ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ შევძელით ანტივაქსერული კამპანიის გადატეხვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლო და ქვეყანაში ანტივაქსერული კამპანია გადატეხა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამას ყოველდღიურად ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობის მატებაც მოწმობს.

"არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია რომელიც იყო. გუშინ აცრილების რეკორდული მაჩვენებლი გვქონდა და 3 600-ზე მეტი მოქალაქე აიცრა, ასევე ძალიან დიდი აქტივობა შეიმჩნევა დღესაც. იმ რეესტრში, სადაც ვაქცინასთან მიმართებით მოქალაქეების აქტიურობას ვაკვირდებით, მოთხოვნა გაზრდილია და მოთხოვნის ზრდის პარალელურად მიწოდებასაც ვზრდით, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვთქვათ - საქართველოში ვაქცინის სარგებელთან დაკავშრებით დადებითი დინამიკაა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

.