თეგი: "დიდი ოცეული"

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი პროტესტის ნიშნად „დიდი ოცეულის“ შეხვედრა დატოვა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა, მისმა კანადელმა და ევროპელმა კოლეგებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი პროტესტის ნიშნად „დიდი ოცეულის“ შეხვედრა დატოვეს. "არ მივიღებ მონაწილეობას შეხვედრაში, თუკი მას რუსეთის წარმომადგენლებიც დაესწრებიან", - განაცხადა იელენმა. ამასთან, პროტესტს შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს „დიდი ოცეულის“ ვირტუალური შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების პარალელურად გაიმართა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

ჯენ ფსაკი: რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი ოცეულის“ წლევანდელ სამიტში მონაწილეობის საშუალება

"თეთრმა სახლმა ინდონეზიას პირადად გადასცა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი ოცეულის“ წლევანდელ სამიტში მონაწილეობის საშუალება", - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ”პოზიცია არის მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი სამიტს არ უნდა დაესწროს. პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ გამოხატა წინააღმდეგობა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობასთან დაკავშირებით,” - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, გუშინ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების მიწვევა მიიღო. „დიდი ოცეულის“ სამიტი ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ დროისთვის არ განიხილება  

ანალენა ბერბოკი: რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის ვერ უნდა გამოიყენოს

"წარმოუდგენელია, იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ყველას ინტერესშია საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფა", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკის განაცხადა. „წარმოუდგენელია, იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.  ჩვენ გვერდით არ დავდგებით და ვერ მივცემთ რუსეთს შესაძლებლობას, გამოიყენოს ეს შეხვედრა, როგორც ტრიბუნა“, – განაცხადა ბერბოკმა. ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 7-8 ივლისს გაიმართება, სადაც როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც იქნება.