გუტიერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა 

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში აცხადებს, რომ  რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ მან  Twitter-ზე დაწერა. 

„უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი და იწვევს ფასების სწრაფ ზრდას საწვავზე, საკვებ პროდუქტსა და ტრანსპორტზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი რათა შევაჩეროთ შიმშილის ქარიშხალი და საკვები პროდუქციის სისტემის კრახი“,- დაწერა სოციალურ ქსელში გუტიერეშმა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს