თეგი: ხანძარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია.  ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი, თუმცა ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული და სპეციალური ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს. ყვარლის ტყეებში მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს ხანძრის მეორე შემთხვევაა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.  ხანძრის ჩაქრობითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ცნობისთვის, ცეცხლი ძირითადად ტყის ქვედა საფარზე იყო გავრცელებული, თუმცა დაიწვა მრავალწლიანი ხეების ნაწილიც. ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გუშინ შუადღეს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. აალების მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

ელიავას ბაზრობაზე ხანძარია

ელიავას ბაზრობაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სამშენებლო მასალების პავილიონში გაჩნდა. ამ დროისთვის, ადგილზე სახანძრო - სამაშველო სამსახურის 6 ჯგუფია მობილიზებული. როგოც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხანძრი სასაწყობე ფართში გაჩნდა და შედეგად, დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა. „ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა გავრცელება. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სასაწყობე ფართში გაჩნდა ხანძარი. ხანძრი გავრცელებული იყო დაახლოებით 1000-1500 კვადრატულ მეტრზე“,- განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილო-დასავლეთ იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარი იყო. საკონდიტრო ქარხანაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც, დაიღუპა 5 ადამიანი, 1 კი დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ Anadolu წერს. ხანძრის გაჩენის დროს, საწარმოში ათობით თანამშრომელი იყო. მეხანძრეებს 9 საათი დასჭირდათ ხანძრის ლოკალიზებისთვის.  ამასთან, საწარმო კომპანია Sanko Seika-ს ეკუთვნის, რომელიც ბრინჯის კრეკერებსა და მრავლი სხვა სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.

იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილო-დასავლეთ იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში, ხანძარი იყო. საკონდიტრო ქარხანაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც, დაიღუპა 5 ადამიანი, 1 კი დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ Anadolu წერს. ხანძრის გაჩენის დროს, საწარმოში ათობით თანამშრომელი იყო. მეხანძრეებს 9 საათი დასჭირდათ ხანძრის ლოკალიზებისთვის.  ამასთან, საწარმო კომპანია Sanko Seika-ს ეკუთვნის, რომელიც ბრინჯის კრეკერებსა და მრავლი სხვა სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება მოხდა. ამ ეტაპზე, აფეთქების მიზეზი და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია. ამჟამად ცეცხლი ჩამქრალია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

ატლანტის ოკეანეში ძვირადღირებული მანქანებით დატვირთული გემი იწვის

ძვირადღირებული მანქანებით სავსე გემი Felicity Ace, ატლანტის ოკეანის შუაგულში იწვის. საერთაშორისო ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად სატვირთო განყოფილებაში გაჩნდა, გავრცელების შემდეგ კი, ეკიპაჟის 22 წევრი პორტუგალიის საზღვაო ძალებმა გემიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს.  ხანძრის დროს გემი პორტუგალიის აზორის სამხრეთ-დასავლეთით მიცურავდა, ნათქვამია პორტუგალიის საზღვაო ძალების განცხადებაში. 656 ფუტის სიგრძის გემზე ხანძარი 16 თებერვალს გაჩნდა, როდესაც მას ტვირთი, მათ შორის პორშეები და ფოლკსვაგენები ემდენიდან, დევისვილში გადაჰქონდა. პანამაში რეგისტრირებულ Felicity Alice-ს იაპონური Mitsui O.S.K. (MOL) მართავს. მას კომენტარი არ გაუკეთებია. „პორშესთვის“ ცნობილია მომხდარის შესახებ და დეტალებს არკვევს. კომპანია ადასტურებს, რომ მისი ათეულობით მანქანა გემზეა. „ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადამზიდავ კომპანიას ვუკავშირდებით“, - აცხადებენ თავის მხრივ Volkswage-ის წარმომადგენლები. Associated Press-ის თანახმად, Felicity Ace-ს 17000 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია, ათასობით მანქანის ჩათვლით. პორტუგალიის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ 17 თებერვლის მდგომარეობით, ხანძარი გრძელდება და ოკეანის საპატრულო ხომალდი ადგილზე რჩება მიტოვებული გემის მონიტორინგის მიზნით.

საბერძნეთის მახლობლად, ბორანზე ხანძრის შემდეგ 270-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, 11 დაკარგულად ითვლება

ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც 18 თებერვალს, საბერძნეთის მახლობლად, ბორანზე ხანძრის შემდეგ გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს. თერთმეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, ხოლო 270-ზე მეტი გადაარჩინეს და კუნძულ კორფუზე გადაიყვანეს. ასევე გადაარჩინეს ავღანეთის მოქალაქე, რომელიც გემზე, როგორც მგზავრი არ იყო რეგისტრირებული.იტალიის დროშის ქვეშ მცურავ, ბრინდიზის პორტისკენ მიმავალ Euroferry Olympia-ს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს ამ დრომდე იძიებენ. კაპიტანი და ორი ინჟინერი დაკითხვაზე გადაიყვანეს. ბერძნული ახალი ამბების საიტი Kathimerini იტყობინება, რომ მცირე ხანძარი 20 თებერვალს გემის შიგნით გაგრძელდა მას შემდეგ, რაც კორფუს ჩრდილოეთით უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს. საბერძნეთის ხელისუფლების ცნობით, დაკარგულები, სავარაუდოდ, სატვირთოს მძღოლები არიან ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად ბორანზე 239 მგზავრი და ეკიპაჟის 51 წევრი იმყოფებოდა. ბორანიდან გამოყვანილი ათობით ადამიანი კორფუზე მდებარე სასტუმროში გადაიყვანეს. „ჩვენ თვალწინ სიკვდილი ვნახეთ“, - უთრა ერთ-ერთმა მათგანმა, სატვირთოს მძღოლმა დანილო კარლუჩიმ Reuters-ს. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წოის გემმა ბოლოს უსაფრთხოების შემოწმება 16 თებერვალს გაიარა.

უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს

უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ ნაწილში ლიკვიდირებულია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზაპორიჟიეს კომპლექსში ხანძარი სასწავლო ცენტრში იყო და არა თავად ქარხანაში. Reuters-ი წერს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის უზარმაზარი ატომური სადგური დაიკავეს.

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, - წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე. ამასთან, ელგოროდში ნავთობტერმინალზე იერიშის შესახებ ინფორმაციაზე უკრაინაში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

რუსეთი ბრიანსკში, ნავთობსაცავზე მომხდარ აფეთქებას იძიებს

მოსკოვი აცხადებს, რომ ბრიანსკში მდებარე ნავთობსაცავზე გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსული მედია იუწყება, რომ ბრიანსკში, ნავთობსაცავზე მომხდარი აფეთქება, ან აფეთქებები, შესაძლოა უკრაინის სარაკეტო თავდასხმების შედეგია. თუმცა, ეს ცნობები ოფიციალური წყაროებით ამ დრომდე არ დასტურდება. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საცავში ხანძარი მოსკოვის დროით 2:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის მასშტაბის მიუხედავად ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. ბრიანსკის მოსახლეობა 400 000-ს აღწევს. ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან 170 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. საკითხზე კომენტარი უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია. ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, კორპუსიდან მაშველებმა ცხედრები გამოიყვანეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

ინდოეთში, ოთხსართულიან საოფისე შენობაში ხანძრის შედეგად სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა - BBC

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ოთხსართულიან საოფისე შენობაში ხანძრის გაჩენის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც BBC-ი წერს, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ყოველი გარდაცვლილის ოჯახს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კომპენსაციის სახით 200 000 რუპიას (2580 დოლარი) დაჰპირდა. მომხდარის გამო, ორი ადამიანია დაკავებული. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია   „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.   მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო 6 ტრანსფორმატორზე და არსებობდა მისი კიდევ უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე.   მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება სწრაფად მოხერხდა. ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია უკვე სრულად ექვემდებარება კონტროლს. ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის ნიშნები აღარ შეინიშნება. შემთხვევის შედეგად არავინ დასავებულა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.    ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 20 ჯგუფი.

თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია

თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ძირითადად მეორად საბურავებსა და ნარჩენებს უკიდია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტონაწილების (ე.წ. დაშლილები) ბაზრობაზე გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.  

ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის დარჩენილი კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის ადგილზე, ადგილზე ათამდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევუ მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია  

რუსეთში, ფსკოვის ოლქში ხანძარმა რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი გაანადგურა

რუსეთში, ფსკოვის ოლქში, სოფელ ლიუბანსკში ხანძარმა კომპოზიტორ ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის მშობლიური სახლის 200 კვ.მ. გაანადგურა. ამის შესახებ რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცეცხლის გაჩენის მიზეზად სარემონტო სამუშაოს დროს გაუფრთხილებლობა სახელდება.  

საბერძნეთში, ბოლო 24 საათში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა

ბოლო 24 საათში, საბერძნეთში ხანძრის 52 ახალი კერა გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც საბერძნეთის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის საფრთხე კვლავ მაღალია. ამასთან, მეხანძრეები აგრძელებენ ბრძოლას ტყის ხანძრის წინააღმდეგ, რომელიც კვირას დასავლეთ პელოპონესში, აქაიის რეგიონში, პორტესის რაიონში გაჩნდა.      

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე სამსართულიან კორპუსში ხანძარია

თბილისში, თამარ მეფის N20-ში, სამსართულიან კორპუსში ხანძარია. მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ასევე, რამდენიმე მცხოვრები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  

სამხრეთ საფრანგეთში ხანძარმა 5000 ჰექტარი გაანადგურა. ევაკუირებულია 10 000 ადამიანი

სამხრეთ საფრანგეთში 12 ივლისს საღამოს გაჩენილ ტყის ხანძრებთან ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს. დამწვარია დაახლოებით 5000 ჰექტარი და ევაკუირებულია 10 000 ადამიანი. მედიის ცნობით, უკვე სამი დღეა მიმდინარეობს ორი ხანძრის ლიკვიდაცია - არკანშონის ყურის მიდამოებში და ქალაქ ლანდირასთან, ბორდოს სამხრეთით. გარდა ამისა, ახალი ხანძარი გაჩნდა ავინიონთან, რომელიც მარსელის ჩრდილოეთით მდებარეობს. ბორდოს რეგიონში და ავინიონის მახლობლად, ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში 1000-ზე მეტი ადამიანი და 10 სპეციალური თვითმფრინავი ჩაერთო. მეხანძრე-მაშველების მუშაობას მშრალი, ცხელი ამინდი და ძლიერი ქარი აფერხებს. სამხრეთით დღის განმავლობაში 37/38°C-მდე ფიქსირდება. ბოლო დღეებში ხანძარი დაფიქსირდა ესპანეთსა და პორტუგალიაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა ადგილებზე 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. ხანძარია ხორვატიის სამხრეთ სანაპიროზე, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე.

რუსთავში, საწარმოო ზონაში ხანძარია

რუსთავში, საწარმოო ზონაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სს „აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და ცეცხლი ძველ ტომრებს უკიდია. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია ამასთან, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  

საბერძნეთში, ათენის გარეუბანში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ასობით ადამიანი ევაკურებულია

საბერძნეთში, ათენის მახლობლად, მთიან პენტელის ტყის ხანძრის გამო, ოთხი რაიონიდან და ადგილობრივი საავადმყოფოებიდან მინიმუმ 600 ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ Protothema წერს.  საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი ხანძარი სამშაბათს ნაშუადღევს პენტელის მთაზე, ათენის ცენტრიდან ჩრდილოეთით 27 კილომეტრში გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, დაღამებისთვის ცეცხლი 50 კმ-ის დაშორებით მდებარე კუნძულ ევიადან შეინიშნებოდა. 420-მდე მეხანძრე-მაშველი 85 მანქანის მხარდაჭერით ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც საღამოს რამდენიმე მიმართულებით გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა 80 კმ/სთ სიჩქარის ძლიერმა ქარმა გაართულა. ხელისუფლებამ ოთხი ოლქის: დრაფის, ანთუზას, დიონისა და დასამარის ევაკუაციის ბრძანება გასცა. მათ ასევე ურჩიეს სხვა რაიონების მცხოვრებლებს  ევაკუაციისთვის მოემზადონ.  ერთი საავადმყოფო და ათენის ეროვნული ობსერვატორია სიფრთხილის მიზნით ევაკუირებულია. პენტელისკენ მიმავალ გზებზე მოძრაობა შეჩერებულია. გასულ წელს ტყის ხანძარმა, საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში დაახლოებით 121 000 ჰექტარი ტყე და ბუჩქნარი გაანადგურა. ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაიქსირდა.  

თბილისში, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ღია ტერიტორიაზე, ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.  

გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია როგორც Europetime-ს შსს-ს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ და ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია  

მოსკოვში ჰოსტელში გაჩენილ ხანძრს 8 ადამიანი ემსხვერპლა

8 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა მოსკოვში, ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად.   ცეცხლი ალმა-ატის ქუჩაზე მდებარე შენობის მე-16 სართულზე გაჩნდა და 150 კვადრატულ/მეტზე გავრცელდა.  „ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. შემთხვევის ადგილზე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცენტრალური ოფისის კომისიაა მივიდა.   

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელი სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა.  როგორც ცნობილია, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანმა ხანძრის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხდებით, ხანძარი ამ ეტაპზე უკვე ლიკვიდირებულია.  

სტამბოლში მდებარე ბერძნულ ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა - ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების ევაკაუცია ვერტმფრენებით მოხდა

სტამბოლში მდებარე ბერძნულ ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა. ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების ევაკაუცია ვერტმფრენებით მოხდა, მათ გამოყვანაში პოლიციელებს და მეხანძრეებს ადგილობრივები ეხმარებოდნენ. 102 პაციენტი სხვა რეგიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ამ ეტაპზე ხანძრის მიზეზი და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.   

ტაილანდში ღამის კლუბში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

The Bangkok Post-ის ცნობით, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ხანძრის შედეგად, რომელიც ტაილანდის პროვინცია ჩონბურში, სატაჰიპის რაიონში Mountain B-ის ღამის კლუბში გაჩნდა.   ხანძარს ცხრა კაცი და ოთხი ქალი შეეწირა. Reuters-ის ცნობით, დაშავებულებს შორის მძიმე მდგომარეობაშია 14 ადამიანი. ხანძარი 5 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, მათ დიჯეის ჯიხურთან ორი აფეთქების ხმა გაიგეს და დაინახეს ნაპერწკლები, რის შემდეგაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ოთახში.  

პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი და შვიდი ზრდასრული. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ვერანდაზე გაჩნდა. ამასთან, სამმა პირმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო. ამ დროისთვის ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.  

საფრანგეთში, ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი გავრცელდა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი გავრცელდა. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, ცეცხლმა 6000 ჰა ფართობი მოიცვა. ცეცხლმა ათობით საცხოვრებელი სახლი გადაწვა, ევაკუირებულია ათასობით მოსახლე. სტიქიის ადგილზე 1000-მდე მეხანძრეა მობილიზებული. ამასთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა და ავიაცია.   

საფრანგეთში მასშტაბური ხანძრის გამო 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს მახლობლად გაჩენილი ხანძრის გამო, დაახლოებით, 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, განადგურდა სულ მცირე, 16 სახლი. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. საფრანგეთში, ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი გავრცელდა "ადგილზე მობილიზებულია 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 9 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი", - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა.  ამასთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა და ავიაცია.   

ეგვიპტის ეკლესიაში ხანძრისას სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა

Reuters-ის ცნობით, ეგვიპტის ეკლესიაში ხანძრისას სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა, 45 დაშავდა. შემთხვევა ქალაქ გიზაში მოხდა. ხანძარმა ეკლესიის შესასვლელი ჩაკეტა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია. „გულწრფელად ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებს. ეს ადამიანები ეკლესიაში სალოცავად იყვნენ მისულნი“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ. გიზა, ეგვიპტის სიდიდით მეორე ქალაქია.  

პორტუგალიაში ტყის ხანძრებმა იფეთქა. კვამლი მადრიდს აღწევს

სამშაბათს ცენტრალურ პორტუგალიაში გაჩენილი მასიური ხანძრის კვამლმა მადრიდი მოიცვა. ცათამბჯენები, რომლებიც ცნობილია, როგორც „ოთხი კოშკი", მადრიდში მდებარეობს და ხანძრის კერიდან 400 კილომეტრის დაშორებითაა, თუმცა კვამლშია გახვეული. ევროპაში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა ესპანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები წვით გამოწვეულ მძაფრ სუნს უჩივიან. პორტუგალიის სერა და ესტრელას ეროვნულ პარკში ხანძარი, 6 აგვისტოს გაჩნდა და ძირითადად კვირას ჩაქრა. ორშაბათს ცეცხლი ისევ გაძლიერდა, რამაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია. 1100-ზე მეტმა მეხანძრემ 13 თვითმფრინავის მხარდაჭერით ჩააქრო ხანძარი, რომელმაც 17 000 ჰექტარზე მეტი დააზიანა.  

გორში, დევნილთა დასახლებაში ხანძარის შედგად 80 წლამდე კაცი დაიღუპა

გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილი ხანძარის შედგად 80 წლამდე კაცი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფატზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

ესპანელი მეხანძრეები ვალენსიას რეგიონში საცხოვრებელი უბნების გადარჩენას ცდილობენ - ევაკუირებულია 2000 ადამიანი

ესპანელი მეხანძრეები ვალენსიას რეგიონში საცხოვრებელი უბნების გადარჩენას ცდილობენ. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 2000 ადამიანი, არიან დაშავებულები. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი ამასთან, ხანძრის კერები უახლოვდება საავტომობილო გზებს, სარკინიგზო მაგისტრალებსა და დასახლებულ პუნქტებს.  ცნობისთვის, ცეცხლის ლოკალიზება 4 დღეა ვერ ხერხდება.  

რუსეთში საბრძოლო მასალის საცავი იწვის - მედია

რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რაიონის სოფელ ტიმონოვოს მახლობლად საბრძოლო მასალის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. გუბერნატორის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ზუსტი ზარალი ჯერ უცნობია. ბელგოროდის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ორი სოფლის - ტიმონოვოსა და სოლოტის ევაკუაცია განხორციელდა.  

სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა

სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. „აეროპორტის ტერიტორიაზე არაფერი არ იწვის, ამ ტერიტორიაზე დამხმარე შენობას გაუჩნდა ხანძარი, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში. ხანძარი ამ ეტაპზე უკვე ლოკალიზებულია.  

ზორეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა ხანძრის ახალი კერები გააჩინა - სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა კვლავ გააღვივა ხანძარი. ამ დროისთვის, მეხანძრეები რამდენიმე კერაზე ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ამის შესახებ საქართველოს „პირველ არხს“ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა. ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია როგორც ამირანაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ხანძრის ჩაქრობა დღესვე ვერ მოხერხდება, ხვალ დილიდან სავარაუდოდ, ვერტმფრენის ჩართვა გახდება საჭირო. „მთელი ღამის განმავლობაში, გუშინ საღამოდან მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ერთობლივად მუშაობდნენ და დღეს შუადღისთვის მოხდა ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში გაძლიერებულმა ქარმა კვლავ გააჩინა ახალი კერები და მოხდა ძველი კერების გაღვივება. ამ დროისთვის, ზორეთში სხვადასხვა ლოკაციაზე არის რამდენიმე კერა, ცეცხლი უკიდია ტორფს და არის დაკვამლიანება, ასევე, შეინიშნება ღია ცეცხლიც. მთელი რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური მობილიზებულია. ჩემი ინფორმაციით, მათ ასევე ეხმარებიან სხვა რეგიონის მეხანძრე-მაშველებიც, ყველაფერს აკეთებენ მაქსიმალურად, რომ მოხდეს ხანძრის ჩაქრობა. სპეციალური ტუმბოების საშუალებით მდინარე მტკვრიდან ხდება წყლის აქაჩვა კერებამდე, მაგრამ რადგან არის ციცაბო დამრეცი კლდე, ძალიან რთულია ხანძრის ჩაქრობა და ეფექტური იქნება ვერტმფრენის გამოყენება. დღეს თუ ვერ მოახერხებენ მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას, ხვალ დილით ალბათ, აუცილებელი გახდება ვერტმფრენის ჩართვა“, – გააცხადა ამირანაშვილმა. მანამდე, Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. 

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი დღეს დილიდან ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაო გრძელდება. გუშინ, ზოვრეთში სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა და დაკვამლიანებაც შეინიშნებოდა. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზეა გავრცელებული. ტერიტორია არის კლდოვანი და მიუვალი, რის გამოც ტექნიკის ადგილამდე მიყვანა იყო გართულებული. Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. 

ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკაიზებულია.  „ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.  ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.   

ბორჯომში, ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ 3 ვერტმფრენი ერთვება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოს არსებული კლიმატური პირობები ართულებს. ცეცხლის ჩასაქრობად 250-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოს ქარის ჩადგომის შემდეგ განაახლებენ. ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი ჩაერთო Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.  

ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაო გაძლიერებული ძალებით ხორციელდება. ცეცხლის ქრობის ამოცანები განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი.   ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი.   „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.   საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი ჩაერთო ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო

Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყვის მასივში გაჩენილო ხანძრის ქრობის სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობს, ადგილზე მობილიზებულია 300 მეხანძრე-მაშველი.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დორისთვის დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელების რისკი არ არსებობს.  რაც შეეხება ხანძრის კერების რაოდენობას და ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის ფართობის მოცულობას, როგორც Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ეს ინფორმაცია დაზუსტების შემდეგ მოგვიანებით გახდება ცნობილი.  ცეცხლი, ბორჯომის მინიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.   

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბორჯომში, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია

ამ დროისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.   ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო  „ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.   ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.   ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია.   ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.   შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.   ცეცხლი, ბორჯომის მინიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალების სპეცტექნიკა ჩაერთო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებელი ავტოტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა MTLB (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო „ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოს აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ცეცხლი, ბორჯომის მინიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.   

ვახტანგ გომელაური: ვერტმფრენი ჩაერთო მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი მაშინ ჩაერთო, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.  მისივე თქმით, ვერტმფრენის მუშაობას ხელს ძლიერი ქარი უშლიდა. „გუშინ ფიზიკურად ვერ იმუშავეს. ისეთი ქარი იყო, რომ ვერტმფრენები ვერ ფრინდებოდნენ. პირველი კერა 19 აგვისტოს გაჩნდა, შემდეგ ორი დღე-ღამე გავიდა. პირველ დღეს არ ჩათვალეს საჭიროდ, შემდეგ ქარი ამოვარდა, ქარმა გაავრცელა ცეცხლი. ის, რომ გაწერილია, ვერტმფრენი, ამ დღეს უნდა ჩაერთოს ან არ უნდა ჩაერთოს, ასეთი რაღაც არ არსებობს. მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიოში არ არსებობს. როცა ჩათვალეს საჭიროდ და გაუჭირდათ, ლოკალიზებას ვერ ახერხებდნენ, გამოიძახეს და ჩამოვიდა“, - განაცახდა გომელაურმა. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების რაოდენობას, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ხუთი სამაშველო ვერტმფრენი ჰყავთ, ოთხი დიდი და ერთი პატარა. მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს საშუალება, რომ 100 და 200 ვერტმფრენი ჰყავდეს. „ჩვენ პირადად დაგვრჩა ხუთი სამაშველო ვერტმფრენი. ოთხი დიდი „მი-8“ ტიპის და ერთი პატარა. ერთი ვერტმფრენი დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს. ჩვენ რომ დიდი პარკი გვქონდეს, 100 და 200 ვერტმფრენი, ეს პრობლემაა, რადგან ამის საშუალება არ აქვს ჩვენს ქვეყანას, არ ვართ ასეთი მდიდრები. შენახვა სჭირდება. მეორეც, ერთი ვერტმფრენი რომ ჰყავდეს ცალკე ვინმეს, იმას იმხელა ხარჯი უნდა, რომ არარენტაბელურია, არასწორია, როდესაც შეიძლება, სასაზღვროს ვერტმფრენი ემსახურებოდეს, იგივე აღჭურვილობა აქვს, ჯალამბარია, იგივე აღჭურვილობაა, რაც უნდა ჰქონდეს სამაშველო ვერტმფრენს. სასაზღვროს ვერტმფრენი ერქმევა, სამაშველოს თუ კრიმპოლის, ამის აზრს ვერ ვხედავ. რატომღაც დაიხვია ოპოზიციამ, აი, არ უნდა ჰყავდეს? ჰყავს ერთი, ერთი ვერტმფრენი უშველის? არასწორია“, – აღნიშნა გომელაურმა.

ევროპაში აუქციონზე, რუსი ოლიგარქის სუპერიახტა პირველად გაიყიდა

Axioma, სანქცირებული რუსი ოლიგარქის კუთვნილი პირველი იახტაა, რომელიც აუქციონზე, გიბრალტარში  გაიყიდა.  გიბრალტარის მთავრობას, სანქცირებული რუსი მილიარდერის სუპერიახტა აუქციონზე გამოაქვს საერთო ჯამში, აუქციონზე 63 განაცხადი შევიდა, თუმცა რამდენი გადაიხადა და ვინ არის აუქციონში გამარჯვებული ჯერჯერობით უცნობია.  72,5 მეტრიანი Axioma საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის სასარგებლოდ გაიყიდა. ბანკი ამტკიცებს, რომ  იახტის მილიარდერ მფლობელ დიმიტრი პუმპიანსკის დავალიანება, საფინანსო ინსტიტუტის წინაშე $20 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. დიმიტრი პუმპიანსკი სააქციო საზოგადოება TMK-ს მმართველი დირექტორია. საწარმო ნავთობ-გაზის სექტორში საქმიანობს და „გაზპრომის“ დაკვეთით მილებს ამზადებს. რუს მილიარდერს, როგორც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს, ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მილიარდერი, რომლის ქონება დაახლოებით 1,84 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, პუტინის ერთ-ერთი „უახლოესი“ ოლიგარქია.      

ბორჯომის ხეობაში ხანძრის არეალი გაფართოვდა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის არეალი გაფართოვდა. ბორჯომის შემდეგ, ცეცხლი ახალციხის სოფლებამდეც აღწევს. ხანძრის ლოკალიზებას, ტყის მიუვალი ადგილები და ცუდი რელიეფი ართულებს.  ვახტანგ გომელაური: ვერტმფრენი ჩაერთო მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს და  ხანძრის სხვადასხვა სირთულის კერები ჯერ კიდევ ფიქსირდება. შსს-ს ცნობით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. „ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს“, - აცხადებენ შსს-ში. 22 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო.  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები და სპეცტექნიკა ჩაერთო. ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.   

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  ბორჯომის ხეობაში ხანძრის არეალი გაფართოვდა „ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება. ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი. მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.  ადგილზე მუშაობას განაგრძობს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. 22 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო.  22 აგვისტოდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები და სპეცტექნიკა მონაწილეობენ. ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა. 

ჩავუშოღლუმ დარჩიაშვილს ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარება აღუთქვა

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მხარეებმა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის საკითხი განიხილეს.  ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან თურქული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოში ხანძრების გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებას დაჰპირდა. მანამდე, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთვებიან.  22 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო.  22 აგვისტოდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები და სპეცტექნიკა მონაწილეობენ. ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.   

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს ხანძრის გაზრდილ რისკებზე აფრთხილებს

ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გაითვალისწინეთ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს და ნუ შეუწყობთ ხელს ტყის ხანძრების გაჩენას. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო

ბორჯომის ხეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და ცეცხლის მასშტაბმა იკლო. „ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა. მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. გახსოვთ თქვენ, წინა წლებში მომხდარი ბორჯომის ხანძარი, ერთიანად, მთლიანად იწვებოდა ყველაფერი. აქ ასე არ არის, პატარ-პატარა კერებია. ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილი. მაქსიმალურად გადასროლილია სახანძრო მანქანები ქვედა მხარეს და საშიშროება, რომ ცეცხლი გადავა დასახლებულ პუნქტებზე, არ არსებობს, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი არ ამოვარდა. როდის ჩაქრება ხანძარი - ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ეს არის დიდ წილად ამინდზე დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვერტმფრენებიც რომ გვყავდეს მეტი, თუ ქარი იქნება, ვერ იმუშავებენ. ასევე, მსურს აღვნიშნო, როგორც მომახსენეს, სტრატეგიულ მილსადენებზე საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

რაჭაში ხანძარია

რაჭაში, ამბორალურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაო. წყარო - IPN

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: რაჭაში, ტყის ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, რაჭაში, სოფელ ძირაგეულში, ტყის ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. რაჭაში ხანძარია როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.  ასევე წაიკითხეთ:   გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო  

ლევან დავითაშვილი: მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი კონტროლქვეშ ოპერატიულად მოექცეს

მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძართან განუცხადა. თავდაცვის სამინისტრო: რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებით არიან გადასროლილი - ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ „მაქსიმალურადაა მობილიზებული ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა.​ თქვენ იცით, რომ მყისიერად მოხდა, მათ შორის თავდაცვის ძალების გამოყენება. რამდენიმე უწყების ძალებია მობილიზებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თუმცა სატყეო რეინჯერები, თავდაცვის ძალები, ყველა გაერთიანებული ძალებით ებრძვის ხანძარს. მათ შორის, გამოყენებულია ტექნიკა. ასევე, მეზობელი ქვეყნის მხრიდან არის დახმარება. მეზობელმა ქვეყნებმა მყისიერად გამოაცხადეს დახმარების მზადყოფნა და მადლობა მინდა, გადავუხადო“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო    

თავდაცვის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ - სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავება, პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირება. 102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი. ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვიული", - აღნიშნულია ინფორმაციაში. გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო  

ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა

"ბორჯომის ხეობაში, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი", - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. თავდაცვის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო  

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა, ამ მომენტისთვის, ლიკვიდირებულია. ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა მათივე ინფორმაციით, დღეს დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. "რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. ტარდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

თბილისში, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზირებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, კაიროს ქუჩაზე, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზირებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, ცეცხლი ბალახს და ძველ ავტომანქანებს გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.  ასევე წაიკითხეთ: თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა  

ჩოხატაურში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ განაცხადა. როგორც ცნობულია, ცეცხლი ერთ-ერთი ბინიდან გავრცელდა. „ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია. ადამიანები გამოყვანილი არიან ბინებიდან“, – განაცხადა დავით შარაშიძემ. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომში ცეცხლის კერების 90% ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ხანძრის გავრცელების არეალზე მიმდინარე სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს და ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს.  ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, გრძელდება ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი. ბოლო მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა  

კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა, - ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე კვირიკეწმინდის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას „სინამდვილეში, მოცემული ძეგლი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლების დამსახურებაა. შესაბამისად, აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოებისთვის კი განვმარტავთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე სწავლობს ვითარებას და ახორციელებს მონიტორინგს. ძეგლის შიგნით და მის გარშემო არ შეცვლილა ხანძრამდე არსებული მდგომარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის ცეცხლის კერები; დროდადრო აღინიშნება მხოლოდ დაკვამლიანება. გვსურს, მოვუწოდოთ მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ბორჯომის ხეობაში სახელმწიფო უწყებები ატარებენ ყველა შესაბამის ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სტიქიით მიყენებული ზიანი და თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ სტრატეგიული ობიექტების დაზიანება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა  

ქუთაისში, ყოფილი ფსიქიატრიულის შენობა სრულად დაიწვა

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიულის შენობა სრულად დაიწვა. როგორც ცნობილია, ცეცხლის ქრობის პროცესში ქუთაისისა და წყალტუბოს 10-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა, თუმცა შენობა სრულად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  ასევე წაიკითხეთ: თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა თბილისში, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზირებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა  

შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას  

ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში ხანძარია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე სახლი. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შავნაბადას ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ტყესა და ბალახს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოსთვის სახანძრო-სამმაშველო ჯგუფები მობილიზებულნი არიან. შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სადაც ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა, სალიკვიდაციო სამუშაო დასკვნით ეტაპზეა.  

დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია

მეტროსადგურ „დიდუბესთან“, სავაჭრო ცენტრ „გორგიას“ საწყობში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მყოფის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.  

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ხანძრის ადგილზე ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს. ასევე ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაცია. ამასთან, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია  

ავჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ავჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ლიკვიდირებამდე ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. როგორც ცნობილია, ცეცხლი ბუჩქებს, ბალახსა და ხეებს გაუჩნდა. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული. კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა „მეხანძრე-მაშველების მიერ სრულად კონტროლირებადია ხანძრის ქრობის პროცესი და მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაოები ხანძრის ლიკვიდაციისთვის“, - აცხადებს მუსელიანი. შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას    

ლევან დავითაშვილი: ეკიპირების, ვერტმფრენების მომზადების კუთხით დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან

დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების, ეკიპირების, ტექნიკური აღჭურვის და ვერტმფრენების მომზადების კუთხით - თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, შსს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენაზე მუშაობს „დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების კუთხით, ეკიპირების კუთხით, ტექნიკური აღჭურვის და ვერტმფრენების მომზადების კუთხით. ვერტმფრენების პარკი გარემონტდა შარშან და შარშანწინ იმისთვის, რომ მათ წინაშე დღეს არსებული ამოცანები შეასრულონ. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ. დღეს საბედნიეროდ კონტროლშია ეს პროცესი და [ხანძარი] ლოკალიზებისკენ მიდის. მომავალი წლებისთვის უნდა ვიყოთ მზად და არ არის ისე, რომ დღეს არ გვაქვს საშუალებები. ხოლო ის, რომ მივიღეთ საერთაშორისო დახმარება, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. პირველ დღეებშივე მქონდა საუბარი ჩემ კოლეგებთან და ყველა მეზობელი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი გვთავაზობდა დახმარებას ამ კუთხით. ეს ძალიან ბუნებრივია, ჩვენც თუ რამით შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენ მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ხანძრებზე: არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერი არ არის გამორიცხული  

ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია

ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია. როგორც ცნობილია, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია, მაგრამ ქარის გამო შემთხვევის ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.  ამასთან, ადგილობრივების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ დროისთვის  ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. ადგილზე სახანძრო- სამაშველოს ჯგუფები მუშაობენ. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია  

გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად

„3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად", - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია „3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს. არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია  

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია. როგორც ცნობილია, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ავიაციაც მონაწილეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ცეცხლის კერა დასახლებიდან მოშორებით გაჩნდა. მიმდინარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია  

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებას ძლიერი ქარი აფერხებდა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ამსთან, გამომწვევი მიზეზი, უცნობია. ადგილზე რამდენიმე  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია  

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხანძარის ლიკვიდირება ამ დრომე ვერ მოხერხდა. მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა. მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია როგორც ცნობილია, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამასთან, მონიტორინგის მიზნით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან. ბორჯომის ხეობაში უწყვეტი სამუშაოები 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან  გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია  

თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხეებსა და ბალახს უკიდია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება

ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება. დარჩენილია ცეცხლის რამდენიმე მცირე კერა, რომლის დამუშავებასაც ცოცხალი ძალა ავიაციასთან ერთად ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოკლე დროში მოხდება. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან  გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია  

ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად როგორც ცნობილია, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება  

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად როგორც ცნობილია, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს ფოთლოვანი ხის ქვედა საფარს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება  

ლიკანის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ხანძრის ქრობის პროცესში, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული. ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია "ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

თბილისი-გორის ავტობანზე ხანძარია

თბილისი-გორის ავტობანზე ხანძარია. ამ ეტაპზე, ცეცხლი ბალახის საფარს უკიდია. ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია შემთხვევის ადგილიზე, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.  რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, უცნობია.  გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძარი ლიკვიდირებულია

"ორი კვირის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევსა და სოფელ აწყურს შორის მდებარე ფერდზე ხანძარი ლიკვიდირებულია", - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. თბილისი-გორის ავტობანზე ხანძარია ამასთან, მისივე თქმით, ლიკანთან არსებული კერა სრულად ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება.  "ფაქტობრივად, აქტიური კერა აღარ გვაქვს და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის მხრჩოლავი კერების დამუშავებით და ღია ცეცხლი არსად აღარ გვაქვს. თუ ამინდმა და კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეგვიშალა, დღის ბოლოს სავარაუდოდ ამ ლოკაციაზეც გამოვაცხადებთ ლიკვიდირებას. რთულს ვერ ვიტყოდი, ალბათ იყო ურთულესი. ხედავთ, რა რთული რელიეფია, ფიზიკურად მისვლა ძალიან ჭირდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფმა, ოპერატიულმა მოქმედებამ, ასევე მუნიციპალიტეტის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან ტრაქტორებისა და მძიმე ტექნიკის მობილიზებამ მოგვცა საშუალება, გზები გაგვეყვანა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და შედეგი სახეზეა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამის დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა „საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა

სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ცნობილია, ადგილობრივები ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს ელოდებიან. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა ამ ეტაპზე უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია

ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს  მხრჩოლავი კერების მონიტორინგი. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ამასთან, ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. ცნობისთვის, ბორჯომში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა  

შსს: სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური. „ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია“, – აცხადებენ შსს-ში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ტყის ხანძრიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ამასთან ცეცხლი 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო. ხანძარმა სისკიუს ოლქში მრავალი სახლი გაანადგურა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.  როგორც ცნობილია, ხანძარი რეგიონში ძლიერ სიცხეს მოჰყვა.  ადგილზე მეხანძრეები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, 200-მდე მეხანძრე-მაშველი და 3 ვერტმფრენია ჩართული

ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განცხადა. შსს: სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს „ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი და ამდენივე რაოდენობის თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი. დამატებით მუშაობს 3 ერთეული ვერტმფრენი და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზების გაყვანა ტყის მასივში, რათა სახანძრო ავტოტექნიკის შეყვანა მოხდეს", - მღებრიშვილმა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

ნაფეტვრებში ხანძარი გაჩნდა

ნაფეტვრებში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია ცეცხლი ხეებს, ბუჩქებს და ტყის მასივს გაუჩნდა.  ამასთან, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლის ლიკვიდაცია მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

ყაზახეთის ჩრდილოეთში ტყის ხანძრების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ტყის ხანძრების გამო, 1000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.  ხანძრის არეალი ფართოვდება და რეგიონში მდებარე ნავთობის ბაზას უახლოვდება. ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.  რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს. ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ამ დროისთვის განადგურებულია 3 000 ჰექტარი ტყის მასივი.  საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა იური ილიინმა ხელისუფლება სოფელ ამანკარაგაის მახლობლად ნავთობის საცავში ხანძრის გავრცელების საშიშროების შესახებ გააფრთხილა. იმავდროულად, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კოსტანის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს გეგმავს ეწვიოს ოპერატიული შტაბს და ტყის ხანძრის ლიკვიდაციისთვის გატარებულ ღონისძიებებს გაეცნოს.    

თბილისის შემოგარენში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარია

თბილისის შემოგარენში, ხანძრის რამდენიმე აქტიური კერა ფიქსირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარია ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ამასთან, ხანძარია წავკისში. ასევე, წყნეთში, კაკლების დასახლებაში. როგორც იუწყებიან, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. გარდა ამისა, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ტერიტორიული რეზერვის 201-ე და 202-ე ბატალიონის ასეულები სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის მასივის ხანძრის ქრობის სამუშაოს განაგრძობენ. „სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები სამუშაოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან აქტიურ კოორდინაციაში ახორციელებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე. რეზერვისტებსა და პირად შემადგენლობას გავლილი აქვს კრიზისებზე რეაგირების სპეციალური მოსამზადებელი კურსი და აღჭურვილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინვენტარით. ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, თავდაცვის ძალები პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო“, - იუწყება თავდაცვის სამინისტრო.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია. თბილისის შემოგარენში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარია ამასთან, წავკისში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო.  

წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია

წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებს ცეცხის ჩაქრობად დაახლოებით 10 საათი დასჭირდათ. თბილისის შემოგარენში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარია ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ წავკისში ხანძარი გუშინ, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის, ტყეში შენიშნეს.  

წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია. წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ შემოსული შეტყობინებების თანახმად, თბილისის მახლობლად, ტყის მასივებში: ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან ხანძრები გაჩნდა. სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა ხანძარზე მორეაგირე ძალების მობილიზება. თავდაპირველად, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული ცეცხლის კერის ლოკალიზება მოხდა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის ღონისძიებები წყნეთსა და წავკისთან. მეხანძრე-მაშველთა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრების ლოკალიზება და შემდეგ – ლიკვიდაცია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თბილისის შემოგარენში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარია  

სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. პარალელურად, სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს ავიაცია, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ცნობისთვის, ხანძარი სოფელ შილდის ტყეში პირველ სექტემბერს გაჩნდა.  წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია  

შალვა პაპუაშვილმა ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულ სამსახურების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხანძრებთან ბრძოლაში ჩართული სამსახურების წარმომადგენლებს - მეხანძრე-მაშველებს, ჯარისკაცებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს და რეზერვისტებს მადლობას უხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ეს დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და გუშინ, დედაქალაქის შემოგარენში იყო ხანძრები და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, რეზერვისტებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა მინდა მათ გადავუხადო, რომ ასეთი შრომა გაწიეს და დაიცვეს როგორც ჩვენი ბუნება, ისე მოსახლეობა ამ საფრთხისგან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში ადგილზე რჩებიან მონიტორინგის ჯგუფები. შეგახსენებთ, რომ ხანძარი სოფელ შილდის ტყეში პირველ სექტემბერს გაჩნდა. წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია  

თემქაზე, ზღვისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თემქაზე, ზღვისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „კვამლი შევნიშნეთ და მაშინვე დავრეკეთ სამაშველო სამსახურში. ახლა სპეციალური კიბით არიან შესული და აქრობენ ცეცხლს. როგორც ვიცი, სახლში არავინ იმყოფებოდა“, – აცხადებენ ადგილობრივები. რამ გამოიწვია ხანძარი ამ ეტაპზე უცნობია.  

ვიეტნამში, კარაოკე ბარში ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში, ქალაქ ჰო ჩი მინთან კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გაჩენის დროს, ბარში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობიდან თავის დასაღწევად ოთხი ადამიანი მეორე და მესამე სართულებიდან გადახტნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებებით კლინიკაში არიან გადაყვანილი. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. დაწყებულია გამოძიება.  

აგარის შაქრის ქარხნის ტერიტორიაზე ნედლეულის გადამამუშავებელი საწყობი იწვის

აგარის შაქრის ქარხნის ტერიტორიაზე ნედლეულის გადამამუშავებელი საწყობი იწვის. როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ავლაბარში, სპარტაკის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახში განძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, შემდეგ კი გვერდით მდებარე ბინებზე გავრცელდა. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ათზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.  

ყირიმში, ბელბეკის აეროდრომთან ძლიერი ხანძარია

ყირიმში, ბელბეკის სამხედრო აეროდრომ ძლიერი ხანძრია და რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი „ტელეგრამ არხები“ იუწყებიან.  „ავარიული ვითარებაა ბელბეკის აეროდრომზე”, - თქვა ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა. მაშველების ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან მოცურდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები.   

ყირიმის ხიდზე ხანძარია

ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა. "გავრცელებული ინფორმაციით, საწვავის ტერმინალი იწვის. ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას!" - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ბრაჩუკიმ. სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ არაერთ ვიდეოებში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.  

გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი იყო

გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობილია, მონასტერში დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დამწვარია მთავარი ტაძრის ჩრდილო დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა. ამასთან, კონკრეტულად რამდენი კვ. მეტრი ფართობი დაიწვა, ამ ეტაპზე უცნობია.  

რუსეთში, ბელგოროდის რაიონში ნავთობის საცავი იწვის

რუსეთში, ბელგოროდის რაიონში, სოფელ რაზუმნოიეს მახლობლად, ნავთობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს.  TASS-მა საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საცავში 10 რეზერვუარიდან ერთი დაზიანდა.  სოფელი რაზუმნოე ბელგოროდიდან დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს.  

სტამბოლში, 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

სტამბოლის დასახლება ფიკირთეფეში საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. თურქული მედიის ცნობით, ილდირიმის ქუჩაზე მდებარე 24 სართულიანი შენობა იწვის. შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ქრობის ოპერაციას ახორციელებენ. ინოფრმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.   

Reuters: თეირანში, ევინის ციხის ტერიტორიაზე, ხანძარია. ისმის სროლის ხმა

თეირანში, ევინის ციხის ტერიტორიაზე, ხანძარია. შემთხვევის ადგილზე სროლის ხმებმაც ისმის. ამის შესახებ Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება. თავის მხრივ, ირანული სააგენტო IRNA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ წუთებში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ირანელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ პატიმრების ბუნტზე საუბარი არ ყოფილა. Reuters აღნიშნავს, რომ ციხეში, პოლიტიკური საქმეებისთვის მსჯავრდებული პირები, უცხოელები და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები იმყოფებიან.  სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, თუმცა მსხვერპლი არ არის.  

ნიჟნი-ნოვგოროგში, ელექტროქვესადგურზე ხანძარია

რუსული მედიის ცნობით, ნიჟნი-ნოვგოროგში, ელექტროქვესადგურზე ხანძარია.  ხანძრის ჩაქრობაში 43 მეხანძრე და 11 ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 300-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროქვესადგურში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.  

რუსეთში, კაფეში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფე „პოლიგონში“ გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 260-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა. ისინი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.  

ქობულეთში, მეჩეთს ცეცხლი გაუჩნდა

ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, მეჩეთი დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს გამოძიება.  

მოსკოვის ცენტრში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შვიდამდე გაიზარდა. ხანძარი აგურის ორსართულიან საწყობში, რომელიც კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარეობს, 20 ნოემბერს შუადღისას გაჩნდა. ხანძრის ფართობი 2,5 ათასი კვადრატული მეტრი იყო. შუაღამემდე ხანძარი მთლიანად ჩაქრა. 21 ნოემბრის დილას, მეხანძრეებმა შვიდი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ხანძრის ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყებამ ხანძრის გამომწვევ მიზეზად „საქონლის არასათანადო შენახვა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა“ დაასახელა.  

მედია: ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავი ააფეთქეს

დონეცკის რეგიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ხამძარი „ფეთქებადსაშიში საგნის მოხვედრამ“ გამოიწვია.  დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ნავთობის საცავის ტერიტორიაზე, ცეცხლი ორ ცისტერნას მოედო.  ხანძარს 20 ერთეული ტექნიკის გამოყენებით 84 მეხანძრე აქრობდა. უკრაინის ხელისუფლებას მაკეევკაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.  

მედია: ხანძრის გამო, ბიზნეს-ცენტრ მოსკოვი-სიტიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

რუსული მედიის ცნობით, ბიზნეს-ცენტრ მოსკოვი სიტიდნ, ხანძრის გამო მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.  მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი ბიზნეს-ცენტრთან ახლოს მდებარე შენობაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები.   

ჩინეთში, ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, ქალაქ ანიანში ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 63 სახანძრო მანქანა მუშაობდა როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე დაკარგულად, ორი ადამიანი ითვლება. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში საწვავის ტანკებს ცეცხლი გაუჩნდა

30 ნოემბრის ღამეს, ბრიანსკის ოლქის სურაჟსკის რაიონში ნავთობპროდუქტების ტანკებს ცეცხლი გაუჩნდა.  ინფორმაციას რუსული მედია, რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე ბოგომაზმზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის ინფორმაციით, ხანძარი 1800 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, არ ზუსტდება. „შემთხვევის ადგილზე 80 ადამიანი და 30 ტექნიკა მუშაობს, მათ შორის სახანძრო მატარებელი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საავიაციო ჯგუფი“, - აცხადებს ბოგომაზი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია ლიკვიდირებულია

თბილისში, ვარკეთილში, ზემო პლატოზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევი მიზეზები და მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის არმიაში მობილიზებულების ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა. ვიდეო

ოკუპირებული ყირიმის სოვეცკოეს დასახლებაში, შენობაში სადაც რუსეთის არმიაში მობილიზებულები იყვნენ განთავსებული ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამის“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ ხანძარი დიდ ტერიტორიზე გავრცელდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შენობაში რამდენიმე ასეული ადამიანი იყო განთავსებული. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ. უკრაინული მედია წერს, რომ მტრის დანაკარგებზე მონაცემები ზუსტდება.

ოკუპირებულ ყირიმში რუსული ბაზის დაწვაზე პასუხისმგებლობა პარტიზანულმა მოძრაობა ATESH-მა აიღო

პარტიზანულმა მოძრაობა „ATESH“-მა (უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების მოძრაობა) განაცხადა, რომ მისი აქტივისტები მონაწილეობდნენ დროებით ოკუპირებულ ყირიმის სოფელ რადიანსკისში ყაზარმების დაწვაში. ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის არმიაში მობილიზებულების ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა. ვიდეო უკრაინული მედიის ცნობით, მოძრაობა, რუს პერსონალში მსხვერპლის შესახებაც იუწყება. „უკრაინული ყირიმის სოფელ რადიანსკისში მობილიზებული რუსული არმიის ბაზა იწვის. ჩვენმა აგენტებმა ზუსტად იმუშავეს. ჩვენ ამ პროექტზე დიდხანს ვიმუშავეთ და, რა თქმა უნდა, მოვახერხეთ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსული არმიის განადგურებას“, - ამბობს მოძრაობა სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში. ხანძარი 10 დეკემბერს, ღამით გაჩნდა.  

ბათუმში, "ვოქსის" კორპუსში ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ "ვოქსის" კორპუსში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე, რესტორანს გაუჩნდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. შენობიდან მოსახლების ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინ არის. გათიშულია ელექტროენერგია, ტერიტორია კი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.  

ბათუმში, რესტორან "ვოქსში" ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" ხანძარი ლოკალიზებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის. ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

რუსეთის ფედერაციაში, ჩუვაშეთში, გაზსადენზე აფეთქება მოხდა

მედიის ცნობით, ჩუვაშეთში, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია, აფეთქების შემდეგ, გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი გაზსადენზე გაჟონვა გახდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ წინა დღეს, 19 დეკემბერს, მსგავსი შემთხვევა ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკთან მოხდა. იქ გაზის მაგისტრალს ცეცხლი გაუჩნდა.  

ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ შენობა დაიწვა

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ამასთან, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.  

რუსეთში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ქალაქ კემეროვოში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაშავებულია ექვსი პირი. როგორც ცნობილია, ცეცხლის ჩაქრობას 80-მდე მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. მომხდარის შემდეგ ოლქის გუბერნატორის განკარგულებით, რეგიონის მასშტაბით, ხანდაზმულთა სახლების ინსპექტირება ჩატარდება.  

რუსეთში, პოდოლსკში პენსიონერმა ცოლ-ქმარმა, სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადა

პოდოლსკში ცოლ-ქმარმა პენსიონერმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის შენობის დაწვა სცადა. Rise-ის ინფორმაციით, 70 წლის კაცმა ბენზინის ქილაში ნაწიბური დაასველა, ცეცხლი წაუკიდა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის ფანჯარაზე დადო. ამ დროს მისი 76 წლი ვიდეოჩანაწერს აეთებდა. წყვილი გამვლელმა პოლიციელებმა დააკავეს. ხანძარი მალევე ჩააქრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიზეზები, თუ რატომ გადაწყვიტეს პენსიონერებმა სამხედრო აღრიცხვისა და აღრიცხვის ოფისის ცეცხლის წაკიდება, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ომის დაწყებიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ათობით სამხედრო კომისარიატი დაიწვა. ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მსგავსი ინციდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.  

„გალერეა თბილისში“ ხანძარი ლოკალიზებულია

„გალერეა თბილისში“ ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. გამოცხადდა ევაკუაცია. არავინ დაშავებულა. ამ დორისთვის „თბილისი გალერეა“ დახურულია. სავაჭრო ცენტრი ხვალიდან განაგრძობს მუშაობას.  

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, სამხედრო კომისარიატი დაწვეს

რუსეთის ქალაქ ბრატსკში, ირკუტსკის ოლქში, 9 იანვარს ღამით სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს ცეცხლი გაუჩნდა. კალინინგრადისა და ლენინგრადის ოლქებში, სამხედრო კომისარიატები დაწვეს რუსული მედიის ცნობით, სამხედრო კომისარიატი სავარაუდოდ მიზანმიმართულად გადაწვეს.  მედია: სანქტ-პეტერბურგთან და ორენბურგის მხარეში სამხედრო კომისარიატები დაწვეს წინასწარი მონაცემებით, რიაბინოვას ქუჩაზე მდებარე სამხედრო აღრიცხვის ცენტრალურ ოფისში ხანძარი ღამის 2:00 საათის შემდეგ გაჩნდა. ხანძარმა შენობის მეორე სართული ძლიერ დააზიანა. პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა.  21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.    

რუსეთში, მობილიზებულთა კარვები წლის დასაწყისიდან მეორედ დაიწვა - მედია

რუსეთის ფედერაციის ორენბურგის ოლქში, მობილიზებულთა კარავში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გაჩენაში სავარაუდო დამნაშავეებად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ოფიცრებს ასახელებენ. წერს რუსული მედია.  რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, სამხედრო კომისარიატი დაწვეს თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი 9 იანვარს დილით, „ნიჟნიაია პავლოვკას“ საწვრთნელ ნაწილში გაჩნდა. დაზიანდა სამარას რეგიონიდან მობილიზებულთა კარვები. მედია: სანქტ-პეტერბურგთან და ორენბურგის მხარეში სამხედრო კომისარიატები დაწვეს ერთ-ერთი ჯარისკაცის მამამ თქვა, რომ ყველა კარავი დაიწვა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.  კალინინგრადისა და ლენინგრადის ოლქებში, სამხედრო კომისარიატები დაწვეს 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.    

მოსკოვში მასშტაბური ხანძარია

მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ავტომომსახურების საწყობში ხანძრის ზონამ ორიათას კვადრატულ მეტრს მიაღწია.  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, თავდაპირველად 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძრის გაჩენის შედეგად შენობა ჩამოინგრა.  ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩაერთვება. ხანძარის ქრობაში 136 ადამიანი და 48 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. მეტროპოლიტენ „დეპტრანსის“ ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამო, მოძრაობა გადაკეტილია დობროლიუბოვას ქუჩაზე მოსკოვის ცენტრისკენ.   

სომხეთში, გაჩენილ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

სომხეთში, ბასარკეჩიარის რაიონში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, არიან დაშავებულებიც, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ხანძრის გამომწვევ მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.  

თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა

ბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.  ადგილზე დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი ფართებიდან კიდევ 8 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.   

თელავის სოფელ ართანის ტყეში, ხანძარი ლიკვიდირებულია

თელავის სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.  ხანძრის შედეგად დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ქრობის პროცესში ჩართული იყო როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე, მოხალისეთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი. ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ალპურ ზონაში, გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. ხანძარის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.   

თბილისში, ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ისანში, ყოფილი ტროლეიბუსების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ღია სივრცეში საბურავებს გაუჩნდა. ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

ბათუმში, ხანძარი იყო, ცეცხლი სასაწყობო შენობა-ნაგებობას გაუჩნდა

ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან ხანძარი იყო. ცეცხლი სასაწყობო შენობა-ნაგებობას გაუჩნდა.  ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

ჩილეში ტყის ხანძრებს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში მძვინვარე ტყის ხანძრებს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაურისიო ტაპიამ განაცხადა. "ამ ეტაპზე სხვადასხვა ოლქებში ტყის ხანძრების 50-ზე მეტი კერა ფიქსირდება, სრულად განადგურებულია 45000 ჰექტარზე მეტი ტყე", - განაცხადა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, ასობით სახლი კი სრულად დაიწვა.  

თურქეთის ისკენდერუნის პორტში ხანძარია

თურქეთის ისკენდერუნის პორტში ხანძარი გაჩნდა, რამაც ოპერაციები შეაჩერა და აიძულა სატვირთო ლაინერები, გემები სხვა პორტებში გადაეყვანათ. მანამდე, ორშაბათს თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პორტი, რომელიც ჰათაის პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, მიწისძვრის გამო დაზიანდა.  წამყვანი გლობალური კონტეინერების გადაზიდვის ჯგუფი AP Moller Maersk ამბობს, რომ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მიწისძვრის ეპიცენტრის გარშემო, მათ შორის ისკენდერუნის პორტში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მხოლოდ ჰათაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად 1200-ზე მეტი შენობა დაინგრა.  

თურქეთში ხანძრის დროს ოჯახის 7 წევრი დაიღუპა

თურქეთში, ხანძრის დროს, ხუთი სირიელი ბავშვი და მათი მშობლები დაიღუპნენ. ოჯახი თურქეთში, კონიის ცენტრალურ რეგიონში გადავიდა საცხოვრებლად სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ ნურდაგიდან, რომელიც  6 თებერვლის მიწისძვრით მძიმედ დაზარალდა.  სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა - ეს არის რეგიონში ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მომხდარა.  

ლისის ტბის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ლისის ტბის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს წაეკიდა. ადგილზე სახანძრო-სამაშვილო ჯგუფები მუშაობდნენ.  ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.   

მესტიაში, ერთ-ერთი სასტუმრო დაიწვა

მესტიაში, სასტუმრო „ფოსტა" დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მთლიანად დაიწვა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.  

თბილისში, სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს ეკიდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ძლიერი ხანძარია

თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “ამბასადორის“ შენობაში ძლიერი ხანძარია. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.  რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია.  

სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შსს-ს ცნობით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. „ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო ეკიპაჟი, მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება, რომ დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ უკვე - ლიკვიდაცია. იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.  

სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი გააჩინა - შსს

სამართალდამცველებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის კაცი დააკავეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ძლიერი ხანძარია სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების, ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ადვოკატის თქმით, „ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებულის ადვოკატმა, პაატა გოგოლაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. „დღეს უნდა წარუდგინონ ბრალი იმიტომ, რომ საღამოს 18:00 საათამდე აქვთ ვადა. შევხდი და ვესაუბრე. თავს დამნაშავედ არ ცნობს იმ საქმესთან მიმართებით, რის გამოც დააკავეს, ეს არის მისი ცალსახა პოზიცია“, - განაცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“. სამართალდამცველებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის კაცი პირველ აპრილს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერციით, კაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა - ცეცხლი სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. ამავე თემაზე: თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ძლიერი ხანძარია სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო  

თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცლებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია, რომელიც ხანძრის გაჩენისას სახლში მარტო იმყოფებოდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.  

ბელგოროდში ხანძრები სავარაუდოდ, დრონების შეტევის შემდეგ გაჩნდა - მედია

ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქსში ორ სამოქალაქო ობიექტზე ხანძრები იყო. რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი არ აკონკრეტებს, რომელ ობიექტზეა საუბარი. მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის და ხანძარი ლიკვიდირებულია. ზოგიერთი წყარო წერს თბოელექტროსადგურზე შეტევის, ზოგიც კი ქვესადგურზე შეტევის შესახებ. გარდა ამისა, რუსული წყაროების უმეტესობა დრონს უკრაინულს უწოდებს. 11 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს დრონით შეუტიეს.  

მადრიდში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

მადრიდში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმტანმა დესერტის გაფორმება სპეციალური აალებადი ხელსაწყოთი სცადა, რა დროსაც თვითმხილველების თქმით, ჭერი აფეთქდა.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში, უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. "ხანძარი საცავის ორ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა და ფართობი დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრია. დაიწვა და დაზიანდა ნავთობის ოთხი ტანკერი", - განაცხადა ქალაქის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

რუსეთში საარტილერიო და სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

შაბათს, 2023 წლის 29 აპრილს, რუსეთში, ქალაქ პერმში, საარტილერიო და სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სატრანსფორმატორო ქვესადგურს გაუჩნდა ცეცხლი. აღსანიშნავია, რომ ხანძრის ლიკვიდაციაში 37 ადამიანი და 10 ტექნიკა იყო ჩართული.  უწყების ცნობით, ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ზარალის შესახებ ინფორმაცია უცნობია. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთში ეს ერთადერთი საწარმოა, რომელიც მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს აწარმოებს. ქარხანა ევროკავშირის სანქციების ქვეშაა.  

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის კიდევ ერთი რეზერვუარი იწვის

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ი მომხდარს დრონებით თავდასხმას უკავშირებს. რუსეთში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის გუბერნატორის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა და მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს.  

რუსეთში, სვერდლოვსკის რაიონში ხანძარი 33 000 ჰექტარზე გავრცელდა

სვერდლოვსკის რეგიონში ხანძარი 33 000 ჰექტარზე გავრცელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობებზე დაყრდნობით წერს. 6 მაისის საღამოს გავრეცლდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სვერდლოვსკის რაიონის სოფელ პერვომაისკის ტყის ხანძარმა დენთის საწყობებს მიაღწია. ისმოდა აფეთქებების ხმა. სოფლის 400 მცხოვრებთ ევაკუაციისთვის ამზადებდნენ.  

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა. თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა „მეხანძრე მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. ვინაიდან, არსებობდა ხანძრის უფრო დიდ მასშტაბზე გავრცელების საშიშროება. შესაბამისად, ხანძარიც დროულად იქნა ლოკალიზებული და ამ ეტაპზე როგორც მოგახსენეთ, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ფართობსა და ხანძრის გავრცელების ალბათობას დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.  

ახალ ზელანდიაში, ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ახალ ზელანდიაში, ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  მაშველებმა ათობით ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ველინგტონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ზედა სართულზე გაჩნდა.  ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.  

ყაზახეთში 12 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 12 ივნისი გლოვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა, იუწყება ყაზახური მედია. სახელმწიფოს მეთაური ეწვია აბაის რეგიონს, სადაც ტყის ხანძრის შედეგად დაღუპული მეტყევეების ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა. „ვარაუდობენ, რომ ხანძარმა 60 000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ხანძრის ქრობის პროცესში შვეულმფრენები არიან ჩართულნი. ტყის ხანძრის ჩაქრობაში მაშველები სამი რეგიონიდან გაგზავნეს. სააგენტო Kazinform-ის ცნობით, ხანძრის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა.  

ნარიყალას სიახლოვეს ხანძარია

ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ვიდეო და ფოტო-მასალა სოციალური ქსელებით ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ბალახის საფარს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.  განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნარიყალას ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდრებულია. მათივე ცნობით, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა.  

საბერძნეთში, ხანძრის ქრობისას თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში ტყის ხანძრების ქრობის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა ქვეყნის დედაქალაქ ათენის მახლობლად, კუნძულ ევიაზე, ქალაქ კარისტოსის საჰაერო სივრცეში მოხდა. მეშვიდე დღეა, საბერძნეთი ტყის ხანძრებს ებრძვის. მასშტაბურმა ხანძარმა კუნძულ როდოსის 10 პროცენტი გაანადგურა.  

საბერძნეთში ხანძრის ქრობისას თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ორი პილოტი დაიღუპა

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ ბერძნული საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ორი პილოტის დაღუპვა დაადასტურა. თვითმფრინავი 25 ივლისს ხანძრის ქრობისას, კუნძულ ევიაზე ჩამოვარდა. მეთაური 34 წლის  იყო, მეორე პილოტი - 27-ის.  

თურქეთში, 10 ქარხანაში ხანძარია

თურქეთის პროვინცია ბურსაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა 10 ქარხანა მოიცვა. იუწყება თურქული მედია. ხანძარი ქალაქ ინეგოლის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ტექსტილის ქარხანაში გაჩნდა. მალე ცეცხლი მიმდებარე ქარხნებსაც მოედო. ხანძრის ჩაქრობაში ოთხი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი, 110 სახანძრო ბრიგადა და 200 თანამშრომელი მონაწილეობდა. მოწამვლის შემდეგ ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხშაბათს დილით ბურსის მერმა განაცხადა, რომ ინდუსტრიულ ზონაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.  

თბილისში, სვანეთის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სვანეთის ქუჩაზე ბარაკული ტიპის რამდენიმე სახლს ცეცხლი უკიდია. ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო.  

მოსკოვის ოლქში ძლიერი ხანძარია

მოსკოვის ოლქის ქალაქ ოდინცოვოში ძლიერი ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, რომელსაც სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს უკიდია.  თუმცა უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, რომ თვითმხილველებმა აფეთქების ხმა გაიგეს.  სოციალურ ქსელში ვრცელდება ხანძრის ვიდეო და ფოტო-მასალა, რაც ადასტურებს, რომ ცეცხლი დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული.  მოსკოვის მერი 9 აგვისტოსა აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. მოსკოვი დრონების თავდასხმის სამიზნე იყო 10 აგვისტოსაც. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

მედიის ცნობით, ნოვოროსიისკის პორტის სატვირთო ტერმინალში ძლიერი ხანძარია

ნოვოროსიისკის (რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორია) სატვირთო ტერმინალში მასშტაბური ხანძარია. ამის შესახებ ტელეგრამ არხი Shot-ი წერს.  ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე მუშაობს. ცეცხლი 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, იუწყება კრასნოდარის ტერიტორიის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური. იწვის ხის პაკეტები ტვირთის შესანახად. იწვის ხის პალეტები.  

ხანძარი ჰავაიზე: მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს - BBC

კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ჰერმან ანდაიამ გადადგომის მიზეზად „ჯანმრთელობის მდგომარეობა“ დაასახელა.  უფრო ადცრე ჰავაის კუნძულის მცხოვრებლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ხანძარზე უფრო ძლიერ სასწრაფო რეაგირებას მეტი ადამიანის გადარჩენა შეეძლო. „მაუის სისტემა კუნძულის ირგვლივ 80 სირენას (გამაფრთხილებელი სისტემა, რედ.) მოიცავს, ტესტირება ყოველი თვის პირველ დღეს ხდება, თუმცა ხანძრის დღეს ისინი დუმდნენ,“ - წერს BBC. მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ ნანობს. მან განმარტა, რომ სირენები ძირითადად ცუნამის დროს გამოიყენება. „საზოგადოება დატრენინგებულია იმისათვის, რომ თუ სირენა ჩაირთვება, უფრო შემაღლებული ადგილი მოძებნონ. იმ ღამეს რომ სირენა ჩაგვერთო, ვშიშობ, ხალხი მთებისკენ წავიდოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ცეცხლის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ,“ - განაცხადა ანდაიამ 17 აგვისტოს CNN-ის ცნობით. ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 111 ადამიანი. 1000-ზე მეტი დაკარგულად რჩება.  

ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კანარის არქიპელაგზე, კუნძულ ტენერიფეზე ხანძარმა უკვე 2,6 ათასი ჰექტარი გაანადგურა. ოთხშაბათის შემდეგ 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რეგიონის ლიდერმა ფერნანდო კლავიომ ოთხშაბათს ღამით განაცხადა, რომ ხანძარი „უკონტროლო იყო". მან მეტი ადამიანის ევაკუაცია არ გამორიცხა. „ეს არის ალბათ ყველაზე რთული ხანძარი, რაც ჩვენ გვქონდა კანარის კუნძულებზე ბოლო 40 წლის განმავლობაში,” - განუცხადა კლავიომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. მობილიზებულია 370-ზე მეტი პერსონალი და 17 სახანძრო თვითმფრინავი. ტენერიფეზე ტემპერატურა 30c გრადუსამდე მერყეობდა , რაც საშუალოზე მაღალია წელიწადის ამ დროისთვის. წელს ტყის ხანძრები სოფლიოს მრავალ ნაწილში, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკაში, ჰავაიზე, კანადასა და ევროპაში მძვინვარებს.  

საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების შესახებ აფრთხილებს

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო განცხადებას ავრცელებს. საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ: AspropyrgoElefsinaPlaka #Dikella #Makris & #New_Chile Βοιωτία / ViotiaΚύθνος / Kithnos Ίασμος / Iasmos „საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი - 112, საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.“  

მედია: სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზა იწვის

სანქტ-პეტერბურგში, პისკარევსკის გამზირზე 800 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია სხვადასხვა რუსულ წყაროზე („Ostorozhno“, Readovka, Fontanka) დაყრდნობით ავრცელებს. რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანია ჩართული. „80x10 მეტრის ზომის ანგარში ცეცხლი მთელ ტერიტორიაზეა მოდებული. ინციდენტის ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამინისტრო: 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანი. ხანძარი კრასნოგვარდეისკის რაიონშია," - აცხადებენ უწყებაში. ადგილობრივებმა ნავთობბაზა „რუჩიდან", რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს, აფეთქებების ხმა ისმის.  

რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში ნავთობქიმიურ ქარხანაში ხანძარია

რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში, სიბურის ნავთობქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.  რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი" საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა. დამატებით დეტალებზე მედია არ წერს.  

თბილისში, არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ის, თუ რას ტერიტორიაზეა ხანძარი გავრცელებული. განახლება: შსს-ს ცნობით, არქივის ეზოს ტერიტორიაზე, ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია. საქართველოს ეროვნული არქივის განცხადებით, შენობა, რომელსაც ცეცხლი, გაუჩნდა ეროვნული არქივის საკუთრებაში იყო. ეროვნულ არქივში განაცხადეს, რომ ხსენებული შენობა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ცალკე ნაგებობა იყო. „საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა,“ - ნათქვამია ეროვნული არქივის განცხადებაში.  

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: გამოძიება დაადგენს, როგორ მოხდა კინოფირების აალება

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბუბა ლომუაშვილის განცხადებით, არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობაში ხანძრის შედეგად, რა გადარჩა და ამჟამად რა სიტუაციაა, ამაზე მოგვიანებით გაკეთდება განცხადება, ამ დროისთვის კი, გამოძიება მიმდინარეობს. ლომუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დამონტაჟებული იყო ყველა სახის დაცვითი სისტემა, თუმცა როგორ მოხდა კინოფირების აალება, ამას გამოძიება დაადგენს. „ახლა, ამ შენობაში ხანძარი აღარ არის. რაც შეეხება იმას, თუ რა განადგურდა, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ შევიდეთ. შსს, როდესაც დაამთავრებს ყველა იმ სამართლებრივ პროცედურას, რომელიც უკავშირდება გამოძიებას, მხოლოდ ამის შემდგომ შეგვიძლია, ვნახოთ, რა დაზიანდა. რა გადარჩა, ამჟამად რა სიტუაციაა, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, მაგრამ სასიხარულო ფაქტი ის, არის, რომ ჩვენ ვიცოდით ამ რისკების შესახებ, გვქონდა ყველა სახის დაცვითი სისტემა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს არის აალებადი კინოფირები, თუ როგორ მოხდა ამის აალება, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ის ძვირფასი მასალა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო განლაგებული, გაციფრულებულია და ჩვენ ამის ასლები გვაქვს. ყველა საჭირო პროცედურა და სისტემა, რომელიც აუცილებელია თვითაალებადი კინოფირების დასაცავად, ამ შენობაში იყო განთავსებული. პირველადი დეტექციაც, ასევე ის სახანძრო სპეციალური სისტემა, რომელიც შიგნით იყო დამონტაჟებული ეს ჩაირთო, ამან იმუშავა და რაც ყველაზე მთავარი იყო, ის ჰიდრანტები, რითაც აღჭურვილია მთლიანად არქივის შენობა გამართულად მუშაობს ამ წუთშიც და მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო ვეცდებით, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული. თუმცა, გეტყვით,რომ საჭირო დაცვის სისტემებიც აუცილებელი იყო, ყველაფერი იყო აქ,“ - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული არქივის ეზოში გუშინ ის შენობა დაიწვა, რომელშიც ნიტროფუძიანი ძველი კინოფირები ინახებოდა. ეროვნული არქივის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასალა, რაც კინოფირებში იყო, გაციფრულებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. „საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა,“ - ნათქვამია ეროვნული არქივის განცხადებაში.

სოჭში, აეროპორტთან ახლოს დიზელის ავზი იწვის

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. „სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის ფართობი 96 კვადრატული მეტრია. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, მომხდარის მიზეზები ზუსტდება“, - აცხადებს გუბერნატორი. ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად ევაკუაცია არ განხორციელებულა. ამასთან, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. რუსულმა მედიამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოჭში ნავთობბაზასა და აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა. მომხდარის გამო აეროპორტს ფუნქციონირება არ შეუწყვიტავს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.  

მედია მოსკოვის ოლქში, სამხედრო აეროდრომთან ძლიერი ხანძრის შესახებ იუწყება

რუსული ტელეგრამის არხების ცნობით, რომელსაც უკრაინული მედია ეყრდნობა, ოთხშაბათს, 27 სექტემბერს ღამით, მოსკოვის ოლქში სამხედრო აეროდრომთან ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსული მედია წერს, რომ ხანძარი დედაქალაქის გარეუბანში ქალაქ შჩელკოვოში იყო. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ჩკალოვსკის სამხედრო აეროდრომი, სადაც მანამდე მომხდარმა აფეთქებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ორი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ აეროპორტის მახლობლად მდებარე ინდუსტრიულ ზონაში დიდი კვამლი გამოჩნდა. ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება. თუმცა ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ხანძრის გაჩენამდე აფეთქების მსგავსი ხმები გაიგეს.  

ირანის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ირანის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საავტომობილო ბატარეების ქარხანაში ხანძარი, ერთ კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში უკვე მეორედ გაჩნდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. „არავინ დაშავებულა ხანძრის შედეგად, რომელიც გაჩნდა იმ ადგილას, სადაც პლასტმასის ნარჩენები ინახება,“ იუწყება სახელმწიფო ტელევიზია. ირანულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები და ვიდეოკადრები, რომლებზეც დედაქალაქის ჩრდილოეთით, შავი კვამლის სვეტი ჩანს. ირანის რევოლუციური გვარდია ქვეყნის მასშტაბით ამუშავებს რამდენიმე ქარხანას, რომელთაგან ბევრი სამოქალაქო საქონელს აწარმოებს. ირანს სამხედრო ობიექტებზე ხანძრები და სხვა უბედური შემთხვევები გახშირდა, რაშიც თეირანი თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ისრაელს ადანაშაულებს. გასულ თვეში ირანმა განაცხადა, რომ ისრაელი საბოტაჟის მოწყობას ცდილობდა. ირანი დასავლეთის მკაცრი სანქციების ქვეშაა, რაც მას სხვადასხვა ტექნიკისა და შემცვლელი ნაწილების იმპორტში ხელს უშლის. ეს აიძულებს თეირანს, შავ ბაზარს მიაშუროს.  

რუსეთში, კემეროვოს რეგიონის ქვანახშირის მაღაროში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, კემეროვოს რეგიონის ქვანახშირის მაღაროში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის ფოლადის წარმოებას კომპანია „ევრაზი“ აკონტროლებს. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან და მათ შენობის დატოვება დროულად შეძლეს. რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში მაღაროში 250-ზე მეტი მაღაროელი იმყოფებოდა. Reuters-ი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ყველა მაღაროელის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის ქვანახშირით მდიდარი კემეროვოს რეგიონისთვის კატასტროფები უცხო არ არის. 2007 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე საშინელი უბედური შემთხვევა მოხდა, როდესაც ულიანოვსკაიას მაღაროში აფეთქებამ 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2010 წელს რასპადსკაიას მაღაროში აფეთქებებმა 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2021 წელს კიდევ ერთმა აფეთქებამ 51 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის პროცესში, 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და ორი ვერტმფრენია ჩართული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელის ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. აღნიშნავენ, რომ “რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.“ უწყების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.  

რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძარი იყო

რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 16 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, მანამდე რეგიონში ძლიერი აფეთქებები ისმოდა. ხანძარი დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის ვოლგოგრადის ოლქის დაბა კოტლუბანში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გაჩნდა. ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა ტელეგრამ-არხზე, დილით დაწერა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა. ბოჩაროვს ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია. ადგილობრივი გამოცემა „ვოლგოგრად ონლაინი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და შემდეგ მოედო იარაღის საწყობს. რუსული ტელეგრამ-არხი „ბაზა“ იუწყება, რომ ხანძრის წინ, დაბა კოტლუბანის რამდენიმე მცხოვრებმა გაიგო უპილოტო საფრენი აპარატისთვის დამახასიათებელი ხმა, რასაც აფეთქება მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, 5 „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის“ განადგურების შესახებ, თუმცა, ვოლგოგრადის ოლქი არ უხსენებია. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2 დრონი ჩამოაგდეს რუსეთის ბრიანსკის ოლქში და 3 ყირიმის სანაპიროსთან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრიი იუსოვმა ტელეარხ „ჰრომადსკეს“ განუცხადა, რომ რუსულ სამხედრო ნაწილში ხანძართან კავშირს ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ, თუმცა, დღეს „მტერმა კიდევ ერთი არსენალი დაკარგა.“  

მოსკოვში ელექტროაღჭურვილობის საწარმო იწვის

მოსკოვში ელექტროაღჭურვილობის საწარმო იწვის. ინფორმაციას NEXTA ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  საწარმოში ყველა ინდუსტრიისთვის ელექტროაღჭურვილობა მზადდება.  როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, ცეცხლი საღებავების მაღაზიას გაუჩნდა. ხანძრის ფართობი 50 კვადრატული მეტრია.  

თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევა ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი.  

გლდანში ავტოფარეხებს ცეცხლი გაუჩნდა

გლდანში, მეხუთე მიკრორაიონში ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორ ავტოფარეხს ეკიდა. არავინ დაშვებულა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

თბილისში პლასტმასების საწყობი იწვის

თბილისში, ვაზისუბანში პლასტმასების საწარმო იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან. დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია.  

ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების შემდეგ, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა

ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახებით გამოწვეულ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC წერს, რომ სანაპირო დაცვის ეკიპაჟის ერთმა წევრმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მძიმე დაზიანებები მიიღო. ტოკიოს აეროპორტში იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა. BBC-ს ცნობით, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს მას შემდეგ შეეჯახა, რაც იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი ტოკიოს ჰანედას აეროპორტში დაეშვა. სანაპირო დაცვის თვითმფრინავს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონებისთვის დახმარება უნდა მიეწოდებინა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია განხორციელდა. ტოკიო ჰანედაში ფრენები შეჩერებულია და ბევრი რეისი იაპონიის სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.  

სანკტ-პეტერბურგში მზა პროდუქციის საწყობი იწვის

სანკტ-პეტერბურგში, მზა პროდუქციის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის ფართობი 50 ათასი კვადრატული მეტრია. ხანძარს სირთულის მაქსიმალური, მეხუთე რანგი მიენიჭა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მსხვერპლი არ არის. საწყობი პუშკინსკის რაიონში მოსკოვსკოეს გზატკეცილზე მდებარეობს. ტელეგრამარხ SHOT-ის ცნობით, ხანძარი საწყობის გვერდით მდებარე სატვირთო მანქანის სადგომთან ახლოს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ცდილობს 422-ზე მეტი მაშველი 90 ერთეული ტექნიკით. ტელეგრამ არხ „ბაზას“ ინფორმაციით, ხანძარი ტანსაცმლის საწყობის მე-7 სართულზე გაჩნდა.  

დრონების იერიშის ფონზე, რუსეთში საზღვაო სავაჭრო პორტის ტერმინალი იწვის

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს, რომ „უსტ-ლუგას პორტში, კომპანია Novatek-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.“ მისი ინფორმაციით, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია. რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ოფიციალური პირები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ჯერ არ ასახელებენ. რუსული ელექტრონული გაზეთის Fontanka.ru-ს ცნობით, ხანძარი დრონის თავდასხმას მოჰყვა. გამოცემა 47.News ხანძრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და განმარტავს, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა დააფიქსირეს დაახლოებით 00:30 საათზე ლენინგრადის ოლქის კინგისეპის რაიონში, თუმცა პორტს დრონებმა დაახლოებით 03:20 საათზე შეუტიეს. უსტ-ლუგაში მდებარეობს დიდი ნავთობქიმიური ქარხანა "ნოვატეკი", რომელიც გაზის კონდენსატს (საბოლოო პროდუქტებია ნაფტა, ნავთი, დიზელის ფრაქცია და მაზუთი) გადაამუშავებს. აქედანვე, პორტში კომპანიის საკუთარი ტერმინალის მეშვეობით, პროდუქცია იტვირთება გემებზე და იგზავნება ექსპორტზე. Fontanka-ს ცნობით, კვირას ღამით „ნოვატეკის“ ნავმისადგომზე იმყოფებოდა სამი გემი ბელგიიდან, ომანიდან და ლიბიიდან. ასევე 21 იანვარს გამთენიისას ტულის, სმოლენსკის და ორიოლის ოლქებს დრონებმა შეუტიეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შესახებ ცნობები ხშირია.  

კაცი, რომელიც ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა - საგანგებო

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. ამ სახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, დააფიქსირეს ხანძრის კერა. ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცეცხლის წაკიდებას. ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად - 500 ლარით დაჯარიმდა. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

რუსეთში, დონის როსტოვში მასშტაბური ხანძარი იყო

რუსეთში, დონის როსტოვში 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მარცვლეულის შესანახ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის ქალაქ როსტოვში აფეთქებების ხმაც გაისმა, შემდეგ კი, ხანძარი გაჩნდა მარცვლეულის საწყობის ტერიტორიაზე, იუწყება ტელეგრამ-არხი „ბაზა.“ მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ხანძრის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. წერდნენ მედიასაშუალებები საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით. არც დრონების შესაძლო თავდასხმის და არც შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.