ზელენსკი გაეროს: მზად ხართ, დაიხუროთ? თუ არა, სწრაფად უნდა იმოქმედოთ

ბატონებო, მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელინსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოფორმატის რეჟიმში ჩართვისას განაცხადა. 

„თუ ამგვარი მდგომარეობა გაგრძელდება, მაშინ ქვეყნებს უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ იარაღის ძალის გამოყენებით მოუწევთ, გაერო უბრალოდ შეიძლება დაიხუროს. ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმა, რომ ვეტოს უფლება მკვლელობის უფლება არ იყოს.

ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები, რათა რუსეთმა არ დაბლოკოს საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად, ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა. თუ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა აღარ დაგრჩენიათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.