ფინეთმა, რუსი ბიზნესმენების ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის დამფუძნებლის აქტივები დააყადაღა

ფინეთმა, რუსი ბიზნესმენების ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის დამფუძნებლის აქტივები დააყადაღა.  

მედიის ცნობით, ფინეთის ხელისუფლებამ დაკავების შესახებ ახალი გადაწყვეტილება სექტემბრის დასაწყისში მიიღო. Yandex-ის დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი და ძმები როტენბერგები ევროკავშირის სანქციების სიაში არიან.

გაზაფხულზე Yandex Oy-მა შეცვალა სახელი და ფინეთში Global DC Oy სახელით ოპერირებს. ვოლოჟმა უკვე დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი და ადგილი კომპანიის დირექტორთა საბჭოში. თუმცა, ეს მას სანქციებისგან არ ათავისუფლებს. 

ძმები როტენბერგების გარდა, კიდევ ერთი ოლიგარქი, გენადი ტიმჩენკო, ფლობს მნიშვნელოვან წილს კომპანია Helsinki Halli-ში. მისი აქციები უკვე გაყინულია.