უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინაში 2000 სამხედრო გაგზავნა 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონდან სამხედრო ძალები გადაისროლა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ცხინვალის მეოთხე სამხედრო ბაზაზე რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად, ჩამოაყალიბა რუსი და ოსი სამხედრობის 1200-კაციანი სამი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, ხოლო აფხაზეთის მეშვიდე სამხედრო ბაზაზე შექმნა ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი 800 კაცის შემადგენლობით.

ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები დროებითი ფორმირებებია, რომელიც იქმნება ბატალიონის ბაზაზე ბრძოლის საწარმოებლად. მოიცავს სატანკო და მოტომსროლელ ბრიგადებს ერთი ბატალიონის ბაზაზე და მასზე მიმაგრებულია საარტილერიო, საჰაერო თავდაცვისა და საინჟინრო ნაწილები.

25 მარტს CNN-მა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა

ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს