Bloomberg: უმდიდრესი რუსი ბიზნესმენები მილიარდებს კარგავენ 

2022 წლის დასაწყისიდან, რუსეთში 22 უმდიდრესი ბიზნესმენის ქონება 1-ელი აპრილის მონაცემებით, Bloomberg Billionaires Index-ით $50 მილიარდით შემცირდა და $229,47 მილიარდი შეადგინა. 

Bloomberg-მა გამოაქვეყნა იმ რუსი მილიარდერების სია, რომელთაც აქტივები ყველაზე მეტად შეუმცირდათ. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: 

ვლადიმერ პოტანინი - საერთო ქონება $29,4 მილიარდი ($1,47 მილიარდით ნაკლები, ვიდრე წლის დასაწყისში)

ლეონიდ მიხელსონი - $27,5 მილიარდი (კლება $4,9 მილიარდი)

ალექსეი მორდაშოვი - $23,1 მილიარდი (კლება $5,7 მილიარდი)

ვლადიმირ ლისინი - $23 მილიარდი (კლება $4,97)

ალიშერ უსმანოვი - $19,8 მილიარდი (კლება $1,5)

ყველაზე მეტი კაპიტალი „ლუკოილის“ თანამფლობელმა ვაგიტ ალეკპეროვმა დაკარგა. მისი კაპიტალი $17,4 მილიარდით შემცირდა. ახლა მისი ქონებრივი მდგომარეობა $5,36 მილიარდად არის  შეფასებული. ის Bloomberg-ის სიაში ბოლოა. 

ამასთან აქტივები $6,03 მილიარდით  შეუმცირდა გენადი ტიმჩენკოს, რომელიც რუსი მილიარდერების სიაში მერვე ადგილს იკავებდა. ახლა მისი ქონება $16,4 მილიარდია. რაც შეეხება მე-9 ადგილზე მყოფ რომან აბრამოვიჩს, მისი დანაკარგი #3,6 მილიარდია, ხოლო ქონება $14,4 მილიარდად არის შეფასებული. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

 ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

ასევე წაიკითხეთ 

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა 

აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს

ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი  

ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა

საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა 

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავე