კახა კალაძე: ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია

"ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

„ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის,

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.