ჩინეთი და უზბეკეთი რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყების ისტორიული შეთანხმება შედგა. უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამარყანდში გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები გამართეს, იუწყება უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ლიდერებმა განიხილეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უზბეკეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაძლიერების შემდგომი გზები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს $8 მილიარდს მიაღწია, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი 30 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უზბეკეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობამ $10 მილიარდს გადააჭარბა. 

ღონისძიების შედეგად ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაზე, საერთო ჯამში ინვესტიციის მოცულობაა $15 მილიარდი. 

მოლაპარაკებების დასასრულს სი ძინპინმა მირზიოევი ჩინეთში საპასუხო ვიზიტით მიიწვია.

მირზიოევმა სი ძინპინგი უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - „ოლი დარაჟალი დუსტლიკის“ ორდენით დააჯილდოვა.