პოლიცია კიევის ქუჩებში რაკეტის ნაშთს ამოწმებს. ფოტო

რუსეთის შეტევა, როგორც ჩანს, ყველა მხრიდან ხორციელდება - იუწყება BBC და ამის დასტურად მაყურებელს რაკეტის ნაშთის ფოტოს უჩვენებს, რომელიც კიევშია გადაღებული.

უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსული სამხედრო მანქანები ქვეყანაში რამდენიმე ადგილას შევიდა, მათ შორის ჩრდილოეთით, ბელორუსიდან და სამხრეთით, ყირიმიდან.

  • სხვა გადაკვეთა დაფიქსირდა აღმოსავლეთით, ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონში. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსეთმა სამხედრო მანქანების გაგზავნამდე ცეცხლი არტილერიით გახსნა. ჯერჯერობით მტკიცებულებები გვთავაზობს სურათს, რომ თავდასხმა ყველა მხრიდან ხორციელდება.

 

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ყველა მოქალაქეს, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ქვეყანა რუსული ძალებისგან, კიევი გასცემს იარაღს ყველასთვის, ვისაც ეს სურს

მსხვერპლი

ცნობილია, რომ შვიდი ადამიანი დაიღუპა რუსული ძალების მიერ დაბომბვისას, იტყობინება უკრაინის პოლიცია.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ოდესის მახლობლად, პოდილსკში სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და შვიდი ადამიანი კი, დაშავდა. ასევე, დაკარგულია ცხრამეტი ადამიანი. მათივე თქმით, ქალაქ მარიუპოლში ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ შჩასტიეს მახლობლად 50-მდე რუსი ოკუპანტია განადგურებული.

BBC-ის ცნობით: კიევის გარეუბანში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო მის მთავარ აეროპორტთან სროლის ხმა გაისმა, ქალაქში ისმის განგაშის სიგნალი, რომელიც საჰაერო თავდასხმას მოასწავებს. 

ბოლო ცნობები მოკლედ - BBC-ზე დაყრდნობით


რუსეთმა დაიწყო ის, რასაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უწოდა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დონბასში.

  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადანაშაულა რუსეთი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებაში და სთხოვა გაეროს „ყველაფერი გაეკეთებინა“ მის შესაჩერებლად.

     • აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო თავდასხმა და პირობა დადო, რომ რუსეთი პასუხს აგებს

     • დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, გაეროს და NATO-ს ლიდერებმა ასევე მკაცრად დაგმეს რუსეთის შეტევა და კოორდინირებული საპასუხო ზომები განიხილეს.

  • ევროკავშირმა და აშშ-მ უმკაცრესი სანქციები დააანონსეს.

ასევე წაიკითხეთ

პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა