დერეკ შოლე ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე

აშშ-ის სახელწმიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, დერეკ შოლემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ დერეკ შოლე Twitter-ზე წერს.

„ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და დამოუკიდებლობის დღე მივულოცე. რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას,  ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე, რომ ეს ნაბიჯი რისკს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს“, - წერს დერეკ შოლე.