თეგი: "მწვანე პასპორტი"
ისრაელში "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა
ისრაელში "მწვანე პასპორტიs" მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ტალღა შესუსტებულია”, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და განმარტა, რომ “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მთლიანად უქმდება. ამასთან, ისრაელში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის დაახლოებით 3.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 9 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.