ბარსელონაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

ბარსელონას სადგურზე ორი მატარებლის შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ესპანეთის სახელმწიფო ოპერატორმა Renfe-მ განაცხადა, რომ ერთი მატარებელი მეორეს უკანა მხრიდან დაეჯახ. შემთხვევა სადგურ Montcada i Reixac-ზე, დაახლოებით დილის 7:50 საათზე (0650 GMT) მოხდა.

იტყობინება ახალი ამბების სააგენტო EFE.

კატალონიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოები აცხადებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება 155 ადამიანს დასჭირდა, მაგრამ არცერთს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მათივე თქმით, მსუბუქი დაზიანებებით სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება. ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.