საქართველოს საელჩო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს

ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი შეაფასა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი. უკრაინაში საქართველის საელჩო უკრაინელ ხალხს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მისივე თანახმად, საბჭოთა რეჟიმმა მიზანმიმართულად დახოცა მილიონობით უკრაინელი ხელოვნურად გამოწვეული შიმშილის მეშვეობით.

„აღნიშნული წარმოადგენდა გენოციდს - კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულს.

ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი შეაფასა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი.

დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.