ანტონიო გუტერეში: გაერო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი დაასრულებს ომს უკრაინის წინააღმდეგ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების ნიშნები არ ჩანს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის სხდომაზე განაცხადა.

  • „ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ენით აუწერელი ტანჯვისა და განადგურების მომსწრენი ვართ“.

გუტერეშის თქმით, ბირთვული კონფლიქტის იდეა სრულიად მიუღებელია.

„ყველა ატომურმა სახელმწიფომ უნდა აღასრულოს ბირთვული იარაღის გამოუყენებლობისა და სრული ლიკვიდაციის ვალდებულება", - დაამატა გაეროს გენმდივანმა.

გუტერესის თქმით, დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, გაქცეოდა ომს, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

„ვითარება მხოლოდ გაუარესდება ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რაც გამოწვეული იქნება გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შემცირებით“, - აღნიშნა გუტერეშმა.