თეგი: „ვივამედი“

პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. „მსჯავრდებული სააკაშვილი საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები უტარდება. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა. 20 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, საპრპოტესტო აქცია - „გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი“ გაიმართება. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

„ვივამედმა" შესაძლოა, კლინიკაში სააკაშვილის დაყოვნების მიზანშეწონილობის შეფასება მოითხოვოს

კლინიკა „ვივამედი“, სადაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს, აცხადებს, რომ „იძულებული ხდება, მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. მისივე თანახმად, ბოლო თვის განმავლობაში სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. „ვივამედის“ განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. „მოგახსენებთ, რომ პაციენტი მ. სააკაშვილი, კლინიკა ვივამედში იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე. პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენს მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით დაგვერწმუნებინა პაციენტი, რომ ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი, რაც ოქტომბრის თვემდე მეტ-ნაკლებად ხერხდებოდა და სახეზე იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ, ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე. შესაბამისად, ბოლო თვის მანძილზე პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. შედეგად სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში”, - ნათქვამია სამედიცინო ცენტრი „ვივამედის“ ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ამ განცხადებას შურისძიებად აფასებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილს კლავენ.  

„ვივამედთან“ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კლინიკა “ვივამედთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია “ვივამედის” შესასვლელთან გამართეს, შემდეგ კი, კლინიკის გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები გააჟღერეს. მხარდამჭერებს “კლინიკის” პალატიდან მიხეილ სააკაშვილი მიესალმა. მან ფანჯრიდან საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საშუალება მიეცეს. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ევროპარლამენტარებს უნდა მიეცეთ მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება. მათი თქმით, სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე გაშლილი ჰქონდათ საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დროშები.  

პოლონელი დიპლომატი საგარეო უწყებაში გამოიძახეს

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი ამჟამად, პოლონეთში იმყოფება. პოლონელი დიპლომატი სამინისტროში კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს. შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. რატი ბრეგაძემ, პოლონელი ექიმის სააკაშვილთან ვიზიტის დროს მომხდარ "ინციდენტზე" ისაუბრა