მედია: ესპანეთში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

სარაგოსაში ბინების ძარცვის გამო, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები სარაგოსის ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს.

მედიის ცნობით, კაცს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 3 ადამიანი დააკავეს. 

როგორც ესპანური მედია იტყობინება, ცნობილია სამივეს ვინაობა.