თეგი: ძაღლი

უკრაინულ გამნაღმველ ძაღლს კანის კინოფესტივალის პრემია მიენიჭა

მაშველ ძაღლ პატრონს, რომელიც უკრაინაში განაღმვით სამუშაოებში მონაწილეობს, კანის კინოფესტივალზე Palm Dog Award-ი („პალმის ძაღლის პრემია“) გადაეცა. ამ პრემიას აკუთვნებენ კინოკონკურსში მონაწილე ფილმში გადაღებულ ძაღლებს. „დღეს კანში მაშველ ძაღლ პატრონს გადაეცა Palm Dog Award-ი - ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კინოპრემია, რომელიც ოთხფეხებს ენიჭებათ. პატრონი მსოფლიო ახალი ამბების ვარსკვლავი ბოლო ორი თვის განმავლობაში გახდა. ჟიურიმ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ჩვენი კუდიანი პიროტექნიკოსი ამ ჯილდოს იმსახურებს", - ნათქვამია კანის ფესტივალიდან მიღებულ შეტყობინებაში. პატრონმა მისი ვარსკვლავის სტატუსის შესახებ დისტანციურად შეიტყო, მაგრამ გამარჯვების შემდეგ, სავარაუდოდ, კანს ესტუმრება. 8 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატრონი, სამაშველო ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ძაღლი, ამ დრომდე აქტიურად მუშაობს ჩერნიგოვის გამნაღმველებთან.  

ქუთაისში, 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა

ქუთაისში, 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა. "პაციენტს ცოფისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა", - განაცხადა ექიმმა. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.  

ძაღლის დაჩიპვა სავალდებულო გახდება

ძაღლის დაჩიპვა სავალდებულო გახდება. საკანონმდებლო პროექტს დადებითად აფასებენ ცხოველთა უფლებების დამცველები. კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მეპატრონე შინაურ ცხოველს ქუჩაში დატოვებს, სწორედ ჩიპის დახმარებით მოხდება მისი იდენტიფიცირება და მას შესაბამისი სანქციები დაეკისრება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ივნისში დაინიცირდება.   

ძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა როზა ჯანაშიამ განაცხადა, რომ დაზარალებულ ადამიანებს, მათ პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. ცნობისთვის, მერიამ ძაღლი დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც გარდაიცვალა.  

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება, მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები და ჩატარდა ვაქცინაცია. "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდება, მათ აცრა ჩაუტარდათ. ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ცხოველთან ნებისმიერი რისკის შემცველი კონტაქტის შემთხვევაში, დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ღია სივრცეში ყოლა, 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც, ძაღლის ღია სივრცეში, მათ შორის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ცვლილებები 76-ხმით, ერთხმად მესამე მოსმენით დაამტკიცეს. საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მისი მიხედვით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა). ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა. ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება  

ღია სივრცეში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ჯარიმა გაიზარდა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის შესახებ საკრებულოს ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, ღია სივრცეში, მათ შორის პარკებსა და ბულვარებში ძაღლების გასეირნება მხოლოდ საბელით ან ალიკაპით არის დასაშვები. ახალი რეგულაცი, რომელიც ძალაში 21 ნოემბერს შევიდა, დეკორატიული ჯიშის ძაღლებსაც ეხება. „ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბელით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით," - ნათქვამია ბრძანებაში. აღნიშნული რეგულაციების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით შემდეგ ჯარიმები იმოქმედებს: ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით (20 ლარის ნაცვლად); ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.  

ეძებენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა - სეს

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. უწყების ინფორმაციით, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შევიდა.„ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია".სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შესახებ უკვე აცნობეს ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისა და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს.  

დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა - NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა.საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ განაცხადა.მისი ინფორმაციით, ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.