კონგრესმენი დონ ბეკონი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საკმარისი არაა, გვჭირდება პარტნიორების შეიარაღება

"სანქციები არ არის საკმარისი. ვიდრე გვიან არ არის, გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, რათა ინტერვენცია ძვირი დაუჯდეთ", - ამის შესახებ ამის შესახებ კონგრესმენმა დონ ბეკონმა საქართველოს ხელისუფლების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"საქართველოს წარმომადგენლებს დავით ბაქრაძეს, ირაკლი ბერაიასა და ნიკოლოზ სამხარაძეს შევხვდი, რათა განმეხილა სუვერენულ ქვეყნებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ თავდაცვის სტრატეგია. სანქციები არ არის საკმარისი. ვიდრე გვიან არ არის, გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, რათა ინტერვენცია ძვირი დაუჯდეთ", - წერს კონგრესმენი.

შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად იმყოფება, რომლის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენ ადამ სმიტთან და კონგრესმენ ჯონ გარამენდისთანაც.