უკრაინის პრეზიდენტი ისრაელის პარლამენტს: შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვერ იღებს უკრაინა ისრაელისგან იარაღს?

დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვერ იღებს უკრაინა ისრაელისგან იარაღს და რატომ არ უწესებს ისრაელი სანქციებს რუსეთს? - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს. 

„ამ ომის მიზანი უკრაინელი ერის განადგურებაა. ჩვენი ხალხი ახლა დადის სამყაროში, ეძებს თავშესაფარს, ისევე როგორც თქვენ ადრე. ეს არის ტოტალური და გაუმართლებელი ომი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი კულტურისა და ჩვენი შვილების განადგურებას. დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვერ იღებს უკრაინა ისრაელისგან იარაღს და რატომ არ უწესებს ისრაელი სანქციებს რუსეთს? თქვენ უნდა გასცეთ პასუხები ამ კითხვებს და იცხოვროთ მათთან ერთად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე წაიკითხეთ:

ზელენსკი რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადებს აკრიტიკებს