ზურაბიშვილი ზელენსკის: გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღე მიულოცა. 

„ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ!

გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში!

თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!“- წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. 

დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 45 წელი შეუსრულდა.