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ვალუტა გახდა. იუანმა პირველად გადაუსწრო დოლარს. Reuters-ის ცნობით, ეს ოფიციალურმა მონაცემებმა დაადასტურა, რაც ასახავს პეკინის ძალისხმევას, იუანის გამოყენების ინტერნაციონალიზაციისკენ. იუანში ტრანსსასაზღვრო გადახდები და შემოსავალი მარტში, რეკორდულ 549,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იუანი გამოიყენებოდა ყველა ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციის 48,4%-ში, ხოლო დოლარის წილი 48,6%-დან 46,7%-მდე შემცირდა. ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციები მოიცავს როგორც მიმდინარე, ასევე, კაპიტალის ანგარიშებს.  

ჩინეთმა და სომხეთმა გაეროში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ - მედია

ჩინეთმა მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო აკრიტიკებს. წარსულში, ჩინეთის წარმომადგენლები რეზოლუციის პროექტების კენჭისყრისას თავს იკავებდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტი Ekhokavkaza წერს. მაამდე, გაეროში ისლანდიის წარმომადგენლობამ Twitter-ზე განათავსა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რუსეთი უკრაინაში აგრესორად პირველად აღიარა. ირკვევა, რომ კენჭისყრა 26 აპრილს გაიმართა, თუმცა მედიამ ყურადღება ახლა მიაქცია რეზოლუციის ტექსტს და იმ ფაქტს, რომ ჩინეთი იყო მათ შორის, ვინც ხმა მისცა დოკუმენტს. საერთო ჯამში, გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ რეზოლუციას მხარი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის არის საქართველო. ჩინეთის გარდა, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთის მეგობრულად მიჩნეულმა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ყაზახეთმა და სომხეთმა, ასევე, ინდოეთმა და ბრაზილიამა. დოკუმენტი კონკრეტულად ეხება ევროპის „უპრეცედენტო გამოწვევებს“, უკრაინაში, მანამდე კი, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას“. რუსეთი ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელმაც ხმა მისცა დოკუმენტს (ბელორუსთან, სირიასთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ნიკარაგუასთან ერთად). „უკრაინის ომი, რეზოლუციის მთავარი აქცენტი არ არის, ამიტომ, გაურკვეველია, არის თუ არა ჩინეთის და სხვა ქვეყნების ხმა იმის სიგნალი, რომ ხსენებულმა ქვეყნებმა, უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, პოზიციას შეიცვალეს. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა ზემოთ აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. დოკუმენტის განხილვისას რუსეთის წარმომადგენელმა, დოკუმენტიდან რუსეთის დაგმობის პუნქტის ამოღება მოითხოვა და დასავლეთის ქვეყნები რეზოლუციის „პოლიტიზებაში“ დაადანაშაულა. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. რამდენიმე დღის წინ, სი ძინპინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.  

ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ჩინეთში, Sinochem-ის ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა. Reuters-ის ცნობით, ერთი ადამიანი დაკარგულია. აფეთქება შანდუნის პროვინციის ქალაქ ლიაოჩენში მოხდა. ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.  

ჩინეთმა რუსეთი უკრაინაში აგრესორად პირველად აღიარა - მედია

ჩინეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს „აგრესორს“ უწოდებენ, ეს გაეროში ისლანდიის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომელიც Twitter-ზე განათავსა. ჩინეთმა და სომხეთმა გაეროში ხმა მისცეს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ - მედია ჩინეთის გარდა, დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ყაზახეთმა და ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ, გარდა ტაჯიკეთისა და უზბეკეთისა, ისევე როგორც ქვეყნებმა, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება „მეგობრულად“ მიიჩნევს. მათ შორისაა ინდოეთი, ბრაზილია და თურქეთი. რეზოლიციას მხარი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგნი კი, რუსეთის გარდა იყვნენ ბელორუსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიკარაგუა და სირია. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი უარს ამბობს რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაგმობაზე. მან 12 პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება წარმოადგინა, რომლის ნდობაც ვერც უკრაინისგან და ვერ დასავლეთისგან დაიმსახურეს, რადგან დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ ჯარის დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.  

ევროკავშირი გეგმავს, სანქციები დაუწესოს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას ეხმარებიან - FT

ევროკავშირი ჩინური კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი Financial Times-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. შვიდი ჩინური ბიზნესია ჩამოთვლილი სანქციების ახალ პაკეტში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ კვირაში განიხილავენ. თუ სანქციების მე-11 პაკეტი ჩინურ კომპანიებსაც შეეხება, ეს იქნება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირველი პაკეტი, რომელშიც ჩინური კომპანიებიც შევლენ. FT-ის ცნობით, სანქციების სიაში შედის ორი კონტინენტური ჩინეთის კომპანია, 3HC Semiconductors და King-Pai Technology, ასევე, ხუთი კომპანია ჰონგ კონგიდან, მათ შორის, Sinno Electronics, Sigma Technology, Asia Pacific Links, Tordan Industry და Alpha Trading Investments. ჩამოთვლილთაგან ზოგი ჩინური კომპანია, მაგალითად, King-Pai Technology უკვე სანქცირებულია აშშ-ის მიერ. ორშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი მოუწოდებს ევროკავშირს, თავი აარიდოს „არასწორ გზას“, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მტკიცე ზომებს მიიღებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა, 121 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის სამ ქვეყანაში ვიზიტით ჩადის

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი ოფიციალური ვიზიტით ევროპის სამ ქვეყანაში გაემგზავრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მინისტრი დღეს იწყებს ვიზიტს და მისი ტურნე მოიცავს გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას. „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდტი, სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი, 8-დან 12 მაისამდე ეწვევა გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას“, - განაცხადა სპიკერმა.  ცინის ვიზიტი გერმანიაში, გასულ თვეში ბერბოკის პეკინში მოგზაურობის ფონზე დაიგეგმა, რის შემდეგაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკვეთრად გააკრიტიკა ჩინეთი. ბერბოკი ამბობდა, რომ ჩინეთი ახორციელებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მიმართავს რეპრესიულ ქმედებებს ქვეყნის შიგნით.  

კანადამ ჩინელი დიპლომატი გააძევა

კანადის მთავრობამ ჩინელი დიპლომატი, ჟაო ვეი გააძევა, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის დაშინების სქემაში მონაწილეობდა. ჩინეთს ბრალად ედება ჰონგ-კონგში დეპუტატ მაიკლ ჩონგის და მისი ნათესავების დაშინების მცდელობა მას შემდეგ, რაც მან ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. ოტავაში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ დიპლომატის გაძევებას გმობს და საპასუხო ზომებს მიიღებს. ინფორმაციისთვის, ოტავის მიერ ჩინელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოჰყვა კანადის დაზვერვის ანგარიშს, რომელიც გამოცემა Globe and Mail-ში გავრცელდა და რომლის თანახმადაც, ჟაო ვეი მაიკლ ჩონგის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში მონაწილეობდა.  

უკრაინამ ჩინური კომპანია Great Wall Motor-ი, ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა

უკრაინული მედიის ცნობით, კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ჩინური კერძო კომპანია Great Wall Motor-ი, ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახურმა იტყობინება. კომპანია აწარმოებს და ყიდის მანქანებს ისეთი ბრენდების ქვეშ, როგორიცაა, GWM-ი Haval-ი, WEY, TANK-ი, POER-ი და ORA. კომპანიის ანგარიშის თანახმად. გაყიდვებმა რუსეთის ფედერაციაში 2021 წელს, 4,973 მილიარდი იუანი (დაახლოებით $780 მილიონი) შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (2,2 მილიარდი იუანი). „ამ თანხების მნიშვნელოვანი რაოდენობა გადასახადების სახით შედის რუსეთის ბიუჯეტში, რომელიც შემდეგ მხარს უჭერს დამპყრობელთა არმიას და ყიდულობს იარაღს, რომელიც კლავს უკრაინელებს”, - ხაზგასმით აღნიშნა NACP-მა და ასევე განაცხადა, რომ ამ გზით Great Wall Motor-ი აგრძელებს რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერას. შესაბამისად, აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. „კომპანიის მენეჯმენტს არასოდეს უცდია, დაეგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში“, - წერს უკრაინული მედია.  

სი ძინპინმა პუტინს 9 მაისი ისევ არ მიულოცა - მედია

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 9 მაისი კვლავ არ მიულოცა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ სი ძინპინმა პუტინს 9 მაისს, მილოცვის შეტყობინება გაუგზავნა. არაფერს წერს ჩინური მედიაც. სი ძინპინის ბოლო გზავნილი უცხოელი კოლეგებისადმი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იძებნება, სამძიმრის წერილია, რომელიც რუანდის პრეზიდენტს, ქვეყანაში ძლიერი წვიმის შედეგებთან დაკავშირებით გაეგზავნა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, მსგავსი მილოცვები ჩინეთიდან არცგასულ წელს მიუღია პუტინს.  

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა. ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, რომელიც 15 მაისს დაიწყება, უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს ესტუმრება. ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის - პეკინი „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ კომუნიკაციას იწყებს „ჩინეთის წარმომადგენლების აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტი არის ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამოვლინება, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, რაც სრულყოფილად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა. ზელენსკი სი ძინპინს ესაუბრა ჩინეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. დასავლეთმა და კიევმა განაცხადეს, რომ პეკინის წინადადებებს კონფლიქტის დარეგულირების რეალურ გეგმად ვერ განიხილავენ. ნახსენებია ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა წინადადებებში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.  

ბორელი ევროკავშირის ქვეყნებს, ჩინეთთან ურთიერთობის სტრატეგიის გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზებ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ ჩინეთთან ურთიერთობის სტრატეგიას მსოფლიოში მისი მზარდი გავლენის გამო. შესაბამის ინფორმაციას Financial Times-ი ბორელის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბორელმა წერილი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მისწერა. ბორელის წერილის მიხედვით, ევროკავშირი არ უნდა ესწრაფოდეს „განვითარებადი ქვეყნების მზარდი ძალაუფლების შეფერხებას“. მისი შეფასებით, ბევრი განვითარებადი ქვეყანა ჩინეთს დასავლეთის და, შესაბამისად, ევროპის საპირწონედ მიიჩნევს. „მათი უმრავლესობა უხალისოდ უჭერდა მხარს სანქციებს, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ჩინეთმა გამოიყენა შესაძლებლობა, თავი წარმოაჩინოს „არააგრესიულ ზესახელმწიფოდ“, რომელიც ომებს არ იწყებს ან ზეწოლას არ ახდენს სხვა ქვეყნებზე, რომ მათ სანქციები დააწესონ „მისი მეტოქეების წინააღმდეგ“. „ჩინეთის ამბიციები აშკარად მიმართულია ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ, რომლის ცენტრშიც ჩინეთი იქნება. უკრაინაში რუსეთის დამარცხება ჩინეთის ტრაექტორიას არ შეაფერხებს. ჩინეთი აქედან გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას შეძლებს“, - წერს ბორელი. ჩინეთის მიმართ ახალი პოლიტიკა მომავალ თვეში შემუშავდება და მოსალოდნელია, რომ ახალ სტრატეგიაში მეტი მნიშვნელობა მიენიჭება „კონკურენტის“ სტატუსს. აპრილის ბოლოს, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთს ეწვევა  

ჩინეთმა უცხოურ საელჩოებს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნების ჩამოხსნისკენ მოუწოდა - მედია

ჩინეთმა უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოუწოდა, არ გამოიყენონ თავიანთი შენობების გარე კედლები „პოლიტიკური პროპაგანდისთვის“, რაც, როგორც ჩანს, გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნებსაც. ამის შესახებ იაპონური სააგენტო Kyodo წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯს ევროპისა და სხვა რეგიონების დიპლომატების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და არცერთმა მათგანმა არ მოხსნა აბრები. Kyodo-ს ერთ-ერთმა რესპონდენტმა  განაცხადა, რომ არ არსებობს გონივრული მიზეზი იმისა, რომ სახელმწიფოს ხელი შეეშალოს თავისი განზრახვების გამოხატვაში. სააგენტოს თანახმად, პეკინში ბევრმა საელჩომ უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნადდაკიდა უკრაინის დროშის შემცველი აბრები და ჩინურ და ინგლისურ ენებზე წარწერები.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 მაისით დათარიღებული შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დაიცვან ჩინეთის კანონები და დადგენილებები, თუმცა პეკინი პატივს სცემს დიპლომატიურ იმუნიტეტს ვენის კონვენციასთან შესაბამისობაში.  

ინდოეთის ოკეანეში ჩინური ნავი ჩაიძირა

ინდოეთის ოკეანეში ჩინური სათევზაო ნავი ჩაიძირა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს. დაკარგულია ეკიპაჟის ყველა, 39 წევრი.  ბორტზე 17 ჩინელი, 17 ინდონეზიელი და 5 ფილიპინელი წევრი იყო. ჩინური მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების განკარგულება გასცა.შემთხვევის ადგილზე ავსტრალიიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ. ჩინეთმა ოპერაციაში დასახმარებლად ორი ხომალდი განათავსა.

პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში

12 მაისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით უკრაინას ეწვეოდა. ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ადრე რუსეთში ჩინეთის ელჩის პოზიციაზე მუშაობდა, საერთაშორისო ტურნე, 15 მაისს დაიწყო. მისი ტურნე მოიცავს უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს. ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის - პეკინი „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ კომუნიკაციას იწყებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა ვიზიტის მიზნები განმარტა და აღნიშნა, რომ „ეს არის ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამოვლინება, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, რაც სრულყოფილად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს“. დღეს, 17 მაისს, უკრაინაში მართავს შეხვედრებს. ეს ცნობა უკრაინული სააგენტოების ვებგვერდებზეა ხელმისაწვდომი. მისი მიხედვით, ჩინეთის სპეცწარმომადგენელს საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, ხსენებული მოგზაურობა შედგა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბრისას, 26 აპრილს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. რაზე ისაუბრეს მხარეებმა - უკრაინული მედია წერს, რომ შეხვედრისას კულებამ და ლიმ განიხილეს უკრაინისა და ჩინეთის ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, რუსული აგრესიის შეჩერების გზები. ზელენსკი სი ძინპინს ესაუბრა აქ აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. დასავლეთმა და კიევმა განაცხადეს, რომ პეკინის წინადადებებს კონფლიქტის დარეგულირების რეალურ გეგმად ვერ განიხილავენ. ნახსენებია ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა წინადადებებში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე. დღეს კი, როგორც ირკვევა, 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, კულებამ ლის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას. „მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში. მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა ზემოთ აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი  

სუნაკი: ჩინეთი მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევაა 

ჩინეთი წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, მაგრამ სხვა წამყვანი ეკონომიკები არ უნდა შეეცადონ მისგან სრულად გამოყოფას, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კვირას, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტის შემდეგ. „ჩინეთი ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდ გამოწვევას უქმნის გლობალურ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ისინი სულ უფრო ავტორიტარულები არიან ქვეყნის შიგნით და შეუპოვარნი  - საზღვარგარეთ", - განუცხადა სუნაკმა ჟურნალისტებს G7 სამიტის შემდეგ იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში. სუნაკმა განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთი და „დიდი შვიდეულის“ სხვა ქბეყნები გამოიყენებენ საერთო მიდგომას ჩინეთის მიერ წარმოქმნილ გამოწვევებზე საპასუხოდ. „დიდ შვიდეულთან ერთად ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა ჩინეთმა არ გამოიყენოს ეკონომიკური იძულების პოლიტიკა სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში ჩარევისთვის“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.  

სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg

სი ძინპინმა ჩინეთ-ცენტრალური აზიის ურთიერთობებში ახალი ეპოქის დასაწყისი დააანონსა ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს, ყირგიზეთის პრეზიდენტს სადირ ჯაფაროვს, ტაჯიკეთის პრეზიდენტს, ემომალი რაჰმონს, თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს და უზბეკეთის პრეზიდენტს, შავქათ მირზიოევს, ჩინეთის პრეზიდენტმა ბანკეტზე უმასპინძლა. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, სი ძინპინმა წვეულებაზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა. მისასალმებელ სიტყვაში, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ათასწლეულების განმავლობაში ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ხალხი ავსებდა და სწავლობდა ერთმანეთს, შექმნეს უძველესი აბრეშუმის გზის დიდება და დაწერეს შესანიშნავი თავი ცივილიზაციათაშორისი გაცვლის ისტორიაში. „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ჩინეთმა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მიაღწიეს შთამბეჭდავ შედეგებს, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსოფლიოზე. მიუხედავად საერთაშორისო ლანდშაფტის ცვლილებებისა, ჩინეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები ყოველთვის პატივს სცემდნენ ერთმანეთს, სარგებლობდნენ კეთილმეზობლობით და მუშაობდნენ პარტნიორობითა და სოლიდარობით ორმხრივი სარგებლობისთვის. მათი ურთიერთობები კეთილმეზობლობიდან გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობამდე, შემდეგ კი საზოგადოებაში, რომელსაც აქვს საერთო მომავალი, მიაღწია ისტორიული ნახტომის განვითარებას, პოზიტიური ენერგია შეაქვს რეგიონული მშვიდობისა და განვითარების წინსვლაში. ახალი წვლილი შეაქვს კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების მშენებლობაში. სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთ-ცენტრალური აზიის თანამშრომლობის გაღრმავება არის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც გაკეთებულია ამ თაობის ლიდერების მიერ მომავალზე ორიენტირებული ხედვით, რომელიც შეესაბამება მსოფლიოს გაბატონებულ ტენდენციას და აკმაყოფილებს ხალხის მოლოდინებს. სი ძინპინი იმედოვნებს, რომ ეს სამიტი ახალ ეპოქას გახსნის ჩინეთ-ცენტრალური აზიის ურთიერთობებისთვის.მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები მიესალმებიან ჩინეთის განვითარების "ექსპრეს მატარებელს", რათა ერთობლივად იბრძოლონ ჩინეთისა და ცენტრალური აზიის თანამშრომლობის კიდევ უფრო ნათელი მომავლისთვის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბანკეტის შემდეგ, სი ძინპინმა სტუმრებთან ერთად უყურა მხატვრულ სპექტაკლებს ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ხალხების კულტურის, ხელოვნების წლისა და ჩინეთ-ცენტრალური აზიის ახალგაზრდული ხელოვნების ფესტივალის აღსანიშნავად. ჩინეთი მზადაა, დაეხმაროს ცენტრალური აზიის ქვეყნებს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რეგიონის ლიდერების სამიტზე, რითაც ხაზს უსვამს პეკინის ძალისხმევას, გააღრმაოს თავისი გავლენა, რადგან ექსპანსიონისტი რუსეთი აყენებს უსაფრთხოების ახალ საკითხებს - წერს თავის მხრივ Boomberg-ი სტატიაში სათაურით - სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს. ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებმა ჩინეთ-ცენტრალური აზიის სამიტის შემდეგ ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ორმხრივ განცხადებებს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩამოაყალიბა ამბიციური გეგმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისთვის, რეგიონისკენ, რომელიც ტრადიციულად რუსეთის უკანა ეზოდ აღიქმება, იმ მომენტში, როდესაც მოსკოვი უკრაინის ომზეა კონცეტრირებული. უკვე 19 მაისს, შანხაიში სი ძინპინმა ჩინეთ-ცენტრალური აზიის პირველი სამიტს უმასპინძლა. პრეზიდენტებმა მიმოიხილეს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების ისტორია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. „მომავლის გათვალისწინებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ კიდევ უფრო მჭიდრო ჩინეთ-ცენტრალური აზიის საზოგადოებისთვის, რომელსაც აქვს საერთო მომავალი“, - აღნიშნულია ჩინეთის ლიდერის განცხადებაში. მისივე თანახმად, მსოფლიოს სჭირდება სტაბილური ცენტრალური აზია. დაცული უნდა იყოს ცენტრალური აზიის ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა; პატივი უნდა სცენ მათი ხალხის განვითარების გზების არჩევანს; და მათი ძალისხმევა მშვიდობის, ჰარმონიისა და სიმშვიდისთვის უნდა იყოს მხარდაჭერილი. სი ძინპინის თქმით, მნიშვნელოვანია საყოველთაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის მიხედვით და მტკიცედ აღვუდგეთ რეგიონის ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის გარე მცდელობებს“. ჩინეთის ოფიციალური პირების თქმით, პეკინის ვაჭრობამ ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან 2022 წელს 70 მილიარდ დოლარს მიაღწია და 2023 წლის პირველ კვარტალში 22 პროცენტით გაიზარდა. ჩინეთმა, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკამ, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ რეზერვებში. გასულ კვირას ჩატარებული სამიტი ჩინეთსა და ხუთ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების 31 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. პეკინი ცდილობს, ცენტრალურ აზიაში თავისი პოზიციები გაზარდოს, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, კრემლი დაეყრდნო ჩინეთს, რათა მიიღოს ეკონომიკური მხარდაჭერა დასავლეთის სანქციების ფონზე და ასევე, მოიპოვოს საჭირო დიპლომატიური მხარდაჭერა სუნაკი: ჩინეთი მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევაა  ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი

ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ

„ჩინეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ყირგიზეთთან და უზბეკეთთან 454 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ,რომელიც გვერდს აუვლის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსეთს“, იტყობინება რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური.  ამ შეთანხმების მიხედვით, მარშრუტი ჩინეთიდან ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ევროპისკენ შემცირდება 900 კმ-ით. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 18-19 მაისს, ჩინეთის ქალაქ სიანში გამართულ სამიტზე „ცენტრალური აზია - ჩინეთი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჯომართ თოყაევი, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები. ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან სამიტზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ცენტრალური აზიის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ტრანსევრაზიული სატრანსპორტო კერის სტატუსის ამაღლებას და „ჩინეთ-ცენტრალური აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების გაძლიერებას. სამიტის მონაწილეებმა განიხილეს მულტიმოდალური სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტების ხელშეწყობა, როგორიცაა ჩინეთი-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია და ჩინეთი-ცენტრალური აზია-ევროპა, განსაკუთრებით ტრანსკასპიური მარშრუტების გამოყენება აქტაუს, კურიკისა და თურქმენბაშის საზღვაო პორტების ჩათვლით. სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის ახალი რკინიგზის მშენებლობასა და არსებული სარკინიგზო და საგზაო ქსელების მოდერნიზაციაზე ჩინეთიდან ცენტრალურ აზიამდე. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ჩინეთი გეგმავდა რკინიგზის აშენებას რუსეთის გვერდის ავლით. თავდაპირველად, ახალი გზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 14 სექტემბერს, სამარყანდში გამართული (SCO) სამიტის ფარგლებში. ახალი დოკუმენტი განსაზღვრავს პროექტის განხორციელების შემდეგ ნაბიჯებს, როგორიცაა, დეტალური დიზაინის შემუშავება, კვლევა და ინვესტიციისა და დაფინანსების მოდელის განსაზღვრა. სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg  

პრემიერი: ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა

„ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს; მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე, რომლის მიმდინარეობისას დასმული შეკითხვა ჩინეთთან ურთიერთობებს შეეხებოდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს, იზრდება ვაჭრობა და ეკონომიკა. „ჩინეთთან მიმართებით ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან, ჩვენ ვზრდით ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჩინეთი იცით რას აკეთებს, ამ კრიზისის განმავლობაში მგონი, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა, მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის. მე მივესალმები, ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. მე ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა,“- განაცხადა პრემიერმა. პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში  

ჩინეთის ახალი ელჩი ვაშინგტონში ჩავიდა და აღიარა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები სერიოზულ სირთულეებსა და გამოწვევებს აწყდება

ჩინეთის ახალმა ელჩმა შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები „სერიოზულ სირთულეებსა და გამოწვევებს" აწყდება. ელჩის თქმით, მისი მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაა. „მე აქ ჩამოვედი ჩინეთის ინტერესების დასაცავად. ეს ჩემი წმინდა პასუხისმგებლობაა. მე ასევე ვარ ჩინელი ხალხის წარმომადგენელი, ამიტომ ჩამოვედი აქ ჩინეთ-ამერიკის თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განუცხადა სი ფენმა აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს. მედია წერს, რომ ელჩად დანიშვნამდე, სი ფენი აშშ-ის მიმართ მკაცრი როტორიკით გამოირჩეოდა, მათ შორის „სადაზვერვო ბუშტის“ ჩამოგდების საკითხზე. მისივე თქმით, ამჟამად ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა სერიოზული სირთულეებისა და გამოწვევების წინაშეა. „ჩემი დანიშვნა ჩემთვის არამხოლოდ პატივისცემას, არამედ უზარმაზარ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. მე და ჩემი კოლეგები შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს და შეასრულებთ ჩვენს მისიას მონდომებითა და სიმტკიცით“, - ამბობს ახალი ელჩი. 59 წლის სი ფენი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. სი ფენი ის ცინ განს ცვლის, რომელმაც ვაშინგტონი იანვარში დატოვა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. „ჩვენ მოუთმენლად ველით ელჩთან და მის გუნდთან მუშაობას. ჩვენ ერთგულნი ვართ, როგორც არაერთხელ ვთქვით, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები PRC-თან (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის მიზნით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.  

პეკინი „უკრაინის კრიზისის მიზეზზე“ მიუთითებს

პეკინის განცხადებით, ჩინეთი კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიციას აყალიბებს საკუთარი დასკვნების საფუძველზე, „პრობლემის არსიდან გამომდინარე“ და მტკიცედ დგას მშვიდობისა და დიალოგის მხარეს. ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ჰუი მისიის ფარგლებში უკვე ეწვია ბერლინს, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან განიხილა „უკრაინის კრიზისის" პოლიტიკური დარეგულირების პერსპექტივები. ლი ჰუი ასევე იმყოფებოდა უკრაინაში, ხოლო მოსკოვში დღეს, 26 მაისს ჩადის. პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში "არსებითად, „უკრაინის კრიზისი", ევროპაში უსაფრთხოების მენეჯმენტში დაგროვილი პრობლემების აფეთქებაა. ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, მაგრამ ის განვითარდა იქამდე, სადაც არის დღეს. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის ერთგული. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა გავაგრძელოთ კონსტრუქციული როლის თამაში „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების ძიებაში", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.  

კულება უარყოფს ინფორმაციას, რომ ჩინეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შეთავაზებით გამოვიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის საკითხებში ლი ჰუიმ შესთავაზა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ფედერაციისთვის დათმობა. უკრაინული მედიის ცნობით, დმიტრო კულებამ ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა. „მაშინვე დავუკავშირდი ჩემს კოლეგებს დედაქალაქებში, სადაც ჩინეთის წარმომადგენელი ვიზიტით იმყოფებოდა. არცერთმა მათგანმა არ დაადასტურა, რომ რაიმე მოლაპარაკება მიმდინარეობდა უკრაინის ტერიტორიების აღიარებაზე, სადაც ახლა რუსეთი რჩება.  არ არის საჭირო ყველა სტატიაზე ემოციური რეაქცია. ჩვენ ვაკონტროლებთ პროცესს“, - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, უკრაინის ზურგს უკან არავინ არაფერს გააკეთებს, რადგან უკრაინას აქვს ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ყველა მთავარ პარტნიორთან. კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს დიალოგს ჩინეთთან. „მაგრამ ეს დიალოგი სამი ძირითადი პრინციპის მიხედვით წარიმართება. პირველი არის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. მეორე -  არ იარსებებს ინიციატივები, რომლებიც უკრაინის მხრიდან რაიმე ტერიტორიულ დათმობას გულისხმობს. მესამე - არ განიხილება გაყინული კონფლიქტის საკითხი. უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. მანამდე, The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ევროპული ტურნეს დროს, ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლი ჰუი დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის წინადადებით გამოვიდა.  

პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს

პეკინი აგრძელებს შუამავლის როლის ძიებას მოსკოვის კავშირების მიუხედავად ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ თავის უკრაინელ კოლეგას შესთავაზა, გამოიყენოს „ყველა საკონტაქტო საშუალება“ რუსეთის ომის დასასრულებლად და ასევე პირობა დადო, რომ გააფართოოს სამხედრო სფეროში კომუნიკაციები კიევთან. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ლი თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს და მის გუნდს შაბათს სინგაპურში შეხვდა - ჩინეთი აგრძელებს კონფლიქტში მშვიდობისმყოფელის როლის დაკავებას მოსკოვთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების მიუხედავად. კულება უარყოფს ინფორმაციას, რომ ჩინეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შეთავაზებით გამოვიდა პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში პეკინი „უკრაინის კრიზისის მიზეზზე“ მიუთითებს შეხვედრის დროს უკრაინული მხარე ცდილობდა პეკინისთვის ადგილზე არსებული სიტუაციის გაცნობას, განაცხადა თავდაცვის მინისტრის ინტერვიუში. მისივე თქმით, ჩინეთი მზადაა კომუნიკაციისთვის, რათა გააფართოოს კონტაქტები უკრაინისა და ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ჩინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების შემდეგ. კიევი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, გარკვეულ დინამიკას დაინახავს. ჩინეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. დასავლეთმა და კიევმა განაცხადეს, რომ პეკინის წინადადებებს კონფლიქტის დარეგულირების რეალურ გეგმად ვერ განიხილავენ. ნახსენებია ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა წინადადებებში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე. 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის სპეცწარმომადგენელს, ლი ჰუის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას. „მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. უფრო ადრე, დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი

ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს

ჩინეთმა და რუსეთმა იაპონიის ზღვისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის თავზე 2019 წლის შემდეგ მეექვსედ, სამშაბათს, ერთობლივი საჰაერო პატრულირება ჩაატარეს, რის გამოც მეზობელმა სამხრეთ კორეამ მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა გადაწყვიტა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეის სამხედროების თქმით, მას შემდეგ, რაც ოთხი რუსული და ოთხი ჩინური თვითმფრინავის კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთით და აღმოსავლეთით სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა, სეულმა თავისი გამანადგურებლების აფრენის გადაწყვეტილება მიიღო. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პატრულირება იყო წლიური თანამშრომლობის გეგმის ნაწილი.  

ბლინკენი ჩინეთში უახლოეს კვირებში ჩავა - Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უახლოეს კვირებში ჩინეთში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება. Reuters-ის ცნობით, ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ბლინკენი ჩინეთში თებერვალში უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამოჩენის გამო გადადო. ბლინკენის ვიზიტზე რაიმე გეგმის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი არ ადასტურებს. „ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადაიგეგმება მაშინ, როცა პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.  

ჩინეთს შეუძლია, რუსეთი რამდენიმე წელიწადში ჩაანაცვლოს და ყაზახეთისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახდეს - Bloomberg

2030 წლისთვის ყაზახეთის ვაჭრობა ჩინეთთან, გადააჭარბებს ვაჭრობას მთელ ევროკავშირთან. რუსეთი ყაზახეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ სანქციებმა ის უკანა პლანზე გადაიყვანა, რაც ჩინეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ცენტრალურ აზიაში, წერს Bloomberg. ჩინეთი მომდევნო რამდენიმე წელიწადში რუსეთს გაუსწრებს ყაზახეთთან ვაჭრობის კუთხით, განაცხადა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ამასთანავე ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი მხარს არ უჭერს სანქციების დაწესებას მისი „მთავარი სავაჭრო პარტნიორების“ წინააღმდეგ, ყაზახეთი არ იქნება ტერიტორია, რომლის გავლითაც სანქციების გვერდის ავლა მოხდება“. ყაზახეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ცნობით, გასულ წელს ჩინეთ-ყაზახეთის ვაჭრობა მესამედით გაიზარდა და 24 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა, რაც მხოლოდ 2 მილიარდი დოლარით ნაკლებია რუსეთთან ვაჭრობასთან შედარებით.  „სანქციებმა რუსეთის ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება შეაფერხა და ზოგიერთი სანქცირებული რუსული კომპანია ვეღარ ყიდულობს ყაზახურ პროდუქციას, მეტი რუსი მწარმოებელი ირჩევს, ფოკუსირდეს შიდა ბაზარზე“, - აღნიშნა ჟუმანგარინმა. რუსეთთან სავაჭრო შესაძლებლობების შემცირების გამო, ყაზახეთი განიხილავს ისეთ ალტერნატივებს, როგორიცაა, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, თუმცა ჟუმანგარინის განმარტებით, ჩინეთი რჩება „პრიორიტეტულ დანიშნულების ადგილად". აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში ყაზახეთის ლიდერმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ჩინეთში, ცენტრალური აზიის ლიდერების პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა. მის ფარგლებში თოყაევმა მიზნად დაისახაბ, რომ 2030 წლისთვის ჩინეთთან ვაჭრობა თითქმის გაორმაგდეს და 40 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg  

აშშ-მ ირანის და ჩინეთის კომპანიებს სანქციები დაუწესა

აშშ-მ დაასანქცირა ირანის, ჩინეთის და ჰონგ-კონგის შვიდი წარმომადგენელი და ექვი უწყება, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანსბალისტიკური რაკეტების გასავითარებლად,  მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის მოპოვებაში დაეხმარნენ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვაშინგტონის მხრიდან მზარდი ზეწოლაა ირანზე, რომ მან სარაკეტო პროგრამის გაფართოება შეწყვიტოს. აშშ-ის ცნობით, კომპანიებმა მგრძნობიარე ცენტრიფუგები, მეტალები და რადარის მასალები მიჰყიდეს გავლენიან უწყებებს სანქციების სიაში მოხვედრილ ირანის თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის (MODAFL) სააგენტოში.  

პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო

პეკინი სერიოზულად შეშფოთებულია ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურების გამო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ვან ვენბინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოფიციალური პეკინი იმედოვნებს, ყველა მხარე უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მიმართ ერთგული იქნება და იმუშავებს ვითარების დეესკალაციის ხელშესაწყობად. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მხარეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ასევე, მოქალაქეებისა და სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა. „ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო. ჩვენ ღრმად დამწუხრებულები ვართ, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური გავლენის გამო, რაც მან გამოიწვია“, - განაცხადა ვან ვენბინმა. პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს  

ჩინეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს

ჩინეთი მზადაა, კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულებისთვის, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნო. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა განაცხადა. კითხვაზე, აპირებს თუ არა ჩინეთი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას, სპიკერმა აღნიშნა, რომ ჩინეთი კახოვკის ჰესის კაშხლისა განადგურებისა და მისი „ჰუმანიტარული, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შედეგების“ გამო, „სერიოზულად არის შეშფოთებული“. პეკინის შეფასები, შექმნილ ვითარებაში ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტია „დაზარალებული ტერიტორიების მცხოვრებლების გადარჩენა და სტიქიურ უბედურებებზე ადეკვატური რეაგირება“. პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი  

WSJ: ჩინეთი კუბაზე ჯაშუშების ბაზას შექმნის

ამერიკული მედიის თანახმად, ჩინეთმა კუბასთან საიდუმლო შეთანხმებას მიაღწია და ფლორიდადან დაახლოებით 100 მილის (160 კმ) დაშორებით, კუნძულზე ელექტრონული მოსმენის ობიექტის განთავსებას გეგმავს. იტყობინება Wall Street Journal-ი, თუმცა აშშ-ისა და კუბის მთავრობებმა ამ ცნობების ავთენტურობაში ეჭვი შეიტანეს.  როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ჩინეთთან, რომ გადაუხადონ კუბას „რამდენიმე მილიარდი დოლარი“, რომ ადგილზე სადგურის განთავსება დაუშვას. „ჩვენ გავეცანით ამ ცნობებს და ეს არ არის ზუსტი", - განუცხადა Reuters-ს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ და მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს "რეალური შეშფოთება" ჩინეთის კუბასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით და ყურადღებით აკვირდება მას. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა კი, შემდეგი განაცხადა: „ჩვენ არ ვიცით ჩინეთისა და კუბის ახალი ტიპის ჯაშუშური სადგურის შემუშავების შესახებ“. კუბის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა კარლოს ფერნანდეს დე კოსიომ უარყო ხსენებული ინფორმაცია და მას „სრულიად მცდარი, უსაფუძვლო და აშშ-ის ფაბრიკაცია უწოდა, რომელიც მისი თქმით, მიზნად ისახავს გაამართლოს ვაშინგტონის ათწლეულის განმავლობაში არსებული ეკონომიკური ემბარგო კუნძულზე. მანვე გაუსვა ხაზი, რომ კუბა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში უცხო ქვეყნების სამხედრო ყოფნას უარყოფს. „ჩვენ არ ვიცით საქმის შესახებ და შედეგად, ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა თავის მხრივ ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა.  

აშშ-მ ჩინეთის გავლენის შესამცირებლად, UNESCO-ში დაბრუნება და ვალის გადახდა გადაწყვიტა - AP

გაეროს კულტურულმა და სამეცნიერო სააგენტო UNESCO-მ ორშაბათს გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს, ხელახლა შეუერთდეს სააგენტოს და 600 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადი გადაიხადოს, ათწლეულის განმავლობაში მომდინარე უთანხმოების ფონზე, რომელიც ორგანიზაციის მიერ პალესტინის შემოერთებას მოჰყვა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, დაბრუნების გადაწყვეტილება ნაკარნახევი შეშფოთების იმის შესახებ, რომ UNESCO-ში პოლიტიკის შემუშავების პროცესებში აშშ-ის მიერ დანატოვარ სიცარიელეს, ჩინეთი ავსებს. აშშ-მა და ისრაელმა შეწყვიტეს UNESCO-ის დაფინანსება მას შემდეგ, რაც ორგანიზაციას 2011 წელს პალესტინა წევრ სახელმწიფოდ შეუერთდა. ტრამპის ადმინისტრაციამ 2017 წელს გადაწყვიტა, საერთოდ დაეტოვებინა ორგანიზაცია, რის მიზეზადაც ისრაელის საწინააღმდეგო მიკერძოება და მართვაში არსებული პრობლემები დაასახელა. ჩინეთის ელჩმა იუნესკოში, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ორგანიზაციის მიერ აშშ-ის დაბრუნებისკენ მიმართულ ძალისხმევას„აფასებს“ და რომ მის არარსებობას „ნეგატიური გავლენა“ აქვს სააგენტოს მუშაობაზე.      

საუდის არაბეთმა და ჩინეთმა მილიარდობით დოლარის საინვესტიციო გარიგება გააფორმეს

საუდის არაბეთმა ჩინეთსა და არაბულ სამყაროს შორის მილიარდობით დოლარის საინვესტიციო გარიგების შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. შეხვედრა ხდება პეკინსა და გამოცემა წერს, რომ რიადში კოფერენცია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის მზარდი კომერციული და დიპლომატიური კავშირების ფონზე იმართება, მათ შორის აღსანიშნავია ჩინეთის შუამავლობით, ირანისა და საუდის არაბეთის დაახლოება, რამაც რეგიონული ურთიერთობები შეცვალა. „ორი დღის განმავლობაში, სამიტი აერთიანებს 3500-ზე მეტ სამთავრობო და ბიზნეს ოფიციალურ პირს ჩინეთიდან და არაბული ქვეყნებიდან“, - ნათქვამია ინვესიტიციების საკითხებში საუდის არაბეთის სამინისტროს განცხადებაში. ღონისძიების ფარგლებშ უკვე გაფორმდა 10-მილიარდიანი ხელშეკრულება.  ეს მოიცავს 5,6-მილიარდი დოლარის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმს საუდის არაბეთის საინვესტიციო სამინისტროსა და ჩინურ ელექტრო და თვითმართვადი მანქანების მწარმოებელს, Human Horizons-ს შორის. მასში დეტალურად არის აღწერილი შეთანხმებები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ტექნოლოგია, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, უძრავი ქონება, ბუნებრივი რესურსები და ტურიზმი. კონფერენციის დაწყებისას საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰანმა ხაზი გაუსვა ჩინეთსა და არაბულ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაზრდის პოტენციალს. „შეხვედრა არის შესაძლებლობა, ავაშენოთ საერთო მომავალი ახალი ჩვენი ხალხებისთვის”, - განაცხადა მინისტრმა. საუდის არაბეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ AMR ALuwlaa Company-სა და Zhonghuan International Group-ს (ჰონკონგი) შორის 533 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგება დაიდო, რომელიც საუდის არაბეთში რკინის ქარხნის შექმნას გულისხმობს. „საუდის არაბეთის ASK ჯგუფმა და ჩინეთის ეროვნულმა გეოლოგიურმა და სამთო კორპორაციამ ასევე გააფორმეს 500 მილიონი დოლარის თანამშრომლობის შეთანხმება სამეფოში სპილენძის მოპოვებაზე, ნათქვამია განცხადებაში.  

მილიონერების ემიგრაციის მხრივ, პირველ ადგილზე ჩინეთია, მეორეზე - რუსეთი

მილიონერების ემიგრაციის მხრივ, პირველ ადგილზე ჩინეთია. გასულ წელს ქვეყანა 10 800-მა ადამიანმა დატოვა. მოსალოდნელია, რომ წელს გადინება 13500 მილიონერი იქნება. ჩინეთისთვის ასეთი გადინება კრიტიკულია, რადგან ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შენელდება. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ის წლიური ანგარიშიდან ირკვევა. ჩინეთს მოსდევს რუსეთი. 2022 წელს რუსეთი 8,5 ათასმა მილიონერმა დატოვა. რუსეთში წელს 3000 მილიონერის გადინებაა პროგნოზირებული. მილიონერების ემიგრაციის მხრივ, შემდეგ ადგილზე ინდოეთი. 2022 წელს ქვეყნიდან 7 500 მილიონი ადამიანი დატოვა, წელს გადინება 6 500 ადამიანზეა პროგნოზირებული. თუმცა, ამ ქვეყანაში ახალი მილიონერების რიცხვი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მდიდარი ემიგრანტების რაოდენობა. კვლევამ აჩვენა, რომ მილიონერებისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩებიან ავსტრალია (+3800 2022 წელს და +5200 2023 წელს), არაბეთის გაერთიანებული საამიროები (+5200 და +4500 შესაბამისად) და სინგაპური (+2900 და +3200). აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კერძო კაპიტალის ყველაზე დიდი შემოდინება დაფიქსირდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (5200 მილიონერი). ამ ინდიკატორის უახლოესი კონკურენტი ავსტრალია იყო (3800 მდიდარი პირი). გასულ წელს აშშ-ში 1500 მილიონერი ჩავიდა, გერმანიაში  - 200 მდიდარი ადამიანი. ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა მძიმე სანქციები დაუწესა, მათ შორის კრემლის მოკავშირე ოლიგარქებს.  

გერმანიამ რუსეთი მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა

გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. AP-ის თანახმად, უკრაინის ომმა გაამძაფრა გერმანიაში შეშფოთება საკუთარი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შესახებ, რის გამოც შოლცმა სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით, „გარდამტეხი ეტაპი“ გამოაცხადა. ასევე გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს გერმანია ჰიბრიდულ საფრთხეებზე დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმების ჩათვლით, და ასევე, დიდი ძალების მხრიდან ეკონომიკურ ზეწოლაზე, მაგალითად, როგორიცაა, ჩინეთი. დღევანდელი რუსეთი, უახლოეს მომავალში, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მზარდი მრავალპოლარულობის ეპოქაში, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა „ცდილობს, შეცვალოს არსებული საერთაშორისო წესრიგი სისტემატური მეტოქეობის შესახებ მათი შეხედულებისამებრ“, - ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იგი ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“. გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს.

ენტონი ბლინკენი ჩინეთშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა. ეს ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება წარმოადგენს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი მაღალ დონეზე საკომუნიკაციო ხაზების აღდგენაა. ენტონი ბლინკენი შეხვდება ჩინელ კოლეგას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი პეკინში ვიზიტს ხუთი თვის წინათაც გეგმავდა, თუმცა მაშინ შტატების სივრცეში ჩინური საჰაერო ბურთების შესვლამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა. CNN-ის თანახმად, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორივე მთავრობის ოფიციალურ პირებს ვიზიტის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვთ, მაგრამ ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, „აშშ-ის ძალიან რეალურ შეშფოთებასთან“ დაკავშირებით ისაუბრებს. ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ, რომელმაც დასავლეთის კრიტიკად დაიმსახურა იმის გამო, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უახლოეს მომავალში სი ძინპინთან შეხვედრის იმედი გამოთქვა. აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს. კონტექსტი: პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ, გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი, ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“. გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს. ცნობისთვის, 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის სპეცწარმომადგენელს, ლი ჰუის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას. „მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. უფრო ადრე, დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.  

ჩინეთის ბანკმა რუსებისთვის ევროპასა და აშშ-ში იუანში გადარიცხვები შეზღუდა - მედია

13 ივნისიდან, ჩინეთის ბანკმა რუსული ბანკის მომხმარებლებს, ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში იუანში გადარიცხვები შეუზღუდა. ამის შესახებ Ekho Kavkaza RBC-ზე დაყრდნობით იუწყება. ერთ-ერთი რუსული ბანკის წარმომადგენლის თქმით, ჩინეთის ბანკმა შეაჩერა ფულადი გადარიცხვა საკორესპონდენტო ანგარიშების საშუალებით არამხოლოდ იუანში, არამედ, აშშ დოლარში, ევროსა და ჰონგ კონგურ დოლარებში. გამოცემის რესპონდენტის თქმით, შეზღუდვები მეორადი სანქციების რისკს უკავშირდება. რუსეთის საბანკო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსებისთვის შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს არა ჩინეთმა, არამედ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების ფონზე. რუსული მედიის ცნობით, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირსა და აშშ-ში ჩინურ ვალუტაში გადარიცხვების წილი მცირეა იუანში მთლიან გადარიცხვებთან შედარებით. ასეთი ოპერაციები შეიძლება, გამოიყენონ კერძო ინვესტორებმა ან ბიზნესის წარმომადგენლებმა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უპრეცედენტო სანქციების ზეწოლას განიცდის. ევროკავშირმა კერძო ბანკების მიმართ შეზღუდვები ახსნა იმით, რომ ისინი უზრუნველყოფენ სახელმწიფოს „სოლიდურ შემოსავალს“ და ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.  

„კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა კვირას „კონსტრუქციული მოლაპარაკებები“ გამართეს. Reuters-ის თანახმად, ასე შეაფასა შეხვედრა ორივე მხარემ. ხუთსაათ-ნახევრიან შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ტაივანი, ვაჭრობის თემა, სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების შენარჩუნება. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა ხაზი გაუსვა, რომ ტაივანი ჩინეთისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“ და „ყველაზე დიდი რისკია“ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას და ღია კომუნიკაციის შენარჩუნების საკითხი, რათა არასწორი აღქმისა და არასწორი გათვლების რისკი შემცირდეს. ამასთან, მდივანმა წამოჭრა არაერთი შემაშფოთებელი საკითხი, ისევე როგორც შესაძლებლობა, რომ გამოიკვლიოს თანამშრომლობის საერთო წერტილები ტრანსნაციონალურ საკითხე, სადაც აშშ-სა და ჩინეთის ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაშია. მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამერიკელი ხალხის ინტერესებსა, ღირებულებებს და იმუშავებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან,  რომგანავითაროს მისი ხედვა თავისუფალი და ღია მსოფლიოსთვის, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი.მდივანმა სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი განი ვაშინგტონში დისკუსიების გასაგრძელებლად მიიწვია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დაგეგმონ ორმხრივი ვიზიტი.ბლინკენის შეხვედრები ოფიციალურ პირებთან პეკინში, 19 ივნისს გაგრძელდება. მანამდე კი, არცერთი მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის მითითებული, ბლინკენის და მისი ჩინელი კოლეგის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. CNN-ის თანახმად, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორივე მთავრობის ოფიციალურ პირებს ვიზიტის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვთ, მაგრამ ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, „აშშ-ის ძალიან რეალურ შეშფოთებასთან“ დაკავშირებით ისაუბრებს. ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ, რომელმაც დასავლეთის კრიტიკად დაიმსახურა იმის გამო, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უახლოეს მომავალში სი ძინპინთან შეხვედრის იმედი გამოთქვა. აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს. კონტექსტი: პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ, გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი, ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“. გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს. ცნობისთვის, 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის სპეცწარმომადგენელს, ლი ჰუის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას. „მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. უფრო ადრე, დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც პეკინში იმყოფება ვიზიტით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე, ბლინკენი თავის ორდღიან ვიზიტს ასრულებს. „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ სი ძინპინთან შეხვედრა ბლინკენის ვიზიტამდე არ იყო დადასტურებული, აქედან გამომდინარე, დასავლური მედია ვარაუდობს, რომ ეს ფაქტი დადებით ნიშანდ იქნება მიჩნეული, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და პეკინს შორის კარგად მიმდინარეობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოსალოდნელი შეხედრის შესახებ, მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა. „მოსალოდნელია, რომ ბლინკენის ვიზიტმა ჩინეთში, შესაძლოა, ბაიდენისა და სი ძინპინის აუდიენციას ნოემბრისთვის, გაუხსნას გზა. ორი მსოფლიო ლიდერი ბოლოს პირადად შეხვდა ბალიში, ინდონეზიაში, გასული წლის ბოლოს G20 სამიტის ფარგლებში“, - წერს CNBC. ვანმა მოუწოდა ვაშინგტონს, უარი თქვას ე.წ. „ჩინეთის საფრთხის თეორიაზე“ და გააუქმოს სანქციები პეკინის წინააღმდეგ. ბლინკენი არის აშშ-ის უმაღლესი დონის ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ  ეწვია და პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ვიზიტს ახორციელებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთქმედება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, თქვენ უფრო დადებით წვლილს შეიტანთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, - მიმართა სი ძინპინმა ბლინკენს.  „ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ მიგვიღეთ დღეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა პეკინში გამგზავრება, რადგან მას სჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა მართონ ჩვენი ურთიერთობა. შეერთებული შტატები მზად არის ამის გასაკეთებლად. ეს არის შეერთებული შტატების, ჩინეთის და მსოფლიოს ინტერესებში.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბრები სახელმწიფო მრჩეველთან ცინ განთან. ჩვენ განვიხილეთ როგორც ორმხრივი, ასევე გლობალური საკითხების ფართო სპექტრი. ვაფასებ ამ შესაძლებლობას, თქვენთან ერთად განვიხილო მომავალი გზა“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა“.   

სი ძინპინი ენტონი ბლინკენს: მსოფლიოს ჩინეთსა და აშშ-ს შორის სტაბილური ურთიერთობა სჭირდება

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიოს სჭირდება ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა და შეძლებენ თუ არა ჩინეთი და შეერთებულ შტატები ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას, ეს გავლენას ახდენს კაცობრიობის მომავალსა და ბედზე. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინი პატივს სცემს ვაშინგტონის ინტერესებს და ვაშინგტონმაც ანალოგიურად პატივი უნდა სცეს მათ. „ჩინეთი პატივს სცემს შეერთებული შტატების ინტერესებს და არ დაუპირისპირდება მას. ანალოგიურად, შეერთებულმა შტატებმა ასევე პატივი უნდა სცეს ჩინეთს და არ დააზარალოს ჩინეთის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები“, - განაცხადა სი ძინპინმა. ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა აშშ პეკინისგან იღებს გარანტიას, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ჩინეთს 18 ივნისს ეწვია. ბლინკენი არის აშშ-ის უმაღლესი დონის ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ  ეწვია და პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ვიზიტს ახორციელებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ  

აშშ პეკინისგან იღებს გარანტიას, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის

პეკინში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 19 ივნისს განაცხადა, ჩინეთი გამოვიდა დაპირებით, რომ რუსეთს არ გაუგზავნის უკრაინაში მიმდინარე ომში გამოსაყენებელ იარაღს, თუმცა ამასთანავე, ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის კერძო კომპანიების მოქმედებებზე. ბლინკენი მოხარულია, რომ მიიღო ასეთი დაპირება და ამჟამად აშშ-ს არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჩინეთი ამ პირობას არ ასრულებს. „ამასთან, ჩვენს შეშფოთებას იწვევს ჩინური ფირმები -კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენებს. ჩვენ მივმართეთ ჩინურ მხარეს თხოვნით, უფრო ყურადღებით იყონ ამასთან დაკავშირებით ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა სი ძინპინთან შეხვედრა ბლინკენის ვიზიტამდე არ იყო დადასტურებული, აქედან გამომდინარე, დასავლური მედია ვარაუდობს, რომ ეს ფაქტი დადებით ნიშანდ იქნება მიჩნეული, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და პეკინს შორის კარგად მიმდინარეობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოსალოდნელი შეხედრის შესახებ, მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა. „მოსალოდნელია, რომ ბლინკენის ვიზიტმა ჩინეთში, შესაძლოა, ბაიდენისა და სი ძინპინის აუდიენციას ნოემბრისთვის, გაუხსნას გზა. ორი მსოფლიო ლიდერი ბოლოს პირადად შეხვდა ბალიში, ინდონეზიაში, გასული წლის ბოლოს G20 სამიტის ფარგლებში“, - წერს CNBC. ვანმა მოუწოდა ვაშინგტონს, უარი თქვას ე.წ. „ჩინეთის საფრთხის თეორიაზე“ და გააუქმოს სანქციები პეკინის წინააღმდეგ. ბლინკენი არის აშშ-ის უმაღლესი დონის ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ  ეწვია და პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ვიზიტს ახორციელებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთქმედება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, თქვენ უფრო დადებით წვლილს შეიტანთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, - მიმართა სი ძინპინმა ბლინკენს.  „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ „ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ მიგვიღეთ დღეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა პეკინში გამგზავრება, რადგან მას სჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა მართონ ჩვენი ურთიერთობა. შეერთებული შტატები მზად არის ამის გასაკეთებლად. ეს არის შეერთებული შტატების, ჩინეთის და მსოფლიოს ინტერესებში.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბრები სახელმწიფო მრჩეველთან ცინ განთან. ჩვენ განვიხილეთ როგორც ორმხრივი, ასევე გლობალური საკითხების ფართო სპექტრი. ვაფასებ ამ შესაძლებლობას, თქვენთან ერთად განვიხილო მომავალი გზა“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა“.   

ჩინეთმა და კატარმა უმსხვილესი, 27-წლიანი გარიგება გააფორმეს - ჩინეთი არაბული სახელმწიფოსგან წელიწადში, 4 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს შეისყიდის

ჩინეთის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ (CNPC) და QatarEnergy-მ ხელი მოაწერეს 27-წლიან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოსგან წელიწადში 4 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს (LNG) შეისყიდის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. CNPC ასევე მიიღებს წილს კატარის თხევადი გაზის პროექტის აღმოსავლეთით გაფართოებაში, განაცხადა QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა, საად ალ-ქააბიმ ხელმოწერის დროს. „დღეს ჩვენ ვაფორმებთ ორ შეთანხმებას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ძლიერ ურთიერთობებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და კატარის ენერგეტიკული პროდუქტების საკვანძო ბაზართან“, - აღნიშნა ქააბიმ. იდენტური გარიგების ფარგლებში, ნოემბერში, QatarEnergy-მა 27-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ჩინურ Sinopec-თან. კატარი მსოფლიოში LNG-ის მთავარი ექსპორტიორია. LNG-ზე კონკურენცია გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით, ევროპას სჭირდება დიდი თანხები რუსული გაზის ჩანაცვლებისთვის, რომელიც ადრე კონტინენტის იმპორტის თითქმის 40%-ს შეადგენდა. ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია არის ჩინეთის ნავთობისა და გაზის მთავარი ეროვნული კორპორაცია და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინტეგრირებული ენერგეტიკული ჯგუფი. მისი შტაბ-ბინა პეკინში მდებარეობს.      

ჩინეთმა და პაკისტანმა ატომური ელექტროსადგურის აშენების მიზნით, $4,8 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმეს

პაკისტანმა და ჩინეთმა სამშაბათს ხელი მოაწერეს 4,8 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებას, რომელიც 1200 მეგავატი სიმძლავრის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა და მიესალმა იმ ქვეყნის ინვესტიციას, რომელსაც პაკისტანი მიიჩნევს თავის ყველაზე საიმედო მოკავშირედ, იუწყება Reuters-ი. Chashma 5-ის პროექტზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება.  „ჩინეთიდან 4,8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ამ პროექტში აგზავნის მესიჯს, რომ პაკისტანი არის ადგილი, სადაც ჩინური კომპანიები და ინვესტორები აგრძელებენ თავიანთი ნდობისა და რწმენის გამოხატვას“, - აღნიშნა შარიფმა. Chashma 5 პენჯაბის ცენტრალურ პროვინციაში აშენდება. ჩინეთის მხარდაჭერა პაკისტანს წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. პაკისტანის ბირთვული ენერგიის წარმოების მთლიანი სიმძლავრე 1400 მეგავატამდე გაიზარდა, როდესაც ორი წლის წინ ქვეყნის მეექვსე ატომური ელექტროსადგური გაიხსნა. ეს 1100 მეგავატი სიმძლავრის სადგური, რომელიც სამხრეთ საპორტო ქალაქ ყარაჩიში მდებარეობს, ასევე ჩინეთის დახმარებით აშენდა. შარიფმა, რომლის მთავრობაც კრიზისის თავიდან ასაცილებლად მუშაობს, ჩინელ პარტნიორებს უახლესი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. გაურკვეველია, არის თუ არა ახალი ინვესტიცია იმ 65 მილიარდი დოლარის ნაწილი, რომლის პირობაც ჩინეთმა მისი ინიციატივის - ერთი სარტყელი და გზა ფარგლებში გასცა. ახალი პროექტის დაწყება თავდაპირველად ორიოდე წლის წინ იყო დაგეგმილი და შარიფმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს იმის გამო, რომ დიდი დაგვიანების მიუხედავად, ხარჯები არ შეიცვალა. ამის ნაცვლად აღნიშნა, რომ ჩინელებმა პროექტის დასაწყებად, პირველადი, 30 მილიარდი პაკისტანური რუპია (104,53 მილიონი აშშ დოლარი) გაიღეს.  

პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, დიქტატორი უწოდა. ამის შესახებ BBC იუწყება. ბაიდენის განცხადებას წი უძღოდა მოლაპარაკებები პეკინში, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სახელმწიფო მდიფანი, ენტონი ბლინკენი. ეს აუდიენცია სწორედ სდაძაბულობის განმუხტვას ისახავდა მიზნად. „მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან განაწყენდა, იყო ის რომ, როდესაც მე ჩამოვაგდე ორი ვაგონი ჯაშუშური აღჭურვილობით სავსე ეს საჰაერო ბურთი,  მან არ იცოდა ამ ბურთის შესახებ. ეს კი დიქტატორებს ძალიან დიდი სირცხვილია,  როცა არ იციან, რა მოხდა“, - განაცხადა ბაიდენმა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბაიდენის განცხადებებს „უკიდურესად აბსურდული და უპასუხისმგებლო" უწოდა. ოთხშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერის კომენტარები იყო „ღიად პოლიტიკური პროვოკაცია", რომლებიც დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევს“.  

ჩინეთში, რესტორანში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ქალაქ ინჩუანში, ერთ-ერთ რესტორანში გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, - ინფორმაციას „სიენენი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის ერთი პირი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი ექვსის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა და განაცხადა, რომ აუცილებელია, მიზეზი რაც შეიძლება მალე დადგინდეს.  

მედია: ჩინეთმა რუსეთი CR929-ის ტიპის თვითმფრინავების ერთობლივი პროექტიდან მთლიანად გამორიცხა

უკრაინული მედიის თანახმად, რომელიც The Air Current-ს ეყრდნობა, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი პროექტი, რომელიც CR929-ის ტიპის ფართოკორპუსიანი თვითმფრინავების შექმნას ითვალისწინებდა, რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.  აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების ფარგლებში, ევროკავშირმა რუსეთისთვის თვითმფრინავების და სათადარიგო ნაწილების მიწოდება აკრძალა. ასევე აკრძალა მათი ტექნიკური მომსახურება და დაზღვევა. შეერთებულმა შტატებმა შეზღუდა საავიაციო პროდუქტების ექსპორტი და სანქციები დაუწესა რუსეთის ავიახაზებს. საგულისხმოა, რომ ყოფილიყო საბჭოთა პერიოდის შემდეგ, რუსეთისთვის პირველი ასეთი პროექტის განხორციელების გზაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტის ბედი გაურკვეველი იყო, რადგან ჩინეთს სურდა ჩამოერთმია მოგება რუსეთისთვის ჩინეთის ბაზარზე და მხოლოდ 70%-იანი წილი დაეტოვებინა მისთვის სხვა ბაზრებზე, სადაც Airbus-ისა და Boeing-ისთვის მოუწევდა კონკურენციის გაწევა. რუსეთმა ჩინეთს სათადარიგო ნაწილების საკუთარი მწარმოებლები შესთავაზა, მაგრამ პეკინმა დასავლელ მიმწოდებლებს მიმართა. მათ აშშ-სა და ევროპაში ფრენისას უფრო მეტი საიმედოობის უზრუნველყოფა შეუძლიათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთთან ახალი CR929 თვითმფრინავის წარმოების შესახებ, 2014 წელს, პეკინში ვიზიტის დროს მოაწერა ხელი. ეს არის ყველაზე დიდი შეთანხმება ჩინეთსა და რუსეთს შორის საავიაციო მრეწველობაში. მისი ღირებულება 50 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. პროექტს United Aircraft Corporation და China Commercial Aviation Corporation-ი ამუშავებენ. CR929-ის პირველი ფრენა 2025 წლისთვის, მოდელის ექსპლუატაციაში გაშვება კი, 2028 წელს იგეგმება.  

ჩინეთი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს მასპინძლობს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკოსთან მოლაპარაკებები პეკინში გამართა. იუწყება Anadolu სახელმწიფო მაუწყებელ CGTN-ზე დაყრდნობით. „მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები „ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე და საერთო ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე განცხადებაში. ორი დიპლომატის შეხვედრის დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ გასამხედროებული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა მოსკოვისკენ წინსვლა შეაჩერა და რუსული ოფიციალური წყაროების თანახმად, ბელორუსში გაემგზავრება. კრემლსა და ვაგნერს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრიგოჟინმა რუსული ძალები მის მებრძოლებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. რუსეთმა უარყო ეს პრეტენზია. პუტინმა პრიგოჟინი ღალატში დაადანაშაულა.  პრიგოჟინმა ბოლო თვეებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ გასამხედროებული ჯგუფისთვის საკმარისი იარაღის არმიწოდებაში არაერთხელ დაადანაშაულა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია  „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.  

ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პოზიცია, პეკინისთვის უფრო რთული შესანარჩუნებელი ხდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, „უფრო და უფრო რთული" ხდება პეკინისთვის. მის კომენტარს CNN ავრცელებს. „პეკინს პირველივე დღიდან უწევდა ამ ძალიან რთული ხაზის გავლა“, - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ შეიძლება, სიტუაცია მივიდეს ისეთ ნიშნულამდე, როდესაც ჩინეთს შეუძლია დადებითი და პროდუქტიული როლის თამაში, თუმცა ბლინკენს მიაჩნია, რომ ეს შორეული მომავლის საქმეა. ჩინეთმა რუსეთს „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ ხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩინეთი, როგორც რუსეთის მეგობრული მეზობელი და ახალი  სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს ეროვნული სტაბილურობის შენარჩუნებაში, განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევაში“, - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ონლაინ განცხადებაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე პეკინმა უარი განაცხადა და სანაცვლოდ, რუსეთისთვის საჭირო დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერა უზრუნველყო, ამ პოზიციამ, რამაც კიდევ უფრო გააუარესა მისი ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ევროპაში.  

მედია: უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი ერთობლივ მულტიმოდალური ტრანსპორტის პროექტთან დაკავშირებით, პრაქტიკულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ

2023 წლის ბოლოსთვის უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ სამი ქვეყნის დამაკავშირებელი საერთაშორისო რკინიგზის მშენებლობისკენ, იტყობინება Trend. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამჟამად პროექტის ეკონომიკური საფუძვლებია მომზადებული. ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ ეს პროექტი ჩინეთთან ტრანსპორტირების მანძილს 1200 კილომეტრით, ხანგრძლივობას კი, 10 დღემდე შეამცირებს.  13 ივნისს ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის მულტიმოდალურ სატრანსპორტო დერეფანზე პირველმა სატვირთო მატარებელმა გაიარა. ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას 2022 წლის 14 სექტემბერს სამარყანდში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. რკინიგზას საერთო სიგრძე 523 კილომეტრი ექნება: ჩინეთში - 213 კილომეტრი, ყირგიზეთში  - 260 კილომეტრი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 90 გვირაბს და 50 კილომეტრის საბოლოო მონაკვეთს უზბეკეთში.  

FT: სი ძინპინმა პუტინი გააფრთხილა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირადად გააფრთხილა თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხის გარშემო გააფრთხილა.  ამის შესახებ Financial Times-ი (FT) 5 დასავლელ და ჩინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, ჩინეთის ლიდერმა თავისი გზავნილი პუტინს მოსკოვში, მარტის ვიზიტის დროს გადასცა. FT აღნიშნავს, რომ თავის საჯარო განცხადებებში ჩინეთი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაგრამ კიევის ბევრ მოკავშირეს ეჭვი ეპარება პეკინის განზრახვებში, ითვალისწინებე რა სი ძინპინისა და პუტინის პარტნიორობის „უსაზღვრო“ და ჩინეთის ე.წ. „სამშვიდობო გეგმას, რომელიც მეტწილად რუსულ თეზებს იმეორებს. გასული წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას სი ძინპინი დაეთანხმა თავის ამერიკელ კოლეგას, რომ "ბირთვული ომი არასოდეს უნდა აწარმოო და ის ვერასოდეს  იქნება მომგებიანი.“ მან ხაზი გაუსვა წინააღმდეგობას უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან ან საფრთხესთან დაკავშირებით. უკრაინის სადაზვერვო სამსახურები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ რუსეთი ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საბოტაჟს გეგმავს. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ატომური სადგურის წინააღმდეგ ნებისმიერი ტერორისტული თავდასხმა, ბირთვული იარაღის გამოყენებად ჩაითვლება. დასავლეთი მუდმივად მოუწოდებს ჩინეთს, რომ გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს.  

პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს

ჩინეთის საგარეო უწყება ჯოზეფ ბორელის ვიზიტის გაუქმებაზე კომენტარს აკეთებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მიესალმებიან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტს ორივე მხარისთვის მოსახერხებელ დროს. „ჩინეთი დიდად აფასებს ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს და ინარჩუნებს კონტაქტებს ევროპულ მხარესთან ყველა დონეზე და ყველა სფეროში. ჩვენ მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის ვიზიტს ჩინეთში ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დროს. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ევროკავშირთან ამასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა. გუშინ, 4 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა.  

ჩინეთის საგარეო ვაჭრობა 12%-ზე მეტით შემცირდა

ჩინეთის საბაჟო უწყების მონაცემებით, წელს ქვეყნის საგარეო ვაჭრობა 12,4%-ით შემცირდა და 285 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რაც კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბოლო სამ წელიწადში ყველაზე დიდი უკუსვლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ყველაზე მეტად შემცირდა ვაჭრობა აშშ-სთან, სადაც ჩინეთის ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 23,7%-ით დაეცა. მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკამ იმპორტიც შეამცირა, რის მიზეზადაც უწყება ასახელებს, პირველ რიგში, სუსტ დინამიკას მსოფლიოსა და საშინაო ბაზარზე. ჩინეთის პროდუქტზე მოთხოვნილების შემცირებას ასევე ხელს უწყობს მაღალი ინფლაცია, გაზრდილი პროცენტები და ენერგომატარებლების ფასები.  

ჩინეთში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა - 52.2 გრადუსი დაფიქსირდა

ჩინეთში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა 52.2 გრადუსი დაფიქსირდა. ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სინძიანის რეგიონის სოფელ სანბაოს მეტეოროლოგიურმა სადგურმა 16 ივლისს 19:00 საათზე ტემპერატურის პიკი - 52,2 გრადუსი დააფიქსირა. წინა რეკორდი 2017 წლის ივლისში (50.6C დაფიქსირდა). შეგახსენებთ, რომ ევროპაშიც ძლიერი სიცხე ფიქსირდება. მაგალითად, ათენში აკროპოლისი დაიკეტა. იტალიაში კი, განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა.  

ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ

CNN-ის თანახმად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი სამი კვირის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა საზოგადოებაში, რაც დატვირთული დიპლომატიური საქმიანობის პერიოდის განმავლობაში უჩვეულო ფაქტია. CNN წერს, რომ მომხდარმა გამოიწვია ინტენსიური სპეკულაციები ქვეყანაში, რომელიც თავისი პოლიტიკური გაუმჭვირვალობით არის ცნობილი. დიპლომატი საჯაროდ არ გამოჩენილა 25 ივნისის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ის პეკინში შეხვდა შრი-ლანკის, ვიეტნამის და რუსეთის ოფიციალურ პირებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო მაშიინ პეკინშ, ჩინელ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად, რუსეთში „ვაგნერის“ ხანმოკლე აჯანყების შემდეგ ჩაფრინდა. როდესაც შესახებ ორშაბათს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, თქვა, რომ „არანაირი ინფორმაცია არ აქვს“ და რომ ჩინეთის დიპლომატიური საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ცინ განი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, ჯოზეფ ბორელს ამ თვის დასაწყისში პეკინში უნდა შეხვედროდა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ევროკავშირს აცნობა, რომ თარიღები შეიცვალა.  

რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

რუსეთმა იაპონიის ზღვაში 20 ივლისს ჩინეთთან ერთად დაიწყო სამხედრო-საზღვაო მანევრები, რომელთა მიზანიც მოსკოვის განცხადებით, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება. სწავლება 23 ივლისამდე გაგრძელდება. რუსეთის განცხადებით, წვრთნების მიზანია „სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის გამტკიცება ორ ქვეყანას შორის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება.“ 2019 წლის შემდეგ ეს რუსეთ-ჩინეთის უკვე რიგით მეექვსე ერთობლივი პატრულირებაა ამ რეგიონში. მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდა მას მერე, რაც რუსეთი შარშან უკრაინაში შეიჭრა და პეკინმა კრემლის ეს მოქმედება არ დაგმო.  

ჩინეთმა ივნისში რუსეთის ნავთობი რეკორდული მოცულობით შეისყიდა

2023 წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა რუსეთიდან დღე-ღამეში 2.13 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო. Financial Times-ი ჩინეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვი პეკინისთვის ნედლეულის უმსხვილეს მიმწოდებლად გადაიქცა, რითიც საუდის არაბეთს გაუსწრო. ივნისში რუსეთიდან იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო - 2.57 მილიონი ბარელი, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მაისში სხვა რეკორდი აღირიცხა, 2.3 მილიონის მოცულობით. FT-ის თანახმად, რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. გამოცემის ექსპერტები იმპორტის ზრდის მიზეზებს შორის რუსეთის ნედლეულის შედარებით სიიაფეს და ჩინეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტის პოტენციურ ზრდას განიხილავენ მაშინ, როცა ქვეყანა კრიზისის პირობებში იმყოფება. ჩინეთის ენერგეტიკული კვლევების ოქსფორდელი სპეციალისტი, მიხალ მეიდანი აღნიშნავს, რომ „ეს არის მოკლევადიანი უარი საუდის ნედლეულზე და ჩინელები ძალიან ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას თავიანთ მიმწოდებლებს შორის.“  

უკრაინის საპორტო ქალაქებზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ჩინეთის საკონსულო დაზიანდა - Reuters

სამხრეთ უკრაინის საპორტო ქალაქებზე საჰაერო თავდასხმების შედეგად ჩინეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა, - განაცხადეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ის ცნობით. რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს სულ მცირე ერთი ჩამსხვრეული ფანჯარა შავი ზღვის ქალაქ ოდესაში ჩინეთის საკონსულოსთან, მაგრამ სხვა დაზიანების კვალი არ ჩანს. რუსეთის მოკავშირე პეკინს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლადიმირ ზელენსკიმ 19 ივლისს განაცხადა, რომ ჩინეთისთვის განკუთვნილი 60,000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი, უკრაინის სხვა საპორტო ქალაქზე თავდასხმის შედეგად განადგურდა. უკრაინის ოფიციალური პირები საჰაერო თავდასხმებს თვლიან, როგორც თავდასხმას გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე, რადგან კიევი მარცვლეულის მთავარი ექსპორტიორია. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

პეკინი: ოდესაში ჩინეთის გენერალურ საკონსულოსთან აფეთქება მოხდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ოდესაში 20 ივლისის შეტევის შედეგად, ამ ქალაქში მდებარე ჩინეთის გენერალური საკონსულოც დაზარალდა, თუმცა შეკითხვის საპასუხოდ უწყების სპიკერმა მომხდარს აფეთქება უწოდა. უკრაინის საპორტო ქალაქებზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ჩინეთის საკონსულო დაზიანდა - Reuters ჩინეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე განცხადება შემდეგი ფორმულირებით არის განთავსებული: საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადება იმის შესახებ, რომ ოდესაში ჩინეთის გენერალური საკონსულოს შენობა შეარყია „რუსეთის საჰაერო თავდასხმამ უკრაინაზე.“ კითხვა: წყაროები ამბობენ, რომ 20 ივლისს უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავისა და სარაკეტო თავდასხმამ შეარყია იქ ჩინეთის გენერალური საკონსულო, დაზიანდა კედლის გარე ზედაპირი და ზოგიერთი ფანჯრის მინა. შეგიძლიათ, დაადასტუროთ ეს ინფორმაცია? გააკეთა თუ არა ჩინეთმა დემარში რუსეთთან? პასუხი: ოდესაში ჩინეთის გენერალურ საკონსულოსთან აფეთქება მოხდა. აფეთქების ტალღამ კედლის ზედაპირის ნაწილები და ფანჯრის მინები შეარყია. საკონსულოს თანამშრომლებმა შენობა დიდი ხანია, დატოვეს და არავინ დაშავებულა. ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და აგრძელებს კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას უკრაინაში ჩინეთის ინსტიტუტებისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ შესანარჩუნებლად. ჩინური მხარის ეს ფორმულირებები იმით არის საინტერესო, რომ ამ დრომდე ოფიციალურ პეკინს რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის შეჭრა არ უწოდებია და არც დაუგმია მოსკოვის ქმედება. ამის პარალელურად, რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ. პეკინში 19 ივნისს მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოვიდა დაპირებით, რომ რუსეთს არ გაუგზავნის უკრაინაში მიმდინარე ომში გამოსაყენებელ იარაღს, თუმცა ამასთანავე, ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის კერძო კომპანიების მოქმედებებზე. „ჩვენს შეშფოთებას იწვევს ჩინური ფირმები -კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენებს. ჩვენ მივმართეთ ჩინურ მხარეს თხოვნით, უფრო ყურადღებით იყონ ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.

ტაივანი აცხადებს, რომ მის გარშემო ჩინეთმა 25 სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა

ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანის ირგვლივ დამატებითი 25 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და ოთხი ჩინეთის საზღვაო ხომალდი აღმოაჩინა. უწყების განმარტებით, ამ თვითმფრინავებიდან 13 ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონის (ADIZ) სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში შევიდა. გარდა ამისა, ჩინურ სამხედრო თვითმფრინავებთან ერთობლივი საბრძოლო მზადყოფნის პატრულირების შესასრულებლად, ოთხი საზღვაო ხომალდი განლაგდა. ტაივანი აცხადებს, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. აგზავნის საზღვაო გემებს და განათავსებს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებს. უწყებამ განმარტა, რომ „ნებისმიერმა უპასუხისმგებლო პროვოკაციულმა ქმედებებმა შესაძლოა, დაძაბულობის მკვეთრი ზრდა და რეგიონული უსაფრთხოების გაუარესება გამოიწვიოს,“ რაც  ტაივანის ან საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიერ ვერ იქნება მისაღები. ჩინური მხარის კომენტარები ჯერ არ გავრცელებულა.  

Bloomberg: ჯეიმს კლევერლიმ ჩინელი დიპლომატის „გაუჩინარების“ ფონზე, პეკინში ვიზიტი გადადო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლერლიმ პეკინში,  ამ თვეში დაგეგმილი ვიზიტი გადადო იმ ფონზე, რომ ჩინელი დიპლომატი ერთი თვეა, საჯაროდ არ გამოჩენილა. ამის შესახებ Bloomberg-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცინ განის არყოფნა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტი გადადო.  ამავე წყაროს ცნობით, ორი ქვეყანა ვიზიტისთვის ალტერნატიულ თარიღებს განიხილავს. ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს  

ჩინეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰეილონძიანის პროვინციაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოსთვის განკუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ორი მფრინავი დაიღუპა იუწყება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ქიმიურ ნივთიერებებს ასხურებდა. ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.  

ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან, იგეგმება ევაკუაცია

რუსული მხარის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ანექსირებულ ყირიმზეც განხორციელდა. ე.წ. მეთაური, სერგეი აქსიონოვი აცცახებს, რომ 11 დრონი ჩამოაგდეს ან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს. მისივე ინფორმაციით, დრონი მოხვდა ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საწყობს. წინასწარი ცნობებით, მსხვერპლი არ არის. „ყირიმის ცაზე მტრის 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა და ჩაახშეს ელექტრონული ომით. ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავში დარტყმა მოხდა. ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დააზიანა კერძო სახლი კიროვსკის რაიონში," - განაცხადა აქსიონოვმა. მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანკოის რაიონში, უახლოესი დასახლებების მოსახლეობის (5 კმ-ის რადიუსში) ევაკუაცია მოხდება. „ტელეგრამ“ არხმა „ბაზამ“ გაავრცელა ვიდეო, რომლის თანახმად, სარკინიგზო მოძრაობა ჯანკოის რეგიონში და ჯანკოი-სიმფეროპოლის გზატკეცილზე შეჩერდა.  

ჩინეთში სკოლის სპორტდარბაზის სახურავის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ნაწილში, ხეილუნძიანის პროვინციის ქალაქ ციციკარში ძლიერი წვიმის შედეგად სკოლის სპორტდარბაზის სახურავი ჩამოინგრა, დაიღუპა სულ მცირე 11 ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის დროს სპორტდარბაზში 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 4-მა თავის დაღწევა მოახერხა, 4 ადამიანი კი, მაშველებმა გადაარჩინეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველებმა სპორტდარბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებლები დააკავეს.  

AFP: მინისტრ ცინ განის „გაუჩინარების“ ფონზე, ჩინეთში ორი მაღალჩინოსნის ვიზიტი გადაიდო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი თითქმის ერთი თვეა, საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც მედიაში კითხვები გააჩინა. მაგალითად AFP (ფრანს პრესი) წერს, რომ ცინ განი საჯაროდ არ 25 ივნისის შემდეგ გამოჩენილა, როდესაც ის პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანდრეი რუდენკოს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ის არც ინდონეზიის სამიტს დასწრებია, რის შემდეგაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი არყოფნის მიზეზი „ჯანმრთელობის მიზეზებს“ უკავშირდება. ამ ფონზე ორი ვიზიტი - ჯერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და შემდეგ უკვე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკინში ჩასვლა გადაიდო.  აღსანიშნავია, რომ აფრიკაში იოჰანესბურგში უსაფრთხოების საკითხებზე BRICS-ის შეხვედრაზე დასასწრებად, საგარეო პოლიტიკის მაღალჩინოსანი, ვან ი ამ გაემგზავრა. ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს

La Republica: იტალია ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას აპირებს

გამოცემა La Republica-ს ცნობით, იტალიამ გადაწყვიტა, რომ  ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ საინვესტიციო შეთანხმებიდან გავიდეს და შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმი არ განაახლოს.დოკუმეტს ვადა 2023 წლის ბოლოს ეწურება. მისივე ინფორმაციით, იტალიის მიერ ამ ინიციატივის დატოვების საკითხი 27 ივლისს, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება. კერძოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოლაპარაკებებს გამართავენ და როგორც მედია იუწყება, მელონი ბაიდენისგან ელოდება წინადადებებს ალტერნატიულ პროექტებზე. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას.  

ბლინკენი: აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა ორ ზესახელმწიფოს შორის კონფლიქტი თავიდან აიცილოს. „ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობაში გარკვეული სტაბილურობის დასამყარებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონკურენცია, რომელშიც ჩვენ ვართ, არ გადაიზარდოს კონფლიქტში. კონფლიქტი, არ იქნება ჩვენს, მათ ან ვინმეს ინტერესებში,” - განუცხადა ბლინკენმა CNN-ს. ბლინკენი გასულ თვეში გაემგზავრა ჩინეთში და აშშ-ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელმაც ასეთი მისია შეასრულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტი გახდა.   „ადრე ბევრს არ ვლაპარაკობდით. ახლა ჩვენ გვყავს სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ჩართულნი არიან, ან აპირებენ ჩაერთონ დისკრეტულ საკითხებზე… ეს არის პრობლემები… ურთიერთობაში, სადაც მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ გადაწყვეტას.“ ახლა ადრეული ეტაპია, ვნახავთ შედეგებს,” - განაცხადა ბლინკენმა.   „ჩვენთვის გამოცდაა, შეგვიძლია არა გავუმკლავდეთ ამ გზას, რათა დავრწმუნდეთ, რომ შევინარჩუნებთ კომუნიკაციის ამ ხაზებს, ვაგრძელებთ საუბარს და ვმუშაობთ, როგორც ვთქვი, განსხვავებების მოგვარებაზე და იმის დანახვაზე, შეგვიძლია თუ არა თანამშრომლობა,” - განმარტა სახელმწიფო მდივანმა. CNN-ის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ბლინკენის მოგზაურობის დროს არ გადაწყდა, იყო სამხედრო-სამხედრო კომუნიკაციების აღდგენა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტები კვლავ გაყინულია და ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება 2018 წლიდან, ჩინეთის აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტის მიერ რუსული იარაღის შეძენის გამო. ლი შანფუ იმ დროს ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს გაერთიანებული შტაბის შეიარაღების სამმართველოს უფროსი იყო.   კითხვას, უნდა მოხსნას თუ არა შეერთებულმა შტატებმა სანქცია დაძაბულობის შესამსუბუქებლად, ბლინკენმა თქვა: „ეს სანქციები ხელს არ უშლის მინისტრს ურთიერთობაში ან ჩვენთან ჩართულობაში,“ - აღნიშნა ბლინკენმა. გასულ თვეში ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ სინგაპურში გამართულ რეგიონული უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ლი შანფუსთვის ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მას შემდეგ, რაც მარტში, ჩინეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. რამდენიმე დღით ადრე მან აშშ-ის თავდაცვის მინისტრ, ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.   იმავე სამიტზე გამოსვლისას, ოსტინმა აღნიშნა, რომ თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაიწყებს, ეს კატასტროფა იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის.  

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება

26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება. საქართველოს მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილი „მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.“ FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.  

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციებს უმასპინძლებს

რუსეთის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეას ეწვევა. DW-ს ცნობით, ვიზიტი „გამარჯვების დღის" 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. 26 ივლისიდან, ფხენიანს ჩინეთის დელეგაციაც ეწვევა, რომელსაც პოლიტბიუროს წევრი, ლი ჰონჯონგი უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ილ სუნის მოედანზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ რაკეტებსა და სხვა „სამხედრო მიღწევებს“ წარადგენენ. როგორც სახელმწიფო მედია იუწყება, ფხენიანი აპირებს, მასშტაბურად აღნიშნოს კორეის ომის ზავზე ხელმოწერა, რომელიც ცნობილია როგორც „გამარჯვების დღე“ ჩრდილოეთ კორეაში. „დაგეგმილია ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმი და სხვა ღირსშესანიშნავი ღონისძიებები,“ - წერს მედია. რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი მტკიცე მოკავშირეა. ვაშინგტონის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ურყევი მხარდაჭერა გამოავლინა რუსეთის შეჭრის მიმართ უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩრდილოეთ კორეის მიერ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავებას ლოიდ ოსტინი გამოეხმაურა  

ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდენობიდან გაათავისუფლეს

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ცინ განს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე „კომუნისტური პარტიის“ საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ვან ი შეცვლის, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი 2013-2022 წლებში იყო. CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, ოფიციალური მიზეზები დასახელებული არ არის. AFP: მინისტრ ცინ განის „გაუჩინარების“ ფონზე, ჩინეთში ორი მაღალჩინოსნის ვიზიტი გადაიდო ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მოხდა, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნული მინისტრი თურქეთს ეწვევა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CPC) ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს წევრი და CPC ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ოფისის დირექტორია, თურქეთს ეწვევა. Daily Sabah-ის ცნობით, თურქეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ და გლობალურ მოვლენებს განიხილავენ. ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდენობიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია გუშინ, 25 ივლისს გავრცელდა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თურქეთში პირველი საგარეო ვიზიტისას „შუა დერეფნის“ საკითხიც განიხილა

ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი თავისი პირველი საგარეო ვიზიტით, დანიშვნიდან მეორე დღეს, თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვიზიტისას მან თურქ კოლეგასთან, ჰაქან ფიდანთან განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი, რის შემდეგაც მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და ჩინეთი გააძლიერებენ თანამშრომლობას, რადგან ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ და რეგიონულ საკითხებში. თურქეთში ჩინელი დიპლომატის ვიზიტის დროს მოლაპარაკებები ასევე მოიცავდა ჩინეთის „სარტყელი და გზისა“ და „შუა დერეფნის“ ინიციატივების ჰარმონიზაციას. თავის მხრივ, თურქული სააგენტო Anadolu-ს თანახმად, თურქეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების გზები, ჩინეთის ინიციატივა - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ და ასევე, შუა დერეფნის საკითხი; ბირთვული ენერგიის, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. შუა დერეფანზე EBRD-სა და ევროკავშირის ანგარიშის შემდეგ, ყაზახეთმა და საქართველომ თანამშრომლობის გაფართოება დაგეგმეს - ანალიზი ცნობისთვის, (TITR) „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ - შუა დერეფანი ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას კი, 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ჩინეთისთვის ალტერნატივას წარმოადგენს 6 500 კილომეტრიანი ქსელი, რომელშიც საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გზები შედის.  ეს მარშრუტი მოიცავს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და შემდეგ ევროპას, და ის ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის (შუა დერეფანი) სახელითაა ცნობილი. ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში  

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო. ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ. დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ სპორტსმენი სტუდენტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

სი ძინპინი: საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. სი ძინპინის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. „უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი - შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა”, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. ჩინეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერს შეხვდა. რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ჩინეთის პროექტი -„ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება  

ჩინეთის ელჩი: მზად ვართ, საქართველოს უცხოური კაპიტალის მოზიდვაში ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ

საქართველოს ინფრასტრუქტურულ სფეროში ინვესტიციების განხორციელებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ცინმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჩინეთის ელჩის თქმით, აუცილებელია, რომ საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს და კარგად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში, დააინტერესოს ჩინელი ინვესტორი, თუ რატომ უნდა განახორციელოს საქართელოში ინვესტიციები. „ჩინეთსა და საქართველოს მაღალი ხარისხის პოლიტიკური ურთიერთნდობა აკავშირებთ. ძალიან კარგი პოლიტიკური საფუძველი არსებობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩაერთო „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივაში და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ თემაზე საერთაშორისო ღონისძიება ჩაატარა. ჩინეთში არის სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა. ინვესტიციების მიმართულებას ბაზრის მოთხოვნები განსაზღვრავს. საქართველოში, ყველაზე დიდი ინვესტორი ჩინეთიდან, „ჰუალინგ ჯგუფი“ გახლავთ. ისინი თბილისის ზღვაზე ავითარებენ უძრავ ქონებას. ასევე - სასტუმროების ბიზნესს, მათ ინვესტიციები საბანკო სექტორსა და ქუთაისის ინდუსტრიული ზონის განვითარებაშიც განახორციელეს. საქართველოს ინფრასტრუქტურულ სფეროში ინვესტიციების განხორციელებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ასევე, მნიშვნელოვანია ახალი ენერგიების კუთხით თანამშროლობა. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ძალიან მცირეა, შესაბამისად, ქართული ბაზარი პატარაა და ეს არის ერთ-ერთი დაბრკოლება. ამიტომ, აუცილებელია, რომ საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს და კარგად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში, დააინტერესოს ჩინელი ინვესტორი, თუ რატომ უნდა განახორციელოს საქართველოში ინვესტიციები. პატარა ბაზარია, თუმცა უნდა დააინტერესოს იმით, რომ გლობალური მიწოდების ბაზარზე გავა.  მინდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, ჩინეთის გამოცდილება გაგიზიაროთ. რეფორმების საწყის პერიოდში, ჩინეთში დიდი რაოდენობით განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მიზეზი, იაფი მუშა ხელი იყო, მაგრამ დღეს სხვა მდგომარეობა გვაქვს. ჩინეთში მუშა ხელი დღეს ძვირია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ჩინეთში კვლავ გრძელდება უცხოური ინვესტიციების განხორციელება. რა არის ამის მიზეზი: ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ საწარმოო ჯაჭვებს.  ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩინურ კომპანიებს ვაჩვენოთ საქართველოს უპირატესობა, ასევე მნიშვნელოვანია ხელსაყრელი საინვესტიციო პირობების შექმნა. ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყნების მაგალითები, როგორიცაა, სამხრეთ კორეა, სინგაპური, სადაც მთავრობები ძალიან კარგ პირობებს ქმნიან. ვფიქრობ, ამ მხრივ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს. მთავრობამ ხელსაყრელი პირობების შექმნას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე უნდა შეუწყოს ხელი და ბაზრის კანონზომიერებიდან გამომდინარე მოიზიდოს ინვესტიციები. ვიეტნამი და კიდევ სხვა ქვეყნები, უცხოური კაპიტალის მოზიდვაში ჩინეთის გამოცდილებას აქტიურად იზიარებენ და ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსაც გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის ელჩი: შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ ცნობისთვის, ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,6 მილიარდს გაუტოლდა. ჩინური კომპანიები, უცხოელი დონორების დაფინანსებით, საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს. 2014 წელს საქართველოში ჩინეთიდან შემოსული საინვესტიციო კაპიტალი რეკორდული იყო და $218 მილიონი შეადგინა. ჩინური კაპიტალია განთავსებული საბანკო და კავშირგაბმულობის სექტორშიც. რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურა გაიხსნა

პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურა გაიხსნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უნივერსიტეტში სკულპტურის გახსნას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა კი შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მან  საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის ერთგულების დადასტურაზე ისაუბრა. „ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას და პატივს სცემს იმ მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც აქვს როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს. XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ მსოფლიო ლიტერატურაში შეტანილი ღვაწლი უდიდესია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღინიშნება. მისი ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ არამხოლოდ ქართული ლიტერატურის შედევრია, არამედ მეგობრობის, სიბრძნის, ადამიანური ემოციებისა და ღირებულებების უნივერსალურობის დასტურიც არის. ეს არის ნაწარმოები, რომელიც სცილდება საზღვრებს, ენებსა და საუკუნეებს, რომელიც რეზონანსულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის აქაც - ჩინეთში. დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეისადმი. „უმაღლეს სასწავლებლებში თანამშრომლობა დიდი ხანია ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, ძველი ენების შესწავლის მხარდაჭერა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში; აგრეთვე, პროფესიულ, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა, სხვა ინიციატივებს შორის.“ „ჩვენი ვიზიტის დროს, მოხარული ვართ, ხელი მოვაწეროთ განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს - ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ. მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. სი ძინპინი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმაც ისაუბრა. „ჩვენ ვაწერთ ხელს მემორანდუმმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყრება ურთიერთთანამშრომლობას როგორც უმაღლესი განათლების კუთხით, ასევე კვლევით ინსტიტუტებს შორის, კვლევითი პროექტების თანამშრომლობის კუთხით. ასევე ენების შესწავლის კუთხით და კულტურათა გაცვლის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს ჩვენი და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტების და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება, ვინაიდან ეს ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს,“- განაცხადა განათლების მინისტრმა.

აშშ-ის ოფიციალური პირები ეძებენ ფარულ ჩინურ მავნე პროგრამას, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს სამხედრო ოპერაციებზე - NYT

The New York Times-ის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები თავდაცვის სისტემაში ეძებენ ჩინურ მავნე პროგრამა, რასაც შეუძლია, სამხედრო კომუნიკაციებს და მომარაგების ოპერაციებს შეუშალოს ხელი. ცნობილია, რომ გასულ კვირას, ჩინეთში აშშ-ის ელჩის, ნიკოლას ბერნსის ელექტრონული ფოსტის ანგარიში გატეხეს, განუცხადა თავის მხრივ, CNN-ს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა სამმა ოფიციალურმა წყარომ. ამ თვის დასაწყისში Microsoft-მა და თეთრმა სახლმა დაადასტურეს, რომ ჩინეთში დაფუძნებულმა ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტის ანგარიში რამდენიმე ორგანიზაციაში, მათ შორის ზოგიერთ ფედერალურ სააგენტოში გატეხეს. სამიზნე სააგენტოებს შორის იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და ვაჭრობის დეპარტამენტი, რომლებმაც ჩინურ სატელეკომუნიკაციო ფირმებს სანქციები დაუწესეს. „ამერიკელმა ოფიციალურმა პირებსა და Microsoft-ის ანალიტიკოსებს თავდაპირველად უჭირდათ იდენტიფიცირება, თუ როგორ მოუწვდებოდათ ხელი ჰაკერებს ელ-ფოსტის ანგარიშებზე, რამაც ცხადყო, რომ მათ საქმე ჰქონდათ დახვეწილ ჰაკერულ გუნდთან,“ განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს. FBI-მ განაცხადა, რომ პეკინს აქვს უფრო დიდი ჰაკერული პროგრამა, ვიდრე სხვა ერთად აღებულ ყველა მთავრობას. „ენტონი ბლინკენმა ინციდენტებთან დაკავშირებით, ამ თვის დასაწყისში, ინდონეზიაში მთავარ ჩინელ დიპლომატთან შეხვედრისას ისაუბრა,“ განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა CNN-ს, მაგრამ სხვა დეტალები არ დააკონკრეტა.  „ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც სამიზნედ აქცევს აშშ-ის მთავრობას, ამერიკულ კომპანიებს, ამერიკელ მოქალაქეებს, არის ჩვენთვის ღრმა შეშფოთების საგანი და რომ ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს. მდივანმა ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

აშშ და ავსტრალია მოუწოდებენ ჩინეთს, გავლენა მოახდინოს რუსეთზე, რომ მოსკოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს

შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ რუსეთის მიერ „საკვების იარაღად“ გამოყენება დაგმეს. 29 ივლისს ერთობლივ განცხადებაში მათ ჩინეთს მოუწოდეს, გავლენა მოახდინონ რუსეთზე, რათა მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს. ორმა ქვეყანამ ასევე დაგმეს ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება და რუსულ ბირთვულ საფრთხეებს „მიუღებელი მუქარა" უწოდეს. განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე რეაგირება მოჰყვება.  

ელჩი დეგნანი: საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან

ამერიკის ელჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს, რომ ჰქონდეს ჩინეთთან. ელჩის თქმით, ბევრი ქვეყანა გამოვიდა ჩინეთის ინიციატივოდან  „ერთი სარტყელი ერთი გზა“ მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ის დიდად სარგებლის მომტანი არ იყო სხვა ქვეყნებისთვის. საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ განზომილებაში - განცხადების შინაარსი ცნობილია „პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. დიდებული სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ თამაშებზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ტოვებს „ერთი სარტყელის და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ხსენებული ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო ამ ქვეყნებისთვის. „იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება. ეს საქართველოს მთავრობის არჩევანია, ვის აირჩევს პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას ისე, როგორც გასული 30 წლის განმავლობაში და ეს ის პარტნიორობაა, რამაც ნამდვილად მოიტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოსთვის,“- განუცხადა ელჩმა მედიას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი  

ღარიბაშვილი ჩინეთში: საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. მისი განმარტებით, ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა. „ჩვენი ძალისხმევა ვლინდება სხვადასხვა ფართომასშტაბიან ინიციატივებსა და პროექტებში, მათ შორის ინიციატივებსა და პროექტებში, რომლებიც საქართველომ წამოიწყო ან მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ინოვაციები. არსებული გამოწვევების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ე.წ. „შუა დერეფანი“, განსაკუთრებით გამოიკვეთა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის. შუა დერეფანი შედგება ორი ძირითადი მარშრუტისაგან. ესენია: ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანს სახმელეთო გზით აკავშირებს თურქეთთან საქართველოს გავლით; და საქართველოს შავი ზღვის პორტები, რითაც საზღვაო კავშირი მყარდება ევროკავშირთან. უფრო მეტიც, ეს დერეფანი გამოირჩევა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა, რომელიც დროის მნიშვნელოვან უპირატესობას გთავაზობთ საზღვაო მარშრუტთან შედარებით, რაც 20-25 დღეში გულისხმობს საქონლის გადაზიდვას. კერძოდ, შუა დერეფნის მეშვეობით საქართველო ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან და ჩინეთის საზღვრიდან ევროკავშირის ბაზარზე ტვირთის შეტანას 15 დღემდე სჭირდება. საერთო ჯამში, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფს ევროპის სასიცოცხლო ბაზრებზე წვდომას. გასულ წელს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან - ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან - ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველ გზამკვლევს, რომელიც სტრატეგიულ ზომებს გულისხმობს ხარვეზების აღმოსაფხვრელად და შუა დერეფნის გასავითარებლად 2022-2027 პერიოდში. ხსენებული გზამკვლევი მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, წარმოების ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, დერეფნის გაციფროვნებასა და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან. საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრი და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, დიდ კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა საკმარისი შესაძლებლობები უზრუნველყოს მომავალი წლებისთვის. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ტრანსპორტის კოორდინირებული ფუნქციონირება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ან/და მშენებლობა. ჩვენ ასეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განვიხილავთ, როგორც საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთბრუნვის წინაპირობას. ეს აისახება კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. ის ჩინური კომპანიის ჩართულობით მიმდინარეობს. 2024 წლის ბოლოს ამ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. პორტი განვითარდება 9 ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით. ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა. აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოს მასშტაბით ლოგისტიკური ცენტრების განვითარების საჭიროების გამოსაკვლევად. ასეთი ცენტრების შექმნა გააუმჯობესებს ლოგისტიკური მომსახურების ხარისხს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის პოზიციებს. ჩემი მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე, მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრით და ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით, რომლებიც კონტინენტებს, ქვეყნებსა და ხალხს დააკავშირებს. ჩვენი მიზანია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად ვაქციოთ, საჰაერო ტვირთების ეფექტური ინფრასტრუქტურით და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით. ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს”, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.  

კრამონი: ყველა ცდილობს, ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ჩინეთთან საქართველოს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აკრიტიკებს. „მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის. რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან - ეს ყველაფერი „ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს,“ -წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ განზომილებაში - განცხადების შინაარსი ცნობილია  

საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ განზომილებაში - განცხადების შინაარსი ცნობილია

საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ სამი დღის წინ განაცხადეს. დღეს, 31 ივლისს, ამ პარტნიორობის შესახებ განცხადება ხელმისაწვდომი გახდა. სტრატეგიული პარტნიორობა ოთხი განზომილებისგან შედგება. ესენია: პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორის და კულტურული ურთიერთობისა და საერთაშორისო განზომილება. მთავრობის ადმინისტრაციამ ერთობლივი განცხადება პეკინში, საქართველოს და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. პოლიტიკური განზომილება 1.1. მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს. 1.2. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებული საერთაშორისო მდგომარეობისა და ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი კავშირების მნიშვნელობამ საგრძნობლად იმატა. მხარეები ერთმანეთს მიიჩნევენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევენ. 1.3. საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად. მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 1.4. მხარეები მზად არიან, გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციები საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე და გაამყარონ სტრატეგიული ურთიერთნდობა. 1.5. მხარეები ხაზს უსვამენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით. 1.6. ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით ჩინეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, მხარეები ხაზს უსვამენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას მრავალი მიმართულებით და სხვადასხვა დონეზე, ისევე როგორც კომუნიკაციისა და კონსულტაციების მნიშვნელობას შესაბამის რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეკონომიკური განზომილება 2.1. მხარეები მიესალმებიან ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის მდგრად ზრდას და გამოხატავენ მზაობას მის შემდგომ მატებასთან მიმართებით, მისი სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან, სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოებასთან, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით. 2.2. საქართველო მიესალმება ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სარტყელისა და გზის” ინიციატივას. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში, რათა თანამშრომლობა მეტი ძალითა და შესაძლებლობებით წარიმართოს. მხარეები გააძლიერებენ დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კოორდინაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული გეგმების სინერგიას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში; გააღრმავებენ ურთიერთობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში; მიემხრობიან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის პრინციპს საერთო სარგებლის მისაღებად; ხელს შეუწყობენ ღია, მწვანე და სუფთა თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის” ინიციატივის მიზნების რეალიზებისთვის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. 2.3. მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით. 2.4. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და საქართველო 2018 წლიდან იღებენ სარგებელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების სფეროში. ქვეყნები გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას ხსენებული შეთანხმების ფარგლებში; ურთიერთ-ხელსაყრელი შედეგების მისაღებად მხარს დაუჭერენ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთისა და საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სუბიექტებს შორის; აქტიურად მოხდება ხსენებული შეთანხმების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოყენება. 2.5. მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით ხსენებული კომისიის ფორმატში, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტურობას. 2.6. ჩინეთი მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში. ჩინეთი მხარს უჭერს ქართულ საწარმოებს ჩინეთის ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებზე საქონლის რეალიზაციის მიზნით. 2.7. მხარეები გამოხატავენ მზაობას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გასააქტიურებლად, რათა მოხდეს დარგის საერთო განვითარება. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას ისეთ ტურისტულ გამოფენებში, როგორიცაა ჩინეთის ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული ბაზარი. 2.8. ჩინეთი მხარს უჭერს და ხაზს უსვამს თბილისში აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმის მნიშვნელობას, რომლის თემა გახლავთ „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის” და რომელიც 2023 წლის 26-27 ოქტომბერს გაიმართება ქ. თბილისში. 2.9. ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში. 2.10. ჩინეთი შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს. ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება 3.1. ახალ პირობებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საჭიროების გათვალისწინებით, მხარეები გამოთქვამენ მზაობას, აქტიურად აწარმოონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა, განაახლონ შეთანხმება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 1993 წელს იქნა ხელმოწერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. 3.2. ხალხთა შორის კავშირებისა და კულტურული ურთიერთობების სფეროში მეგობრული დამოკიდებულებისა და თანამშრომლობის დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან, გააძლიერონ კულტურული თანამშრომლობა. წახალისდება ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვიზიტები, გაძლიერდება თანამშრომლობა ტურიზმის, ჯანდაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მიმართულებით. ამასთანავე, გაძლიერდება ურთიერთობები კინემატოგრაფიის, პრესის და საჯარო დიპლომატიის სფეროებში. 3.3. მხარეები შეისწავლიან ჩინეთისა და საქართველოს კულტურის წლების აღნიშვნის შესაძლებლობას და გააგრძელებენ კონსულტაციებს კულტურული ცენტრების დასაარსებლად, რასაც შესაბამისი ხელშეწყობა ექნება. 3.4. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში. განხორციელდება პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, გაძლიერდება თანამშრომლობა მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სფეროში, განხორციელდება ერთობლივი პროექტები. 3.5. მხარეები ხელს შეუწყობენ უნივერსიტეტებს ერთობლივი სასწავლო პროგრამების მსგავსი პრაქტიკული თანამშრომლობის განხორციელებას; წახალისდება უნივერსიტეტების მიერ მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების სრული გამოყენება და მათი გათვალისწინება თანამშრომლობის ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში. მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტების ურთიერთგაცვლას და ერთობლივ განვითარებას, სამთავრობო სასტიპენდიო ინსტრუმენტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით. 3.6. მხარეები მნიშვნელობას ანიჭებენ ენების შესწავლის მიზნით გაცვლისა და თანამშრომლობის პროგრამებს, წაახალისებენ ორივე ქვეყნის სკოლებს ჩინური და ქართული ენების შესწავლისკენ; მზაობას გამოთქვამენ ენის პედაგოგების გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და გადამზადებისთვის; მხარს უჭერენ კონფუცის ინსტიტუტების (საკლასო ოთახების) განვითარებას. საერთაშორისო განზომილება 4.1. მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას; მტკიცედ დაიცავენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ირგვლივ შექმნილ საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველზე ძირეულ ნორმებს; წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას. 4.2. მხარეები მხარს უჭერენ კაცობრიობის საერთო ღირებულებების – მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობას; პატივს სცემენ ყველა ხალხის დამოუკიდებელ არჩევანს მათი ეროვნული შესაძლებლობების შესაბამისი განვითარების გზის განსაზღვრაში და ხელს უწყობენ კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნას. 4.3. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების ინიციატივას და მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხსენებული ინიციატივის ფარგლებში წარმოებულ თანამშრომლობაში, რათა დაჩქარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება. 4.4. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. მხარეებს სურთ ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება ხსენებული ინიციატივის ფარგლებში და ერთობლივ ძალისხმევას ახორციელებენ მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვისთვის. 4.5. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ხსენებული ინიციატივის განსახორციელებლად.  

ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმნისტრაციის ცნობით, ალმათის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი, ალმატის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალიშერ აბდიკადიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდება. ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთზე, როგორც ანაკლიის პორტის შესაძლო მთავარ ინვესტორზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. აღნიშნა, რომ ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, ოპოზიციონერების მხრიდან უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის. „საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ეხმიანება ის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. ქვეყნის მთავარი დამცველი მისი ხელისუფლებაა და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები. ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე? თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა, ეს ძალიან საინტერესოა. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს იმაზე, რომ პროექტი შეიძლება, ვინმეს გადაეცეს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩინურ ინვესტიციებში საფრთხეს ვერ ვხედავთ. არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია. ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტისას ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების საკითხზე ჩინეთის ელჩმა Europetime-ის შეკითხვას გასული წლის ბოლოს უპასუხა. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. 20 იანვარს, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ უყურებთ ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, არის თუ არა ინტერესი და თანამშრომლობა ამ კუთხით. როგორც ცნობილია, ბათუმის პორტში, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელდა, „ტრამოს“ სახით, რაც ყველაზე დიდი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციაა აჭარის რეგიონში. ამ კითხვით მიმართა Europetime-მა სენატორს. „ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებას შეეხება. უკრაინის ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მათ შორის ეკონომიკური კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, ძირითად მიმართულება ამ სტრატეგიის გახლავთ, ეროვნული და კოლექტიური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, სტრატეგია მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში 31 ივლისს განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა.

პეკინი ჩინურ კომპანიებს საქართველოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისკენ მოუწოდებს

პეკინი აცხადსებს, რომ მისასალმებელი იქბება საქართველოს მიერ ხარისხიანი პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის გაფართოება, ამასთან, პეკინი ჩინურ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტს ეხება. „მხარეებმა უნდა დაგეგმონ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე და ხელი შეუწყონ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მყარ და სტაბილურ განვითარებას; უზრუნველყონ იმპულსი ორივე ქვეყნის განვითარებისათვის,“ - წერია ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ 28 ივლისს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერს Reuters-მა ჰკითხა, უჭერს თუ არა მხარს პეკინი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, რაზეც უწყების სპიკერმა პასუხს თავი აარიდა შემდეგი ციტატით: „საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გამოვაქვეყნეთ.“ უფრო ვრცლად, რას გულისხმობს ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ამ ბმულზე წაიკითხეთ. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას: საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, აშშ კი, კვლავ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დროს, თითოეულმა მოკავშირემ ბალანსი უნდა დაიცვას როგორც ცნობილია, აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.

ჩინეთი დრონების ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს

ჩინეთი პირველი სექტემბრიდან დრონების, მათი კომპონენტებისა და მათი წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტს დროებით შეზღუდავს. ამ გადაწყვეტილებას პეკინი ეროვნული უსაფრთხოების მოტოვებით ხსნის. აკრძალვა ეხება შორ მანძილზე მოქმედ სამოქალაქო დრონებს, რომელთა წონა შვიდ კილოგრამზე მეტია. ასეთ მოწყობილობებს ჰაერში ნახევარ საათზე მეტ ხანს ყოფნა, საგნების ტრანსპორტირება და მათი მიწაზე ჩამოყრა შეუძლიათ. უკრაინის პარტნიორები ეჭვობენ, რომ პეკინი რუსეთს აწვდის საქონელს, რომელსაც შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იყენებდნენ, რასაც ჩინეთი უარყოფს.  

ჩინეთში ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეების ჩართვას აპირებენ

ჩინეთში ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის მოსახლეობის ჩართვას აპირებენ. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო იტყობინება WeChat-ში. კონტრდაზვერვა მოითხოვს არამხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების მუშაობას, არამედ, მოსახლეობის ფართო მონაწილეობას „ჯაშუშობის საწინააღმდეგო ხაზის გაძლიერების მიზნით“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს წინადადება გულისხმობს „იმ პირებისა და ორგანიზაციების აღნიშვნას და დაჯილდოებას, რომლებიც აცხადებენ ჯაშუშობის შესახებ ან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კონტრდაზვერვის მუშაობაში“. გარდა ამისა, უწყება დაჟინებით მოითხოვს სკოლებში, კულტურის დაწესებულებებში, რადიოში, ტელევიზიასა და ინტერნეტში „კონტრჯაშუშობის“ პროპაგანდის აუცილებლობას. ასევე „აუცილებელია ხელახლა შეიქმნას არხები, რომლებითაც მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შეეძლებათ შეტყობინება ქცევის შესახებ, რომელიც მუქარას წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნავს სამინისტრო. ამ ყველაფერმა, უწყების ჩანაფიქრით, უნდა მოახდინოს მოსახლეობის „ანტიჯაშუშურ“ მუშაობაში მონაწილეობის ნორმალიზება. თავისი წინადადება სამინისტრომ გამოაქვეყნა „ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის“ შესაბამისად, რომელიც ჩინეთში 1 ივლისს ამოქმედდა. კანონის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანო, არმია, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საწარმოები და დაწესებულებები „ვალდებული არიან თავიდან აიცილონ და აღკვეთონ ჯაშუშობა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ჩინეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ჯაშუშობაში და მთავრობებისა და კორპორაციების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში. თავის მხრივ, ჩინეთი ასევე აცხადებს, რომ აშშ ჰაკერულ თავდასხმებს ახორციელებს ჩინეთის უნივერსიტეტებისა და კომპანიების კომპიუტერების წინააღმდეგ.  

მეთიუ ბრაიზა: საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, გარდა ერთი საკითხისა

Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა აფასებს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებას. ბრაიზა აღნიშნავს, რომ ეს განაცხადი არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, გარდა ერთი საკითხისა. ამერიკელი დიპლომატი ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატისადმი“ საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც შესაძლოა, ვაშინგტონმა წესებზე დაფუძნებული გლობალური სისტემისგან დაშორებად აღიქვას. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, გამოიწვევს თუ არა ახალი შეთანხმება ვაშინგტონის შეშფოთებას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ის. ბრაიზა აქვე ხაზს უსვამს, რომ პირიქით, რუსეთიც შეიძლება, შეშფოთებული იყოს, რადგან ცენტრალურ აზიაში გავლენების მოპოვების მიზნით კონკურენცია, ახლა შესაძლოა, შავ ზღვაზეც გავრცელდეს, მიუხედავად რუსეთისა და ჩინეთის მიერ გამოცხადებული - „საზღვრებს გარეშე“ სტრატეგიული პარტნიორობისა. „პრინციპში, განცხადება, რომელსაც გავეცანი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, აუცილებლად არ ნიშნავს დიდი ძალების კონკურენციის უფრო მაღალ დონეზე აწევას შავი ზღვის რეგიონში, აშშ-სა და ჩინეთს შორის. საქართველოსა და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლიდან აქვთ, ხოლო შეერთებული შტატები იზიარებს ჩინეთისა და საქართველოს მიზანს, გააფართოონ შუა დერეფანი, განსაკუთრებით იმ დაბრკოლებების მოხსნით, რომლებიც ამჟამად გარკვეულწილად ზღუდავს მის გამტარუნარიანობას/შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, აშშ-ის პერსპექტივიდან, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, ალბათ, გარდა ერთისა - საქართველოს მიერ ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ მხარდაჭერისა, რომელიც ვაშინგტონმა შესაძლოა, წესებზე დაფუძნებული გლობალური სისტემისგან დაშორებად აღიქვას. იმ სისტემისა, რომლის განვითარებასაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს,“ - მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.  

ვაშინგტონში ჩინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში დანიელ კრიტენბრინკმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა დირექტორმა ჩინეთისა და ტაივანის საკითხებში, სარა ბერანმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორს, იან ტაოს უმასპინძლეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე მხარემ გულწრფელი, არსებითი და პროდუქტიული დისკუსია გამართა. ამ დისკუსიას ვაშინგტონი კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და ორმხრივი ურთიერთობების პასუხისმგებლობით მართვის მუდმივი ძალისხმევის ნაწილად თვლის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ და სრუტეების საკითხებზე. შეხვედრა მდივან ბლინკენის პეკინში ვიზიტს მოჰყვა. აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.  

აშშ-მ ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია

შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონმა პეკინს მიწვევა ამერიკელი და ჩინეთის ოფიციალური პირების შეხვედრის დროს გადასცა. ვიზიტის თარიღები ჯერ არ არის ცნობილი. ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდენობიდან გაათავისუფლეს ვაშინგტონსა და პეკინს შორის მაღალი დონის კომუნიკაციები ბოლო კვირებში გააქტიურდა. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ვიზიტით იმყოფებოდა. ვაჭრობის საკითხებში მდივანი, ჯინა რაიმონდო სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს პეკინში გაემგზავრება. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში, დანიელ კრიტენბრინკმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა დირექტორმა ჩინეთისა და ტაივანის საკითხებში, სარა ბერანმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორს, იან ტაოს უმასპინძლეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე მხარემ გულწრფელი, არსებითი და პროდუქტიული დისკუსია გამართა. ამ დისკუსიას ვაშინგტონი კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და ორმხრივი ურთიერთობების პასუხისმგებლობით მართვის მუდმივი ძალისხმევის ნაწილად თვლის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ და სრუტეების საკითხებზე. აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.  

საუდის არაბეთში უკრაინის შესახებ სამიტზე, ჩინეთი ევრაზიის საკითხებში სპეცწარმომადგენელს გზავნის

საუდის არაბეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას ჩინეთიც მიიღებს. პეკინი სამიტზე საგანგებო დესპანს ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუის გზავნის. უკრაინელი და დასავლელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ჯედაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების და 40-მდე ქვეყნის სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების შეხვედრაზე შეთანხმდებიან სამომავლო სამშვიდობო მოგვარების ძირითად პრინციპებზე, რათა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი დასრულდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. WSJ: საუდის არაბეთი უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთის გარეშე უმასპინძლებს „საუდის არაბეთის სამეფოს მოწვევით ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ჰუი უკრაინულ საკითხზე შეხვედრაში მონაწილეობისთვის ჯიდას ეწვევა. ჩინეთი მზად არის, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ითანამშრომლოს, რათა გააგრძელოს უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ძიებაში კონსტრუქციული როლის თამაში,” - წერია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის - პეკინი „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ კომუნიკაციას იწყებს   პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში  

ფილიპინები ჩინეთს მის გემებზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ფილიპინები ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის გემებზე წყლის ჭავლით თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ CNN წერს. „ფილიპინების სანაპირო დაცვა (PCG) მკაცრად გმობს ჩინეთის სანაპირო დაცვის (CCG) სახიფათო მანევრებს და წყლის ჭავლის უკანონო გამოყენებას PCG-ის გემების წინააღმდეგ,“ - წერს სანაპირო დაცვა განცხადებაში.  CNN  წერს, რომ ფილიპინების სანაპირო დაცვის გემები თან ახლდნენ გემებს, რომლებიც საზღვაო ქვეითთა ​​გარნიზონისთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადავო არქიპელაგის მახლობლად მდებარე კუნძულზე მარაგის მიწოდებას ცდილობდნენ.  ჩინეთმა საპასუხოდ განცხადებით, ფილიპინები მისი წყლების ხელყოფაში დაადანაშაულა და საკუთარ ქმედებებს კანონის შესაბამისი უწოდა. „ჩინეთის სანაპირო დაცვამ კანონის შესაბამისად ჩაატარა აუცილებელი კონტროლი და აღკვეთა ფილიპინების გემებით უკანონო სამშენებლო მასალების გადაზიდვა. მოვუწოდებთ ფილიპინურ მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამ საზღვაო ზონაში კანონდამრღვევი ქმედებები," - აღნიშნა ჩინეთის სანაპირო დაცვის სპიკერმა, გან იუმ. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფილიპინების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მოუწოდა ჩინეთს, პატივი სცეს ნავიგაციის თავისუფლებას. ავსტრალიამ, იაპონიამ და გერმანიამ ჩინეთის ქმედებებს „საშიში“ და „დესტაბილიზაციის გამომწვევი“ უწოდეს. ცნობისთვის, ზემოთ აღნიშნული კუნძული მანილის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაშია, რომელსაც ჩინეთი „რენაის რიფს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის მისი სუვერენული ტერიტორიაა.  

მეთიუ მილერი: ჩინეთისთვის პროდუქტიულია, რომ საუდის არაბეთში, უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებში ჩინეთის მონაწილეობა პროდუქტიული ნაბიჯია. „ჩვენ დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ პროდუქტიული იქნებოდა, თუ ჩინეთი თავის როლს შეასრულებდა უკრაინაში ომის დასრულებაში, თუ ის მზად იყო ეთამაშა როლი, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინის სუვერენიტეტს. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთ სამიტებზე დასწრება და პირდაპირ უკრაინული მხარის მოსმენა სასარგებლოა ქვეყნებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი აშკარად აპროტესტებს ამას, რადგან თქვენ ნახეთ, რომ რუსეთი აკრიტიკებდა ამ შეხვედრას შაბათ-კვირას და აკრიტიკებდა იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა გაიმართა. ამდენად, ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ პროდუქტიული იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ მოვიდეს და მოისმინოს უშუალოდ უკრაინისგან უკრაინის შეშფოთების შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროდუქტიული იყო ის, რომ ჩინეთმა სწორედ ეს გააკეთა. შეხვედრაზე დასწრების გარდა, მდივნის მოადგილემ ნულანდმა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ხანმოკლე შეხვედრა გამართეს ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელთან,“ განაცხადა მილერმა. ჯედაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც საუდის არაბეთი მასპინძლობდა, დიპლომატები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. განიხილეს სამშვიდობო ფორმულის შესრულების საკითხები. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში, დიდი შვიდეულის სამიტზე წარადგინა.  

CNN: საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრების შემდეგ, პეკინი მოსკოვს არწმუნებს, რომ უკრაინის ომში „მიუკერძოებელი“ რჩება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა მას შემდეგ, რაც პეკინის წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ორშაბათს სატელეფონო საუბრისას ვან იმ ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი და რუსეთი სანდო, კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან.“ უკრაინასთან დაკავშირებით, უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ჩინეთი დაიცავს „დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას" და გეგმავს აქტიურ ადვოკატირებას სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური გადაწყვეტისთვის. ISW-ს შეფასებით, საუდის არაბეთის სამიტმა ჩინეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება გააძლიერა „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთი დაიცავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას, დააფიქსირებს ობიექტურ და რაციონალურ ხმას, აქტიურად შეუწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და შეეცდება, მოიძიოს პოლიტიკური გადაწყვეტა ნებისმიერ საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატში,“ - აღნიშნა სპიკერმა. მეთიუ მილერი: ჩინეთისთვის პროდუქტიულია, რომ საუდის არაბეთში, უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრო ჯედაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც საუდის არაბეთი მასპინძლობდა, დიპლომატები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. განიხილეს სამშვიდობო ფორმულის შესრულების საკითხები. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში, დიდი შვიდეულის სამიტზე წარადგინა.  

ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს ჩინეთის ტექნოლოგიურ სფეროში აშშ-ის ახალ ინვესტიციებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ნაწილობრივ ზღუდავს აშშ-ის ახალ ინვესტიციებს ჩინეთის ტექნოლოგიებში, მათ შორის იგულისხმება კომპიუტერული ჩიპები. ბრძანება უფლებას აძლევს აშშ-ის ხაზინის მდივანს, აკრძალოს ან შეზღუდოს აშშ-ის ინვესტიციები სამ სექტორში: ნახევარგამტარები და მიკროელექტრონიკა, კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის გარკვეული სისტემები. ბრძანება მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარება, რომლებიც ძირს უთხრის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა „ძლიერ უკმაყოფილოა" და აშშ-ის მოთხოვნას „მტკიცედ ეწინააღმდეგება.“ გამოცემა Bloomberg-ი მოსალოდნელი ბრძანების შესახებ 29 ივლისს წერდა. როგორც დასავლური მედია წერს, დადგენილება გავლენას არ მოახდენს არსებულ ინვესტიციებზე და მხოლოდ აკრძალავს გარკვეულ ტრანზაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ნახევარგამტარებთან, ხელოვნურ ინტელექტთან და კვანტურ გამოთვლებთან. Bloomberg-ის თანახმად, შეზღუდვები ძალაში მომავალ წელს შევა.  

კიმ ჩენ ინმა „ომისთვის მზადების გაძლიერებაზე“ იმსჯელა და გენშტაბის უფროსი შეცვალა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით „ომისთვის მზადების გაძლიერებაზე“ იმსჯელა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ არმიის უფრო ძლიერი საშუალებებით აღჭურვაა საჭირო, რომ მტრის სამხედრო ძალა შეაჩეროს და ომის შემთხვევაში გაანადგუროს. კიმ ჩენ ინმა არმიის გენერალური შტაბის უფროსიც შეცვალა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოუწოდა „სამხედრო ინდუსტრიას“, დააჩქარონ სხვადასხვა ტიპის იარაღისა და აღჭურვილობის მასობრივი წარმოება.“  

ჯო ბაიდენი: ჩინეთი შენელებული მოქმედების ბომბია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთს, ეკონომიკური პრობლემების გამო, „შენელებული მოქმედების ბომბი“ უწოდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩინეთს უჭირს. მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ,” - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურს, ჩინეთს ზიანი მიაყენოს და პირიქით, ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობა სურს. უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, დიქტატორი უწოდა. 10 აგვისტოს კი, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები

ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ინტერვიუში განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში შუა დერეფანი იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად და ამისთვის საჭიროა კრეატიულობა და სწრაფი მოქმედება. „საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. უნდა ვიყოთ კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება," განაცხადა ღარიბაშვილმა. მან ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს, ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში, მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით. „ბევრი რამის ექსპორტი შეგვიძლია. ჩინეთში შეიძლება ქართული აგრარული პროდუქციის შემოტანა. ჩვენ ვაწარმოებთ ხარისხიან აგრარულ და სხვა საქონელს – ოქროს, სპილენძს და სხვ. შესაძლებლობები მრავალგვარია. თუ  ბიზნესის მეტი წარმომადგენელი დაინტერესდა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ერა, რომელიც  ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახლა დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში. დღეს შედგა ჩვენი ბიზნესფორუმი. მე ქართული ბიზნესსაზოგადოების წევრები მახლავს ამ ვიზიტში. საუბარი მაქვს ქართულ კომპანიებზე. რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, ვრცელი პრეზენტაცია მქონდა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, შესახებ. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის კრიტერიუმების თანახმად, მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ. ამასთანავე, საგადასახადო წნეხის სიმცირის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვართ, რადგან საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების რაოდენობა ჩვენთან ძალიან დაბალია, ბიუროკრატიის მაჩვენებელიც დაბალია, კორუფციის დონეც დაბალია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, 1-ელ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს. ამ ნიშნით მე-15 ადგილზე ვართ გლობალურად. ყოველივე ეს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს ქვეყანას. უკვე ვახსენე, რომ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან. მაგალითად, ევროკავშირთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვსარგებლობთ, რადგან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ევროკავშირთან. თეორიულად, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს – ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს – საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში. მათ  გადასახადების გადახდა არ მოუწევთ  ექსპორტის მიმართულებით. საქართველოს სხვა მიმზიდველი ფაქტორებიც დავასახელე. ქვეყანას ჰყავს ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი მთავრობა. ჩემი მთავრობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულია, ძალიან გახსნილია. მაქსიმალურ მხარდაჭერას და კომფორტს ვუქმნით ჩინურ კომპანიებს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი და რკინიგზის მოდერნიზება, ახლა ვაპირებთ, დავიწყოთ ანაკლიის დიდი საპორტო პროექტი, განაცხადა ამავე ინტერვიუში ღარიბაშვილმა. პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩინური კომპანიები მუშაობენ და საქართველოს მთავრობა მათი მუშაობით კმაყოფილია. „საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი. ახლა ვაპირებთ, დავიწყოთ დიდი საპორტო პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია მაქვს მხედველობაში. ყველა 9 ფაზის განხორციელების შემდეგ, მისი წარმადობა დაახლოებით 100 მილიონი ტონა იქნება. რა თქმა უნდა, ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზებას, რასაც ჩინური კომპანია ასრულებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნულ მაგისტრალსაც ჩინური კომპანიები აშენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და ფასებიც კონკურენტული აქვთ. ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოში მათი მუშაობით,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. ამავე ინტერვიუდან: ირაკლი ღარიბაშვილი: გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია შეგახსენებთ, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი დაგმო და მას სეპარატისტი უწოდა

ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის, უილიამ ლაის შეერთებულ შტატებში ჩასვლა დაგმო, მას სეპარატისტი უწოდა და განაცხადა, რომ  პეკინი თავისი სუვერენიტეტის დასაცავად,  მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ლაი ჯიუტად იცავს ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტულ პოზიციას. „ტაივანი არის ჩინეთის ინტერესების მთავარი ბირთვი. მომხდარმა ისევ აჩვენა, რომ ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ზრდის მიზეზი არის ტაივანი, რომელიც ცდილობს „დამოუკიდებლობის საძიებლად აშშ-ს დაეყრდნოს,“ ნათქვამია განცხადებაში. ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთსა და ბელორუში ჩადის

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ 14-19 აგვისტოს რუსეთსა და ბელორუსს ეწვევა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთში ყოფნისას მინისტრი დაესწრება უსაფრთხოების საერთაშორისო შეხვედრას და იქ სიტყვით გამოვა. ასევე შეხვდება რუსეთის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. ბელორუსში ვიზიტის ფარგლებში ლი შანგფუ ბელორუსის სახელმწიფო და სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდება. მინისტრები ორმხრივ საკითხებს, ასევე უკრაინის ომს განიხილავენ. ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს სამხედრო კავშირები, ჩაატარეს ერთობლივი პატრულირება და სამხედრო წვრთნები. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აპრილში მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და პირობა დადო, რომ გააძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას. ივლისში, პეკინში ლი შანგფუ რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელს შეხვდა.

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო ვიზიტით ბელორუსში იმყოფება

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ 16 აგვისტოს ბელორუსში ჩავიდა. ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BELTA ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. BELTA-ს ცნობით, ბელორუსში შეხვედრებისას განიხილება სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. ლი ასევე ეწვევა რამდენიმე სამხედრო ობიექტს. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთსა და ბელორუში ჩადის 15 აგვისტოს ლი შაგფუ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, მოსკოვში შეხვდა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა გამოვიდა გაფრთხილებით „დასავლეთის სავარაუდო მცდელობებსთან მიმართებით, გამოიყენონ ტაივანი ჩინეთის შესაკავებლად.“ მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მცდელობები „რა თქმა უნდამ მარცხით დასრულდება.“ ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს სამხედრო კავშირები, ჩაატარეს ერთობლივი პატრულირება და სამხედრო წვრთნები. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აპრილში მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და პირობა დადო, რომ გააძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას. ივლისში, პეკინში ლი შანგფუ რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელს შეხვდა.   CNN: საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრების შემდეგ, პეკინი მოსკოვს არწმუნებს, რომ უკრაინის ომში „მიუკერძოებელი“ რჩება   შეგახსენებთ, ჯედაში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც საუდის არაბეთი მასპინძლობდა, დიპლომატები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. განიხილეს სამშვიდობო ფორმულის შესრულების საკითხები. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში, დიდი შვიდეულის სამიტზე წარადგინა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებში ჩინეთის მონაწილეობა პროდუქტიული ნაბიჯია. პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში ჩინეთი თავს იკავებს მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. დასავლეთი ჩინეთს მოუწოდებს, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მოსკოვმა უკრანაში ომი დაასრულოს. პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში რაც შეეხება ბელორუსს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.

ჩინეთმა ტაივანის გარშემო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შენიშნა 42 ჩინური თვითმფრინავი და რვა ხომალდი, რომლებიც კუნძულის გარშემო წვრთნებში მონაწილეობდნენ. უწყებამ განაცხადა, რომ ტაივანმა საპასუხოდ გემები და თვითმფრინავები განათავსა. სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთის სარდლობამ, რომელიც პასუხისმგებელია ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებზე, მოკლე განცხადებაში მიუთითა, რომ კუნძულის გარშემო ერთობლივ საზღვაო და საჰაერო პატრულირებას ახორციელებს. საზღვაო და საჰაერო ძალების წვრთნები ფოკუსირებულია კოორდინიცირებულ მოქმედებებზე, ძალების „ფაქტობრივი საბრძოლო შესაძლებლობების" გამოსაცდელად. ეს არის სერიოზული გაფრთხილება სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც გარე ძალებთან შეთანხმებულნი არიან სიტუაციის პროვოცირების მიზნით,” - ნათქვამია განცხადებაში. Reuters-ის ცნობით, ტაივანის მთავრობამ წვრთნები მკაცრად დაგმო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას აქვს უნარი და ნდობა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მოუწოდა პეკინს „შეწყვიტოს სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა ტაივანზე და სანაცვლოდ ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში.“  ამასთან, აღნიშნეს, რომ აშშ წვრთნებზე მჭიდრო მონიტორინგს გააგრძელებს. აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ისტორიული სამიტი შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი დაგმო და მას სეპარატისტი უწოდა. ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი

კელი დეგნანი: ვფიქრობ, საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელსაც მისია მალე ეწურება, აცხადებს, რომ საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას.  „მრავალი წელია, საქართველო ჩინეთთან საქმიანობას აწარმოებს და ახალი არაფერია ეკონომიკურ ურთიერთობებში. ვფიქრობ, საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას. ეკონომიკურ სფეროშიც კი მნიშვნელოვანია გამჭვირვალება და იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება თუ ვალდებულება, რომელსაც იღებ, არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში და არამხოლოდ ჩინეთის საუკეთესო ინტერესებში. ვთვლი, რომ ერთობლივი განცხადება, რომელსაც მოეწერა ხელი, საკმაოდ დატვირთულია პოლიტიკური ვალდებულებებით, რომლებიც საქართველომ აიღო. როგორც შევნიშნე, საქართველომ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. არ დამინახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპასუხო დაპირება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს კი ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული - ქვეყანას, რომელთანაც ჩინეთი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს. ასე რომ, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს აქვს ჩინეთთან გარკვეული ხანია, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ჩინეთის მიერ მსოფლიოს უფრო ავტორიტარიზმისკენ რეფორმირების მცდელობას, წინააღმდეგობაშია წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან, რომლის ნაწილიც არის საქართველო და რომლითაც ის ისევე სარგებლობს, როგორც ჩვენ ყველანი. ამან მოიტანა მეტი კეთილდღეობა, მოიტანა სტაბილურობა და მშვიდობა მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის, სიღარიბიდან ამოიყვანა მილიარდობით ადამიანი და უზრუნველჰყო დამოუკიდებლობა და ძირითადი თავისუფლებები, რომლებიც, ვიცი, სიახლე არ არის საქართველოსთვის, არამედ მისი გენეტიკური კოდის ნაწილია. ამიტომაც არის, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ევროპული ორიენტაცია. ღირებულებები, რომლებიც ქართველებს საუკუნეებია აქვთ, იგივე ღირებულებებია, რომლებსაც ჩვენ და ევროპელები ვიზიარებთ. სწორედ ეს გვაქცევს ასეთ ახლო პარტნიორებად და მეგობრებად, ბუნებრივ მეგობრებად და პარტნიორებად. ვინაიდან, ჩვენ ვიზიარებთ ამ ღირებულებებს. მეეჭვება, ამ ღირებულებებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იზიარებდეს საქართველოსთან,“- განაცხადა კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე: წლების წინ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩავთვლიდი

Europetime-თან საუბრისას ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებს და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩათვლიდა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, და ჩინეთი მაინცდამაინც სახარბიელო როლს არ თამაშობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, პეკინთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ მორიგი შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და რომ დასავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან მჭიდრო ურთიერთობას აგრძელებს.“ ანალიტიკოსის შეფასებით, პირველ რიგში, ეს ზრდის საქართველოს დაუცველობას რუსეთის მიმართ და აშორებს საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე - „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივამ აჩვენა, რომ ის შეიძლება, ერთგვარი ტვირთი გახდეს სახელმწიფოების „კისერზე“ და აიძულოს ქვეყნები, გადასცენ მნიშვნელოვანი ეროვნული აქტივები პეკინს. იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს „ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის მცდელობებს ვერავინ გააპროტესტებს - ამას ყველა დასავლური ქვეყანა, თუნდაც აშშ, ცდილობს, მაგრამ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს მთავრობა ხელს აწერს უამრავ ჩინურ ინიციატივას და პროექტს, რომლებიც შეიძლება, დანაშაულად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ რეალურად შექმნილია ჩინეთის მმართველობის მოდელის პოპულარიზაციისა და მისი გავლენის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და ევროკავშირის ხარჯზე. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად აფასებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მთავრობას უნდა დაუსვან რთული შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას აპირებს ის ამ ახალი პარტნიორობის მეშვეობით,“ განუცხადა Europetime-ს იან ბონდმა.  

საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი

საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამასთან დაკავშირებული განცხადება ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისადმი ნაწილით იხსნება. კერძოდ - პირველივე პუნქტში წერია - მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.  რა მოცემულობას ქმნის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადი საქართველოსთვის, მისი პარტნიორებისთვის გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, ამ საკითხს Europetime-თან ანალიტიკოსები განიხილავენ. ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას შეფასებით, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური შეკითხვა ახლა სტრატეგიულ პარტნიორონასთან მიმართებით, სწორედ ის იყოს, განიხილავენ თუ არა პეკინი და თბილისი თავიანთ შეთანხმებას, როგორც ასახვას საქართველოს უფრო მჭიდროდ დაკავშირებისა რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობასთან, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი „პრინციპში, განცხადება, რომელსაც გავეცანი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, აუცილებლად არ ნიშნავს დიდი ძალების კონკურენციის უფრო მაღალ დონეზე აწევას შავი ზღვის რეგიონში, აშშ-სა და ჩინეთს შორის. საქართველოსა და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლიდან აქვთ, ხოლო შეერთებული შტატები იზიარებს ჩინეთისა და საქართველოს მიზანს, გააფართოონ შუა დერეფანი, განსაკუთრებით იმ დაბრკოლებების მოხსნით, რომლებიც ამჟამად გარკვეულწილად ზღუდავს მის გამტარუნარიანობას/შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, აშშ-ის პერსპექტივიდან, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება არ შეიცავს რაიმე სადავო იდეებს, ალბათ, გარდა ერთისა - საქართველოს მიერ ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ მხარდაჭერისა, რომელიც ვაშინგტონმა შესაძლოა, წესებზე დაფუძნებული გლობალური სისტემისგან დაშორებად აღიქვას. იმ სისტემისა, რომლის განვითარებასაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს,“ - მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, გამოიწვევს თუ არა ახალი შეთანხმება ვაშინგტონის შეშფოთებას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ის.თუმცა ბრაიზა აქვე ხაზს უსვამს, რომ პირიქით, რუსეთიც შეიძლება, შეშფოთებული იყოს, რადგან ცენტრალურ აზიაში გავლენების მოპოვების მიზნით კონკურენცია, ახლა შესაძლოა, შავ ზღვაზეც გავრცელდეს, მიუხედავად რუსეთისა და ჩინეთის მიერ გამოცხადებული - „საზღვრებს გარეშე“ სტრატეგიული პარტნიორობისა. ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-თან ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ,  პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩათვლიდა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, და ჩინეთი მაინცდამაინც სახარბიელო როლს არ თამაშობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, პეკინთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ მორიგი შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და რომ დასავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან მჭიდრო ურთიერთობას აგრძელებს.“ ანალიტიკოსის შეფასებით, პირველ რიგში, ეს ზრდის საქართველოს დაუცველობას რუსეთის მიმართ და აშორებს საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე - „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივამ აჩვენა, რომ ის შეიძლება, ერთგვარი ტვირთი გახდეს სახელმწიფოების „კისერზე“ და აიძულოს ქვეყნები, გადასცენ მნიშვნელოვანი ეროვნული აქტივები პეკინს. იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს „ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის მცდელობებს ვერავინ გააპროტესტებს - ამას ყველა დასავლური ქვეყანა, თუნდაც აშშ, ცდილობს, მაგრამ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს მთავრობა ხელს აწერს უამრავ ჩინურ ინიციატივას და პროექტს, რომლებიც შეიძლება, დანაშაულად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ რეალურად შექმნილია ჩინეთის მმართველობის მოდელის პოპულარიზაციისა და მისი გავლენის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და ევროკავშირის ხარჯზე. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად აფასებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,  მთავრობას უნდა დაუსვან რთული შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას აპირებს ის ამ ახალი პარტნიორობის მეშვეობით,“ განუცხადა Europetime-ს იან ბონდმა. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ინფორმაციისთვის, ჩინეთს ($794.8) მლნ), რომელიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში თურქეთს ($1.5 მლრდ), რუსეთსა ($1.3 მლრდ) და აშშ-ს ($820.9 მლნ) მოსდევს, შეერთებული შტატები გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს. „NATO-ს ინტერესების, უსაფრთხოებისა და ფასეულობების გამოწვევას წარმოადგენს ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული ამბიციები და ძალდატანების პოლიტიკა,“  ნათქვამია თავის მხრივ, NATO-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.“ დასავლეთი პეკინს ხშირად მოუწოდებს, მოახდინოს გავლენა რუსეთზე, რომ მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს. როგორც ცნობილია, კიევმა და დასავლეთმა პეკინს „სამშვიდობო გეგმა“ დაუწუნეს. აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს. აშშ-ის პოზიცია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოწვევას უქმნის „ამ სამყაროში ერთად ცხოვრების საფუძვლებს.“ მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დეესკალაციისთვის ავსტრალიასთან იმუშვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბერბოკის თქმი, ჩინეთის მიერ ავსტრალიისთვის დაწესებული სავაჭრო აკრძალვების გამოცდილებამ გავლენა მოახდინა გერმანიის პოლიტიკის შეცვლაზე პეკინის მიმართ. „ჩინეთი შეიცვალა და ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ ასევე უნდა შეიცვალოს”, - განაცხადა ბერბოკმა.  „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო პარტნიორი კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, ის იყო კონკურენტი, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად ამ სამყაროში," - განაგრძო გერმანელმა დიპლომატმა. ანალენა ბერბოკის თქმით, „მზარდი სისტემური მეტოქეობის პირობებში ზოგიერთი ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს საერთაშორისო წესრიგის დამუხრუჭებას, რათა გაზარდოს თავისი გავლენის სფეროები, გამოიყენოს არამხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ ეკონომიკური გავლენაც.“ ბერბოკის თქმით, გერმანია ხელს არ შეუწყობს ბლოკებს შორის ახალ დაპირისპირებას, მაგრამ გაამრავალფეროვნებს თავის სავაჭრო პარტნიორებს და რისკებს აირიდებს თავიდან. მისი განმარტებით, მრავალი ქვეყანა იხრებოდა ჩინეთისკენ, რადგან მათ არ ჰქონდათ ალტერნატივა, გერმანიას კი, ამ მოცემულობის შეცვლა სურდა. „ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერი ცალმხრივი ცვლილება მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, თუ ეს მოიცავს იძულებით ან სამხედრო საშუალებებს,“ - აღნიშნა გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე  

აშშ ჩინეთს ეკონომიკური „გამჭვირვალობის შემცირების“ გამო აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადი ეკონომიკური მონაცემების შესახებ ანგარიშების გამჭვირვალობის შემცირებისთვის აკრიტიკებს.  აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მიერ გამჟღავნებულ მონაცემებში ნაკლები გამჭვირვალობა დაინახა. მისი განმარტებით, ჩინეთის მთავრობის მიერ მოწოდებული მონაცემების ღიაობისა და გამჭვირვალობის დონე ახალგაზრდების უმუშევრობისა და სხვა მაჩვენებლების შესახებ შემცირდა, ხოლო კერძო ფირმებს ჩინეთის ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება არ შეუძლიათ. სალივანმა ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზის“ საშუალებით „იძულებითი" დაკრედიტების პრაქტიკაზე მიანიშნა. მისი თქმით, ინდოეთში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა მომავალი სამიტის დროს, ბაიდენი ხელს შეუწყობს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საკრედიტო შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოს „სანდო ალტერნატივა."  აღსანიშნავია, რომ ეს კომენტარი ვაჭრობის საკითხებში მდივან, ჯინა რაიმონდოს პეკინში ვიზიტამდე კეთდება. ეს იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის მესამე ვიზიტი ჩინეთში ბოლო თვეების განმავლობაში. სალივანმა განმარტა, რომ პეკინში ვიზიტის დროს რაიმონდო მკაფიოდ განაცხადებს, რომ აშშ არ ისწრაფვის ჩინეთთან დაპირისპირებისკენ. სალივანის განმარტებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და მდგრადი მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფა ვიზიტის დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხი იქნება. შეგახსნებთ, სახელმწიფო მდივან, ემტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.  

ჩინეთმა იაპონიიდან ზღვის პროდუქტები აკრძალა მას შემდეგ, რაც ტოკიომ ფუკუშიმიდან რადიოაქტიური წყლის ოკეანეში გაშვება დაიწყო

იაპონიამ ფუკუშიმას („ფუკუსიმა-1-დან") განადგურებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის გაშვება დაიწყო. წყნარ ოკეანეში, პირველ ეტაპზე, 7 800 კუბური მეტრი გაწმენდილი რადიოაქტიურ წყალს გაუშვებენ. 2024 წლის მარტისთვის იაპონია ოკეანეში 31,2 ათას ტონა წყალს ჩაღვრის. გეგმის თანახმად, ავზებიდან წყალი ზღვის წყლით გაზავდება, რათა შემცირდეს მასში დარჩენილი რადიონუკლიდების კონცენტრაცია. წყლის ყველა რეზერვუარი 30 წლის განმავლობაში თანდათან დაიცლება. იაპონიის მთავრობის საპასუხოდ, ჩინეთმა იაპონიიდან ყველა სახის ზღვის პროდუქტების იმპორტზე აკრძალვა დააწესა. იაპონიამ ჩინეთს წყლის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმება მოსთხოვა. „ჩინეთი ძალიან შეშფოთებულია რადიოაქტიური დაბინძურების რისკის გამო, რომელიც იაპონურმა საკვებმა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს," - ნათქვამია ჩინეთის საბაჟო ბიუროს განცხადებაში. იაპონიის მთავრობამ ხელი გეგმას ხელი 2 წლის წინ მოაწერა, გასულ თვეში კი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან თანხმობა მიიღო და რადიოაქტიური წყლის გაშვება დღეიდან დაიწყო. ცნობისთის, 2022 წელს იაპონიამ ჩინეთში 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზღვის პროდუქტების ექსპორტი განახორციელა, რაც ჩინეთს იაპონიის უდიდეს საექსპორტო ბაზრად აქცევს, მეორე ადგილზეა ჰონკონგი. 2011 წლის 11 მარტს იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მომხდარმა 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. წყალმა „ფუკუსიმის“ მიწისქვეშა სათავსოები დატბორა.  

სი ძინპინი: ჩინეთი გლობალური განვითარების ინიციატივისთვის $10 მილიარდიან ფონდს შექმნის

ჩინეთი შექმნის $10 მილიარდიან ფონდს, რომელიც გლობალური მდგრადი განვითარების მიზნებს მოხმარდება. ეს დაპირება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა იოჰანესბურგში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში გასცა. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები მალე შექმნიან ახალ $10-მილიარდიან ფონდს, რომელიც გლობალური განვითარების ინიციატივებს განახორციელებს. „ჩინეთმა უზრუნველყო განვითარების დიდი რესურსები. ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები მალე მდგრადი განვითარებისთვის შექმნიან სპეციალურ ფონდს, რომლის ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარი იქნება,“  - განაცხადა სი ძინპინმა. BRICS-მა რომელიც რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს, 24 აგვისტოს, გაფართოების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ იოჰანესბურგში სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან გაერთიანებას საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემირო, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და არგენტინა შეუერთდებიან. მედია: BRICS-ის სამიტზე პუტინის ვიდეომიმართვის გახმოვანებული ვერსია გადაიცა BRICS-ში ოფიციალურად იქნება 11 წევრი სახელმწიფო. ქვეყნების ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს გაერთიანების გაფართოებით. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ხაზი გაუსვა, რომ ჯგუფს დიდი გავლენის მქონე ქვეყნები უერთდებიან და მზად არიან, წვლილი შეიტანონ „მშვიდობასა და განვითარებაში." რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთადერთია BRICS-ის ქვეყნების ლიდერებიდან, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ სამიტზე არ ჩასულა. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სამხრეთ აფრიკას კი, მისი დაკავების ვალდებულება ჰქონდა, რადგან რომის სტატუტის მონაწილე მხარეა.  

ჩინეთი და პაკისტანი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს გამართავენ

ჩინეთისა და პაკისტანის საჰაერო ძალები მალე ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ერთობლივ წვრთნებს (“Shaheen (Eagle)-X”) გამართავენ. ამის შესახებ ჩინეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ახალი ამბების ვებგვერდი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მანევრები ქალაქ ჯიუკუანის (განსუს პროვინცია) და იინჩუანის ტერიტორიაზე ჩატარდება. წვრთნები აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ივლისის ბოლოს ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანგფუმ პეკინში გამართა შეხვედრა პაკისტანის საჰაერო ძალების შტაბის უფროს, ზაჰირ აჰმად ბაბართან, რომლის დროსაც ჩინურმა მხარემ ისლამაბადს შესთავაზა, გაეძლიერებინა ორმხრივი კოორდინაცია არმიებს შორის თანამშრომლობაში. ეს არის მეათე ერთობლივი წვრთნა ჩინეთისა და პაკისტანის საჰაერო ძალებს შორის, რაც ხელს შეუწყობ სამხედროებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და მათი ჯარების რეალური საბრძოლო მომზადების დონის გაუმჯობესებას.  

სინგაპური და ჩინეთი პანდემიის გამო შეჩერებულ სამხედრო წვრთნებს განაახლებენ

სინგაპურის შეიარაღებული ძალები და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია აპირებენ, ორმხრივი წვრთნები განაახლონ მას შემდეგ, რაც სწავლება პანდემიის გამო შეჩერდა. ინფორმაციას Bloomberg სინგაპურის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტრომ განმარტა, რომ სწავლება სხვა ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ტარდება და ხაზს უსვამს თბილ და მეგობრულ ორმხრივ ურთიერთობებს სინგაპურსა და ჩინეთს შორის. „ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნების გარდა, ორი თავდაცვის უწყება ასევე რეგულარულად ურთიერთობს მაღალი დონის გაცვლის, ორმხრივი ვიზიტების, აკადემიური გაცვლებისა და პორტების დონეზე,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. პირველი სექტემბრიდან დაწყებული წვრთნების მთავარი ფოკუსი კონტრტერორიზმი იქნება. სინგაპური ასევე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს აშშ-ის არმიასთან. წვრთნები ორი კვირა გაგრძელდება. სწავლება (Exercise Cooperation) 2009 წლის შემდეგ მეხუთედ ტარდება.  

ერდოღანი ჩინეთს ეწვევა - მედია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოქტომბერში ჩინეთს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Milliyet-ი. ვიზიტის დროს განსახილველ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს. „ჩინელები დაინტერესებულნი არიან, დააფინანსონ ან დააარსონ ერთობლივი საწარმოები კონიაში, აქსარაისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში,“ - წერს მედია. ერდოღანის ბოლო ვიზიტი ჩინეთში 2017 წლის მაისში შედგა. ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ არის.  

სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის პოლიტიკის ხელმძღვანელი შეარჩია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის პოლიტიკის ხელმძღვანელად ვეტერანი დიპლომატი და ამჟამად აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანეთის ოფისში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, მარკ ბაქსტერ ლამბერტი შეარჩია. Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, ლამბერტს ჩინეთისა და ტაივანის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილედ დანიშნავენ. ეს პოსტი რიკ უოტერსმა ივნისში დატოვა. ლამბერტი მანამდე იაპონიის, კორეისა და მონღოლეთის საკითხებზე, ასევე ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან და წყნარი ოკეანის კუნძულებთან ურთიერთობების მიმართულებით სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეც იყო. ორი ვადის განმავლობაში ასევე მუშაობდა პეკინში, ამერიკის საელჩოში. ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი დაგმო და მას სეპარატისტი უწოდა შეგახსნებთ, სახელმწიფო მდივან, ემტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.  

Bloomberg: კრემლი ჩინეთში პუტინის ვიზიტს ამზადებს

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, თავისი პირველი საგარეო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდეს მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა. „კრემლი უკვე ამზადებს პუტინის ვიზიტს ჩინეთში სარტყელი და გზის ფორუმისთვის, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. პუტინმა მიიღო ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოწვევა ღონისძიებაზე დასასწრებად,“ -ამბობენ Bloomberg-ის წყაროები. პუტინს ჯერ არ დაუტოვებია რუსეთი მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გამოსცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.  

ჩინეთმა რუსეთთან და ინდოეთთან „სადავო ტერიტორიები“ ახალ რუკაზე თავისად აღიარა

ინდოეთმა ჩინეთს მტკიცე პროტესტი გამოუცხადა ახალი რუკის გამო, რომლის თანახმადაც, პეკინი „ინდოეთის ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნიუ-დელის პროტესტი მოჰყვა ინდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეკინმა გამოაქვეყნა ოფიციალური „სტანდარტული რუკა", რომელშიც „ინდოეთის შტატი, არუნაჩალ პრადეში და აქსაიჩინის პლატო ჩინეთის ოფიციალურ ტერიტორიად არის გამოცხადებული.“ პეკინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ჰიმალაის არუნაჩალ პრადეში სამხრეთ ტიბეტის ნაწილია. აქსაიჩინი არის სადავო პლატო დასავლეთ ჰიმალაის მთებში, რომელზეც ინდოეთი აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ მას ჩინეთი აკონტროლებს. „დღეს დიპლომატიური არხებით ძლიერი პროტესტი დავაფიქსირეთ ჩინურ მხარესთან მის ე.წ. 2023 წლის „სტანდარტულ რუკასთან დაკავშირებით“, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ინდოეთის ტერიტორიაზე. ჩვენ უარვყოფთ ამ უსაფძვლო პრეტენზიებს, ჩინური მხარის ასეთი ნაბიჯები მხოლოდ ართულებს საზღვრების საკითხის გადაწყვეტას," - აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მანამდე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა „ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები“ უარყო.„აბსურდული პრეტენზიების წამოყენება ინდოეთის ტერიტორიაზე, მას ჩინეთის ტერიტორიად არ აქცევს.“ - განუცხადა ჯაიშანკარმა საინფორმაციო არხ NDTV-ს. ცნობისთვის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გასულ კვირას, იოჰანესბურგში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში ისაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან და ხაზი გაუსვა შეშფოთებას სადავო ჰიმალაის საზღვარზე დაპირისპირების შესახებ. ბირთვული იარაღის მქონე ორ მეზობელს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივნისში, ლადახის რეგიონში, სადავო საზღვარზე ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც 20 ინდოელი და ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინდოეთისგან განსხვავებით „ჩინეთის პრეტენზიებს“ ჯერ არ გამოხმაურებია მოსკოვი, რომელიც ასევე „პეკინის „სამიზნე“ გახდა. კეროდ, როგორც რუსული მედისაშუალება RBC წერს, ზემოთ აღნიშული რუკის მიხედვით, მდინარე ამურზე მდებარე დიდი უსურის კუნძული ჩინეთის ტერიტორიად არის აღნიშნული. განმარტებით შენიშვნაში პეკინი უთითებს, რომ „რუკა ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეროვნული სტანდარტების შესაბამისად“ არის შედგენილი. 2008 წელს მოსკოვსა და პეკინის მიერ გაფორმებული შეთანხმებით, კუნძული ორ ქვეყანას შორის გაიყო, რაც ექსპერტებმა შეაფასეს როგორც ნიშანი იმისა, რომ მოსკოვს ჩინეთთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობის იმედი ჰქონდა. დიდი უსურის კუნძულს დაახლოებით 340 კვადრატული კილომეტრი უკავია. მდებარეობს ხაბაროვსკთან ახლოს, ამურის დაბლობზე, მდინარე უსურის შესართავთან. კუნძულის კუთვნილების შესახებ დავა რუსეთსა და ჩინეთს შორის ჯერ კიდევ 1800-იან წლებში დაიწყო, 1920-1930-იან წლებში კუნძულზე საბჭოთა ჯარებმა დაამყარეს კონტროლი. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კუნძული რუსეთის იურისდიქციის ქვეშ დარჩა. ჩინეთი კუნძულის სტატუსზე 1964 წლიდან დაობდა, მაგრამ 2008 წლის შეთანხმების შემდეგ, რუსეთსა და ჩინეთს შორის, კუნძულის მფლობელობის შესახებ არავითარი ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

ჩინეთის ახალი რუკა ინდოეთის შემდეგ, ფილიპინებმა, მალაიზიამ და ტაივანმა გააკრიტიკეს

ფილიპინებმა, მალაიზიამ და ტაივანმა ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული ახალი „სტარდარტული რუკა“ უარყვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ორშაბათს ჩინეთმა გამოაქვეყნა თავისი რუკა, რომელიც მოიცავს სამხრეთ ჩინეთის ზღვის დაახლოებით 90%-ს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სადავო წყლებს, სადაც ყოველწლიურად, 3 ტრილიონ დოლარზე მეტი ივაჭრება. ჩინეთმა რუსეთთან და ინდოეთთან „სადავო ტერიტორიები“ ახალ რუკაზე თავისად აღიარა ფილიპინებმა ხუთშაბათს მოუწოდა ჩინეთს,, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები დაიცვას.  თავის მხრივ, მალაიზიამ განაცხადა, რომ დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადა ჩინეთს. მალაიზიის საგარეო უწყებამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხს რთული და სენსიტიური უწოდა. Reuters-ი წერს, რომ პეკინის მიერ წარმოდგენილი რუკა განსხვავდება იმისგან, რაც 2009 წელს გაეროს წარუდგინა. ახალ რუკას უფრო ფართო გეოგრაფიული არეალი აქვს. უახლესი რუკის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ტაივანი „აბსოლუტურად არ არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი." შეგახსენებთ, რუკასთან დაკავშირებით პროტესტი ასევე გამოხატა ინდოეთმაც. ეს ქვეყანა მომდევნო კვირას დიდი ოცეულის სამიტს უმასპინძლებს და როგორც მედია წერს, სამიტს არ დაესწრება ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი. „ჩინეთის პოზიცია სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხთან დაკავშირებით, ყოველთვის მკაფიო იყო. ჩინეთის კომპეტენტური ორგანოები რეგულარულად ახლებენ და ყოველწლიურად აქვეყნებენ სხვადასხვა ტიპის სტანდარტულ რუკას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები ამას ობიექტურად და რაციონალურად შეხედავენ,“ - განაცხადა თავის მხრივ ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთს პეკინის მიმართ პროტესტი არ გამოუხატავს. ჩინეთის ახალ რუკაში პეკინი პრეტენზიას „რუსეთის ტერიტორიაზეც“ აცხადებს.  

ჩინეთი და ტაილანდი სამხედრო წვრთნებს მართავენ

სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლები, ბომბდამშენები, ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები და მიწა-ჰაერის კლასის სარაკეტო დანადგარები ტაილანდის ყურეში ყოველწლიურ წვრთნებში -  „Falcon Strike 2023“ - მონაწილეობენ. „ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო-საჰაერო წვრთნები ჩინეთსა და ტაილანდს შორის კვირას დაიწყო. მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა შენარჩუნდეს," - იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua. სამხედრო მანევრები 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩინური გემები ტაილანდში ხუთშაბათს ჩავიდნენ.  

აზერბაიჯანი და ჩინეთი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ

აერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო და პეკინი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაცია მონაწილეობდა ღონისძიებაში - „ინვესტირება ჩინეთში: ხელშეწყობის კონფერენცია მომსახურების სექტორში უფრო ღიაობის შესახებ.“ „კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გავცვალეთ აზრები აზერბაიჯან-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პოტენციალის შესახებ, გაიმართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრთან,“ - განაცხადა აზერბაიჯანი ეკონომიკის მინისტრმა. აზერბაიჯანის დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით, პეკინში CIFTIS გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებას ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ, სადაც ათასობით ადგილობრივი და უცხოური კომპანია წარადგენდა თავის მომსახურებას. აზერბაიჯანი CIFTIS-ზე 2019 წლიდან არის წარმოდგენილი.  

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთის „ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივამ მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა

იტალიასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა არ გაუმჯობესებულა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ, რომი პეკინის ერთ სარტყელი და გზის ინიციატივას შეუერთდა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. „ჩინეთის „ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივამ“ არ მოიტანარ მოიტანა ის შედეგები, რასაც ველოდით,“ - განაცხადა ანტონიო ტაიანიმ ეკონომიკურ ფორუმზე, ჩინეთში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე. მისივე თქმით, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, განაახლებს თუ არა ინიციატივაში მონაწილეობას. თუმცა მედია დიდი ხანია, წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომმა განაახლოს ხელშეკრულება, როდესაც მისი ვადა 2024 წლის მარტში იწურება. ტაიანი სამდღიანი ვიზიტით პეკინში დღეს მიემგზავრება. იტალია ჩინეთის „ერთი - სარტყელი და გზის ინიციატივიდან (BRI), ჩინეთთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე უნდა გამოვიდეს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ივლისის ბოლოს განაცხადა. ინიციატივა მასშტაბური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომლითაც ჩინეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, თუმცა იდეის კრიტიკოსები მას ჩინეთის ხელისუფლების ინსტრუმენტად მიიჩნევენ, რომლითაც პეკინი საკუთარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცელებას ეცდება. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის ელჩის თქმით, ბევრი ქვეყანა გამოვიდა ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ის დიდად სარგებლის მომტანი არ იყო სხვა ქვეყნებისთვის. ამერიკის ელჩის განცხადებით, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, ის იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო კარგ შედეგებამდე მივა.

ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე

ექსკლუზივი Europetime-თან საუბრისას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებს. გერმანელი დეიპლომატის შეფასებით, ჩინეთთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს ელჩი ხაზს უსვამს, რომ გერმანია ჩინეთთან ურთიერთობისას რისკების შემცირების პოლიტიკასაც ატარებს. „ჩინეთთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია და შუა დერეფნის კონცეფციას დიდი პოტენციალი აქვს. ეს არის გერმანიის ხედვაც. ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და  მისი არადემოკრატიული სისტემისა და თავდაჯერებული საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით - სისტემური მეტოქე. ამიტომ, გერმანიას ჩინეთთან ურთიერთობისას რისკების შემცირების პოლიტიკა აქვს: რისკების ჩვენს თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგთან, ჩვენს სუვერენიტეტთან და ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით,“ - განუცხადა ელჩმა ფიშერმა Europetime-ს. საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, აშშ კი, კვლავ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დროს, თითოეულმა მოკავშირემ ბალანსი უნდა დაიცვას  

ჩინეთის ელჩი განმარტავს, რატომ არ არის ნახსენები ოკუპირებული რეგიონები საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში

ჩინეთის ელჩი განმარტავს, რატომ არ არის ნახსენები ოკუპირებული რეგიონები საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში. ჭოუ ციენის თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „ვფიქრობ, ეს განზრახ არასწორი მიდგომაა დოკუმენტის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამეორებულია ორ მთავრობას შორის ბევრ დოკუმენტში მანამდე. ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩინეთის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ, საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. ის, რომ დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნახსენები არ არის, ეს დოკუმენტის მიმართ განზრახ არასწორი მიდგომაა,“ – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს. საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი დღეს, 6 სექტემბერს, პირველად დააფიქსირა. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი

ჩინეთის ელჩი: ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნებია, ჩვენ გვაქვს უფლება, თავად ავირჩიოთ პარტნიორები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და მათ აქვთ უფლება, თავად აირჩიონ სტრატეგიული პარტნიორები. ელჩმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ის რეაქციას ეხებოდა. ელჩის განცხადებით, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირთანაც აკავშირებს. „ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ჩინეთის და ევროკავშირს საკმაოდ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩემი აზრით, ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე „დერეფანი“ წარმატებული ვერ იქნება. რატომ? - იმიტომ, რომ „შუა დერეფნისთვის“ ჩინეთისა და ევროკავშირის ლოგისტიკური კავშირი უმნიშვნელოვანესია - ჩინური პროდუქტები ამ გზით სამომხმარებლო ბაზრებზე ხვდება. შესაბამისად, ევროკავშირისა და ჩინეთის გარეშე „შუა დერეფანს“ წარმატება ვერ ექნება. ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირი „შუა დერეფნის“ მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. ამრიგად, ეს ჩინეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს,“ - განაცხადა ჭოუ ციენმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

Bloomberg: ჩინეთმა G-20-ის სამიტის წინ, უკრაინის მიმართ ნეიტრალური პოზიცია შეცვალა

Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთის წარმომადგენლებმა, რომლებიც „დიდი ოცეულის“ (G-20) სამიტის საბოლოო კომუნიკეს გარშემო მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, უკრაინაში ომის მიმართ თავიანთი ნეიტრალური პოზიცია უფრო შეარბილა. გამოცემა ამის შესახებ ფრანგ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.  Bloomberg წერს, რომ ეს მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნების პოზიციის გათვალისწინებით, რომლებიც მოუწოდებდნენ ჩინეთს, ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ომი. ფრანგი თანამოსაუბრის თქმით, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვენები შეთანხმდნენ უკრაინაში ომის მიმართ საერთო ენაზე. როგორც Bloomberg-ი წერს, ამ დროს, ინდოეთი, რომელიც ახლანდელ სამიტს მასპინძლობს, უარს ამბობს, დაგმოს უკრაინაში რუსეთის შეჭრა.   „დიდი ოცეულის სამიტი ნიუ-დელიში იმართება 9-10 სექტემბერს. სამიტზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენს. „ჩინეთის ნეიტრალური პოზიცია მოსკოვს ადრე ხელს აძლევდა. მაგრამ პეკინმა უკრაინის მიმართ უფრო რბილი პოზიცია დაიკავა შარშანდელთან შედარებით,“ - განუცხადა წყარომ გამოცემას.  

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი დააფიქსირა

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ოფიციალურად დაადასტურა. „ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები. ჩვენ თუ გვაქვს კარგი პირობები, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში,“ – განაცხადა ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში იმართება კონფერენცია თემაზე, „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ათი წლისთავი, ჩინეთის გზა მოდერნიზაციისკენ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები“. გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. კრიტიკოსებს ეს აფიქრებინებს, რომ ანაკლიის პროექტი შესაძლოა, ჩინური ინვესტიციებით განხორციელდეს, რასაც რიგი აქტორები, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდან, კრიტიკულად აფასებენ, თუნდაც რუსეთთან პეკინის კავშირების გამო.  რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

ოკუპირებულ მარიუპოლში „ტურის“ მონაწილე ჩინელ ბლოგერებსა და შემსრულებელს უკრაინა ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

ჩინელი ბლოგერების ჯგუფი დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა, რასაც უკრაინა უკანონოს უწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს უკრაინაში შესვლის აკრძალვას „ტურის“ მონაწილე ყველა ჩინელი ბლოგერისთვის.  „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩინელი ბლოგერების ჯგუფი ჩავიდა დროებით ოკუპირებულ ქალაქში [მარიუპოლში – რედ.]. მათი ჩამოსვლა უკანონოა. ეს უხეშად არღვევს უკრაინის კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საზღვრის კვეთას უცხოელების მიერ,“ - წერს უწყების სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში. ნიკოლენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა პატივს სცემს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ ჩინური მხარე განმარტავს ჩინეთის მოქალაქეების მარიუპოლში ყოფნის მიზანზე, ასევე იმაზე, თუ როგორ შევიდნენ ისინი დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში. ნიკოლენკომ ასევე გააზიარა ჩინელი „ოპერის მომღერლის“ ვან ფანის ვიდეო, რომელიც სიმღერას (Katyusha) ასრულებს მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევებზე, სადაც რუსეთის არმიამ 600-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მოკლა (კატიუშა არის პოპულარული საბჭოთა სიმღერა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი არაოფიციალური სიმბოლო რუსებისთვის – რედ.). ჩინელი მომღერალი ქალის ვიდეო თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მმართველმა, დენის პუშლინმა გამოაქვეყნა. მას ქალს  "ოპერის მომღერალი ვან-ფანი" უწოდა. შეგახსენებთ, მარიუპოლის თეატრი 2022 წლის მარტში განადგურდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე. შენობას თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა. Associated Press-ის გათვლებით, ადგილზე 600-მდე ადამიანი შეიძლებოდა, დაღუპულიყო. Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ რუსმა სამხედროებმა განზრახ ჩამოაგდეს ორი საავიაციო ბომბი თეატრზე, რომლის მახლობლად დიდი ასოებით ეწერა - „ბავშვები“. ეუთო და უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აფეთქებაში რუსეთის არმიას ადანაშაულებენ.

ჩინეთი უზბეკეთს 14 პროექტისთვის $190 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ჩინეთი უზბეკეთში პროექტების განსახორციელებლად გრანტებს გასცემს. ამის შესახებ უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა. ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, ჩინური მხარე 190 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს 14 პროექტის განსახორციელებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სოფლის მეურნეობა და წყლის მართვა, ჯანდაცვა, განათლება და ინსტიტუციური განვითარება. „ჩინურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა უზბეკეთში ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს და გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო გააძლიეროს ურთიერთქმედება სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში,“ - აცხადებენ სამინისტროში.  

„ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივის შესაძლო დატოვების ფონზე, იტალიის პრემიერი ჩინელ კოლეგას შეხვდა

იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონისა და ჩინეთის პრემიერ ლი ციანს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. აუდიენცია დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შედგა. როგორც ცნობილია, იტალიის ამჟამინდელი მთავრობა ჩინეთის „ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივის დატოვების გეგმავს. თუმცა შეხვედრისადმი მიძღვნილ პრესრელიზში, ეს თემა არცერთი ქვეყნის მთავრობას არ უხსენებია. პირიქით, მელონის ოფისმა განაცხადა, რომ მხარეებმა დიალოგის გაღრმავების საერთო განზრახვა დაადასტურეს. მელონის განცხადებით, „იტალიასა და ჩინეთს შორის ათასწლოვან ისტორიასა და 20-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც "საერთო ინტერესების ყველა სფეროში ორ ერს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს." იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთის „ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივამ მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა „ჩინეთ-იტალიის ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობა ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებშია და ასევე არის ის, რაც ორივე ქვეყანას სჭირდება უკეთესი განვითარებისთვის,” - ნათქვამია თავის მხირვ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პეკინი იმედოვნებს, რომ იტალია უზრუნველყოფს სამართლიან ბიზნეს გარემო ჩინური კომპანიებისთვის, რათა ინვესტიციები განახორციელონ იტალიაში. იტალია გახდა პირველი G7-ის ქვეყანა, რომელმაც ამ ინიციატივას 2019 წელს მოაწერა ხელი.  

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მკვლევარი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს - მედია

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მკვლევარი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს The Sunday Times-ის ცნობით, მკვლევარს პარლამენტის მაღალჩინოსნებთან ჰქონდა კავშირი. მედია წერს, რომ დეპუტატები, რომლებთანაც ის იყო დაკავშირებული, საიდუმლო ან ძალიან მგრძნობიარე ინფორმაციას ფლობენ. „ეს არის ჩინეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ესკალაცია. მსგავსი რამ აქამდე არასდროს გვინახავს,“ - განუცხადა წყარომ The Sunday Times-ს. მეტროპოლიტენის პოლიციის კონტრტერორისტული სარდლობის თანამშრომლები, რომლებიც ჯაშუშობასთან დაკავშირებულ დანაშაულებს იძიებენ. ივლისში, დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა (ISC) განაცხადა, რომ ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტოებისთვის. ISC, რომელიც შედგება მრავალპარტიული დეპუტატებისაგან, გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთმა შეძლო, „წარმატებით შეეღწია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ყველა სექტორში." 2022 წლის იანვარში ასევე გააფრთხილეს დეპუტატები, რომ ჩინეთის მთავრობის აგენტი მუშაობდა პარლამენტში „პროცესების ჩასაშლელად." წერილში, რომელიც დეპუტატებს სპიკერმა სერ ლინდსი ჰოილმა გაუგზავნა, ნათქვამი იყო, რომ ვინმე კრისტინ ლი, „პროცესებში ჩართული იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელით. 59 წლის ქალი ბრალდებებს უარყოფდა.  

სუნაკი შეშფოთებულია ბრიტანეთის დემოკრატიულ პროცესებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის გამო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ბრიტანეთის დემოკრატიულ პროცესებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის გამო. სუნაკის თქმით, მან ეს შეშფოთება ინდოეთში მიმდინარე G20-ის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ჩინელ კოლეგასთან დააფიქსირა. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მკვლევარი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. სუნაკმა განაცხადა, გამოძიების შესახებ ვერ ისაუბრებს, თუმცა ჩინეთის პრემიერ, ლი ციანთან გამოთქვა „ძალიან ძლიერი შეშფოთება დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დემოკრატიაში ნებისმიერი ჩარევის შესახებ, რაც აშკარად მიუღებელია." შეხვედრის შესახებ ჩინური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ იყო ნახსენები ჯაშუშობის ბრალდება, მაგრამ პეკინი ბრიტანეთის თანამშრომლობის გაფართოებას ჩინეთთან, ხოლო პრემიერმა ლი ციანმა ხაზი გაუსვა, რომ „ორივე მხარემ სათანადოდ უნდა მოაგვაროს მათი უთანხმოება." აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია  

დავითაშვილი: შეიძლება, დღეში 10-მდე ფრენა იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთთან პირველ ეტაპზე, ყოველდღე ერთი რეისი შესრულდება, ეს ნიშნავს რომ კვირაში 7 რეისი იქნება. საუბარია სამმხრივ  ფრენაზე - პეკინი-ურუმჩი-თბილისი. „თუმცა საბოლოოდ, ჩვენ გვინდა, რომ პირდაპირ დაკავშირებადობა ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს და ამაზე პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის თმით, საუბარი ჰქონდათ ჩინურ ავიაგადამზიდველებთან. „პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ ვმუშაობთ და რამდენიმე დღეში გვქონდა ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან საუბარი პირდაპირი ფრენების ზრდაზე და ასევე სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე. პირველ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ შეთანხმება, რომ სულ მცირე, დღეში ერთი ფრენა უახლოეს ხანებში გვექნება ჩინეთთან, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამბიცია ცოტა მეტია. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეში შეიძლება ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ ზუსტად იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შესამჩნევი და ხელშესახები შედეგი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს პრემიერ - მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობამ მიიღო, არის თანმიმდევრული გეგმის ნაწილი," - აცხადებს დავითაშვილი. რაც შეეხება უვიზოდ შემოსვლას, მისი განმარტებით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ პრემიერის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება დავითაშვილის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში უკვე შედის. „ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა. ერთი შემოსვლის ვადა 30-დღიანია, ტურიზმისთვის ეს აბსოლუტურად მისაღები რიცხვია და ასევე, სხვა ყველა საკითხი გათვალისწინებულია. ერთი თვის განმავლობაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველო შეუძლიათ, უვიზოდ მოინახულონ“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე განმარტებით, ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ეკონომიკურ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. „ყოველწლიურად, ჩინეთიდან 150-ზე მეტი მილიონი ტურისტი სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს და ამ ტურისტების დანახარჯები სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 300 მილიარდამდეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ეს მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი ნაკადი გვქონდეს და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისება შევძლოთ. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობამ მიიღო,“ - განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ტურისტული ნაკადების ზრდა წარმატებით მოახდინა ჩინეთიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში. დავითაშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი არასასურველი, მიუღებელი და სარისკო პარტნიორია, გადაჭარბებულია. კითხვაზე, იქნება თუ არა ჩინეთთან დამთბარი ურთიერთობა და გახსნილი სავაჭრო ბაზარი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი, დავითაშვილი ასე პასუხობს: „მე პირადად გეტყვით, რომ უშუალო საუბრები მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სტრატეგიული პარტნიორების ხელისუფლებებთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მსგავსი რამ არ ყოფილა. პირდაპირ გიდასტურებთ, პირად საუბრებში ვსაუბრობდით იმ პოტენციალზე, რომელიც ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ქვეყანას გააჩნია და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩინეთი მსხვილი და პირველი სავაჭრო პარტნიორია ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის. ჩინეთი დღესაც საინტერესო პარტნიორია ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკური პროექტის განხორციელებაში. თქვენ დაინახეთ „დიდი ოცეულის“ სამიტზეც რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ჩინეთთან ურთიერთობას დასავლური ქვეყნების მხრიდან. აქ საუბარია როგორც ინვესტიციებზე, ისე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, ვაჭრობაზე. როცა ვსაუბრობთ სავაჭრო ურთიერთობებზე, მინდა დაგიდასტუროთ, რომ აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან კოლოსალური რიცხვებია, ნახევარ ტრილიონზე მეტია და ნახევარ ტრილიონზე მეტია, თითქმის ტრილიონია ევროკავშირთან ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი არასასურველი, მიუღებელი და სარისკო პარტნიორია, გადაჭარბებულია. თუ ჩვენ არ ვიქნებით რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან მიმართებაში, თუ ჩვენ კომპეტენტური არ ვიქნებით მათ შორის, რომ ჩვენი ინტერესები სწორად გავითვალისწინოთ და დავიცვათ, მაშინ, ნებისმიერი სავაჭრო პარტნიორი ჩვენთვის შეიძლება საფრთხე იყოს“, - განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, ყოფილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ქვეყანას ბევრი მიმართულებით ჩამორჩენა აქვს. „საერთოდ, ვერიდები ხოლმე ამაზე საუბარს, მაგრამ ყველაზე დიდი კრიტიკა, რაც შეიძლება ჩვენი ყოფილი ხელისუფლების მიმართ არსებობდეს და ოპონენტების მხრიდან, არის მათ შორის, ჩემი გადმოსახედიდან, უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, რომელმაც მოგვცა ის, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით განვითარების ჩამორჩენა გვაქვს, იგივე უპასუხისმგებლო პრივატიზებები, იგივე პრივატიზებები, როცა ჩვენი ენერგეტიკის დიდი ნაწილი ისეთი კომპანიების ხელში გადავიდა, რომელიც კითხვებს ბადებს. იმ ადამიანებს დღეს, რა თქმა უნდა, მორალური უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რომ რაიმე კითხვას სვამდეს ეკონომიკურ პოლიტიკაზე. თუ ჩვენ ვიქნებით გამჭრიახი და ჩვენ გვაქვს საკმარისი კომპეტენცია, ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მაშინ, ყველა სავაჭრო ეკონომიკურ პარტნიორთან შეიძლება გვქონდეს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა, ქვეყანასთან ურთიერთობაზე ვსაუბრობდეთ, ეს შეიძლება სხვა ქვეყნის ინტერესებში იყოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც სხვა ქვეყნის ინტერესები ზიანდებოდეს ეკონომიკურ ურთიერთობებში და ეს იყოს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობა. ზუსტად, ამაზე უნდა იყოს აგებული მათ შორის, ჩინეთთან თანამშრომლობა,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტით ჩინური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულია ბევრი საერთაშორისო კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი. მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში პირველი ეტაპის შეფასება დასრულდეს, შემდეგ კი, პრეტენდენტებთან ტექნიკური პირობები დაზუსტდება. „ანაკლია საქართველოსთვის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია. ანაკლია ცალსახად არის კომერციული პორტი, რომელმაც მეტი ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველყოს საქართველოსა და „შუა დერეფანში“. ის არის ჩვენი ლოგისტიკის და ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ კუთხით განვიხილავთ ანაკლიის განვითარებას. ეს კონტექსტია გასათვალისწინებელი, როცა პარტნიორს შევარჩევთ. იცით, რომ სამხრეთ კავკასიაში ვართ. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლია, აღმოსავლეთის, აზიის ქვეყნების და ევროპის, კერძოდ, დასავლეთის დამაკავშირებელია. რაც შეეხება ჩინური კომპანიების შესაძლო მონაწილეობას, ან დაინტერესებას, ხედავთ, რომ ჩინური კომპანიები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ჩინური კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში. გიდასტურებთ, რომ არსებობს ჩინური კომპანიების მხრიდანაც ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე {ინტერესი}, თუმცა არამხოლოდ ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია ბევრი სხვა საერთაშორისო, კვალიფიციური გამოცდილი კომპანია. როდესაც ვთქვით, რომ ანაკლიის განვითარებას ვიწყებთ ახლებური მიდგომით, ეს ოპონენტებმა შეაფასეს, როგორც უტოპია, შეუძლებელი, თუმცა, დღეს ცალსახად ჩანს ინტერესი. ამ პროცესში დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან. ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან. შერჩევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში გვექნება პირველი ეტაპის შეფასების დასრულება. ალბათ, შემოდგომით მეორე ეტაპზე გადავალთ, როდესაც მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან. ის კომპანიები, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, პრეტენდენტები იქნებიან, ვისთანაც დავიწყებთ უშუალო კონკრეტული ტექნიკური პირობების შეთანხმებას“, - აღნიშნა მინისტრმა. გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ოფიციალურად, ელჩის კომენტარის დონეზე, 6 სექტემბერს დაადასტურა. ამასთან დაკავშირებით, ვაშინგტონში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა შტატები ხაზს უსვამს ამ აქტივობების გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად და სანდო კომპანიებთან (vendors) ერთად განხორცილების მნიშვნელობას. „შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძლიერი მხარდამჭერია, რადგან ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დროს, თითოეულმა მოკავშირემ ბალანსი უნდა დაიცვას

„ჩინეთი არის გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ინტერესებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ ჩინეთს მოწინააღმდეგედ. ეს ასევე ნათლად არის ნათქვამი ჩვენს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელზეც ყველა მოკავშირე მადრიდში, სამიტზე შეთანხმდა“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუმცა სტოლტენბერგი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა არ გაგრძელდება  „NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას, უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით, საქმე ეხება ჩინეთის წვდომას ევროპულ ინფრასტრუქტურაზე. რამდენად სწორია გერმანიის გადაწყვეტილება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Cosco-ს უფლება მისცეს, შეიძინოს ერთ-ერთი ტერმინალი ჰამბურგის პორტში?,“ - ჰკითხა ჟურნალისტმა სტოლტენბერგს. „ჩვენ პოლიტიკურადაც ჩართულები ვართ ჩინეთთან. მე შევხვდი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შემოდგომაზე. არსებობენ მოკავშირეები, რომლებიც პოლიტიკურად და ეკონომიკურად თანამშრომლობენ ჩინეთთან. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პოტენციური დამოკიდებულების, დაუცველობის შესახებ. უნდა ვმართოთ რისკები. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პოტენციური დამოკიდებულების, დაუცველობის შესახებ. რა თქმა უნდა, თითოეულმა მოკავშირემ უნდა მოძებნოს ბალანსი ჩინეთთან ეკონომიკურ ჩართულობასა და ამავე დროს ზედმეტად დამოკიდებულების ან დაუცველობის თავიდან აცილებას შორის,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-მ ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცა - რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის - იენს სტოლტენბერგი

რომის პაპის წარმომადგენელი ჩინეთს ეწვევა

რომის პაპის წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი სამშაბათს, 12 სექტემბერს, პეკინში დიპლომატიური მისიით გაემგზავრება, რათა უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევას დაეხმაროს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა. შეგახსენებთ, რომის პაპის წარმომადგენელი უკრაინას 5-6 ივნისს ეწვია. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე მან უკრაინაში არსებული ვითარება და ჰუმანიტარული თანამშრომლობა განიხილა, როგორც სამშვიდობო ფორმულის განხორციელების ნაწილი. გარდა ამისა, კარდინალი ზუპი რუსეთს ივნისის ბოლოს ეწვია. 17-19 ივლისს ის ვაშინგტონშიც ჩავიდა „უკრაინაში მშვიდობის ხელშეწყობის მისიის ფარგლებში.“ კარდინალი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შეხვდა. ორივე მხარემ განიხილა წმიდა საყდრის ძალისხმევა ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, ასევე, ვატიკანის „ადვოკატირება“ იძულებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად.   

ჩინეთის მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ძალაშია - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით, 2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ. აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა, რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. პრემიერის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

მედია: ჩინეთის თავდაცვის მინისტრს კორუფციაში დადანაშაულების გამო სავარაუდოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ

ვაშინგტონის ინფორმაციით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს და კორუფციული ბრალდებების გამო, გამოძიების ქვეშ იმყოფება. ლი შანგფუ ორ კვირაზე მეტია, საჯაროდ არ გამოჩენილა. წერს Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი იყო გაუჩინარებული და ერთი თვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სი ძინპინმა ახალი მინისტრი დანიშნა. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, Reuters-ი წერდა, რომ ლი შანფუმ გასულ კვირას, ვიეტნამის თავდაცვის ლიდერებთან შეხვედრა მოულოდნელად დატოვა. 65 წლის ლი შანგფუ 7-8 სექტემბერს ჩინეთთან საზღვარზე, თავდაცვის თანამშრომლობის ყოველწლიურ შეკრებას  უნდა დასწრებოდა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო მას შემდეგ, რაც პეკინმა ჰანოის ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მინისტრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამასთან, The Guardian-ი წერს, რომ გენერალი ლი შანგფუ ბოლოს 29 აგვისტოს ნახეს, როდესაც ჩინეთ-აფრიკის მშვიდობისა და უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მისი ბოლო მოგზაურობა საზღვარგარეთ, მოსკოვსა და მინსკში აგვისტოს შუა რიცხვებში შედგა, სადაც რუს ოფიციალურ პირებს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. მან ასევე გამართა შეხვედრა ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა ორ ზესახელმწიფოს შორის კონფლიქტი თავიდან აიცილოს. „ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობაში გარკვეული სტაბილურობის დასამყარებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონკურენცია, რომელშიც ჩვენ ვართ, არ გადაიზარდოს კონფლიქტში. კონფლიქტი, არ იქნება ჩვენს, მათ ან ვინმეს ინტერესებში,” - განუცხადა ბლინკენმა CNN-ს. ბლინკენი ივნისში გაემგზავრა ჩინეთში და გახდა აშშ-ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ასეთი მისია შეასრულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტად აირჩიეს.   CNN-ის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ბლინკენის მოგზაურობის დროს არ გადაწყდა, იყო სამხედრო-სამხედრო კომუნიკაციების აღდგენა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტები კვლავ გაყინულია და ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება 2018 წლიდან, ჩინეთის აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტის მიერ რუსული იარაღის შეძენის გამო. ლი შანფუ იმ დროს ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს გაერთიანებული შტაბის შეიარაღების სამმართველოს უფროსი იყო.  

27 სექტემბრიდან, საქართველოდან ჩინეთში ფრენები ყოველდღიურად შესრულდება

ავიაკომპანია China Southern Airlines 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამჯერ დაფრინავს. China Southern Airlines საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. დავითაშვილი: შეიძლება, დღეში 10-მდე ფრენა იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი  

ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. „ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაიას, ვიდრე ეს საჭირო იქბება,“ - განუცხადა ბერბოკმა Fox News-ს. „თუ პუტინი ამ ომს მოიგებს, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი? ამიტომ, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი,“ - განაცხადა ბერბოკმა აშშ-ში ვიზიტის დროს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე  

კურტ ვოლკერი: რუსეთი მარცხდება, ამას სხვა ქვეყნებიც შეამჩნევენ და მათ მიდგომებშიც მეტ სიცხადეს ვნახავთ

ექსკლუზივი ავტორიტარი მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პასუხს და გაკვეთილებს სწავლობენ. ამაზე არაერთი ექსპერტი მიუთითებს. იწერება ანგარიშებიც და გაიცემა რეკომენდაციებიც. Europetime დაინტერესდა გავლენიანი აქტორების მოსაზრებით იმის შესახებ, თუ როგორ აისახა უკრაინაში მიმდინარე ომი სხვა მმართველების მიზნებზე, არის თუ არა ეს მათთვის უკუსვლა თუ საკუთარი ზრახვების წახალისება. ამ შეკითხვას NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი ასე პასუხობს: „მე ვიტყოდი, ეს არის ფაშისტური და იმპერიალისტური იდეოლოგია - რუსეთი პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ ჰქონდეს უფლება, დაიკავოს სხვა ქვეყნების ტერიტორიები, რაც ეწინააღმდეგება იმ ქვეყნების ფასეულობებს, რომლებიც პატივს სცემენ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებს.  არავინ ეტყვის რუსეთს, თუ როგორი შიდა მმართველობითი სისტემა უნდა ჰქონდეს; უკეთესი იქნება, თუ ეს იქნება დემოკრატია. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ცხოვრობდეს საკუთარ საზღვრებში. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. თუ შევხედავთ ქვეყნებს მსოფლიოს გარშემო, ყველა სახის ქვეყანას ვნახავთ. ინდოეთი - დემოკრატია, ჩინეთი - ავტორიტარული მთავრობა. უამრავი სახეობაა - არავინ იცის, რომელი გაიმარჯვებს (უკრაინა თუ რუსეთი. რედ). თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მოუწევთ რუსეთთან საქმის დაჭერა. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი აგებს. ვფიქრობ, სხვებიც დაინახავან ამას და მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა იქნება მათ მიდგომებში,“ - აღნიშნავს ვოკლერი.  მისი შეფასებით, ჩინეთს სურს ტაივანის ახლიდან შთანთქმა, რადგან თვლიან, რომ ის არის ჩინეთის ნაწილი. „ყველა სხვა, მსოფლიოში აღიარებს ერთ ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ ის დაყოფილია მმართველობის სხვადასხვა სტილად. მე ვფიქრობ, რომ ისინი (ჩინელები) რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას გარკვეულწილად, ზიანად აღიქვამენ, არ სურთ, რომ ისინიც ასე აღიქმებოდნენ, როგორც რუსეთი, რომელიც თავს დაესხა დამოუკიდებელ სახელმწიფოს და დაარღვია მისი ერთიანობა. ჩინეთს სულაც არ აქვს დასავლეთის გაძლიერების ინტერესი, დასავლური ინსტიტუტების, მაგრამ მას არ სურს რუსეთთან ასოცირება. ასე რომ, დისტანცირებას არჩევენ. ვფიქრობ, რომ ისინი მოვლენებს ძალიან ახლოდან აკვირდებიან და თუ ისე მოხდა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რისიც მჯერა და როგორც უნდა მოხდეს, ეს ძალიან ფრთხილი სიგნალია ჩინეთისთვის, რომ ტაივანის დაკავება არც ისეთი მარტივი საქმეა, როგორც შეიძლება, მათ ეგონოთ,“ - განუცხადა Europetime-ს კურტ ვოლკერმა. ცნობისათვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არის როგორც საფრთხე, ასევე, გადაუდებელი შესაძლებლობა „გარდამავალი ქვეყნების“ დემოკრატიებისთვის. შესაბამისი ჩანაწერი გვხდება Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ: თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი.  იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს. აქვე, რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, რომ სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. და, თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას: მხარი დაუჭირონ პროდემოკრატიულ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და უფლებადამცველებს; დამოუკიდებელ მედიას და სანდო ინფორმაციაზე წვდომას. გააძლიერონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოაგვარონ დემოკრატიის ხარვეზები ქვეყნის შიგნით. მოახდინონ ევროკავშირში ინტეგრაციისა დემოკრატიის პრიორიტეტიზაცია და პროცესის წინსვლა რეგიონში, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისთვის. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს რუსეთში შეხვდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი 18-21 სექტემბერს ვიზიტით რუსეთს ეწვევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ვან ი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება და შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. უწყების თანახმად, დიალოგი ასევე მოიცავს "აზრების დეტალურ გაცვლას უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე". მოსალოდნელია, რომ ვან ის ვიზიტი, სავარაუდოდ, საფუძველს ჩაუყრის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტს. პუტინი პეკინში, შესაძლოა, ოქტომბერში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მესამე ფორუმზე დასასწრებად ჩავიდეს.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთში ჩასვლამდე, მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან გამართა

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ორი დღის განმავლობაში, მალტაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ორივე მხარე ამბობს, რომ „გულწრფელი, არსებითი და კონსტრუქციული“ დიალოგი შედგა. აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ მხარეები შეთანხმდნენ „მნიშვნელოვან სფეროებში დამატებით კონსულტაციებსა და ჩართულობაზე, მათ შორის მაღალ დონეზე.“ აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი 18-21 სექტემბერს ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ჩინელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.  

ჩინეთი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა

ჩინეთი ძალიან უკმაყოფილოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებებით, რომელმაც პრეზიდენტ სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. შესაბამისი განცხადება პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს. „ეს განცხადება „უკიდურესად აბსურდულია“ და სერიოზულად ლახავს ჩინეთის ღირსებას,“ განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა და ბერბოკის განცხადებებს „ღია პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან დიპლომატიური არხებით შესაბამისი პოზიცია გამოხატა გერმანულ მხარესთან. ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე

CNN: აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება

CNN-ის მიერ მოპოვებული სატელიტური სურათების მიხედვით, რუსეთმა, აშშ-მ და ჩინეთმა ბოლო წლებში ბირთვული იარაღის საცდელ პოლიგონებზე ახალი ობიექტები ააშენეს და ახალი გვირაბები გაიყვანეს. ამერიკული გამოცემის თანახმად, ეს დროში ემთხვევა პერიოდს, როდესაც ამ სამ ქვეყანას შორის დაძაბულობამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პიკს მიაღწია. როგორც მედია წერს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს რომ რუსეთის, აშშ-ის და ჩინეთის მხრიდან გარდაუვალი ბირთვული გამოცდისთვის მზადება მიმდინარეობს, თუმცა 2018 წლამდე გადაღებულ სურათებთან შედარებით, შეცვლილია სამი ბირთვული საცდელი ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთ პოლიგონს ჩინეთი შორეულ დასავლეთ პროვინციაში, სინძიანში მართავს, მეორეს რუსეთი - „ნოვაია ზემლიას“ არქიპელაგში, ჩრდილოყინულოვან ოკეანეში, მესამე - შეერთებული შტატების საცდელი ადგილი ნევადას უდაბნოშია. ბოლო სამი-ხუთი წლის განმავლობაში გაჩნდა ახალი გვირაბები, გზები და საწყობები, გააქტიურდა მანქანების მოძრაობა. CNN-ის ცნობით, ჩინეთში საცდელ ადგილზე, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ახალი გვირაბი გათხარეს, აშენდა ახალი გზები და ასაფეთქებელი ნივთიერებების ახალი საწყობი. ბირთვული პოლიგონის გაფართოება „ნოვაია ზემლიაზე“ 2022 წლის თებერვალში ფიქსირდება. 2021-დან 2023 წლამდე კი, არქიპელაგში გემები და სატრანსპორტო კონტეინერები ჩავიდნენ, მთებში გვირაბები გათხარეს, ზამთარში კი, გზები გაიწმინდა. ჟურნალისტების თქმით, ნევადის ბირთვული პოლიგონის თავზე გადაღებული სატელიტური სურათები ცხადყოფს, რომ ობიექტი 2018-დან 2023 წლამდე მნიშვნელოვნად გაფართოვდა. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისა და NASA-ს წარმომადგენლების თანახმად, ნევადაში მდებარეობს ლაბორატორია, სადაც ბირთვული ექსპერიმენტები ტარდება და იარაღს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ბირთვული გამოცდის გარეშე ამოწმებენ.  

ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერი გაარღვია

ფილიპინების ხელისუფლება პირობას დებს, რომ ჩინეთს ფილიპინელი მეთევზეებისთვის სახრეთ ჩინეთის ზღვაში სათევზაო ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვის საშუალებას არ მისცემს. Reuters-ის ცნობით, ეს კომენტარი ფილიპინების მიერ სკარბოროს შელფთან ჩინეთის აღმართული 300 მეტრის სიგრძის მცურავი ბარიერის გარღვევას მოჰყვა.  ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერმა განმარტა, რომ ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერები ფილიპინურ სათევზაო ნავებს შელფთან მისვლის საშუალებას არ აძლევს და თევზაობას აფერხებს. თავის მხრივ, ჩინეთმა ფილიპინები პროვოკაციაში დაადანაშაულა. „მათ შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააბრუნონ მცურავი ბარიერი, კიდევ ერთხელ გააკეთონ საშიში მანევრები,“ განუცხადა ფილიპინების სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა კომოდორმა ჯეი CNN Philippines-ს. ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ფილიპინელი ხალხი უკან არ დაიხევს და ჩვენ კვლავ ვაპირებთ, თანმიმდევრულად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ყოფნის შესანარჩუნებლად,“ - განმარტა სპიკერმა.  ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთობები მიმდიბარე წელს განსაკუთრებით დაიძაბა, რადგან ახალი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი, რომელმაც ბარიერის გარღვევის უფლება დაუშვა, ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები მოკავშირე შეერთებულ შტატებთან. ასეთი მცდელობები მოიცავდა აშშ-ის სამხედროებისთვის ფილიპინების ბაზებზე გაფართოებული წვდომის უფლების მინიჭებას ამ ნაბიჯს ჩინეთი აკრიტიკებდა და მას პროვოკაციულს უწოდებდა. ფილიპინებმა 2016 წელს დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიას სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტეს ნაწილზე საფუძველი არ ჰქონდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჩინეთი არ აღიარებს გადაწყვეტილებას. 

ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო - თავისი გამორჩეული ისტორიით, უნიკალური ტრადიციებითა და პროგრესული მისწრაფებებით - აღიარებს ჩინეთთან ძლიერ კავშირს. პრემიერის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში, „რომელიც 2 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად მისი ხელმოწერის დღიდან. შედეგად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ სამეულში მუდმივად ხვდება ჩინეთი.“ „ძალიან ვაფასებთ ჩინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და ეს ურთიერთ-სოლიდარობა ქმნის მყარ საფუძველს ჩვენს ერებს შორის მტკიცე კავშირისთვის. ამ კავშირების დასტურად, ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის ის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მათ სტრატეგიული პარტნიორობის საპატიო დონემდე ამაღლებს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე. ამ ისტორიული ვიზიტის დროს მქონდა პატივი მნიშვნელოვანი შეხვედრები მეწარმოებინა პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლისთან, რათა თანამშრომლობის ახალი გზები გამომევლინა. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ხედვა საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების შესახებ ხელშესახებ და ურთიერთსასარგებლო შედეგებს გამოიღებს. ამ კონტექსტში, მოხარული ვარ ხაზი გავუსვა ჩვენს უკვე კარგად ჩამოყალიბებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც აშკარაა ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში - ინფრასტრუქტურიდან და ვაჭრობიდან დაწყებული, განათლებითა და ტურიზმით დამთავრებული. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისტორიულად წარმოჩინდება როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ის უძველესი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს წვლილი შევიტანოთ აბრეშუმის გზის აღორძინებაში, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქოლგის ქვეშ მოაზრებული „შუა დერეფნის“ გავლით. შესაბამისად, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა საკმარისი სიმძლავრეების გამომუშავების შესაძლებლობა არსებობდეს მომავალ წლებში. ჩვენი ერთგულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც მაღალი დონის და მრავალმხრივი დიალოგისთვის შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა. ამის გათვალისწინებით, მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთგულება „სარტყელი და გზის ინიციატივისადმი“ კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერით”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. მან ასევე ისაუბრა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ. „ეს გადაწყვეტილება ასახავს ურყევ ერთგულებას ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო დიდი კულტურული კავშირების დამყარებას და ტურისტულ ნაკადებს უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის. მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც კეთილდღეობას და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ჩვენს დიდ ერებს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩინეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ

ჩინეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ სამხედრო საზღვაო წვრთნებს ოქტომბერში ჩაატარებენ. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.  სამხედრო წვრთნები „Blue Sword 2023,” სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდონის ქალაქ ჟანჯიანგი გაიმართება. საუდის არაბეთის ოფიციალური პრესის სააგენტოს ცნობით, ქვეყნებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები 2019 წელსაც ჩაატარეს.   

აშშ ჩინეთს განახლებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა პეკინი მისი გეგმების შესახებ, რომ ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვებს განაახლებს. ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.  ჩინეთს შეტყობინება ვაშინგტონმა უკვე გაუგზავნა. ექსპორტის კონტროლს ვაჭრობის დეპარტამენტი ზედამხედველობს. შეზღუდვის განახლების მიზანია, ჩინეთს შეეზღუდოს წვდომა ჩიპების დამზადების უფრო მეტ ინსტრუმენტზე,“ აცხადებენ წყაროები. შეერთებული შტატები, ნიდერლანდები და იაპონია, რომლებიც ერთად მსოფლიოში საუკეთესო ჩიპების მწარმოებელ აღჭურვილობას აკონტროლებენ, კოორდინაციაზე ამ წლის დასაწყისში შეთანხმდნენ. აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია „ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადაჭარბებას და ექსპორტის კონტროლის ზომების ბოროტად გამოყენებას ჩინური საწარმოების უსაფუძვლოდ შეფერხების მიზნით,” - განაცხადა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა, ლიუ პენგიუმ. ბაიდენმა 10 აგვისტოს მოაწერა ხელი  აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. შეზღუდვა შეეხება სამ სექტორს: ნახევარგამტარებს და მიკროელექტრონიკას, კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ხელოვნული ინტელექტის გარკვეულ სისტემებს.

უკრაინამ ნავთობისა და გაზის სამი ჩინური უმსხვილესი კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა

კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) ცნობით, ჩინეთის ნავთობისა და გაზის სამი უმსხვილესი კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიას დაემატა. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთში საქმიანობით, ჩინური კომპანიები ხელს უწყობენ ომის დაფინანსებას. ეენი არიან: ჩინეთის ეროვნული ოფშორული ნავთობის კორპორაცია (CNOOC Group), ჩინეთის პეტროქიმიური კორპორაცია (Sinopec Group) და ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია (CNPC). CNOOC Group არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიდიდით მესამე ეროვნული ნავთობკომპანია CNPC-ისა და Sinopec-ის შემდეგ და არის უმსხვილესი მწარმოებელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. Sinopec Group არის სიდიდით მეორე სახელმწიფო კომპანია ჩინეთში, რომელიც დაკავებულია წიაღისეული საწვავის მოპოვებითა და სპეციალიზირებული ნედლი ნავთობის გადამუშავებაში. ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია არის ჩინეთის უმსხვილესი კორპორაცია და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანია ნავთობისა და გაზის წარმოებაში.  

აშშ-მ რუსეთისთვის მიკროჩიპების მიწოდების გამო, 42 ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა

ამერიკის მთავრობამ სანქციები დაუწესა ჩინეთის 42 კომპანიას, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას მიკროჩიპებს აწვდიდნენ, იუწყება Reuters-ი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით. აშშ-ის ხელისუფლება განმარტავს, რომ საუბარია „ამერიკული წარმოშობის“ მიკროელექტრონული საშუალებების მიწოდებაზე, რომელსაც რუსეთი რაკეტებისა და თვითმფრინავების მართვის სისტემებში იყენებს, უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებისთვის. სანქციები ასევე დაწესებულია შვიდი კომპანიის წინააღმდეგ ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. „სანქციების სიის დღევანდელი გაფართოება მკაფიო სიგნალს აგზავნის: თუ თქვენ მიაწვდით ამერიკულ ტექნოლოგიას რუსეთის თავდაცვის სექტორს, ჩვენ ამის შესახებ გვეცოდინება და ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ, მეთიუ აქსელროდმა. აშშ ჩინეთს განახლებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია  

ამერიკელი სენატორების დელეგაცია ჩინეთში ჩავიდა

ამერიკელი სენატორების დელეგაცია ჩინეთში ჩავიდა. ამერიკელი სენატორების ორპარტიული დელეგაცია, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის ხელმძღვანელობით, შაბათს ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩავიდა. ჩინეთის დედაქალაქში გამგზავრებამდე შუმერი ამერიკელ სენატორებთან ერთად შანხაიში ქალაქის მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სენატორების მოგზაურობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის დიალოგს შეუწყობს ხელს და პოზიტიური გავლენა ექნება ჩინეთი-აშშ-ის ურთიერთობებზე. ჩინეთის შემდეგ სენატორების დელეგაცია სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა.  

პეკინის შეფასებით, „კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია“

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო“ „ღრმად შეშფოთებულია“. სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას „უფრო სასწრაფოდ იმოქმედოს, გააძლიეროს მონაწილეობა პალესტინის საკითხში, ხელი შეუწყოს პალესტინასა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ადრეულ განახლებას და იპოვოს გზა მუდმივი მშვიდობის დასამყარებლად.“ „მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით,“ - განაცხადა უწყების სპიკერმა. მისივე თანახმად, კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტის პოვნასა და პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია. სპიკერმა აღნიშნა, ორმ ჩინეთი ამ მიზნით, საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობას აქტიურად განაგრძობს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.  

CNN: ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტს ჩინეთის 3 მოქალაქე ემსხვერპლა, 2 კი, დაკარგულია

CNN-ის ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელზე, ჩინეთის სამი მოქალაქე ემსხვერპლა. „დადასტურდა, რომ ჩინეთის სამი მოქალაქე დაიღუპა კონფლიქტის დროს, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და რამდენიმე დაიჭრა,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თუმცა როგორც CNN წერს, მას „ჰამასი“ არ უხსენებია. ჩინეთი „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ სიტუაციის დეესკალაციის მოწოდებით გამოვიდა, თუმცა „ჰამასის“ ქმედებები არ დაუგმია. ისრაელის ელჩმა ჩინეთში ირიტ ბენ-აბამ Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პეკინის პასუხის გამო იმედგაცრუებულია. „ველოდით, რომ ჩინეთი ახსენებდა „ჰამასის“ სისასტიკეს, ველოდით, რომ ჩინეთი დაგმობდა ტერორისტულ თავდასხმებს,“ - აღნიშნა ელჩმა.  

აშშ მზად უნდა იყოს ჩინეთთან და რუსეთთან ერთდროული ომებისთვის - აშშ-ის ბირთვული პოლიტიკისა და სტრატეგიული სტაბილურობის ანგარიშის დეტალები

12 ოქტომბერს, ამერიკის კონგრესის სტრატეგიული გეგმის კომისიამ აშშ-ის ბირთვული პოლიტიკისა და სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 12 წევრისგან (ექვსი დემოკრატისაგან და ექვსი რესპუბლიკელისაგან) შემდგარი კომისია კონგრესმა 2022 წელს აირჩია, რათა გრძელვადიანი საფრთხეები შეეფასებინა, განეხილა აშშ-ის ძალების პოზიციაში ცვლილებები და რეკომენდაციების მიწოდების საკითხები. შეერთებული შტატები უნდა მოემზადოს რუსეთთან და ჩინეთთან შესაძლო ერთდროული ომებისთვის თავისი ძალების გაფართოებით, ალიანსების გაძლიერებით და ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის პროგრამის გაძლიერებით, განაცხადა ორპარტიულმა პანელმა 12 ოქტომბერს. თუმცა პანელის სადაზვერვო ანგარიშებმა აჩვენა თუ არა ჩინეთსა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის მიმართულებით რაიმე თანამშრომლობა, მოხსენების მონაწილე მაღალჩინოსანმა არ განმარტა. როგორც Reuters-ი მიუთითებს, ანგარიში ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ბირთვული არსენალი საკმარისია რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანებული ძალების შესაჩერებლად. „არსენალის შემადგენლობა ჯერ კიდევ აჭარბებს იმას, რაც აუცილებელია საკმარისი რაოდენობის მოწინააღმდეგის რისკის ქვეშ დასაყენებლად, რათა შეაჩეროს მტრის ბირთვული თავდასხმა," - განაცხადა თავის მხრივ, შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ადვოკატირების ჯგუფმა მოხსენების საპასუხოდ. „აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ორივე მოწინააღმდეგის შეკავებისა და დამარცხებისთვის ერთდროულად. „აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო წესრიგსა და მის მიერ დაცულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნიან ჩინეთისა და რუსეთის ავტორიტარული რეჟიმები,“ - განაცხადა კომისიამ.  „ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეები მწვავე 2027-2035 წლებში გახდება, ამიტომ, „გადაწყვეტილების მიღება ახლაა საჭირო, რათა ქვეყანა მზად იყოს,“ წერია 145-გვერდიან მოხსენებაში. რეკომენდაციები მოხსენებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის 30-წლიანი პროგრამა, რომელიც 2010 წელს დაიწყო და 2017 წელს 2046 წლისთვის დაახლოებით 400 მილიარდი დოლარი დაჯდებოდა, სრულად უნდა დაფინანსდეს, მიწოდების სისტემებისა და ინფრასტრუქტურის გრაფიკის მიხედვით განახლებისთვის. სხვა რეკომენდაციები მოიცავდა უფრო მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას აზიასა და ევროპაში, და უფრო მეტი B-21 სტელსის ტიპის ბომბდამშენების და ახალი კოლუმბიის კლასის ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებას, ვიდრე ახლაა დაგეგმილი. „თუ ასეთი ზომები არ მიიღება, შეერთებულმა შტატებმა "სავარაუდოდ," უნდა გაზარდოს თავისი დამოკიდებულება ბირთვულ იარაღზე, ნათქვამია მოხსენებაში.  

ჩინეთის საგარეო მინისტრი: ღაზაში ისრაელის ქმედებები თავდაცვის ფარგლებს სცდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები ღაზაში თავდაცვის ფარგლებს სცდება და „ისრაელის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ღაზის ხალხის კოლექტიური დასჯა.“ ვან ის თქმით, მხარეები რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. „არცერთმა მხარემ არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს და რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საუდის არაბეთის საგარეო მინისტრთან, პრინც ფაისალ ბინ ფარან ალ-საუდთან საუბრისას. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ლევან დავითაშვილი: ტრანსკასპიური დერეფანი ეფექტიანი გზაა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური დერეფნის ხარისხი, ტრანსკასპიური კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, შესაბამისად, ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა ინტერვიუ მისცა ჩინეთის ტელევიზიას, რომლის დროსაც რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე, ტრანსკასპიური დერეფნის როლსა და საჭიროებაზე არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. „ტრანსკასპიური დერეფანი დააკავშირებს ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ ევროკავშირს. საქართველოს გავლით ტვირთი შეიძლება, წავიდეს თურქეთში ან პირდაპირ ევროპის ქალაქებში. ეს არის ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად. „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა“ მასშტაბური ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ინიციატივაა, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე ქვეყნებმა თავიანთი ინფრასტრუქტურა განავითარონ. ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ნათლად ვხედავთ ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ზრდას,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ჩინეთი შუა დერეფნის განვითარებაში აქტიურად ჩაერთვება - სი ძინპინი

ჩინეთი „სარტყელი და გზის ინიციატივის მხარდასაჭერად, მრავალგანზომილებიან დაკავშირებადობის ქსელს შექმნის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა 18 ოქტომბერს, პეკინში, საერთაშორისო თანამშრომლობის მესამე ფორუმის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სი ძინპინის ერთ-ერთი ინიციატივა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარებაში ჩინეთის აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ყაზახეთის პრეზიდენტმა, რომელიც ასევე ჩინეთში იმყოფება, ღონისძიების გახსნისას განაცხადა, რომ ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების შესახებ ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ორი სამთავრობათაშორისო შეთანხმება გაფორმდა. ყასიმ ჟომართ თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი მზადაა, გახდეს საიმედო ჰაბი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებისთვის, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ სატრანსპორტო მომსახურებას როგორც მგზავრებისთვის, ასევე, ტვირთისთვის. ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებით, შუა დერეფანს შეუძლია, ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების დრო გაანახევროს. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი მრავალი სახელმწიფოსთვის თანამშრომლობის პროექტად ჩამოყალიბდა. ეს სატრანსპორტო არტერია, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას, შეიძლება, გახდეს „ერთი სარტყელისა და ერთი გზის ინიციატივის“ ერთგვარი კონტინენტური ხიდი, რომელიც გაანახევრებს ტვირთის გადაზიდვის დროს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს,“ - განაცხადა თოყაევმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ტაივანი ჩინეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის საჰაერო ძალების 13-მა თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია და ტაივანის თავდაცვის ზონაში უნებართვოდ შეიჭრა. უწყების თანახმად, ჩინეთის საჰაერო ძალები საბრძოლო ვერტმფრენებსა და დრონებს მოიცავდა. ჩინური მხარის ინფორმაციით, ისინი „გეგმურ საბრძოლო წვრთნებს ახორციელებენ და ტაივანის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.“ ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ. აშშ ტაივანისთვის 440 მილიონი დოლარის მოცულობის საბრძოლო მასალის მიყიდვას დაამტკიცებს - მედია გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და მხარეთა მიერ დეკლარილებული მიზნები არ გულისხმობს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების „დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას.“ მინისტრის განცხადებით, საგარეო მიზნები, რომელის ხელისუფლებამ „კონსტიტუციურ ნორმად აქცია“, „სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან“ და „არანაირიად არ შეაფერხებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს.“ მას დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეუთანხმა მთავრობამ პარლამენტს ჩინეთთან შეთანხმება. „საქართველო და ჩინეთი უძველესი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის. დღეისთვის, რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს ჩინეთისთვის საქართველოს გამორჩეულ როლს რეგიონში. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ერთდროულად, ევროკავშირთან (2014 წლიდან) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან (2018 წლიდან) აქვს გაფორმებული. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის; ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ ორივე შეთანხმებით მიღებულ შესაძლებლობას და ვზრდით ვაჭრობის მოცულობას ორივე მიმართულებით. ჩინეთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს წარმოადგენს, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის: „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ - ამერიკის და ევროპის 40 ქვეყანას; "სტრატეგიული პარტნიორობა" - ევროპის, ამერიკის, აზიის, წყნარი ოკეანისა და აფრიკის, 20 ქვეყანას; ასევე, ევროკავშირს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას (ASEAN) და აფრიკის კავშირს (AU). უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში (Cooperation between China and Central and Eastern European Countries = China-CEEC) ჩართულია ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და შესაბამისად, საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით ამ ფორმატში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომი განმტკიცებისთვის,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა. მინისტრის თქმით, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით, სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაზრდაა მთავარი ამოცანა. „შესაბამისად, საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და სამუშაოების კოორდინაციას სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის კუთხით, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ე.წ. „შუა დერეფნის“ ეფექტიანობის გაზრდისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. ამასთან, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩართულობა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაში ხელს უწყობს, საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და სანდო სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთობლივი საინვესტიციო და ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას ჩინეთთან. 2017 წლის თებერვალში, საქართველომ ოფიციალური თხოვნით მიმართა სამდივნოს ამ ფორმატში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე, რასაც წინ უძღოდა მონაწილე ევროპული ქვეყნების და ჩინეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა დონეზე ჩატარებული ინტენსიური კონსულტაციები. სამწუხაროდ, იმ დროისთვის, ჩვენი თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. ბოლო პერიოდში, ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ფონზე, ჩინურმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაეჭირა საქართველოს ამ სურვილისთვის, რაც ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან კვლავ დადასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების დროს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს აღიარებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად, რაც ზრდის საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ჰაბის დატვირთვას და ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტურად შესრულების შესაძლებლობებს. მინისტრის განცხადებით, ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში (14+1 ფორმატში) საქართველოს დამკვირვებელ წევრად ჩართვა „ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეიძლება განვიხილოთ.“ როგორც დარჩიაშვილმა განმარტა, ჩინეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მონაწილეობა, თავის მხრივ, ხაზს უსვამს და ამყარებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან კუთვნილებას. „საქართველოსთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ ფორმატში ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამით საქართველო კიდევ ერთხელ მოახდენს საკუთარი თავისა და ადგილის იდენტიფიცირებას ევროპის სივრცესთან - დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. 14+1 ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეგვიძლია, განვიხილოთ, განსაკუთრებით, ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის ფონზე. 14+1 ფორმატში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვება ქართულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს ფორმატში მიმდინარე პროცესების, ერთობლივი პროექტების და გეგმების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, რაც, თავის მხრივ, უაღრესად სასარგებლო იქნება ჩვენთვის,“ - განაცხადა მინისტრმა. „რაც შეეხება გლობალურ კონტექსტს, საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები და გაერო, მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არსებული რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც მდგრადი განვითარების უმთავრესი საწინდარია. ერთობლივ განცხადებაში მოხსენიებულ ინიციატივებს სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი ამასთან, მიგვაჩნია, რომ განცხადების დებულებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის თანმიმდევრულია იმდენად, რამდენადაც საუბარია გაეროს 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების დაჩქარების, ასევე ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო - საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებასთან დაკავშირებით. ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი - ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.  

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარდება - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. დარჩიაშვილის შეფასებით, ერთი რამ არის ცხადი - ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. დარჩიაშვილის თქმით, „ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება“. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს „გარკვეულწილად პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით“. „საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მინისტრმა. შეკითხვა ეხებოდა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ამასთან დაკავშირებულ დოკუმენტში ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ ჩანაწერს. შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.  შემდეგ აღნიშნულია, რომ „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს. პარლამენტარმა „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს ჰკითხა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამაზე პასუხად ჩანაწერი, რომელიც ცხადად იტყოდა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

ექვსი ჩინური ხომალდი განლაგდა ახლო აღმოსავლეთში, რეგიონში აშშ-ის ძალების გაძლიერების ფონზე

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის ფონზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ექვსამდე ჩინური ხომალდი ოპერირებს. ამ ჯგუფში შედის მართვადი რაკეტების გამანადგურებელი, ფრეგატი Jingzhou და ინტეგრირებული მომარაგების გემი Qiandaohu. 44-ე საზღვაო ძალების ესკორტის სამუშაო ჯგუფი რეგიონში რეგულარულ ოპერაციებს მაისიდან ატარებს. გასულ კვირას მათ ომანში ვიზიტის დროს, ომანის საზღვაო ძალებთან ერთად, წვრთნები გამართეს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ომანში ვიზიტის შემდეგ, 18 ოქტომბერს, ჩინეთის საზღვაო ძალების ესკორტის სამუშაო ჯგუფი ქუვეითის შუვაიხის პორტში, 5-დღიანი ვიზიტით შევიდა. „ქუვეითის საზღვაო საპატრულო ხომალდის Failaka-ს მეთაურობით, ჩინეთის სამუშაო ჯგუფის სამხედრო ხომალდები, მათ შორის გემი Zibo, გემი Jingzhou და გემი Qiandaohu, დილის 9:00 საათზე ჩასვეს განალაგეს შუვაიხის პორტში. მათ მიესალმა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის  იყვნენ ქუვეითის სამხედრო ძალების წარმომადგენლებ და ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები,“ - აცხადებენ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში. ჩინეთისა და აშშ-ის საზღვაო ყოფნა რეგიონში რეგიონში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ახლო აღმოსავლეთის წყლებში ექვსი ჩინური გემის ყოფნა სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჩინეთის სამხედრო გემების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს. აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს პეკინის შეფასებით, „კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია.“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელთან დაკავშირებით 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ „დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო“ „ღრმად შეშფოთებულია“. სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „უფრო სასწრაფოდ იმოქმედოს, გააძლიეროს მონაწილეობა პალესტინის საკითხში, ხელი შეუწყოს პალესტინასა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ადრეულ განახლებას და იპოვოს გზა მუდმივი მშვიდობის დასამყარებლად.“ „მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით,“ - განაცხადა უწყების სპიკერმა. მისივე თანახმად, კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტის პოვნასა და პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

სერბეთის ვიცე-პრემიერი: ჩინურმა სამხედრო ტექნიკამ სერბეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად გააძლიერა

სერბეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინურმა სამხედრო ტექნიკამ სერბეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად გააძლიერა. „სერბეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში სამხედრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას გამოვყოფდი. ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობას და უამრავ ინვესტიციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“  - განაცხადა ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა ინტერვიუში. ცნობისთვის, ჩინეთისა და სერბეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ პეკინში, სინ ძინპინმა ქვეყნებს შორის ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სერბეთის მიერ საკუთარი სუვერებულობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩევიჩის შეფასებით, ჩინური წარმოების FK-3-ის ტიპის საშუალო რადიუსის მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და  CH-95 და CH-92A-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, "უდავოდ" იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის სისტემა, რომელიც სერბეთმა შეიძინა. სერბეთმა ჩინეთისგან 2019 წელს შეიძინა FK-3 ტიპის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც რუსული S-300 სა და ამერიკული Patriot-ის მსგავსია. ამ ფონზე სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა გამწვავდა. ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი გააძლიერებს თავის შესაძლებლობებს დამოუკიდებლობის დასაცავად, მაგრამ მას არ დაუზუსტებია, შეიძენს თუ არა ჩინურ სამხედრო აღჭურვილობას.  

ლევან დავითაშვილი: საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც, ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით, „პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა“. მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუ საქართველოს ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი ექნება, ეს მგზავრთნაკადს დააგენერირებს და ტურიზმში მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს. „[ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიაზე] ვისაუბრეთ ტურიზმის სექტორზე, რომელიც ძალიან დინამიკურად შეიძლება განვითარდეს. მინდა გითხრათ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ვიზების გაუქმების შესახებ მიიღო, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა. დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან, თუმცა იცით, რომ კომპლექსურად, თუ ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი გვექნება, დარწმუნებულები ვართ, რომ რეალური მგზავრთნაკადის გენერირება და ტურიზმში მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ეს არის პოზიტიური განწყობა. იმაზეც ისაუბრეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს. ეს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის. ასე, რომ კომისიის მუშაობა ძალიან პოზიტიური იყო და მომდევნო წლებშიც რეგულარული კომისიის ჩატარება დაიგეგმა, იმისთვის, რომ ის აქტუალური საკითხები, რომლების იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, რეალურად ეფექტურად სრულდებოდეს,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, მინისტრის თქმით, შეხვედრაზე პირველად გაჟღერდა, რომ „ტრანსკასპიური დერეფანი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მას დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებიც მხარს უჭერენ.“ „ჩინეთთან თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ვისაუბრეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ პროექტებზე, მათ შორის დაკავშირებადობაზე. ჩინეთში პირველად გაჟღერდა, რომ ტრანსკასპიური დერეფანი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს იყო პირველი, როდესაც უმაღლესი პირების მხრიდან იყო გაჟღერებული. ამაზე საუბრობდა პრეზიდენტი, შესაბამისად, დაინტერესება ჩინეთის ბიზნესის და ჩინეთის სამთავრობო წრეების ამ დერეფნის განვითარებით ძალიან დიდია. შესაბამისად, ეს საქართველოსთვის მეტი შესაძლებლობაა, რომ განვავითაროთ სატრანსპორტო ლოგისტიკური კავშირები, მეტი შემოსავალი მივიღოთ ეკონომიკაში. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის ეს სექტორები ძალიან მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. პრიორიტეტები უნდა გადაითარგმნოს კონკრეტულ შედეგებში. კარგია და დამაიმედებელია ისიც, რომ ამ თანამშრომლობას მხარს უბამს დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებიც - ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 11 სექტემბრიდან აამოქმედა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ჩადის

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონს ეწვევა. აშშ-ში კვირამდე დარჩება და ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს შეხვდება. BBC ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრების დროს ამერიკული მხარე უბიძგებს ჩინეთს, უფრო მეტად კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინოს ისრაელსა და უკრაინაში არსებული ვითარების მიმართ. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ჩინეთის საგარეო უწყყების ხელმძღვანელი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ვან ი ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისა და უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება. მისივე თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ისინი უნდა დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. ჩინეთის საგარეო მინისტრი: ღაზაში ისრაელის ქმედებები თავდაცვის ფარგლებს სცდება  

ჩინეთის ორი თვის წინ გაუჩინარებული თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ბოლო სამ თვეში მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს. გენერალი ლი შანგფუ, რომელიც ორი თვის განმავლობაში არ ჩანდა საზოგადოების წინაშე, თავდაცვის მინისტრისა და სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლებულია. ამის შესახებ Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს. მედია: ჩინეთის თავდაცვის მინისტრს კორუფციაში დადანაშაულების გამო სავარაუდოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ  

სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს აშშ-სთან გლობალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, რათა ორივე მხარემ მართოს თავიანთ უთანხმოებები და ერთად იმუშაონ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და ჩინეთი, დაამყარონ ურთიერთობის სწორი გზა, გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა უფრო სტაბილური ორმხრივი კავშირები, რომელიც, უნდა აშენდეს "ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის" პრინციპებზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონს ეწვევა. ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ იმუშავებს ჩინეთთან, რათა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელება თავიდან აიცილოს  

ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ იმუშავებს ჩინეთთან, რათა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელება თავიდან აიცილოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ აშშ იმუშავებს ჩინეთის უმაღლეს დიპლომატთან, ვან ისთან, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გავრცელება ახლო აღმოსავლეთში. ბლინკენმა 15-წევრიან საბჭოს მოუწოდა, დაეხმარონ კონფლიქტის შეკავებას, 7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ მზარდი დაძაბულობის ფონზე. „ამ საბჭოს წევრებს და განსაკუთრებით მუდმივ წევრებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის გავრცელება. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას ჩემს კოლეგასთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ზუსტად ამის გასაკეთებლად,“ - განაცხადა ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონს ეწვევა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

კახა კალაძე: უახლოეს მომავალში განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი

თბილისის მერი კახა კალაძე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სონგ ჩაოჰუას და სიჩუანის დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ინვესტიციები, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი, ტურიზმი და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. შეხვედრაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ და ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნება. თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობის ზრდის მიმართ არსებულ ორმხრივ ინტერესს. „ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და სურვილი გვაქვს, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების. 2022 წელს ჩვენ აღვნიშნეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მზარდი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება. 2022 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის „პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესახებ“. უახლოეს მომავალში განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხიც,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, სიჩუანის პროვინციის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სონგ ჩაოჰუამ თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.  

ბაიდენი და სი ძინპინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ - მედია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ შეხვედრას აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის APEC-ის სამიტის ფარგლებში გამართავენ. ამის შესახებ AP თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. შეხვედრის ზუსტი თარიღი და დეტალები ჯერ შეთანხმებული არ არის. მანამდე მსგავსი შეხვედრის ალბათობის შესახებ ინფორმაციას The Washington Post აქვეყნებდა. პეკინს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ სი ძინპინი პირადად დაესწრება APEC-ის სამიტს სან-ფრანცისკოში. ღონისძიება 11-დან 17 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.  

ლევან დავითაშვილი: ჩინეთში ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, ამავე დროს გვაქვს მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა მის მონაწილეობაზე ჩინეთში გამართულ იმ ფორუმზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი. დავითაშვილის თქმით, ქართული დელეგაციისთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ არ იყო ცნობილი. მისივე თქმით, საქართველო მონაწილეობდა ფორუმში იყო დიპლომატიური პროტოკოლის და პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა. „პრეზიდენტი სი ძინპინის მოწვევით ვიყავით. როდესაც მასპინძელი ქვეყანა გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, რომ ჩვენ ვიღებთ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ თვითონ ფორუმის, ამიტომ ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც პრეზიდენტმა სიმ გამართა. ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ ამ დროს არ იყო ცნობილი. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები. ასევე სახელმწიფო მეთაურების და დელეგაციების განლაგება, მათ შორის მინისტრების, იყო გამიჯნული. ამიტომ, ერთიანი სურათის ჩამოყალიბება, ეს არის მონტაჟი. ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. ეს არის პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ და ეს არ არის რამე სხვა ჟესტი, ამ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ. რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, სახელმწიფო თანამდებობის პირებს სხვა ტიპის პასუხისმგებლობა გააჩნიათ და ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე შევასრულოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ წარმოვადგენთ ჩვენს თავს, წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან. დანარჩენი არის ინტერპრეტაციები და სპეკულაციები, რომ ჩვენ შეიძლება სხვა ტიპის დიალოგი და ურთიერთობა გვქონდეს შეხვედრაზე. ჩვენ ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ. ასევე ჩვენ არ გვაქვს სხვა ტიპის ურთიერთობა, დამატებითი შეხვედრები, კარს მიღმა დიალოგი და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მოსახლეობის დაბნევის მცდელობა. ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატვა, ეს არ არის კომფორტის ზონა, ეს არის პასუხისმგებლობის ზონა, როდესაც ასეთი ტიპის ფორუმებში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვემსახურებით,“ - განაცხადა დავითაშვილმა. კითხვას, რატომ არ დატოვეს საქართველოს წარმომადგენლებმა დარბაზი, დავითაშვილი პასუხობს, რომ ეს არამარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არამედ, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება. „ეს არა მარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არა რომელიმე ქვეყნის ინტერესების დაკნინება, რადგან ამით ვერავის ინტერესს დავაზიანებდით, მაგრამ ეს იქნებოდა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების დაზიანება,“ - აღნიშნა დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნული არ დააზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, რადგან საქართველო გულწრფელია სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, დასავლეთთან და ევროკავშირთან. „ჩვენ არაფერს ვაკეთებთ დამალულად, ვაკეთებთ ყველაფერს ღიად და დიალოგის რეჟიმში. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ასევე ევროკავშირის ლიდერები ესწრებოდნენ ამ ფორუმს და არა მხოლოდ ამ ფორუმს, იცით, რომ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში მათ ინტენსიური დიალოგი აქვთ ჩინეთის ხელისუფლებასთან, მათ შორის G20- ის ფარგლებში. საქართველოს მონაწილეობა ასეთ ფორმატში ემსახურება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არანაირი დიალოგი და ფარული კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია. ჩვენ შევეცდებით სხვადასხვა სახის ფორმატის გამოყენებას იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დავიცვათ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

ფილიპინები ჩინეთს მის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს

ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი ჩინური საბრძოლო ხომალდი სამხრეთ ჩინეთის ზღვის იმ ნაწილში შეიჭრა, რომელსაც ფილიპინები საკუთარ ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს. განცხადებას ავრცელებს ოფიციალური პეკინიც. მისი მიხედვით, წყლები, სადაც ჩინური ხომალდები გადაადგილდებიან ჩინეთს ეკუთვნის და მათ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ დაურღვევიათ. კუნძული ჰუანგიანი და მისი აკვატორია ჩინეთისა და ფილიპინების მუდმივი დავის საგანია. კუნძულზე ოფიციალურმა პეკინმა კონტროლი 2012 წელს დაამყარა, რასაც ფილიპინები უკანონოს უწოდებს. ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერი გაარღვია  

ყაზახეთს ჩინეთისთვის 10 მილიონ ტონამდე ნავთობის მიწოდება შეუძლია - ენერგეტიკის მინისტრი

ყაზახეთს შეუძლია, ჩინეთს 10 მილიონ ტონამდე ნავთობი მიაწოდოს. ყაზახური მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა განაცხადა. ის აღნიშნავს, რომ ყაზახეთი და ჩინეთი განიხილავენ (Kenkiyak-Atyrau და Kenkiyak-Kumkol) ნავთობსადენების მონაკვეთების გაფართოების შესახებ პროექტს, რაც ქვეყნის დასავლეთ რეგიონებიდან ნავთობის გაგზავნას უზრუნველყოფს.„ამჟამად ყაზახეთი ჩინეთს აწვდის მცირე მოცულობას - 1 მილიონ ტონაზე ოდნავ მეტს, მაგრამ ქვეყანას აქვს დამატებითი საექსპორტო შესაძლებლობები. ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ დამატებით შეგვიძლია, მივაწოდოთ 10 მილიონ ტონამდე წელიწადში,“ - განაცხადა მინისტრმა.  

ევროკავშირი და ჩინეთი სამიტს გამართავენ

ევროკავშირი და ჩინეთი სამიტის გამართვას გეგმავენ. ეს ინფორმაცია გამოცემა Bloomberg-ს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპიკერმა დაუდასტურა. გამოცემის ინფორმაციით, სამიტი 7-8 დეკემბერს ჩატარდება, თუმცა სპიკერი ამბობს, რომ კონკრეტული თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. Bloomberg-ი წერს, რომ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი, ჩინეთში, პეკინის ხელმძღვანელობით, ოთხი წლის განმავლობაში პირველ სამიტზე გაემგზავრებიან. ჩინეთს ჯერ საჯაროდ არ დაუდასტურებია შეხვედრის თარიღი ან მისი ჩატარების ადგილი.  

ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხუთი ქვეყანა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხუთ ქვეყანასთან ერთად სამხედრო წვრთნებს გამართავს. სწავლება ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. წვრთნები, რომელიც ჩინეთის სამხრეთ პროვინცია გუანგდონში ჩატარდება, კამბოჯის, ლაოსის, მალაიზიის, ტაილანისა და ვიეტნამის ძალების ჩართულობას მოიცავს. წვრთნები კონტრტერორიზმსა და საზღვაო უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.  

პრემიერი: პრეზიდენტის განცხადება სი ძინპინთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგი. „მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთში განხორციელებული ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და მის უდიდეს როლს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე განმტკიცების პროცესში. „პრემიერ-მინისტრის მიერ კიდევ ერთხელ უაღრესად დადებითად შეფასდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განსაკუთრებული როლი, ხედვა და ეფექტური მმართველობის მიღწევები ჩინეთის ტრანსფორმაციასა და განვითარებაში, ამავდროულად ჩინეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩინეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა მასშტაბური რეფორმა, მათ შორის გლობალური მნიშვნელობის ინიციატივები, ასევე ჩინეთის პრეზიდენტის განსხვავებული და განსაკუთრებული ხედვა რეგიონული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარებისა და დარეგულირების კუთხით. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ამავდროულად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია. აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიციირების მიზეზი. პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, შეინარჩუნონ ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგი და იმუშაონ ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო განსამტკიცებლად,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. რას პასუხობს პრეზიდენტი პუტინისა და სი ძინპინის შესაძლო გასამართლებაზე დასმულ შეკითხვას

სი ძინპინმა 6 წლის შემდეგ, აშშ-ში პირველი ვიზიტი დაიწყო

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა 6 წლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში პირველი ვიზიტი დაიწყო. შეხვედრამდე ერთი დღით დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის დროს, მისი მიზანი ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციების განახლებაა. ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს 15 ნოემბერს შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებები სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება. ბაიდენმა მედიას განუცხადა, რომ ის ცდილობს, ჩინეთთან აშშ-ის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს. „მიზანია, რომ შეგვეძლოოს დარეკვა და ერთმანეთთან საუბარი, თუ რაიმე კრიზისი იარსებებს. ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან გამოყოფას, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, არის ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლა,“ – აღნიშნა ბაიდენმა.  

აშშ და ჩინეთი კლიმატთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი კლიმატთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ჩინეთისა და აშშ-ის შეთანხმება წინ უსწრებს გაეროს კლიმატის სამიტს, რომელიც მიმდინარე თვეში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ სამუშაო ჯგუფს შექმნიან. „ჯგუფი ყურადღებას ენერგეტიკულ გადასვლებზე, მეთანზე, წრიულ ეკონომიკაზე, რესურსების ეფექტურობაზე, ნახშირბადის დაბალ შემცველობაზე, მდგრად პროვინციებზე, შტატებსა და ქალაქებზე და ტყეების გაჩეხვაზე გაამახვილებს. აშშ და ჩინეთი, როგორც ორმხრივად, ისე სხვა მხარეებთან ერთად იმუშავებენ, რათა წინ აღუდგნენ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს გამოწვევას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

ბაიდენი სი ძინპინს: კონკურენცია კონფლიქტში ვერ გადაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტთან დისკუსიებს გულწრფელი უწოდა. BBC-ის ცნობით, მან სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. CNN-ის ცნობთ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი შეხვედრას სან-ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე ისტორიულ მამულში მართავენ. შეხვედრის ზუსტი ადგილი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა. ბაიდენმა შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კონკურენცია ვერ გადაიზრდება კონფლიქტში. მან ხაზი გაუსვა, რომ მისი ადრინდელი შეხვედრები სი ძინპინთან, "გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო" იყო. აშშ-ის პრეზდენტმა აღნიშნა, რომ ლიდერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი მოსახლეობის წინაშე, რომ იმუშაონ ერთად, მათ შორის კლიმატის ცვლილების საკითხებზე, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ და ხელოვნური ინტელექტის თემაზე. თავის მხრივ, სი ძინპინი მიიჩნევს, რომ ორივე მხარეს შეუძლია, გადალახოს თავისი უთანხმოება და შექმნას პერსპექტიული მომავალი. „აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა უნდა განვითარდეს ისე, რომ სარგებელი მოუტანოს ჩვენს ხალხებს,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმთ, დაპირისპირებას ორივე მხარისთვის არასასურველ შედეგები მოჰყვება. შეგახსენებთ, სი ძინპინმა 6 წლის შემდეგ, აშშ-ში პირველი ვიზიტი დაიწყო.  

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სამხედროებს შორის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს და სი ძინპინს გულახდილი და კონსტრუქციული დისკუსია ჰქონდათ არაერთ ორმხრივ და გლობალურ საკითხზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს და ჩინეთს კონკურენტული ბრძოლა აქვთ და, რომ შეერთებული შატატები ყოველთვის დაიცავს თავის ინტერესებს და ფასეულობებს და მოკავშირეებს და პარტნიორების. ჯო ბაიდენის თქმით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას, რათა ის არ გადაიზარდოს კონფლიქტში, კონფრონტაციაში, ან ახალ ცივ ომში. სამხედრო კონტაქტების განახლების გარდა, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ სხვა საკითხშიც. მათ შორის განახლდება თანამშრომლობა ნარკოტიკების უკანონო წარმოების და ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ასევე, დაადასტურეს, რომ აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სისტემებთან დაკავშირებული რისკების დაძლევა და უსაფრთხოების გაზრდა. ბაიდენი და სი ასევე, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა ორ ქვეყანას შორის რეგულარული სამგზავრო ავიარეისების გასაზრდელად. აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის არასამართლიანი სავაჭრო პოლიტიკის, არასაბაზრო ეკონომიკური პრაქტიკის და ამერიკული კომპანიებისადმი სადამსჯელო ზომების გამო. შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინისა და ისრაელის შესახებაც. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განაგრძობს რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭრას, რათა უკრაინა ომიდან გამოვიდეს როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ტერორიზმისგან ისრაელის თავდაცვის უფლებას და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანამ თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს კონფლიქტის გაფართოების აღსაკვეთად. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და ხაზი გაუსვა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. საუბარი იყო ტაივანზეც. ჯო ბაიდენმა თქვა რომ აშშ ეწინააღმდეგება რომელიმე მხარის მიერ სტატუს-კვოს ცალხმრივად შეცვლას და მხარს უჭერს უთანხმოების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. თავის მხრივ, სი ძინპინმა ტაივანის საკითხს უწოდა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყველაზე დიდი და სახიფათო პრობლემა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიწოდება. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, ჟურნალისტებს უამბო, რომ სი ძინპინმა ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანში შეჭრას არ აპირებს და უპირატესობას მშვიდობიანად გაერთიანებას ანიჭებს, თუმცა, კონკრეტულ გარემოებებში შესაძლოა, ძალაც გამოიყენოს. ჩინეთის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მიერ მიღებული ეკონომიკური ზომების, მათ შორის სანქციების და ჩინეთის ტექნოლოგიების სფეროში ამერიკული ინვესტიციების შეზღუდვის გამო. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის ვაშინგტონთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომლებიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემას, მშვიდობიან თანაარსებობას და ურთიერთმომგებიან თანამშროლობას. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინის პირველი, პირისპირ შეხვედრა 2022 წლის ნოემბერში გაიმართა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტის ფარგლებში.  

ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა

CNN-ის კორესპონდენტის შეკითხვას, ისევ მიიჩნევს თუ არა სი ძინპინს დიქტატორად, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ მართავს კომუნისტურ ქვეყანას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის მეთაური დიქტატორებს 2023 წლის ივნისშიც შეადარა, როცა კალიფორნიაში, ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე საუბრობდა ამერიკელი სამხედროების მიერ ჩინური აეროსტატის ჩამოგდებაზე. ივნისში, ბაიდენის ამ განცხადებას ჩინეთისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პეკინმა აშშ-ის ლიდერის სიტყვები „აბსურდულ და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პროვოკაციად" შეაფასა. 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს.  

სი ძინპინი ჯო ბაიდენს: აშშ-მ ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება არ უნდა დაგეგმოს - საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. შესაბამის ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სან-ფრანცისკოში გაიმართა. „ჩინეთს არ აქვს გეგმები, დაამარცხოს შეერთებული შტატები და შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. ორივე მხარემ უნდა გაიგოს ერთმანეთის პრინციპები და ძირეული ხაზები, არ შექმნას ან არ გამოიწვიოს პრობლემები ან გადალახოს საზღვრები, ამის ნაცვლად, უნდა ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია, განსხვავებებისა და ინციდენტების მშვიდად მოგვარება,“ - აღნიშნა სი ძინპინმა. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი არ დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არ ერევა მის შიდა საქმეებში და აშშ-მაც არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან. „ჩინეთი არ ეძებს გავლენის სფეროებს. არავისთან ვაპირებთ არც ცივ და არც ცხელ ომს,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.  ჩინური მედიის ცნობით ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, კომუნიკაციის შენარჩუნებისა და კონფლიქტების პრევენციის აუცილებლობას. შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ განაახლონ მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაცია და ითანამშრომლონ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განაახლონ შეხვედრები თავდაცვის სამინისტროებს შორის და საზღვაო სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონსულტაციები. 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა  

პეკინის განცხადებით, ბაიდენისა და სი ძინპინის მოლაპარაკებები "უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით" ჩინეთის პოზიციას არ შეცვლის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინს შორის სან-ფრანცისკოში გამართული მოლაპარაკებები არ შეცვლის პეკინის პოზიციას გრძელვადიან საერთაშორისო და რეგიონულ კრიზისებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩინეთის პოზიციას „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.“ ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხუთშაბათს, 16 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იტყობინება Ukrinform-ი. სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების დროს ჩინეთმა და აშშ-ის ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის "უკრაინის კრიზისსა" და "პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე." „ჩინეთის პოზიცია ორივე საკითხზე მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის მხარეს და ვრჩებით მოწოდებულნი მშვიდობისა და დეესკალაციისთვის მოლაპარაკებების ხელშეწყობისკენ," - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩინეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩინეთი არ გმობს რუსეთის ქმდებას და არც შეჭრას უწოდებს მას. პეკინი აცხადებს, რომ იარაღს არცერთ მხარეს არ მიაწვდის, თუმცა პეკინი ასევე აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას და გაფართოებას მოსკოვთან. მან აგრესორ ქვეყანასთან გასული წლის განმავლობაში რეკორდულ დონემდე გაზარდა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთი რუსეთთან ასევე ავითარებს თანამშრომლობას სხვა სფეროებში. ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა  

ლაიენი: როგორ პოზიციონირებს ჩინეთი რუსეთთან, მომავალში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება

„ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა ჩვენი მომავალი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია," ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, „თუ როგორ პოზიციონირებს ჩინეთი რუსეთთან, მომავალში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება.“ „ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან განმსაზღვრელი ფაქტორია, ჩვენი სამომავლო ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მაშინ, როდესაც ზუსტად ევროკავშირის საზღვრებთან ორი ომი მძვინვარებს - უკრაინაში და ღაზაში, გაურკვეველი ეკონომიკური პერსპექტივით - ასეთ მშფოთვარე დროს, არსებობს სტრატეგიული სტაბილურობის ძლიერი საჭიროება თუ როგორ ვუდგებით ჩინეთს, ამისთვის კი გულწრფელები უნდა ვიყოთ, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი… ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც მოჰყვება. ჩინეთი ამბობს, რომ გაეროს ქარტიას იცავს, მაგრამ რუსეთის აგრესიული ომისგან საკუთარი თავის დისტანცირებას არ ახდენს. როგორ ვპასუხობთ ამას? - მჯერა, რომ წინსვლის გზაა პეკინთან მუშაობა გავაგრძელოთ, რათა რუსეთისთვის მისთვის დახმარება იმდენად შეზღუდული დარჩეს, რამდენადაც შესაძლებელია. მკაფიო უნდა გავხადოთ, ის, თუ როგორ აპოზიციონირებს ჩინეთი საკუთარ თავს რუსეთთან, ეს სამომავლო წლებში ჩვენი ორმხრივ ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

რობინ დანიგანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე: ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, ცოტათი არასასურველი ვითარებაა

რას ნიშნავს აშშ-სთვის საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორების დამყარების შესახებ შეთანხმების დამყარება. ამერიკის ელჩმა ეს თემა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განიხილა. რობინ დანიგანის თქმით, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს. „გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ - ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს... სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა," - ამბობს რობინ დანიგანი. ასევე გაეცანით საქართველო: ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

რა საკითხები მოექცა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და არაბული ქვეყნების ოფიციალური პირების ფოკუსში

ოფიციალური პირები საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან, პალესტინიდან და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან დღეს, 20 ნოემბერს, პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდნენ და ისრაელ - „ჰამასის“ კონფლიქტზე ისაუბრეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის თქმით, პეკინი არაბული და მუსლიმური ქვეყნების „კარგი მეგობარი და ძმაა" და რომ მისი ქვეყანა „ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღადგინონ მათი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები და ინტერესები.“ „ჩვენი მოწოდებაა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე დაბრუნება და პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მოგვარების რეალიზაცია. 11 ნოემბერს ისლამურმა არაბულმა ქვეყნებმა მოიწვიეს ერთობლივი რიგგარეშე სამიტი პალესტინა-ისრაელის სიტუაციის შესახებ მკაფიო და ძლიერი საერთო განცხადების გასაკეთებლად და მხარი დაუჭირეს ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განხორციელებას. ჩინეთი სრულად უჭერს მხარს ამას. მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად არაბულ და ისლამურ ქვეყნებში, რათა უზრუნველვყოთ შეუწყვეტელი ძალისხმევა ღაზაში ბრძოლების შეძლებისდაგვარად სწრაფად დასასრულებლად, ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისთვის და პალესტინის საკითხის ადრეული, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი: სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ბრძოლა და მკვლელობები, სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ჰუმანიტარული მარაგები ღაზას,“ - განაცხადა თავის მხრივ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა. მისი თქმით, ჩინეთი იმუშავებს იმისათვის, რომ „რაც შეიძლება მალე ჩაახშოს ბრძოლა ღაზის სექტორში, შეამსუბუქოს ჰუმანიტარული კრიზისი და ხელი შეუწყოს პალესტინის საკითხის სწრაფ, ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მოგვარებას.“  

სი ძინპინმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი მიიღო

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში მიიღო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, იუწყება ჩინეთის მედია. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 21-დან 23 ნოემბრამდე გაგრძელდება, რუსეთის პარლამენტის წარმომადგენლები ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) ხელმძღვანელობას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდებიან. თავის მხრივ, რუსული მხარის ცნობით, „ვიაჩესლავ ვოლოდინმა სი ძინპინს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თბილი მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა.“ „თქვენი ურთიერთობების დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყნები არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები არიან, არამედ სტრატეგიული მეგობრებიც,” - აღნიშნა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მისი თქმით, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის ძალისხმევით, „რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები განვითარების პიკზეა.“ სი ძინპინი რამდენიმე დღის წინ სან-ფრანცისკოში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს. ჯო ბაიდენი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა.  

ჩინეთი 6 ქვეყანას უვიზო მიმოსვლას სთავაზობს

ჩინეთი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის მოქალაქეებს ვიზის საჭიროებისგან დროებით გაათავისუფლებს. ამ ქვეყნების მოქალაქეებს 2024 წლის დეკემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ბიზნესის კეთების, ტურიზმის, ღირსშესანიშნაობების დათვალიერების მიზნით, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად ან ტრანზიტით, არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში, ვიზა არ დასჭირდებათ. „სამწლიანი კოვიდშეზღუდვების შემდეგ, ბოლო თვეებში ჩინეთი ტურიზმის სექტორის აღსადგენად ნაბიჯებს დგამს. პეკინი ასევე ცდილობს თავისი გლობალური იმიჯის აღდგენას ბევრ დასავლურ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან რიგ საკითხებზე უთანხმოების ფონზე,“ წერს Reuters-ი. მისივე თანახმად, ამ თვის დასაწყისში ჩინეთმა უვიზო სატრანზიტო პოლიტიკა ნორვეგიის ჩათვლით, სულ 54 ქვეყანაში გააფართოვა.

ირაკლი ღარიბაშვილი: რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია.  „დღემდე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან; ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან; არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთთან. მთლიანობაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2,3-მილიარდიან მომხმარებელთა ბაზარზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ივლისში მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში და ჩვენ ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანეთ ახალ დონეზე, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაფორმეთ, რაც აძლევს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიან რეგიონს.   მინდა ასევე აღვნიშნო, რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან. საქართველო არის დაინტერესებული, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი  პარტნიორობა, ჩვენი თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რეგიონთან, რაც მოიტანს მეტ კეთილდღეობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნებისთვის,“ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია.“ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში.  პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. „აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული „შუა დერეფანი“ ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც  ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის  შეიძლება ითქვას ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის  დანერგვაზე. დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ასევე მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში. ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში. ასევე, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც ჩვენ გასულ წელს დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ლიდერებმა.  ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2018-2022), საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48%-ით. „2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის  სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში.  ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე,  რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი,“ - განაცხადა პრემიერმა. შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რკინიგზის მოდერნიზაცია, პორტების, გზების მშენებლობა-განვითარება - რა საკითხები განიხილეს ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა      

რუსულ-ჩინურ კონსორციუმს ყირიმის ხიდთან წყალქვეშა გვირაბის აშენება სურს - Washington Post

რუსეთს ყირიმთან დამაკავშირებელი წყალქვეშა გვირაბის აშენების გეგმა აქვს. უკრაინის უშიშროების სამსახურების ინფორმაციით, მთავრობასთან კავშირში მყოფმა რუსმა და ჩინელმა ბიზნესის აღმასრულებლებმა საიდუმლო დისკუსიები უკვე გამართეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს. შეხვედრები ოქტომბერში გაიმართა, რაც ქერჩის სრუტეზე 11 მილის სიგრძის ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რუსეთის შეშფოთებას მოჰყვა. უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამიზნედ თვლის, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს. ამერიკული გამოცემის თანახმად, აღნიშნული მოლაპარაკებები ხაზს უსვამს რუსეთის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს კონტროლი ყირიმზე, ნახევარკუნძულზე, რომლის ანექციაც მან 2014 წელს მოახდინა. მოსკოვის ნაბიჯი ასევე ნიშანია ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების. აშშ-ის ოფიციალური პირებისა და ექსპერტების თქმით, არსებულ ხიდთან გვირაბის მშენებლობა უზარმაზარ დაბრკოლებებს წააწყდება. ისინი აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაო, რომელიც, სავარაუდოდ, მილიარდობით დოლარი დაჯდება და დასრულებას წლები დასჭირდება, საომარ ზონაში არასდროს ჩატარებულა. ექსპერტების თქმით, გეგმის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ არსებული კითხვების მიუხედავად, რუსეთს მკაფიო მიზეზები აქვს მისი განხორციელებისთვის. იმ ფონზე, რომ კრემლმა ომში გადამწყვეტ გამარჯვებას ვერ მიაღწია, არსებობს რისკი, რომ უკრაინა ქერჩის ხიდზე ინტენსიურ თავდასხმას შეეცდება. „პროექტი პოლიტიკურ და ფინანსურ რისკებს უქმნის ჩინეთს, რომელსაც ოფიციალურად არასოდეს უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და რომლის კომპანიებიც შეიძლება, ეკონომიკური სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ,“ - წერს ამერიკული გამოცემა. The Washington Post-ს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია დაინტერესდა. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის ავთენტურობას The Post-ის მიერ ცალკე მოპოვებული სხვა ინფორმაცია ადასტურებს, მათ შორის, ფაილები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ყირიმში რუსულ-ჩინური კონსორციუმი ახლახან ჩამოყალიბდა. კონსორციუმის ოფიციალურ პირებს შორის ელექტრონულ მიმოწერაში ასევე მოხსენიებულია შეხვედრები ჩინელ დელეგატებთან ყირიმში. 4 ოქტომბრით დათარიღებული ერთ-ერთი შეხვედრა აღწერს, რომ ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია CRCC მზადაა, უზრუნველყოს ნებისმიერი სირთულის სარკინიგზო და საგზაო სამშენებლო პროექტების მშენებლობა ყირიმის რეგიონში.“ CRCC, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომელმაც ჩინეთში მრავალი უმსხვილესი საგზაო და სარკინიგზო ქსელი ააშენა. მან ბოლო წლების პროექტების მეშვეობით, რუსეთთან მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარა, მათ შორის, მოსკოვის მეტროს სისტემის გაფართოებით, რომელიც 2021 წელს დასრულდა. ამერიკულმა გამოცემამ კომენტარისთვის ჩინურ კომპანიას მიმართა, თუმცა მათ საუბარი არ ისურვეს. დოკუმენტებში კონსორციუმის გენერალურ დირექტორად რუსი ბიზნესმენი, ვლადიმერ კალიუჟნია დასახელებული. „რუსეთი აგრძელებს სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც 2014 წლიდან იყო ოკუპირებული ან გასული წლის შეჭრის შემდეგ. ბოლოდროინდელმა სატელიტურმა სურათებმა გამოავლინა ახალი მონაკვეთები აზოვის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ეს არის ოკუპირებული სახმელეთო მარშრუტის ნაწილი, რომელიც ასევე აკავშირებს რუსეთს ყირიმთან. მშენებლობაში ჩართულნი არიან კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულია არკადი როტენბერგთან, პუტინის ბავშვობის მეგობართან, რომელმაც უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა კრემლის მიერ მხარდაჭერილი პროექტებით, მათ შორის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას სოჭში. მისი სამშენებლო კომპანია Stroygazmontazh ასევე მსახურობდა ქერჩის ხიდზე როგორც წამყვანი კონტრაქტორი. 71 წლის ოლიგარქი სანქცირებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ,“ - წერს Washington Post-ი.  

ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა ყაზახეთისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა ყაზახეთისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ ყაზახეთ-ჩინეთის ურთიერთობები, ორმხრივად მომგებიანი და ეფექტიანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის მოდელია. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს და დიდი თანამშრომლობის კონკრეტული შედეგის იმედი გვაქვს,“ - აღნიშნა თოყაევმა. 2022 წელს ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან $24,1 მილიარდი შეადგინა, რაც 34,1 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. ყაზახეთიდან ექსპორტი 34,7 პროცენტით გაიზარდა და 13,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყაზახეთის ექსპორტის წილმა ჩინეთში ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი 15,6 პროცენტი შეადგინა. ჩინეთიდან ყაზახეთში იმპორტი წელიწადში 33,5 პროცენტით გაიზარდა და 11 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. „მე ცოტა ხნის წინ ვესტუმრე პეკინს და დეტალური მოლაპარაკებები გავმართე პრეზიდენტ სი ძინპინთან. მოლაპარაკებები იყო უაღრესად არსებითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმი," - განაცხადა თოყაევმა მისი თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულია. „ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს უმაღლეს დონეზე," - აღნიშნა თოყაევმა.  

ჩინეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ხიდთან წყალქვეშა გვირაბის მშენებლობას უარყოფს

ჩინეთში გამოეხმაურნენ The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანხმად, რუსულ-ჩინურ კონსორციუმს ყირიმის ხიდთან წყალქვეშა გვირაბის აშენება სურს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვან ვენბინმა ბრიფინგზე ისაუბრა.  „ეს პუბლიკაცია უსაფუძვლოა და მე მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,” - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა, რომელსაც რუსული მედია ციტირებს. ამგვარად, მან უპასუხა შეკითხვას The Washington Post-ის (WP) სტატიის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვი და პეკინი სავარაუდოდ, გვირაბის მშენებლობას განიხილავდნენ.  რუსულ-ჩინურ კონსორციუმს ყირიმის ხიდთან წყალქვეშა გვირაბის აშენება სურს - Washington Post  

უკრაინამ რუსეთ-ჩინეთის დამაკავშირებელ რკინიგზაზე აფეთქება მოაწყო – უკრაინული მედია

„უკრაინსკა პრავდა“ ძალოვან სტრუქტურაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 30 ნოემბრის ღამეს რუსეთ-ჩინეთის „ერთადერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის“ მონაკვეთი უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერაციის შედეგად ააფეთქეს. წყაროს ცნობით, ეს სარკინიგზო მაგისტრალი, რომელსაც რუსეთი ასევე იყენებს სამხედრო ტვირთებით მომარაგებისთვის, პარალიზებულია. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას. ოფიციალურად, დაზვერვის სამსახურს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა

ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტას" ინფორმაციით, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 3-4 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, პეკინში ლუკაშენოსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. დღის წესრიგში სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებია. მინსკს ვიზიტის დეტალური პროგრამა არ გამოუქვეყნებია, თუმცა როგორც ბელორუსის სახელმწიფო მედია წერს, ვიზიტი მოიცავს არაერთ სოციალურ და ჰუმანიტარულ ღონისძიებასაც.  

სი ძინპინი: ჩინეთმა და ევროკავშირმა გლობალურ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა გლობალურ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ. პეკინში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდნენ. შეხვედრაზე ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებმა სავაჭრო ურთიერთობები და უკრაინის საკითხი განიხილეს. „ჩვენ გლობალურ გამოწვევებს ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ და მსოფლიო სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა სი ძინპინმა ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით. ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის ბოლო შეხვედრა 2019 წელს გაიმართა.  

ევროკავშირის ლიდერები სი ძინპინს: განსხვავებები უნდა გადაიჭრას

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს განუცხადა, რომ ბლოკმა და მისმა უდიდესმა სავაჭრო პარტნიორმა უნდა მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება - ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი, რომელიც პირველად იმართება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პეკინში დაიწყო. ევროკავშირსა და ჩინეთ შორის არის სფეროები, სადაც ერთმანეთის ინტერესები ემთხვევა, მათ შორის თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით, თუმცა არსებული განსხვავებები უნდა გადაიჭრას. ამ გზავნილით ჩავიდნენ ევროპული ინსტიტუტების ლიდერები ჩინეთში. პეკინში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდნენ. „მკაფიო დისბალანსი და განსხვავებები უნდა გადაიჭრას,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მიშელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბლოკი ეძებს "სტაბილურ და ორმხრივად მომგებიან" ურთიერთობას ჩინეთთან. მაგრამ, მისი თქმით, სამიტზე ევროკავშირი ასევე წამოწევს ევროპულ ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებს.  

ლაიენი: რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეგზისტენციალური საფრთხეა, ვაკვირდებით ჩინეთის პოზიციონირებას

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ჩინეთის მონაწილეობა უკრაინის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ შეხვედრებში მნიშვნელოვანია. ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს პეკინს, გამოიყენოს მთელი თავისი გავლენა რუსეთზე, რათა პუტინმა უკრაინაში ომის დაასრულოს. „ომის დასაწყისიდანვე ნათლად განვაცხადეთ - როგორ დაიკავებს ჩინეთი თავის პოზიციას უკრაინაში რუსულ აგრესიასთან მიმართებით, განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ვუყურებთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს და ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩინეთის პოზიციონირებას. რუსეთის აგრესიული ომი არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევა და ეს არის სერიოზული საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ჩინეთმა უნდა გამოიყენოს მთელი თავისი გავლენა რუსეთზე, რათა შეაჩეროს ეს აგრესიული ომი და ჩაერთოს უკრაინის სამშვიდობო ფორმულაში,“ – განაცხადა ლაიენმა ჩინეთი-ევროკავშირის 24-ე სამიტზე. ფონ დერ ლეიენმა ასევე განაცხადა, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობით უნდა მართოს უთანხმოება. ევროკავშირის ლიდერები სი ძინპინს: განსხვავებები უნდა გადაიჭრას თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა უნდა მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება დიალოგის გზით. „ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ ერთმანეთი, როგორც კონკურენტებად მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სისტემები განსხვავებულია, არ უნდა შევამციროთ თანამშრომლობა იმის გამო, რომ კონკურენცია არსებობს, ან დაპირისპირებაში ჩავერთოთ, რადგან არსებობს უთანხმოება,” - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.  

აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის სფეროში ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობით ინტერესდება

აზერბაიჯანმა ჩინურ კომპანიასთან ენერგიის შენახვის სისტემების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი შეხვდა დელეგაციას, რომელსაც ენერგეტიკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი დაინტერესებულია ჩინურ კომპანიებთან მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობის დამყარებით. მხარეებმა China Energy-თან ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები შეაფასეს ენერგიის შენახვის სისტემებზე, მწვანე წყალბადის წარმოებასა და ექსპორტზე, ასევე, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის ტექნოლოგიებზე.  

ჩინეთის საელჩო: საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებელი შემცირდება

ჩინეთის საელჩოს განცხადებით, ჩინეთსა და უცხო ქვეყნებს შორის მოგზაურობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ჩინეთის საელჩო 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეამცირებს ჩინეთის სავიზო მოსაკრებელს საქართველოს მოქალაქეებისთვის. „შემცირებული სავიზო მოსაკრებელი იქნება: ერთჯერადი ვიზა – 45 ლარი, ორჯერადი ვიზა – 70 ლარი, ნახევარწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 90 ლარი, ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 135 ლარი, ორწლიანი მრავალჯერადი ვიზა – 135 ლარი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში. საელჩოს ცნობით, 11 დეკემბრამდე ჩაბარებულ განაცხადებზე სავიზო მოსაკრებელზე კვლავ თავდაპირველი რეგულაციები იმოქმედებს. დაჩქარებულ სერვისზე საბუთების ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტს მოუწევს დამატებითი საფასურის გადახდა. ცნობისთვის, 2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. პრემიერის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

ფილიპინების საგარეო უწყებამ ჩინეთის ელჩს დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადა

ფილიპინებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მწვავდება. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამ ქვეყნების გემებს შორის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაძაბული დაპირისპირების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის ელჩი გამოიძახეს. ფილიპინებისა და ჩინურ ნავებს შორის შეჯახებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ფილიპინურმა მხარემ პეკინს დიპლომატიური პროტესტი გადასცა. უწყებაში განაცხადეს, რომ ჩინეთის ელჩი ფილიპინებში შესაძლოა, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდეს. ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთობები მიმდიბარე წელს განსაკუთრებით დაიძაბა, რადგან ახალი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი, რომელმაც ბარიერის გარღვევის უფლება დაუშვა, ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები მოკავშირე შეერთებულ შტატებთან. ასეთი მცდელობები მოიცავდა აშშ-ის სამხედროებისთვის ფილიპინების ბაზებზე გაფართოებული წვდომის უფლების მინიჭებას ამ ნაბიჯს ჩინეთი აკრიტიკებდა და მას პროვოკაციულს უწოდებდა. ფილიპინებმა 2016 წელს დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიას სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტეს ნაწილზე საფუძველი არ ჰქონდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჩინეთი არ აღიარებს გადაწყვეტილებას.   

ჩინეთის ელჩი: მჯერა, შემუშავდება გეგმა, როგორ დაჩქარდეს „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ერთობლივი მშენებლობა და გაძლიერდეს შუა დერეფნის ფარგლებში კოორდინაცია

ჩინეთის ელჩი „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მშენებლობის დაჩქარებასა და შუა დერეფნის ფარგლებში კოორდინაციის გაძლიერებაზე საუბრობს. ჭოუ ციენის თქმით, „საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც ყველაზე ადრე გამოეხმაურა „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას და დღემდე მისი ძალიან აქტიური მონაწილეა.“ „მიმდინარე წლის ივლისში ჩინური და ქართული მხარეების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განავითარონ ინვესტიციები და ვაჭრობა ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტრანსპორტირება, კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, შუა დერეფნის მშენებლობისა და განვითარების მიმართულებით და სხვა, გამოიყენონ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჩინური ნაწარმის დასავლურ ბაზარზე შეუფერხებელი ექსპორტისთვის“. ჩინურ და ქართულ მხარეებს შორის ხელმოწერილი „თანამშრომლობის გეგმა ერთი სარტყელი – ერთი გზის ერთობლივი მშენებლობის შესახებ“ მოიცავს შემდეგ საკითხებს: ორ ქვეყანას შორის მაღალხარისხიანი პროდუქტებით ვაჭრობის გაფართოება, ტურიზმის, ფინანსებისა და სხვა მომსახურებებით ვაჭრობის გაძლიერება, ჩინური კომპანიების წახალისება ისეთ დარგებში ინვესტიციების განხორციელებისკენ, როგორებიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, წარმოება და საინფორმაციო ტექნოლოგიები და ამ თანამშრომლობის შინაარსი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს „შუა დერეფნის“ მშენებლობას, ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარების სტრატეგია, რომლის მიზანია საკუთარ თავზე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის როლის აღება ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთსა და სხვა ქვეყნებთან ერთად. მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევან დავითაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთში და დაესწრო პეკინში გამართულ რიგით მესამე საერთაშორისო თანამშრომლობის სამიტს, რომელზეც პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადა ჩინეთის მიერ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მაღალხარისხიანი განვითარების მხარდაჭერის რვაპუნქტიანი გეგმა. აქედან პირველია ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ბლოკმატარებლის განვითარება და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობა. როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობას, ასევე ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი ექსპრესრკინიგზის გაფართოებას, ორივეს უდიდესი პოტენციალი აქვს შუა კორიდორის პროექტთან უფრო ღრმა ინტეგრაციისა. მჯერა, რომ ორივე ქვეყნის შესაბამისი ორგანოები შეიმუშავებენ გეგმას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ერთობლივი მშენებლობის დაჩქარება, შუა კორიდორის ფარგლებში კოორდინაციის გაძლიერება და ამ მიმართულებით მიაღწევენ უფრო მეტ შედეგებს,“ - განაცხადა ჭოუ ციენმა საზოგადოებრივ მაუწყეველთან ინტერვიუში.    

ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრისას 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში განსუსა და ცინხაიში სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, დღეს, 19 დეკემბერს, მომხდარი 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი განსუს პროვინციაში მდებარეობდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდა 5,9 იყო. ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ მხოლოდ განსუში განადგურებული ან დაზიანებულია 4782 სახლი, წყლით მომარაგების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაციისკენ, რათა მსხვერპლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.  

ჯონ კირბი: რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობას აძლიერებენ

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობას აძლიერებენ. კირბის შეფასებით, ხსენებული სახელმწიფოები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ესხმიან თავს. „ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია და არიან გარკვეული სახელმწიფოები, რომლებსაც ამ წესრიგის წინააღმდეგ მოქმედების სურვილი აქვთ. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის, ისევე როგორც გარკვეულწილად, ჩრდილოეთ კორეის მზარდ სურვილს, რომ ერთმანეთთან კავშირი გააძლიერონ და გააუმჯობესონ,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ.  

ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, ჰეილონგიანგში, კუნიუანის მაღაროში მუშების გადამყვანი ეტლი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. 2023 წელს ჩინეთში ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებულმა ავარიებმა იმატა, ხელისუფლებამ უბედური შემთხვევების წინააღმდეგ საბრძოლველად უსაფრთხოების წესები გაამკაცრა.  

ცხადი პოზიცია გვაქვს ტაივანზე, დინამიკური ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს „ძალიან ცალსახა პოზიცია აქვს იმ საკითხებზე, რაც ეხება ჩინეთს, ტაივანს“ და „გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.“ ასე უპასუხა მინისტრმა დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდების შემდეგ, შეიძლება თუ არა საქართველომ განიხილოს ტაივანელებისათვის ქვეყანაში შეშვების გამარტივება. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს ურთიერთობები დაიწყო არა დღეს და გუშინ, არამედ რამდენიმე წლის წინ. ამის მთავარი მიზეზი იყო რომ ჩვენ მაქსიმალურად მოგვეხდინა ჩვენი საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება და ეს კონკრეტული შედეგი დაიდო: საქართველომ წარმატებით მოახდინა საექსპორტო პროდუქციის გატანა ჩინეთის ბაზარზე,“ - განაცხადა მინისტრმა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, ამ ურთიერთობის განვითარების შედეგად „ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ქვეყანა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თავისუფალ რეჟიმში ვაჭრობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.“ „ეს ურთიერთობები გრძელდება. კარგად თუ ადევნებით თვალყურს, ახლახან განვაცხადეთ დეკლარირებულად, რომ ურთიერთობებს ახალ სივრცეში ავიყვანთ. ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, განვითარდეს შუა დერეფანი, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული როლი და ფუნქცია, რომ კიდევ უფრო მეტად დავაკავშიროთ აზია და ევროპა ერთმანეთს. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თანაბარ პირობებში აქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და ევროკავშირთან, რაც არის დიდი მონაპოვარი ჩვენი ევროინტეგრაციის და გავაგრძელებთ ამ ურთიერთობების განვითარებას,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ტაივანის საგარეო მინისტრი საქართველოს მოუწოდებს, ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება მისცეს ტაივანელებს  

70 წლის შემდეგ პირველად, პეკინში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში რეკორდული სიცივე გასული კვირის შემდეგ ფიქსირდება. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა - 40 გრადუსს ცელსიუსს უდრის. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურების ინფორმაციით, 11 დეკემბრის შემდეგ 0-ს ქვემოთ ტემპერატურა ზედიზედ 300 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რაც 1951 წლის რეკორდს მნიშვნელოვნად აღემატება.  ამავე პერიოდში პეკინში -10 გრადუსი ზედიზედ 9 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა. ჩინეთის პროვინცია ჰენანის მოსახლეობა სახელმწიფოსგან გამათბობლებით მომარაგებას ელოდება.  

ჩინეთი ამერიკულ კვლევით კომპანიასა და ორ მკვლევარს სანქციებს უწესებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეკინი ამერიკულ კვლევით კომპანიასა და ორ მკვლევარს ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციებს უწესებს. უწყების სპიკერმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ კვლევებისა და მონაცემთა ანალიტიკურ ფირმა Kharon-ს, მის დირექტორს ედმუნდ შუსა და ადამიანის უფლებათა მკვლევარს, ნიკოლ მორგრეტის ჩინეთში მოგზაურობა აეკრძალებათ. „კომპანიისა და ინდივიდუალური პირების ნებისმიერი აქტივი ან ქონება, რომელიც მათ ჩინეთში აქვთ, გაიყინება. ასევე, ისინი ჩინეთში ტრანზაქციების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ,“ - აცხადებენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.  

ჩინეთი ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

ჩინეთი ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ავრცელებს. აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ცნობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამერიკელ ტურისტებს ჩინეთის სავიზო განაცხადის შევსებისას მოთხოვნილი საბუთების ნაკლები რაოდენობით წარდგენა დასჭირდებათ. ჩინეთის ტურისტული ვიზის მისაღებად ამერიკელებისთვის მოსაწვევი წერილის, ავიაბილეთისა და სასტუმროს ჯავშნის წარდგენა აუცილებელი აღარ იქნება. ჩინეთის ეს ნაბიჯი, COVID-19 პანდემიის შემდეგ, ტურიზმის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.  

ჩინეთი და ტაილანდი ერთმანეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებენ

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი, სრეტა ტავისინი აცხადებს, რომ ჩინეთი და ტაილანდი ერთმანეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებს აუქმებენ. „ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააუმჯობესებს,“ - განაცხადა სრეტა ტავისინმა. ორი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის მარტიდან შევა. ცნობისთვის, 2023 წელს ტაილანდმა 28 მილიონი უცხოელი ტურისტი მიიღო.  

სი ძინპინმა საახალწლო მიმართვისას განაცხადა, რომ ტაივანი და ჩინეთი "აუცილებლად გაერთიანდებიან“

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის ყოველწლიურ საახალწლო მიმართვაში გაიმეორა თავისი განცხადება, რომ ტაივანი "აუცილებლად გაერთიანდება" ჩინეთთან.  მისი გზავნილი მოდის ტაივანის გადამწყვეტი 13 იანვრის არჩევნების წინ, რომელიც კუნძულის სრუტეების პოლიტიკას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსაზღვრავს.  ჩინეთმა არჩევნების წინ სამხედრო ზეწოლა გააძლიერა ტაივანზე. სი ძინპინის თქმით, „ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მყოფი ყველა ჩინელი უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნისთვის, ჩინური ერის აღორძინებისათვის.“ „დემოკრატიისა და ავტორიტარიზმს შორის გლობალური კონფლიქტის წინაშე მდგარ ტაივანს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს: გააგრძელოს მშვიდობის დაცვა და დაიცვას დემოკრატია,“ - განაცხადა სი ძინპინმა. გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

FT: ჩინეთი რუსეთის სამხედრო კომპლექსისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელია

Financial Times-ის ცნობით, ჩინელი მწარმოებლები დომინირებენ რუსეთთან ისეთი დეტალებითა და აღჭურვილობით ვაჭრობაში, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სასიცოცხლო საჭიროებას წარმოადგენს. კერძოდ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩინეთმა 10-ჯერ გაზარდა რუსეთისთვის მაღალი სიზუსტის ჩარხების მიწოდება, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მრეწველობაში შეიძლება იქნას გამოყენებული. რუსეთის საბაჟოს მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივლისში ჩინელმა მწარმოებლებმა რუსეთს 68 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მიაწოდეს. უკრაინაში შეჭრამდე, 2022 წლის თებერვლამდე, მარაგების მოცულობა მხოლოდ 6.5 მილიონი დოლარი იყო. ჩინეთმა აშშ და დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებაში. ამავდროულად, პეკინმა ოფიციალურად არ აღიარა ყირიმისა და უკრაინის რეგიონების ანექსია. ჩინეთს არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში.  

პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს

ჩინეთის სამხედროები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნას ატარებენ. სწავლება 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. CCTV-მ საცეცხლე სროლების კადრები მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჩინეთმა 3-4 იანვარს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავისი საზღვაო და საჰაერო ძალების განლაგების შესახებ გამოაცხადა. სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს  

მიანმარში აჯანყებულებმა ჩინეთის საზღვართან მდებარე საკვანძო მნიშვნელობის ქალაქი აიღეს - Reuters

მიანმარის აჯანყებულთა ალიანსმა ქვეყნის არასტაბილურ ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ჩინეთის საზღვართან მდებარე საკვანძო მნიშვნელობის ქალაქზე კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  ლაუკაის დაცემა აჯანყებულთა უკანასკნელი გამარჯვებაა ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ, რომელიც ოქტომბერში დაიწყო და ხუნტისთვის 2021 წელს ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით ხელში აღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა. შეიარაღებული კონფლიქტი სამხედროებსა და მეამბოხე ჯგუფებს შორის მიანმარის ჩრდილოეთში ოქტომბრის ბოლოდან გაიზარდა. მეზობელი ჩინეთი, რომელმაც ხელი შეუწყო ორ მხარეს შორის დიალოგს, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა. მიანმარის კოკანგის რეგიონის დედაქალაქი, ლაუკაი აზარტული თამაშებით და აქ მდებარე ონლაინ თაღლითური ოპერაციების ცენტრებით არის ცნობილი. ხუნტის მთავარი მოკავშირე, ჩინეთი ბოლო თვეებში თაღლითური სქემების წინააღმდეგ უმოქმედობის გამო მიანმარის სამხედრო ხელისუფლების წინააღმდეგ მზარდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა. თავდასხმის დაწყებამდე, სამი საძმოს სახელით ცნობილმა ალიანსმა განაცხადა, რომ მისი მთავარი სამიზნე სწორედ თაღლითური ცენტრების გაწმენდა იყო. დეკემბრის ბოლოს ჩინეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაეტოვებინათ ლაუკაის ტერიტორია, უსაფრთხოების რისკების მოტივით. მიანმარის არმიას ათზე მეტი რეგიონული ოპერაციების სარდლობა აქვს, რომლებიც მთელ ქვეყანაშია გავრცელებული.  

ჩინეთი აცხადებს, რომ სანქციებს დაუწესებს ხუთ ამერიკულ მწარმოებელს, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო

ჩინეთი სანქციებს დაუწესებს ხუთ ამერიკულ სამხედრო მწარმოებელს, ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის შესახებ უახლესი ნაბიჯის საპასუხოდ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სანქციები ტაივანის 13 იანვრის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ დაწესდა. სპიკერმა აღნიშნა, რომ იარაღის ბოლო მიყიდვები "სერიოზულად უთხრის ძირს ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების ინტერესებს; მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში." „სანქცირებული კომპანიები არიან BAE Systems Land and Armaments, Alliant Techsystems Operations, AeroVironment, Viasat და Data Link Solutions. ჩინეთი გაყინავს ამ კომპანიების აქტივებს და აუკრძალავს ადამიანებს ან ორგანიზაციებს ჩინეთში მათთან ჩართულობას,“ - განმარტა სპიკერმა. ცნობისთვის, ტაივანის ტაქტიკური საინფორმაციო სისტემების შესანარჩუნებლად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 300 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა გასულ თვეში დაამტკიცა.  

ჩინეთმა ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავა

ჩინეთში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, უცხოური საკონსულტაციო ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის (MI6) სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ჩინეთის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ კონსულტანტი დიდმა ბრიტანეთმა გაწვრთნა და აღჭურვა. ჩინეთის დაზვერვის ცნობით, ეჭვმიტანილი საზღვარგარეთულ საკონსულტაციო სააგენტოს ხელმძღვანელობდა და ხსენებულ პირთან MI6-მ „სადაზვერვო კოოპერატიული ურთიერთობა“ 2015 წელს დაამყარა.  

ჩინეთის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ, ტაივანში საჰაერო განგაში გამოცხადდა

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ ტაივანში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ გაფრთხილება მობილური ტელეფონების მომხმარებლებს გაუგზავნა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა. უწყების ცნობით, ჩინურმა თანამგზავრმა სამხრეთ ტაივანის საჰაერო სივრცეს გადაუფრინა. აღსანიშნავია, რომ 13 იანვარს ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება.  

აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაშინგტონში ორდღიანი სამხედრო მოლაპარაკებები გაიმართა

აშშ-ისა და ჩინეთის სამხედროებს შორის ვაშინგტონში ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. სამხედროებს შორის კომუნიკაციის აღდგენაზე ნოემბრის ბოლოს სი ძინპინი და ჯო ბაიდენი ორმხრივი შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ. პენტაგონის ცნობით, აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებების მე-17 რაუნდში ჩინეთის, ტაივანისა და მონღოლეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწე მაიკ ჩეიზი და ჩინეთის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში ცენტრალური სამხედრო კომისიის დირექტორის მოადგილე სონგ იანჩაო მონაწილეობდნენ. პენტაგონში აცხადებენ, რომ ორმა მხარემ განიხილა აშშ-ჩინეთის თავდაცვითი ურთიერთობები, რა დროსაც ჩეიზმა ხაზი გაუსვა სამხედროებს შორის კომუნიკაციების ღია არხების შენარჩუნების მნიშვნელობას, რათა თავიდან იქნას აცილებული კონკურენციის კონფლიქტში გადაზრდა. თავის მხრივ, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ჩინეთს სურს სამხედროებს შორის ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობების განვითარება. უწყებამ მოუწოდა აშშ-ს, შეწყვიტოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პროვოკაციული ქმედებები, დაიცვას „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ონლაინშეხვედრა გამართა ჩინელ კოლეგასთან, გენერალ ლიუ ჩჟენლისთან. პეკინმა ვაშინგტონთან სამხედრო კავშირები 2022 წლის აგვისტოში ტაივანში წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის გამო გაწყვიტა.  

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, 10 ადამიანი დაიღუპა - მედია

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, უბედური შემთხვევის დროს ქვანახშირის მაღაროში 45 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 6 ადამიანი ითვლება. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება მოხდა.  

სი ძინპინი: ჩინეთსა და ევროპას შორის მეტი „ხიდის“ აშენებაა საჭირო

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ევროპასთან მეტი ხიდის აშენებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ სი ძინპინმა ჩინეთში ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდერ დე კროს ვიზიტის შემდეგ განაცხადა. „ტურბულენტური საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, ჩინეთსა და ევროპას შორის მეტი „ხიდის“ აშენებაა საჭირო. ორივე მხარემ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და ერთობლივად შეუწყოს ხელი მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში,“ – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დე კრო ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს.  

ყაზახეთი: ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია

ყაზახეთი მტკიცედ უჭერს მხარს "ერთი ჩინეთის" პრინციპს და ტაივანს ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ქვეყანა მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების მისაღწევად.“ „ტაივანში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ყაზახეთის რესპუბლიკა იმეორებს თავის მტკიცე მხარდაჭერას „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა არის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ ჩინეთს, ხოლო ტაივანი არის ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი,“ - ნათქვამია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტმა, მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაი ჩინ-ტიმ გაიმარჯვა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩინეთმა ლაი ჩინ-ტის „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან ის ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს  

შვეიცარიელი დიპლომატი: ჩინეთი უკრაინაში, ომის დასრულების მცდელობებში უნდა ჩაერთოს

ჩინეთი უნდა ჩაერთოს მცდელობებში, რათა დასრულდეს რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში. შესაბამისი განცხადება შვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა იგნაციო კასისმა დავოსში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ჩინეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რომ ვიმუშაოთ ჩინეთთან,“ - აღნიშნა კასისმა უმაღლესი დიპლომატების შეხვედრის შემდეგ, რომლებიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეიკრიბნენ, რათა უკრაინის სამშვიდობო გეგმა განეხილათ. დავოსში, დღეს უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ანდრი ერმაკის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო. წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინეს ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ. „კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე: ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა,“ - აღნიშნა ანდრი ერმაკმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ. ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი და გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის მეხუთედი.

ჩინური სტარტაპი აცხადებს, რომ სმარტფონისთვის შეიმუშავა ახალი ბატარეა, რომელიც 50 წლის განმავლობაში დამუხტვას არ საჭიროებს

ჩინურმა სტარტაპმა განაცხადა, რომ შეიმუშავა ახალი ბატარეა, რომელსაც სმარტფონების კვება 50 წლის განმავლობაში, დამუხტვის საჭიროების გარეშე შეუძლია. მას შემდეგი თაობის ბატარეა უწოდეს. პეკინში დაფუძნებულმა Betavolt-მა განმარტა, რომ მისი ბირთვული ბატარეა მსოფლიოში პირველია, როლის მოდულშიც მოთავსებულია 63 ბირთვული იზოტოპი. კომპანიამ განმარტა, რომ პროექტი უკვე საპილოტე ტესტირების ეტაპზეა და საბოლოოდ, მისი მასობრივად წარმოება იგეგმება.  

ჩინეთიდან აზერბაიჯანში წელს შუა დერეფნის გავლით, პირველი საკონტეინერო მატარებელი ჩავიდა

საკონტეინერო მატარებელი Xi'an (PRC) - ბაქო (აზერბაიჯანი), რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე მოძრაობს, (TITR, შუა დერეფანი) ყაზახეთის გავლით, დანიშნულების ადგილზე ჩავიდა. იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო Trend. მატარებელმა საწყისი წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე 11 დღე მოანდომა. მატარებელი 55 ორმოცფუტიანი კონტეინერისგან შედგება. ის დატვირთულია სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლით, ელექტრო მანქანებით, სამშენებლო მასალებით, სხვადასხვა დიამეტრის მილებითა და სხვა პროდუქტებით. ამჟამად სიანიდან ბაქოში კიდევ ერთი საკონტეინერო მატარებლის გაშვება იგეგმება. შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის ქსელებს, ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით აკავშირებს. მრავალმხრივი მრავალმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აკავშირებს კასპიისა და შავი ზღვის საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან. ამ დერეფნის გასწვრივ გამავალი მარშრუტი ტვირთებს ჩინეთიდან ევროპაში საშუალოდ, 20-25 დღეში აწვდის, რაც ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.  

ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩინეთისთვის „საშიში სეპარატისტის“ გამარჯვების შემდეგ, მიკრონეზიაში მდებარე ქვეყანა ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ნაურუს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცდილობს, განაახლოს ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც ტაივანს საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. „პოლიტიკის ამგვარი ცვლილება ნაურუს განვითარებაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ განაცხადა ქვეყნის ხელმძღვანელობამ. ჩინეთი ნაურუს გადაწყვეტილებას მიესალმა.  მსოფლიოში დარჩა 12 სახელმწიფო, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ ტაივანთან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნაურუს მთავრობის ქმედება ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, სუვერენული გადაწყვეტილებაა, ის მაინც იმედგაცრუებას იწვევს. დეპარტამენტი ქვეყნებს მოუწოდებს, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან. ბაიდენი: აშშ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას „ტაივანი სანდო, თანამოაზრე და დემოკრატიული პარტნიორია. PRC (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური ურთიერთობების სანაცვლოდ, რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან და გააგრძელონ დემოკრატიის, კარგი მმართველობის, გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის დაცვა. შეერთებული შტატები გააგრძელებს ჩვენი ჩართულობის გაღრმავებას და გაფართოებას ტაივანთან ჩვენთვის მრავალი საერთო ინტერესებისა და ღირებულებების მიმართულებით; მხარს დაუჭერს ტაივანის მნიშვნელოვან მონაწილეობას საერთაშორისო საზოგადოებაში და გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, რომელიც შეესაბამება ჩვენი დიდი ხნის ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა  

ჩინეთის სახელმწიფო ბანკები რუსი კლიენტებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებენ - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთის სახელმწიფო ბანკები რუსი კლიენტებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უცხოური ბანკების წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ბოლო კვირებში რუსული ბიზნესის აუდიტი სულ მცირე ორმა ბანკმა მოითხოვა. წყაროები დასძენენ, რომ ბანკები სანქციების სიაში მყოფ კლიენტებთან კავშირს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მომსახურებას შეწყვეტენ, განურჩევლად ვალუტისა და ტრანზაქციების ადგილისა. თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ჩინური ბანკები აძლიერებენ მომხმარებელთა სათანადო კონტროლს, მათ შორის იმის შემოწმებას, არიან თუ არა ბენეფიციარები რუსეთიდან და არის თუ არა ბიზნესი რუსეთში რეგისტრირებული. ამოწმებენ სხვა კლიენტებსაც, რომლებიც ბიზნესს რუსეთში ეწევიან ან რუსეთში შეაქვთ მნიშვნელოვანი საქონელი მესამე ქვეყნების გავლით. ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ სამხედრო დახმარებას არც რუსეთს და არც უკრაინას არ უწევს, თუმცა პეკინი და მოსკოვი ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ. ამასთან, „საზღვრებს გარეშე“ მეგობრობის პირობას დებენ. დასავლეთი ხშირად მოუწოდებს პეკინს, რომ მოსკოვზე ზეწოლა მოახდინოს, რათა რუსეთმა უკრაინაში ომი დაასრულოს. შეგახსენებთ, შეერთებული შტატები ანტირუსული სანქციების დარღვევის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებს ფინანსურ სისტემიდან მოწყვეტით ემუქრება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ფინანსურ სექტორში.  

„ჰუსიტები“ პირობას დებენ, რომ წითელ ზღვაში მათ შორის რუსულ და ჩინურ გემებზე იერიშს არ მიიტანენ

ჰუსიტების მაღალი თანამდებობის პირმა, მოჰამედ ალ-ბუხაითიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში პირობა დადო, წითელ ზღვაში რუსული და ჩინური გემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჰუსიტების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმები ისრაელთან რაიმე კავშირში მყოფ ნებისმიერ გემზე კვლავ გაგრძელდება.  „რაც შეეხება ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, რეგიონში მათ გადაზიდვას საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ მათი გემების უსაფრთხო გავლა წითელ ზღვაში, რადგან უფასო ნავიგაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა ალ-ბუხაითიმ. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია დღეს, 19 იანვარსაც გავრცელდა.  

Reuters: პეკინის მიერ სანქციების უგულებელყოფის ფონზე, რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა

რუსეთმა საუდის არაბეთს გადაუსწრო და 2023 წელს ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ამის შესახებ Reuters ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ანგარიშის თანახმად, რუსეთმა გასულ წელს ჩინეთში 107,02 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გაგზავნა, რაც დღეში 2,14 მილიონი ბარელის ექვივალენტია. რუსული ნედლი ნავთობის ფასი დასავლეთის სანქციებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის ფონზე დაეცა, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის ჩინელი მყიდველებისთვის. სააგენტო წერს, რომ ჩინეთის გადამამუშავებელი მწარმოებლები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, შუამავლების გამოყენებით, რუსული ნავთობის გადაზიდვისა და დაზღვევისთვის. 18 იანვარს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა. კერძოდ, სანქციები ამოქმედდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული Hennesea Holdings Limited-ის წინააღმდეგ. კომპანიის მიმართ შეზღუდვები მოიცავს ქონების გაყინვას და აშშ-ის მიწაზე ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვას. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ  

ჩინეთმა ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა

ჩინეთმა ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. შესაბამის ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ და ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლაიონელ აინგიმეამ პეკინში გამართულ ცერემონიაზე ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და ნაურუ გეოგრაფიულად ერთმანეთისგან შორს არიან და უზარმაზარი ოკეანეებით არიან დაშორებულები, ორი ხალხის მეგობრობას დიდი ისტორია აქვს,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინეთსა და ნაურუს შორის ელჩების დონეზე კავშირები დაუყოვნებლივ განახლდება.  მანამდე, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნაურუს მთავრობის ქმედება ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, სუვერენული გადაწყვეტილებაა, ის მაინც იმედგაცრუებას იწვევს. დეპარტამენტი ქვეყნებს მოუწოდებს, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური ურთიერთობების სანაცვლოდ, რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.   

ლიეტუვამ სამხედროებს, მესაზღვრეებსა და პოლიციელებს რუსეთში, ბელორუსსა და ჩინეთში გამგზავრებაზე შეზღუდვები დაუწესა

ლიტვის მთავრობამ სამხედროებს, ასევე მესაზღვრეებს და პოლიციელებს რუსეთში, ბელორუსსა და ჩინეთში სამუშაო საათებში გამგზავრება აუკრძალა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყნების სია ეროვნული უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების შეფასებაზე დაფუძნებით შეადგინეს. „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია, ბელორუსი და ჩინეთი საფრთხეს უქმნიან ლიეტვუის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, რაც გამოიხატება ამ ქვეყნების დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ ლიეტუვის წინააღმდეგ ჯაშუშობაში,“ - განმარტავს ლიეტუვური მხარე გადაწყვეტილებას. რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რომელიც ამ ინიციატივით გამოვიდა, ამ ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები პოტენციური გადაბირების მიზნით აგროვებენ ინფორმაციას ლიეტუვის მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც აქვთ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე.  

ჩინეთი ირანს ჰუსიტების თავდასხმების შეკავებას სთხოვს - Reuters

Reuters-ი ოთხ ირანულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ირანელ კოლეგებს სთხოვეს, დაეხმარონ წითელ ზღვაში გემებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმების შეკავებაში. პეკინსა და თეირანში ბოლოს გამართულ შეხვედრებისას, თავდასხმების და ვაჭრობის შესახებ დისკუსიები გაიმართა. „ჩინეთი არსებითად ამბობს: თუ ჩვენი ინტერესები რაიმე სახით დაზარალდება, თეირანთან ჩვენი ურთიერთობა დაზარალდება. ასე რომ, ჰუსიტებს უთხარით, გამოიჩინონ თავშეკავება," განუცხადა წყარომ Reuters-ს. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა. ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, თავდასხმებმა, გაზარდა ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ღირებულება აზიასა და ევროპას შორის საკვანძო სავაჭრო გზის შეწყვეტით, რომელსაც ფართოდ იყენებენ ჩინეთის გემები. თავად ჩინელ ოფიციალურ პირებს არ გაუკეთებიათ კონკრეტული კომენტარი, თუ როგორ შეიძლება, დაზარალდეს პეკინის სავაჭრო ურთიერთობები ირანთან, თუ მის ინტერესებს ჰუსიტების თავდასხმები შეეხება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო ირანის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათი სავაჭრო ურთიერთობები ბუნდოვანია,“ წერს Reuters-ი. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.  

ზელენსკიმ სი ძინპინი მშვიდობის სამიტზე მიიწვია – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი შვეიცარიაში დაგეგმილ "მშვიდობის სამიტზე" მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა Reuters-თან განაცხადა. „მშვიდობის სამიტი“, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით იმართება. „ჩვენ ნამდვილად ვეპატიჟებით ჩინეთს, მონაწილეობა მიიღოს სამიტში. ჩინეთის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩინურ მხარესთან. ამ პროცესში ვრთავთ ჩვენ პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, რათა დაარწმუნონ ჩინეთი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სამიტში მონაწილეობა," – აცხადებს იჰორ ჟოვკვა. პეკინსა და მოსკოვს შორის, ბოლო წლებში, ურთიერთობები გაღრმავდა. თუმცა პეკინი რუსეთ-უკრაინის ომის დაგმობისგან მუდმივად თავს იკავებს. პეკინის თავის მხრივ, ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.   

ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი ტაქტიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ. Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმებას ჩრილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩოე ჰონ სუისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრის, სუნ ვეიტონგის შეხვედრაზე, ფხენიანში მიაღწიეს. ჩინელი დიპლომატი, ჩრდილოეთ კორეაში ხუთშაბათს, 25 იანვარს ჩავიდა. თავის მხრივ, პეკინის განცხადებით, ორმა ქვეყანამ სტრატეგიული კომუნიკაციების "ყველა დონეზე" გაძლიერების პირობა დადო და კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით "ურყევი პოზიცია" კიდევ ერთხელ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ფხენიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ორ მუდმივ წევრთან, ტრადიციულ მოკავშირეებთან პეკინთან და მოსკოვთან კავშირები მკვეთრად გააუმჯობესა.  ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა - სეული აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ, სანქციები აამოქმედა  

პეკინსა და ვაშინგტონს შორის „ნაყოფიერი მოლაპარაკებები“ გაიმართა - რაზე შეთანხმდნენ ჯეიკ სალივანი და ჩინელი დიპლომატი

პეკინის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან ი-მ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართა. Reuters-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სალივანი და ვან ი აშშ-სა და ჩინეთის უთიერთობებში მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხების მოგვარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართა. „ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ი-ის გულწრფელი, არსებითი და ნაყოფიერი სტრატეგიული კომუნიკაცია ჰქონდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეინარჩუნებენ რეგულარულ კონტაქტს ორმხრივი ურთიერთობებისთვის,“ - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავის მხრივ, France 24-ის ცნობით, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ხსენებული შეხვედრა „საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნებისა და ორ ქვეყანას შორის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის მცდელობის ნაწილია.“ მისივე თანახმად, მაღალი დონის დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, ბაიდენისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის უზრუნველყოფის მიზნით, ორივე მხარე იმუშავებს. სალივანმა „ხაზგასმით აღნიშნა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა,“ ნათქვამია ასევე თეთრი სახლის ინფორმაციაში, რომელიც ამ საკითხზე დამატებით დეტალებს არ ამჟღავნებს. მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის და სხვა საერთაშორისო საკითხები - განაცხადა ორივე მხარემ. ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა სამხედროებს შორის კომუნიკაციის აღდგენის კუთხით პროგრესი აღიარეს და ამ არხების შენარჩუნების მნიშვნელობა აღნიშნეს. ცნობისთვის, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სამხედრო სფეროში შორის კონტაქტების აღდგენაზე გასული წლის ნოემბერში შეთანხმდნენ.  

უზბეკეთმა და ჩინეთმა ახალი მარშრუტით ტვირთების გადაზიდვა დაიწყეს

დერეფნის ორგანიზებაზე უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრო, საერთაშორისო საგზაო გადამზიდავების ასოციაციასთან ერთად, ჩინეთის შესაბამის სამინისტროებთან და დეპარტამენტებთან თანამშრომლობით მუშაობდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ახალი სავაჭრო გზა უზბეკეთს აკავშირებს ცინდაოსთან, რომელიც  ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და სწრაფი, ეკონომიური და უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვის საშუალებას იძლევა. 6500-კილომეტრიანი მარშრუტით მგზავრობის დრო, თითქმის სამჯერ - 20-დან 7 დღემდე შემცირდა.  

პეკინის მიმართ ბერლინის პოლიტიკის ცვლილების ფონზე, შოლცი ჩინეთს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 15-16 აპრილს ჩინეთს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung. ეს იქნება შოლცის პირველი მოგზაურობა ჩინეთში მკაცრი კოროვირუსული შეზღუდვების მოხსნისა და გერმანიის მთავრობის ჩინეთთან ურთიერთობის დამყარების სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, რასაც პეკინში კრიტიკას მოჰყვა. ბოლოს კანცლერი ჩინეთში 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში იმყოფებოდა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. უფრო ადრე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოწვევას უქმნის „ამ სამყაროში ერთად ცხოვრების საფუძვლებს.“ მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დეესკალაციისთვის ავსტრალიასთან იმუშვებს. ბერბოკის თქმი, ჩინეთის მიერ ავსტრალიისთვის დაწესებული სავაჭრო აკრძალვების გამოცდილებამ გავლენა მოახდინა გერმანიის პოლიტიკის შეცვლაზე პეკინის მიმართ. „ჩინეთი შეიცვალა და ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ ასევე უნდა შეიცვალოს,” - განაცხადა ბერბოკმა.  „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო პარტნიორი კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, ის იყო კონკურენტი, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად ამ სამყაროში," - განაგრძო გერმანელმა დიპლომატმა. ანალენა ბერბოკის თქმით, „მზარდი სისტემური მეტოქეობის პირობებში ზოგიერთი ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს საერთაშორისო წესრიგის დამუხრუჭებას, რათა გაზარდოს თავისი გავლენის სფეროები, გამოიყენოს არამხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ ეკონომიკური გავლენაც.“ ბერბოკის თქმით, გერმანია ხელს არ შეუწყობს ბლოკებს შორის ახალ დაპირისპირებას, მაგრამ გაამრავალფეროვნებს თავის სავაჭრო პარტნიორებს და რისკებს აირიდებს თავიდან. მისი განმარტებით, მრავალი ქვეყანა იხრებოდა ჩინეთისკენ, რადგან მათ არ ჰქონდათ ალტერნატივა, გერმანიას კი, ამ მოცემულობის შეცვლა სურდა. „ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერი ცალმხრივი ცვლილება მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, თუ ეს მოიცავს იძულებით ან სამხედრო საშუალებებს,“ - აღნიშნა გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრმა. გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ბერლინი ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია.“ ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე  

წამყვანი ჩინური ბანკი რუსეთსა და ბელორუსში ოპერირებას აჩერებს - მედია

ჩინეთის Chouzhou Commercial Bank-მა  რუსეთსა და ბელორუსში თავის კლიენტებს შეატყობინა, რომ დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებული გადახდის პრობლემების გამო,  საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსული სახელმწიფო მედიაგამოცემა Vedomosti-ზე დაყრდნობით წერს. წყაროებმა Vedomosti-ს განუცხადეს, რომ შეზღუდვებმა არამხოლოდ SWIFT-ის მომხმარებლების, არამედ, ყველა სახის გადახდაზე იქონია გავლენა. ცნობისთცის, შეერთებული შტატები ანტირუსული სანქციების დარღვევის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებს ფინანსურ სისტემიდან მოწყვეტით ემუქრება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასული წლის დეკემბერში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ფინანსურ სექტორში. ინფორმაციას მედია თეთრ სახლზე დაყრდობით ავრცელებს. კერძოდ, აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა, დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ ის გადასახადებით დაეხმარება რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ პირს. განკარგულების თანახმად, “უცხოურ ფინანსურ დაწესებულებებში” იგულისხმება ნებისმიერი დაწესებულებები, რომლებიც ფინანსური მომსახურების მიწოდებით არიან დაკავებულნი, მათ შორის ბანკები, საპენსიო ფონდები, საგადასახადო სისტემების ოპერატორები და მათი შვილობილი კომპანიები. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ასეთი სანქციების შემოღება გაფრთხილების გარეშეა შესაძლებელი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სასანქციო აქტივების გადამალვის რისკები არსებობს.  

სი ძინპინმა პუტინს განუცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი საგარეო ჩარევას უნდა დაუპირისპირდნენ

სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი საგარეო ჩარევას უნდა დაუპირისპირდნენ. სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, სი ძინპინმა პუტინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მათ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები უნდა დაიცვან. სატელეფონო საუბრისას სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ახალი დინამიკა უნდა განავითარონ და სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობა შეინარჩუნონ.  

Bloomberg: ევროკავშირმა უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო, ჩინურ კომპანიებს შესაძლოა, პირველი სანქციები დაუწესოს

ევროკომისია ახალ სავაჭრ შეზღუდვებზე მსჯელობს დაახლოებით 20 კომპანიის მიმართ, მათ შორის, არის სამი ჩინეთში დაფუძნებული კომპანია, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერაში არიან ბრალდებულნი. ამის შესახებ Bloomberg სანქციების პროექტზე დაყრდნობით იტყობინება. ევროკავშირის მიერ განხილული სანქციების სიას დაემატა კომპანიები ჰონგ-კონგიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან. დამტკიცების შემთხვევაში, ჩინეთის იურიდიული პირები პირველად დაექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, სანქციების წინადადებას ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ დამტკიცება და, შესაბამისად, ის ცვლილებას ექვემდებარება. რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი  

უკრაინასთან ომში „რუსეთის მიმართ მხარდაჭერის“ გამო, ბლინკენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიუნხენში მოლაპარაკებები გამართეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან ისა და ენტონი ბლინკენს შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრა „გულწრფელი, მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული“ იყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ენტონი ბლინკენთან ჩინეთის კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხი განიხილა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა მოსაზრებები სხვადასხვა რეგიონული საკითხის, მათ შორის „უკრაინის კრიზისისა და კორეის ნახევარკუნძულის შესახებ გაცვალეს.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვან ისთან შეხვედრისას ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიმართ ჩინეთის მხარდაჭერის გამო შეშფოთება გამოთქვა. „მხარეებმა გამართეს გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსია ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და ურთიერთობებში კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის ძალისხმევის ფარგლებში. მდივანმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ჩვენს ინტერესებს, ღირებულებებს და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებს. მდივანმა ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მდივანმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისადმი ჩინეთის მხარდაჭერის, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერის გამო. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე და დაადასტურეს, რომ მათი შესაბამისი მაღალი თანამდებობის პირები უნდა შეიკრიბონ ამ დისკუსიების გასაგრძელებლად. მდივანმა განიხილა მისი ბოლო მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონში. ორივე მხარემ აღიარა მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით,  შეერთებულ შტატებსა და PRC-ს შორის კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობა,“ აღნიშნავს მილერი.  

ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ რუსეთში ინდურ და აფრიკულ ავტომანქანებს ელოდებიან

რუსეთის ბაზარზე ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ, შესაძლოა, ინდოეთსა და უგანდაში წარმოებული მსუბუქი ავტომანქანებიც გამოჩნდეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. როგორც „იზვესტია“ წერს, 2023 წელს ჩინეთის ავტოკონცერნებმა რუსეთის ბაზრის ნახევარი აითვისეს და 550 000-ზე მეტი ავტომობილი(Chery, Haval, Geely) გაყიდეს, 2004 წელს კი ამ რიცხვის 600 000-მდე გაზრდას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ სერგეი კატირინის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დამკვიდრების პესპექტივა აქვთ ინდურ Tata Motors-ს და ირანულ Iran Khodro-ს და Saipa-ს. რუსეთში უკვე იყიდება ირანის კომპანია Iran Khodro-ს მიერ წარმოებული მსუბუქი ავტომობილები, რომელთა ფასი 1,5 მილიონი რუბლიდან იწყება. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ინდოეთის მწარმოებლები რუსეთის ბაზრის ათვისებას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე, უგანდაში წარმოებული ავტომობილებიც გამოჩნდება. საუბარია ამ ქვეყნის სახელმწიფო კომპანია Kiira Motors Corporation-ის მიერ გამოშვებულ ავტომანქანებზე. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული სანქციების საფუძველზე, რუსეთში აკრძალულია ამერიკული, ევროპული და იაპონური ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი.  

ავსტრალია საზღვაო ძალების ფლოტის რაოდენობას აორმაგებს

ავსტრალია სამეფო საზღვაო ძალების ფლოტის რაოდენობას გააორმაგებს, რისთვისაც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით 7,25 მილიარდ დოლარს დახარჯავს. გეგმის თანახმად, ავსტრალია საბრძოლო მზადყოფნის გემების ამჟამინდელ ფლოტს 11-დან 26-მდე გაზრდის, 25 მცირე სამხედრო ხომალდთან ერთად, რათა წვლილი შეიტანოს სამოქალაქო საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებში. „ეს არის ყველაზე დიდი ფლოტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვექნება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა. ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი ინდო-წყნარ ოკეანეში ჩინეთთან დაძაბულობის გაძლიერებაზე მიუთითებს. „ავსტრალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ საზღვაო ფლოტს ააშენებს ჩინეთის საფრთხის დასაძლევად. ავსტრალია გააორმაგებს თავისი საზღვაო ფლოტის ზომას დამატებითი 11,1 მილიარდი ავსტრალიური დოლარის (7,2 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით, რათა მოერგოს ჩინეთის სამხედრო გაძლიერებას წყნარი ოკეანის რეგიონში,“ წერს Financial Times.  

აშშ-მ შესაძლოა, სანქციები დაუწესოს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც უკრაინაში ომის მხარდაჭერაში არინ ეჭვმიტანილნი

აშშ განიხილავს სანქციების დაწესებას ჩინური ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მხარდაჭერაში არინ ეჭვმიტანილნი. უკრაინის წინააღმდეგ, იტყობინება CNBC 19 თებერვალს აშშ-ის კონგრესის წევრებზე დაყრდნობით. მანამდე ევროკავშირმა მსგავსი ზომების შემორება სანქციებისმე-13 პაკეტში ითხოვა, რაც პირველი შემთხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება პეკინის მხრიდან რუსეთისადმი პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, ადგილობრივ კომპანიებზე აქვთ ეჭვი, რომ ისინი ეხმარებოდნენ მოსკოვს კიევის პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების თავიდან აცილებასა და მოსკოვს, სანქცირებული საქონლით ამარაგებდნენ. „ჩინეთს უნდა ესმოდეს, რომ იგივე ტიპის სანქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ რუსეთის პროდუქტიულობაზე, ეკონომიკასა და ცხოვრების ხარისხზე, შეიძლება, გამოყენებული იყოს ჩინეთის მიმართაც. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩინეთს გაცილებით მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე რუსეთს,“ ამბობდა სენატორი ჯერალდ კონოლი CNBC-სთან. გეგმებს გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ ჩინურ კომპანიებს აქვთ უფლება, აწარმოონ ბიზნესი ვისთანაც სურთ. ჩინეთი ამჟამად ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც პანდემიის შემდგომი აღდგენითა და უძრავი ქონების კრიზისით გამწვავდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წელს 4,6%-მდე შემცირდება.  

თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს

თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. თურქი სამართალდამცველები ამჟამად ჯაშუშობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ. თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, თურქეთში მცხოვრები უიღურებისა და მათი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "უკრაინის კრიზისზე“: ისტორია შეაფასებს, ვინ იყო მართალი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი მიიჩნევს, რომ ისტორია განსჯის „უკრაინის კრიზისის“ ყველა ნიუანსს, განსაკუთრებით იმას, თუ ვინ იყო მართალი და ვინ ჩაიდინა უსამართლობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა საომარი მოქმედებების შეწყვეტაა. ამის შესახებ მან ჩინურ მედიასთან ინტერვიუში ევროპული ტურის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჩინელი მინისტრის თქმით, „უკრაინის კრიზისი“ ერთ-ერთია იმ ორი ძირითადი საერთაშორისო ცხელი წერტილიდან, რომელიც იწვევს ნეგატიურ გავლენას მთელ მსოფლიოში და „კრიზისის“ გახანგრძლივება და გაფართოება არ შეესაბამება საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს. „ამ მომენტისთვის ყველაზე გადაუდებელია მშვიდობის აღდგენა,"- აღნიშნა ვანმა. მისი თქმით, ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ნებისმიერი კონფლიქტის საბოლოო წერტილი არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. „გვჯერა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტა ერთადერთი გამოსავალია," - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა. ვან ის თქმით, ჩინეთი გააგრძელებს კონსტრუქციულ როლს მშვიდობის აღდგენის საქმეში და მხარს დაუჭერს დაბალანსებული, ეფექტიანი და მდგრადი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან შეხვედრაზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, რომ ჩინეთი არ მიჰყიდდა რუსეთს სასიკვდილო იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩინეთს რუსეთის შეჭრა არ დაუგმია. დასავლეთი მას ხშირად მოუწოდებს, რომ გამოიყენოს თავის გავლენა და რუსეთს მოუწოდოს, დაასრულოს ომი უკრაინაში. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. „მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რაც აფართოებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თურქეთმა ჩინეთისა და საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა

თურქეთმა საფრანგეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, 3 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში ჯაშუშობდა საფრანგეთის დაზვერვისთვის და 7 ეჭვმიტანილი, ინფორმაციას ჩინეთის დაზვერვისთვის აგროვებდა. როგორც Ukrinform იტყობინება, მიმდინარე წლის იანვარში, ოპერაციის ფარგლებში თურქეთის რვა პროვინციაში, მათ შორის, სტამბოლში, ისრაელის საგარეო დაზვერვისთვის მუშაობაში ეჭვმიტანილი 34 ადამიანი დააკავეს. 20 თებერვალს გავრცელდა ცნობა, რომ თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს.  

ჩინეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო - ირაკლი კობახიძე

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ ზედიზედ  30 დღე დაჰყონ. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაჰყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას, ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის,“ -  განაცხადა პრემიერმა. 2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის. ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები  საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ. აღნიშნული ცვლილება მთავრობის 255-ე დადგენილებაში უკვე შევიდა, რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.    

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთს, უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს ეწვევა

„უკრაინის კრიზისის“ მოგვარების პოლიტიკური გზების მოსაძიებლად ჩინეთის მთავრობა სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის რუსეთში, უკრაინასა და ევროკავშირში. ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. პეკინის ცნობით, ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი საშუამავლო დიპლომატიის მეორე რაუნდის ფარგლებში, 2 მარტიდან ეწვევა რუსეთს, ევროკავშირის შტაბ-ბინას(ბრიუსელი), პოლონეთს, უკრაინას, გერმანიას და საფრანგეთს. ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი უკრაინაში, რუსეთსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში 2023 წელსაც იმყოფებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ნეიტრალურია. პეკინს რუსეთის აგრესია არ დაუგმია. ამასთან, ჩინეთმა დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა და აწვდის ისეთ საქონელსაც, რომელსაც რუსეთი სამხედრო მრეწველობაში იყენებს.  

ზურაბიშვილი: ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასავლელი პარტნიორებისგან მეტი ჩართულობა გვჭირდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიის დროს ჩინეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდა ამისა, ჩინეთი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამიტომაც, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა სჭირდება. სალომე ზურაბიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არსებითი მნიშნველობა აქვს, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება გლობალურად ყველას ეხება. „ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ უფრო და უფრო აქტიური გახდა. ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. ჩვენ, ასევე, გუშინ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი მივიღეთ. გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, ვინაიდან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებებს, მაგრამ ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართულები. ალბათ, მეტი ჩართულობა გვჭირდება დასავლელი პარტნიორებისგან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ერთ-ერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საკითხია, რომელსაც ჯერ არ შევხებივარ - ანაკლიის პორტი. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, შავი ზღვის უსაფრთხოება არის საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველას გვეხება სამომავლოდ. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობის არის, რათა რუსეთს ექსკლუზივი არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე, და ა.შ.” - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

ყაზახურმა და ჩინურმა კომპანიებმა შუა დერეფნის გავლით მეტი საკონტეინერო მატარებლის გატარებაზე შეთანხმება გააფორმეს

ყაზახურმა KTZ Express JSC-მა და ჩინურმა Yuxinou Logistics Co., Ltd-მა, ყაზახეთის გავლით 200 საკონტეინერო მატარებლის გაგზავნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მათ შორის, საუბარია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ (TITR, შუა დერეფანი) უფრო მეტი ტვირთის (20,000 TEU) გადაზიდვაზე. ინფორმაციას აერბაიჯანული მედია ავრცელებს. ყაზახეთის KTZ Express-მა ამ თვეში სამი საკონტეინერო მატარებელი გაგზავნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR).  ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

ჩინეთი სამხედრო ხარჯებს 7%-ით გაზრდის

ჩინეთი 2024 წელს სამხედრო ხარჯებისთვის 7,2%-ით მეტს გამოყოფს, ვიდრე შარშან. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ეროვნული თავდაცვის ხარჯები იქნება 1,665 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 231 მილიარდი დოლარი), რაც 7,2%-ით ზრდას ნიშნავს. ჩინეთის თავდაცვის ხარჯების იგივე ზრდა აღინიშნა 2023 წელს, როდესაც მან 220 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა გააძლიეროს სამხედრო წვრთნა და სამხედრო მშენებლობა, რათა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. „აუცილებელია სამხედრო მომზადებისა და ომისთვის მზადების ყოველმხრივ გაძლიერება <…>, ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების მტკიცედ დაცვა,“ - აღნიშნა მან თავის მოხსენებაში. გასული წლის ბოლოს ჩინეთიდან რუსეთში ექსპორტის მოცულობამ 111 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 47%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით და 65%-ით მეტი - ომამდელ 2021 წელთან შედარებით.  

რუსეთი და ჩინეთი 2033-2035 წლებისთვის მთვარეზე ატომური სადგურის განთავსებას განიხილავენ - „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი

 რუსეთი, ჩინეთთან ერთად, 2033-2035 წლებისთვის მთვარეზე ბირთვული ენერგოდანადგარის განთავსებას განიხილავს. ამის შესახებ ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა, იური ბორისოვმა განაცხადა. სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მთავრის ზედაპირზე მომავალი სადგურის მუშაობის უზრუნველყოფა მხოლოდ ბირთვული ენერგიით იქნება შესაძლებელი, ვინაიდან მთვარეზე შეუძლებელი იქნება მზის ბატარეის გამოყენება. მისივე თქმით, მისიის ჩატარება ავტომატურ რეჟიმში იგეგმება რადიაციული უსაფრთხოების გათვალისწინებით. რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამგვარი დანადგარის შექმნისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური ამოცანები პრაქტიკულად ამოხსნილია. „დღეს სერიოზულად განვიხილავთ დაახლოებით 2033-2025 წლების მიჯნაზე მთვარის ზედაპირზე, ჩვენს ჩინელ კოლეგენთან ერთად, ენერგეტიკული დანადგარის ჩატანისა და განთავსების პროექტს,“ – განაცხადა ბორისოვმა. რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა - BBC  

პრეზიდენტს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე „ძალიან ბევრი კითხვა“ აქვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე "ბევრი კითხვა" აქვს. პრეზიდენტი აღნშნავს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს აქვს და მათ შორის, საქართველომაც უნდა ჩამოაყალიბოს, "მაგრამ ეს არ ნიშნავს გაურკვევლობის გაჩენას ჩვენი მთავარი პარტნიორებისთვის, ესეც ბალანსია". დოკუმენტის ირგვლივ და იმაზე, თუ როგორ დაახასიათებდა პრეზიდენტი მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკას, სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა ორბელიანების სასახლეში, სადაც ის ჟურნალისტებს შეხვდა. „წინა საუკუნეებში იყო პერიოდები, როცა საქართველო თავისი დამოუკიდებლობისთვის სხვადასხვა იმპერიათა შორის ბალანსს აწარმოებდა, ეს სულ სხვა დრო იყო და სულ სხვა გარემო. დღეს უნდა ამოვირჩიოთ ჩვენი პარტნიორები და არ უნდა იყოს რაღაცა ლავირება. შეიძლება ძალიან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე მაქვს ბევრი კითხვა, ჯერ ერთი ეს დოკუმენტი არ იქნა შემუშავებული არც პრემიერის ადმინისტრაციაში, არც პარლამენტში, არც განხილულა პარლამენტში. მე მეუბნებიან, თქვენ როგორ ბედავთ წარმომადგენლობის როლის აღებასო საგარეო პოლიტიკაში, როცა პარლამენტი არის ახალი პოლიტიკის მწარმოებელიო. კონსტიტუციაში ასე წერია", - თქვა ზურაბიშვილმა. ჟურნალისტის დაზუსტებაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს იგი, სად შემუშავდა დოკუმენტი? - პრეზიდენტი პასუხობს: "არ ვიცი, ალბათ ჩინეთში" - და აგრძელებს: "წარმოადგინეს დოკუმენტი, სადაც ჩემთვის ორი გაუგებარი აბზაცია. ერთი, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენობას: ერთი ზოგადი წინადადებაა, რომ ყველა ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტი და რაღაცა არის აღირებული, შემდეგ გარკვეულად, მკაფიოდ არის საუბარი ერთიან ჩინეთზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დისბალანსი აქ ძალიან ნათლად ჩანს. მეორე არის ჩვენი შეფასება ჩინეთის მმართველობის, როცა ჩვენი მოდელი მიდის დემოკრატიული რეფორმებისკენ და არა ერთპარტიული მმართველობის მოდელის შეფასება და დაფასება. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვაა ამ დოკუმენტის მიმართ," განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მანამდე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 თებერვალს ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House-ის) ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ჩინეთი უფრო აქტიურდება საქართველოში.  

ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან 14 მარტიდან უვიზო რეჟიმს აწესებს. პეკინის განმარტებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობას უფრო მოსახერხებელს გახდის და დაეხმარება, რომ ჩინეთში უხოელმა მეგობრებმა თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ჩინეთი უვიზო რეჟიმს აამოქმედებს შვეიცარიის, ირლანდიის, უნგრეთის, ავსტრიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის მოქალაქებისთვის. „ვიმედოვნებთ, რომ ასევე მეტი ქვეყანა შესთავაზებს ჩინეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, იმუშავებს ჩვენთან ერთად ტრანსსასაზღვრო მოგზაურობისთვის დაჩქარებული ქსელის შესაქმნელად და საერთაშორისო სამგზავრო რეისების სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ვან იმ. ჩინეთი 6 ქვეყანას უვიზო მიმოსვლას სთავაზობს ჩინეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო - ირაკლი კობახიძე  

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების პრაქტიკული ნაწილი არაბეთის ზღვის ომანის ყურის წყლებში ჩატარდება. უწყების განცხადებით, ერთობლივ წვრთნებში, სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი - 2024“, სამხედრო ხომალდები და ავიაცია ჩაერთვება და მის მიზანს საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავება წარმოადგენს. პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობას დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ.  

აშშ-ის დაზვერვა: ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მასთან ვაჭრობას აძლიერებს

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების შეფასებით, ქვეყანა მზარდი მყიფე მსოფლიო წესრიგის წინაშე დგას, რომელიც დაძაბულია დიდი ძალების კონკურენციით, ტრანსნაციონალური გამოწვევებითა და რეგიონული კონფლიქტებით. აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ამბიციური ჩინეთი, კონფრონტაციული რუსეთი, ზოგიერთი რეგიონული ძალა, როგორიცაა, ირანი და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები, აპროტესტებენ საერთაშორისო სისტემის გრძელვადიან წესებს და მასში აშშ-ის მოწინავეობას. სააგენტოები ყოველწლიურ ანგარიშში  - „წლიური საფრთხეების შეფასება“ ძირითადად, ყურადღებას ამახვილებენ ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე, საუბარია ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებით უფრო ფართო კონფლიქტის რისკებზე. „ჩინეთი ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარებას უწევს რუსეთს, რომელიც უკრაინასთან ომს აწარმოებს, მისი ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერით,“ - აღნიშნულია მოხსენებაში. დოკუმენტის თანახმად, ჩინეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ტექნოლოგია, რათა გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. „ჩინეთი, შესაძლოა, შეეცადოს გავლენა მოახდინოს აშშ-ის 2024 წლის არჩევნებზე გარკვეულ დონეზე იმის გამო, რომ სურს, გვერდი აუაროს ჩინეთის კრიტიკოსებს და აშშ-ის საზოგადოებრივი დაყოფა გაზარდოს,“ - ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება და რომ ჩინური საქონლის ექსპორტი, რომელიც პოტენციურად სამხედრო მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, 2022 წლიდან სამჯერ გაიზარდა.  

Bloomberg: ჩინეთი ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავების მხრივ, რუსეთს და აშშ-ს უსწრებს

ჩინეთი მნიშვნელოვნად უსწრებს რუსეთს და შეერთებულ შტატებს ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავების თვალსაზრისით. ამის შესახებ Bloomberg-ი პენტაგონის ანალიტიკოსზე ჯეფრი მაკკორმიკზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტები უკრაინაში უკვე გამოიყენა, რაც ბევრად ჩამორჩება ჩინეთის შეიარაღებას. მაკკორმიკმა კონვენციური იარაღის და ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების მხრივ ჩინეთის პროგრესზე ანგარიში აშშ-ს შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა. ანალიტიკოსის თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩინეთი აქტიურად იყო ჩართული ამ ტიპის იარაღის კვლევაში, შექმნასა და ტესტირებაში. 2014 წლიდან პეკინი შეამოწმებს კონტინენტთაშორის რაკეტებს ჰიპერბგერითი მართვადი ქობინით. ის ასევე მუშაობს ჰიპერბგერით ძრავაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა დააგროვა ჰიპერბგერითი იარაღის უდიდესი არსენალი, რომელსაც როგორც ბირთვული, ასევე, ჩვეულებრივი ქობინის ტარება შეუძლია. ამერიკელი ექსპერტები ყველაზე ეფექტიანს უწოდებენ DF-17 რაკეტას, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა და მას სამიზნეებზე დარტყმა 1600 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია. როგორც პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რუსეთს სამი ტიპის ჰიპერბგერითი იარაღი აქვს, რომლებიც უკრაინაზე დარტყმისთვის უკვე გამოიყენეს. შეერთებული შტატები აძლიერებს ჰიპერბგერითი იარაღის პროგრამას, რომელიც ავითარებს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო რაკეტებს. თუმცა, როგორც ამერიკელმა წარმომადგენლებმა მოსმენაზე განაცხადეს, ამ სფეროში შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ჩამორჩება. უფრო მეტიც, შეერთებული შტატები არ გეგმავს ჰიპერბგერითი რაკეტების აღჭურვას ბირთვული ქობინით, რადგან მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ამერიკული ბირთვული არსენალი საკმარისია პოტენციური აგრესორის შესაკავებლად.  

Bloomberg: ბრიტანეთი ჯაშუშობის საფრთხის გამო, ჩინეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვას განიხილავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჩინეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის დაწესებას განიხილავს. მიზეზად ჯაშუშობის საფრთხე დასახელდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ისთვის გახდა ცნობილი. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, მინისტრები და უშიშროების სამსახურები განიხილავენ სასაზღვრო წესების გადახედვას, რომელიც ეხება დიპლომატებსა და ე.წ. ოფიციალურ სამსახურში მყოფ სხვა პირებს. „მიზანია, აიძულონ ჩინეთი და სხვა ქვეყნები უფრო დეტალური ინფორმაციაწარმოადგინონ და ბრიტანეთს მეტი დრო დაუთმონ შემოწმებისთვის,“ დასძინეს წყაროებმა. ვარიანტები მოიცავს იმ ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას, რომლებსაც შეუძლიათ დიპლომატიური ან მსგავსი წესებით მგზავრობა. ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურები მხარს უჭერენ მკაცრ წესებს რისკების შესამცირებლად. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს აწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს უცხოური სუბიექტების მიერ ამერიკელების პერსონალურ მონაცემებზე წვდომის თავიდან აცილებას იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება, გამოყენებული იყოს კომერციული და სამხედრო მიზნებისთვის, განსაკუთრებით, ჩინეთისა და რუსეთის ფედერაციის მიერ.  აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია  

NATO-მ და ჩინეთმა სამხედრო დიალოგის დროს, უკრაინის ომი განიხილეს

NATO-მ და ჩინეთმა 13 მარტს პეკინში მერვე ყოველწლიური სამხედრო საშტატო მოლაპარაკებები გამართეს, რომლის დროსაც განიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული. მოლაპარაკებები გაიმართა მას შემდეგ, რაც ჩინეთი რუსეთთან და ირანთან ერთად, ომანის ყურეში საზღვაო წვრთნებს იწყებს, NATO კი ატარებს თავის უდიდეს სამხედრო წვრთნებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. NATO-ს დელეგაციას კოოპერატიული უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი გენერალ-მაიორი დაციან-ტიბერიუ სერბანი ხელმძღვანელობდა. ჩინეთის დელეგაციის ლიდერი იყო გენერალ-მაიორი იაო ცინი, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ოფისის დირექტორის მოადგილე. NATO-ს პრეს-ბრიფინგის თქმით, მხარეებმა განიხილეს "გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რომლის დროსაც უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრაზე გამახვილდა ყურადღება. „ორივე მხარე შეთანხმდა ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობაზე,“ - ნათქვამია NATO-ს პრესრელიზში როგორც ცნობილია, პეკინი მოსკოვთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს, ზრდის ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩინეთს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი არ დაუგმია. დასავლეთი მას ხშირად მოუწოდებს, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა მოსკოვმა უკრაინაში ომი შეწყვიტოს.  

კონკრეტული ძალები, საეჭვო დაფინანსებით, ანტიჩინურ კამპანიას აწარმოებენ - კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონკრეტული ძალები, საეჭვო დაფინანსებით, ანტიჩინურ კამპანიას აწარმოებენ.  მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება შემაშფოთებელია. „ასეთი კამპანიების მიზანიც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ვაშინგტონის შეფასებით, ჩინეთთან სადავო არუნაჩალ პრადეში ინდოეთს ეკუთვნის

აშშ-ის მთავრობა არუნაჩალ პრადეშს ინდოეთის ნაწილად აღიარებს და "მტკიცედ ეწინააღმდეგება" ტერიტორიული პრეტენზიების ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩინეთის საზღვართან მდებარე ამ შტატზე. შესაბამისი კომენტარი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიუ დელი უარყოფს პეკინის პრეტენზიას და ამბობს, რომ არუნაჩალ პრადეში ყოველთვის ინდოეთის ნაწილი იყო. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი „აბსურდულ პრეტენზიებს“ აყენებს არუნაჩალ პრადეშის მიმართ და რომ ის ყოველთვის იქნება „ინდოეთის განუყოფელი და განუყოფელი ნაწილი.“ ბირთვული იარაღის მქონე ორ მეზობელს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივნისში, ლადახის რეგიონში, სადავო საზღვარზე ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც, 20 ინდოელი და ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ შეტაკებების შემდეგ, ორივე ქვეყნის სამხედროებმა პოზიციები გაამაგრეს და საზღვრის გასწვრივ დამატებითი ჯარები და აღჭურვილობა განათავსეს. ორივე მხარე 1962 წელს იბრძოდა სასაზღვრო ომში. ჩინეთის ახალი რუკა ინდოეთის შემდეგ, ფილიპინებმა, მალაიზიამ და ტაივანმა გააკრიტიკეს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა ორმხრივი კავშირები, აზიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონებში ჩინეთის მზარდი გავლენის დასაძლევად გააძლიერეს. შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს წლების განმავლობაში აქვთ დაძაბული ურთიერთობები ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა, სავაჭრო ტარიფები, COVID-19-ის პანდემიის წარმოშობა, ადამიანის უფლებები, ტაივანი, ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჰონგ კონგში და სხვა. ინდოეთმა გასული წლის აგვისტოში ჩინეთს მტკიცე პროტესტი გამოუცხადა ახალი რუკის გამო, რომლის თანახმადაც, პეკინი „ინდოეთის ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნიუ-დელის პროტესტი მოჰყვა ინდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეკინმა გამოაქვეყნა ოფიციალური „სტანდარტული რუკა", რომელშიც „ინდოეთის შტატი, არუნაჩალ პრადეში და აქსაიჩინის პლატო ჩინეთის ოფიციალურ ტერიტორიად არის გამოცხადებული.“ პეკინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ჰიმალაის არუნაჩალ პრადეში სამხრეთ ტიბეტის ნაწილია. აქსაიჩინი არის სადავო პლატო დასავლეთ ჰიმალაის მთებში, რომელზეც ინდოეთი აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ მას ჩინეთი აკონტროლებს.  

ჩინეთის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერმა რუსეთში მომხდარი „ტერორისტული თავდასხმა“ დაგმეს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს Crocus City Hall-ზე თავდასხმის გამო სამძიმარი გამოუცხადა. იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ტერორიზმის ყველა ფორმას, მტკიცედ გმობს ტერორისტულ თავდასხმას და მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება და სტაბილურობა. იმავდროულად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაგმო "საშინელი ტერორისტული თავდასხმა" და დასძინა Twitter/X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომ მისი ქვეყანა "სოლიდარულია რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და ხალხისადმი, ამ მწუხარების დროს." ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო მოსკოვის მახლობლად მომხდარს, გუშინ, 22 მარტს, თავდასხმიდან მალევე გამოეხმაურა. „ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვის Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა,“ წერს სტანო სოციალურ პლატფორმა X-ზე. გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ასევე მკაცრად დაგმო ტერორისტული თავდასხმა. საბჭოს წევრებმა თანაგრძნობა“ გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს, ხოლო დაშავებულებს უსურვეს სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტერორიზმი ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით წარმოადგენს „ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს“ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ „ამ ტერორისტული აქტების დამნაშავეები, ორგანიზატორები, დამფინანსებლები პასუხისგებაში მიეცნენ," საბჭომ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, ამ კონტექსტში ითანამშრომლონ რუსეთთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან. დღეს, 23 მარტს, დილით გავრცელებული განცხადებით, საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 93-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა  

FT: აშშ ჩინეთის საფრთხის გამო, იაპონიასთან უსაფრთხოების შეთანხმების მნიშვნელოვან განახლებას გეგმავს

შეერთებული შტატები და იაპონია ჩინეთის საფრთხის ფონზე, ბოლო 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უსაფრთხოების ხელშეკრულების ყველაზე დიდ განახლებას გეგმავენ. ამის შესახებ Financial Times- წერს. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა იაპონიაში აშშ-ის სამხედრო სარდლობის რესტრუქტურიზაციის გეგმებს გამოაცხადებენ, რათა გააძლიერონ ოპერატიული დაგეგმვა და წვრთნები ქვეყნებს შორის, განუცხადეს გამოცემას წყაროებმა. მათი თქმით, გეგმა 10 აპრილს გახდება ცნობილი, როდესაც ბაიდენი თეთრ სახლში კიშიდას მიიღებს. მოკავშირეებს სურთ, გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოების კავშირები, რათა უპასუხონ ჩინეთის მზარდ საფრთხეს, რომელიც მოითხოვს მათი სამხედროების თანამშრომლობას და დაგეგმვას უფრო თანმიმდევრულად, განსაკუთრებით, კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა, პოტენციური კონფლიქტი ტაივანში. თეთრმა სახლმა, პენტაგონმა და აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. იაპონიის მთავრობას ასევე არ გაუკეთებია კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ადმირალმა ჯონ აკილინომ, აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინეთი აძლიერებს სამხედრო და ბირთვულ არსენალს და მზად იქნება 2027 წლისთვის, რომ ტაივანში შეიჭრას. გასული წლის დეკემბერში, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სან-ფრანცისკოში სამიტის დროს, რომ პეკინი გააერთიანებდა ტაივანს კონტინენტურ ჩინეთთან, მაგრამ როდის მოხდებოდა ეს, ჯერ უცნობია.  

ჩინეთსა და სერბეთს შორის ახალი სარკინიგზო მარშრუტი ამოქმედდა

ჩინეთსა და სერბეთს შორის ახალი სარკინიგზო რეისი გაიხსნა -  ჩინეთის ჩრდილოეთში ჰებეის პროვინცია ბელგრადს დაუკავშირდა. მატარებელს რეისის შესრულებისთვის 20 დღე დასჭირდება. ის სიძიაჭუანის მშრალი პორტიდან 21 მარტს დაიძრა, გაივლის 10000 კმ-ზე მეტს და ბელგრადში ჩავა. მატარებელში ჩატვირთულია თითქმის 3 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი. ტვირთებს შორის არის მექანიკური აღჭურვილობა და მანქანის ნაწილები. სარტყელი და გზის ინიციატივა  - BRI ჩინეთის პრესის სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ეს არის პირველი სარკინიგზო სატვირთო სერვისი, რომელიც აკავშირებთ ჰებეის და ახლომდებარე ტიანძინს და პეკინს - სერბეთთან. მედიის ცნობით, მარშრუტი ითვალისწინებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას „სიღრმისეული თანამშრომლობისთვის“ - BRI-ის ფარგლებში. სარკინიგზო მარშრუტმა სერბეთამდე ასევე შეიძლება, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ გაცვლას ჩინეთსა და BRI-ის სხვა მონაწილე ქვეყნებს შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.  

აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული თავდასხმების გამო, სანქციებს აწესებენ

იუსტიციის დეპარტამენტმა და FBI-მ ორშაბათს განაცხადეს, რომ მილიონობით ამერიკელის ონლაინ ანგარიშები, მათ შორის აშშ-ის ოფიციალური პირები ჩინური ჰაკერული შეთქმულების სამიზნე გახდნენ. ჩინეთის შვიდ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს ფართომასშტაბიანი „მავნე“ კიბერთავდასხმის კამპანიის განხორციელებაში. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ჰაკერების არმიის მეშვეობით ჩინეთი ცდილობს, შეასუსტოს დემოკრატიული სისტემების ფუნქციონირება. დიდი ბრიტანეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ორივე ქვეყნის კანონმდებლებზე განხორციელებული კიბერშეტევების სერიის გამო, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა გამოაცხადეს სანქციები კომპანიისა და ორი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ჩინეთის მთავრობასთან.  აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სანქცირებული პირები პასუხისმგებელნი არიან ჰაკერულ ჯგუფზე, რომელმაც გაამჟღავნა ინფორმაცია ათობით მილიონი ბრიტანელი ამომრჩევლის შესახებ, ასევე ეჭვი აქვთ კიბერ ჯაშუშობაზ, რომელთა სამიზნე იყვნენ კანონმდებლებსი, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ. დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერ ოლივერ დოუდენის ინფორმაციით, კიბერთავდასხმა, რომლითაც ბრიტანელი ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნდა, ჩინეთთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა მალე ამ კავშირის დადასტურებას შეძლებს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის საარჩევნო კომისიაზე კიბერთავდასხმა 2021 წლის აგვისტოში განხორციელდა, თუმცა მის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მილიონობით ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაციის გაჟონვა მოხდა. კიბერთავდასხმის სამიზნეები იყვნენ ის ბრიტანელი პარლამენტარებიც, რომლებიც ჩინეთისადმი კრიტიკული და ხისტი პოზიციებით გამოირჩევიან. „ჩინეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეკონომიკური საფრთხეა და ის ეპოქის განმსაზღვრელ გამოწვევას წარმოადგენს," - აღნიშნა რიში სუნაკმა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საარჩევნო რეესტრების გატეხვას „არ ჰქონია გავლენა რომელიმე პირის საარჩევნო პროცესებზე ან უფლებებზე ან დემოკრატიული პროცესის ხელმისაწვდომობაზე და არც საარჩევნო რეგისტრაციაზე.“ ამავდროულად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მან დააწესა სანქციები Wuhan Xiaoruizhi Science and Technology Company-ს წინააღმდეგ, რომელსაც იგი უწოდებს ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ფრონტულ კომპანიას, რომელიც "მრავალი მავნე კიბერ ოპერაციების წინა ხაზზე იყო." დეპარტამენტმა მიუთითა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისადმი პოტენციურ საფრთხეზე. ბლინკენი: მსოფლიოში გამორჩეული საარჩევნო წელია, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ  

ახალი ზელანდია ჩინეთს, ჰაკერული ჯგუფის გამოყენებით საგარეო ჩარევაში ადანაშაულებს

ახალი ზელანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ სამშაბათს გამოთქვა შეშფოთება ჩინეთის მთავრობასთან, სახელმწიფოს მიერ ჰაკერული ჯგუფის დაფინანსების გამო, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა და რომლის ჩართულობაც გამოიკვეთა  ახალი ზელანდიის პარლამენტში, 2021 წელს. ბრიტანეთი და აშშ ჩინეთს ასევე ადანაშაულებენ ფართო კიბერჯაშუშობის კამპანიაში. როგორც ახალმა ზელანდიამ, ასევე ავსტრალიამ დაგმეს უფრო ფართო აქტივობა. „ამგვარი საგარეო ჩარევა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, თავი შეიკაოს მომავალში მსგავსი ქმედებებისგან,“ - განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პეტერსმა. მისი თქმით, ჩინეთის ელჩს გადაეცა შეშფოთება ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯგუფების გამო, რომელთა სამიზნე იყო დემოკრატიულ ინსტიტუტები როგორც ახალ ზელანდიაში, ასევე, გაერთიანებულ სამეფოში. ახალი ზელანდიის დაზვერვის მაღალჩინოსანმა სამშაბათს საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას ისაუბრა „ეროვნული უსაფრთხოების რისკებზე.“ ახალ ზელანდიაში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი უარყოფენ "ცალსახად ასეთ უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო ბრალდებებს." „ჩვენ არასდროს ჩავერევით და არც მომავალში ჩავერევით სხვა ქვეყნების, მათ შორის, ახალი ზელანდიის საშინაო საქმეებში. ჩინეთის საგარეო ჩარევაში დადანაშაულება სრული აბსურდია,“ აღნიშნა სპიკერმა. აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული თავდასხმების გამო, სანქციებს აწესებენ  

შუა დერეფანი შესაძლოა, მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი გახდეს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის - აზერბაიჯანი

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, შუა დერეფანი, შეიძლება, მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი გახდეს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა Global Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „რაც მთავარია, ჩვენ ვხედავთ ჩინეთ-აზერბაიჯანის პარტნიორობას, როგორც მნიშვნელოვანს Belt and Road Initiative-ის (BRI) (ერთი სარტყელი ერთი გზა) ფარგლებში, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში. შუა დერეფანი შეიძლება, გახდეს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის,“ აღნიშნა ჰიკმეტ ჰაჯიევმა. ჰაჯიევის თქმით, აზერბაიჯანმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, რომლებიც კასპიისა და შავი ზღვის გასწვრივ მდებარეობენ, შეიძლება, ძლიერი პარტნიორობა დაამყაროს. „ეს კარგად შეესაბამება BRI-ს და ხაზს უსვამს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის," აღნიშნავს ჰაჯიევი. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებში სტაბილურ ზრდას ხედავს. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები  

აშშ მოუწოდებს მოკავშირეებს, დააწესონ უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩინეთის ჩიპების წარმოებაზე

აშშ სთხოვს მოკავშირეებს ჩინეთში Chip Gear-ის სერვისის გამკაცრებას Huawei-ის ტექნიკურმა მიღწევამ ამერიკელი ოფიციალური პირები გააკვირვა ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ იაპონიამ და ჰოლანდიამ კიდევ შეასუსტონ ჩინეთის შესაძლებლობები აშშ მოუწოდებს მოკავშირეებს, დააწესონ უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩინეთის ჩიპების წარმოებაზე. ვაშინგტონი ითხოვს, აიკრძალოს ძირითად კომპონენტებზე მომსახურება. შეერთებულმა შტატებმა სთხოვა თავის მოკავშირეებს, დააწესონ უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩინეთის ჩიპების წარმოების აღჭურვილობის მომსახურებაზე. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს აღჭურვილობის მიმწოდებლების შეზღუდვას ნაკლებად კრიტიკული ნაწილების მომსახურებაში, რომელთა შეკეთება ჩინურ კომპანიებს თავად შეუძლიათ. Bloomberg News იტყობინება, რომ Huawei და მისი ჩიპების მწარმოებელი პარტნიორი Semiconductor Manufacturing International Corp-ი, წარმოებისთვის ეყრდნობოდნენ უცხოურ აღჭურვილობას, ამერიკელი მომწოდებლებისგან, როგორიცაა, Applied Materials Inc. და ჰოლანდიური მწარმოებელი ASML Holding NV. 2023 წელს Huawei-ს წარმატების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა გაზარდა ზეწოლა მოკავშირეებზე, რათა შეეზღუდათ ჩინეთის წვდომა მოწინავე ტექნოლოგიებზე. ვაშინგტონმა აკრძალა Applied Materials-სა და სხვა ამერიკულ კომპანიებს თავიანთი აღჭურვილობის მომსახურეობა იმ საწარმოებში, რომლებიც შეერთებულის შტატების შავ სიაშია. ამავდროულად, ნიდერლანდებსა და იაპონიას არ აქვთ მსგავსი შეზღუდვები თავიანთ კომპანიებზე. აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს რამდენიმე ჩინური ნახევარგამტარული ფირმის შავ სიაში შეყვანას, რომლებიც დაკავშირებულია Huawei Technologies Co.-სთან, მას შემდეგ, რაც ტელეკომის გიგანტმა შარშან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა, აცხადებენ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული ადამიანები.  

ყაზახეთის ტერმინალიდან ჩინეთის სიანის პორტისკენ, შუა დერეფნის გასწვრივ პირველი საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა

ყაზახეთის ტერმინალიდან ჩინეთის ქალაქ სიანის პორტისკენ, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) გავლით, პირველი საკონტეინერო მატარებელი დაიძრა. იტყობინება ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო მოგზაურობის ფარგლებში, ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ეწვია საერთაშორისო მშრალ პორტ სიანს, რომელიც ჩინეთში პირველ ადგილზეა საკონტეინერო მატარებლების გადაზიდვისა და გადამუშავების მოცულობით. მშრალი პორტის ტერიტორიაზე გაიხსნა ყაზახური ტერმინალი, რომლის სიმძლავრე 66,5 ათასი TEU იქნება წელიწადში. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ყველა ლოგისტიკური მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის შეწყვეტილია, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ამჟამინდელმა ესკალაციამ, წითელ ზღვასა და სუეცის არხში გადაზიდვები შეაფერხა, ამდენად, შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო მარშრუტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რასაც პროგნოზებიც ამყარებს: 2025 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. 2023 წელს ამ მარშრუტით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 64%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.  

ბლინკენი ჩინეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვევა. როგორც მედია ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ის უახლოეს მომავალში გაიმართება. მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო ვიზიტი ჩინეთში 2023 წლის ივნისში შედგა, როდესაც ბლინკენმა რამდენიმე შეხვედრა გამართა ჩინეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან. გაზეთი Politico 23 მარტს იტყობინებოდა, რომ აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელი ჩინეთს მალე ეწვევა. ბოლოს იელენი ჩინეთში გასული წლის ივლისში იმყოფებოდა.  

აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ

აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ. შესაბამის ინფორმაციას ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი არსენიო ანდოლონგი ავრცელებს. ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ერთდღიანი საზღვაო წვრთნები ხვალ გაიმართება. მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები შეიარაღებული ძალების ტაქტიკას, დოქტრინას, ტექნიკასა და პროცედურების თავსებადობას გააძლიერებს. საზღვაო წვრთნების ფარგლებში საკომუნიკაციო მოქმედებები და სათვალთვალო მანევრები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩატარდება.  

შვედეთმა ჩინელი ჟურნალისტი გააძევა

შვედეთმა ჩინელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT-ი ავრცელებს. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 57 წლის ქალბატონი შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. ის უსაფრთხოების ძალებმა ოქტომბერში დააკავეს და გასულ კვირას ქვეყნიდან გააძევეს. მას შვედეთში დაბრუნება აეკრძალა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი შვედეთში 20 წლის წინ ჩავიდა, სადაც ბინადრობის ნებართვა ჰქონდა და შვედეთის მოქალაქეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც შვილები ჰყავს. ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებით, ქალბატონს არ სჯერა, რომ ის შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.  

აშშ სანქციებით ემუქრება ჩინურ ბანკებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ჯანეტ იელენის განცხადებით, აშშ-მ ჩინური ბანკები და ექსპორტიორები გააფრთხილა, რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში არ დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვაშინგტონი მათ სანქციების დაწესებით დაემუქრა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩინეთში იმყოფება. „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კომპანიებმა, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მყოფმა კომპანიებმა, არ უნდა უზრუნველყონ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მატერიალური მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან. მე განვაცხადე, რომ ნებისმიერი ბანკი, რომელიც ხელს უწყობს მნიშვნელოვან ტრანზაქციებს, რომლებსაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების საქონლის რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაზე მიაქვს, აშშ-ის სანქციების რისკის ქვეშაა,“ - აღნიშნა ჯანეტ იელენმა. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აძლიერებს სანქციებს რუსეთის დამხმარე ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ. ეს ბანკები შეიძლება, მოწყდეს აშშ-ის ფინანსურ სისტემას და გაანადგუროს ისინი. რუსულ ნავთობკომპანიებს ნედლი ნავთობისა და საწვავის გადახდის რამდენიმეთვიანი დაგვიანება ემუქრებათ, რადგან ბანკები ჩინეთში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უფრო ფრთხილები ხდებიან აშშ-ის მეორადი სანქციების მიმართ.  

ჩინეთი რუსეთს „სტაბილური განვითარების“ მხარდაჭერას დაჰპირდა

ჩინეთმა და რუსეთმა ერთმანეთს „უპრეცედენტო დონის" სტრატეგიული პარტნიორობა დაუდასტურეს. 9 აპრილს პეკინში გაიმართა ჩინეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვან ის და სერგეი ლავროვის მოლაპარაკება. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ წერენ, რომ შეხვედრის დასაწყისში, რომელიც მედიისთვის საჯარო იყო, ვან იმ ლავროვს განუცხადა, რომ ჩინეთი, როგორც რუსეთის მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ დაუჭერს მხარს რუსეთის „სტაბილურ განვითარებას და აღორძინებას პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით.“ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პეკინი და მოსკოვი განაგრძობენ მსოფლიო არენაზე სტრატეგიული ურთიერთქმედების განმტკიცებას. მოლაპარაკების შემდეგ ვან იმ და სერგეი ლავროვმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. რუსული სააგენტოების ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად წინააღმდეგობას გაუწევენ გამყოფი ხაზების შექმნის და არსებული კავშირების ხელყოფის მცდელობებს, უზრუნველყოფენ წარმოების და მომარაგების ჯაჭვის უწყვეტობას, იმოქმედებენ ჰეგემონიის, ძალის პოლიტიკის და მონოპოლიზაციის წინააღმდეგ და ხელს შეუწყობენ საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას. ვან ის თქმით, აუცილებელია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ახალი მოდელი, რომელიც კონფრონტაციის ნაცვლად დიალოგს და პარტნიორობას დაეფუძნება. მანვე  განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს დროულად მოწვევას საერთაშორისო კონფერენციის, რომელსაც როგორც რუსეთი, ისე უკრაინა დაეთანხმება და ყველა მხარის თანაბარი მონაწილეობით „სამართლიანად“ იქნება განხილული „ყველა სამშვიდობო გეგმა.“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის და ჩინეთის ლიდერების წყალობით, ორი ქვეყნის პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები „უპრეცედენტო დონეზე" ავიდა და რუსეთის პრეზიდენტად პუტინის ახალი ვადით არჩევა ამ ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების დამატებითი გარანტიაა. ლავროვის განცხადებით, რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება პატივისცემის, თანასწორობის, სანდო დიალოგის და ურთიერთმხარდაჭერის პრინციპებს ისეთ საკითხებში, რომლებიც ორი ქვეყნის ინტერესებშია და ეს პარტნიორობა არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 8 აპრილს ჩავიდა. 2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევს. უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად. პეკინს ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის უკრაინაში შეჭრა.  

მედია: ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” უნგრული სამსახური დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ტურის ფარგლებში სი ძინპინი 5 მაისს ორი დღით საფრანგეთში ჩავა, რის შემდეგად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა. წყაროების ინფორმაციით, ბელგრადის შემდეგ ჩინეთის ლიდერი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩავა.  

პეკინი: რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს. „ჩინეთსა და რუსეთს უფლება აქვთ, რომ ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში ჩაერთონ. ასეთ თანამშრომლობაში ჩარევა ან მასზე ზეწოლა არ შეიძლება და ჩინეთი კრიტიკას ან ზეწოლას არ მიიღებს,“ - განაცხადა მაო ნინმა. ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კურტ კემპბელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თუ რუსეთი უკრაინაში კონტროლს უფრო მეტ ტერიტორიაზე დაამყარებს, მაშინ, ეს ევროპაში ძალთა ბალანსს შეცვლის და გავლენას აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებზეც მოახდენს. „ჩვენ ამას აღვიქვამთ არამხოლოდ რუსეთის ქმედებებად, არამედ, ერთობლივ მოქმედებებად, რომელსაც მხარს ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა უჭერს,“ - აღნიშნა კურტ კემპბელმა. ჩინეთი რუსეთს „სტაბილური განვითარების“ მხარდაჭერას დაჰპირდა 2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევს. უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად. პეკინს ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის უკრაინაში შეჭრა.  

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 აპრილს ოფიციალურად გაფორმდა. სამინისტროში გაფორმდა დოკუმენტი – „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ.“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა. თითოეული ხელმომწერი მხარე მეორე ხელმომწერ მხარეს წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევა ბოლო წერილობითი შეტყობინების დღიდან ოცდამეათე (30) დღეს. ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.  

ჩინეთმა ორ ამერიკულ თავდაცვით კომპანიას სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ორ ამერიკულ თავდაცვით კომპანიას, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საპასუხოდ სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩინეთმა ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და მათი ქონება დააყადაღა.  პეკინმა შეზღუდვები დაუწესა General Atomics Aeronautical Systems-ს, რომელიც უპილოტო საავიაციო სისტემებს აწარმოებს, და General Dynamics Land Systems-ს, რომელიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებს. ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა არის სერიოზული ჩარევა მათ საშინაო საქმეებში და ზიანს აყენებს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „აშშ-ის მიერ ჩინეთის ტაივანის რეგიონისთვის იარაღის მიყიდვის გაგრძელება არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპისა და აშშ-ჩინეთის სამი ერთობლივი კომუნიკეს სერიოზული დარღვევა“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.  

BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია

BBC-ის ცნობით, ჩინეთი კონფლიქტის „შეკავებისკენ“ მოუწოდებს, მაგრამ პეკინმა არ დაგმო თავდასხმები. პეკინი „ღრმად შეშფოთებულია მიმდინარე ესკალაციის გამო" და მოუწოდებს "შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია." ჩინეთს მჭიდრო დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები აქვს ირანთან. გასულ კვირას აშშ მოუწოდებდა პეკინს, მოეთხოვა თეირანითვის, არ განეხორციელებინა საპასუხო შეტევა ისრაელზე. თუმცა, Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ვერ ნახეს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი ზეწოლას ახდენდა ირანზე. ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით, გავლენიან ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენის მქონე ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.  

ირაკლი კობახიძე ჩინეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ ხელმძღვანელობს. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. „ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ კუთხით, ისევე როგორც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ბიზნესისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაფორმდა. ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სი ძინპინმა გერმანიის კანცლერს უმასპინძლა - რაზე გამახვილდა ყურადღება პეკინში

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში 12 აპრილს, სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ის ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს უკვე შეხვდა. ოლაფ შოლცი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც. შეხვედრის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო ღრმავდება. თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია და ჩინეთი ტექნოლოგიის სფეროებში მოწინავე ქვეყნები არიან და მათ შორის მხოლოდ სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. გერმანიის კანცლერის რანგში ეს მისი მეორე ვიზიტია ჩინეთში. შოლცს თან ახლავს სამი მინისტრი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის საკითხებზე. დელეგაციაში შედიან წამყვანი გერმანული კომპანიების, კერძოდ, Siemens-ის, BMW-ს, Mercedes-Benz-ის წარმომადგენლები. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, შოლცის ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც გერმანია და მისი დასავლელი მოკავშირეები უპირისპირდებიან ჩინეთს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, ვაჭრობის, ტაივანის, ადამიანის უფლებებისა და მისი კავშირების შესახებ რუსეთთან. გერმანიის დელეგაციამ სი ძინპინთან შეხვედრას „კარგი“ უწოდა. მასთან შეხვედრის წინ, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი საფრთხეს უქმნის "მთელ საერთაშორისო წესრიგს." ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე გერმანიის კანცლერმა ბირთვული ესკალაციის საფრთხეზეც ისაუბრა. „ნათელია, ჩვენ ორივემ ნათლად განვაცხადეთ ჩვენს ბოლო შეხვედრებზე აქ, პეკინში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას საფრთხეც კი არ უნდა შეექმნას. მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო, თუ როგორ შეგვიძლია, მეტი წვლილი შევიტანოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში,“ - აღნიშნა შოლცმა. შოლცის ვიზიტის წინ ვაშინგტონმა ჩინეთი დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღების სექტორის გაძლიერებულ მხარდაჭერაში. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამბობს, რომ ორმხრივი კავშირები გერმანიასთან, სტაბილურად განვითარდება იმ პირობით, რომ ორივე სახელმწიფო პატივს სცემს ერთმანეთის განსხვავებებს და ისინი ეძებენ „საერთო ნიადაგს.“ „ჩვენ უნდა შევხედოთ და განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველი გზით გრძელვადიანი და სტრატეგიული პერსპექტივიდან,” - განუცხადა მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. ბერლინმა გასულ წელს წამოიწყო „რისკებისგან თავის დაღწევის“ სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის ზედმეტად მჭიდრო კავშირის შეჩერებას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან. „ვიდრე ორივე მხარე დაიცავს ურთიერთპატივისცემას, ეძებს საერთო ენას და ინარჩუნებს განსხვავებებს, ურთიერთობს და სწავლობს ერთმანეთისგან და მიაღწევს მომგებიან თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება,“ განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმ გერმანიიც კანცლერს. თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას შორის კონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი და გააფრთხილა ჩინეთის ხელმძღვანელობა ავტოინდუსტრიაში პროტექციონისტულ პოზიციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჩინური წარმოების მანქანები მისასალმებელია გერმანულ ბაზარზე იქამდე, ვიდრე კონკურენცია "სამართლიანი" იქნება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ არ იყოს დემპინგი, რომ არ იყოს ჭარბი წარმოება, რომ საავტორო უფლებები არ ირღვეოდეს,“ - ასეთია შოლცის პოზიცია. მან მოუწოდა ჩინეთს, შექმნას თანაბარი პირობები ვაჭრობისთვის. გერმანიის მთავრობა და გერმანული ბიზნესი ასევე უფრთხილდებიან ტაივანთან დაკავშირებით რაიმე პოტენციურ სამომავლო კონფლიქტს. შოლცის ვიზიტი დღეს დასრულდა.  

გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები, სამი პირი დააკავეს. ორი კაცსა და ერთ ქალს ბრალად ედებათ ჩინეთის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრობლობა, სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გადაცემის მიზნით. დაკავების მომენტში ეჭვმიტანილებს მოლაპარაკება ჰქონდათ კვლევით პროექტებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ჩინეთის საზღვაო საბრძოლო ძალის გაფართოების მიზნით - ამბობენ პროკურორები. ჩინეთს ამ ცნობებზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.  

ევროპარლამენტარის თანამშრომელი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი წევრის თანამშრომელი დრეზდენში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ეჭვმიტანილი, 43 წლის ციან გ. პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრ ევროპარლამენტარ მაქსიმილიან კრაგის გუნდში მუშაობს. კრაგის ოფიციალურ ვებგვერდზე მის პოზიციად მითითებულია "აკრედიტებული თანაშემწე." ციან გ. ეჭვმიტანილია უკანონო ჯაშუშურ საქმიანობაში, მათ შორის ჩინელი ოპოზიციონერების თვალთვალში და გერმანიის პარლამენტის მუშაობის შესახებ ინფორმაციის პეკინისთვის გადაცემაში. გერმანიის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ციან გ. ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელია და რომ მიმდინარე წლის იანვარში მან თავის დამკვეთებს გადასცა ინფორმაცია ევროპარლამენტში მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ. “ალტერნატივა გერმანიისთვის” პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ციან გ.-ს დაკავების შესახებ ცნობები "ძალიან შემაშფოთებელია."  

WSJ: რუსეთის დახმარების გამო, აშშ ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

შეერთებული შტატები ამზადებს სანქციების პროექტს, რამაც, შესაძლოა ჩინეთის ზოგიერთ ბანკს დაარტყას. მიზანი რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის მხარდაჭერის შეჩერებაა. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციები ესკალაციის ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური ზომები ვერ დაარწმუნებს პეკინს, შეზღუდოს ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში. შესაბამის სტატიას გამოცემა Wall Street Journal-ი აქვეყნებს. დოლარზე ბანკების წვდომის შეწყვეტა ხშირად გამოიყენება როგორც უკანასკნელი საშუალება, რადგან ასეთი სანქციები ხშირად, ინსტიტუტების გაკოტრებას იწვევს. ეს ასევე განსაკუთრებულ რისკს უქმნის ჩინეთს ნელი ეკონომიკური აღდგენისა და მზარდი ვალის ფონზე. მასალაში არ არის მითითებული, რომელ ბანკები შეიძლება, დაექვემდებაროს სანქციებს. ამ დრომდე ვაშინგტონს არ სურდა სანქციების დაწესება მსხვილ ჩინურ ბანკებზე, რადგან ანალიტიკოსები დიდი ხანია, განიხილავდნენ ამ ვარიანტს, როგორც "ბირთვულ" ვარიანტს, რადგან მას შეუძლია, ჰქონდეს გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკრიტიკა ჩინეთი რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ პეკინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიული ომისთვის კრიტიკული კომპონენტების მთავარი მიმწოდებელია. მანამდე, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ აშშ-მ ჩინური ბანკები და ექსპორტიორები გააფრთხილა, რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში არ დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვაშინგტონი მათ სანქციების დაწესებით დაემუქრა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ ჩინეთი პირდაპირ სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს.