თეგი: "ფუკუშიმა- 1"
ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგურიდან დაახლოებით, 5.5 ტონა რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა
იაპონიაში, საავარიო ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუშიმა-1"-ზე, რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ამის შესახებ იაპონიური ენერგეტიკული კომპანია Tokyo Electric Power (TEPCO) იუწყება. ნიადაგი დაბინძურდა რადიოაქტიური ნივთიერებებით. ამ დროისთვის უცნობია, შეაღწია თუ არა დაბინძურებულმა წყალმა ოკეანეში. TEPCO-ს მონაცემებით, ცეზიუმისა და სტრონციუმისგან სითხის გამწმენდი მოწყობილობის მილიდან დაახლოებით 5,5 ტონა წყალმა გაჟონა. მისი რადიოაქტივობა 22 მილიარდი ბეკერელია მაშინ, როცა მაქსიმალურად დასაშვები ნორმა 1500 ბეკერელს შეადგენს. წყლის უმეტესი ნაწილი ნიადაგმა შეიწოვა. კომპანიამ ავარიის ადგილი აკრძალულ ზონად გამოაცხადა. სადგურის ფარგლებს გარეთ, რადიაციის დონის მნიშვნელოვანი მატება არ აღრიცხულა. იაპონიის ბირთვულმა მარეგულირებელმა მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, TEPCO-ს კაშივაზაკი-კარივას სადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასული წლის დეკემბერში გასცა. ატომური ელექტოსადგური 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის დროს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მიზეზით გაითიშა. რეგულატორის დასკვნით, TEPCO-ს მზადყოფნა გაუმჯობესდა და გადაწყვიტა მოხსნას დე ფაქტო აკრძალვა. უწყებამ მისი ობიექტების ინსპექტირება 4000 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაატარა.