ზელენსკი: უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდება უნდა დავაჩქაროთ

აუცილებელია უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდებისა დაჩქარება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთს ომის გაჭიანურების, უკრაინის ძალების ამოწურვის იმედი აქვს.

„ამდენად, დრო ჩვენს იარაღად უნდა ვაქციოთ. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარტნიორების მხრიდან უსაფრთხოების მხარდაჭერის დინამიკის შენარჩუნება ახლა უმნიშვნელოვანესია.

„ამ კვირაში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი თავდაცვის შედეგები აშშ-სთან, გერმანიასთან, პოლონეთთან, კანადასთან, ბელგიასთან, ნორვეგიასთან, იტალიასთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. შემდეგი კვირა არანაკლებ ძლიერი უნდა გავხადოთ ჩვენი თავდაცვისთვის. დღეს ასევე ვესაუბრე ჩეხეთის რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტს. მე მოვიწვიე ბატონი პრეზიდენტი უკრაინაში. დარწმუნებული ვარ, ერთად ჩვენ შევძლებთ, მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ევროპული პასუხი რუსეთის ტერორისტულ საფრთხეზე“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.