დიდი ბრიტანეთის საელჩო: აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. კლევერლიმ საქართველო უკვე დატოვა. ამ შეხვედრის შესახებ კი სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო.

„საინტერესო შეხვედრა შედგა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.

აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია.

გაერთიანებული სამეფო განაგრძობს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახთან დაახლოებისკენ“, - აღნიშნულია Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.