კახა კალაძე: მეტროსადგურ „გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულებულია

თბილისის მერის, კახა კალაძე განმარტავს, "გოცირიძის" მეტროს სამუშაო დასრულებულია.

მისი თქმით, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცედურები.

„როგორც კი დასრულდება საზოგადოება შეძლებს სარგებლობას“, - აცხადებს კახა კალაძე. 

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული მოძრაობის ხელმძღვანელი მეტროსადგური გოცირიძის ამუშავებას ითხოვდა. ლაშა ფარულავა თქმით, "გოცირიძე" ორ წელზე მეტია, მგზავრებს ვერ ემსახურება.

მეტროსადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაო 2021 წლის 11 ნოემბერს დაიწყო.