სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მუშა გადავარდა

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან შუახნის კაცი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.

გარდაცვლილი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.