უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო კანადის ხელისუფლება სანქციებს აწესებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს 160 წევრს. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ NATO-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მანამდე კანადის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენებს რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს, ასევე რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელა პამფილოვას სანქციები დაუწესა.
ამასთან, ფედერალურმა ხელისუფლებამ 32 რუსულ კომპანიას და სამთავრობო ორგანიზაციას აუკრძალა კანადიდან თავდაცვის აღჭურვილობისა და მარაგის მიღება. საპასუხოდ, რუსეთმა კანადის 313 წარმომადგენელი „შავ სიაში“ შეიყვანა და ტრუდოს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს აშშ-მ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალი სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.
შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის