1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5832 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5832 ლარი გახდა.

"კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5867 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7397 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7520 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0123 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.