მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო კვლევებისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო კვლევებისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა და ისევ უკან, „ვივამედში“ დააბრუნეს.

„რა კვლევებიც ჩვენი ექიმებისა და კონსულტანტების მიერ იყო დაგეგმილი, უკვე ჩატარებული აქვს“, - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.