თეგი: "თბილისი პრაიდი"

აშშ-ის საელჩო: აშშ მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას

დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას, მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის ბრძოლაში, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ამ თვეში ჩვენ ლგბტქი+ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები ისეთებს გიღებთ, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას, მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის ბრძოლაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული. კლუბში „ხიდი“ ქვიარ ფილმის - „სველი ქვიშა” ჩვენება მიმდინარეობს.  

შსს-მ მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. შსს-ს ცნობით, 26-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან „ალტ-ინფოს“ ლიდერები – ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე მამა-შვილი – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. დღეს, 2 ივლისს, თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია პრაიდის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია, ასევე, პარალელურად ერთ-ერთ იზოლირებულ სივრცეში იგეგმება პრაიდ კვირეულის დასკვნითი, დახურული ღონისძიება. პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა.  

შალვა პაპუაშვილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებზე: როცა შსს წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებს, შეუძლია ღონისძიების უსაფრთხოება სრულად უზრუნველყოს

როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა. „ვხედავთ, რომ ეს დღეები უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა მიმდინარეობს. თუ გავიხსენებთ შარშანდელ ღონისძიებებსაც, მაშინაც ყველა ღონისძიებაზე, რომელიც 5 ივლისამდე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უბრალოდ, იცით, რომ 5 ივლისი იყო ექსტრაორდინალური სიტუაცია, რომელსაც არავინ ელოდა, მოულოდნელად აგრესია წარიმართა ჟურნალისტების მიმართ. ამიტომ, ვხედავთ, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ამ ღონისძიების უსაფრთხოება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. დღეს, 2 ივლისს თბილისში ,„პრაიდ კვირეულის“ ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი იმართება. ღონისძიება დახურულია. ამის მიუხედავად, პარალელურად, „ალტ-ინფოსა" და „კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები. მათ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება გააპროტესტეს და ლგბტ დროშა დაწვეს. შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან გადაინაცვლეს და NATO-სა და ევროკავშირის დროშები დაწვეს. მანამდე კი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და ლგბტ დროშები დაყარეს. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მთაწმინდაზე 17 ადამიანი დააკავეს, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ორგანიზებული ფესტივალის გამართვას აპროტესტებდნენ და ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ტერიტორიზე შესვლაში ხელს უშლიდნენ. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყების თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.