შუა დერეფნის როლი იზრდება. თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს გადაზიდვების გაზრდა შეუძლიათ - თურქეთის ელჩი აზერბაიჯანში

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) ფარგლებში, სატვირთო მიმოსვლისა და ვაჭრობის გაზრდის მიზნით, ზოგიერთი საკითხი უნდა გადაიხედოს.

ამის შესახებ თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში კაჰიტ ბაღჯიმ ბაქოში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

„გასულ წელს, სუეცის არხზე პრობლემები გაჩნდა, ყველამ დაინახა მათი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. ახლა კი, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გაიზარდა შუა დერეფნის როლი. შესაძლებლობა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარეს გადავიდა.  

მუდმივად განიხილება თემები, კერძოდ საბაჟო ტარიფები და მოცდის დრო თუ გადაიხედება სავაჭრო ბარიერები მოიხსნება“, - განაცხადა ელჩმა. 

თურქეთის ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მიზანია ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის $15 მილიარდამდე გაზრდა.

„დღეს ეს მაჩვენებელი $5 მილიარდს შეადგენს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ სავაჭრო ბრუნვის ზრდას $3,6-დან $5 მილიარდამდე“.