„ღამის ავტობუსის“ პროექტი გაუქმდა - კალაძე

დედაქალაქის მერი კალაძის განცხადებით, „ღამის ავტობუსის“ პროექტმა გაამართლა, უბრალოდ პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ აკრძალული იყო.

კალაძე ამბობს, რომ პროექტმა გაამართლა, თუმცა მარშრუტი პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების დროს გაუქმდა.

„აღარ დადის „ღამის ავტობუსი“. პროექტმა გაამართლა, უბრალოდ პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ აკრძალული იყო და ხალხი ვერ სარგებლობდა, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ“,- განაცხადა კალაძემ.