პუტინის განკარგულებით ჯარში 134 500 ახალ წვევამდელს გაიწვევენ 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ყოველწლიური საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, ჯარში 134,500 ახალ წვევამდელს იწვევს. 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაწვევას უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს. მინისტრმა სერგეი შოიგუმ 29 მარტს თქვა, რომ არც ერთი გამოძახებული ცხელ წერტილებში არ გაიგზავნება. 

9 მარტს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ზოგიერთი ახალწვეული უკრაინაში გააგზავნეს. მანამდე ინფორმაციას რუსეთი უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ უკრაინაში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები და ოფიცრები ჰყავდა.  

პუტინის სპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სამხედრო პროკურორებს უბრძანა, გამოეძიებინათ და დაესაჯათ ის თანამდებობის პირები, რომლებიც ახალწვეულების გაგზავნაზე არიან პასუხისმგებლები.