ნორვეგიაში, კონტინენტურ შელფზე ლითონებისა და მინერალების დიდი მარაგი აღმოაჩინეს

ნორვეგიის კვლევითმა ჯგუფმა, ქვეყნის კონტინენტურ შელფზე ლითონებისა და მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი აღმოაჩინა. 

ნორვეგიისა და გრენლანდიის ზღვების რაიონებში, წინასწარი შეფასებით, საბადოებში 38 მილიონი ტონა სპილენძისა და 45 მილიონი ტონა თუთიის მარაგია.

ასევე, კონტინენტურ შელფზე აღმოაჩინეს დაახლოებით 24 მილიონი ტონა მაგნიუმი, 3,1 მილიონი ტონა კობალტი და 1,7 მილიონი ტონა ლითონის ცერიუმი, რომელიც შენადნობებში გამოიყენება.

გარდა ამისა, ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე აღმოჩენილია იშვიათი ლითონების საბადოები: ნეოდიმი, იტრიუმი და დისპროზიუმი.

კონტინენტურ შელფზე, შემდგომი კვლევები მიმდინარეობს.