იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხადეს. სტიქიის შედეგად 2 მილიონი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მათ შორის - 700 000 აბონენტი ტოკიოში.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
2011 წლის მარტში ამ რეგიონში 9,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად გამოწვეულმა ცუნამიმ 20 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. დატბორვის შედეგად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბირთვულ ელექტროსადგურ „ფუკუშიმაზე“ რადიაციის გაჟონვის მოცულობა უკრაინაში „ჩერნობილის“ რეაქტორზე მომხდარი ავარიის მასშტაბს გაუტოლდა.