BBC: კრემლმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ხელმძღვანელი შეცვალა 

რუსეთმა უკრაინაში „სპეციალური საომარი ოპერაციის“ ხელმძღვანელი შეცვალა. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ცნობით, „სპეცოპერაციას“ რუსეთის არმიის გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე სირიაში იბრძოდა. 

BBC-ის წყაროს ცნობით, რუსეთის სხვადასხვა დანაყოფებს შორის სუსტი კოორდინაციაა და დვორნიკოვს სამხედროებს შორის უკეთესი კავშირის უზრუნველყოფა მოუწევს. 

„ამ კონკრეტულ მეთაურს აქვს სირიაში სამხედრო ოპერაციების ჩატარების დიდი გამოცდილება. ამიტომ არის მოლოდინი, რომ ომის მართვის პროცესი გაუმჯობესდება“, - განუცხადა BBC-ს წყარომ. 

ალექსანდრე დვორნიკოვი რუსი სამხედროების დაჯგუფებას სირიაში 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ივლისამდე ხელმძღვანელობდა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა

პესკოვმა აღიარა, რომ რუსულ არმიას უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს