უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართა და მოუწოდა, რომ მშვიდობის ლიდერი იყოს.
„დღეს არაა საკმარისი ქვეყნის ლიდერობა. მნიშვნელოვანია მსოფლიოს ისეთ ლიდერად ყოფნა, რომელიც იბრძვის მშვიდობისთვის. ვერ ვხედავ ცხოვრების აზრს, თუ არ შეგიძლია სიკვდილის შეჩერება. ესაა ჩემი, როგორც უკრაინელი, დიდებული ხალხის ლიდერის მთავარი გამოწვევა. მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს: თქვენ ხართ თქვენი ერის ლიდერი. გისურვებთ, რომ მსოფლიო ლიდერიც იყოთ. მსოფლიო ლიდერად ყოფნა ნიშნავს მშვიდობის ლიდერად ყოფნასაც“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.