იაპონიიდან რუსეთში ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აიკრძალა. ინფორმაციას იაპონიის მთავრობა ავრცელებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდამ 5 აპრილს ძვირფასეულობასა და ხელოვნების ნიმუშებზე ემბარგოს დააწესებს.
„ჩვენ მკაცრი სანქციების განსახორციელებლად საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვიმუშავებთ, მათ შორის დიდი შვიდეულის ჯგუფის ქვეყნებთან". - თქვა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ.
იაპონიის მთავრობის მონაცემებით, მანქანები შეადგენენ იაპონიიდან რუსეთში მიმავალი გადაზიდვების დიდ ნაწილს. 2020 წელს გადაზიდული მანქანების ღირებულებამ შეადგინა 627,8 მილიარდი იაპონური იენი ($5 მილიარდი)
1 მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.
25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ
დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს