არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს - ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტზე

საქართველო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბრიუსელში მისი მთავარი სათქმელი იქნება - „ჩვენი ევროპული მომავალი".

კითხვაზე, რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯი ბრიუსელში ვიზიტისას, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - "ჩვენი ევროპული მომავალი".

„არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს,"- ასე უპასუხა ზურაბიშვილმა  გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მას - მოღალატე უწოდა.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.