იუსტიციის სამინისტრო სამხარაულის ბიუროს ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მიმართავს

იუსტიციის სამინისტრო სამხარაულის ბიუროს ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის „კომპლესური ექსპერტიზის“ ჩატარების თხოვნით უახლოეს მომავალში მიმართავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც მოგეხსენებათ, ის რამდენიმე თვე იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. გვსურს მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო.

სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში მას არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე გორში. მთელს ამ პერიოდში, როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, სახელმწიფოს მხრიდან ის გაეწია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.