ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის არმიაში მობილიზებულების ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა. ვიდეო

ოკუპირებული ყირიმის სოვეცკოეს დასახლებაში, შენობაში სადაც რუსეთის არმიაში მობილიზებულები იყვნენ განთავსებული ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამის“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ ხანძარი დიდ ტერიტორიზე გავრცელდა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, შენობაში რამდენიმე ასეული ადამიანი იყო განთავსებული.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ. უკრაინული მედია წერს, რომ მტრის დანაკარგებზე მონაცემები ზუსტდება.