რუსეთის უდიდესი აეროპორტი, მოსკოვის „შერემეტიევო“, პერსონალის ნაწილს სახლში უშვებს. ამის მიზეზია საჰაერო გადაზიდვების შემცირება, რაც დასავლეთის სანქციებითაა გამოწვეული, ამის შესახებ „იზვესტია“ აეროპორტის გენერალური დირექტორის, მიხაილ ვასილენკოს წერილზე დაყრდნობით წერს.
გამოცემას წყარომ „შერემეტიევოდან“ შეატყობინა, რომ ჯერჯერობით პერსონალის 40%-ს დროებით დაითხოვენ. ეს დაახლოებით 6-7 ათასია 18 ათასი თანამშრომლიდან.
როგორც გაზეთი წერს, „შერემეტიევოში“ საჰაერო მიმოსვლა მკვეთრად დაეცა დასავლეთის სანქციების შემდეგ, გამოცხადდა საინვესტიციო პროექტების შეჩერებისა და ტერმინალების ნაწილის დახურვის შესახებ.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
ასევე წაიკითხეთ
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის