ისტორიაში პირველად, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი სიქსტეს კაპელაში კონცერტს მართავს. ვიდეო

სიქსტეს კაპელაში, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კონცერტს მართავს. საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცემათ, კიდევ ერთხელ გაეცნონ ქართულ კულტურას. ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან სიქსტეს კაპელაში ქართველები პირველად მღერიან.

„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ვისაუბრეთ კონცერტის შესახებ, რომელსაც სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი “სიქსტეს კაპელაში” გამართავს. პრეზიდენტი კონცერტს პირადად დაესწრება“, - ნათქვამია პატრიარქის Twitter გვერდზე 25 ივნისს განთავსებულ ინფორმაციაში.