უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი: შესაძლებელია, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებამ, შესაძლოა, საფრთხე შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანას შეუქმნას.

„შესაძლებელია, რუსეთმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ. ისინი შეეცდებიან, შეაჩერონ ჩვენი თავდასხმა და გაანადგურონ ჩვენი სახელმწიფო", - განაცხადა სკიბიცკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც.

სკიბიცკის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგები აისახოს პოლონეთზე, თურქეთსა და ბულგარეთზე.

„ჩვენი შეფასებით, ახალი შეტევა შესაძლებელია ზამთარსა და გაზაფხულზე. სწორედ ამიტომ სჭირდება რუსეთს ახალი შენაერთები. რუსეთის მთავარი მიზანი უკრაინის მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა", - განაცხადა სკიბიცკიმ.